მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდისა დიდისა მოწამისა რაჟდენისი

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი. ხმა 8


 ხენეშისა სარკინოზებისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთუალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოის მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოლთა, რაითა მეოხებითა მისითა ვიხნნეთ განსაცდელთაგან.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 ხენეშისა სარკინოზებისა დამტევებელსა და ჭეშმარიტებისა გზათა მავალსა, ქრისტესთვის მრავალთა ჭირთა მიმთუალველსა, მოწამეთა შორის საჩინოსა, საქართველოის მნათობსა, დიდსა მოწამესა რაჟდენს შევასხმიდეთ, მორწმუნენო, ძნობითა საღმრთოლთა, რაითა მეოხებითა მისითა ვიხნნეთ განსაცდელთაგან.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობა 1 უგალობდითსა

 

  ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ცნობაი განმინათლე, ქრისტე ღმერთო, რაითა ღირსებით უგალობდე ღუაწლისა მძლესა რაჟდენს და ვაქებდე სიწმიდით ღუაწლთა მისთა და ვიტყოდე: გიგალობთ შენ, ღმერთსა საკვირველსა.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  მსახურთა მათგან ცეცხლისათა დღეს გამოსჩნდი ცეცხლად მოტყინარედ ღმრთისა მიერ, ღირსო, და აღაგზენ სახმილი გულსა შენსა, ნეტარო, ცეცხლისა მის საღმრთოისა, ამისთვის ყოველნი გადიდებთ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  შჯულისა მისგან მამულისა და მსახურებისა მეფისა, იქმენ მსახურ, ღირსო, ქრისტეს ღმრთისა, ნეტარო, შენ, რაჟდენ დიდებულო, და შემდგომად ამისა სისხლი შენი მისთვის დასთხიე.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  შემაძრწუნებს, ქრისტე, საიდუმლოი შენისა მის განკაცებისაი, რამეთუ თავს იდევ ღმერთმან და მეუფემან ქალწულისაგან შობაი, რაითამცა იხსენ სოფელი მტერისაგან წინააღმდგომისა.

 

 

გალობა 3 განძლიერდასა

 

  ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  რაჟამს მოიწია უშჯულოი მძლავრი, ნებსით მიხუედ, ნეტარო, რაითა სრულ-ჰყო ღვაწლი წამებისა შენისაი, რომლითაცა იქმენ ქრისტეს მოწამე.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გსუროდა მიღებად გვირგვინი იგი წმიდათა მოწამეთაი და შენცა ისწრაფე შესუმად ბარძიმი წამებისაი, რომელ არს მეუფისა ქრისტეს ღმრთისა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  განშიშულდი ქრისტესთვის, საგალობელო, რაჟდენ ღმერთშემოსილო, და იგუემე მისთვის, რომელმან ჯუარსა ზედა ვნებაი დაითმინა ხორცითა ჩუენთვის.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მთად გიწოდა დიდად პირველ დანიელ და მთად ჩრდილოდ ამბაკო და მთად შეყოფილად დავით, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ გვიშევ ღმერთი უფალი.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  ვითარცა მხნედ მოღუაწესა და მხედარსა ძლიერსა ყოველთა მეუფისა ქრისტესსა ფსალმუნისაებრ უღაღადებდეთ: გიხაროდენ, მოწამეთა შუენიერო სამკაულო, გიხაროდენ, ვარსკულავო ეკლესიათა განმანათლებელო და ზღუდეო და ნავთსაყუდელო შენდა მოვლტოლილთაო, დიდო მოწამეო დიდებულო რაჟდენ, მგალობელნი შენნი გახსნენ ყოვლისაგან ვნებისა უცხოისა და ყოვლისაგან ჭირისა.

 

 

გალობა 4 მესმასა

 

  ძლისპირი: მესმა, უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  შეგბეჭდეს ხელითა და ფერით უღმრთოთა მათ, ნეტარო, და ძვირისმოქმედებრ მიგცეს საპყრობილესა მართალი უშჯულოთა უარისმყოფელთა, ხოლო შენ სძლე და ღაღადებდი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გუემასა მისნცა ხორცნი თვისნი მოწამემან რაჟდენ და ითრევდეს უწყალოდ უღმრთონი იგი, ვითარცა რაი მხეცნი ნადირებრ იბრდღუენდეს ღირსსა მას, ხოლო იგი იტყოდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  მოვიდეს კაცნი მსახურნი ქრისტეს მორწმუნენი და გამოითხოეს მოწამე ქრისტესი მძლავრისა მისგან საპყრობილით თავსმდებობით, ხოლო იგი იტყოდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ქალწულად და დედად უაღრეს ცნობათა იხილვე შენ, ყოვლადწმიდაო, რამეთუ შენგან იშვა ქრისტე ღმერთი და კაცი, რომელსა მხედრობაი ანგელოზთაი უგალობს, დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.

 

 

გალობა 5 ღამითგანსა

 

  ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ, რამეთუ სხუაი ღმერთი არა ვიცით.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  რაჟამს იგი, ნეტარო, ღირს იქმენ გუემასა ქრისტეს სახელისათვის და მოელოდი გვირგვინსა აღთქუმისა შენებრ მოწამეთასა, რაჟდენ საგალობელო, ყოვლადვე არა თავს-იდევ, ღირსო, მოღებად გვირგვინი იგი ქუეყანისაი.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გნატრიდა, სანატრელო, მეფე იგი მორწმუნე, რაჟდენ ღმერთშემოსილო და გეტყოდა შენ ესრეთ: რაითა მეოხ მეყო მე წინაშე უფლისა, ვითარცა, გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, მეოხებად მაქებელთა შენთა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  იჯმენ შენ, სანატრელო, სოფლით და წარხუედ სახიდ თვისად, მოწამეო, შენ შესლვად ზეცისა სასუფეველსა ქრისტესგან, რამეთუ დაუტევე ცხორებაი საწუთოისა ამის და უხორცოთა თანა ჰსუფევ სასუფეველსა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მუცლად-იღე უფალი, შემოქმედი და დამბადებელი ყოველთაი, ამისთვის ნათესავნი კაცთანი გნატრიან შენ, უბიწოო, და წესნი უხორცოთა ზეცისა წესთმთავრობათანი დედასა ღმრთისასა გადიდებენ.

 

 

გალობა 6 ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა წმიდათაითა.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  რაჟამს მოვიდა შენ ზედა, სანატრელო რაჟდენ, სიმრავლე უშჯულოთა მათ სპარსთა მხედართაი, ხოლო შენ მსგავსად მხსნელისა არქუ მათ, ვითარმედ რომელსა-იგი მეძიებთ, აჰა, მე ვარ რაჟდენ, მაშინ შეგიპყრეს, ღირსო, უწყალოდ და გცემდეს თავსა შენსა.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გეტყოდა შენ მეუღლე, სანატრელო, ვითარცა იგი ოდესმე იობ მართალსა, უარ-ყავ ქრისტე და ჰმონე შჯულსა პირველსა, რაითა არა მოჰკუდე უწყალოდ უშჯულოთაგან, ხოლო შენ, ღირსო, ყოვლადვე არა შეიწყნარე სიტყუაი მისი.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

 არქუ შენ დედაკაცსა მას, რომელი გეტყოდა აღსაარებად შჯულისა ცეცხლისა მსახურთაისა, განმეყენე ჩემგან და წარვედ, უგუნურო, მართლ-უკუნ, ეშმაკო, და ნუ მაცთუნებ მე, ვითარცა პირველ ადამს ევაი, რამეთუ სასოდ ჩემდა არს და სიქადულ ქრისტე ღმერთი ჩემი.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 

  გჳჴსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი. ხმა დ

 

 მწყემსისა ჭეშმარიტისა შედგომილო, და სუფევისა მისისა საღმრთოსა ზიარო, მონაო სარწმუნოო, და მსგავსად მთიებისა საჩინოო მნათობო, სასურველისა შენისა ქრისტესა შეწირულო, დიდო მოწამეო რაჟდენ, გვიოხენ ჩუენ მაქებელთა შენთა.

 

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: ეკლესიასა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრალისათა.

 

 მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.

 

 მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ამას გამცნებ თქუენ, რაითა იყუარებოდით ურთიერთას. უკუეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თვისთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთვის სძულთ თქუენ სოფელსა. მოიხსენეთ სიტყუაი იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაი უფროის უფლისა თვისისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ, უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათვის, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაიმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათვის. რომელსა ვსძულდე მე, მამაიცა ჩემი სძულს. უკუეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაიმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაიცა ჩემი. არამედ რაითა აღესრულოს სიტყუაი იგი, რომელი შჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინისმცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაი, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთვის. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. ამას გეტყოდე თქუენ, რაითა არა დაჰბრკოლდეთ. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაითა ყოველმან, რომელმან მოგწყვიდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა დიდისა პირველმოწამისა რაჟდენისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 რაჟამს წოდებასა შენსა ერჩდი ღმრთივგონიერებით, იქმენ ახალ აბრაამ, ყოვლადბრძენო, რამეთუ გამოსრულმან ქუეყანისა და ნათესავისაგან, გამოსლვაიცა მოისიბრძნე მამულთაგან საცთურთა, რომლითა მასპინძელ-ქმნაი უხილავსა შინა სახლსა ღმრთისა სახესა მოიღე სამგუამოვნებისა ერთუფლებისა, რომლისა რწმუნება შეგერაცხა სიმართლედ, რაჟდენ, საღმრთოო მოწამეო, მას ევედრე ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვლით პატივისმცემელთათვის ხსენებისა შენისათა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7 კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ვითარცა მხსნელი ჩუენი შეკრული მიიყვანეს კაიაფაისა მღდლისა, ხოლო შენ, სანატრელო, შეკრული მიგიყვანეს მძლავრისა მის და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  შემუსრა პირი შენი უშჯულომან მძლავრმან, ვიდრე კბილთა შთაფხურადმდე, ხოლო სარწმუნოებაი შენი ვერ მიგიღო, არამედ იტყოდე: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  ერთა მათგან მსაჯულთა დაისაჯე უმსჯავროდ, ნეტარო მოწამეო, რაჟდენ, ღუაწლისა მძლეო, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე იღუაწე და იტყოდე: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განკურნენ, ღმრთისმშობელო, მოსავნი შენნი და რომელნი საფარველსა შენსა მოივლტიან, რამეთუ შენ ხარ, ყოვლადწმიდაო, სულთა და ხორცთა ჩუენთა მკურნალი და მაცხოვარი.

 

 

გალობა 8 აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ და ამაღლებენ მას უკუნისამდე.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  სიმხნით იღუაწე, წმიდაო, და კადნიერად ეტყოდე მძლავრსა მას, რომელი გეტყოდა თაყუანისცემად ცეცხლისა და ლიქნით გითქუმიდა სიმდიდრესა ქუეყანისა წარმავალისასა: პატივი შენი გინებად შემირაცხიეს და აღვიარებ ძესა მამისა თანა, სულით წმიდითურთ და აღვამაღლებ მას უკუნისამდე.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ვითარცა რაი უფალი ნებსით თვისით დაემსჭვალა ჯუარსა ზედა, შორის ორთა ავაზაკთა, ცხორებისათვის ჩუენისა, ხოლო შენ, მოწამეო, მსგავსად მისა მოეკიდე ძელსა, შორის ორთა ძვირისმოქმედთა და ესრეთ ღაღადებდი: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით და ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  რაჟამს უბრძანა მძლავრმან მან, სტრატიოტთა მათ სცეს რაი ისრით წმიდასა გულსა შენსა, რაჟდენ, ღუაწლის-მძლეო, ხოლო შენ, სანატრელო, შეჰვედრე სული შენი ქრისტესა მეუფესა, დამბადებელსა და მხსნელსა ყოველთასა, და ხმა-ყავ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

  ხორციელად გამოსახვითა, და პირად-პირადითა იგავითა და სახის-მეტყუელებითა და მოსწავებითა წინაისწარმეტყუელებდეს შობისა შენისათვის ღმრთისმეტყუელნი, ზესთა ბუნებისა და საკვირველებისა, ამისთვის სიხარულით გიგალობთ, ღმრთისა დედაო, და ძესა შენსა აღვამაღლებთ უკუნისამდე.

 

 

გალობა 9 ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ვითარცა აღესრულე შენ, ღუაწლითა კეთილითა, ქრისტეს ღმრთისათვის, სანატრელო, ღმერთშემოსილო რაჟდენ, მაშინ გარდამოავლინა ღმერთმან ბნელი წყუდიადი, მსგავსად დღისა მის უფლისა ჯუარ-ცუმისაისა და ქარი იგი სასტიკი მტერთა მათ შენთა ზედა, რომელსა მორწმუნენი გალობით უგალობთ.

 

  წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  შეძრწუნდეს უღმრთონი იგი, რაჟამს მოიხილეს სასწაული დიდი შენ ზედა, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, და შიშით ივლტოდეს, ვითარცა მცუელნი პირველად, ხოლო კაცთა ღმრთისმსახურთა და მღდელთა დაკრძალეს გუამი შენი, ნათლითშემოსილი, რომელსა ჩუენ, მორწმუნენი, გალობით უგალობთ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  მოეცნეს ნაწილნი შენნი მღდლისა მიერ უწყებითა შენ მიერითა მეფესა მორწმუნესა, დედუფალსა ღმრთისმსახურსა, სანატრელო რაჟდენ, რომლითა აღვივსენით, ყოველნი სიხარულითა და ღუაწლსა მას შენსა ყოველნი მორწმუნენი გალობით უგალობთ.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მოწყალე მექმენ, მაცხოვარ, რაჟამს დასჯდე განსჯად ყოველთა დაბადებულთა და დაივიწყენ ბრალნი და სიმრავლენი უშჯულოებათა ჩუენთანი, ღმერთო კაცთმოყუარეო და უცოდველო, რომელმან ჯერ-იჩინე შობაი ქალწულისაგან და ნუ მსგავსად ჩემთა მათ წარმდებთა მომაგებ.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: სარწმუნოებისა ჭურსა, ქრისტეს მეუფისა მხედარსა, შუენიერსა მას სიკეთითა წამებისა ბრწყინვალებითა, რაჟდენს ახოვანსა და უძლეველსა, მორწმუნენო, გალობით ვადიდებდეთ.

ჰოი, სასწაული საკვირველთა, რამეთუ რომელი-იგი პირველ ცეცხლისა მსახურ იყო, იქმნა დღეს მსხუერპლ უბიწო ცეცხლისა მის საღმრთოისა და შესწირა თავი თვისი ქრისტესა, საკუერთხად წმიდად, მოწამემან რაჟდენ და აწ ანგელოზთა თანა მოქალაქობს და მეოხ არს სულთა ჩუენთათვის წინაშე ღმრთისა.

რაჟდენს ერთობით, მორწმუნენო, ყოველნი პატივ-ვსცემდეთ, ქრისტეს აღმსარებელსა და პირველსა მოწამესა ქართველთასა, რომელი-იგი ქალდეველთა ქუეყანით, ვითარცა მთიები ბრწყინვალე, გამოჩნდა და წამებისა სისხლითა განანათლა ეკლესიაი და მეოხ არს სულთა ჩუენთათვის წინაშე ღმრთისა.

ძვირისმოქმედთა შორის სიკუდიდ დასჯილი ვისმე გამსგავსო თვინიერ მზისა ღმრთისა, კავშირთ განხსნასა შენსა ვითარ პატივ-ვსცე, რომელსა პატივ-სცა მზის დაბნელებით ღმერთმან.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა მუხლთმოდრეკით სათქუმელი

 

  ჰოი, ყოვლადდიდებულო ღმრთივგვირგვინოსანო პირველმოწამეო რაჟდენ, ანგელოზთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებლო და წყალობათა მომნიჭებელო;

ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ქრისტეს პირველმოწამეო რაჟდენ, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაითა განაბრწყინვე ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლადგანათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი,სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტესმოყუარენი და სამხედრო განწესებაი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე; ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მომანიჭოს მადლი და წყალობაი თვისი აურაცხელი;

ჰოი, ყოვლადქებულო და პატივცემულო წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულებითა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიხსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ხორცითა, რაითა სასუფეველისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურხევდეთ შენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთანო, წმიდაო პირველმოწამეო რაჟდენ, ყოვლითურთ მსასოებელნი მოვივლტით შენდა, ვინაითგან სისხლი დასთხიე ქრისტეს სიყუარულითა. კადნიერებაი გაქუს მის წინაშე, მას ევედრე, სანატრელო, რაითა უვნებელად დავიცუნეთ ყოველთა განსაცდელთაგან, სულიერთა და ხორციელთა და ღირს-ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და შენთანა ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).