პარაკლისი სავედრებელი
ყოვლადწმიდისა სამებისა
მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
ფსალმუნი 142
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლადწმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კურთხეულ ხარ შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, რომელმან ყოვლად ბრძნად მეთევზურნი გამოაჩინენ, მიჰფინე რა მათ ზედა ყოვლადწმიდა სული შენი, და მათ მიერ ყოველი სოფელი მოინადირე, კაცთმოყუარე, დიდება შენდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა აჰხოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასსა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვსწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი აჰხოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხოურებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუენ, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკუეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
უგალობდითსა
ძლისპირი: მონებისგან მისგან მწარისა ხსნილმან ისრაილმან განვლო ქუეყანა დაულტოლველად და იხილნა მტერნი თჳსნი დანთქმულნი, და გალობით უგალობდა ღმერთსა, საკჳრველმოქმედსა, რამეთუ დიდებულ არს.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ერთი ღმრთაება, და ერთი ძალი და უფლება დაუსრულებელი სუფევაჲ გაქუს, წმიდაო სამებაო, ამისთჳს გევედრებით ჩუენ უღირსნი ესე, და სამწმიდაარსობისა ჴმითა გიღაღადებთ: წმიდა ხარ შენ, უფალო!
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
განათლდებოდეთ თაყუანის-მცემელნო დღეს სამგუამოვანისა ერთისა ღმრთისაჲ ბუნებით, რომელთაცა ქრისტემან სახიერებით მოგუანიჭა ნათელი გამოჴსნისა, და მოგუცა მადლი სულისა მიერ საღმრთოსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განუყოფელსა ბუნებასა, მართლ-მადიდებელნო, ღუთისმეტყუელებდეთ, ღმერთსა მამასა დაუსაბამოსა, და ეგრეთვე მოქმედსა სიტყუასა, და სულსა წმიდასა უღაღადებდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ტაძარი ხარ, შენ, ღვთის-მშობელო ქალწულო გარდამოსლვითა შენ ზედა მადლითა სულისა წმიდისათა, რომელი მოგენიჭა შენ ძალი, მაღლით გარდამო, წმიდაო, და ჰშევ შენ გუამოვნებით სიტყუა დაუსაბამო.
განძლიერდასა
ძლისპირი: თანასწორი მამისა და ძისა სული, რომლისა ჴელმწიფება მოცემულ არს გამოსრული მამისა მიერ უბრძნობელად, განმაბრძნობელად მეთევზურთა სულითა და აღსრულებად ქრისტეს აღთქმულთა.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ჩუენ მორწმუნეთა, მოგუეცა სიბრძნეჲ და აღვიარებთ დღეს სამგუამოვანსა ღმერთსა, ბუნებით გამოუკვლეველსა და ანგელოსთა თანა თაყუანის-ვჰსცემთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, სამებასა უღაღადებთ ერთარსებასა განუყოფელდა, ღმერთსა და უფალსა საუკუნეთასა.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უაღრეს ბუნებათა ვიცანთ ჩუენ, მოწმუნეთა, აწ ძალი სამებისა წმიდისაჲ და აღვიარებთ ერთარსებასა მამისა, ძისა და სულისა წმიდისა სარწმუნოებით და ვიტყვით: ღმერთო მამათა ჩუენთაო, მარადის კურთხეულ ხარ შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებაჲ წმიდაჲ გარეშეუწერელი, ერთარსებაჲ ღმრთეებრ გამოუთქმელი, სამგუამოვნებით გვესწავა მორწმუნეთა აღსარებად, რომელსა თაყუანისვჰსცემთ სარწმუნოებით აწ და უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეტლო ბრწყინვალეო, ნათლით შემოსილო ნათლისა საყოფელო, ყოვლად სანატრელო ქალწულო, ქერუბიმთა უმაღლესო და სერაბიმთა უპატიოსნესო, დედუფალო მარიამ, რომელმან ღმერთი მკლავთა ზედა იტვირთე, ამისთჳსცა ჩუენ ყოველნი გიგალობთ, უბიწოო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა ჱ
სიხარულითა მაცხოვრისათა აღვსებულნო მოციქულნო, რომელნიცა ებაძუენით ვნებათა მათ მისთა, და მიგიღებიესთ მისსა მიმართ კადნიერებაჲ, რომელნი პირველ შიშითა შეპყრობილ იყვენით, და აწ მიიღეთ სული წმიდაჲ, რომელიცა გარდამოჴდა დღეს თქუენ ზედა, და უცხოთა ენათა მიერ მეტყუელგყუნა ერისა მიმართ, და წარგავლინა სულმან წმიდამან წარმართთა ზედა ვითარცა ცეცხლი, არა შემწუელად, არამედ უფროსად მაცურეველად მადლსა სულისა წმიდისასა.
მესმასა
ძლისპირი: წინა საუკუნეთა მამისაგან შობილსა ძესა მხოლოსა, და ქალწულისაგან განჴორციელებულსა ქრისტესა ღმერთსა ჩუჱნსა უღაღადებდეთ: რომელმან აღამაღლე რქაჲ ჩუჱნი, წმიდა ხარ შენ, უფალო.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სამებაო წმიდაო, დამბადებელო დაბადებულთაო, უშრომელად მოქმედო და მაცხოვარო მართლმადიდებელთაო, არცხვინე მხდომთა მათ ჩუჱნთა მწვალებელთა, და ჩუჱნ ჴმა ვყოთ: კურთხეულ ხარ შენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სამებაჲ დაუბადებელი, ყოველთა არსებათა წამისყოფით დამბადებელი, არსებაჲ უცვალებელი და გარეშეუწერელი, ერთღმრთეებით ცნობილი და ერთარსებით დიდებული, მხოლოჲ, აღვიარეთ ჩუჱნ, მორწმუნეთა და ვაკურთხევთ მას.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, სამებაო, ღმრთეებით მიუწვდომელო, მომეც ჩუჱნ მადლი შენი, მოსავთა შენთა, რომელთა ღირს ვიქმნეთ სარწმუნოებით აღსარებად ღმრთეებისა შენისა, და განათლებულნი გალობით გადიდებთ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ბჭე იგი გონიერი, რომელნიცა ნათლად გიწოდთ შენ, ღვთისა დედაო, და იშუა შენგან ქრისტე. და განაშუჱნა ყოველი სოფელი საღვთოთა ბრწყინვალებითა, და იქცეოდა უხილავად ხატითა ჩუჱნითა უხილავი იგი ღმერთი, რომელსა უგალობთ: დიდება ძალსა შენსა, უფალო.
ღამითგანსა
ძლისპირი: ღმერთი ხარ მშვიდობისა და მამაჲ მოწყალე, და დიდისა ზრახვისა ანგელოსი საკჳრველი თანა-მზრახუჱლი, მომივლნენ ჩუჱნ, რომელი მიმიძღუა დღეს ნათლად, და უღაღადებთ: ღამითგან აღჳმსთობთ ჩუჱნ მგალობლად შენდამი კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზესთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა და მას შინა განმაძლიერენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
ესრეთ ვიცნობთ ჩუჱნ ჭეშმარიტსა ღმერთსა ბუნებით ერთარსებად, ხოლო თვითებით სამგუამოვნად სრულად იწოდების სამმნათობიერი ერთი ბრწყინვალებაჲ, ერთი ფლობაჲ, ერთი უფლებაჲ, ერთი მეუფებაჲ, სამებაჲ წმიდაჲ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ერთარსებით მოსწავებულსა, სამგუამოვნებით საცნაურსა ბუნებასა სამებისასა, ერთსა ძალსა, ერთსა ჴელმწიფებასა, განუყოფელსა მეუფებასა უსხეულონი სამსა წმიდასა გალობასა უღაღადებენ: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს უფალი, მეუფე უხილავი საბაოთ, და დიდებითა მისითა სავსე არიან ცანი და ქუჱყანაჲ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წყევაჲ პირველისა დედისა ევასი დაჴსენ შობითა შენითა, ქალწულო, სოფლისა სიხარულო, და მომეცემელო მშვიდობისაო, რამეთუ შენ მიერ აღმოეცენა ქრისტე მხსნელი ჩუჱნი, ამისთჳს სიხარულით გიხაროდენსა შევსწირავთ შენდამი, ღვთის-მშობელო, და ქებით გნატრით უბიწოო.
ღაღადყავსა
ძლისპირი: პირველ იონაჲ შთანთქმული მჴეცისაგან განმხრწნელისა, წარმოიგდო უხრწნელად, და ქალწულისა მუცელსა სიტყუა ღუთისა განჴორციელდა, და მშობელი თჳსი დაიცვა უხრწნელად, ხოლო ბუნებანი შესცუალნა ვითარცა ინება, და გუაცხოვნნა ჩუჱნ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უპირატესო შენ ყოველთა ბუნებათაო, მხოლოო და სრულებაო ყოველთა არსთაო, მიზეზო ყოველთა კეთილთაო, სამგუამოვნებით ცნობილო, მამაო ღმერთო მშობელო, ძეო შობილო და სულო განმაცხოველებელო, გუაცხოვნენ მორწმუნენი შენნი.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება, დიდება, დიდება შენდა, მამაო, ძეო და სულო წმიდაო, ერთო ერთობაო, ერთუფლებაო და ჴელმწიფებაო, რომლისაჲ მართალ და წმიდა არს სახელი მისი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამებაო სამგუამოვნებაო, ერთარსებით დიდებულო, შენ მიერ ნათელღებულნი ნათელსა შენსა სამარადისოსა დააწესენ აღსარებად და ქებად შენ, მამისა, ძისა და წმიდისა სულისა, ღმრთისა ჩუჱნისა უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველი გუნდი წინასწარმეტყუჱლთაჲ, ღუთისა მიერ განბრძნობილნი წინასწარვე აუწყებდეს საიდუმლოთა მათ შენთა გამოუთქმელთა, და ღუთისა სიტყვისა განხორციელებასა შენ მიერ, ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ ხარ ჭეშმარიტად ბწყინვალებაჲ სოფლისა და სიქადული ჩუჱნი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მცირე კვერექსი
დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი. ხმა ვ
რაჟამს იგი გარდამოჴდა, და ენანი შეურივნა, მიმოდაჰყუნა მაღალმან ნათესავნი, ხოლო აწ რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთბამად მოიყუანნა იგინი, ამისთჳსცა ერთობით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
მგალობელთა: სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიაკონმან: უფალო, შეისმინე ლოციჳსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაჲ ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.
მგალობელთა: სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიაკონმან: სული შენი სახიერი.
მგალობელთა: მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება იოანესი
და ვითარცა შემწუხრდა დღე იგი ერთშაბათისა მის, და კარნი იგი დაჴშულ იყუნეს, სადა იგი იყუნეს მოწაფენი შეკრებულ შიშისათჳს ურიათასა, მოვიდა იესო და დაჰსდგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშვიდობა თქუჱნთანა! და ვითარცა ესე ჰსთქუა, უჩუჱნა მათ ჴელნი თჳსნი და გუერდი მისი. და განიხარეს მოწაფეთა, იხილეს რა უფალი. ჰრქუა მათ იესო კუალად: მშვიდობა თქუენთანა! ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე ჰსთქუა, შეჰბერა მათ და ჰრქუა: მიიღეთ სული წმიდა. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდუანი, მიეტევნენ მათ; და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყუნენ.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
მსწრაფლი, მყუდრო და უშფოთუელი მოგუეც მონათა შენთა მშვიდობაჲ შენი, იესო, ღმერთო ჩუჱნო, ჭირსა შინა და მოწყინებასა სულისა ჩუჱნთა, არამედ გუეწიე, მოგუეახლე და ჴელი აღგჳპყარ, ვითარცა იგი მარადის იყავ მოწაფეთა შენთა თანა მჴსნელო, ეგრეთვე, სახიერ, მოსურნეთა ამათ შენთა შეგუაერთე თავი შენი, რათა შეერთებულნი შენდა დიდებისგმეტყუჱლებდეთ შენ, და ძრწოლით ვადიდებდეთ სულსა ყოვლად-წმიდასა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი სარწმუნოებით აღზრდილნი, წინა აღუდგეს მძლავრსა მას, და არა შეშინდეს იგინი სიმძაფრისა მისგან ცეცხლისა, არამედ შორის ალსა ჰსდგეს და ღაღადებდეს: მამათა ჩუჱნთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
მოვედით, მორწმუნენო, ღმრთეებასა სამებასა, ერთარსებასა დიდებულსა, არსებით მიუწვდომელსა, ძესა შობილსა დაუსაბამოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა და სულსა წმიდასა თანაარსსა სამარადისოსა აკურთხევდით ყრმანი, და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
განეცხადა მორწმუნეთა სამებაჲ უზესთაესი ყოველთა კაცთა ბუნებისაჲ, მამაჲ ზეცით წამებდა ძისა საყუარელისათჳს და სული წმიდაჲ იხილვა სახედ ტრედისა გარდამოსრული, რომელსა ვაკურთხევთ ჩუჱნ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ, ღმერთო ჩუჱნო, ღმრთისაგან გამოსრულო, გიხილეთ განჴორციელებული და შენ მიერ ვიხილეთ მამაჲ შენი, უხილავი ღმერთი, თანაარსი სულით წმიდითურთ და ვიტყოდით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სახე შობისა შენისა გამოჰსახეს სამთა მათ ყრმათა, ბაბილონს საჴმილსა შინა, რომელნი იყუნეს დაცულ ცეცხლსა მას შინა, ხოლო შენ, ღუთის-მშობელო, იტვირთე მუცელსა შინა ცეცხლი ღვთაებრივი და შეუწუჱლად დაიცევ, რომელი გამობრწყინდა შენ მიერ ღმერთი მამათა ჩუჱნთა.
აკურთხევდითსა
ძლისპირი: საჴმილი შეცურეული სახედ გამოჰსჩნდა საკჳრველებათა მითხრობითა, ბუნებათა უაღრეს, რამეთუ არა შეჰსწუნა ყრმანი, მძლავრ-შეთხეულნი, ეგრეთვე ქალწული დაიცუა ღუთაებისა ცეცხლმან, და ჩუჱნ ვღაღადებთ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
აღვიარებთ, მორწმუნენო, სამითა გუამითა სამებასა წმიდასა, დაუსაბამოსა ღმერთსა, ბუნებით ერთსა განუყოფელად და მართლმადიდებლობით თაყუანის-ვჰსცემთ და სარწმუნოებით ესრეთ უღაღადებთ: ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
სიტყუაჲ უჯამოჲ, მხოლოდ დაუსაბამოჲ, მამისა მხოლოჲსა თანა დაუსაბამოჲსა საღმრთოჲ ნათელი ჭეშმარიტი, თანამფლობელი სულით წმიდით, ერთარსებათ ცნობილი აღვიარეთ მორწმუნეთა და თაყუანის-ვჰსცემთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულსა წმიდასა ღმრთისასა მიუწვდომელსა, თანაარსსა მამისასა და თანამფლობელსა ძისასა, რომელ არს ხატი ძლიერებისაჲ, შემოქმედი, რომელიცა იქცეოდა ზედა წყალთა, რომელიცა გამოჩნდა სახედ ტრედისა, მამისა და ძისა თანა, ვაკურთხევთ მორწმუნენი ერთსა ღმრთეებასა და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა გაჰკჳრდეს შენ მიერ მონიჭებულსა მადლსა ზედა, დაუსაბამოო სიტყუაო, რომელმაც ჩუჱნთჳს სიგლახაკე თავს იდევ, რომელი ხარ მდიდარ წყალობითა, და იშევ ქალწულისაგან წმიდისა, ამისთვის გალობით გიგალობთ და გაკურთხევთ ყოველი დაბადებული უკუნისამდე.
ადიდებდითსა
ძლისპირი: გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუჱლებად ვერ შემძლებელ ვართ ღირსად ქებასა შობისა შენისასა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
არსებასა ღმრთეებისასა, უცვალებელსა და გამოუკვლეველსა თჳთებითა, სამგუამოვნებასა აღვიარებთ ჩუჱნ, მორწმუნენი, სარწმუნოებით მამასა ძით და სულით წმიდითურთ, გამოუთქმელად ამაღლებულსა სამებასა, ყოვლად წმიდასა, ერთღმრთეებად ქებულსა ღმრთისმეტყუჱლებით უგალობთ და ვიტყვით: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩუენ.
უსხეულოთა ზეცისა წესნი დაუცხრომელად აქებენ სამებასა წმიდასა და იტყვიან: წმიდა არს, წმიდა არს, წმიდა არს სამებაჲ წმიდაჲ, სწორი ღმრთეებითა და ჩუჱნ, უღირსნი, მათ თანა მართლაღსარებით მსგავსად შეძლებისა შიშით ვადიდებთ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მამასა დაუსაბამოსა ვაქებთ, ძესა დაუსაბამოსა უგალობთ, სულსა წმიდასა ერთღმრთეებით დიდებულსა თაყუანის-ვჰსცემთ ჩუჱნ, სამებასა ერთღმრთეებასა მორწმუნენი ერთობით ერთა თანა ზეცისათა უგალობდეთ ჩუჱნ, ვაკურთხევდეთ უკუნისამდე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სძალო ღუთისაო, უბიწოო ქალწულო, ქებით გადიდებთ შენ, და ღირსად პატივს-გცემთ, მიმადლებულო, გვიხსენ ჩუჱნ განსაცდელთაგან, ვედრებითა შენითა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. (
"ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: სამებაჲ ერთარსებაჲ, განუყოფელი და შეურევნელი, საკვირველი დიდებული, რომელი გუამოვნებით თითოება არს და შეურევნელ, რომელი არა განიყოფვის, არცა დაესრულების, რომლისაგან ყოველივე დაებადა და აწ ჩუჱნ ქებით ვადიდებთ.
ცანი ცათანი, ერნი ანგელოსთანი, ქუჱყანაჲ და მკჳდრნი სოფლისანი, ხილულნი და უხილავნი, ქუჱსკნელნი და ზესკნელნი ძეთა თანა კაცთასა, მღუდელნი და ერნი აკურთხევდით სამებასა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
სამებაო მიუწვდომელო, მომეც მონათა შენთა მართალი აღსარებაჲ, რაჲთა გქადაგოთ ღმერთი სრული სამგუამოვნად თჳთებითა შეურევნელად, ბუნებით განუყოფელად, ერთარსებით დიდებულად, და ერთობით ვიტყვით: ყოველნი საქმენი უფლისანი აკურთხევდით ღმერთსა ჩუჱნსა უკუნისამდე.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლთმოდრეკით სათქუმელი
ჰოჲ, ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო მიუწვდომელო ძლიერებაო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო მხოლოდშობილო და წმიდაო სულო, ერთო ღმერთო, რომელი ყოვლისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედი ხარ და უფალი; რომელსა ძლიერებით გიპყრიან ყოველნი კიდენი სამყაროსანი და განაგებ სიბრძნითა; რომლისა წინაშე ძრწიან ყოველი არსი და ქმნული, სტიქიონი და სულდგმული, მყოფნი ცათა შინა, ქუჱყანასა ზედა ქუჱსკნელისანი; რომლისა ძლიერებისა თანა სიყვარული არს გამოუთქმელი, უფსკრულ-სიღრმე და განუსაზღვრელი; რომელმან სიყვარულისა ამის ძლით შეჰქმენ პირველი კაცი ხატად და მსგავსად მისა, ხოლო შეცოდებითა მისითა დაცემული არა სრულიად მოიძაგე იგი, ინებე რა კუალად ცხორება ჩუჱნი მხოლოდ შობილისა ძისა შენისა მოვლინებითა და შემწირველმან მისმან ცოდვათა ჩუჱნთა აღსახოცელად ჯუარსა ზედა გაკვრითა და საშინელითა სიკუდილითა მისითა; რომელმან სული შენი წმიდა გარდამოუვლინე წმიდათა მოწაფეთა და მოციქულთა ქრისტესთა და განაბრძვნენ იგინი და მათ მიერ სახარებაჲ ქრისტესი ყოველსა სოფელსა ექადაგა; რომელმან დიდითა კაცთმოყვარებითა შენითა პირველსა მას საუკუნესა მოიხსენე ერიცა ჩუჱნი ქართუჱლთაჲ, დედისა ღმრთისა წილხვდომილად ჰყავ იგი და წმიდათა მიერ მოციქულთა ანდრია პირველწოდებულისა, სჳმონ კანანელისა და მატათასითა შრომითა და მოღუაწებითა მოიმუშაკე იგი; რომელმან კერპოვნებითისა სიბნელითა მიმრუმებულსა დედისა ღმრთისა წილხვდომილსა ერსა ჩუჱნსა კვალად მოუვლინე სულითა წმიდითა განბრძნობილი და აღჭურვილი წმიდა ქალწული, დედაჲ ნინო და განანათლე იგი სარწმუნოებითა ჭეშმარიტითა; რომელი მართლმსაჯულობითა შენითა მოაწევ სამართლად რისხვასა ცოდუათა გამო ჩუჱნთა და შეგჳწყალებ სულგრძელებითა, შენ შეგივრდებით და გევედრებით სახიერო უფალო, გარდამოიხილე ზეცით და იხილე და მოხედე ვენახსა ამას, - სამკვიდრებელსა ქართუჱლთასა და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუჱნსა, მრავალგზის კუეთებულსა და შეჭირვებულსა მძლავრებისაგან ბოროტისათა, და განამტკიცე იგი. დაიცევ, უფალო, წმიდა ეკლესიაჲ ჩუჱნი და ყოველნი შვილნი მისნი. მოიხსენე, უფალო, უნეტარესი და უწმიდესი მამათმთავარი ჩუჱნი ილია, კათოლიკოსი მცხეთისა და პატრიარქი ყოვლისა საქართუჱლოჲსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთისა; ყოვლადსამღუდელონი მღუდელმთავარნი და უფალი ჩუჱნი... (აქა მოიხსენონ ადგილობრივი მღვდელმთავარი); პატიოსანნი მღვდელნი და დიაკონნი, ბერნი და მონოზონნი; დღითი-დღე განაბრძვნენ იგინი, უფალო, მადლითა სულისა წმიდისათა და ლოცვითა და მოღუაწებითა მათითა კეთილად წარუმართე სლუაჲ ერსა ჩუჱნსა გზასა ზედა ცხონებისასა.
ჰოჲ, უფალო ჩუჱნო იესო ქრისტე, რომელმან გვასწავე მიღებად ყოველივესი, რაიცა ვითხოვოთ მამისაგან შენისა ზეცათასა სახელითა შენითა. აჰა, უცთომელად მიმნდობელნი სიტყუათა შენთა, ვითხოვთ ღმრთისაგან ყოვლისა მპყრობელისა და მომნიჭებელისა ყოვლისა კეთილისა, რათა სწავლებისაებრ წმიდისა მოციქულისა სიტკბოებამან ღმრთისამან სინანულად მიგვიყვანოს ჩუჱნ, რომელნი სიფიცხლითა ამით ჩუჱნითა და შეუნანებელითა გულითა ვინუჯებთ თავისა ჩუჱნისა რისხუასა დღესა მას რისხჳსა და გამოჩინებისა მართლმსაჯულებისა ღმრთისასა. გვიხსენ, უფალო, რწმენისაგან არაცხოველისა და ნელტფილისა, მოაქციენ გულნი ჩუჱნნი ამაოთაგან საქმეთა და სიყვარულისაგან შვებათა წუთიერისა და მსწრაფლწარმავალისა ამის სოფლისათა და აღგვიხილენ თვალნი ჩუჱნნი ხედვად წარუვალისა სოფლისა დიდებისათა და გონებანი ჩუჱნნი კეთილად განსჯად საქმეთა სულისა ჩუჱნისა სარგებელისათა; აღანთე ლამპარი გულსა შინა ჩუჱნსა შენდამი სიყვარულისა და მოგუაქციენ ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, რათა ჩუჱნ, ცოდვისაგან დაცემულნი მონანი და მჴევალნი შენნი, გარნა შენითა შეწევნითა აღმართულნი და მმადლობელნი შენნი გიგალობდეთ შენ, გაკურთხევდეთ შენ, გადიდებდეთ შენ და გევედრებოდეთ: წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუჱნო, შეგჳწყალენ ჩუჱნ დიდითა წყალობითა შენითა.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
იქმენ გამორჩეულ ღმრთისა მიერ წმიდისა სამებისა და ჰბრწყინავ წინაშე მისა, დედუფალო მარიამ, დედაო უფლისა ჩუჱნისა იესო ქრისტესო, და გაქუს კადნიერებაჲ ძისა მიმართ შენისა, მას ევედრე, რათა გუაცხოვნოს ჩუჱნ თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნისამდე, ამინ.