"იღვიძებდით და ილოცევდით, რაითა არა შეხვიდეთ განსაცდელსა" (მარკ. 14:38)
თითქმის ორი ათასი წელია, რაც ადამიანები ელოდებიან ქრისტეს მეორედ მოსვლას და წინასწარმეტყველებათა აღსრულებას. ამასთანავე ტექნიკის ყოველი ახალი მიღწევა ხშირად სამყაროს აღსასრულისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯად აღიქმება. მრავალი ადამიანი ესქატოლოგიურ განწყობილებაში განსამტკიცებლად, ცდილობს თითქმის ყველა არსებული წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს მეუფებისა და მისი ბეჭდის შესახებ ყოველ ახალ გამოგონებას მიუზომოს. უნდა ითქვას, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება ქვეყნიერების აღსასრულის მოახლოებად განვიხილოთ ნებისმიერი სტიქიური უბედურება ან უბედური შემთხვევა, რაც ყოველთვის ხდებოდა და მომავალშიც მოხდბა.
მსგავსად, თუკი მოვინდომებთ, ანტიქრისტეს ავბედითი რიცხვი -
როგორც სიტყვიერად, ასევე წერილობით, ცდილობენ დაგვარწმუნონ, თითქოსდა ელექტრონული დენის, ველის ან ტალღების მეშვეობით შესაძლებელი იყოს ადამიანის მართვა; რომ შექმნილია ისეთი კომპიუტერები, რომელთაც დედამიწის მთელი მოსახლეობის "დამახსოვრება" ძალუძთ (თუმცა დღეს ტექნიკურად ეს სულაც არ არის შეუძლებელი -
გარედან მართვა
გავიხსენოთ ფიზიკის სასკოლო კურსი. ელექტრობასთან დაკავშირებული პირველი ცდები. ანატომიის პროფესორმა, იტალიელმა ლუჯი გალვანიმ ჯერ კიდევ 1791 წელს ელექტრონული დენის ინდიკატორად ბაყაყის ბარძაყის კუნთები გამოიყენა. როდესაც კუნთს გალვანურ ბატარეას უერთებდნენ, კუნთი შეკუმშვას იწყებდა. ეს მოვლენა უკვე 200 წელია რაც ცნობილია, მაგრამ ადამიანის ორგანიზმში მარტო ძირითადი კუნთი ხომ 400-
ახლა კი წარმოვიდგინოთ, რამდენი სადენი, მზომი თუ გამტარია საჭირო ამ ხელის ასამოძრავებლად. ხოლო თუ დენს არა კუნთოვან ბოჭკოებს, არამედ თვით კუნთებს მივუერთებთ, მხოლოდ 40 სადენი დაგვჭირდება. თუმც ამ შემთხვევაშიაც კი ხელოვნურად გამოწვეული ყველა მოქმედება კრუნჩხვით კონვულსიებს დაემსგავსება. თეორიულად ეს განხორციელებადია, მაგრამ პრაქტიკულად ხელოვნურად ამოქმედებული ხელი პარამეტრში რობოტის მექანიკურ მანიპულაციებს დაუთმობს.
ჩვენ განვიხილეთ ელემენტარული სამოძრაო ქმედება. რაც შეეხება ტვინის მართვას, თუნდაც ზურგის ტვინისა და, შესაბამისად, ადამიანის მართვას ნერვული სისტემის მამოძრავებელი ცენტრების მეშვეობით, წარმოუდგენლად ძნელია და პრაქტიკულად შეუძლებელი.
რეალურად შეუძლებელია ისეთი ადამიანის "შექმნა", რომლის მართვაც ე. გ. მ.-
მაგრამ თუ დავუშებთ იმ ვარაუდს, რომ შესაძლოა ჩვენმა შთამომავლობამ მიაღწიოს იმ დრომდე, როდესაც ადამიანთა მართვა ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, სულის ვნება მას მაინც არ შეეძლება, რამეთუ, თუკი სხვა შესძლებს ჩვენს მართვას, ჩვენი ნების წინააღმდეგ ჩადენილი საქმეებისთვის პასუხს აგებს ის, ვინც ასე ბოროტად გვიყენებდა. ჩვენზე აღსრულებული ძალადობა სულის ცხოვნებისკენ გზას არ დაგვიკეტავს, რამეთუ პასუხს ღვთის წინაშე საკუთარი, შეგნებული საქმეებისთვის ვაგებთ.
ეს რომ ასეა, შემდეგი მაგალითითაც მტკიცდება: ღვთის წინაშე უმძიმესი ცოდვაა თვითმკვლელობა. თვითმკვლელი შეგნებულად მოისწრაფებს არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეს, არამედ საბოლოო სინანულის შესაძლებლობასაც. ამიტომაც ასეთი ადამიანები ეკლესიური წესით დაკრძალვასა და მოხსენიებას არ იმსახურებენ. მეტიც, მათ ქრისტეანთა სასაფლაოზეც კი არ ასაფლავებენ და მის საზღვრებს გარეთ მიუჩენენ ბინას. მაგრამ არსებობს გამონაკლისი, როდესაც თვითმკვლელს წესსაც აუგებენ, ეკლესიაში მოიხსენიებენ და სხვა გარდაცვლილ ქრისტეანთა შორისაც ასაფლავებენ. ეს გამონაკლისი იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ თვითმკვლელობა შეურაცხად მდგომარეობაში აღესრულა, რამეთუ შეურაცხადმა, თავისი სულიერი დაავადების გამო, არ უწყის რას იქმს და ამიტომაც, ბუნებრივია, მას ეს ცოდვა არ მოეკითხება.
ასე რომ, ჩვენი საქციელის მართვა გარედან, როგორი ხერხებითაც უნდა განახორციელონ, ჩვენი სულის ცხოვნებას ხელს ვერ შეუშლის.
მიკროსქემები კანქვეშ
თანამედროვე ტექნიკაში ინფორმაციის შემნახველი უამრავი სხვადასხვა სახის მოწყობილობა არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან ინფორმაციის შენახვის პრინციპით, მოცულობით, პროგრამირების შესაძლებლობებით, ელექტროენერგიით კვების, დამზადების, კონსტრუქციის, გამოყენებისა და სხვა ნიშან-
შესაძლებელია ე. წ. პლმ-
მიკროსქემის კონსტრუქციაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას მისი ამოღების შეუძლებლობა. ე. ი. მისი ამოღების შემთხვევაში ხდება მისი თვითგანადგურება. ამით ისპობა სხვისი მიკროსქემის მითვისების ან მოპოვების შესაძლებლობა. ხოლო, თუკი თავიდან მოვიცილებთ საკუთარს (ვთქვათ, ხელთან ერთად), ეს არაფერს მოგვცემს, რამეთუ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია პირადი ნომრების გარეშეც, სხვა პარამეტრების მიხედვით, რომელთა მოცილება შეუძლებელია (მაგ.: თვალების ფერი, ბადურის გამოსახულება, თითების ანაბეჭდი, თმის სტრუქტურა, ხელწერა, სისხლის ჯგუფი, რეზუს-
ასეთი სისტემის დანერგვა უკვე დღესვეა შესაძლებელი. მეტიც, ეგმ-
ხუთი თაბახის ფურცლის ტევადობის დოსიეში შესაძლებელია როგორც ადამიანის, ასევე მთელი მისი ცხოვრების აღწერა: კომპიუტერული ქსელისთვის ხუთ მილიარდჯერ ხუთი გვერდის დამასხოვრება სრულებითაც არ არის ძნელი. ეს ინფორმაცია შესაძლებელია დაიცვან არა ერთ კომპიუტერში, რომლის განადგურებით მოისპობოდა ყველა ის მონაცემი, არამედ მსოფლიო კომპიუტერული ქსელის ბანკში, რომელიც ათასობით ნაწილად არის დანაწევრებული და ამდენჯერვეა დუბლირებული.
ეს მონაცემები დაცული იქნება ყველგან მსოფლიოში, მაგრამ კონკრეტულად არსად იქნება თავმოყრილი. მათში ინფორმაციის შეყვანა მკაცრად შეზღუდული, ხოლო არასანქცირებული შეჭრისგან მტკიცედ დაცული იქნება და ჩვენ, ყველანი გამონაკლისის გარეშე საკუთარი დოსიეებით შევავსებთ მონაცემთა ამ ბანკს. ჩვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვებას ხელს ვერ შევუშლით ისევე, როგორც ვერ შევძლებთ, მაგალითად, ამოვიღოთ, საპასპორტო მაგიდებიდან, მმაჩიდან-
აქ შეიძლება შემოგვედავონ და თქვან, რომ შესაძლებელია, მშობიარემ საკუთარ სახლში გააჩინოს ბავშვი და არ მოახდინოს რეგისტრაცია, არ გააფორმოს არანაირი დოკუმენტი, მაგრამ, ჯერ ერთი, ეს გამოიწვევს სამოქალაქო კანონების დარღვევას, რაც ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონფლიქტამდე მიგვიყვანს და, მეორეც, ისეთ უზარმაზარ ქვეყანაში, როგორიც რუსეთია (ასევე, ნებისმიერ ურბანიზებულ ქვეყანაში -
და ბოლოს, რაც მთავარია, ყრმათა და ზრდასრულთა რეგისტრაცია სულაც არ არის ცოდვა. გავიხსენოთ, განა თვით ქრისტემ, რომელიც ბეთლემში დაიბადა, იოსებთან და მარიამთან ერთად კეისარ ავგუსტუსის ბრძანებით აღწერა ნაზარეთში არ გაიარა?! დღეს, ჩვენ, ამ პროცედურას "რეგისტრაციას" ვუწოდებთ და, თუკი ის მართალ იოსებთან და ღვთისმშობელთან ერთად თვით ქრისტეს ჯერ კიდევ სიყრმეში გაუვლია, იგივე რამის გაკეთება ჩვენთვის იქნება საძრახისი?
ადამიანთა იდენტიფიკაცია უკვე დიდი ხანია აღსრულებულია. ჩვენ ყველას გაგვაჩნია პასპორტები, ანუ ჩვენი პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. საზღვრის გადალახვისას ან პოლიციის თანამშრომელთა მოთხოვნით, ან ფულადი გადარიცხვების მიღებისას და სხვა, ჩვენ უნდა წარმოვადგინოთ პასპორტი. ამით შესაძლებლობას ვიძლევით მოახდინონ ჩვენი პიროვნების იდენტიფიცირება და მივაწოდოთ ის ძირითადი ცნობები, რომლებიც დოკკუმენტებშია შეტანილი. ჩვენი პასპორტის სურათი და ნომერი ამავე დროს ჩვენი პირადი ნომერ-
მაგრამ საშინელი და შემაშფოთებელი ამაში არაფერია. პასპორტი ანალოგიური ინფორმაციის შემცველი მიკროსქემითაც რომ შეცვალონ, არსებითად მაინც არაფერი შეიცვლება. ბეჭდები, ლუქები, გენზელი, პირადობის დამადასტურებელი ნაბეჭდურები და ნიშნები ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდანვეა ცნობილი. შუასაუკუნეებიდან დღემდე იწერება მინდობილობითი წერილები, მანდატები და ცნობები. ამ საქმეში დიდი ნაბიჯი გადაიდგა ფოტოგრაფიის გამოგონებით. მაგრამ ფოტოსურათი შეიძლება გადაწებებულ იქნეს, შეიძლება შეირჩეს მსგავსი პიროვნებაც, ესეც არ იყოს, თვით ადამიანის გარეგნობაც ხომ იცვლება დროთა განმავლობაში.
ტექნიკური პროგრესი აუცილებლად მოიტანს პიროვნების იდენტიფიკაციისთვის საჭირო და ელექტრობაზე დაფუძნებულ სრულყოფის საშუალებას. სწორედ ერთ-
პიროვნების იდენტიფიკაციის ნებისმიერი საშუალება თავისთავად უსაფრთხოა ადამიანისთვის
მიკროსქემის იმპლანტირება შეიძლება შუბლში ან ხელში და ეს რეალურია. მაგრამ ამ მიზნით შესაძლოა ასევე სხეულის სხვა ნაწილების გამოყენებაც. არსობრივად არაფერი შეიცვლება თუკი ინფორმაციის გადაცემა ხდება მრავალგვარი საშუალებით. მეცნიერებისთვის ცნობილია ისტორიუულად ჩამოყალიბებული ათეულობით სისტემა: იეროგლიფები, არაბული ხვეულა, ძველი ლურსმული დამწერლობა, ნაციონალური ალფავიტები, მორზეს ანბანი და სხვა. ამას ემატება ათასობით თანამედროვე, მეცნიერების მიერ შემუშავებული კოდ-
პირადი ნომერ-
ანტიქრისტეს ბეჭდის დასადებად პირობები ყოველთვის არსებობდა. ჯერ კიდევ ძველ სამყაროში მონებს ყადაღას ადებდნენ; კერძოდ, მონას ამოშანთული ან ამოტვიფრული უნდა ჰქონოდა პატრონის ვინაობა. ბოლო ჟამი მაშინ რომ დამდგარიყო, ცხადია, ამავე საშუალებით დადაღავდნენ ადამიანებს ანტიქრისტეს ბეჭდით.
ძველი დროისგან განსხვავებით, დღეს ადამიანის დაღდასმის მრავალი საშუალება არსებობს და უახლოეს მომავალში მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მათდამი შიშ ამქვეყნად ყველაფრისადმი შიშის ტოლფასია. ნუ გეშინიათ აიღოთ ხელში მეტროს ან ტაქსოფონის მაგნიტური კარდები, რომლებიც ამჟამად ყველა დიდ სამრეწველო ქალაქში ვრცელდება, თუმცა შესაძლებელია, ინფორმაციის მაგნიტური ჩანაწერი გამოყენებულ იქნას ანტიქრისტეს ბეჭდისთვისაც. ნუ გეშინიათ იმ საქონლის შეძენა, რომლის ყადაღაზე მოცემულია საქონლის დასახასიათებელი შტრიხ-
არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს ჩვენი სულებისთვის "ამერიკან ექსპრესის" ბარათები, "ვიზა", "მასტერ-
"არა თქუენი არს ცნობაი ჟამთა და წელთაი"
რა არის ანტიქრისტეს ბეჭედი? -
"მათ მოჰყვა მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: ვინც თაყვანს სცემს მხეცს ან მის ხატებას და შუბლსა თუ ხელს აღიბეჭდავს მისი ნიშნით, ისიც შესვამს ღვთის რისხვის ღვინოს, შეუზავებლად ჩასხმულს მისი მრისხანების სასმისში, და ეწამება გოგირდითა და ცეცხლით წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე" (გამოცხ. 14:9-
შესაძლებელია, რომ "შუბლი" და "ხელი", რომლის შესახებაც არის ლაპარაკი, პირდაპირი მნიშვნელობით გავიგოთ, მაგრამ ასევე დასაშვებია, რომ ისინი აქ გადატანითი მნიშვნელობით გვეძლევა. კერძოდ: შუბლი -
განვიხილოთ პირველი შემთხვევა: ფიზიკური ბეჭედი შეიძლება დაედოს ადამიანის შუბლს და ხელს, რაც ტექნიკურად მეტად ადვილია. მაგალითად: კოსმოსური თანამგზავრის დედამიწის ირგვლივ სულ რამდენიმე შემოვლაა საკმარისი, რათა უხილავი სხივით მთელი დედამიწის მოსახლეობის სკანირება მოახდინონ; ამ სხივის ზემოქმედების ქვეშ მოხვედრილი ადამიანები დაღდასმულია ამ ბეჭდით, რომელსაც სულ რამდენიმე დღის განმავლობაში დედამიწის მთელი მოსახლეობა მიიღებს, თანაც ისე, რომ არაფერი ეცოდინება ამის შესახებ, მაგრამ რითი გვემუქრება? პასუხისთვის კვლავ წმ. წერილს მივმართოთ:
"ვიხილე ტახტნი და მათზე მსხდომარენი, რომელთაც მიეცა ხელმწიფება მსჯავრის აღსრულებისა, და იესოს მოწმობისა და ღვთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებიც არც მხეცს ეთაყვანენ, არც მის ხატებას, და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლსა თუ ხელზე; ამიტომაც გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად სუფევდნენ ათას წელიწადს" (გამოცხ. 20:4). ცხადია, რომ ტექნიკური შესაძლებლობების მიუხედავად, ასეთი საყოველთაო დადაღვა არასოდეს მოხდება, რამეთუ წმ. წერილის საწინააღმდეგოდ, სამყაროს აღსასრულამდე დარჩებიან ადამიანები, რომლებიც შეძლებენ თავი აარიდონ ამ ბეჭედს, რადგან ღმრთისგან ჩვენ, ყოველ ადამიანს, მოგვენიჭა თავისუფალი ნება, ამიტომაც, სულის წარწყმედა თუ ცხოვნება ამ თავისუფალი არჩევანით ძალგვიძს.
ეშმაკს არ შეუძლია წაგვართვას თავისუფალი ნება. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში სატანა მხოლოდ იმას ახერხებს, რომ აცდუნებს, არწმუნებს, ითანხმებს, აქეზებს კაცთა მოდგმას, ჩაიდინოს ცოდვა, მაგრამ ამ უფსკრულში ძალდატანებით ჩვენი დანთქმა მას არ ძალუძს; მას მხოლოდ მცირედმორწმუნე და უნებისყოფო კაცთა წარწყმედა შეუძლია, რომლებიც ნებაყოფლობით ემორჩილებიან ეშმაკს. ასე მარტივად, ერთი ხელის მოსმით რომ შესძლებოდა კაცთა წარწყმედა, კაცობრიობის ისტორია დიდი ხნის დასრულებული იქნებოდა. მაშასადამე, თავისუფალი ნება მაშინაც შეგვინარჩუნდება, როცა ანტიქრისტე მოვა.
ანტიქრისტეს ბეჭედს ადამიანი მხოლოდ თანხმობით მიიღებს, რისკენაც მას ყოველგვარი საშუალებით წააქეზებენ ან აიძულებენ. ხელზე და შუბლზე მიღებული ანტიქრისტეს ბეჭედი განამტკიცებს ადამიანის კავშირს ანტიქრისტესთან. ეს, ფაქტობრივად, სულის გაყიდვა იქნება. მაგრამ თუ ნებაყოფლობითობის პრინციპი დაირღვა, ეს უკვე შეთანხმება აღარ იქნება. ნებისმიერ ბეჭედს ხომ დოკუმენტის გარეშე აზრი ეკარგება. ანტიქრისტეს ბეჭედი თუკი ის ადამიანის თანხმობის გარეშე დაისმება, რაღა ძალა ან აზრი ექნება?
ესეც ვიკითხოთ, როგორ აიძულებენ ადამიანებს მიიღონ ეს ბეჭედი? წმ. მოციქული და მახარობელი იოანე ღვთისმეტყველი წერს, რომ შეუძლებელი იქნება რაიმეს ყიდვა ან გაყიდვა ამ ბეჭდის გარეშე, მაშასადამე, ის, ვინც ბეჭედზე უარს იტყვის, მაძღარ და ჩაცმულ-
მაშ, სამყაროს აღსასრულსა და ანტიქრისტეს ბეჭდის მოლოდინში პანიკას არ უნდა მივეცეთ: როდესაც ამისი დრო მოვა, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღებას არა ერთხელ და ორჯერ შემოგთავაზებენ, არამედ მრავალჯერ, -
ბეჭდის უარმყოფელთათვის სატანჯველები და სასჯელები გამრავლდება. ჩვენ არ ვიცით როდის მოხდება ეს -
უარესი რომ არ შეგვემთხვეს, უნდა გვეშინოდეს ღმრთისა და მაშინ, უფალი ჩვენში დამკვიდრდება, ხოლო თუკი ღმერთი იქნება ჩვენთან, ჩვენთვის საშიში არ იქნება არც ანტიქრისტე და არც მისი ბეჭედი: "ვინაიდან, როგორც თვითონ ევნო და გამოიცადა, ასევე განსაცდეღში მყოფთა შეწევნაც ძალუძს" (ებრ. 2:18).