ანტიქრისტე
ანტიქრისტეს სამეფოს ჩამოყალიბება:
"Blue Beam" -ის სატანური პროექტი
1. N.A.S.A.-ს პროექტი "Blue Beam",
როგორც დედამიწის დაპყრობის ფინალური გეგმის ნაწილი
პროექტი "Blue Beam" შეიქმნა იესუს მეორედ მოსვლის მოდელირებისთვის, რათა მოხდეს მთელი კაცობრიობის რელიგიებისა და სარწმუნოების მანიპულირება და განადგურება.
"მიუხედავად იმისა, გსიამოვნებთ თუ არა, ჩვენ გვყავს მსოფლიო მთავრობა. საკითხი მხოლოდ იმაშია, ეს მთავრობა მოვა საყოველთაო თანხმობით თუ ძალადობით" - განაცხადა, 1950 წლის თებერვალში, აშშ-ს სენატში, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს წარმომადგენელმა, პოლ ვალბურგმა.
"ჩვენ ვიმყოფებით გლობალური გარდაქმნების ხანაში. ჩვენ გვჭირდება კარგად ორგანიზებული მსოფლიო კრიზისი და ხალხები მიიღებენ ახალ, მსოფლიო წესრიგს" - თქვა საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა, დევიდ როკფელერმა, რომელიც, ამავე დროს, არის ბილდერბერგის კლუბის წევრი. განცხადება გაკეთდა 1994 წლის სექტემბერში.
1994 წელს, კანადელმა ჟურნალისტმა სერჟ მონასტმა წარმოადგინა ყოვლისმომცველი და კარგად დოკუმენტირებული ნამუშევარი NASA-ს პროექტ "Blue Beam" ("ბლუ ბიმ")-თან დაკავშირებით. აი ძირითადი გამაოგნებელი მომენტები ამ ნაშრომიდან:
რელიგიური შეხედულებების განადგურება არქეოლოგიური აღმოჩენებით, როგორიც არის მაგალითად "იესუს სარკოფაგის" ამასწინანდელი "აღმოჩენა". გიგანტური მისტიფიკაციის ორგანიზაცია, რომლის მეშვეობითაც მოხდება იესუს მეორედ მოსვლის ჰოლოგრაფიული პროექცია. ცნობიერების გასაკონტროლებლად დაბალი სიხშირეების ტალღების გამოყენება. და ეს ყოველივე არის მსოფლიოს ახალი, სატანური რელიგიის მშენებლობის გეგმის ნაწილი.
სერჟ მონასტი, ყოფილი კანადელი ჟურნალისტი და დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო - International Free Press Network"-ის, დამაარსებელი, ცნობილია როგორც ახალ მსოფლიო წესრიგთან დაკავშირებული მრავალი საინტერესო სტატიის ავტორი. მონასტი გარდაიცვალა უცნაურ და იდუმალებით მოცულ გარემოებებში. ჯერ კიდევ 1994 წელს მან ინტერვიუში განაცხადა, რომ არა ერთხელ დამუქრებიან მას კანადისა და ვატიკანის პრემიერ-მინისტრები. როდესაც სერჟი, რომელსაც არასოდეს აწუხებდა გულის დაავადებები, სახლში დაბრუნდა, უეცრად დაეწყო გულის შეტევა, რომლისგანაც გარდაიცვალა. მალევე იგივე ბედი ეწია სერჟის თანაშემწე კიდევ ერთ ჟურნალისტს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მეორე ჟურნალისტიც გულის შეტევით გარდაიცვალა. პროექტ "ბლუ ბიმის" გამოაშკარავებისას სერჟ მონასტმა გამოიყენა უტყუარი და ნამდვილი დოკუმენტები, რაზეც მიგვანიშნებს ჟურნალისტების უეცარი სიკვდილი შემთხვევითი "ინფარქტებით", რომლებიც დაინტერესებულნი იყვნენ NASA-ს ხსენებული პროექტით.
ქვემოთ მოტანილია ამონაწერები სერჟ მონასტის 1994 წლის გამოსვლიდან, რომელშიც ის ამხელს პროექტ "Blue Beam"-ს ("ბლუ ბიმ"):
"International Free Press Network-ი არ არის რელიგიური დაჯგუფება ან პოლიტიკური ორგანიზაცია. ეს არის დამოუკიდებელი, კვლევითი საააგენტო, რომელიც იკვლევს სპეციალურ მოხსენებებსა და აუდიოჩანაწერებს, ახალი მსოფლიო წესრიგის სარეალიზაციო გეგმების სამხილებლად. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ ადამიანებს რათა შეიგნონ, რომ მომავალი "ახალი მსოფლიო წესრიგი" სულაც არ არის ოცნება ან პარანოიდალური ვარაუდი. ეს არის სატანური პროექტი, რომელიც რეალურად არსებობს და მიზნად ისახავს ტრადიციული რელიგიების განადგურებას, განსაკუთრებით კი ქრისტეანობისას და მათ შეცვლას ერთი, მსოფლიო რელიგიით, რომელიც ადამიანის თაყვანისცემაზე იქნება დაფუძნებული.
ის აგრეთვე მიზნად ისახავს ოჯახის ინსტიტუტის გაუქმებას, რომელიც უკვე ძალაშია და ხორციელდება, და მის შეცვლას სამოქალაქო ქორწინებით, რომელიც გამოადგება ახალ, მსოფლიო მთავრობას. მათი მიზანია გაანადგურონ მხატვრული და სამეცნიერო შემოქმედების ნებისმიერი ფორმა, რათა დამკვიდრდეს ერთი ხედვა, ერთი მსოფლიო ხელისუფლება; რათა განხორციელდეს მსოფლიოს მოქალაქეობა, რომელსაც ე. წ. "გლობალური სამართლიანობის" პრინციპით წინ გაუძღვება ერთი სამხედრო ძალა, ერთი კომერციული კანონმდებლობა, რომელიც ძალმოსილი იქნება აიძულოს ადამიანები იცხოვრონ ისეთ მსოფლიოში, რომელშიც თავს მოახვევენ ახალ რელიგიას და ახალ მსოფლიო კულტურას".
"პირველი ნაბიჯი ამ პროექტის განსახორციელებლად უკვე გადადგმულია, რაც გულისხმობს დღემდე არსებული ყველა რელიგიური ცოდნის დისკრედიტაციას, მათი გადაფასების გზით. პლანეტის იმ ადგილებში სადაც, სავარაუდოდ, მნიშვნელოვანი კულტურული-რელიგიური ცნობებია თავმოყრილი, იწვევენ ხელოვნურ მიწისძვრებს, რითაც ცდილობენ თავიდან მოიცილონ ისეთი არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც დაამტკიცებდნენ წარსული ცივილიზაციების სიდიადეს და სიცრუედ გამოაცხადებენ ცნობებს ამის შესახებ".
დედამიწის მოსახლეობის დაბრიყვების ამ გლობალურ პროექტში გარეულნი არიან არა მარტო მეცნიერები და პოლიტიკოსები. მსოფლიო მთავრობის ელიტაში შედიან რეჟისორები, რომლებსაც შეუძლიათ ცაზე გადაიტანონ სწორი გამოსახულებები, რომელიც აიძულებს ადამიანს დაიჯეროს ილუზორული მოვნლენები. მსოფლიო მთავრობაში შედიან ზოგიერთი რელიგიური ხელმძღვანელები, რომლებიც უკვე ამუშავებენ ერთი, მსოფლიო რელიგიის კონცეფციას.
2. "იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას და ა. შ. გამოცხადებანი"
პროექტი "Blue Beam" გულისხმობს NASA-ს სააგენტოს მიერ ცაში მოწყობილ გრანდიოზულ შოუს, რომელიც ისეა კონსტრუირებული, რომ ჰოლოგრამები, რომლებითაც მოახდენენ "მესიის" მოსვლის იმიტაციას, ჩანდეს მსოფლიოს ყველა კუთხეში; ასევე, ტალღათა გამოსხივებანი, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ ადამიანის ტვინზე, აღწევდეს პლანეტის ნებისმიერ წერტილში. ყოველი ადამიანი, ვინც კი იხილავს თავისი რელიგიის "მაცხოვრის" ამ ჰოლოგრამას, საკუთარ ენაზევე მოისმენს მის მიმართვას. მძლავრი კომპიუტერისა და დედამიწის ორბიტაზე გაშვებული კოსმიური თანამგზავრების დახმარებით, რომლითაც მოხდება შოუს კოორდინირება, გაიშვება დაბალი სიხშირის სიგნალები. ჰოლოგრამების პროეცირებისთვის გამოიყენებენ ნატრიუმს, რომელიც დაახლ. 100 კმ-ს სიმაღლეზე გარს აკრავს დედამიწას. კომპიუტერული ანიმაცია და ხმოვანი სიგნალები გამოჩნდებიან კოსმოსის სიღრმიდან, და სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებს ეგონებათ, რომ ისინი ხედავენ თავიანთ მესიას, რომელიც დაბრუნდა, როგორც ეს იყო აღთქმული და დადგა "მეორედ მოსვლა", როგორც ეს იყო ნაწინასწარმეტყველევი, რაც შეცდომაში შეიყვანს ადამიანთა უზარმაზარ მასებს. "მაშინ, იესუს, მუჰამედის, ბუდას, კრიშნას და ა. შ. პროექციები გაერთიანდებიან და გარდაისახვიან "მაცხოვარში". უნივერსალური მესია წარმოსთქვამს "გამოცხადებით" ქადაგებას მსოფლიოს ყველა ხალხთა ენაზე. სავარაუდოდ, ეშმაკის ეს ბოროტი თესლი, ილაპარაკებს იმაზე, რომ სხვადასხვა რელიგიური სწავლებანი სიცრუეა და, რომ ძველი რელიგიები პასუხს აგებენ ყველა იმ ბოროტებაზე, რომელიც ხდებოდა დედამიწაზე. ამიტომაც, ისინი უნდა გაუქმდნენ, რათა ადგილი დაუთმონ ახალ რელიგიას - რელიგიას ანტიქრისტესი, რომელიც გვიწინამძღვრებს ჩვენ ყველას, თუკი, ცხადია, უმრავლესობა მიაფურთხებს "ხვალინდელ დღეს" და დაკმაყოფილდება დღევანდელით...
ამბობენ, რომ "ბოროტი გეგმის მიხედვით, ამგვარი მოვლენების შემდეგ ისეთი სოციუმის შესაქმნელად და ჩამოსაყალიბებლად, რომელშიც მშვიდობით იარსებებენ მილიონობით სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ხელოვნურად გამოიწვევენ ისეთ კატასტროფებსა და სამხედრო კონფლიქტებს, რომელიც მანამდე არავის უნახავს. შესაძლოა ეს ვინმეს მოეჩვენოს ფანტასტიკად, მაგრამ ამგვარი მოვლენების გამოსაწვევი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" (რად ღირ თუნდაც ნიკოლა ტესლას გასაიდუმლოებული გამოგონებები - მთარგმნ.).
სხვადასხვა დაზვერვები ადასტურებენ, რომ ბოლო 25 წლის განმავლობაში, როგორც ყოფილ საბჭოთა კავშირში, ასევე აშშ-ში დაგროვდა საკმაოდ დიდძალი კომპიუტერული ინფორმაცია ადამიანის ტვინის ელექტროქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესახებ, რომელიც მილიონობით ადამიანზე ექსპერიმენტების ჩატარების შედეგად მიიღეს. ეს მონაცემები შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ადამიანის სმენითი და ვიზუალური (ხედვითი) შეგრძნებების მანიპულირება. არსებობს აგრეთვე მონაცემები მსოფლიოს ყველა ენასა და დიალექტზე, რომელთა დახმარებით შეიქმნება ხელოვნური შეტყობინებები, რომლებიც ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება გასაგები. ადრე ძნელი იყო ელექტრომაგნიტური ტალღებისა და ჰიპნოზის შერწყმაზე გამოკვლევების ჩატარება. მაგრამ, უკვე 1974 წელს, მკვლევარმა გ. შაპისმა (G. F. Shapis) განაცხადა, რომ "ინფორმაცია შეიძლება მოდელირებულ იქნას ჰიპნოზის ელექტრომაგნიტური ტალღით ისე, უშუალოდ ვიმოქმედოთ ადამიანის ტვინზე. სადაც, ვიზუალური დამორჩილების გარეშე, საცდელ ადამიანზე ბგერითი ტალღების მიმართვით არსებობს დიდი შესაძლებლობა, ვმართოთ საცდელი პიროვნების მიერ აღქმადი ინფორმაციის ნაკადი".
3. სხვისი აზრები თქვენს თავში
ყოველ თქვენთაგანს ალბათ ოდესღაც შეუმჩნევია, რომ მოსდის ისეთი აზრები, რომლებიც მისი არ არის. ზოგჯერ ადამიანს შეიძლება წარმოექმნას სპონტანური იდეები, ან ჩაიდინოს ისეთი საქციელი, რომელიც მისთვის არ არის დამახასიათებელი. როგორ უნდა ავხსნათ ეს? პროექტ "ბლუ ბიმის" შემუშავების დროს, გამოიყენებოდა ტექნოლოგია, როდესაც ტელეპათიური, მიზანმიმართული კავშირი მყარდებოდა ელექტრომაგნიტური ტალღების მეშვეობით. კომპიუტერულ სიგნალს, რომელიც კოსმიური თანამგზავრიდან გადმოიცემა, შეუძლია იმოქმედოს აზროვნების ბუნებრივ მექანიზმზე. ასეთ ტექნოლოგიებს ოფიციალურად ამუშავებდნენ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში (თუმცა, ვფიქრობ, ასეთი ტექნოლოგია ცნობილი იყო და თეორიულად შემუშავებული იყო ჯერ კიდევ 1900 წლამდე) და გამოიყენებოდა გამოკვლევებში, რომლებიც დაკავშირებული იყო კომპიუტერისა და ადამიანის ტვინის ურთიერთქმედებასთან. სადღეისოდ თავისუფლად შეიძლება ვიყიდოთ მოწყობილობა, რომელიც გონების ძალით მართავს კომპიუტერს. კომპანიამ სახელწოდებით "OCZ Technology" წარმოადგინა მოწყობილობა სახელწოდებით "Neural Impulse Actuator", რომელიც შესაძლებლობას იძლევა ნერვული იმპულსების დახმარებით, სახის კუნთების მიმიკრიით და თვალების მოძრაობით მართო კომპიუტერული თამაშების პერსონაჟები. ვარაუდობდნენ, რომ ეს "ტელეპატიური ინტერფეისი" გაყიდვაში, დაახლ. 200 დოლარად, გამოჩნდებოდა უახლოეს მომავალში.
1991 წლის იანვარში არიზონას (აშშ) უნივერსიტეტში ჩატარდა კონფერენცია თემაზე: "ნატო: პერსპექტიული გამოკვლევები ბიომოლეკულარულ სისტემათა ახალი შესაძლებლობების სფეროში". რას ნიშნავს ეს? ერთ ერთი მოხსენების კითხვისას, რომელიც წარდგენილი იყო კონფერენციაზე, გამოიტანეს მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო ყრუთათვის მიეწვდინა ხმები და მუსიკა, რომელსაც გამოსცემდა კომპიუტერი; ან კიდევ, მოწყობილობა, რომელსაც შეეძლო ტკივილის დაყუჩება წამლების გარეშე. ავტორების განცხადებით, "თეორიულად, ასეთი მოწყობილობით სარგებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად მისი ხნიერი ასაკისა, შესაძლებლობა ექნება ახალგაზრდად იგრძნოს თავი". თუმცა, ავტორები ამგვარ გამოკვლევათა საშიშროების შესახებაც აფრთხილებდნენ. კერძოდ, მათ განაცხადეს, რომ არიან ძალები, რომლებიც აიძულებენ მათ გამოკვლევები წარმართონ არა პირვანდელი, არამედ ადამიანთა საზიანო მიმართულებით. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ასეთი მოწყობილობები უკვე გააჩნიათ ცენტრალურ სადაზვერვო სამმარველოს და გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს, "რომლებიც კლავენ, და არ კურნავენ თავიანთ ექსპერიმენტებში. მაგრამ ნებისმიერი მცდელობა ეს თემა განხილულ იქნას პრესაში ხვდება სასტიკ წინააღმდეგობას და ამ სისტემის ყველა მოწინააღმდეგეს ან კლავენ, ან კიდევ ქმნიან იმას, რასაც "მანჯურიელ კანდიდატს" უწოდებენ. ჩვენ გვაქვს მონაცემები, რომლებიც აჩვენებს, რომ ასეთი ექსპერიმენტები ტარდებოდა ინგლისში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, გერმანისა და ფინეთში. სახელმწიფო დაწესებულებები და კორპორაციები, ხელიხელ მუშაობენ მათთან ერთად და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად: დაამყარონ სოციალური კონტროლი". რატომ? ძალიან მარტივია ამისი პასუხი:
ჯერ ერთი: უმწეო მოსახლეობის დაშინება-დატერორების პირობებში უფრო ადვილია მისი განიარაღების მზაკვრული გეგმის განხორციელება. მეორე: ეს ხელს უწყობს ძველის ადგილზე ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობილების დამყარებას. ცხადია, რომ ასეთი ალტერნატივა მუშავდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და შესაძლოა ის უკვე იმყოფება სრულ მზადყოფნაში. ამ ალტერნატივის სახელწოდებაა - "ახალი მსოფლიო წესრიგი". ელიტა ყოველთვის იყენებდა შიშს მასების სამართავად. ძველი ანდაზა "დაჰყავი და იბატონე" ფართოდ გამოიყენება მთელს მსოფლიოში. ის, რაც დღეს ხდება დსთ-ს ქვეყნებთი, საკმარისია იმის დასტურად, რომ ადამიანებს ეშინიათ უსაფრთხოებისა და მატერიალური კეთილდღეობის დაკარგვის (თუნდაც მიზერული იყოს ეს უსაფრთხოება და "კეთილდღეობა" - მთარგმნ.). და ეს არის ცნობიერების მართვის ერთ ერთი ფორმა. ის, რაზეც ლაპარაკობდა სერჟ მონასტი 1994 წელს, სრულიად თავსდება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტში. სამოქალაქო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საბაბთ შეიქმნა ტერორის გლობალური სისტემა - "ანტიტერორი", აშშ-სა და ევროპის მოსახლეობის თვალთვალის გლობალური კონტროლი. მაგრამ ამჟამად ცნობიერების კონტროლი მოიცავს მექანიზმების უფრო ვრცელ სპექტრს, ვიდრე იმ დროს, როდესაც გამოკვლევებს აწარმოებდა სერჟ მონასტი.
აი, რას წერდა 1970 წელს ფსიქოლოგი Genev McConnell-ი თავის სტატიაში: "ფსიქოლოგია დღეს":
"დღეს შეიძლება გავაერთიანოთ სენსორული დეპრივაცია, ნარკოტიკები, ჰიპნოზი და ცნობიერების მანიპულაცია, რათა თითქმის სრულიად გავაკონტროლოთ ბრბოს მოქმედება. ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება სწრაფად და საკმარისად ეფექტურად. ტვინების ერთგვარ "ამორეცხვას" პიროვნების მოქმედების ცვლილებებამდე მივყევართ. ამან შედეგად უნდა მოგვცეს საზოგადოების ახალი ფორმა. დაბადებიდანვე განსწავლულნი ვიქნებით იმაში ვაკეთოთ ის, რასაც საზოგადოება ითხოვს ჩვენგან. ჩვენ გვაქვს ტექნოლოგიები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ დღესვე შევუდგეთ ამ მიზნის განხორციელებას. არავინ იქნება თავისი პიროვნების მესაკუთრე; არავის ექნება შესაძლებლობა თქვას საწინააღმდეგო იმაზე, თუ როგორი პიროვნება შეიძლება ის დადგეს. ასე, რომ არ არსებობს არავითარი მორალური საფუძველი უარი ვუთხრათ ადამიანს შეიძინოს ახალი პიროვნება, თუკი მისი ძველი პიროვნება იყო ანტისოციალური".
4. პლანეტა სრული კონტროლი ტერორის დახმარებით
Blue Beam-ის შემდგომი ნაბიჯი გახლავთ კონტროლის დაწესება მთელს დედამიწაზე, რაც რეალიზებული იქნება მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში უცხოპლანეტელთა შემოჭრის მოდელირებით. მთელი ფსონი იდება იმაზე, რომ ქვეყნები, რომლებსაც გააჩნიათ ბირთვული იარაღი არ გამოიყენებენ მათ საკუთარი თავის დასაცავად. ღირს ლაპარაკი იმაზედ, რომ უცხოპლანეტელთა ცივილიზაციების შეტევა მსოფლიოს ყველა დიდ ქალაქზე, როგორც ჩანს, პრაქტიკულად ჰოლივუდური ფილმებით არის თავსმოხვეული. ამ ფილმებში ამგვარი თავდასხმების შემდეგ მსოფლიოს ყველა დიდი სახელმწიფო: რუსეთი, აშშ, ჩინეთი და ა. შ. იწყებენ ურთიერთ თანამშრომლობას ერთობლივი სამოქმედო გეგმის შემუშავებას თავდამსხმელთაგან დასაცავად, მაგრამ ყველა მათი ძალისხმევა უნაყოფოდ რჩება და როდესაც სიტუაცია ხდება კრიტიკული, უეცრად ჩნდება "მაცხოვარი", "გადამრჩენელი". ასეთი ფილმებით ადამიანის ცნობიერებაში, პრაქტიკულად, ინერგება აზროვნების ხსენებული, სპეციფიკური მოდელი. ჩვენ უკვე მიგვაჩვიეს შიშსა და პანიკას უცხოპლანეტელთა და რაღაც იდუმალი მოვლენის ჩვენს სამყაროში შემოჭრის მიმართ. ჩვენ ბეჯითად გვამზადებენ დამარცხებისთვის "უცხოპლანეტელებთან" მომავალ ბრძოლაში და გვამზადებენ კრიტიკული მდგომარეობიდან გამომყვანი გენიალური პიროვნების, გმირის, "მაცხოვრის" მისაღებად, რომელსაც ძალუძს მარტომ გაანადგუროს უცხოპლანეტელთა მთელი ურდოები. ეს არის ცნობიერების კონტროლის კიდევ ერთი ფორმა.
პლანეტის დაპყრობის წინმსწრობ ეტაპზე განადგურდება "ახალი მსოფლიო წესრიგის" ოპოზიცია. ამისთვის ძირითადად გამოიყენებენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც ზემოთ აღვწერეთ. სპეციალურად გენერირებულ ელექტრომაგნიტურ ტალღებს გადასცემენ ოპტიკურბოჭკოვანი არხებით, საკაბელო ტელევიზიით, სატელეფონო ხაზებით, რადიოთი და ა. შ. არ უნდა დავივიწყოთ რადიოსიხშირეობრივ საიდენტიფიკაციო ჩიპებიც, რომელთა ადამიანებში იმპლანტაციას უკვე ახორციელებენ. ნებისმიერი ელექტრო მოწყობილობა, რომელიც აწყობილია სიგნალების მიღებასა და გადაცემაზე იქნება ტრანსლიაციის ინსტრუმენტი. ამგვარად, ტელეპათიური ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდება პლანეტის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. გადაცემული იქნება ინფორმაცია, რომელსაც შეეძლება გამოიწვიოს თვითმკვლელოვა, ძალადობა და ქაოსი.
როდის განახორციელებენ ისინი თავიანთ ბოროტ გეგმას? როგორც კი მათ მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი გათანგავს დედამიწის მთელ მოსახლეობას და გამოსწოვს მთელს მათ დანაზოგს. მაშინ დამკვიდრდება ელექტრონული გადახდის მსოფლიო სისტემა, რომელიც დაეფუძნება როდიოსიხშირული იდენტიფიკაციის ჩიპებს. მიზანი - ჩაინერგოს მოსახლეობაში სენსორები მათი ტოტალური კონტროლის მიზნით. სხვა დანარჩენი კი გეგმის მიხედვით... სამხედრო კონფლიქტები, ბუნებრივი კატაკლიზმები, თვითმკვლელობათა და მშფოთვარებათა ტალღები, ამას მიმატებული "უცხოპლანეტელების" თავდასხმები... ამგვარი უბედურებების შემდეგ, კაცობრიობა უბრალოდ ვედრებას დაიწყებს რომ გამოჩნდეს ვინმე "მხსნელი", რათა ნებისმიერი, თუნდაც თავგანწირვის გზით აღადგინოს მშვიდობა მთელს დედამიწაზე.