გვმართებს ვიცოდეთ, რომ უნდა მოვიდეს ანტიქრისტე. მართალია, ანტიქრისტედ იწოდება ყველა, ვინც არ აღიარებს ღვთის ძისა და ღმერთის ხორციელად მოსვლას, აგრეთვე იმას, რომ ის სრული ღმერთია და ღმერთად ყოფნასთან ერთად გახდა იგი სრული ადამიანი, მაგრამ საკუთრივი მნიშვნელობითა და უპირატესად ანტიქრისტედ იწოდება ის, ვინც საუკუნის (ე. ი. სამყაროს -
იუდეველებმა არ მიიღეს უფალი იესუ ქრისტე, ჭეშმარიტი ძე ღმრთისა და თავად ღმერთი, ამიტომაც მიიღებენ მტყუვარს, რომელიც საკუთარ თავს თვითონ გამოაცხადებს ღმერთად. ამის შესახებ იუწყება ანგელოზიც, რომელიც ასე მოძღვრავდა დანიელს: "ყოველთა მიმართ ღმერთთა მამათა მისთასა არა გულისხუმა-
ამრიგად, საჭიროა უწინარეს ყოვლისა სახარება იქნას ქადაგებულ ყველა ხალხთა შორის (მათე 24:14) და მაშინ გამოჩნდება უსჯულო, რომლის მოსვლა იქნება სატანის შეწევნით სიცრუის ყველა მანქანებით, ნიშებითა და სასწაულებით და უსამართლობის ყველა საცთურით წარწყმედილთა შორის, ვისაც მოსპობს უფალი თავისი პირის სიტყვით და და დაამხობს მას თავისი გამოჩენის ძალით (2 თესალონიკ. 2:8,9). არათუ თვით ეშმაკი ხდება ადამიანი, უფლის განკაცებისაებრ, -
როგორც ვთქვით, ის სიძვისგან იშვება. აღზრდიან საიდუმლოდ, შემდეგ უეცრად აღზევდება, აჯანყდება და გამეფდება. თავისი მეფობის, უკეთ კი ტირანიის დასაწყისში, თავს მოაჩვენებს წმინდად და სამართლიანად, ხოლო როდესაც განმტკიცდება, დაიწყებს ეკლესიის დევნას და გადმოანთხევს მთელ თავის ბოროტებას (2 თესალონიკ. 2:9). ხოლო მოვა იგი ცრუ ნიშებითა და სასწაულებით, რაც მოჩვენებითია და არა ჭეშმარიტი და აცთუნებს და ღვთისგან განაყენებს წახდენილი და არამყარი გონებრივი საფუძველი მქონეთ ისე, რომ თუკი შესაძლებელი იქნება აცთუნოს რჩეულნიც (მათე 24:24).
მაშინ მოივლინებიან ენუქი და ილია თეზბიტელი (მალაქია 4:9), რომლებიც მამათა გულებს მოაქცევენ შვილებისკენ, ანუ სინაგოგას ჩვენი უფლის იესუ ქრისტესკენ და მოციქულთა ქადაგებისკენ, შემდეგ კი მოკლულნი იქნებიან ანტიქრისტეს მიერ (გამოცხ. 11:3). და მოვა უფალი ციდან ისევე, როგორც იხილეს იგი წმიდა მოციქულებმა აღმავალი ცისკენ (საქმე 1:11), ანუ მოვა სრული ღმერთი და სრული კაცი, დიდებითა და ძლიერებით, და მოკლავს უსჯულოს, წარწყმედის ძეს, თავისი პირის სულით. ასე, რომ ნურავინ მოელის უფალს მიწიდან, არამედ -