ავტორის წინათქმა
პორტალზე "მოსკოვი -
ხსენებული სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ჩემმა ერთმა მეგობარმა მიიღო ელექტრონული წერილი, რომელშიც, ჩემის აზრით, გადმოცემულია, მეტად საინტერესო მსჯელობა და ვარაუდები ზემოთხსენებულ ციტატაში გამოთქმულ შეხედულებებთან დაკავშირებით. ქრისტეან ძმებსა და დებს განსასჯელად ვთავაზობ ამ წერილს (მცირედი ცვლილებებით და დამატებებით).
ჩემის მხრიდან კი მსურს დავამატო, რომ მათ შორის, ვინც შესაძლოა ამ წერილს გამოეხმაურონ, სავარაუდოდ გამოერევიან ისეთი პიროვნებებიც, რომლებიც წარმოადგენენ მასონთა დაქვემდებარების ქვეშ მყოფი ორგანიზაციების ან საიდუმლო უწყებათა დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს; მათი მიზანი ხომ მსგავსი მასალებისადმი მოსახლეობის ნდობის შერყევაა. ისინი მათ "სისულელედ", "უაზრობად", "ფანტაზიად" და ა. შ. აცხადებენ, სინამდვილეში კი ეწევიან საინფორმაციო-
მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი უცხოპლანეტელთა შემოჭრის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც მასონებისა და სატანისტების "მსოფლიო მთავრობის" ხელში ერთგვარი მათრახი იქნება დედამიწის მოსახლეობის ერთ ელექტრონულ საკონცენტრაციო ბანაკში შესაყრელად და მათზე ტოტალური კონტროლის დასამყარებლად.
ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ადრე ამ მიზნებისთვის ისინი "საერთაშორისო ტერორიზმის" საშიშროებას იყენებდნენ (რომელიც, სინამდვილეში, როგორც თვითკმარი და დამოუკიდებელი მოვლენა, არ არსებობს). კარგად ვუწყით, რომ იგივე ტერორიზმი, ეს არის ხელოვნური მოვლენა, რომელსაც "მსოფლიო, საიდუმლო მთავრობის" ბოსები აკონტროლებენ და რომლის წარმატებით განხორციელებისთვის იყენებენ სიღარიბეს და უმეცრებას. გაუნათელებელი და ფანატიკოსი ადამიანების დახმარებით ისინი გამუდმებულ შიშსა და ძრწოლაში ამყოფებენ დანარჩენებს და ამით მოხერხებულად აკონტროლებენ როგორც ერთს, ასევე მეორეს.
მაგრამ ეს "ტერორიზმი" ჯერ კიდევ ვერ ქმნის ერთიან საზოგადოებას, არამედ ჰკრავს ტერორიზმის მსხვერპლ საზოგადოებას თავდამსხმელთა წინააღმდეგ და პირიქით. ასე, მაგალითად, 2001 წლის 11 სექტემბერს დასავლეთის ქვეყნებმა შექმნეს ალიანსი ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის ეგიდით. ეს ძალიან მოხერხებული იყო, რადგან წინდაწინვე ქმნის შაბლონს, რომელიც შესაძლოა მიუყენონ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანას ან ადამიანთა ნებისმიერ საზოგადოებას, რათა შემდეგ "ჩაჰქოლონ".
ტერორიზმის ინიციატორებად და შემსრულებლებად გამოცხადდნენ რადიკალური მუსლიმური მოძრაობები, ანუ მთელი მუსლიმური სამყარო ავტომატურად მოექცა არასაიმედო კატეგორიის ქვეშ, რამაც შექმნა სტიმული თვით მუსლიმური სამყაროს კოოპერაციისთვის, დასავლეთის დაუსაბუთებელი თავდასხმების წინააღმდეგ. ამგვარად, ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით შეიქმნა ორი ურთიერთდაპირისპირებული ბანაკი -
მაგრამ კარგად თუ დავფიქრდებით, ცხადი გახდება, რომ ტერორიზმთან ბრძოლის იდეა არ გახლავთ საბოლოო მექანიზმი მთელი მსოფლიოს ერთი მმართველისადმი დასაქვემდებარებლად და ერთი გლობალური რელიგიის დასაფუძნებლად, ეს არის მხოლოდ შუალედური სტადია. თუმცა, მან საკმაოდ კარგად მოამზადა ნიადაგი, რადგან შესაძლებლობა მისცა ანტიქრისტეანულ ძალებს გამუდმებულ შიშშსა და ფსიქოლოგიურ დაძაბულობაში ამყოფოს ადამიანთა ფართო მასები. მაგრამ, ამ ტალღაზე შეუძლებელია მოიყვანონ ანტიქრისტეს ძალაუფლება როგორც პროდასავლურ (მამონურ), ასევე აღმოსავლურ (მუსლიმურ-
ამ მოვლენის წანამძღვრები გაანგარიშებულია იმაზე, რომ ადამიანები შინაგან უთანხმოებებსა და წინააღმდეგობებს მხოლოდ საერთო და გარეშე საფრთხის წინაშე ივიწყებენ. ეს საშიშროება არა მარტო რეალური უნდა იყოს, არამედ უშუალოც -
ეს საშიშროება მთელი კაცობრიობის ყურადღებას დროებით მიაპყრობს იმისკენ, რაც მასთან იქნება დაკავშირებული. შეიქმნება მაქსიმალურად კომფორტული პირობები მასების ცნობიერების იდეოლოგიური დამუშავებისთვის, რომელსაც მიაწვდიან ახალ ინფორმაციას, ახალ რელიგიურ შეხედულებებსა და წარმოდგენებს. ამ დროს ფაქტობრივად მოხდება ახალი, სატანური რელიგიის დაფუძნება და დღეს არსებულ რელიგიათა მსხვრევა. "ცუდ" უცხოპლანეტელებთან ერთად გამოჩნდებიან "კეთილი" ჰუმანოიდებიც, რომლებიც წინააღმდეგობას გაუწევენ პირველთ და არა მარტო კეთილგანწყობას გამოავლენენ დედამიწელთა მიმართ, არამედ კაცობრიობაზე მოწევნული დამონების ან უბრალოდ ფიზიკური გაქრობის "საშინელი უბედურებიდან" ხსნის "ერთადერთ გზას" შესთავაზებენ. როგორც ოთხმოცდაათიანი წლების ბანდიტები, "ცუდები" "კეთილ" უცხოპლანეტელებთან მირეკავენ ადამიანებს, რითაც გააერთიანებენ მათ "კეთილების" გარშემო და ამ უკანასკნელთ ადამიანთა ნდობასაც მოუპოვებენ. პლანეტარულ დონეზე გათამაშდება კეთილი და ბოროტი გამომძიებლის ბანალური თამაში.
შემდეგ, "კეთილთა" შორის გამოჩნდება ვინმე ინდივიდი, რომელიც იქნება ყველა იმ "სიკეთის" განსახიერება, დედამიწელებს "კეთილი უცხოპლანეტელები" რომ მოუტანენ. მაგრამ, თუნდაც ყველა მტრისგან გამათავისუფლებელი და "თანამედროვეობის ყველა გლობალურ პრობლემის" (მაგ. ომების, შიმშილის, რესურსების სიმწირის, ეკოლოგიური კატასტროფებისა და ა. შ.) მომგვარებელიც რომ იყოს, ადამიანებს გაუჭირდებათ სრულიად მიენდონ და გაერთიანდნენ ვიღაც უცხოპლანეტელი არსების გარშემო, ამიტომაც "სიკეთის" ეს განსახიერება იქნება აბსოლუტურად ადამიანის მსგავსი. ერთსა და იმავე დროს, ქრისტეს მსგავსად, ის იქნება მიწიერი ადამიანიც და არამიწიერი არსებაც. ის მესიად და კაცობრიობის მხსნელად გამოცხადდება; ის იქნება "ავატარი", ანუ ღმრთის განხორციელება დედამიწაზე.
ოღონდ, ქრისტესგან განსხვავებით, ის მოვა რათა კაცობრიობა იხსნას არა სულიერი სიკვდილისა და ცოდვის მონობისგან, ასევე უხილავ (შინაგან) ვნებათა და მიდრეკილებათაგან, არამედ სრულიად კონკრეტული, გარეგნული მტრისგან, რომელსაც ფიზიკური სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. ის მოვა არა იმისთვის, რომ მარადიული სიცოცხლე უბოძოს ადამიანის უკვდავ სულს ღმრთის სასუფეველში, არამედ იმისთვის, შეინარჩუნოს და გაახანგრძლივოს ხორციელი, მიწიერი ცხოვრება. ასეთი მესიის მიღება უფრო ადვილი იქნება კაცობრიობის მატერიალისტური შეგნებისთვის, მითუმეტეს ხორციელი ტანჯვისა და ფიზიკური განადგურების საშიშროების ფონზე.
"ცუდ უცხოპლანეტელებს" შეარქმევენ "რუხებს" ანუ დემონებს, ხოლო "კეთილ უცხოპლანეტელებს" (მოსულებს "პარალელური სამყაროდან", რომელიც ვითომცდა ყოველთვის არსებობდა ჩვენს გვერდით, ოღონდ საჭიროების გარეშე აშკარად არ ამჟღავნდებდა თავის არსებობას) -
რადგან "კეთილი" უცხოპლანეტელები პარალელური სამყაროდან გამოვლენ დამცველთა და მფარველ ანგელოზთა როლში, ეს ავტომატურად აამაღლებს მათდამი და მათი ცოდნისადმი ნდობას, რომლებსაც ისინი დედამიწელებს მოუტანენ. ცოდნას კი დაახვავებენ დედამიწაზე. სხვათა შორის, ეს ცოდნა უკვე არსებობს სამყაროში და მსოფლიო მომზადებულია მათი, ასე ვთქვათ, გლობალიზაციისა და ტოტალიზაციისთვის (ის დამკვიდრდება როგორც უალტერნატივო სიახლე, ყველა მისი უარმყოფელისა და სხვაგვარად მოაზროვნისა და სხვაგვარად თაყვანისმცემელის "ლიკვიდაციის " გზით).
ამ ცოდნას XX საუკუნის დასაწყისიდან კარნახობდნენ ე. წ. "უმაღლესი სასულიერო იერარქიის" წარმომადგენლები, "ამაღლებულნი მეუფენი" და ანგელოზები (დაცემულნი) და დღეს წარმოადგენენ "მერწყულის ახალი ეპოქის" (New Age) მომავალი რელიგიის მრავალრიცხოვან წარმომადგენლებს... მომავალი "კეთილი უცხოპლანეტელები" განამტკიცებენ ნდობას ამგვარი ცოდნის მიმართ, მოახდნენ მათ სისტემატიზაციას, დააკონკრეტებენ მას და მასებში გაიტანენ საქადაგებლად. New Age-
თავის დროზე, ალისა ბეილი, რომელსაც განაკუთვნებენ ტერმინის New Age (ახალი ერა) შემოტანას, ამ დროის შესახებ ამბობდა: "იმისთვის, რათა დედამიწაზე გაჩნდეს ჭეშმარიტი და ყოვლისმომცველი რელიგია, რომელსაც მსოფლიო ელოდება, აღმოსავლეთისა და დასავლეთის სწავლებათა შერწყმა და ურთიერთსინთეზირება უნდა მოხდეს". სწორედ ეს რელიგია გახდება მსოფლიოს ახალი, სატანური რელიგია, რომლის ბაირაღქვეშ გაერთიანდება მთელი კაცობრიობა (1) (ცხადია, ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისმცემელ ქრისტეანთა გარდა, რომლებიც ძალიან მცირედნი იქნებიან). ხოლო სატანის "ავატარი" (ანუ ანტიქრისტე) ამ რელიგიაში იქნება მღვდელმთავარიც და მეფეც (როგორც მელქისედეკის ყალბი მსგავსება); ის გახდება განადგურების საშიშროების წინაშე მდგომი გაერთიანებული კაცობრიობის სულიერი და საერო ლიდერი.
კაცობრიობის უდიდესი ნაწილი მოტყუვდება და ამ მტარვალს ჭეშმარიტ მაცხოვრად -
და ეს ყოველივე მოხდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მაგრამ, იქნება ერთი ქვეყანა და ერთი ხალხი, რომელიც ყველაზე ნაკლებად დაექვემდებარება ამ დემონურ საცდურს. იქნება დროის მოკლე პერიოდი, როდესაც ანტიქრისტეს ძალმომრეობას გაქცეული საღად მოაზროვნე ადამიანები შესძლებენ თავი შეაფარონ ამ ხალხს. ეს ქვეყანა იმ დროს, ქრისტესავით მიტოვებული იქნება: ბოროტება იზეიმებს მასზე; იქნება იგი ფიზიკურად უძლური და დაჭრილი მზაკვარი ქვეყნებისა და ხალხების მიერ... ღმერთი თითქოსდა განუდგა მას და მიატოვა იგი... მაგრამ, სულიერად აღსდგება იგი და უხილავ წმიდა ძალთა მიერ ძღვანებული მედგარ წინააღმდეგობას გაუწევს ანტიქრისტეს, მის მაჩანჩალებსა და სატანის მსახურებს.
1. მსოფლიო მასონობის უზენაესი მოგვი, ალბერტ პაიკი (ერთ ერთი უმთავრესი მასონი იდეოლოგი, "მასონური ბიბლიის" ავტორი, რომელიც, როგორც თვითონ აღიარებს, სატანის კარნახით დაწერა), რომელმაც (ალბათ ისევ ჯოჯოხეთის კურატორის შთაგონებით) სამი მსოფლიო ომის მეშვეობით მსოფლიო ძალაუფლების ხელში ჩაგდების პროგრამა შეიმუშავა, წერდა: "მასონობის სრული ზეიმისთვის დაგვჭირდება სამი მსოფლიო ომი; მესამეში განადგურდება მუსლიმური სამყარო, რომლის შემდეგაც ჩვენ მოვახდენთ გიგანტურ სოციალურ რყევას, რომლის საშინელებები აჩვენებენ ურწმუნოების დამღუპველობას. რევოლუციური უმცირესობა განადგურდება, ხოლო ქრისტეანობაში იმედგაცრუებული უმრავლესობა... ჩვენგან მიიღებს ლუციფერის სწავლების ჭეშმარიტ ნათელს".
რედაქციისგან: არსებობს არაკანონიკური ძეგლი, "ქებაი და დიდებაი" ქართულისა ენისაი, რომელშიც ვკითხულობთ: "დამარხულ არს ენაი ქართული (ანუ ქართველი ერი -
არსებობს გადმოცემები, რომლის მიხედვითაც საქართველო, როგორც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრილი ქვეყანა, ბოლო ჟამს გაბრწყინდება. ჩვენი ერის გაბრწყინვებას ჩვენ სწორედ ამგვარ გმირობას ვუკავშირებთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება ერი, რომელიც მართლაც აჩვენებს მსოფლიოს, თუ როგორ უნდა ქრისტეს ერთგულება...