მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
მთავარანგელოსისა რაფაელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

  ზეცისა მჴედრობათა მთავარანგელოსო რაფაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა შენითა შემზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსენ ჩუენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ზეცისა მჴედრობათა მთავარანგელოსო რაფაელ, გევედრებით უღირსნი ესე, რაჲთა მეოხებითა შენითა შემზღუდნე ჩუენ საფარველითა ფრთეთა შენთათა, და უჴორცოსა მის დიდებისა შენისა მიერ დაცულნი შეგივრდებით, და ჴელ-აღპყრობით გიღაღადებთ, ღელვათა და განსაცდელთაგან გჳჴსენ ჩუენ, დიდო მთავარო ზეცისა ძალთაო.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

 ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.


წმიდაო ანგელოსო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


არსთა მფლობელო ღმერთო, და ანგელოსთა შემოქმედო, აღახვენ ბაგენი ჩუენნი ღირსად გალობად და ვედრებად უსხეულოთა ძალთა.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


არსთა მფლობელო ღმერთო, და ანგელოსთა შემოქმედო, აღახვენ ბაგენი ჩუენნი ღირსად გალობად და ვედრებად უსხეულოთა ძალთა.


ბრწყინვალებითა წმიდისა სამებისათა განათლებულო ანგელოსო განგვაბრწყინვე სულითა, დაბნელებულნი ესე გევედრებით.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


არსთა მფლობელო ღმერთო, და ანგელოსთა შემოქმედო, აღახვენ ბაგენი ჩუენნი ღირსად გალობად და ვედრებად უსხეულოთა ძალთა.


გუნდნო ანგელოსთანო, რომელნი გალობით ღუთივ-შუენიერად ადიდებთ უფალსა, გევედრებით მოგვიხსენეთ ჩვენცა წინაშე საყდრისა მისისა.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


არსთა მფლობელო ღმერთო, და ანგელოსთა შემოქმედო, აღახვენ ბაგენი ჩუენნი ღირსად გალობად და ვედრებად უსხეულოთა ძალთა.


დიადითა გვირგვინითა და სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკობილო დედოფალო მარიამ, წმიდათა ანგელოსთა ოხითა პორფირებრ დაგვიფარენ.

 

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთა ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთა, და გადიდებს სული ჩემი.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ექუს ექუსფრთენო სერაფიმნო, მრავალთუალნო ქერუბიმნო, ემმანუილს ევედრენით, რათა განგვანათლოს ელვარებითა.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ვარსკვლავთა უმრავლესო, და მნათობთა უბრწყინვალესო ანგელოსო, ვედრება ჩუენი ისმინე, რათა ვგალობდეთ შენ თანა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ზე აღმავალნო მარადის ზესთა ბუნებისა ტრფიალებითა, ზოგადსა მეუფესა ევედრენით, რათა ვიხსნეთ ზრუნვათაგან ამაოთა ქვემეთრევნი ესე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჰოი, დედოფალო მარიამ, ანგელთსთაგან სიხარულევანო, მათ თანა ევედრე ძესა შენსა, რათა ერთბამად უგალობდეთ მეუფესა მისსა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

  მეოხო მხურვალეო და შუამდგომელო მორწმუნეთაო, მცველო და მფარველო სულთა და ხორცთა ჩუენთანო, დიდებულო ანგელოსო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რათა მოანიჭოს სოფელსა მშვიდობა და პატივის-მცემელთა თქუენთა დიდი წყალობა.

 

 

გალობაჲ 4, მესმასა

 

  ძლისპირი: მესმა უფალო განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


თუალთ-შეუდგამისა ნათლითა გაბრწყინვებულო წმიდაო ანგელოსო თვითეულსა ჩუენგანსა გუფარევდით, ვითარცა განაჩინა უფალმან.


წმიდაო ანგელოზო რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ისმინე ვედრება ჩუენი მცუელო ჩუენო ანგელოსო და ისართა მათგან განხურებულთა იხსენი სულნი ჩუენნი, რათა იხარებდე ჩუენ თანა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


კრებულნო წმიდანო ანგელოსთანო, კრძალულებით გევედრებით კრულებათაგან ბრალთა ჩუენთასა გვიხსენით ყოვლად-დიდებულნო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ლიტანიობენ პირსა შენსა ანგელოსნი, დიდებულო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინე ოხითა მათითა ქალწულო.

 

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ-ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


მიქაელ და გაბრიელ მთავარ-ანგელოსნო მცუელ და მფარველ გვექმნენით სულით და ხორცით გევედრებით.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ნათელნო მეორენო, პირველისა მის ნათლითა განბრწყინვებულნო ანგელოსნო, ნისლი ცოდვათა ჩუენთა განსდევნეთ წმიდანო.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ჰინდო ბნელი ეშმაკნი განიოტენი ჩუენგან, მცხინვარებითა თქუენითა ანგელოსნო, ყოვლად-ბრწყინვალენო და ღვთივ-მშვენიერნო.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ოსანნასა გალობითა გაქებენ წმიდანი ანგელოსნი ქალწულო მარიამ, ოხითა მათითა შეგვიწყალენ, დედოფალო.

 

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო მეოხებითა ანგელოსთათა.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


პირისპირ უგალობ პირველსა მას ნათელსა წმიდაო ანგელოსო, პატივის-მცემელი შენნი შეგვიწყალე, გევედრებით.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ჟამსა სულთ-ბრძოლისა ჩუენისასა გამოგვიჩნდი, ანგელოსო მშვიდობისაო, და სიტკბოებით შეივედრე სულნი ჩუენნი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


რომელმან შეგქმნა შენ ანგელოსო სულად სიტყვიერად და გონიერად, მას ევედრე შეწყალებად ჩუენდა რაჟამს მოვიდეს დიდებით.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


სერაფიმთა უწმიდესო მარიამ, სულნი ჩუენნი შეიწყალენ რაჟამს საყვირსა სცემდენ საშინელად წმიდანი ანგელოსნი.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი. ხმა 1

 

  მთავარ-ანგელოსო ღუთისაო, მსახურო საღმრთოსა მის დიდებისაო, ანგელოსთა-მთავარო და წინამძღვარო შეცდომილთაო, უმჯობესისა ჩუენცა გვიოხე დიდისა მის წყალობისა უხორცოთა ძალთა ერის მთავარო.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 მგალობელთა: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 დიაკონმან:  აქებდით უფალსა ყოველნი ანგელოსნი მისნი.

 

 მგალობელთა: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 დიაკონმან: რომელმან შეჰქმნა ანგელოსნი მისნი სულად.

 

 მგალობელთა: და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება მათესი

 

  რქუა უფალმან: ეკრძალენით ნუ უკუე ვინმე შეურაცხ-ყვნეთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყვი თქუენ რამეთუ ანგელოსნი მათნი ცათა შინა, მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხოვრებად წარწყმედულისა. რაჲ სარგებელ-არს კაცისა უკეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს, ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თჳსისა. რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისა დიდებითა მამისა თჳსისათა ანგელოსთა მისთა თანა და მაშინ მიაგოს კაცად კაცადსა საქმეთა მათთაებრ.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა რაფაელ მთავარანგელოსისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფ ოხასა წმიდათა ანგელოსთა შენთასა, ყოვლად-მოწყალეო უფალო, რომელნი უმოსწრაფეს ელვისა აღმასრულებელ-არიან წამის ყოფისა შენისა, არამედ შუამდგომელობითა მათითა მოანიჭე მეფესა ჩუენსა ძლიერება, სოფელსა მშვიდობა, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა ზეციურისა ძალთა მთავარანგელოზ რაფაელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ყრმანი ებრაელთანი სახმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ტრფიალო ღუთისა სიყუარულითა, ტკბილად მგალობელო ანგელოსო, ყოვლად-ტკბილსა იესოს ევედრე, რათა ტაძრად სულისა გამოგვაჩინოს, ტრედის სახედ გამოჩინებულისა.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


უფლებაო, ძალო და ხელმწიფებაო, რომელი უფალსა საბაოთსა უგალობ ძლევისა გალობასა, მას ევედრე ზიარ-ყოფად ჩუენდა, უღირსნი დიდებასა თვისსა გამოუთქმელსა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


ფრთებითა დაიფარავთ პირსა თქუენსა სერაფიმნო, და სამწმიდაარსებით უგალობთ ყოვლადწმიდასა სამებასა, წინაშე მისსა მოგვიხსენეთ ჩვენცა ფრიად ცოდვილნი ესე გევედრებით.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ქალწულისა მარიამს ცისა და ქუეყნისა დედოფალსა, ევედრენით წმიდანო ანგელოსნო, რათა მეოხებითა ქრისტეს მიმართ და ერთბამად სახიერებასა მისსა.

 

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: მეუფესა კაცთასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოსთანი უგალობდით და უფროსად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ღუთისა ბრწყინვალებითა განათლებულო წმიდაო ანგელოსო, გვიოხ ჩუენცა ღირს-ყოფად ღუთივ-მშუენიერისა დიდებისა მისისა ხილვად.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ყოველნო ზეცისა მხედრობანო, ყოვლად-ელვარებითა თქუენითა განგვანათლენ სულით და ხორცით ყოველნი სარწმუნოებით მვედრებელნი თქუენნი.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


შარავანდედითა მცხინვარებისა თქუენისათა განგვაბრწყინეთ ანგელოსნო შვილნი ეკკლესიისანი, და შეერთებულნი თქუენთანა ვიშუებდეთ უკუნისამდე.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჩუენ უღირსნი მონანი ანგელოსთა-თანა გაქებთ, და გევედრებით, მარიამ, ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა, შეგვიწყალენ ღუთის-მშობელო.

 

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხროშელად გადიდებთ.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ცხრა დასნო ანგელოსნო, სერაფიმნო, ქერუბიმნო და საყდარნო, ცოდვილნი ესე გევედრებით რათა ცათა შინა სუფევასა ღირს-ვიქმნეთ მადლითა თქუენითა.


წმიდაო ანგელოზო, რაფაელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.


ძალო, უფლებაო და ხელმწიფებაო ძლიერო ძალია, ძალგვეცით, რათა სათნო ვეყვნეთ მეუფესა ძალთასა და უგალობდეთ სახიერებასა მისსა.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


წმიდაო მთავარო, მთავარ-ანგელოსო და ანგელოსო, ევედრე წმიდასა სამებასა, რათა ჩვენცა ყოველთა წმიდათა თანა წმიდაარსობით უგალობდეთ სურვილით წადიერნი.


აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


ჭვირობად გულის-სათქმელო უბიწოო დედოფალო, მცუელი ჩუენი ანგელოსი მოგვივილინე, რათა წარგვიძღვეს ჭეშმარიტისა მიმართ ნათლისა და გადიდებთ შენ დედაო ნათლისაო.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

(აღესრულება კმევა)

 

 მკითხველმან: ქერუბიმთაგან თუალთ-შეუდგამო, და სერაფიმთა მიერ სამწმიდა-არსობით საგალობელო ყოვლად-წმიდაო სამებაო, ყოველთა მათ ანგელოსთა მადლითა სათნო-ყოფად გამოგუაჩინე ღუთაებისა შენისა.

ხმითა ყოვლად-ტკბილითა ალლილუიასა გიგალობენ ანგელოსნი, მამაო ზეცათაო, ოხითა მათითა გვასმინე ხმა იგი კურთხეულისა შენისა და მათ თანა ღუთივ-შვენიერსა გალობასა ღირს-მყვენ.

ჯუარს-ეცუ რა ხორცითა, ძეო ღუთისაო, განცვიფრდეს ანგელოსნი, ხოლო დრაქმისა პოვნითა განამხიარულენ იგინი, შუამდგომელობითა მათითა გევედრებით, ჯერ-იჩინე სიხარულისა შენსა ყოფა ჩუენი მეუფეო.

სუფევ წმიდათა ანგელოსთა შორის, სულო ყოვლად-წმიდაო, რომელმან მოციქულნი განანათლენ ცეცხლისა ენების სახედ, ჩუენცა გვიძღოდეს ქუეყანასა წრფელსა, და ყოველნი ერთბამად გადიდებთ თანა-სწორსა მამასა და ძესა.

ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელთ ქალწულო, მცველისა ჩუენისა ანგელოზისა თანა გევედრებით, სათნოება მოგუმადლე, და წინამძღურებითა მისითა მივიწივნეთ ყოვლად-საწადელსა დიდებასა ღუთისასა, და ვგალობდეთ დაუცხრომელად.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ყოვლად-ბრწყინვალენო ანგელოსნო, ნათელნო მეორენო, მახლობელნო ღუთისანო, შუამდგომელნო კაცთანო, უცდომელნო წინამძღვარნო, მფარველნო მვედრებელთა თქუენთანო, ნათლითა მცხინვარებისა თქუენისათა სულთა ჩუენთა განმანათლებელნო, და ელვითა სიწმიდისათა, მთავართა ბნელისათა წარმდევნელნო და უჩინო-მყოფელნო. ყოვლად განათლებულნო წმიდანო ანგელოსნო, ძლიერნო ძალითა, განაძლიერეთ ღუთივ-დაცული ერი ჩუენი, აღამაღლეთ პატივითა უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამა ჩუენი ილია, და ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გევედრებით ყოველნო უსხეულნო ძალნო, საფარველითა ფრთეთა თქუენთათა დაგვიფარეთ ყოველნი სულით და ხორცით, ხილულთა და უხილავთა მტერთა ჩუენთაგან. ყოვლად დიდებულნო მთავარ-ანგელოსნო მიქაილ და გაბრიელ და მცუელო ჩუენო ანგელოსო, დაიბანაკეთ ჩუენთანა და გვიძღოდეთ ყოველთა მცნებათა ღუთისათა აღსრულებად და უკანასკნელსა დღესა მშვიდობით და სიტკბოებით შეივედრეთ სულნი ჩუენნი, ხოლო მეორედ მოსვლისა ჟამსა მეოხ გვეყვენით წინაშე მართლმსაჯულისა იესოსა, რათა ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა და თქუენ თანა უგალობდეთ, ვაქებდეთ და ვადიდებდეთ ყოვლად-წმიდასა სამებასა. რომელსა ჰშვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  ხოლო წმიდათა ანგელოსთა ხატისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა მცველად და მფარველად მოგვიგიეთ წმიდანო ანგელოსნო, და ხელმწიფება გაქუსთ განთავისუფლებად ჩუენდა ყოველთაგან ვნებათა და ვერაგობათა მტერისათა. ვინაცა გევედრებით დაგვიფარეთ საფრხეთაგან ეშმაკისათა და წარგვიძეხით ცხოვრებისა მიმართ საუკუნოსა, რათა ვადიდებდეთ ყოვლად სახიერსა და კაცთ-მოყუარესა ღმერთსა.

დედოფალო მოხედენ ვედრებასა ქრისტიანეთასა და წმიდათა ანგელოსთა მფარველობითა გვიხსენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან.

 

ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი