წმიდა მოციქული პავლე თესალონიკელთა მიმართ მიწერილ მეორე ეპისტოლეში წერს: "ნურც ნურასგზით გაცდუნებთ ვინმე, რადგანაც არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება..." (2 თესალონიკ. 2:3-
რა თქმა უნდა, ეკუმენიოსის მსგავსად, ჭეშმარიტებასთან ისინი უფრო არიან ახლოს, ვინც "განდგომილებაში" ღმრთისგან, რწმენისა და ჭეშმარიტებისგან განდგომას გულისხმობენ და რომელსაც წმიდა წერილი სხვა ადგილებშიც ახსენებს. რადგან ეს სიტყვა წერილში განმარტებული არ არის რაიმე სხვა დამატებითი ტერმინით, მისი აზრს მსჯელობის თანმიმდევრობისდა მიხედვით უნდა ჩავწვდეთ. მას კი შემდეგი სიტყვები მოსდევს: "გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად თუ სათაყვანებელ არსად, ასე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება, როგორც ღმერთი, და ღმერთად გამოაცხადებს თავს" (2 თესალონიკ. 2:3-
აქედან გამომდინარე, ამ განდგომილებაში პოლიტიკური მოვლენის დანახვა ნიშნავს თავი აარიდო იმას, რის თქმასაც აპირებდა მოციქული პავლე. ერთნი ფიქრობდნენ, რომ მოციქული აქ გულისხმობდა მწვალებელთა და უსჯულოთა განდგომას ქრისტეანული სწავლებისგან. სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ მითითებულ სიტყვებში ლაპარაკია რომის ეკლესიის განდგომაზე აღმოსავლეთის მართლმადიდებლური ეკლესიისგან. შეიძლება თუ არა გავიზიაროთ ასეთი განმარტება? -
ქრისტეანული სარწმუნოებისგან განდგომა ჯერ კიდევ მოციქულთა ცხოვრებაშივე დაიწყო; მათ დროსვე აღმოცენდა მრავალი უსჯულო სწავლება "ისინი ჩვენგან გამოვიდნენ, მაგრამ ჩვენთაგანნი არ ყოფილან", ბრძანებს ერთგან ამ განდგომილებზე მოციქული იოანე. ხოლო თუ იმას ვიფიქრებთ, რომ მოციქული აქ წინასწარმეტყველებს რომის ეკლესიის განდგომაზე მართლმადიდებლური ეკლესიისგან, რომელიც თითქოსდა უნდა უსწრებდეს სამყაროს აღსასრულს, მაშინ სამყარო დღემდე როგორ დგას?
ამრიგად ჭეშმარიტი ეკლესიისგან პაპის განდგომა თავის მიმდევრებთან ერთად, შემდეგ ლუთერისა და კალვინის კიდევ უფრო დიდი დაშორება ჭეშმარიტებისგან, თუმც რელიგიურ სივრცეში აღესრულა, იმ განდგომად მაინც ვერ მოვიაზრებთ, რომელზეც მოციქული პავლე გვამცნებს, რადგან მოციქულთან განდგომა მჭიდროდ არის დაკავშირებული ანტიქრისტეს მოსვლასთან, ის კი ჯერაც არ მოსულა, მაშასადამე ხსენებულ მოვლენებს ამ განდგომილებაში ვერ მოვიაზრებთ.
როგორც ჩანს, მოციქული, იმ განდგომილებაზე ლაპარაკობს, რომელიც ბოლო ჟამს, უფლის მეორედ მოსვლის წინ აღსრულდება. ამის შესახებ მსჯელობს ის თავის სხვა ეპისტოლეებში. მაგალითად, ტიმოთეს მიმართ პირველ წერილში ის ბრძანებს: "ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას" (1 ტიმ. 4:1). წმიდა იუდა მოციქული მოწმობს, რომ ყველა მოციქული ერთნაირად მსჯელობს ამ საკითხზე.
გავიხსენოთ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს წინასწარმეტყველება მოციქულთადმი. "მრავალი ცრუწინასწარმეტყველი აღდგება და აცდუნებს მრავალს. და ურჯულოების მომრავლების გამო მრავალში განელდება სიყვარული" (მათე 24:11-
სწორედ ასე გვიხატავს წმიდა წერილი ბოლო ჯამის ადამიანთა რელიგიურ-
სადღეისოდ მათი რაოდენობა უამრავია, მაგრამ ბოლო ჯამისთვის კიდევ უფრო მეტი იქნება. ყველა თავისებურად ირწმუნებს და თავისებურად გაიგებს ბიბლიას. იქ სადაც თვითონ აყალიბებენ სარწმუნოებას, და უარყოფენ ღმრთითგამოცხადებულ სწავლებას, სხვაგვარად შეუძლებელია. და მიუხედავად ამისა, ყველა მათგანი მიისაკუთრებს ქრისტეანის სახელწოდებას. იქნებიან ისეთებიც, რომლებიც დაიცავენ რაღაც ნაწილს ჭეშმარიტებისა, როგორც ის გადმოცემულია მოციქულთა მიერ და დაცულია წმიდა, მართლმადიდებლურ ეკლესიაში, მაგრამ ეს უმცირესი ნაწილი მხოლოდ სახელითღა იქნება მართლმადიდებელი, გულით კი იმ წყობისა და სწავლების მიმდევარი გახდება, რომელსაც ამ წუთისოფლის სიყვარული და ამქვეყნიური ინტერესები მოითხოვს.
აი, რაოდენ ვრცელი იქნება განდგომილება! ქრისტეანის სახელი ყველგან გაიჟღერებს და ტაძრებიც ყველგან გაშენდება; ღვთისმსახურებაც იქნება ამ ტაძრებში, მაგრამ ეს მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად კი ყოველივე გაპარტახდება და გაუდაბურდება. ყოველივე ამის საფუძველზე შემოვა ანტიქრისტე და აღიზრდება მოჩვენებითობის იმავე სულით, როგორითაც გაჟღენთილი იქნება იმდროინდელი კაცობრიობა. ხოლო შემდეგ, მიეცემა რა სატანას, აშკარად განდგება ღმრთისგან და სატანის მაცთუნებელი ხრიკებით აღჭურვილი აცთუნებს ყველას, ვისაც კი ჭეშმარიტი, ქრისტეანული რწმენა არ გააჩნია ქრისტეს საწინააღმდეგოდ გაიყოლიებს, თავისი ბეჭდით აღბეჭდავს მათ, დაჯდება იერუსალიმის ტაძარში და ღმერთადაც კი გამოაცხადებს საკუთარ თავს, რათა პატივი მიაგონ მას და თაყვანი სცენ როგორც უფალს.
ანტიქრისტეს არ გაჰყვებიან მხოლოდ რჩეულნი, თუმცა ანტიქრისტე მათ შეცდენასაც შეეცდება თუკი შესძლებს, მაგრამ ეს რომ არ მოხდეს, შემოკლდებიან ის დღეები. მოვა უფალი და წარხოცავს ანტიქრისტესა და მის ყოველ საქმეს პირისაგან მიწისა.
აი, როგორი განდგომილება ჰქონდა მხედველობაში მოციქულს! ჭეშმარიტად ის არის კონკრეტული საქმე, ფაქტი, და არა პიროვნება, თუმცა ისეთი საქმეა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული პიროვნებასთან, უსჯულოების კაცთან და ძესთან წარწყმედისა. ეს იქნება განდგომილება, რომელშიც კაცობრიობას წარსტყვევნის თვით ანტიქრისტე. ადამიანთა განდგომა და მიდრეკა ცრუ სარწმუნოებისკენ, არაქრისტეანული განწყობილებები ნიადაგს მოუმზადებს ანტიქრისტეს შობას და სამოქმედო არენასაც. მაგრამ აქ ეს განდგომილება კი არ იგულისხმება, არამედ ის, რომელსაც ანტიქრისტე აღასრულებს.
როდესაც მოვა, ის ლოგიკურად დაასრულებს კაცობრიობის მრავალსაუკუნოვან განდგომას ჭეშმარიტებისგან. ეს ხმაურიანი განდგომა იქნება, შესაფერისი ამგვარი სახელწოდებისა. შესაძლოა ამიტომაც არ არის სიტყვა "განდგომილება" განმარტებული სხვა სიტყვით. როგორც ძველად ქრისტეს მტერ ივლიანეს უწოდეს განდგომილი ყოველგვარი დამატებითი სიტყვებისა და განმარტებების გარეშე, რადგან ყველასთვის ცნობილი იყო თუ რისგან და ვისგან განდგა, აქაც საჭირო აღარ არის ზედმეტი სიტყვის გამოყენება. ეს საბოლოო და ანტიქრისტული განდგომაა, ანტიქრისტეს ღმერთად აღიარება და ქრისტეს უარყოფაა... ეს არის უკანასკნელი განდგომა, რომლის შემდეგაც ანტიქრისტე აღზევდება და მსოფლიოზე გაბატონდება, თუმცა ძალზედ მცირე ხნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მოციქულის სიტყვებში: "არ მოიწევა ის დღე, ვიდრე უმალ არ მოაწევს განდგომილება და გამოჩნდება ურჯულოების კაცი, წარწყმედის ძე, წინააღმდგომი და ყოველივე იმაზე აღზევებული, რაც სახელდებულია ღმერთად" ორი პერიოდი კი არ აღინიშნებს, არამედ ერთი, უკანასკნელი ჟამი, როდესაც ერთიც და მეორეც ერთად აღსრულდება.
ანტიქრისტეს მსოფლიო გამეფების წინ ეპოქის ყველაზე უმთავრესი უბედურება ადამიანთა სულიერ სიბრმავეში იქნება. სულიერი გონება, ანუ ის გონება, რომელსაც ძალუძს მხოლოდ ჭეშმარიტების ნათლის ხილვა, ძალზედ იშვიათი მოვლენა გახდება. კაცობრიობა, რომელიც ხორციელ განსჯას დაემორჩილება, არა მარტო ვერ იცნობს ანტიქრისტეს და მასში მზაკვარ მტერს ვერ დაინახავს, არამედ, პირიქით, აღიარებს მას თავის მხსნელად და კეთილისმყოფელად. "მრავალი ერწმუნება მას, -
ღმრთის ცნობის მქონენი, გულისხმიერნი, გონებანათელნი და ქრისტეს ერთგულნი ადვილად მიხვდებიან მტარვალის გამოჩენას. ხოლო ვისი გონებაც მხოლოდ ამქვეყნიურს დასტრიალებს და ცხოვრების ამაოებას მისცემია ანტიქრისტეს ცნობის უნარი არ მიეცემა: მათი ცხოვრება ყოველმხრივ მიეჯაჭვება წუთისოფელს და გაფრთხილებაც რომ ისმინონ ანტიქრისტეს შესახებ, როგორც ურწმუნოებს ამის მოსმენაც კი შესძულდებათ".
ქრისტეანთათვის მუდმივი გაფრთხილება ქრისტეს სიტყვებშია: "ფრთხილად იყავით, რათა არ დამძიმდეს თქვენი გული განცხრომით, სიმთვრალითა და ამქვეყნიური საზრუნავით, და ანაზდეულად არ გიწიოთ იმ დღემ" (ლუკა 21:34). რადგან მატერიალურ ცხოვრებაში დანთქმა ხორციელ გულისთქმებსა და აზროვნებას ავითარებს, რომელიც ყოველთვის წინააღმდეგობას გაუწევს საღმრთო გამოცხადებას.
სულიერი გონების მოსაპოვებლად უპირველეს ყოვლისა საჭიროა ყური მივუგდოთ საყოველთაო მართლმადიდებელი ეკლესიის ქადაგებას. საჭიროა საკუთარი მსჯელობა გადავამოწმოთ ღმრთის სიტყვით და წმიდა მამათა სწავლებით. "უკიდურესი ყურადღებაა საჭირო წმიდა წერილისადმი, რომლის სიტყვებიც ნაწინასწარმეტყველევი მოვლენებითაც მართლდება, რათა არასოდეს განვვარდეთ მისგან. "ნუ შეწყვეტ წმიდა წერილის შესწავლას, -
ყველა წმიდა მამა გვირჩევს მუდმივად ვიხელმძღვანელოთ წმიდა წერილით. ამასთან სასარგებლოა მოყვასთა დარიგებას, რომლებიც თვითონაც ხელმძღვანელობენ ღმრთის სიტყვით და წმიდა მამათა სწავლებებით. ეკლესიის ცნობიერების ასეთი გამოყენებით მორწმუნენი დაცულ იქნებიან ცრუ სწავლებებისა და შეხედულებებისგან. ხოლო ამგვარი ხელმძღვანელობის არქონა და ჩვევა ყოველთვის მისდევდე საკუთარ შეხედულებას უეჭველად ცრუ გზაზე გაიყვანს ადამიანს. გარდა ამისა, ადამიანი უკვე მიღებული საზოგადო შეხედულებების წინააღმდეგაც რომ წავიდეს, რომ დაუპირისპირდეს საზოგადოდ მიღებულ გზას, ის უცილობლივ გადააწყდება შემდეგ საცთურს, ის აუცილებლად მოისმენს ამსოფლიურ ამაოებას მიცემულთა კითხვას: "ნუთუ მხოლოდ შენ ხარ მართალი და უმეტესი ნაწილი ცდება?". მაგრამ, ასეთ მსჯელობას არავითარი ფასი არ ექნება მხოლოდ მათთვის, ვინც წმიდა წერილით ხელმძღვანელობს და ბეჯითად მიჰყვება წმიდა მამათა დარიგებას. მაშინ, წმიდა წერილი და მამები მას ეტყვიან: "უმრავლესობა როდი მიდის ვიწრო და მაცხოვნებელი გზით, არამედ უმცირესობა, ხოლო უმრავლესობა ფართო და წარმწყმედელ გზას მიუყვება. ბოლო ჟამს კი ვიწრო გზაზე მავალნიც კი მცირედნი იქნებიან. გარდა ამისა, წმიდა წერილი ისე გაამხნევებს მას, რომ ჭეშმარიტ მორწმუნეთა სიმცირე სიცრუის მიმდევრებთან შედარებით სიცრუისა და უკეთურების ოკეანეში მცირე და გადამრჩენელ კუნძულად მოეჩვენება. ის გაიხსენებს ქრისტეს მცნებას: "ნუ გეშინია, პატარა სამწყსოვ, ვინაიდან მამამ თქვენმა კეთილინება, რომ მოგეცეთ სასუფეველი" (ლუკა 12:32).
ანტიქრისტეს ეპოქის სხვა უბედურება იმაშია, რომ მაშინ უკვე შეუძლებელი იქნება მისი ხელისუფლებისადმი რაიმე ორგანიზებული წინააღმდეგობა. მამები გვირჩევენ არ ვეცადოთ ჩვენი უძლური ხელით მისი ხელმწიფების შეჩერებას. არამედ განუდექით მას, საკუთარი თავი დაიფარეთ მისი უკეთურებებისგან და ეს საკმარისი იქნება. "საკმარისი იყოს შენთვის, -
ამიტომაც, ბნელეთის სამეფოს დადგომას შეიძლება და საჭიროა ახლა ვეწინააღმდეგოთ, როდესაც ბრძოლის შესაძლებლობა ჯერაც არ წაგვრთმევია. ბრძოლისგან ყოველგვარი არიდება, ბოროტებასთან უმცირესი კომპრომისიც კი და დღეისთვის მასთან თანაარსებობა, ხვალისთვის ძლიერ გააძნელებს ბრძოლას. "ჩვენ გვმართებს, სანამდის დღეა, ვაკეთოთ ჩემი მომავლინებლის საქმე; მოდის ღამე, როცა ვეღარავინ შესძლებს კეთებას" (იოანე 9:4).
ღმერთკაცის უარყოფის მიზეზი თვით ადამიანებიშია. მათშივეა ანტიქრისტეს მიღების მიზეზებიც. "მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ" (იოანე 5:43). განდგომილი ადამიანები ერთდროულად ქრისტესაც უარყოფენ და ანტიქრისტესაც მიიღებენ, თუმცა ანტიქრისტეზე ნათქვამია, რომ მოვა. ქრისტეს უარმყოფელნი საკუთარი სულის განწყობით მიმღებნი არიან ანტიქრისტესი: ისინი ანტიქრისტეს მიმღებთა რიცხვში ჩაწერა უფალმა, თუმცა თავიანთი ცხოვრება ანტიქრისტეს მოსვლამდე ასწლეულებით ადრე დაასრულეს. ისინი ეზიარნენ ანტიქრისტეს უდიდესი ბოროტებას -
ღმერთი აბსოლუტური სიმართლეა და სამართლიანია ის თავის დაშვებებშიაც. ამგვარი დაშვებაც მათთვის, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, სიცრუის მოყვარულთა დაკმაყოფილებაც იქნება, მხილებაც და განსჯაც. ანტიქრისტე მისთვის დადგენილ დროს გამოჩნდება. მისი მოსვლის წინ კაცობრიობის უმეტესი ნაწილი განუდგება ჭეშმარიტ სარწმუნოებას. ქრისტესგან განდგომით კაცობრიობა ანტიქრისტეს მისაღებად მოემზადება და თავის სულში მიიღებს კიდევაც მას. ადამიანის სულის განწყობაში აღმოცენდება მოთხოვნილება, ანტიქრისტეს მოწვევისა, მისი თანაგრძნობისა ისევე, როგორც მძიმედ სნეულ ადამიანში მძლავრობს მომაკვდინებელი სასმელისადმი ლტოლვა. ისმის მოწვევა ადამიანთა საზოგადოებაში, რომელიც გენიოსთა შორის გენიოსის მოსვლას ითხოვს, რომელიც ადამიანთა ნივთიერ ყოფიერებასა და წარმატებას უმაღლეს მწვერვალზე აიყვანდა, დედამიწაზე გაამეფებდა ისეთ კეთილდღეობას, რომელთან შედარებით სამოთხეც კი ზედმეტი იქნებოდა. ანტიქრისტე იქნება ადამიანთა საერთო სულიერი და ზნეობრივი მიმართულების ლოგიკური, სამართლიანი და ბუნებრივი დაგვირგვინება.
"სატანური ხელმწიფების სიბნელე ახლოვდება, რომელიც შეიპყრობს მთელს კაცობრიობას. მაშინ მორწმუნეთა ცხოვრება იმდენად ძნელი იქნება, რომ ისინი თავიანთი ცოდვებისდა მიუხედავად, მომავალი საშინელი სამსჯავროსადმი შიშისდა მიუხედავად იღაღადებენ: "ჰე, მოვიდოდე, უფალო იესუ" (გამოცხ. 22:20).