მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
საწუთოისა ბრძოლისა აღმასრულებელი ზესთმბრძოლ ექმენ ქართველთა, და ერისა შენისათვის სულისა დამდებელი დიდებად საუკუნოდ აღიწიე, ქართველთა სიქადულო მეფეო სოლომონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საწუთოისა ბრძოლისა აღმასრულებელი ზესთმბრძოლ ექმენ ქართველთა, და ერისა შენისათვის სულისა დამდებელი დიდებად საუკუნოდ აღიწიე, ქართველთა სიქადულო მეფეო სოლომონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ზეცით მოგვხედნე, მეფეო, ყოველთა მაქებელთა შენთა, და გვითხოვე ქრისტეს მიერ ლხინებაი ცოდვათა ჩუენთაი, და ხსნაი განსაცდელთაგან, სოლომონ დიდებულო, და მართლმადიდებელსა ერსა ჩუენსა ძლევაი მხდომთა და წინააღმდგომთა ზედა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მორჩად კეთილად აღმოსცენდი რაი ძირთაგან კეთილმსახურთა მეფეთასა, აღზრდილი სიყრმითგან მართლმადიდებლობისა მოძღურებითა, ფრიად სასოებდი ღმრთისა მიმართ, და წადიერად აღასრულებდი მცნებათა მისთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ბაგრატოვანთა შორის საჩინოი მეფედ გაკურთხეს რაი იმერეთსა, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი კეთილად განაგებდი სამეფოსა შენსა, აწ ჩუენცა შეგვავედრე ღმერთსა, მოსცეს მეფე კეთილმსახური მწყემსად და წინამძღურად ქართველთა ერსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად წმიდაო სძალო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ, უხრწნელო.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოიღე რაი პატივი და ნიჭი მეფობისაი ქრისტესგან, შემოიკრიბე ერთგულნი სპანი, და მძლედ გამოჩნდი მბრძოლთა და ორგულთა ზედა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, განაქარვოს ბოროტნი განზრახვანი ურიცხუთა მტერთა და მაჭირვებელთა ჩუენთა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიადი სიბრძნე მოგანიჭა რაი ღმერთმან, ახოვანო, ერჩდი ნებასა მისსა, და კეთილმსახურებითა თვისითა განამტკიცებდი მორწმუნეობასა ერისასა. აწ ჩუენთვისცა ევედრე სახიერებასა მისსა, რაითა ყოველი ცხორებაი ჩუენი განაგოს ნებისაებრ თვისისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იყავ რაი მეცნიერ წმიდისა წერილისა და საღმრთოისა სჯულისა, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმე, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა კეთილად განვვლოთ გზაი ესე საწუთოისა ცხორებისა ჩუენისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა, ხმაი 4
კლდემან ცხოვრებისამან, ქრისტემან მეუფემან, დაგადგინა რაი მეფედ და წინამძღურად იმერთა, უძღოდი მათ, სოლომონ დიდებულო, ვითარცა დავით ისრაელთა, აწ ჩუენცა დაგვიფარე გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან და მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სჯულისა ჩუენისა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მთისაგან უხელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იყავ ტკბილი, ღმრთის-მოშიში და მოწყალე, სოლომონ დიდებულო, და უხუებითა ზრდიდი ქურივ-ობოლთა და გლახაკთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, მეფეო სანატრელო, რაითა მოგუმადლოს მწყემსნი კეთილნი და მუშაკნი გონიერნი ქრისტემან, ღმერთმან ჩუენმან.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ერისა შენისათვის იღუწიდი რაი სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან უსჯულოებისა, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა ანგელოზთა მიერ განხადოს ჩუენგან ყოველივე ბოროტი და წარგვიმართოს მცნებათა თვისთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უშიშ იყავ, მეფეო, ვითარცა უხორცოი, და ურიცხუთა მტერთა ბრძოდი მცირედითა მით ლაშქრითა, რომელი მოიმტკიცე ფიცითა ერთგულობისაითა, აწ ჩუენცა გვითხოვე ქრისტეს მიერ, რაითა მოგვანიჭოს სიმხნე და ძალი დაცვად ერისა ჩუენისა და მამულისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: დამხსნელი ბნელისა მის წესთა მათ წერილისა, პირველისა ჰსჯულისათა, და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღუა ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიად ზრუნვიდი რაი სამღდელოთათვის, ჰოი, მეფეო დიდებულო, ყოველსა სახმარსა მისცემდი ეკლესიათა და მონასტერთა, ხოლო იერუსალემსა – ქრისტეს საფლავსა დაუმტკიცე შესაწირავი დიდი და მამული იმერეთსა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა იყავ შენ კეთილმსახური და მართლმსაჯულ, მეფეო, და განმკითხველი გლახაკთა და მოჩივართა, აწ ჩუენცა გვითხოვე ღმრთისა მიერ, ნუ მიგვცემს ჩუენ ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთათვის ხელთა შინა მზაკუვართა მთავრობათასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეეწიე რაი პაპასა შენსა ერეკლესა იმერთა ლაშქრითა, მხარდამხარ მისა ჰკაფდი უსჯულოთა მათ სპარსთა კრწანისსა, და ყოველნი განაკვირვე ერთგულებითა და მხნეობითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, რაითა აღადგინოს ერთობაი ერისა ჩუენისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე აწ, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი განწმედილითა გულითა აღგიარებთ ღმრთისმშობელად.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იონა წინაისწარმეტყუელი, აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეწადათ რაი რუსთა ხელთ-გდებაი სამეფოისა შენისა, მსგავსად ქართლ-კახეთისა და ოდიშისა, გიწვევდენ ქუეყანასა თვისსა, გარნა უქმ ყავ განზრახვაი მათი, არად შეჰრაცხე რაი პატივი უცხოებასა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განარისხა რუსთა ხელმწიფე სიმტკიცემან შენმან, და ერთმორწმუნეობისა არარად შემრაცხველმან, წარმოგზავნა ლაშქარი, რაითა დაიპყროს სამეფოი შენი და შერთოს ქუეყანასა თვისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა მეფე მდაბალი და ერთგული ერისაი, შეყუარებულ იქმენ რაი ყოველთა ქართველთაგან, ვერცაღა-ვინ პოვეს განმცემელი შენი რუსთა, და პყრობილ გყვეს სიცბილითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცათა უვრცელეს იქმნა წიაღი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი
სოლომონ მეფე ვადიდოთ – სახელმოდგამი მეფეთა შორის უბრძნესისა, ახოვნად მღაღადებელი მბრძოლთა მიმართ ივერიისათა: "ესე არს ქუეყანაი წილხდომილი ყოვლადწმიდისა დედოფლისაი, და ვერვინ შემძლებელ ხართ ვნებად მისსა."
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.
მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.
დიაკონმან: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.
მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა, ვპოვე დავით მონაი ჩემი.
დიაკონმან: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა,
მგალობელთა: ვპოვე დავით მონაი ჩემი.
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება იოანესი
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მეფისა ჩუენისა სოლომონისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ელვარებაი ღუაწლისა შენისაი, და მცხინვარებაი სიმხნეთაი ცისკროვან-ჰყოფს გულთა ჩუენთა და გევედრებით, დიდებულო მეფეო ჩუენო, გვითხოვე აწ ქრისტესგან მშვიდობაი ყოვლისა სოფლისაი, შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, სარწმუნოებასა შინა განძლიერებაი ერისა ჩუენისაი, და სულთა ჩუენთა წყალობაი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთა მათ, შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისაი წიაღსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფარულად გიხსნეს რაი ტყუეობითგან ერთგულთა შენთა, განივლტე ახალციხისა საფაშოსა, და მუნითგან იღუწიდი გამოხსნისათვის სამეფოისა შენისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, მეფეო, რაითა მოგუანიჭოს გამოხსნაი უღლისაგან მტერთაისა და ერსა ჩუენსა მოჰმადლოს ძლევაი ყოველთა მბრძოლთა ზედა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ყოველსავე ურვასა და ბრძოლასა შინა მყოფი გარდახვედ რაი ოსმალეთსა, იწყე მზადებაი დიდისა ჯანყისაი, და აღძარ იმერნი ბრძოლად და წინააღდგომად რუსთა ლაშქრისა, აწ ჩუენცა მოგუანიჭე მადლი ერთობისაი, და განგვიცოცხლე სახე ჩუენისა სულიერისა ღონისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შემოიკრიბნე რაი ერთგულნი ერნი, მკლავითა ლომებრივითა ბრძოდი მხდომთა, გარნა გძლეს სპათა სიმრავლითა, და მოლაშქრენი შენნი მოსწყვიდეს უწყალოებითა, აწ კარნი წყალობისანი განგვიხუენ ლოცვითა შენითა, და გვიხსენ ზედამოსლვათაგან უცხო-თესლთა და კუეთებისაგან ბოროტისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოგვიახლენ, დედოფალო, ანგელოსნი და მთავარანგელოსთა გუნდნი, და წინაისწარმეტყველნი, მოციქულნი და წმიდანი მოწამენი, და ერთხმობითა ევედრეთ ძესა შენსა და ღმერთსა
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონსა პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გარდახვეწილი უცხოებად მხლებელთა თანა დაემკვიდრე რაი ტრაპეზუნტსა, ლოცვითა, მარხვითა და მღვიძარებითა განაკვირვებდი ყოველთა, ხოლო მოძღუარი შენი იესე გექმნა შემწე და თანამზრახველ კეთილისა მის ღუაწლისა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დასნეულდი რაი ფრიად ტანჯული ეგე გვირგვინოსანი, წმიდაო, ვერცაღა მიწევნული მხცოვანებასა, წინაითვე გულისხმაყავ განსლვაი შენი ხორცთაგან, და ლოცვითა შეიწევდი სარწმუნოსა და ღმრთივ სათნოსა იესეს – მოძღუარსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სამეფოსა შენსა და სულსა შეჰვედრებდი რაი ქრისტესა, სასყიდელად შრომათა შენთა შეგრთო სიმრავლესა მას წმიდათასა, და მხურვალითა ცრემლითა დაგიტირეს რაი ლაზთა, ფრიად ღვაწლმრავალი ნეშტი შენი დაკრძალეს ეკლესიისა სამრეკლოსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელო, ყოვლად საგალობელო, შენ ყოველნი ძალგიძს, პირველ საუკუნისა ძისა შენისა თანა, და ვითარცა მოწყალე დედაი ევედრე მას, ხსნად ჩუენდა ყოველთა ბოროტთაგან, რაითა დაუცხრომელად გადიდებდეთ შენ.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელ-ქმნული, მოსრული და საშოისაგან შენისა ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლითა, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებითა გადიდებთ შენ.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღასრულა რაი ანდერძი შენი მღდელმან, ეკლესიათა და უპოვართა შესწირვიდა საფასეთა შენთა, და არცაღა დასცხრებოდა რაი ლოცვად და ღუწად სულისათვის შენისა, მიუთხრნა შრომანი შენნნი და ჭირნი და ღუაწლნი მეუღლესა შენსა.
წმიდაო მეფეო სოლომონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვერა შეუძლო ჟამთა ცვალებამან დავიწყებად ღუაწლთა შენთა, და წარმოიხუნეს რაი ნეშტი შენი პატრიარქისა კურთხევითა ქართველთა, სიხარულითა მიეგებნეს სამღდელონი მორწმუნეთა თანა, და დიდითა პატივითა დაკრძალეს გელათს, მეფეთა საძვალესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განადიდა რაი ღუაწლი შენი ეკლესიამან, მეფეო ყოვლად ღირსო, წმიდათა თანა შეგრაცხა, და აჰა, სამარხოი შენი იქმნა, ვითარცა საუნჯე მადლისაი, და ჩუენცა მოვისწრაფით შევრდომად მისა, რაითა ვითხოვოთ შენ მიერ ხსნაი ყოვლისაგან ძვირისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მსწრაფლ-შემწე ხარ შენ ყოველთა მვედრებელთა, მსგავსად-ვე სახიერისა მის მეუფისა და ძისა შენისა, და მიგავლენთ მეოხად წინაშე მისსა, რაითა ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნეთა უვნებელად დაიცვას ივერიაი და ერი ივერიისაი.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: მართალ იყავ და მოშიში ღმრთისაი, ჰოი, მეფეო სანატრელო, და არცაღა წარხოცა რაი საქმენი შენნი ჟამთა მდინარებამან, გამოსჩნდი შეუძრველ სიმტკიცედ ერისა შენისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა: მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა, და განგვარინოს ჩუენ საფრხეთაგან ეშმაკისაითა და მზაკუვარებათაგან კაცთაისა.
საკვირველებათა აღმობრწყინვებითა ელვარობ რაი გელათითგან, მოვისწრაფვით ნაწილთა შენთა საყოფელსა, და სულთქუმითა შეგვედრებთ მრავალჭირნახულსა მამულსა ჩუენსა, რაითა შეაწყნარო ქრისტესა ღმერთსა, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგვიდგინოს ქუეყანაი ჩუენი პირველსავე დიდებასა.
განათლდების რაი ივერთა ეკლესიაი დიდებითა შენითა, ვიხარებთ კრებული მორწმუნეთაი მომხსენებელი ღუაწლისა შენისა, და გევედრებით: გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა ბარბაროზნი და წარმართნი, მამულსა ჩუენსა დამკვიდრებულნი მზაკურებითა, უკუნ აქციოს ქუეყანათა თვისთა, და ფრიად შეჭირვებული ერი ჩუენი დაიცვას შეურყვნელად.
შენ, სანატრელსა მეფესა იმერთასა და ბაგრატოვანთა შორის ახოვანსა, მადლობისა ხმითა გიგალობთ და გევედრებით: შეგვაწყნარე მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, თქმულნი თვისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან, და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო და ღუაწლითა შემოსილო სოლომონ სანატრელო, დიდებაო ქართველთა ერისაო და სიმტკიცეო ეკლესიისა ჩუენისაო; მეფეთა სიქადულო და სიმხნეო მხედართაო, ჭირთა შინა მყოფთა მსწრაფლშემწეო და ყოველთა სარწმუნოებითა შენდა მოლტოლვილთა შესავედრებელო და საფარველო!
ჰოი, დიდებულო მეფეო და კაცთა შორის საკვირველო მოღუაწეო, სოლომონ! კეთილმსახურებრითა კადნიერებითა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღგვიდგინოს მეფე მირონცხებული ნათესავითგან ბაგრატოვანთასა, რაითა კეთილად მსახურებდეს მამულსა და ერსა, ჰყოფდეს სამართალსა და წყალობასა სწორად ყოველთა ზედა, ძალითა ჯუარისაითა უკუნ-აქცევდეს ყოველთა მტერთა, და დაამშვიდებდეს აღშფოთებულსა ქუეყანასა ჩუენსა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, სამშობლოსათვის თავდადებულო ახოვანო მეფეო ჩუენო სოლომონ დიდებულო! სრულ ყავ რაი სრბაი ღუაწლისა შენისაი, აღიწიე წინაშე ღმრთისა, და მოგანიჭა რაი გვირგვინი დიდებისაი და მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი, დედათა კრძალულებაი და შვილთა კეთილ-ზრდილობაი, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი, საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, სათნოებასა შინა წარმატებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ჰოი, სოლომონ, ახოვანო მეფეო ჩუენო, და სიღრმით გულისაით გიღაღადებთ: მამობრივითა კადნიერებითა მეოხ გუეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა ძვირთა, იწროებათა და სალმობათაგან, და განგვარინოს საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილითა ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა სოლომონ მეფისაისა და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი