მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ღირსისა მამისა ჩუენისა
სერაფიმე საროველისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

  სიყრმითგან შეიყვარე ქრისტე, ნეტარო, და მას მხოლოსა ჰმსახურე გულისთქმითა მხურვალითა, დაუცადებელითა ლოცვითა და მარხვითა უდაბნოჲ მოიმუშაკე, ლმობიერითა გულითა სიყვარული ქრისტესი მოიპოვე, დედისა ღმრთისა საყვარელ რჩეულად გამოსჩნდი. ამისთვისცა ვხმობთ შენდამო: გვიხსენ ჩუენ ლოცვათა შენთა მიერ, ჰოჲ ღირსო მამაო ჩუენო, სერაფიმე.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთშემოსილო მამაო დოდო, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებითა შენდა მოივლტიან; დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი; დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ; დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობა 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოსი და ძალი მისი.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოსებრივი ცხოვრება მოიგე ღმერთ-შემოსილო მამაო სერაფიმე და ანგელოსთა თანა უგალობ მეუფესა ყოველთასა, რომელსაცა ევედრე შეწყალებად ჩუენდა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბაგეთა ნაყოფსა და აღსარებასა სულისასა აღავლენ უფლისა მიმართ, ფსალმუნითა და შესხმით ღაღადებ, მეოხ გვეყავ ჩუენცა ბრალთაგან განთავისუფლებად.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განწმედილ იქმენ შენ მამაო მამათაო სერაფიმე, და გულის სიწმიდითა იხილე ღმერთი შენ შორის დამკვიდრებული, მას ევედრე წმიდა ყოფად ჩუენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რათა დიდებასა მამათასა ზიარ-გუყოს, ქებით მადიდებელნი და სურვილით მგალობელნი შენნი.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: შენ ქრისტე ღმერთო ჩუენო განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ მოსავნი შენნი.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ელვარებითა სიწმიდისა შენისათა ღირსო, ემსგავსები ბრწყინვალებასა მზისასა, ევედრე მზესა მას სიმართლისასა განათლებად სულთა ჩუენთა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვარსკულაო ბრწყინვალეო ყოვლად-პატიოსანო მამაო სერაფიმე, ვედრებად ჩუენთვის ნუ დასცხრები, რომელნი ვდღესასწაულობთ ხსენებასა სიწმიდისა შენისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ზეცისა კამარათა ამაღლდი ღირსო, ზეცათა მეუფესა შეუვრდი ჩუენთვის, რათა ზიარ-ვიქმნეთ შენთანა ზატიკობასა მას სულიერსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ეთერისა უბრწყინვალესო ქალწულო მარიამ, რომელმან არსთა მფლობელი ღმერთი ქალწულებით ჰშევ გამოუთქმელად, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  სამებისა სათნოსა, ანგელოსთა მობაძავსა, წმიდათა მოდასესა, ღირსთა გვირგვინსა, სამ-ნეტარსა მამასა სერაფიმეს, ყოველნი პატივს-ვსცემდეთ ფსალმუნით და შესხმით უგალობდეთ, რომელნი ხსენებასა მისსა ვადიდებთ, რამეთუ იგი არს მცუელი და მფარველი მედღესასწაულეთა სიწმიდისა მისისათა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი:  სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთა-თვის ჯუარსა ზედა ამაღლდი და დაბრმეს ჰურიანი, ვითარმედ შენ ხარ ქრისტე სიბრძნე ღუთისა და ძალი მისი.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

თავსა სათნოებათასა აღხედ ღმერთ-შემოსილო მამაო სერაფიმე, თავსა ეკლესიათასა იესოს ევედრე თანა მოდასე ყოფად ჩუენდა მართალთა თანა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ისმინე ლოცუა ჩუენი ყოვლად სანატრელო მამაო, იოხე შვილთა შენთათვის სულიერთა, რათა იხარებდეს სული ჩუენი მწყობრსა მამათასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კადნიერება გაქუს ღუთისა მიმართ ღირსო, რომლისა სათნო-ყოფად იღუაწე, კარნი წყალობისანი განგვიხვენ ლოცვითა შენითა წმიდითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ლმობიერად გევედრებით ქალწულო წმიდაო მარიამ, ლოცვითა მამისა სერაფიმესი, ლხინება მომადლე სულთა ჩუენთა, რათა გადიდებდეთ დედოფალო.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა, და მიხსენ ბნელისაგან ჩუენ ცოდვილნი, და მოწყალება შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მამაო მამათაო სერაფიმე მადლითა სულისა წმიდისათა განათლებულო, მადლი ლოცვისა შენისა მოგუფინე მვედრებელთა შენთა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მადლითა ღუთაებისათა განბრწყინვებულო მამაო, ნამდვილ ჭეშმარიტსა ევედრე, რათა ნაწილსა მარჯუენეთასა ღირს-გუყვნეს მოსავნი სიწმიდისა შენისანი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჰინდოთა ეშმაკთა მძლე-ექმენ ბრწყინვალებითა ლოცვისა შენისათა, წმიდაო ღუთისაო, ისართა მათგან განხურვებულთა ჩუენცა დაგვიფარენ სანატრელო მამაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ოსანას გალობასა გიღაღადებთ უფალო საბაოთ, ოხითა ქალწულისა მარიამისათა შეგვაერთენ უხორცოთა ძალთა მგალობელნი შენნი უფალო.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: ღუთის-მეტყუელნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონსა შინა, მსახურებად გუამსა მას ღუთისშემწყნარებელსა ამას დღესა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პირითა და გულითა გევედრებით ყოვლად-პატიოსანო მამაო, პატივისმცემელნი სიწმიდისა შენისანი, პატიჟთა მათგან ჯოჯოხეთისათა გვიხსენ ლოცვითა შენითა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მეორედ მოსვლასა ქრისტესსა მეოხ-გვეყავ წინაშე მართლმსაჯულისა იესოსა, რათა ხსნილნი სატანჯუელთაგან ღირს-ვიქმნეთ ზეცისა სასუფეველსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელნი ისე გევედრებით, ისმინე გულისმოდგინებითი ლოცვა ჩუენი, რომელსა მოგიღიეს მადლი ზეგარდამო ღუთისა მიერ, და აღგვისრულე თხოვა გულისა ჩუენისა, სანატრელო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო, საგალობელო ყოველთა ზეცისათაო, გუნდსა თანა წმიდათასა მეოხ გვეყავ დედოფალო რათა სამარადისოდ გადიდებდეთ.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი, ჴმა 6

 

  სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან:  უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: პატიოსან-არს წინაშე უფლისა.

 

 მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება ლუკასი

 

  ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ - არს ცათა შინა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა სერაფიმე საროველისაითა, მოწყალეო აღხოცენ ცოდვათა ჩვენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ვედრებასა სიწმიდისა შენისათა ღმერთ-შემოსილო და სამ გზის სანატრელო მამაო სერაფიმე, არამედ აღიპყრენ ხელნი შენნი წმიდანი ზეცათა მეუფისა მიმართ, რომლისა წინაშე ღუთივ-ბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ-ხარ, ღირსო, და გვითხოვე რათა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობა, ქრისტიანეთა უვნებელობა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ღირსისა სერაფიმე საროველისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: სახმილსა შინა აბრაამიანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთათვის შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს, კურთხეულ-ხარ შენ უფალო ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ტრედის სახედ მოსრული სული წმიდა გიძღოდა ყოველთა მცნებათა მისთა აღსრულებად, რომელმანცა ტაძრად და სადგურად თვისად განგწმიდა, მას ევედრე ღირსო განწმედად სულთა ჩუენთა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უფალსა ღმერთსა მამათა ჩუენთასა დაუცხრომელად უგალობდი სანატრელო მამაო, ამისთვისცა უხორცოთა ანგელოსთა შორის იხარებს სული შენი, აწცა ლოცუა-ჰყავ ქრისტეანეთათვის, რათა ულხინოს მედღესასწაულეთა შენთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრთე გექმნეს მარხუა და ლოცუა წმიდაო ღუთისაო სერაფიმე, რომლითაცა აღფრინდი ზეცისა სიმაღლესა და ფუფუნებით იშვებ წმიდათა შორის, მეოხ-გუეყავ ჩუენცა, რათა შეგვიწყნარნეს უფალმან ფრიად ცოდვილნი ესე.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქალწულო მარიამ ღუთის-მშობელო, ქურივთა და ობოლთა ხელი წყალობისა აღუპყარ, გლახაკნი შეგვიწყალენ და ყოველნივე ერთბამად ღირსმყუენ ზეცისა უოხჭნოსა დიდებასა.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოსისა სახმილსა შინა, ყრმანი აქებდით, მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღირსო და ყოვლად პატიოსანო მამაო სერაფიმე, ღმერთსა ყოვლად სახიერსა, შენგან შეყუარებულსა ევედრე, სიტკბოებითა შენითა ღირს-მყუნეს ღრუბლითა აღტაცებად.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ყოვლად სანატრელო მამაო სერაფიმე, ყურად-იხვენ ლოცუანი ჩუენნი და მოგვიხსენე წინაშე ყოვლად წმიდისა სამებისა, რათა ჩუენცა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა მისსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

შრომითა და მოღუაწებითა, ლოცვითა და მარხვითა შუენიერებასა მას ზეცისასა განისვენე, შუამდგომელ-გვექმენ ჩუენცა შეწყალებად, მამაო წმიდაო.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჩვეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა ძე შენი დედაო ღუთისაო, რათა ჩუენცა ღირს-ვიქმნენთ სუფევად ოხითა შენითა უბიწოო.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: შობა შენი უხრწნელ-არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ, ღუთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო სერაფიმე, და ცხრა დასთა ანგელოსთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.

ღირსო მამაო სერაფიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძალთა თანა ზეცისათა უგალობ ღმერთსა ალილუიასა სანატრელო მამაო, და ძალ-გიძს შეწევნად ჩუენდა. ლოცვითა გევედრებით, მძლედ გამოგვაჩინე ვნებათა ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა ცათასა დაემკვიდრე ღირსო და სამწმიდა-არსობით სერაფიმთა თანა შეასხამ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსაცა ევედრე წმიდა-ყოფად ჩუენდა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტად ღუთის-მშობელად აღგიარებთ ქალწულო მარიამ, გუნდსა თანა ანგელოსთასა გადიდებთ, ბანაკსა წმიდასა ღირსმყუენ მვედრებელნი შენნი დედოფალო.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღუდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: ქერუბიმთაებრ მრავალ-თუალებით განიცდი ღუთისა დიდებასა, სანატრელო მამაო, რომელიცა დაიმკვიდრე პირველთაგანვე განმზადებული შენებრ ღირსთათვის და ჩუენთვისცა ითხოვე მართალთა თანა სავანეობა.

ხმითა გალობისათა და სურვილითა სულისათა გევედრებით, ღუთივ-სანატრელო მამაო, სერაფიმე, მამისაგან ზეცათასა გვითხოვე, რათა ხელი წყალობისა აღგვიპყრას და ხელთაგან ჰაერისმცველთასა გვიხსნას.

ჯეროვნად ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ჯუარითა ცხოველს-მყოფელითა დაგვიფაროს და ჯოჯოხეთისაგან ხსნილნი სასუფეველსა თვისსა ღირს-გყვნეს, ლოცვითა შენითა მამაო, ღუთივ-სანატრელო.

სურვილით ევედრე სულსა წმიდასა ლოცვითა შენითა პატიოსანო მამაო სერაფიმე, რათა იგი ღმერთ-მთავარი გვიძღოდეს ქვეყანასა წრფელსა და საუკუნესა სუფევასა ღირს-ვიქმნეთ დამკვიდრებად.

ჰოი ყოვლად-წმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოსთა და ღმერთ-შემოსილთა მამათა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა მივემთხვივნეთ მშვენიერებათა მათ ზეცისათა და გვირგვინშემოსილნი ვჰგალობდეთ საუკუნოდ.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი ყოვლად-ღირსო ღმერთ-შემოსილო მამაო სერაფიმე, ანგელთსთაებრ მგალობელო, ნათლის-მცემელისაებრ პატივ-ცემულო, ღირსთა შორის გვირგვინო, მონაზონთა წინამძღვარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტიანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო, და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისათა სასოო და შესავედრებელო.

ჰოი ყოვლად სანატრელო ღუთივ-სულიერო მამაო სერაფიმე ვარსკულაო ყოვლად ბრწყინვალეო, მოგუფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა, და განანათლე კეთილ-მორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი. განაძლიერენ ღუთის მსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ევედრე, მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რათა ყოველნივე შეგვიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.

ჰოი, ყოვლად-პატიოსანო მამაო წმიდაო სერაფიმე, მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა შენითა დაგვიფარენ თაყუანის-მცემელნი ღუთივ-შუენიერისა სიწმიდისა შენისანი, და გვიხსენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა. არამედ ევედრე ყოვლად-წმიდასა სამებასა, რათა მოგუმადლოს მშვიდობა და სიმრთელე, კაცთ-მოქალაქეობით სათნოყოფა, მართლმადიდებლობით განბრწყინვება, ქველის-საქმით განათლება, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრება, მართალთა თანა სუფევა, ღირსთა თანა გვირგვინოსნება, და საუკუნო დიდება და სიხარული, რამეთუ მამასა ჰშუენის დიდება, ძესა მადლობა და სულსა წმიდასა თაყუანისცემა საუკუნითგან, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:

 

ყოველივე ხორციელი ნება დაუტევე და ღუთისა ნებასა შეუდეგ ყოვლად სანატრელო მამაო სერაფიმე, მადლი სათნოებისა ზეცით მოიღე, და ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ ღირსო, ვინაცა კადნიერება გაქუს მამისა მიმართ. ევედრე ყოვლად-სახიერსა ღმერთსა, რათა გვიხსნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა. დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანთა ხატთა წმიდათასა, ხოლო მადლი მათი და წყალობა შენი თანა-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.

 

 

წმიდა სერაფიმე საროველის წინასწარმეტყველებანი რუსეთის მომავალისა და ქვეყნის დასასრულის მოვლენების შესახებ

 

ღირსი მამა სერაფიმე (19.07.1759 - 02.01.1833) 1903 წელს შერაცხეს წმიდანად. მაგრამ მის კანონიზებამდეც მთელს რუსეთშიც და მართლმადიდებელ მსოფლიოშიც იგი პატივცემული და თაყვანისცემადი იყო, როგორც უდიდესი მოღვაწე და საკვირველმოქმედი. მის ლოცვით მეოხმყოფელობას ცხოველმყოფელი სამების საყდრის წინაშე ყოველთვის ითხოვდნენ მორწმუნეები. იგი სახელგანთქმული იყო, როგორც დიდი მლოცველი, საკვირველმოქმედი და წინასწარმეტყველი. ქვემორე წარმოგიდგენთ წმიდა სერაფიმე საროველის ზოგიერთ წინასწარმეტყველებას რუსეთის მომავალისა და ქვეყნის დასასრულის წინ მოსალოდნელი მოვლენების შესახებ, აგრეთვე მის წინასწარმეტყველებას საყვარელი დივეევოს დედათა სავანის შესახებ, რომელსაც ის განსაკუთრებულად მფარველობდა და ახლაც მფარველობს ზეციდან.

 

 

მართალ მორწმუნეთა ხვედრზე ბოლო ჟამის საშინელი განსაცდელებისას:

 

„იმ დიდი მწუხარების დღეებში, რომლისთვისაც ნათქვამია, რომ ვერ ცხოვნდებოდა ვერც ერთი ადამიანი, თუკი რჩეულთა გულისთვის არ შემოკლდებოდა ის დღეები, დარჩენილ მართალ მორწმუნეებს მოელით თავის თავზე გამოსცადონ რაღაც იმის მსგავსი, რაც ოდესღაც თავად ჯვარცმულმა უფალმა განიცადა, ღმერთკაცმა – სრულყოფილმა ღმერთმა და სრულყოფილმა ადამიანმა, როცა ჯვარზე გამოკიდულმა იმდენად მიტოვებულად იგრძნო თავი, რომ შეჰღაღადა მამა-ღმერთს: „ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევე მე?“ ამგვარივე მიტოვების გრძნობა საღმრთო მადლისაგან უნდა განიცადონ ბოლო ჟამის ქრისტიანებმა, მაგრამ მხოლოდ სულ მცირე ხნით, რომლის გასვლის შემდეგ უფალი არ დააყოვნებს, მოვიდეს თავისი დიდებით ყოველთა ანგელოზთა თანა. და მაშინ მთელი სისრულით აღსრულდება ყოველივე, საუკუნითგან წინათ განჩინებული საღმრთო განზრახვით“.

 

 

მსოფლიო სინანულის ქადაგებაზე:

 

„მე, თქვენო ღმრთივმოყვარებავ, გლახაკ სერაფიმეს, უფალი ღმერთისაგან მომეცა, რომ ვიცოცხლო ას წელზე მეტ ხანს, – ეუბნებოდა წმიდა სერაფიმე თავის მოწაფეს მოტოვილოვს, – მაგრამ რადგანაც იმ დროისათვის მღვდელმთავრები ისე დაეცემიან, რომ თავიანთი უკეთურებით თეოდოსი უმრწემესის დროინდელ მღვდელ-მთავრებსაც კი გადაამეტებენ თავიანთი უკეთურებით, იმ ზომამდე, რომ ქრისტეს სარწმუნოების უმთავრეს დოგმატის რწმენაც კი არ ექნებათ, ამიტომ უფალმა ღმერთმა კეთილად ინება დროზე ადრე გამიყვანოს მე ამა წარმავალი ცხოვრებიდან და შემდეგში მკვდრეთით აღმადგინოს. და ეს ჩემი მკვდრეთით აღდგომა იქნება ოქლონის მღვიმეში შვიდი ყრმის მკვდრეთით აღდგინების მსგავსი თეოდოსი უმრწემესის დროს“.

გამომიცხადა რა ეს დიდი და საშინელი საიდუმლო, წერს მოტოვილოვი, – დიდმა მოძღვარმა ბერმა მაუწყა, რომ თავისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იგი საროვიდან დივეევოში გადავა და იქ დაიწყებს სრულიად მსოფლიო სინანულის ქადაგებას. ამ ქადაგებაზე, უფრო კი მის მკვდრეთით აღდგომის გამო, მსოფლიოს ყველა კუთხიდან შეიკრიბება ადამიანთა უდიდესი სიმრავლე. მაშინ დივეევო ლავრად გადაიქცევა, ვერტიანოვო – ქალაქად, არზამასი კი – გუბერნიად. და როცა სინანულს იქადაგებს დივეევოში, მამა სერაფიმე იქ ოთხთა წმიდა ნაწილებს გახსნის, თავადაც დაწვება მათ შორის. ამის შემდეგ მალე დადგება ყოველივეს დასასრული“.

 

 

დივეევოს ლავრაზე:

 

„ჯერ არ ყოფილა და არ არსებობს ამის მაგალითი, რომ სადმე დედათა ლავრა არსებულიყო. მე კი, გლახაკ სერაფიმეს, მექნება დივეევოში დედათა ლავრა. ლავრა იქნება წრიული, ანუ გარს შემოვლებული არხის შეგნით, და იქ იქნებიან ქვრივებიც, დაქორწინებულნი დედანიც და ქალწულნიც, აშენდება დიდი ტაძარი, ყაზანის ხატის ეკლესია როგორიც ახლა არის, ისეთივე იქნება; ქრისტეშობის ეკლესიაც იქნება, როგორიც ახლა არის, ლავრის შუაგულში. გარშემო კიდევ ბევრ მიწას მიიერთებენ და ისეთი მინაშენები იქნება, როგორიც იერუსალიმის ტაძარს ჰქონდა. ოღონდ ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაც გალავნის შეგნით მოექცევა, გალავანი მდინარემდე გაგრძელდება, ნაპირს გაუყვება და ზედ მიშენკას (დივეევოს მონასტრისთვის თითქმის მთელი თავისი ქონების შემწირველის – მიხეილ მანტუროვის) სახლამდე მივა, სადაც მის მოპირდაპირე მხარეს სამრეკლო აშენდება და მის ქვემოთ წმიდა კარიბჭე მოეწყობა... ორივე ტაძრის გარშემო - ქვის ნაგებობები იქნება...

იქ, დივეევოში არხი უნდა გაითხაროს! სამი არშინის სიღრმისა და სამი არშინის სიგანის (1 არშინი უდრის 71 სანტიმეტრს რედ.), მპარავნი ვერ გაძვრებიან. როცა საუკუნე დასრულდება, ანტიქრისტე ტაძრებიდან ჯვრების მოხსნასა და მონასტრების გაჩანაგებას დაიწყებს, თქვენს მონასტერს კი მოადგება, მაგრამ ის არხი მიწიდან ცამდე აღიმართება და ის ვერ შემოვა თქვენთან. ვერსად ვერ გადალახავს მას და უკან გაბრუნდება. იმიტომ, რომ იგი ისეა გათხრილი, იმ ბილიკის გასწვრივ, სადაც ზეციურ დედოფალს გაუვლია და სავანე თავის წილხვედრად მიუღია. სწორედ მან, ღვთის დედამ შემოიარა ეს ადგილი. ვინც ამ არხის გასწვრივ გაივლის და „ღვთისმშობელო ქალწულოს“ იგალობებს, მისთვის ყოველივე აქ იქნება, ყველაწმიდა ადგილი: ათონიც, იერუსალიმიც, კიევიც“...

 

 

წინასწარმეტყველებანი ბოლო ჟამზე:

 

„ისრაელში იშვა იესო ქრისტე – ჭეშმარიტი ღმერთკაცი – ძე მამა ღმერთისა – სულიწმიდის გარდამოსვლით, ხოლო სლავთა და რუსთა შორის იშვება ჭეშმარიტი ანტიქრისტე – ეშმაკკაცი, ძე მეძავი ქალისა დანის ტომიდან და ძე ეშმაკისა, – იშვება ხელოვნური გადატანით მასში მამაკაცის თესლისა, რომელთან ერთადაც მის წიაღში წყვდიადის სული შესახლდება...“

„ებრაელები და სლავები საღმრთო განგებულების ორი ერია, ჭურჭელნი და მოწმენი მისნი, ურყევი კოდობანები; ხოლო ყველა სხვა ხალხი თითქოსდა ნერწყვია უფლისა, მის ბაგეთაგან გადმოდენილი. იმის გამო, რომ ებრაელებმა არ მიიღეს და არ აღიარეს უფალი იესო ქრისტე ჭეშმარიტ ღმერთად, ისინი მთელი დედამიწის ზედაპირზე არიან განბნეულნი. მაგრამ ანტიქრისტეს დროს მრავალი ებრაელი მოექცევა ქრისტესადმი, რადგან მიხვდებიან, რომ მათ მიერ შეცდომით მოლოდებადი „მესია“ არის სწორედ ის, ვის შესახებაც ქრისტემ თქვა: „მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ, უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ“ (იოანე 5, 43). მაგრამ მიუხედავად მათი დიდი დანაშაულისა ღმერთის წინაშე, ებრაელები იყვნენ და არიან საყვარელი ერი ღმერთის წინაშე. სლავები კი იმიტომ უყვარს ღმერთს, რომ მათ ბოლომდე შეინარჩუნეს ჭეშმარიტი რწმენა უფალ იესო ქრისტესი. ანტიქრისტეს დროს ისინი სრულიად უარყოფენ ანტიქრისტეს და არ აღიარებენ მას მესიად, და ამისთვის ღმერთის უდიდესი კეთილისყოფის ღირსნი გახდებიან...“

„ანტიქრისტეს შობამდე რუსეთის ეკლესიაში პატრიარქი იქნება (სერაფიმე საროველის დროს, დაწყებული პეტრე პირველის მეფობის დროიდან, რომელმაც სრულიად უკანონოდ გააუქმა პატრიარქობა, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას წმიდა სინოდი მართავდა, ობერ-პროკურორით სათავეში; პატრიარქობა რუსეთში აღდგა მხოლოდ 1917 წელს – რედ. ), შემდეგ მოიწვევენ VIII მსოფლიო კრებას, რომლის მიზანიც იქნება:

1) მისცენ მსოფლიოს უკანასკნელი გაფრთხილება უფალ იესო ქრისტესაგან საყოველთაო განდგომის გამო;

2) ქრისტეს ყველა ეკლესიის გაერთიანება და კვლავ შეერთება;

3) მასონობის, ფრანკმასონობისა... და სხვა მსგავსი პარტიების საბოლოო შეჩვენება, რა სახელწოდებებითაც უნდა ჩნდებოდნენ ისინი, რადგან მათ მთავარ ხელმძღვანელებს ერთი მიზანი აქვთ: დედამიწის სრული თანაბარუფლებიანი კეთილმოწყობის საბაბით, მზაკვარი ადამიანების დახმარებით, გამოიწვიონ ანარქია ყველა სახელმწიფოში და შეარყიონ, მოსპონ ქრისტიანობა მთელს მსოფლიოში, და ბოლოს, ოქროს ძალით, რომელიც მთლიანად მათ ხელშია თავმოყრილი, მთელი მსოფლიო დაუმორჩილონ ანტიქრისტიანობას ერთი თვითმპყრობელი ღვთისმბრძოლი მეფის – წარსაწყმედელის ძის, ანტიქრისტეს, სახით – გაბატონებულისა მთელს მსოფლიოზე“.

„ჩვენ, ცოდვაში მცხოვრებნი, ძალიან განვეშორეთ ცხოვნების გზებს; ვართ თავშეუკავებელნი, არ ვინახავთ წმიდა მარხვებს; არ ვიმარხავთ არც ოთხშაბათებს, არც პარასკევებს, წმიდა დიდმარხვაშიც კი ვჭამთ ხორცს, და არ ვფიქრობთ, რომ ამით ვარღვევთ საეკლესიო და მოციქულთა კანონებს, ვარისხებთ უფალს და ფართოდ ვუღებთ ჩვენი მზაკვრული გულის კარს ვნებებსა და მანკიერებებს, მათს კვალად კი – საღმრთო სასჯელთ. გამოვსწორდეთ, რათა უფალმა შეგვიწყალოს!

შევიყვაროთ წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია, შევიყვაროთ ქრისტეს სარწმუნოება, როგორც ჩვენი მტკიცე და მადლმოსილი შემოზღუდვა და დაცვა, რათა გვექმნას სიმართლე ჯავშნად და კეთილმსახურება ფარად ცხოვნებისათვის. სწორედ ამით იქნება რუსეთი განდიდებული, ძლიერი და უძლეველი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას! ამინ.“