მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
სვეტისა ცხოველისა და კვართისა საუფლოჲსა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

  ტროპარი: კათოლიკე ეკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა; ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

კათოლიკე იკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა; ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

კათოლიკე იკლესიისა დღესასწაული, სუეტისა წმიდისა და კუართისა საუფლოჲსა; ნათელი შემოჰკრებს კიდეთა სოფლისათა და სანოვაგედ წმიდად მიჰრონსა გვიწყაროებს, რომელნი წმიდასა ღმრთისმშობელსა და მისგან შობილსა ქრისტესა თაყუანის-ვსცემთ, რაჲთა ვპოვოთ ცხოვრება სულთა ჩუენთა.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

 ძლისპირი: ზღუაჲ უვალი, რომელი მყარ-ქუეყანა იქმნა პირველად ბრძანებითა შენითა, გამოუთქუმელო ღმერთო, შეიწყნარა მან ერი ისრაელთა და რომელთა შეგიმზადეს ძლევისა გალობაჲ.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

აღაღე პირი ჩემი და აღავსენ იგი მადლითა, რაჲთა აღმოვთქუა სიტყუაჲ, სიტყუაო მამისაო, მხოლოდ შობილო, ჯეროვანი და ღირსი, შესხმად საყდრისა შენისა და სუეტისა ცხოველისა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

შემოკერბით დღეს, კრებულნო, მორწმუნეთა ერნო, და ქებით უგალობდეთ დღესასწაულსა ამას ყოვლად ბრწყინვალისა სუეტისა მის წმიდისა და ნეტარისა, დღესასწაულსა ყოვლად განათლებულსა, რომლისა მიერ იქმნა ცხორებაჲ ჩუენი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სუეტო ყოვლადწმიდაო, ნათელო და ბრწყინვალებაო და მზეო დაუვალო, რომელი ჰნათობ სულსა და გონებასა შინა მორწმუნეთასა, რომელნი აღგიარებთ სასოდ და სარწმუნოებით თაყვანის-გცემთ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

სასაკუმევლე ოქროჲსა და ტაკუკი მანანაჲსა მის და კუერთხი აჰრონისი მოასწავებდა შენთჳს და კიდობანი სიტყუათა მათ საღმრთოთა სახე-გექმნებოდა შენ, დედაო ღმრთისაო.

 

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: ბუნებით ლმობიერ ექმენ, მჴსნელო, ბუნებასა ჩუენსა უძლურსა, რომელიცა შეიმოსე და ღმრთეებით განაძლიერე; ვღაღადებთ: არა არს წმიდა შენებრ, კაცთმოყუარე.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

ცათა მობაძავსა საყდარსა, რომელსა საშუვალ საშოჲსა სუეტი უპყრიეს ძუძუდ და უშურველად წარმოგჳცენებს მიჰრონსა წმიდასა სახედ სძისა, ამას უგალორდეთ და ვაქებდეთ.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

სუეტო ბრწყინვალეო და ნათელო, ნათლითა შენითა შეგუზღუდენ შვილნი შენნი, რომელნიცა გარე-მოდგომით უპირობთ გალობასა და შესხმასა საღმრთოსა შუენიერებისასა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ეჰა გოდოლი სანატრელი, რომელსა გარეშეუცავს ნათელი და ბრწყინვალებაჲ დაუფარავი ნივთთაგან სიბრძნით და ღმრთივ-შუენიერად ნამუშაკევი ძისა ღმრთისაჲ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

დედაო და ქალწულო, ნათელო ნათლისა სუეტსა მსახებელო, ხოლო სუეტად სახელდებულო, რომელსაცა შიშით გადიდებენ ქერობინნი და ჩუენცა მათ თანა ძრწოლით გიგალობთ და გაქებთ დაუცხრომელად.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  მოიწია სიხარული და დიდებაჲ ყოვლისა სოფლისა, რამეთუ წმიდაჲ კათოლიკე ეკლესიაჲ განაცხრობს შჳლთა თჳსთა და დღესასწაულსა სუეტსა ცხოველისასა შეჰმზადებს და წმიდა მიჰრონსა უჴუად განუყოფს ყოველთა და უკუდავებისა სანუაგითა ისტუმრებს, რომელთა სასოებადა სარწმუნოებაჲ მტკიცე და შეურყეველი უპყრიეს, რაჲთა მისითა მეოხებითა მოგუანიჭოს ღმერთმან სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.

 

 

გალობაჲ 4, მესმასა

 

  ძლისპირი: იხილა რაჲ ეკლესიამან მზე სიმართლისაჲ ჯუარსა ზედა ამაღლებული, დასდგა იგიცა წესსა ზედა თჳსსა ღირსად და ესრეთ ღაღადებდა: დიდება ძალსა შენსა, უფალო.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

დედაჲ იგი სანატრელი, რომელსა ქრისტემან ღმერთმან მიანიჭა მოციქულებაი და ღირს იქმნა უხილავისა სუეტისა ამაღლებასა საკჳრველსა და კუალად შთამოსლვასა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

ჰოი, სანატრელო სუეტო, უცხოდ ხილულო წმიდისა დედაკაცისაგან, ზეცისა ჰაერთა აღმაღლებულო და კუალად ღმრთისა მოწყალებითა მოწევნით ჩუენ-თანა გებულო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სუეტად ნათლისად ყოვლად ბრწყინვალედ ქადაგებლო და მოსწავებულო წმიდაჲა მამათა და წინაჲსწარმეტყუელთაგან, დედოფალო წმიდაო, ღმრთისა დედაო, მეოხ გუეყავ ჩუენ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

უქორწინებელო ქალწულო, შემდგომად შობისა იპოვე დადგრომილი ქალწულადვე, ამისთჳს სარწმუნოებით ღმრთისმშობლად აღგიარებთ დაუდუმებელითა ბაგითა.

 

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: შენ, უფალო, ნათელი ხარ, მომავალი სოფლად, განმანათლებელი გულთა მორწმუნეთა შენთასა, რომელნი თაყუანისგცემთ შენ.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

შენ ხარ სუეტი ნათელი ნათელთაგანი, რომელი ელვებრ ჰკრთებოდა იორდანეს და თაბორს, მწამებელად ძესა ღმრთისასა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

სახედ შენდა ნათლისა სუეტი გამოაჩინა, ნათლისა სუეტო ქალწულო, შენგან ტჳრთულმან ღმერთმან, ამისთჳს თაყუანის-გცემთ შენ მის-თანა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

შენ ხარ ნათელი და ბრწყინვალებაჲ გამოუთქუმელი რომელი სამყაროსა და მზესა მძლე ექმნები, სუეტო ცხოველსმყოფელო, დაგჳცვენ თაყუანისმცემელნი შენნი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

შენ საჭურველი ხარ, უძლეველო ღმრთისმშობელო, წყობასა მტერთა ჩუენთასა შეუძრველად დაგჳცვენ მოსავნი შენგან შობილისანი.

 

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: შთავვარდი მე სიღრმესა ზღვისასა და ცოდვათა უფსკრულთა დამნთქეს მე, არამედ, ვითარცა ღმერთ ხარ, განხრწნისაგან კუალად აღმოიყვანე ცხოვრებაჲცა ჩემი, მოწყალეო.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

ძუელნი და მამულნი იგი სჯულნი და ბომონთა ნაგებნი შეგუეცვალნეს საკჳრველად და მათ წილ მოგვაქუს წმიდაჲ საყდარი და მიჰრონი და სუეტი ცხოველი სასოდ ჩუენდა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

ეჰა საღმრთოი შეცვალებაჲ ესე: საყდარი არმაზის წილ და მიჰრონი ნაგებთა წილ, ხოლო ბომონთა - სუეტი წმიდაჲ ცხოველი მოგუანიჭა ძემან ღმრთისამან.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ქუეყანით ზეცას მიწევნილო და ზეცას დამკჳდრებულო, ხოლო ჩუენ-თანა მარადის მყოფო სუეტო ცხოველო, დედოფალო წმიდაო, მეოხ გუეყავ მოსავთა შენთა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

იქმნა საშო შენი, ღმრთისმშობელო, დამტევნელ ღმრთეებისა დაუტევნელსა მიუწდომელად, რომელსაცა დასები უსხეულოთა ვერ იკადრებენ თუალითა ხილვად.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

იბაკო, ხმაჲ 8

 

  ზეშთა მბრძოლო და შემწეო უძლეველო, სუეტო წმიდაო და ღმრთივბრწყინვალეო, რომელი ჰნათობ საუფლოსა და ზეგარდამო ქსოჲლსა კუართსა ზედა და ელვებრ აკრთობ ცათა-მობაძავსა საყდარსა და მგალობელთა მედღესასწაულეთა თჳსთა განაშუენებ და ცისკროებ და სიხარულთა მრჩობლთა მიანიჭებ, რომელნი ქებასა შეგასხმენ: გიხაროდენ, სუეტო ცხოველო.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: სუეტითა ღრუბლისაჲთა ეტყოდა მათ, რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელი მოსცნა მათ.

 

 მგალობელთა: სუეტითა ღრუბლისაჲთა ეტყოდა მათ, რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელი მოსცნა მათ.

 

 დიაკონმან: უფალი სიონი დიდ არს და მაღალ.

 

 მგალობელთა: სუეტითა ღრუბლისაჲთა ეტყოდა მათ, რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელი მოსცნა მათ.

 

 დიაკონმან: სუეტითა ღრუბლისაჲთა ეტყოდა მათ.

 

 მგალობელთა: რამეთუ იმარხვიდეს წამებათა მისთა და ბრძანებათა მისთა, რომელი მოსცნა მათ.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

  მას ჟამსა შინა იყო ვინმე ფარისეველთაგანი, სახელით ნიკოდიმოს, მთავარი ჰურიათაჲ, ესე მოვიდა ღამე იესოსა და ჰრქუა მას: რაბი, უწყით, რამეთუ ღმრთისა მიერ მოსრულ ხარ მოძღურად: რამეთუ ვერვის ჴელეწიფების სასწაულთა ამათ საქმედ, რომელთა შენ იქმ, უკუეთუ არა ღმერთი იყოს მისთანა. მიუგო იესუ და ჰრქუა: ამინ! გეტყჳ შენ: უკუეთე ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ჴელ-ეწიფების ხილვად სასუფეველი ცათაჲ. ჰრქუა მას ნიკოდიმოს: ვითარ ჴელ-ეწიფების კაცსა ბერსა შობად, ნუუკუე შესაძლებელ არს მუცელსა დედისა თჳსისა შესვლად მეორედ და შობად? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამინ! ამინ! გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა, ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. შობილი იგი ჴორცთაგან ჴორც არს და შობილი იგი სულისაგან სული არს. ნუ გიკჳრნ, რამეთუ გარქუ შენ ესე: ჯერ-არს თქუენდა მეორედ შობაჲ... და დასასრულსა მას დიდისა დღესასწაულისასა დასდგა იესუ და ღაღადყო და თქუა: უკუეთუ ვისმეს სწყუროდეს, მოვედინ ჩემდა და სუემდინ, და რომელსა ჰრწმენეს ჩემი, ვითარცა თქუა წიგნმან, მდინარენი მუცლისა მისისაგან სდიოდიან წყლისა ცხოველისანი. ესე თქუა სულისა მისთჳს, რომელი მიღებად იეო მორწმუნეთა მათ მისა მიმართ; რამეთუ არღა მიცემულ იყო სული წმიდაჲ, რამეთუ იესუ არღა იყო დიდებულ... ერისაგანთა მათ, რომელთა ჯუარს აცუეს იესუ, მოიღეს სამოსელი მისი და განიყუეს ოთხად ნაწილად, თითოეულმან ერისაგანმან ნაწილი; ხოლო კუართი იგი, რომელი იყო უკერველ, ზეით გამოქსოვილ ყოვლად, თქუეს უკუე ურთიერთას: არა განვხიოთ ესე, არამედ წილ-ვიგდოთ ამას ზედა, ვისაცა იყოს, რაჲთა აღესრულოს წერილი იგი: განიყვეს სამოსელი ჩემი და თავისა მათისა და კუართსა ზედა განიგდეს წილი. ერისაგანთა მათ ესე ყვეს.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა მოციქულისა და ქალწულისა ნინოჲსითა და მადლითა სუეტისა ბრწყინვალისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  მთავარნი ანგელოზთანი, დღეს ქუეყანისა-თანა ძნობენ ბრწყინვალედ და ოჴრიან ხმა-ტკბილად დიდებასა და ქებასა სუეტისა მის წმიდისა და ნეტარისა დღესასწაულისა ყოვლადქებულისა, რომლისა მიერ იქმნა გამოჴსნაჲ ჩუენი.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: საჴუმილსა შინა აბრამეანნი, ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი, საღმრთოთა შჯულთათჳს შეითხინნეს და ალსა შინა ღაღადებდეს:

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

საჴუმილსა შინა ჯოჯოხეთისასა პირველ მიმავალნი მოწყალებათაგან გამოჴსნილნი ვღაღადებდეთ და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

არმაზისა ბომონსა პირველ ყრმანი დაიკლვოდს და ტიროდეს; ხოლო აწ სუეტსა წინაშე ემბაზსა შინა ნათელიღებენ და ღაღადებენ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ყრმათა ბაბილონს ცეცხლი შემაცურეველი, ვითარცა წყალი სახედ სუეტისა განანათლებდა და უვნებელობისა სულითა იტყოდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

გიხაროდენ შენ, ღმრთისმშობელო ქალწულო, უბიწოო, სუეტო, სიმტკიცეო ჩუენო, ელვისსახედ განმანათლებელო სულისა, გულისა და გონებისა ჩუენისაო.

 

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იჴსენ, რაჟამს იგი სახმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

მჴსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, გაქებთ და გადიდებთ, რომელმან ღირს-გვყვენ ამის წმიდისა დღესასწაულისა მოწევნად და მხიარულ-ყოფად სულთა და გონებათა ჩუენთა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

გიხაროდენ, სუეტო, რამეთუ ჴორცთა სცავ განსაცდელთაგან, ხოლო სულისა ნათელსა საცნაურ-ჰყოფ ემბაზისა და მიჰრონისა მიერ, და ჩუენ დაუცხრომელად თაყუანის-გცემთ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

გიხაროდენ, სუეტო, რამეთუ ელვებრ ჰბრწყინავ შორის ცისა და ქუეყანისა, და სიყუარულისა მიერ შეგიკრვიან და შეგიერთებიან ზეცისა და ქუეყანისანი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

მორწმუნეთა ერი სარწმუნოებით სამებასა ღმერთსა თაყუანის-სცემს მართლაღსარებით დღეს და ესრეთ უღაღადებს და იტყჳს: აკურთხევდით მონანი უფლისანი უფალსა, უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ლოდი საკიდური უჴელოდ გამოეკუეთა შენგან, მთაო გამოუკუთელო ქალწულო, ქრისტე, შემაერთებელო ბუნებათა, ამისთჳსცა სიხარულით ჩუენ, მორწმუნენი, ღირსად გადიდებთ.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

ლოდი ნათლისაჲ, უჴელოდ დამოკიდებული ჰაერთა, უხილავად მდგომარე არს და ანგელოზნი კაცთა თანა უგალობენ დაუდუმებელად: დიდებაჲ სუეტსა, სასოსა ჩუენსა.

 

სუეტო ნათლისაო, ბრწყინვალედ განათლებულო, განანათლე გალობით მვედრებელნი შენნი.

 

საყოფელო სახლო წმიდაო დიდებისა ღმრთისაო, ეჰა, დიდადშუენიერებასა სიწმიდისა შენისასა, რამეთუ სუეტი შენითურთ გვახარებთ შვილთა თჳსთა და გუფარავთ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

სუეტო ჩუენო და ნათელო, დედაო ძისა ღმრთისაო, რომელმან ძუძუთა თჳსთა მიერ იესუ ღმერთი აგემე, ეგრე სახედვე სუეტისა მიერ მიჰრონსა ჩუენცა გუაგემებ შენ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

სარწმუნოებით აღგიარებთ დედად ღმრთისა ჩუენისა, ღირსო, და წმიდად ქალწულად გქადაგებთ, ქრისტესა ძესა შენსა ევედრე ჩუენთჳს, რაჲთა მიჴსნეს მტერისაგან მადიდებელნი შენნი.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 

 მკითხველმან: დღეს ბრწყინვალედ გამოგჳჩნდა წმიდაჲ და ყოვლადქებული დღესასწაული სუეტისა ცხოველისაჲ, რომლისა მიერ ვიგემებთ ჩუენ სულთა საცხორებელთა სიტკბოებისა წყაროსა მიჰრონსა უკუდავმყოფელსა და ღმერთმყოფელსა, მაუწყებელსა ჩუენდა მერმისა მის სუფევისა და შუებისა უოხჭნოჲსა სიყუარულისა.

 

ყოველნი მოვედით ჩუენდა, ნათლით შემოსილნი ერნი, კათოლიკე ეკლესიისა შვილნი, რომელთა მიგიღებიეს ნიში ნათლისღებისაჲ და ურთიერთას ძნობდით და უპირობდით, რამეთუ დღესასწაულსა ჰყოფს და განაცხრობს ერთობით შვილთა თჳსთა, რომელნიცა აღმოიშვნეს ემბაზსა მას უკუდავმყოფელსა.

 

მოიწია სიხარული, მოიწია აწ ცხორებაჲ, მოიწია ყოვლისა სოფლისა განათლებაჲ, რამეთუ სძალი ქრისტეს ღმრთისაჲ წმიდაჲ და ღმრთივბრწყინვალე კათოლიკე ეკლესიაჲ განგჳმზადებს ჩუენ ქორწილსა არა ჴორციელსა, არამედ ზეციერსა, უკუდავსა, და სამარადისოსა შუებასა, რომელსა შინა ვმოხარულობდეთ.

 

დღეს ძჱ ღმრთისაჲ ზეშთაბრწყინვალესა და სანატრელსა სიხარულსა საკჳრველსა შეუმზადებს სძალსა თჳსსა ეკლესიასა, რომელსა საშოსა შინა თჳსსა წმიდად ლამპრად უპყრიეს სუეტი ცხოველი და ჰკრთების ელვებრ და ჰნათობს ყოველსა სოფელსა და კიდეთა ქუეყანისათა ახარებს და ჩუენ, შვილნი ეკლესიისანი, ძალთა თანა ზეცისათა უღაღადებთ და ვიტყჳთ: ოხითა წმიდისა ღმრთისმშობელისაჲთა და სუეტისა ცხოველისაჲთა, ღმერთო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი! ყოვლადწმიდაო სუეტო ბრწყინვალეო, ჰაერთა შორის დამოკიდებულო, ხელთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთაჲთა, ყოვლისა საქართველოჲსა სიქადულო, შეუწევნელთა შემწეო, უსასოთა სასოო, გლახაკთა შესავედრებელო, მწუხარეთა ნუგეშინის-მცემელო, მშიერთა გამომზრდელო, შიშველთა სამოსელო, სნეულთა მკურნალო, ცოდვილთა ცხოვრებაო და ყოველთა ქართველთა შემწეო და შესავედრებელო. ჰოი! ყოვლადბრწყინვალეო, ნათლითა საღმრთოჲთა ალესილო სუეტო წმიდაო, საფარველითა და მადლითა შენითა დაიფარე ღმრთივდაცული ერი ჩვენი, უწმადესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაჲ ჩვენი ილია და ყოველი სამღუდელო და სამონაზნო მწყობრნი და ყოველი ქრისტესმოყუარე მხედრობაჲ და კეთილისმყოფელნი ჩვენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი მადლითა შენითა დაგვიფარენ, გევედრებითმ საუნჯეო უსასყიდლოჲსა კუართისა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისაო. შეგვჭურნენ ჩვენ შენმიერითა ძლევითა ხილულსა და უხილავსა მტერსა ზედა. ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო სუეტო წმიდაო, მადლითა შენმიერითა აღმომიყვანენ მღჳმით ქუესკნელით ცოდვათა ჩვენთასა და გვიჴსენ ჩვენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედამოსლვისაგან უცხოთესლთასა და ტომისაგან ბრძოლისა და უცნაურად სიკუდილისაგან და ქარისა და ყოვლისაგან სიკუდილშემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგვეც, სუეტო ყოვლადბრწყინვალეო და კუართო საუფლოო, მშვიდობა და სიმრთელე მონათა ამათ მართლმადიდებელთა ქრისტიანეთა და განანათლენ გონებანი ჩუენნი და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა ვსცხონდეთ და ღირს-ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი ესე სასუფეველსა ქრისტეს ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მეუფებაი მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანადაუსაბამოით მამით მისით და ყოვლადწმიდით და ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მკუდრეთით აღდგომილმან ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისაჲთა, ძლიერებისა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაჲთა, ჯუარისა ნინოჲსითა და ჯუარისა მცხეთისაჲთა, ზეგარდამოქსოვილისა კუართისა უფლისაჲთა და ღმრთივბრწყინვალისა სუეტისა ცხოველისაჲთა მირონმდინარისა, მეოხებითა პატიოსანთა უჴორცოთა ზეცისა ძალთაჲთა: პატიოსნისა, დიდებულისა წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ილია თეზბიტელისაჲთა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა; წმიდისა მოციქულთა სწორისა ნინო ქართველთა განმანათლებელისათა; მღვდელთმთავართა, მოწამეთა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩუენთა და წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისმშობელისაითა იოაკიმ და ანნასითა და ყოველთა წმიდათა გვიწყალნეს და გუაცხოვნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

პარაკლისის ტექსტში შეტანილია ნიკოლოზ გულაბერისძის საგალობლები.