მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
საკჳრველსა შენსა მფარველობასა, პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგჳხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მჴურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძუელად აჩუენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგჳტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქუს შენ დაფარვაჲ და დაცვაჲ მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჵ, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხუად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყუარულითა მისდა მოლტოლვილთა, ამისთჳს ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ჴორცით განმკურნე, მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსესმან, რომელმან გამოსახა სახე ჯუარისა და განუპო ზღუა მეწამული და ისრაელი ი სნა განმავალად, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
თაყუანისსაცემელისა ხატისა შენისა დიდებულებათა ქებისმეტყუელებად განმზრახველი ენითა ნივთიერითა და ბაგეთაგან მწიკულევანთა, მოქენე ვარ ცეცხლისსახისა მის მარწუხისა, რომლისა ღირს-იქმნა ესაია, დედაო ღმრთისაო, უქორწინებელო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
სიმტკიცესა და მადლსა ჭეშმარიტსა და წყალობასა უშურველად აღმოაცენებს ხატი შენი, ვითარცა წყაროჲ დაუწყუედელი, და დაშრეტს იგი ნაკუერცხალთა ჭირთასა, ქალწულო, ცუარითა მით შენისა სახიერებისაჲთა, და განახარებს გულთა ყოველთასა.
დიდებაჲ
მოსაწევნელთაგან მტანჯველთა განგუათავისუფლენ ჩუენ და საშინელთა სენთაგან, ქალწულო, და – ცხორებასა ამას შინა განსაცდელთაგან, რომელნი ესე მოშიშებით შევუვრდებით თაყუანისსაცემელსა ხატსა შენსა, შენმიერისა დიდებისა მფარველობითა განდიდებულსა, ყოვლადუხრწნელო.
აწდა
ზემოკერძო, ქალწულო, ბჭეთასა სათნო-იჩინე, მონასტერსა მას ივერთასა, დაცულობაჲ ღმრთისსახოვანისა შენისა ხატოვნებისაჲ, სადაჲთცა სეხნაობითად წოდებულ იქმენ პორტაიტისად, ვითარცა თჳთაღმთქმელი კარისმცუელი და წინამბრძოლი შენისა ამის სამწყსოჲსაჲ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
იჴსენ, უხრწნელო, ყოვლისაგან ჭირისა და კუეთებისა სამწყსოჲ ეგე შენი, მინდობილი შენდა, ქალწულო, და მეყსეულად დაჴსენ, გევედრებით, ყოველი განზრახვაჲ უსამართლოჲ ამას ზედა, ჰოჲ პორტაიტისაო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
შენსა ზედამდგომელობასა და დედობრივსა მადლსა და უმოწყალესსა განგებულებასა და შეწევნასა მარადის შევრდომილნი და შენსა ნაწილსა დამკჳდრებულნი ცხოვნებულ ვართ, ქალწულო პორტაიტისაო.
დიდებაჲ
ჭეშმარიტად, ვითარცა საღმრთოჲ სალხინებელი, გამოგჳჩინე ჩუენ, ქალწულო პორტაიტისაო, ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი კურნებასა მოვიღებთ, სიტკბოებითა შენითა, თანად სულთა და ჴორცთასა.
აწდა
საკჳრველად მოწევნულ იქმნების ხატი შენი, უხრწნელო, ძუელადვე ნიკეითგან ათონსა, სათნოჩენითა შენითა, და უზესთაეს მზისა გამოუბრწყინვებს ყოველთა შენთა მადიდებელთა შეწევნისა შენისა საბოძვართა.
გამოგჳჴსენ, ჰოჲ პორტაიტისაო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ვნებულებისაგან და ჭირთა და იწროებათაგან ჩუენ, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით მფარველობასა შენსა.
მოიხილე კეთილმოწლედ, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ-ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომაი, ხმაი 2
მეოხი მჴურვალეჲ და შესავრდომელი დიდი და მფარველი მტკიცე და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარ შენ, პორტაიტისაო, მათთჳს, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთჳსცა, იჴსენ იგინი ყოვლისაგან საბრჴისა, ვითარცა აღუთქუ მონათა შენთა, ყოვლადუბიწოო.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისა , რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამულნი ზეცას და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთ სცა წინა სწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდება , კაცთმოყუარე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ყოვლითა სულითა და გონებითა შევუვრდებით, ღმრთისმშობელო, სახიერებასა შენსა და ტირილითა გიღაღადებთ შენ: მოყავ ყური შენი ჴმათა ჩუენთა მომართ, უხრწნელო, და აღგჳსრულენ სათხოელნი ჩუენნი, ქალწულო პორტაიტისაო, ვითარცა ღმრთისა დედამან, კეთილმოწყალემან.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
თქუმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, ყოვლადუხრწნელო, სამკჳდრებელისა ამის შენისათჳს, აღასრულე, ქალწულო, ვითარცა მოწყალემან და ნუ განაშორებ სამკჳდრებელისა ამისგან მეოხებასა შენსა, რამეთუ ვცოდეთ, ქალწულო, გარნა დღეყოველ შენდამო განვაკუთნებთ სასოებათა ჩუენთა.
დიდებაჲ
განკურნენ სულიერნი ჩუენნი სატანჯველნი და კურნებულ-ჰყვენ სნეულებანი სხეულისანი, ძნიადსატჳრთველნი და ფიცხელნი, ქალწულო, და საღმრთოჲთა შიშითა განსწავლენ გონებანი ჩუენნი, პორტაიტისაო, აღსრულებად ნებათა ღმრთისათა.
აწდა
რჯულნი ბუნებისანი შენ შორის ახალცუალებულ არიან, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზესთა ბუნებისად და ახალმშუენად იყო ყოველი, რაჲცა შენდამო იქმნა და რამეთუ ზღუამანცა, დედუფლისა მტჳრთველმან, საკჳრველად მიუბოძა მონასტერსა იბერთასა ხატი შენი, უვნებელი განგებითად.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაჲსათჳს განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვა ჩემი გევედრები.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
რაჲსათჳს განბრწყინდა და განდიდდა დიდებული ხატი პირისა შენისაჲ, – ზესთა სიტყჳსა წმიდაჲ პორტაიტისაჲ? რამეთუ ვითარცა ოდესმე უცნაურად მოიწია იგი ჩუენდა ზღჳსა მიერ, ეგრეთვე უცნაურთა იქმს საკჳრველებათა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ჩუენ ზედა კადნიერებანი ეშმაკთანი დამჴობილ-ყვენ, ღმრთივმიმადლებულო, და ამაო-ყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად მთისა შენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, პორტაიტისაო, ვითარცა საკუთარისა.
დიდებაჲ
ჩუენ, მონანი შენნი, რომელთა გჳვი შენ, წმიდაჲ ეგე საფუძველი და შეურყეველი ეგე ღუზაჲ წმიდაჲ, შენდა მოვივლტით, რაჲთა განაქარვნე შენ მწიკულევანებანი განსაცდელთანი და გრიგალნი, ვითარცა ქაფნი ზღჳსანი.
აწდა
სავალისა მის მაცხოვარებისაჲსა და სინანულისა მის გზისა მიმართ მაცხოვნებელისა წარგუმართენ ჩუენ, ქალწულო, რომელნი მჴურვალედ მოვეახლებით მფარველობასა შენსა და შემდგომად აღსასრულისა კეთილნი მიუთხრენ ღმერთსა ჩუენსა ჩუენთჳს, ვითარცა აღთქუმულ არს შენ მიერ.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონა სებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
გჳვი შენ, პორტაიტისაო, ვითარცა ჭეშმარიტად უსასყიდლოჲ მკურნალი სხეულთაჲ და მაკურნებელი სულთაჲ. მივევლტით, ქალწულო, კეთილსახელოვანსა ხატსა შენსა და სარწმუნოებით მოვიღებთ მისგან ძღუენთა გულმოწყალებისა შენისათა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
უღელვოდ ღელვათა ზედა მცურვალი ხატი შენი პორტაიტისაჲ მოიწია ჩუენდა, ვითარცა ნავთსაყუდელი მაცხოვარებისაჲ, რომელი-იგი დამაცხრობელ არს საშინელთა მათ ღელვათაჲ და წინაგჳძღჳს ჩუენ დაწყნარებისა მიმართ ჭეშმარიტისა.
დიდებაჲ.
განმიღე მე კარი ცხორებისაჲ და გამომიტაცენ მე, დედუფალო, ბჭეთაგან ჯოჯოხეთისათა, რომელმან ინებე წოდებულყოფად, ვითარცა: „მეკარეჲ მონასტრისა იბერთაჲსაჲ,“ მოწლედ მომმადლებელმან ჩემდა მოკუეთასა თანანადებთა ჩემთა მრავალთასა.
აწდა.
ჭეშმარიტად განიწმიდა ზღუაჲ განცურვითა წმიდისა მის სახისა შენისაჲთა, ხოლო მონასტერმან იბერთამან შეიწყნარა იგი, ვითარცა სიმდიდრეჲ შეწევნისაჲ, და ყოველმან ათონმან დაიუნჯა იგი, ვითარცა ლამპარი სასოებისაჲ.
გჳჴსენ ჩუენ, ჰოჲ ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო პორტაიტისაო, ყოვლისა სავნებელისა, ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით დამფარველობასა მას შენსა.
უხრწნელო, რომელმან უკუანაჲსკნელთა მათ დღეთა შევ სიტყუაჲ მიუთხრობელითა მით წესითა, მეოხ-გუეყავ ჩუენ, ვითარცა მქონებელი დედობრივისა მის კადნიერებისაჲ.
კონდაკი. ჴმაჲ ბ.
ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთაჲ და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედუფალო!
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა..
მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: მოვიხსენო სახელი შენი.
მგალობელთა: ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახით თვისა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი, ჴმაჲ ბ. გუერდი: უვი შენ, ყოვლადუხრწნელო, დიდსა მას მთასა ათონისასა დიდად შესავრდომელად და შენითა გულმოწყალებითა გამომჴსნელად, რამეთუ შენ მიერ ჴსნილ არს იგი ყოვლისაგან იწროებისა, ხოლო პორტაიტისაჲ მღჳძარეჲ რეცათუ ისათნოვა მონასტერმან ივერთამან დიდებულმან, არამედ, ჰოჲ ღმრთივმიმადლებულო, მოგუეც ჩუენ ყოველთა მადლი შენი და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა, ქალწულო, ჩუენგან. ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ შენ მონანი შენნი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
მრავალფერთა სენთა მაკურნებელ არს და სულთა არაწმიდათა სდევნის მადლი ხატისა შენისაჲ, ღმრთისმშობელო, და ყოველი ენაჲ ამიერითგან შენ გადიდებს, პორტაიტისაო.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ძალი მოგუეც, ღმრთისმშობელო, დათრგუნვად მანქანებათა მტერისათა და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქჳ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისაჲსა.
დიდებაჲ.
ზეთი, ფქჳლი და ღჳნოჲ ვითარცა ოდესმე განამრავლენ მონასტერსა შინა შენსა, ეგრეთცა მოგუეც, უბიწოო, ყოველთა შენდა მვედრებელთა დედობრივისა შენისა გულმოწყალებისა მდიდარნი კურთხევანი.
აწდა.
დაიფარე სამკჳდრებელი შენი, პორტაიტისაო, ყოვლისა ვნებულებისაგან, რამეთუ შენდა მომართ მოლტოლვილ არს ყოველი ათონი ვითარცა დღეკეთილობათა შინა, უხრწნელო, ეგრეთცა იწროებათა შინა ცხორებისათა.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
მწუხრსა, ცისკარსა და შუადღისასა, დღესა, ღამესა და ყოველსა ჟამსა, და ყოველსა დროსა გევედრები შენ სულთქმითა და ცრემლითა და ამბორს-ვუყოფ შიშითა წმიდასა მას ხატსა შენსა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
განკურნენ ვნებანი გულისა ჩემისანი, განმინათლე გონებაჲ ჩემი დაბნელებული და ცხოველ-ყავ სული ჩემი მომკუდარი, და ძედ დღისა და მკჳდრად ნათლისა მაჩინე მე, დედუფალო.
დიდებაჲ.
შენ გაქებენ მწყობრნი ანგელოზთანი და გიგალობენ კრებულნი კაცთანი, და ქუეყანაჲ და ზღუაჲ, საკუთრად ყოვლადუბიწოო, ზესთქებისმეტყუელებენ წმიდასა შენსა ხატსა.
აწდა.
იხარებდე კარიბჭეო, ჴიდო და კიბეო მოკუდავებისაგან უკუდავებისა მიმართ, რომლისა მიერ წინმავალნი წიაღ-ვვალთ ცხორებისა ამის წყლოანსა ზღუასა და ქუეყანითგან ცისა მიმართ ვმაღლოით.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინე, ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა საძინებელსა შუენიერსა და ნათლიერსა, ყოვლადუბიწოო, ვითარცა საქორწინესა კეთილსუნნელსა, ვითარცა კეთილყვავილოვანსა მტილსა და კეთილმცენარესა სამოთხესა, ვითარცა სიწმიდესა გონებითსა, ვითარცა ოქროპორფიროვანსა კიდობანსა, ვითარცა სულიერსა ქუეყანასა და ვითარცა საყდარსა ცეცხლოვანსა, ეგრეთ ხატსა შენსა სახელს-ვდებთ.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
დაუცხრომელად ჰფარვიდე, უხრწნელო, განთქუმულსა ამას მთასა შენსა ყოვლითურთ, რომელიცა, ქალწულო, დღესა შინა და ღამესა კეთილმოშიშებით მტჳრთველ არს, პირსა ზედა და გონებასა შინა თჳსსა, წმიდისა მის სახელისა შენისა, რომელი-ეგე ამასვე შინა ჴელითა მდიდრითა მომნიჭებელ ხარ ზედამდგომელობისა მის შენისა საცნაურებათა.
ზესთაწმიდაო ღმრთისმშობელო შეგვეწიენ და გუაცხოვნენ ჩუენ.
ღმრთივაღმომცენარეთა ღუართა სულთა მზრდელთა ამათ და ტკბილთა ნაკადულთასა საიდუმლოდ აღმოადინებ მარადის, ვითარცა დაუწყუედელი წყაროჲ მაცხოვარებისაჲ და ყოველსა ამას სამწყსოსა შენსა რწყავ და განამხიარულებ წინაჲსწარმეტყუელებითად; გარნა აღსასრულისაცა შემდგომად წინაშე ძისა შენისა ჩუენ, ვითარცა დაუსჯელნი, წარგუადგინენ, უბიწოო.
დიდებაჲ.
ხატი შენი უხრწნელი და კეთილსახელოვანი, ქალწულო, ვითარცა მზ ზესთაბრწყინვალჱ, შენითა მით ცისკროვნებითა ზესთბუნებითად ელვარეობს წმიდისა მის მონასტრისაგან ივერთაჲსა მთასა შინა შენსა და ყოველსა ზედა სოფელსა, და საკჳრველებათა მათ აღმობრწყინებითა დაჴსნის იგი ღამესა მას ვნებათასა, ღმრთისმშობელო.
აწდა.
გევედრები, უბიწოო, რაჲთა დაჴსნა ნათლითა მით პირისა შენისაჲთა ნისლი ესე უკეთური გონებისაჲ, და მიჴსნა მე მძლავრებისაგან ბოროტისა, და ჟამსა მას სიკუდილისასა მიმიტაცო მე, ქალწულო, ჴელთაგან სოფლისმპყრობელისათა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: შეიწყნარენ, დედაო უბიწოო, საგალობელნი ესე, რომელთაცა ტაძარსა შინა შენსა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა, და მომეც ჩუენ მადლი ღირსებით თაყუანისცემად ყოვლადწმიდასა ხატსა შენსა, პორტაიტისასა:
მოიწია უცხოგუარად ხატი შენი მთასა ათონისასა და მიეცა იგი, ვითარცა საუნჯჱ, მონასტერსა ივერთასა, უბიწოო ღმრთისმშობელო, ამისთჳსცა ქებისვმეტყუელებთ საკჳრველებათა შენთა.
იხარებდე პორტაიტისაო, სიხარულო ანგელოზთაო და შეწევნაო ივერთა მონასტრისაო, რჩეულო მეოხო და მზრუნველო ყოვლისა სოფლისაო, ღმრთისმშობელობითო დამფარველობაო, ღმრთივდატჳფრულო სუეტო საჩინოო.
შენისა ჩუენდამო მეოხებისა სუეტად საჩინოდ, ღმრთივდატჳფრულად ჰგიეს ხატი შენი, ღმრთისმშობელო. ამისთჳსცა ყოველი ათონი გიგალობს და გადიდებს შენ, პორტაიტისაო!
დაიფარე მონასტერი შენი ყოვლისაგან რისხჳსა და სავნებელისა, ქალწულო, და ცოფისაგან მჴდომისა, და ჟამსა განსჯისასა დაუსჯელად დაგჳცევ ჩუენ, ღმრთისმშობელო, შენდა მონდობილნი.
წინამძღუართა ათონისა მთისათა, მღდელთმთავართა და მოღუაწეთა, აღმსაარებელთა, მწყემსთა და ღირსთა, მონაზონთა სიმრავლესა, გალობით პატივს-ვცემდეთ.
ყოველნო მჴედრობანო ანგელოზთანო, წინამორბედო უფლისაო, ათორმეტნო მოციქულნო, ყოველნო წმიდანო, მეოხ-გუეყვენით ჩუენ, ღმრთისმშობელისა თანა, რაჲთა ვცხონდეთ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, ცხოვრებისა, განათლებისა, მოტევებისა, კეთილად წარმართებისა და მყუდროებისა მონისა (ანუ მჴევლისა) ღმრთისა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: რათა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფო ქალაქი ესე, ყოველნი ქალაქნი, და სოფელნი ივერიისა სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, დანთქმისაგან, ცეცხლისა და მახვილისა, უცხო-თესლთა ზედა მოსლვისაგან, რათა მოწყალე გვექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყვარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვა, მარად დღე ჩუენზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (40-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თჳსისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად ქებულთა მოციქულთა და (წმიდისა, რომლისაცა იყოს ტაძარი), წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნასითა (და წმიდისა, რომლისაცა იყოს დღე), და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალნეს და გვაცხოვნნეს ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყუარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ყოველნი სარწმუნოებით შევრდომილნი მტკიცესა მას შენსა მეოხებასა და შიშითა და სარწმუნოებითა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, ხატსა შენსა, მადლისა და წყალობისა ჩუენდამო მწყაროებელსა, ჴსნილ-გუყვენ, პორტაიტისაო, ყოვლისაგან იწროებისა, ყოვლისაგან კუეთებისა წინააღმდგომისაჲსა და მტანჯველთა მათ შემთხუევათაგან და ცხორებასა შინა განსაცდელთაგან.
დედუფალო, შეიწირე ვედრება მონათა შენთა, და გჳჴსნენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა და მწუხარებისა.
v
ყოველი სასოებაჲ ჩემი შენზედა დამიძს, დედაო ღმრთისაო, დამიფარე მე საფარველსა ქუეშე შენსა.
მღდელმან: ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, შეგჳწყალენ ჩუენ, ამინ.
საღმრთოჲსა მის ხატისა შენისა საკჳრველად მიმღებელთა კარიბჭისა მცუელად, ქალწულო, დამფარველად და მეოხად გჳვის იგი და ჩუენ, რომელნი მარადის აღვიზარდებით შენისა სამკჳდრებელისა მიერ, მსგავსებასა მას შენსა იგივეობითად შენდა თაყუანის-ვსცემთ ყოვლითა სულითა და ვღაღადებთ შენდა მომართ, ღმრთისმშობელო: დიდება ყოვლადკეთილსა განზრახვასა შენსა, დიდება მეოხებასა შენსა, დიდება შენსა ჩუენდამო საღმრთოსა წინაგანგებასა, უბიწოო.
მოვედით, ათონისა მონაზონთა სიმრავლენო, სარწმუნოებით ვადიდებდეთ საღმრთოთა ქებათა მიერ ყოვლადუხრწნელსა ქალწულსა და ღმრთისმშობელსა, მზრუნველსა და მეკარესა თაყუანსაცემელისა ამის ივერთა საღმრთოჲსა მონასტრისასა, და მთისა მხედველსა, და მჴურვალედ ვღაღადებდეთ: იხარებდე, ქრისტეანეთა სიმტკიცეო, ქალწულო, ღმრთისა დედაო.
იოანესა, ეფთჳმესა და გიორგისა, ივერთა მონასტრისა მწყემსთა და მაშენებელთა, ვითარცა მამათა მოყუარეთა, ვაქებდეთ, რამეთუ მეოხ-არიან ჩუენთჳს წინაშე ქრისტესა მარადის, რაჲთა მოგუცეს მან ჩუენ მშჳდობაჲ, მიტევებაჲ ცოდვათაჲ და, მათ თანა, სავანეჲ ზეცისაჲ.