მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ტროპარი. ხმა 4
საქმითა მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეი მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყუათა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღუაწე, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღდელმთავარო ნეოფიტე, ევედრე ღმერთსა ჩუენსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საქმითა მიემსგავსე მოციქულთა და საყდარსა მათსა ღირს იქმენ, საქმეი მოიგე, ნეტარო, აღმყვანებელი ხედვად, ამისთვისცა სიტყუათა მას ჭეშმარიტებისასა მართლად აღმოიტყოდი და სარწმუნოებით იღუაწე, ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, წმიდაო მღდელმთავარო ნეოფიტე, ევედრე ღმერთსა ჩუენსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა
ძლისპირი: უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ახარებ გულსა შემსხმელისა შენისასა ღმრთივმესაიდუმლეო, რამეთუ შჯულდებულებაი, მსგავსებისა საღმრთოისა, ხატებითა ღმრთისაითა, შჯულისა ხორციელებრისა მძლედ გამოაჩინე სიბრძნით და სიმხნით.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხარ შენ საქებელ ყოველსა შინა ბრძენ მორწმუნეთაგან ქრისტესთა, რამეთუ ცვალებაი აჩუენე, სანატრელო, შენ შორის ნეოფიტე, მოგებად უცვალებელისა მდგმოებისა, ყოვლადქებულო.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აღიღებდეს ქუათა მსახურნი ცეცხლისანი, რაითა აღიღონ ქუეყანით ცხორებაი შენი, ხოლო აღგიღებდა შინაგნით მოტყინარე ცეცხლი ზე აღმავალი და შეგაერთებდა, მხნეო, მსახურთა ქმნილთა ალად ცეცხლისად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლაღთა კადნიერებაი ჩუენ ზედა ბილწთა ძეთა მრუშებისათა ისმაიტელთაი დათრგუნე და ჰბრძოდე სამდგომთა მათთა, მბრძოლთა ჩუენთა, ქალწულო, რამეთუ თვინიერ შენსა, არა ვიცით შემდგომად ძისა შენისა.
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნათელმან დაუვალმან, გიხილა რაი ორღანო ეგე წმიდაი, დაემკვიდრა შენ შორის და გყო მნათობ ღამის უღმრთოებითისა განმაცისკრებელ.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ენანი ცეცხლისანი მოიგე, მამაო, და შესწუენ შენ ცეცხლისა სამსხუერპლონი და დიდ-სახელ გამოჩნდი მდევარი ქადაგად, პავლე მეორე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
რკინაი დაგესლებული განხურდი ბრძმედითა სარწმუნოებისაითა და შვილებისა წყლისა იწუთე, რომლითა ოქროდ ზეცისა საუნჯისად გამოსჩნდი, ღირსო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განმაცფრებს, სძალო, საიდუმლოი შობისა შენისაი, კურთხეულო, რამეთუ ღმერთი კაცად და სიტყუაი განზრქელებულად იხილვა შენგან.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
მღდელმთავრობისა ჭეშმარიტისა სამკაულ გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო, და ვითარცა რაი მღდელმან ჰმსახურე საიდუმლოთა და ესრეთ განშუენდი ღუაწლთა მათ მიერ დიდთა წამებისათა, სამკაულო მარტვილთაო და მწყემსო დიდებულო, ვედრებათა შენთა მიერ საძოვარსა სულიერსა ღირს-მყვენ ჩუენ, და წარმიძეღუ, ბრძენო, წყალთა მიმართ სინანულისა ჭეშმარიტისათა, და ევედრე ქრისტცსა, რაითა ცოდვათა შენდობა, მომანიჭოს, სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხარებს დღეს კრებული მმარხველთაი და გუნდი მღდელმთავართაი და მწყობრი მარტვილთაი და ბანაკი მართალთაი შენთვის, მამაო, ვითარცა ზიარისა გვირგვინითა მათთასა.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ტანჯვანი და გუემანი და სიკუდილი, უფალო, შენთვის ქადაგსა შენსა ტრფიალებითა შენითა ვითარცა საშუებელი სუროდა, რაითა შენ თანა ცხონდებოდეს სამარადისოდ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეჰა, საიდუმლოსა შეცვალებისასა, რამეთუ მოგვი ზიარად მოციქულთა და მდევარი ქადაგად და მტერი მწყემსად, საღმრთოითა განგებითა სათნო-იყოფვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვინ არა განკვირდეს, ღმრთივსანატრელო, მიმადლებულებასა შენსა, რამეთუ შენ აბრაამისით თესლით სისხლთაგან შენთა გარეშეუწერელ-ყავ შემცველი არსთა.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ, რამეთუ სხუაი ღმერთი არა ვიცით.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ათთა ტალანტთა მიმღებელი, მისცემდ აღნადგინებით, რომლისათვის, მამაო, დაიდგინე ათთა ზედა ქალაქთა.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნეოფიტეს ახალნერგსა, მორჩსა მრავალნაყოფიერსა, მის მიერ გამოზრდილნი ღირსად ვაქებდეთ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იწყე ცენებად მტილსა ზეცისასა, დამყნითა ბუნებითსა ზედა ძირსა და აღყუავენ ყუავილითა სიმართლისაითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საროდ, ვითარცა და ნაძუად ლიბანისად, ქალწულო, განამრავლე ნაყოფი, განხმელისა სულისა ჩემისაი.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად ღმერთო, მეოხებითა წმიდათაითა.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღატყინე ცეცხლი გულსა შენსა, რომლისაცა მიფენად მოვიდა ღმერთი სოფლად და შესწუვენ ცნობითა ქალდეველნი ცრუნი.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მადლითა საღმრთოისა სულისაითა ისწავე დაფარულნი და უჩინონი სიბრძნისა ღმრთისანი, რომლითა ასწავებდ სხუათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ღმრთისმეტყუელ გამოსჩნდი, ნეოფიტე, შემწყნარებელი საღმრთოისა სულისა ღირსებით, რომლითა დოღმატებდა სიტყუათა ჭეშმარიტთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თემანით ღმერთი მოვიდა ჩუენდა, შენ, მთისაგან ჩრდილოისა, რომლისა სათნოებამან დაფარნა ცანი და აღავსო ქუეყანაი ქებითა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
კონდაკი. ხმა დ
ახლითა გალობითა უგალობდეთ ახალ ნერგსა მამისა ზეცათასა, ნეოფიტეს ყოვლად სამღუდელოსა, რომელმან სისხლითა თვისითა პორფირად შეღება, მოისიბრძნა სამოსლისა მღვდელობილისა, და მისსა მიმართ ვხმობდეთ: ითხოვე მამაო საწადელო ღვაწლის დამდებელისა მიმართ შენისა ეკლესიათა მშვიდობაჲ შეუძრველი.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.
მგალობელთა: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.
დიაკონმან: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.
მგალობელთა: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთაი.
დიაკონმან: პატიოსან არს წინაშე უფლისა
მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთაი.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: რაჟამს გდევნიდენ თქუენ ამიერ ქალაქით, მიივლტოდეთ სხუად. ამენ გეტყვი თქუენ: ვერ დაასრულოთ ქალაქები ისრალისაი, ვიდრემდის ძე კაცისაი მოვიდეს. არა არს მოწაფე უფროის მოძღურისა თვისისა, არცა მონაი უფროის უფლისა თვისისა. კმა არს მოწფისა მის, უკუეთუ იყოს, ვითარცა მოძღუარი თვისი, და მონაი იგი, ვითარცა უფალი თვისი. უკუეთუ სახლისა უფალსა ბელზებულით ჰხადოდეს, რაოდენ უფროის სახლეულთა მისთა? ნუუკუე გეშინინ მათგან, რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლოი, რომელი არა გამოცხადნეს. რომელი გარქუ თქუენ ბნელსა შინა, თქუენ თქუთ ნათელსა შინა, და რომელი ყურთა გესმა, ქადაგებდით ერდოთა ზედა. და ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი, ხოლო სულისა ვერ ხელ-ეწიფების მოკლვად, არამედ გეშინოდენ მისა უფროის, რომელი შემძლებელ არს სულისა და ხორცთა წარწყმედად გეჰენიასა შინა. ანუ არა ორი სირი ასარის განისყიდებისა? და ერთიცა მათგანი არა დავარდების ქუეყანასა ზედა თვინიერ მამისა თქუენისა. ხოლო თქუენნი თავისა თმანიცა ყოველნი განრაცხილ არიან. ნუ გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ თქუენ.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
ყოვლადწმიდამან სიტყუამან განგანათლა შენ მაღლითა მოქალაქობითა და მრავალსახეთა სათნოებათა აღუვსებული სამკვიდრებელად თვისად გამოგაჩინა, მას ევედრე, ღმერთშემოსილო, რაითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ორობა თანა-შეკრული და სარკე წმიდაი, მარად მხედველი, განხსნად, დახსნად, ბრძენო, მისცენ მრჩობლ-ხილულისათვის მხოლოისა სიტყვისა, რომლითა უხრწნელებს აწ ხედვითა პირისპირ მისითა.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დასდეგ სამსხვერპლოსა მას შეწირვად მსხუერპლთა ქებისათა ზეცისა იერარქთა თანა, უშიშად დგომილთა, ქოლვათა შინა, ნეოფიტე, მამხილებელი ბილწთა სამსხვერპლოთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დადგრომადი ცხორებაი გსუროდა აქაისა ცხორებისა შემცვალებელსა სიბრძნით, რომლითა ვერ აგრძენ ცხორებაი სიკუდიდ ცვალებადი, ნეოფიტე დიდებულო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმობრწყინდა ვარსკულავი აღმოსავალით შენ იაკობისაგანით, მარიამ კურთხეულო, რომელმან დასცნა მთავარნი მოაბისნი, სამკვიდრებელ-მყოფელმან თვისდა ედომისამან.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობენ და ამაღლებენ მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხარებდ ღუაწლთა შორის ფიცხელთა და ტკივილთა იშურებდ, ღმრთივ-გონიერო, შემწყნარებელი წყალსა ცხოველსა, რომელიცა გხადოდა მისვლად მამისა მიმართ.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წრტიალთა მათ ქოლვითა ვნებათასა და ტკივილთა მწარეთა ნაგუემთაისა, ვერ შეძრეს შენი ყუდროებაი გონებისაი, რამეთუ სიმტკიცედ გაქუნდა ლოდი იგი კიდეთაი.
ნექტარითა მოძღურებათაითა, ბრძენო, და სწავლათა მოქცევათა მღურიენი ღუარნი საცთურთანი განახმენ და მორწყენ გულნი კეთილმსმენელთანი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იდიდე შენ პირად-პირადთა მიერ ღუაწლთა, ბრძენო, ხორცთავე შინა მყოფი, ხოლო ქრისტესთვის ვნებითა მომკუდარი შეერთე გუნდსა მოციქულთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხრწნილებისა უზეშთაეს გამოსჩნდი მიდგომილი შენ, სულითა წმიდითა და აღსცილდი შჯულსა ბუნებითსა, შევ რაი სიტყუაი გარეშეუწერელი, სძალო.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიხსნენით, ქალწულო უბიწოო და გუნდთა თანა ზეცისათა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეკალთა აღმომაცენმან უდაბნომან, მამაო, აღგზარდა საეკლესაგან ძირისა ბოროტისა, გარნა მახვილმან სიტყვისამან გმყნა ძირსა ბუნებითისა ზეთისხილისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბოროტით შესაკრებელით მიისწრაფე, მამაო სამღდელო, სამეფოდ მიმართ, ერად წმიდად რჩეულად, ვინა ეკლესიად პირმშოთად აღკედ ფრთითა მარტვილობისაითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იწნიხე სამარტვილოსა ვნებისა საწნეხელსა შენ, ტევანი ახალნერგი, ვაზისა ქრისტესისა, რომლითა მოყუარეთა ქრისტესთა უწდიე ღვინოი სიხარულისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასძლოი შენი შეიყუარა სიყუარულმან ბუნებით და გყო შენ ახალ მაცხოვარ, ერისა ჩინებულისა, რაითა ჩემებრ შეცთომილთა, ქალწულო, ჰყოფდე რჩეულ საღმრთოისა ქორწილისა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: მღდელმთავრობისა კუართი სისხლითა შენითა მეწამულითა შეღებე და უბრწყინვალეს და უშუენიერეს გამოაჩინე, ვინაიცა აღხედ სავანეთა საუკუნეთა, ვითარცა მსახური და ნებისმყოფელი ღმრთისა და აღმოუცენებ პატივისმცემელთა შენთა კურნებისა მადლთა უშურველთა და მარადის ევედრები ღმერთსა მონიჭებად ჩუენ ყოველთა შენდობისა და წყალობისა, ჰოი, ნეოფიტე, სამგზის სანატრელო.
საღმრთოთა მოძღურებათა მიერ მარადის ბრწყინავ, მამაო, რამეთუ მსხუერპლად წმიდად თავი შენი შესწირე უკუდავისა მეუფისა წამებითა, ნეოფიტე, და დაემკვიდრე მარადის მოხარულთა პირმშოთა თანა ზეცისა დედაქალაქსა, ღმერთშემოსილო, ევედრე ქრისტე ღმერთსა მონიჭებად ჩუენდა დიდი წყალობაი.
გამოუთქუმელისა სიბრძნისა გამომთქუმელ და ქრისტეს საიდუმლოთა შემწირველ და მოწამე უძლეველ იქმენ შენ, სამგზის სანატრელო, და ჯუარითა მოქადულმან მძლავრი ვეშაპი სირცხლეულ ჰყავ და მის მიერვე განმტკიცებულმან კერპთა საცთური განაქარვე, ვინაიცა საწუთო ესე დიდებაი შეურაცხ-ჰყავ და ცხორებაი საუკუნოი დაიმკვიდრე შრომათა შენთა მიერ, მღდელ-მთავარო ნეოფიტე, ევედრე ქრისტე ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მომანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ კსენებასა შენსა.
ეჰა, საიდუმლო საკვირველებათა შენთა, სახიერ, რამეთუ პატივისცემაი პატივისმცემელთა შენთა უგანცხადებულესად გამომითარგმანე ჩუენ, ვითარმედ შემდგომად სიკუდილისა ღირსსა შენსა შიოს დიდებულსა აჩუენებ ხილვად ღრუბელთა ზედა მჯდომარედ მტერსა შენსა და მოზიდავ ბომონისაგან ყოვლადბოროტისა საცეცხლესა შვილად მამისა შენისა და შენთვის ჯუარმცმელთა თანა თავითა თვისითა დაწესებულ-ჰყოფ მოყუსად მათდა, სპარსსა ქალწულებისა ხატად და მოძღურად წარმომიდგენ ჩუენ მოგუსა ქადაგად სახარებისა შენისა მარბიელსა და ავაზაკსა მარბიელად მღდელმთავრად მესაიდუმლოედ განგებულებისა შენისა და მგებელსა მბძარველსა კრავად შენთვის დაკლულად, ვინაი ოხითა ახალნერგისა შენისათა მოეც ეკლესიასა შენსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა მუხლთმოდრეკით სათქუმელი
ჰოი, ყოვლადდიდებულო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ანგელოზთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, მამათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებლო და წყალობათა მომნიჭებელო;
ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ქრისტეს მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაითა განაბრწყინვე ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლად განათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფც, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერენ ქრისტესმოყუარე მთავრობაი და სამხედრო განწესებაი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე; ევედრე წმიდაო მღდელმოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მოგუანიჭოს მადლი და წყალობაი თვისი აურაცხელი;
ჰოი, ყოვლადქებულო და პატივცემულო წმიდაო მღდელმოწამეო ნეოფიტე ურბნელო, ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულებითა შენითა განათავისუფლენ ტყუენი, განჰკურნენ უძლურნი, გამოიხსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ხორცითა, რაითა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურხევდეთ შენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).