1. ჩვენ ვქადაგებთ ქრისტეს არა ერთ მოსვლას, არამედ მეორესაც, რომელიც პირველზე უდიდესი იქნება, რამეთუ პირველად მან დაგვიმტკიცა თავისი მოთმინება, ხოლო მეორედ საღმრთო გვირგვინით გამოჩნდება. ჩვენს უფალ იესუ ქრისტეში ყველაფერი უმეტესწილად ორგვარია. ორგვარია შობა: ერთი ღმრთისგან უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, მეორე ქალწულისგან: ორგვარია გარდამოსვლა, საწმისზე გადმოსული ცვარივით, ერთია ჩუმი და მდაბალი, და მეორე -
პირველად "დაითმინა ჯვარი და სირცხვილი შეურაცხყო..." (ებრ. 12:2). მეორედ ანგელოსთა მხედრობით მოვა. ამიტომაც, ჩვენი ცნობიერება მხოლოდ პირველ მოსვლაზე არ ჩერდება და ელოდება მის მეორედ მოვლას. პირველი მოსვლისას ამბობდნენ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა" (მათე 21:9); მეორედ მოსვლის დროსაც იგივეს ვიტყვით, ანგელოზებთან ერთად შევხვდებით უფალს, თაყვანისვცემთ მას და ვუგალობთ: "კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა (მარკოზი 11:9).
მაცხოვარი მეორედ იმისთვის კი არ მოვა, რათა კვლავ განისაჯოს, არამედ მოვა მის მსაჯულთა განსასჯელად. ის, ვინც ადრე განისჯებოდა და დუმდა, შეახსენებს უსჯულოთ ჯვართან გამოჩენილ მათ კადნიერებას და ეტყვის: "ეს ყოველივე ჩაიდინეთ და მე გავჩუმდი" (ფსალმ. 49:21). როგორც საღმრთოდ აღმშენებელი პირველად იგი მოვიდა კაცთა დასამოძღვრად, ხოლო აწ, რომ არ უდოდეთ, აუცილებლობით მოვა, რათ დაექვემდებარონ მის მეუფებას.
2. ამ ორი მოსვლის შესახებ ბრძანებს წინასწარმეტყველი მალაქია: "უეცრად მოვა თავის ტაძარში უფალი, რომელსაც თქვენ ეძიებთ, და აღთქმის ანგელოზი, რომელიც გსურთ. აჰა, მოდის, ამბობს ცაბაოთ უფალი" (მალაქია 3:1). ეს არის პირველი მოსვლა. შემდეგ კი გვაუწყებს მეორედ მოსვლაზე: "ვინ აიტანს მისი მოსვლის დღეს და ვინ გაუძლებს მის გამოცხადებას? რადგან ის გამომდნობელის ცეცხლივით არის და მრეცხავთა მტუტესავით. დაჯდება ვერცხლის გამომდნობელი და განმწმედელი" (მალაქია 3:2-
ქრისტეს ეს ორი მოსვლა პავლემ ასე გამოხატა ტიტესადმი მიწერილ ეპისტოლეში: "რადგანაც მოგვევლინა მადლი ღვთისა, ყოველი კაცის მხსნელი, ჩვენს დასამოძღვრად, რათა უარვყოთ უღმერთოება, ამქვეყნიური გულისთქმანი და მოკრძალებით, სიმართლით და ღვთისმოსაობით ვიცხოვროთ ქვეყნად, და მოველოდეთ ნეტარი სასოებისა და ჩვენი დიდი ღმერთისა და მაცხოვრის ქრისტე იესოს დიდების გამოჩენას" (ტიტ. 2:11-
3. მაშ ასე, ჩვენი უფალი იესუ ქრისტე, ამ წუთისოფლის ბოლო ჟამს, უკანასკნელ დღეს ზეციდან დიდებით მოვა, რადგანაც დადგება ამ ქვეყნის აღსასრული და შექმნილი სამყარო კვლავ განახლდება. რადგანაც, გარყვნილება, "წყევლა და ტყუილი, კაცისკვლა, ქურდობა და მრუშობა გავრცელდა; სისხლის ღვრას სისხლის ღვრა მოსდევს" (ოსია 4:2). იმისთვის, რათა ქმნილებათა ეს სამკვიდრო მუდმივად უსჯულოებით აღვსებული არ დარჩეს, ეს სამყაროც განქარდება, რათა კვლავ გამოჩნდეს უმჯობესად და თუ გნებავს, ყოველივე ამას დაგიმტკიცებ წმ. წერილიდან. ისმინე, რას გვეუბნება ესაია: "დალბება ცის მთელი მხედრობა და ცა ეტრატივით დაიგრაგნება, ჩამოცვივა მთელი მხედრობა, როგორც ფურცელი ცვივა ვაზს და მჭკნარი ფოთოლი -
ნუ დავმწუხრდებით და ნუ ვიფიქრებთ, თითქოსდა მხოლოდ ჩვენ უნდა მოვკვდეთ; ვარსკვლავებიც კი შეწყვეტენ არსებობას, თუმც შეიძლება კვლავ გამოჩნდნენ. უფალი ცას დაგრაგნის არა იმისთვის, რომ გაანადგუროს, არამედ იმისთვის, რათა უმჯობესად ქმნას თავისი განახლებული ქმნილება. მოისმინე დავით წინასწარმეტყველის სიტყვა: "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა" (ფსალმ. 101:25). "ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ" (იქვე. მ. 26). მაგრამ, იქნებ იკითხოს ვინმემ, რატომ ამბობს ასე მკაფიოდ: "წარხდებიან"? ეს ცხადი ხდება შემდგომი სიტყვებიდან: "ყველანი ტანსაცმელივით დაძველდებიან; სამოსელივით გამოიცვლი მათ და შეიცვლებიან" (ფსალმ. 101:26). რადგან ადამიანზეც, ნათქვამია, რომ იღუპება, როგორც ესაია ამბობს: "იხილეთ, იღუპება მართალი კაცი და არავინ არის, გულთან რომ მიიტანოს" (ესაია 57:1). მაგრამ, იგი ელის მკვდრეთით აღგომას, ასევე ველოდებით ზეცის ერთგვარ აღდგომასაც: "მზე სიბნელედ იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს დღე უფლისა, დიადი და გაცხადებული" (საქმე 2:20).
დე, ყურად იღონ ეს მანიქეველთაგან მოქცეულებმა და შეეშვან ზეციურ მნათობთა გაღმერთებას; და მზის ეს დაბნელება, უკეთურად არ უნდა განმარტონ ქრისტეს მიმართ. ისმინე სიტყვები უფლისა: "ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ" (მარკოზი 13:13). რამეთუ ღვთის სიტყვას უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე ქმნილებას.
4. მაშ ასე, ხილული წარხდება და აწმყოზე უკეთესი მოვა. მაგრამ ნურავინ ეძიებს ჟამს, თუ როდის მოხდება ეს, რადგანაც: "თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ" (საქმე 1:7) ასე, რომ არ გაბედო დროის დანიშვნა, თუ როდის მოხდება ეს ყოველივე, თუმც დაუდევრობასაც ნუ მიეცემი და ნუ წასთვლემ. "იფხიზლეთ, -
ეს სიტყვები არწმუნებს ყველას, გულისხმაყონ, რაც ითქვა, რამეთუ ეს წარსულ საქმეთა ისტორია კი არ არის, არამედ წინასწარმეტყველებაა მომავალზე, რომელიც აუცილებლად აღსრულდება. ჩვენ არ ვწინასწარმეტყველებთ, რამეთუ უღირსნი ვართ, მაგრამ წერილში მოცემულ ნიშნებს ავხსნით და განვმარტავთ, აწ კი შენც გულისხმაჰყავ, რა შესრულდა უკვე (ნაწინასწარმეტყველევთაგან -
5. "ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ. ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით და იტყვიან: მე ვარ ქრისტეო, და მრავალს აცდუნებენ" (მათე 24:4-
6. სხვა ნიშანი: "გაიგებთ აგრეთვე ომებსა და ომების ამბებს. თქვენ იცით, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველი ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული" (მათე 24:6). განა დღეს სპარსელებს, რომაელებსა და მესოპოტამიელთა შორის ბრძოლა არ არის? "რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ, და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ", -
7. მაგრამ, მეორედ მოსვლასთან დაკავშირებით ჩვენ ყველანი, საეკლესიო ნიშანს ვეძებთ. მაცხოვარი ამბობს: "მრავალი შეცდება მაშინ, გასცემენ და შეიძულებენ ერთურთს. მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს" (მათე 24:10-
შეძლებს კი ვინმე იმ დროს, მოყვასისადმი გულწრფელი სიყვარულით დაიკვეხნოს? განა უმეტესად პირით არ გვაქებენ, გულში კი ხაფანგს გვიგებენ მზაკვარნი, მშვიდობაზე ლაპარაკობენ და ბოროტს კი იზრახავენ (ფსალმ. 27:3).
8. აი, კიდევ ერთი ნიშანი: "და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელს ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული" (მათე 24:14). დღეს თითქმის მთელი მსოფლიო აღვსილია სწავლებით ქრისტეს შესახებ.
9. იქვე გვაუწყებენ თუ რა იქნება ამის შემდეგ: "ხოლო როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც წმინდა ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს)... მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ -
აი, რას ამბობს პავლე. განდგომილება დღესაც არის, რამეთუ ადამიანებმა უღალატეს ჭეშმარიტებას; ზოგიერთები ძე-
ამიტომაც, თავს გაუფრთხილდი, ადამიანო, და განმტკიცდი სულიერად. ეკლესია მოწმობს შენთვის ცოცხალი ღვთის წინაშე და დროზე ადრე გაფრთხილებს ანტიქრისტეს შესახებ, და გაფრთხილებს მანამ, სანამ ის გამოჩნდება. მოხდება თუ არა ეს შენს სიცოცხლეში, არ ვიცით, არც ის ვიცით, მოხდება თუ არა ის შენს შემდეგ, ამიტომაც, რაკიღა წინასწარვე უწყი ყოველივე, კარგი იქნება თუ სიფრთხილეს გამოიჩენ.
10. ჭეშმარიტი ქრისტე, ღმრთის მხოლოდშობილი ძე, ამა ქვეყნით (ე. ი. შობით) აღარ მოვა, ამიტომაც, თუკი, ვინმე ცრუ ხილვებით გამოგეცხადება უდაბნოში -
11. თუმც, როგორც ადრე, ანუ ქრისტეს განკაცებამდე, როდესაც ქალწულისგან ღმრთის შობას ელოდნენ, ეშმაკმა შეგნებულად დაამახინჯა ჭეშმარიტება და კერპთაყვანისმცემლური საარაკო სწავლება შეთხზა, რომლის მიხედვითაც ქალწულთაგან ცრუ ღმერთები იშვებოდნენ და იშვებიან და ეს იმისთვის ქმნა, რომ შეწყნარებულ ყოფილიყო ეს სიცრუე და საეჭვო გამხდარიყო ჭეშმარიტება; ასევე, ჭეშმარიტი ქრისტეს მოსვლის წინაც მტერი, უბრალო ადამიანთა, განსაკუთრებით წინადაცვეთილთა (ე. ი. იუდეველთა -
12. ხოლო ნაწინასწარმეტყველევი ანტიქრისტე მაშინ მოვა, როცა რომის სამეფოს დრო ამოიწურება და სამყაროს აღსასრული მოიწევა. ათი რომაელი მეფე ერთად აღზევდება, და შესაძლოა სხვადასხვა ადგილას, მაგრამ ერთსა და იმავე დროს გამეფდება. მათ შემდეგ მეთერთმეტე იქნება ანტიქრისტე; იგი ბოროტი ჯადოსნური ხელოვნებით მიიტაცებს სამეფოს. სამს იმათგან, ვინც მასზე ადრე გამეფდებიან დაამხობს, შვიდს კი დაიმორჩილებს. ანტიქრისტე თავს მოაჩვენებს კეთილ, გონიერ და საღად მოაზროვნე კაცად; გამოიჩენს კაცთმოყვარებას; მაცდუნებელი და მომხიბლავი ჯადოქრობით, ნიშებითა და სასწაულებით ჯერ მესიის მომლოდინე იუდეველთ მოხიბლავს, შემდეგ კი არაადამიანურობითა და უსჯულოების ბოროტი საქმით გამოამჟღავნებს უღვთოებას, თანაც იმ ზომით, რომ ბევრად გადააჭარბებს მანამდე მცხოვრებ ყველა უსამართლო და უკეთურ ადამიანს.
კაცთმოძულეობა და უმოწყალობით გამძვინვარებული, განსაკუთრებულ სისასტიკეს გამოიჩენს ქრისტეანთა მიმართ. მისი ასეთი მძვინვარება 3 წელსა და 6 თვეს გაგრძელდება, რის შემდეგაც მხოლოდშობილი ღმრთის ძის, უფლის ჩვენისა და მაცხოვრის იესუ ქრისტეს ზეცითგან დიდებით მეორედ მოსვლის დროს აღიხოცება. ქრისტე მოკლავს ანტიქრისტეს "თავის ბაგეთა სულით" (2 თესალონიკ. 2:8) და ჩააგდებს გეჰენას.
13. ყოველივე ამას ჩვენი გამონაგონიდან კი არ გაუწყებთ, არამედ ეკლესიაში ქადაგებული წერილიდან, განსაკუთრებით ამასწინათ წაკითხული დანიელის წინასწარმეტყველებიდან; სადაც გაბრიელ მთავარანგელოზის განმარტებით: "მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას" (დანიელი 7:23). ეკლესიი მამები თვლიან, რომ ლაპარაკია რომაელთა მეფობაზე. პირველი სახელგანთქმული სამეფო ასირიელთ ჰქონდათ; მეორე -
14. ვინ არის ეს კაცი და როგორი ძალით იმოქმედებს განგვიმარტავს პავლე სიტყვებით: "მას, ვინც მოვა სატანის მოქმედებით, მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით" (2 თესალონიკ. 2:9). მიგვანიშნებენ, რომ სატანა გამოიყენებს მას, როგორც იარაღს და მისი მეშვეობით იმოქმედებს, რადგანაც ისიც, რომ უკვე აღარავინ შეიწყალებს სამსჯავროზე და ამიტომ აშკარად გაილაშქრებს არა თავის მსახურთა სახით, არამედ უშუალოდ თვითონ "მთელი ძალმოსილებით, ნიშებით და ცრუ სასწაულებით".
სიცრუის მამა ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა ცნობიერებას, თანაც ისე, რომ ხალხს ეგონება, აჰა, მკვდრეთით აღმდგარ მიცვალებულებს ვხედავთო, მაშინ, როდესაც ისინი მკვდრეთით არავის აღუდგენია; იხილავენ, როგორ უნაკლოდ გაივლიან კოჭლნი, ბრმებსაც თითქოსდა თვალი აეხილებათ, მაგრამ სინამდვილეში არავითარი განკურნება არ მოხდება.
15. და კიდევ ბრძანებს პავლე: "წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:4). რომელ ტაძარში? ეს იქნება იუდეველთა დანგრეული ტაძარი და არა ის, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. რატომ ვამბობ ამას? ნურავინ იფიქრებს, თითქოსდა თავის ვიმშვიდებთ. თუკი მას სურს ქრისტეს სახელით მოვიდეს იუდეველებთან და მათგან თაყვანისცემას ინებებს მაშინ, უმეტესად რომ აცთუნოს, განსაკუთრებულ მზრუნველობას სწორედ მათი ტაძრისთვის გამოიჩენს და იმის მინიშნებით, რომ დავითის მოდგმისაა, დაარწმუნებს მათ, რომ სურს სოლომონის აშენებული ტაძრის აღდგენა, ხოლო ანტიქრისტე მაშინ მოვა, როდესაც სოლომონის მიერ აშენებული ტაძრისგან ქვა ქვაზე არ დარჩება, რომელიც ან თვითონ დაინგრევა სიძველისგან, ანდა დაანგრევენ იმ მიზნით, რათა ახალი ააშენონ, ან კიდევ სხვა რაიმე მიზეზით აღიგვება პირისაგან მიწისა და მისი ქვები გაიფანტება. მე გარეგან ტაძარზე კი არ ვამბობ მხოლოდ, არამედ წმიდა წმიდათაზე, რომელშიაც ქერუბიმები იმყოფებოდნენ. და აი, სწორედ მაშინ მოვა ანტიქრისტე თავისი ცრუ სასწაულებით; ჯერ პირმოთნეობით კაცთმოყვარებას გაითამაშებს, ხოლო შემდეგ გამძვინვარდება, განსაკუთრებით კი ღვთის წმინდანებზე ამხედრდება, რადგანაც დანიელი ამბობს: "მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ" (დან. 7:21); და კიდევ სხვა ადგილას: "იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, შენი ხალხის შვილთა მფარველი. ისეთი მძიმე დრო მოვა, ხალხის გაჩენის დღიდან ამ დრომდე რომ არ ყოფილა. იმ დროს შენი ხალხიდან ყველა გადარჩება, ვინც კი წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება" (დან. 12:1).
საშინელია ეს მხეცი, დიდი ურჩხული, კაცთაგან დაუძლეველი, რომელიც მზად არის, "ვინმე შთანთქას". მასზე კიდევ ბევრი რამის თქმა მოგვიწევს წმიდა წერილიდან, ამჯერად კი ჟამის სიმცირის გამო, ეს ვიკმაროთ.
16. რადგანაც უკვე გავიგეთ წინააღმდგომის ძლიერება, ასეთ რჩევას აძლევს უფალი ღვთისმოსავთ: "მაშინ იუდეას მყოფნი მთებს შეეფარონ" (მათე 24:16). ხოლო თუ ვინმე იგრძნობს, რომ ფლობს იმდენ ძალას, სატანას წინააღმდეგობა გაუწიოს, დე, წინ აღუდგეს მას (რამეთუ სულაც არ მიპყრობს სასოწარკვეთა ეკლესიის ძალმოსილების მიმართ) და თქვას: "რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: ვიწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი?" (რომ. 8:35); თუ უძლურნი ვართ, მაშინ თავი დავიცვათ (სატანისგან), ხოლო თუ ჩვენი თავის იმედი გვაქვს, გავწიოთ წინააღმდეგობა "რადგან იქნება მაშინ დიდი ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან დღემდე, და არც იქნება" (მათე 24:21), მაგრამ მადლობა უფალს, რომელმაც შეამოკლა დღენი ურვობისა, რამეთუ ბრძანებს: "რჩეულთათვის შემოკლდებიან ის დღენი" (მათე 24:22).
ანტიქრისტე იმეფებს მხოლოდ სამ წელიწადნახევარს და ამას იმგვარ წიგნთაგან კი არ გასწავლით, რომელთა ღმრთივსულიერება უცნობია, არამედ დანიელის წინასწარმეტყველებიდან: "ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო -
17. ვინ არის ის ნეტარი კაცი, რომელიც იმ დროს ღვთისმოსაობისა და ქრისტესთვის ეწამება? ჩემის აზრით, იმდროინდელი მოწამენი ყველა ადრინდელ მოწამეებზე უმეტესნი იქნებიან. ადრე მოწამეებს ადამიანებთან უწევდათ შებრძოლება, ანტიქრისტეს დროს კი ისინი თვით სატანას შეებმებან; და კვლავაც: თუკი ადრინდელი დევნულების აღმძვრელი მეფეები მხოლოდ კლავდნენ, მაგრამ არ აცთუნებდნენ, მკვდართა გაცოცხლებას არავის ჰპირდებოდნენ, მოჩვენებით ნიშებსა და სასწაულებს არ მიმართავდნენ, ანტიქრისტეს დროს ერთდროულად ამოქმედდება შიში და ცდუნება: "რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მათე 24:24).
დე, ნურავინ ჩაინერგავს მაშინ გულში: უქნია კი უმეტესი სასწაული ქრისტეს? ან, რა ძალმოსილებით იქმს ის (ანტიქრისტე) ამას? ანდა კიდევ: ღმერთს რომ არ ენება, არ დაუშვებდა ამას. მოციქული კი სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს: " ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე" (2 თესალონიკ. 2:11). "მოუვლენს", ე. ი. დაუშვებს, რომ მოხდეს ეს ყოველივე არა იმისთვის, რომ შემდგომ თავი იმართლონ, არამედ, იმისთვის, რომ ისაჯნენ ყოველნი. რატომ? იმიტომ, რომ "არ იწამეს ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბეს" (შეად. იქვე. მ. 12). ანუ სათნო ეყვნენ ანტიქრისტეს და დაუშვებს ყოველივე ამას ღმერთი დევნულების ჟამს, არა იმისთვის, რომ არ ძალუძს წინ აღუდგეს ყოველივე ამას, არამედ მოთმინებისთვის, თავის ერთგულთა გვირგვინსაყოფად, რათა წინასწარმეტყველთა და მოციქულთა მსგავსად, ხანმოკლე ტანჯვა-
18. მაშ, განმტკიცდი, ადამიანო! ანტიქრისტეს მოსვლის ნიშნები უკვე გაგიცხადეს, ამიტომაც შენც სიყვარულით აუწყე ყველას. თუ გყავდეს ძე ხორციელი, დაარიგე! და თუ შეგონებებით სარწმუნოებრივ ჭეშმარიტებაში ჰშევ ვინმე, დაიფარე მომავალი საფრთხისგან, რათა სიცრუე არ შეიწყნაროს ჭეშმარიტების ნაცვლად. "რადგანაც ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, მაგრამ არ აღსრულდება მანამ, სანამ შუაგულით არ აღიხოცება ძალა, რომელიც ხელს უშლის მას" (2 თესალონიკ. 2:7). მაძრწუნებენ მე შფოთნი ერისანი, მაშინებენ საეკლესიო უთანხმოებანი, სიძულვილი ძმისა ძმის მიმართ; დე მოხდეს, რაც მოსახდენია, ოღონდ, ღმერთო, ჩვენს დროში ნუ დაუშვებ ამას. თუმცა მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ. ანტიქრისტეს შესახებ, რაც ვთქვით ვფიქრობ საკმარისია.
19. ველოდოთ და გვქონდეს სასოება იმისა, რომ უფალი ზეცითგან ღრუბლით მოვალს. მაშინ, ანგელოზთა საყვირნი გვაუწყებენ, რომ "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16). ცოცხალთა შორის მყოფ ღვთისმოსავთ ღრუბლით აიტაცებენ ზეცად და თავიანთი მოღვაწეობის ჯილდოდ ისეთ პატივს დაიმკვიდრებენ, რაც ადამიანის ცნობიერებას ვერ წარმოუდგენია; რამეთუ მათი მოსაგრეობაც აღემატებოდა ჩვეულებრივი კაცის მონდომებას, როგორც მოციქული პავლე ბრძანებს: "ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი. შემდეგ კი ჩვენც, ცოცხლად შთენილთაც, აგვიტაცებენ ღრუბლებს ზემოთ, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და, ამრიგად, სამუდამოდ უფალთან ერთად ვიქნებით" (1თესალონიკ. 4:16-
21. ხედავ, ყველანი როგორ წინასწარმეტყველებენ უფლის მოსვლას; ხედავ, როგორ ცნობენ ისინი ბეღურის ხმას, ვნახოთ თუ რა ხმაა ეს: "თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი" (1 თესალონიკ. 4:16). -
22. მაგრამ ქრისტეს მოსვლის ისეთი რა ნიშანი უნდა გვიჩვენოს ღმერთმა, მოწინააღმდეგე ძალამ რომ ვერ გაბედოს მისი მიმსგავსება? "და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე" (მათე 24:30). ხოლო, ჭეშმარიტი, ოდენ ქრისტესთვის ნიშანდობლივი ნიში არის ჯვარი. ამრიგად, ნათელხილვადი ჯვრის ნიში მიუძღვის წინ ჩვენს მეუფეს, რომელიც ადრე ჯვარცმული იყო, რათა იხილონ იუდეველებმა, ვინ განგმირეს და ვისზე განიზრახეს ბოროტი, რათა ივალალონ, ატირდეს ყველა ტომი და იღაღადონ: განა ეს ის არ არის, ვისაც ყურს უკან ვცემდით; განა ეს ის არ არის, ვისაც ვაფურთხებდით; განა ეს ის არ არის, ვინც შევკარით, დიახ, ის არის, ის, რომელიც ჯვარს ვაცვით და დავამცირეთ. მაშ, მის რისხვას სადღა გავექცეთ -
23. მაგრამ იქნებ თქვას ვინმემ წინამდგომელთაგან: მე ღარიბი ვარ ან იქნებ იმ დროს დაავადებული ვიყო, სარეცელს მიჯაჭვული; ან საზიზღარი დედაკაცი განა აღებულ იქნება საწნახელიდან? ან რა ვიცით, რომ უგულებელყოფილნი არ ვიქნებით? გამხნევდი, ადამიანო! პირუთვნელი ჩვენი მსაჯული: "დანახულით არ განსჯის და გაგონილით არ დაიწყებს მხილებას" (ესაია 11:3). განსწავლულთ არ ამჯობინებს უმეცართ, არც მდიდრებს მისცემს ღარიბებზე უპირატესობას; მინდორშიც რომ იყო, აგიყვანენ ანგელოზნი. ნუ გგონია, რომ ის მიწისმფლობელებს აიყვანს და შენ, მიწათმოქმედს მიგატოვებს. თუმც მონა ხარ და ღარიბი, იოტისოდენადაც ნუ შედრკები, რომელმან "მონის ხატი შეიმოსა" (ფილიპ. 2:7), ის მონებს არ მოიძულებს. ნუ გეშინია, დავდრომილიც რომ იყო და სარეცელს მიჯაჭვული, წერილი გამცნობს: "იმ ღამეს ორნი იქნებიან ერთ საწოლში: ერთი წარიტაცება, მეორე კი დარჩება" (ლუკა 17:34). თუნდაც იძულებით მიგყიდონ მეწისქვილეთ, ქალი ხარ თუ კაცი; და თუნდაც წვრილშვილის პატრონს განუწყვეტლივ გემსახურა მათთან, არ უგულებელგყოფს ის, რომელსაც "გამოჰყავს ტყვეები შესაფერის დროს" (ფსალმ. 67:6). რომელმან გამოიყვანა იოსები მონობისგან და საპყრობილისგან მეუფებად, შენც გაგათავისუფლებს ჭირისგან და ცათა სასუფეველში შეგიყვანს, ოღონდაც გქონდეს სასოება, იღვაწე მონდომებით, შეუდეგ მოსაგრეობას და არაფერი წაგერთმევა. ჩაწერილია შენი ყოველი ლოცვა და ფსალმუნება; აღრიცხულია შენი თითოეული მოწყალება; აღრიცხულია შენი ყოველი მარხვა; წმიდად და უბიწოდ დაცული ქორწინების სარეცელიც აღნუსხულია; ღვთისთვის აღსრულებული თავშეკაებაც ჩაწერილია, ხოლო ჩაწერილთაგან და აღრიცხულთაგან ყველაზე უფრო გვირგვინმოსილი აღმოჩნდება ქალწულება და უბიწოება. ასეთი ანგელოზივით გაბრწყინდება, მაგრამ როგორი მონდომებითაც ისმენდი სიკეთეს, ასეთივე მონდომებით უნდა მოისმინო ის, რაც ამის საწინააღმდეგოა. შენი მომხვეჭელობა ჩაწერილია; ჩაწერილია შენი სიძვა-
24. "და მოვა ძე კაცისა, -
25. მაშ, შეძრწუნდით, ძმანო, რათა არ განგვსაჯოს ღმერთმა, რომელიც განსასჯელად არ საჭიროებს არც გამოკვლევას და არც დამტკიცებას! იქ ვერ იტყვი: მე ღამით ვიმრუშე ან ვიჯადოქრე, ან სხვა რამ საქმე ჩავიდინე და კაცის თვალს ეს არ უხილავს. შენი სინდისისამებრ განგსჯის ის, რამეთუ "ისინი გვიჩვენებენ, რომ რჯულის საქმე გულის ფიცარზე უწერიათ, რასაც მოწმობენ მათი სინდისი და მათი აზრები, როძლებიც ხან ბრალს სდებენ, ხან კი ამართლებენ ერთმანეთს, საიმდღისოდ, როცა, ჩემი სახარებისამებრ, ღმერთი განსჯის კაცთა ფარულ საქმეებს იესო ქრისტეს მიერ" (რომ. 2:15-
საშინელი სახე მსაჯულისა გაიძულებს თქვა ჭეშმარიტება: ან, უფრო ზუსტად, თუნდაც შენ არა თქვა, ის გამხილებს, რამეთუ შენ ან შენი ცოდვებით შემოსილი ან მართალი საქმეებით წარსდგები მის წინაშე. ამას გვიდასტურებს მსაჯულის სიტყვები, რამეთუ მსაჯული თვით ქრისტეა: "რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა" (იოანე 5:22). ძალაუფლებას კი არ განიშორებს, არამედ ის სჯის ძის მიერ.
მაშ, რას ამბობს მსაჯული იმასთან დაკავშირებით, რომ მოგიწევს შენი საქმეების სამსჯავროზე მიტანა? "შეიყრება მის წინაშე ყველა ხალხი " (მათე 25:32). რადგან ქრისტეს წინაშე "მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისაც, ქვეყნისაც და ქვესკნელისაც" (ფილიპ. 2:10) და "გაარჩევს მათ ერთმანეთისაგან, როგორც მწყემსი გამოარჩევს ცხვრებს თხებისაგან" (მათე 25:32).
როგორ განარჩევს მათ მწყემსი? იქნებ წიგნის მეშვეობით გაიგებს, რომელია ცხვარი და რომელი თხა? ან იქნებ შეხედულებით ამოიცნობს? განა ცხვარს რბილი მატყლი არა აქვს, ხოლო თხას უხეში და ბანჯგვლიანი? ასევე, თუკი შენ ამ ცხოვრებაში განიწმინდები ცოდვათაგან შენი საქმეები წმინდა მატყლივით გამოჩნდება. შენი სამოსელი იქნება წმიდა და ყოველთვის იტყვი ამ სიტყვებს: "გახდილი მაქვს პერანგი, როგორღა ჩავიცვა" (ქებათა ქება 5:3)?. შესამოსელით იცნობი, რომ ცხვარი ხარ. ხოლო თუ ისავის მსგავსად ბანჯგვლიანი და ქვენა აზრებით იქნები დატვირთული, რომელმაც ერთი შეჭამანდის გულისთვის დათმო პირველშობილობის უფლება და თავისი უპირატესობა გაყიდა, მარცხენა მხარეს აღმოჩნდები თხებთან ერთად. თუმც, ღმერთმა ნუ ქნას, აქა მდგომთაგან, ვინმე განყენებულ იქნას მადლისგან და ცუდ საქმეთა გამო მარცხენა მხარეს დააყენონ ცოდვილებთან ერთად.
26. ჭშმარიტად შემაძრწუნებელია სამსჯავრო, მისი გახსენებაც კი გვაძრწუნებს. აჰა, წინ გიდგას ცათა სასუფეველი და სამარადისო ცეცხლიც გამზადებულია. როგორღა გაბედავს ვინმე იმის თქმას, რომ ცეცხლს გაექცევა? ანდა როგორღა ავა ცოდვილი ცათა სასუფევლად? "მშიოდა და მომეცით საჭმელი; მწყუროდა და მასვით; უცხო ვიყავი და შემიწყნარეთ" (მათე 25:35). მაშ, სცანით გზა, ნუ მივმართავთ ქარგმულ ლაპარაკს, არამედ შევასრულოთ ის, რაც ითქვა. "შიშველი ვიყავი და შემმოსეთ; სნეული ვიყავი და მომხედეთ; საპყრობილეში ვიყავი და მინახულეთ" (მათე 25:36); და თუ ყველაფერ ამას აკეთებ, მასთან ერთად იქნები სასუფეველში, თუ არა და დაისჯები. მაშ, შეუდეგი ამის კეთებას, მტკიცედ იდექ სარწმუნოებაზე, რათა შენც უგუნურ ქალწულთა მსგავსად, ზეთის ყიდვას რომ დააპირებ, სიძემ არ დაგტოვოს კარს მიღმა. მხოლოდ იმის იმედით ნუ დარჩები, რომ ხელში სასანთლე გიჭირავს, არამედ აანთე იგი და დაილოცე, რათა ისე ნათობდეს თქვენი ნათელი კაცთა წინაშე, "ისინი ხედავდნენ თქვენს კეთილ საქმეებს და ადიდებდნენ მამას თქვენსას ზეციერს" (მათე 5:16) და შენს გამო ქრისტეს სახელი ნუ დაიგმობა. შეიმოსე სამოსელი უხრწნელებისა და კეთილი საქმეებით განამშვენე.
რასაც ღმერთი, თავისი განგებულებით, გამოსასწორებლად შეგვაგონებს, გამოასწორე! ქონება მოგენდო? -
27. ხოლო თუ ვინმე გეტყვის, რომ ქრისტეს სუფევას დასასრული ექნება, შეიძულე ამგვარი მწვალებლობა, რადგან ეს არის გველის მეორე თავი, რომელიც ამასწინათ ამოიზარდა გალატიიდან. გაბედა ვიღაცამ იმის თქმა, რომ ქვეყნიერების აღსასრულის შემდეგ ქრისტე აღარ იმეფებს; ასევე გაბედეს თქმა, რომ ძე, რომელიც მამისაგან იშვა, კვლავ მამისავე წიაღში დაბრუნდება და შეწყვეტს არსებობას. ასე გმობენ ღმერთს საკუთარი თავის წარსაწყმედად, რადგან არ სმენიათ სიტყვა ღმრთისა: "ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს" (იოანე 8:35); არც გაბრიელ მთავარანგელოზის სიტყვები სმენია: "საუკუნოდ იმეფებს იაკობის სახლზე და არ იქნება დასასრული მისი სუფევისა" (ლუკა 1:33). განიხილე საქმე, რომელსაც გამცნობ, ამჟამად, ადამიანები ქრისტეს საწინააღმდეგო სწავლებებით ამხედრებულან მაშინ, როდესაც გაბრიელ მთავარანგელოზის მაცხოვრის სამარადისო სუფევას ასწავლის მათ. მაშ, ვის დაუჯერებ უფრო მეტად? განა გაბრიელს არა? აწ დანიელის მოწმობასაც მოუსმინე: "ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა" (დანიელ 7:13-
28. ამის მსგავსად გსმენია შენ იმ ლოდის შესახებაც, რომელიც ხელის მიუკარებლად მოწყდა მთიდან. ეს არის ქრისტე მოსული ხორციელად. "და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა" (დანიელ 2:44); დავითიც ამბობს: "ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდეა" (ფსალმ. 44:7); და სხვაგან: "უწინ დედამიწა დააფუძნე და შენთა ხელთა ნასაქმარია ზეცა. ისინი დაიღუპებიან, შენ კი იარსებებ... შენ კი იგივე ხარ და შენი წლები არ დაილევიან" (ფსალმ. 101:26-
29. გნებავს, გაიგო, საწინააღმდეგოს მქადაგებელნი რად მიეწიფნენ ამგვარ უგუნურებას? ბოროტი განზრახვით კითხულობდნენ მოციქულის სიტყვებს, რომელიც ამბობდა: "მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს" (1 კორინთ. 15:25) და ამბობენ, როდესაც მტრები დაემხობიან მის ფერხთქვეშ, ის უკვე აღარ იმეფებსო, მაგრამ გმობენ და უაზრობას ამბობენ, რამეთუ ის, ვინც მანამდე მეფობდა, სანამ მტრებს დაამხობდა, განა მათი დამარცხების შემდეგაც არ იმეფებს?
30. იმის თქმასაც ბედავენ, თითქოსდ სიტყვები: "ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში" (1 კორინთ. 15:28) მიგვანიშნებდეს, რომ ძე მამაში განქარდება. ყველა უკეთურზე უკეთურნო! თქვენ, ქრისტეს გაჩენილები, იარსებებთ და თქვენი შემოქმედის ყოფიერება კი განქარდება? და თუკი ის, რაც ძეს ემორჩილება არსებობას გააგრძელებს ძე, რომელიც მამას დაემორჩილება შეწყვეტს არსებობას? "დაემორჩილოს" იმას კი არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ მაშინ დაექვემდებარება მამას, რამეთუ ის ყოველთვის იქმს მამის ნებას, არამედ იმას ნიშნავს, რომ ის ამის შემდეგაც მამის მორჩილი იქნება; გამოავლენს მამისადმი არაიძულებით მორჩილებას, რამეთუ მონა კი არ არის, იძულებით დაემორჩილოს მამას, არამედ ძე, რომელიც ნებითა და სიყვარულით ემორჩილება.
31. ერთი ჩვენც ვიკითხოთ, როგორ გულისხმაჰყოფენ ამ სიტყვებს: "ვიდრემდე" თუ "ჯერჯერობით"? რამეთუ ანალოგიურად შევეპასუხები მათ და საკუთარი სიტყვებითვე უარვყოფ მათ სიცრუეს, რადგან გაბედეს ეთქვათ, თითქოსდა სიტყვები: "ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს" თითქოსდა მისი მეუფების დასრულებას აღნიშნავს და გაბედეს ზღვარი დაედოთ ქრისტეს მეუფებისთვის. ასწავლიან, რომ შეწყდება მისი შეუწყვეტელი ძალაუფლება, -
32. აი, კიდევ სხვა, მსგავსი გამოთქმა: "არამედ დღენდელად დღემდე იგივე საბურველი, საკითხავსა მას ზედა ძუელისა შჯულისასა ჰგიეს აღუძარცველად" (1 კორინთ. 5:15). "დღენდელად დღემდე" -
33. მაქვს სხვა უამრავი მოწმობაც წმ. წერილიდან, რომელიც ღაღადებს ქრისტეს მეუფების მარადისობას, მაგრამ ჯერჯერობით დამოწმებულიც საკმარისია, რამეთუ დღე უკვე გავიდა. ხოლო შენ, მსმენელო, მხოლოდ ამ მეუფეს თაყვანიეც, ყოველგვარ მწვალებლურ საცთურს კი გაექეცი და თუ გაღირსებს მადლი უფლისა, სარწმუნოების სხვა ჭეშმარიტებებიც განგემარტება. დაე, დაგიცვათ ღმერთმა თქვენ ყველანი და გახსოვდეთ ნიშნები სამყაროს აღსასრულისა, რათა არა გაცთუნოთ ანტიქრისტემ.
მაშ ასე, წარდგენილ არიან შენ წინაშე ნიშნები მაცთურის მოსვლისა; წარდგენილ იქნენ მტკიცებანი იმისა, რომ ჭეშმარიტი ქრისტე ზეცითგან მოვალს, პიველს (ე. ი. მაცთურს -