მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ღირსისა მამისა საბა განწმედილისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი

 

  მთიებო ყოვლადბრწყინვალეო, მადიდებელთა შენთა მფარველო და შესავედრებელო მოსავთა და მგალობელთა შენთაო, ნეტარო საბა, დაგვიფარენ განსაცდელთაგან.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ცრემლთა მდინარითა უდაბნოი უქმი მოიმუშაკე, და სიყრმით სულისათ სულთქმათა ასეულად შრომანი ნაყოფიერ ჰყვენ, და იქმენ მნათობ, და განმანათლებელ სოფლისა საკვირველებათა მიერ, მამაო წმიდაო საბა, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6

 

ძლისპირი: სიღრმეი ზღვისა მეწამულისაი პირველვე განაპო ქრისტემან ღმერთმან და განიყვანა ისრაელი, ხოლო აწ, რაჟამს ხორცნი შეისხნა ქალწულისაგან, მოუწოდა სიმრავლესა ერისასა და აღუშენა ეკლესიაი მობაძავად წესთა ზეცისათა. ამისთვისცა უგალობდეთ დაუცხრომელად, რამეთუ დიდებულ არს.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრთოან იქმენ მადლითა სულისა წმიდისაითა, მარადის ხსენებულო მამაო, და გამობრწყინდი რაი სათნოებითა, მადლი მონიჭებული შენდა ღმრთისა მიერ განითქუა ყოველსა სოფელსა და ჩუენცა სიხარულითა აღვასრულებთ ბრწყინვალესა ხსენებასა შენსა და ვუგალობთ ღმერთსა, რამეთუ დიდებულ არს, წმიდაო.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიგლახაკითა მოიგე რაი სიმდიდრეი, ყოვლად ნეტარო მამაო, გამოსჩნდი ვარსკულავად უდაბნოისა და იქმენ ჭურად რჩეულად, შემწყნარებელად ღმრთისა, მას ევედრე აწ, სანატრელო, რაითა გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა ოხითა შენითა და წმიდითა გულითა ღირს გვყოს გალობად მისა, რამეთუ დიდებულ არს.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გამობრწყინდი ხორცთა მათ შინა ქუეყანისათა მსგავსად უხორცოთასა, და მარხვითა და ლოცვითა განსწმიდე რაი მწიკული ვნებათაი, სწინაისწარმეტყველებდი მოწევნადთა მათ საქმეთათვის, და გუნდნი ეშმაკთანი განასხენ ძალითა ღმრთისაითა, რამეთუ დიდებულ არს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღირსად და ჭეშმარიტად შენ მხოლოი ქებულ ხარ ყოველთა ნათესავთაგან, ვითარცა სთქუ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ მხოლომან გვიშევ ღმერთი ხორცითა და ქალწულად ეგე, ამისთვის გიგალობთ: ზეცისა ძალთა თანა დაუცხრომელად ევედრე ძესა შენსა ჩუენ, მოსავთა შენთათვის.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გამორჩეულ იყავ რაი ღმრთისა მიერ ვიდრე შობადმდე შენსა, აღმობრწყინდი კაბადუკიასა, ნეტარო, და სიყრმესავე შინა განიშორე ცხორებაი ამის სოფლისაი, და შეხვედ მონასტერსა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიმდაბლეი გექმნა რაი წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა, სული თვისი დაიმდაბლე მარხვითა, და ხორცნი შრომითა დააჭნვნე, ღირსო, და ყოველთა უმჯობესად გამოჩნდი მორჩილებითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აღიზარდე რაი ყრმაი საწადელი, სიყუარულითა ღმრთისაითა მიხუედ ქალაქად წმიდად და დამკვიდრდი რაი ათანასეა ლავრასა, მხურვალითა ლოცვითა განსწმედდი სულსა და ხორცსა შენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ზღუდეი ხარი შენ, ღმრთისმშობელო, და შესავედრებელი და მეოხი ჩუენი ჭირთა შინა, ამისთვისცა აღგიარებთ ცხორებისა ჩუენისა წინამძღუარად, სძალო ღმრთისაო მარიამ.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

 

წარდგომა

 

 სიყრმითგან ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, მოიძულე ხორციელებრი განსუენებაი, და მაცხოვარსა შეუდეგ რაი უბიწოდ გონებითა, ვითარცა ცხოვარი მისდევდი კუალსა მწყემსთმთავრისასა, ყოვლად ნეტარო საბა, და ჰპოვე განსუენებაი მყუდროსა მას ბანაკსა წმიდათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და ბოროტისა გარემოდგომილებისაგან გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, რომელთა სასოებაი დაგვიძს შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დაემოწაფე რაი ეფთვიმის, დიდსა მნათობსა ეკლესიისასა, წინაისწარმეტყველა შენთვის, ღმერთშემოსილო, და ცხად ყო ბრწყინვალებაი შენი საკვირველად.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

გიხილა რაი მოძღუარმან შენმან შემკობილი სათნოებითა, წარგგზავნიდა სხუასა მას სავანესა, სადაცა იყავ მორჩილებასა შინა დიდსა, და აღიწიე თავსა სრულებათასა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ჟამითი ჟამად იღუწიდი რაი მღვიმესა შინა იწროებითა და შრომითა, ახოვანითა სულითა განაქიქენ საფრხენი ბოროტისანი, ღირსო, და გამოსჩნდი ვარსკულავად უდაბნოისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველი სასოებაი ჩუენი შენზედა დაგვიძს, დედოფალო, რამეთუ არარაი შეუძლებელ-არს მეოხებისა შენისათვის ხსნად სამწყსოისა შენისა ყოველთა ძვირთაგან და განრინებად საფრხისაგან მტერისა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

ძლისპირი: რაისათვის გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ღმრთისმსახურებითა მიემსგავსე რაი დიდსა დანიელსა, უვნებელად განერე პირისაგან მხეცთაისა ძალითა ღმრთისაითა, ხოლო ესმათ რაი უდაბნოისმოყურეთა საქმენი შენნი, მოისწრაფდენ ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს, ვითარცა ანგელოზი ზეცისაი.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

უდაბნოი უქმი, ცრემლითა შენითა მოირწყო და იქმნა რაი ვითარცა სამოთხეი, მრავალნი შეუდგენ კუალსა შენსა, და იქმნებოდენ რაი მონაზონ, ქუაბთა და სენაკთა გამოკუეთდენ კლდეთა შინა, და ფრიად იღუწიდენ მუნ სადიდებელად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიბრძნითა სულისა წმიდისაითა განანათლებდი სამწყსოსა შენსა, და ასწავებდი რაი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა, აწ ჩუენცა მოგუეც მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა კურთხევანი, რაითა წინა-აღუდგეთ ეშმაკისა საცთურთა და კაცთა ბოროტებასა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოიგე, ყოვლადუბიწოო ქალწულო, და ნუ დააცადებ მისა მიმართ შეწევნასა ჩუენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ ღმრთისმშობელად, დედოფალო, და გვიხსნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცეი ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

რომელი მოსეს პირველად სუეტითა ღრუბლისაითა ეტყოდა, სუეტი ბრწყინვალეი ქუეყანით ცად აღწევნული გიჩვენა, ღირსო, და მუნ ჰპოე ქუაბი და ჰყავ იგი ტაძარ სალოცველ ღმრთისა. მას ევედრე, რაითა ცხორებაი ჩუენი წარჰმართოს სათნოდ თვისად.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

დღეთა მათ გვალვისათა, რომელი მოწევნულ იყო რისხვისაგან ღმრთისა, კაცნი მოწყდებოდეს გუემითა მით ფიცხელითა, გარნა ლოცვითა შენითა წყაროი აღმოაცენე, და საკვირველად წვიმაი ზეცით გარდამოიყვანე ურწყულთა მათ ადგილთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი ყოვლითა კეთილითა განშუენებულ და შემკულ სათნოებითა, ღირსო, მსგავსად მზისა განბრწყინდა ურიცხუნი სასწაულნი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, და სახელი შენი განსდიდნა არაი ხოლოი პალესტინეს, არამედ ყოველსა სოფელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთვის, ყოვლადწმიდაო დედაო, რამეთუ სიმტკიცეი ხარი შენ ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებითა ვადიდებთ და თაყუანის-ვჰცემთ ძესა შენსა და ღმერთსა ჩუენსა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი, ხმაი 8

 

 სიყრმითგან მსხვერპლად ღმრთისა უბიწოდ შეწირულ იქმენ და კეთილითა მოქალაქობითა ნეტარებაჲ მოიგე, უწინარეს შობისაცა სარწმუნოდ ღმრთისად გამოსჩნდი ღირსთა ყოველთა განმაშუენებელ, ნეტარო საბა, რამეთუ უდაბნონი ქალაქ-ჰყვენ, ღირსო, რომლისათჳსცა გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადპატიოსანო!

 

იკოსი

 სიყრმითგან სურვიელ იქმენ რაი სიბრძნესა მას გვამოვანსა, ღირსო, განგაშორა ქუეყანისაგან და აღგიყვანა რაი სიმაღლედ, უნივთოთაგან ყვავილთა შეითხზ გვირგვინი და დაიდგ თავსა შენსა, ღმერთშემოსილო საბა, რომლითა განშუენებულმან მოწყალე ჰყავ ღმერთი, მოცემად ჩუენდა სიბრძნეი შემსგავსებული სიტყვისა, რაითა ქებით შევამკობდეთ ღუაწლსა შენსა და ღაღადვჰყოთ: გიხაროდენ, საბა, ღმერთშემოსილო!

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან:  რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.

 

 მგალობელთა: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: პატიოსან–არს წინაშე უფლისა

 

 მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: სიბრძნით.

 

 მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული

 

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება ლუკასი

 

  მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლეი ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალიმით და ზღვის კიდით, ტვიროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისა და განკურნებად სნეულებათაგან მათთა. და ურვილნი იგინი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თვალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა საბა განწმედილისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: მოიძულე საწუთროი – საუკუნეთა მათთვის საშუებელთა და წმიდათა თანა იშუებ წინაშე ღმრთისა, ღირსო მამაო საბა განწმედილო, აწ კეთილმსახურებრითა კადნიერებითა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ქუეყანით იუდაისით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახუმილისაი მის განაქარვეს და იტყოდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა ბრძენმან და სარწმუნომან მოძღუარმან, ქრისტე შეიყვარე – ჭეშმარიტი სიმართლეი, და მობაძავ იქმენ რაი საღმრთოისა მოქალაქობისა მისისა, სნეულთა ჰკურნებდი შეხებითა ხელისაითა მსგავსად მისა, და სიტყვითა იოტებდი სულთა უკეთურთა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ფრიად განმრავლდენ რაი მოღვაწენი გარემო შენსა, დააფუძნე ლავრაი, ნეტარო, და მას შინა იღუწიდენ რაი ქართველნიცა შორის სხუათა მათ ნათესავთა, აქუნდათ ეკლესიაი თვისი, და სახარებასა იკითხვიდენ ენასა ჩუენსა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღმრთისაგან განეწესე რაი უდაბნოსა მოძღურად სიბრძნისა, სწავლითა შენითა განანათლენ მოწაფენი შენნი მონებად სამებისა, და აწცა გაქუს კადნიერებაი წინაშე მისსა, რაითა განგვარინოს ყოველთა ღელვათა და წარმწყმედელთა მათ ვნებათაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადმოწყალისა ღმრთისა მოწყალეო დედაო, ყოველთა ჭირთა და სასტიკთა სნეულებათაგან განარინნე ერნი შენნი, ქალწულო, რომელნი მოვუწოდთ გულმოწყალებასა შენსა, და ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: ქებით აკურთხევდით, სამებისა რიცხუნო ყრმანო, დამბადებელსა ღმერთსა და მამასა აქებდით და ძესა მხოლოდ-შობილსა, რომელმან დაშრიტა სახუმილი ცეცხლისაი და ამაღლებდით ცხორების მომნიჭებელსა სულსა წმიდასა უკუნისამდე.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ვითარცა მწყემსმან მღვიძარემან სასოებითა მტკიცითა წარწყმიდე სიბოროტეი მწვალებელთა და წინა-აღმდგომთაი, და დააფუძნე რაი ექუსი სავანეი თვინიერ ლავრისა, გუნდნი მოღუაწეთანი მათ შინა დაამკვიდრე და განამრავლე მადლი სიბრძნითა საღმრთოითა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

სიწმიდითა განვლე რაი საწუთოი ესე, ნეტარო, დასნეულდი და წინაითვე გემცნო რაი ჟამი აღსრულებისა შენისაი, დაადგინე მამასახლისად ღირსი მოღუაწეი, და ყოველთა ამცნე უქცეველად დაცვაი წესთა მონასტრისათა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

დაყავ რაი ოთხი დღეი სარეცელსა ზედა, მწუხრსა შაბათისასა ეზიარე, ყოვლად ნეტარო მამაო, და შეჰვედრე რაი წმიდაი სული თვისი უფალსა, ანგელოზნი მისნი წინამძღუარ ექმნნეს და წარიყვანეს იგი ადგილსა განსასვენებელსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მტკიცეო მეოხო და ყოვლადქებულო შუამდგომელო ჩუენო, ღმრთისმშობელო, სასოო ყოველთა უსასოთაო, აწ ისწრაფე და განგუარინენ ჩუენ ცოდვასა, და გვიხსენ მოწევნადთა სენთა და ურვათაგან.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზეშთაეს ბუნებისა ჰშევ დაუსაბამოი, რომელ არს შემოქმედი, ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

წმიდასა გუამსა შენსა, ფრიად დამაშურალსა, გარე-მოადგენ მოწაფენი შენნი, გრაცხიდენ რაი შუა-მდგომელად წინაშე ღმრთისა და სიქადულად და ზღუდედ სჯულისა, აწ ჩუენცა გვასხურე ცუარი მადლისა შენისაი, და დაგვიფარე ყოვლისაგან ბოროტისა.

ღირსო მამაო საბა განწმედილო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

მსწრაფლ განითქუა რაი სიკუდილი შენი გარემოთა მათ ქუეყანათა, შეკრბა სიმრავლეი მონაზონთაი და ერისკაცთაი, ღირსო, და მოვიდნენ მთავარებისკოპოსი და ებისკოპოსნი წმიდისა ქალაქისა წარჩინებულთა თანა, რაითა მიაგონ პატივი სიწმიდესა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

წმიდაი ნეშტი შენი დაკრძალეს რაი ეკლესიასა მას დიდისა ლავრისასა, სადა იგი წინაით იხილე სუეტი ცეცხლისაი, ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაი, ღმერთშემოსილო მამაო საბა, და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკვიდრებად.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოე მისგან, რომელი ჰშევ შენ, რაითა მოსცეს ძლევაი და ხსნაი ერსა თვისსა უღლისაგან მტერთაისა, რომელნი დაუცხრომელად გადიდებენ.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღვდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: ღუაწლი კეთილი მოიღუაწე რაი, ღმრთივგანბრძნობილო მამაო საბა, ვითარცა ქუეყანისა ანგელოზმან და ზეცისა კაცმან, დიდებულად შეამკევ ეკლესიაი ცხორებისა ბრწყინვალებითა, რაისთვისცა `განწმედილი~ გიწოდეს და შეგრაცხეს რაი წმიდანად ეკლესიისა, აწ ყოველთა მოყუარეთა შენთა შეეწევი, და მადლსა და ლხინებასა მიანიჭებ მხურვალედ მვედრებელთა შენთა.

საქმენი შენნი, უცხოი და საკვირველ არს, ყოვლად ქებულო მამაო საბა, რამეთუ საცხოვრებელად მრავალთა მოღვაწეთა უდაბნოთა შინა ქალაქნი აღაშენენ – ღმრთივშუენიერნი და სულთა სარგებელნი, სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენენ წინაშე მისსა, რაითა განაშოროს ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და მოგვანიჭოს მადლი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოისა მიერ მადლისა, რომლისა მიერ განსდიდდი, ღმრთისმოყუარეო მამაო საბა, არა ხოლო თუ პალესტინეს, არამედ ყოველსა ქუეყანასა, და აჰა, აწ ჩუენცა ვიხარებთ სულითა და ვევედრებით განმადიდებელსა შენსა ქრისტესა, რაითა გარე წარგვხადოს ეშმაკთა კვეთებანი და განგვარინოს ღელვათაგან ცოდვისათა.

განსცხრების უდაბნოი იორდანისაი წმიდასა ხსენებასა შენსა, მამაო საბა, ნაყოფიერ ჰქმენ რაი რწყვითა მათ ცრემლთა შენთაითა, და ლავრაი შენი იქადის და მოგიგებს რაი აღმაშენებელად და ყოვლად ძლიერად მფარველად თვისად, მკვიდრნი მისნი მარადის ითხოვენ შენ მიერ შეწევნასა, და აწ ჩუენცა მათ თანა გიგალობთ და აღგძრავთ მეოხებად უფლისა მიმართ, რაითა განაქარვოს მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი და სიმხნეი და ერთსულობაი მოჰმადლოს ერსა ჩუენ ქართველთასა.

ჰოი, საჩინოთა მამათა შორის განბრწყინვებულო საბა განწმედილო, მამობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარე მფარველსა ჩუენსა – ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, შეგვეწიოს ჭირთა და საცთურთა შინა და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მადლსა და დიდებასა შევსწირვიდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

 

 ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო მამაო ჩუენო საბა განწმედილო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებლობისაო და მნათობო ყოვლისა სოფლისაო; დიდებაო კაბადუკიისაო და ქალაქ-მყოფელო უდაბნოისაო; მონაზონთა კანონო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, მამათა თავო და ღირსთა შუენიერებაო, ყოვლად ნეტარო საბა, დიდითა მოღუაწებითა შენითა ღირს იქმენ რაი მოღებად პატივსა მთავართა თანა ზეცისათა, ჭეშმარიტად იხარებ ნათლითა გამოუთქუმელითა, და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არაი გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, და წარვწყმდებით რაი ურიცხუთა ცოდვათაგან, მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, რაითა თანა-წარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და ძალი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რაითა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. მრავალ-შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, მოღუაწეთა სიქადულო და მონაზონთა დიდებაო საბა განწმედილო, არა ხოლო თუ მკვიდრ ხარ შენ ზეცისა, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწეი და მეოხი წინაშე ღმრთისა, აწ ჩუენცა აღგძრავთ ვედრებად მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

 

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო საბა, და ზეცით მოიღე რაი მადლი სათნოებისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და სათნო-ეყავ რაი ზეცათა მეუფესა, ღირსო, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა გვიხსნნეს სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა საბა განწმედილისაითა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.

 

შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა