მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდისა დიდისა მოწამისა მიქაელ-გობრონისა და
მის თანა ვნებულთა მოყუასთა მისთა,
რჩეულთა მხედართა ქრისტესთა – ასოცდაათსამეტთა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.


ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.



 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.


 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.


ტროპარი, წმიდისა მიქაელ გობრონისა, ხმაი 6

 

  ზეგარდამოითა ძალითა განმტკიცებულმან სიტყუაი ღმრთისაი, ვითარცა ლახუარი ხელთ–იდევ და ამხილე რაი მძლავრთა უღმრთოებასა, ვითარცა კრავი შეიწირე მსხვერპლად წინაშე ღმრთისა, და მისგან მოიღე რაი გვირგვინი ძლევისაი, აწ მეოხებითა შენითა, წმიდაო დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, მოგვანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ტროპარი ასოცდაათსამეტთა მხედართა–მოწამეთა

 

  ნეტარ–არს მიწაი იგი, რომელი განიპოხა სისხლითა თქუენითა, ჰოი, ქრისტეს მხედარნო, ახოვანნო, და წმიდა არს სამარხოი იგი, რომელმან შეიწყნარა გუამნი თქუენნი, მხნენო, რამეთუ სტადიონსა მას შინა მტერი მოაუძლურეთ და ქრისტე ღმერთი ქადაგეთ კადნიერად, მას, ვითარცა სახიერსა, ევედრენით შეწყალებად სულთა ჩუენთა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.



ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.



გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1 გუერდი

 

  ძლისპირი: ეტლთა სიმრავლეი მხედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაითა ქრისტეს მიერ და იხსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი განთქუმული მხედართა შორის, მიქაელ სანატრელო, ვითარ უწოდეს პეტრესა კლდეი და სავლესა პავლეი, ეგრეთცა გობრონ გიწოდეს უშიშობისთვის შენისა.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძლევაშემოსილ იქმენ, ახოვანო და მაცხოვარი გაქუნდა რაი კლდედ სიმტკიცისად, მოყუასთა შენთა თანა შებმა უყავ ღუაწლთა მათ წამებისათა, და აქებდი ძლიერებასა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ქებით შეგამკობთ გუნდით შენითურთ უძლეველით, რომელთა აგარიანთაგან ქრისტეს სარწმუნოებისათვის ივნეს უწინარეს შენსა, და ვადიდებთ ღმერთსა, განმაძლიერებელსა თქუენსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გუნდმან წინაისწარმეტყუელთამან წინაით მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთვისცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგვიხუენ ჩუენ, ქალწულო.



გალობაი 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაი წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაი ყოვლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაი შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ–მოყუარე.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოდეს ამირა აბულ–კასიმ აღმხედრდა ქრისტეანეთა ზედა, მოაოხრეს სომხითი და სამცხეი, და მოადგენ რაი ყველისციხეს, გბრძოდენ მოისარნი ფიცხელად, გარნა გუშაგნი მისნი მხნე იქმნენით და წინა–აღდუდეგით უსჯულოთა.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი ძლევამოსილი მხედარი, გუნდით შენითურთ ზედა დაესხმოდი მხდომთა მათ უსჯულოთა, და იცევდით ციხესა, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ ღმრთისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს ზედა–მოსლვათაგან და მზაკუვარებათაგან მტერისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფრიად აჭირვებდით რაი სარკინოზთა, განხურიტეს კლდეი და განარღვიეს რაი ზღუდეი მიშუებითა მით საღმრთოითა, გარეგან შეწევნასა მოკლებულთა გამოგიყვანდეს თქუენ ციხითგან ცრუითა მით ზავითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მარჯუენით ქრისტეისა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაი ზეციერი გვითხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.



  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.



მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



წმიდისა მიქაელ გობრონისა, ხმაი 4

 

დიდ–არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენე ხორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უხორცომან, რამეთუ ქრისტეისთვის გსუროდა სიკუდილი, რომლითა მიხვედ უკუდავებად, და ღუაწლთა შენთა სისხლითა, ვითარცა ძოწეულითა, განაშუენე წმიდაი ეკლესიაი ქართველთაი, აწ ევედრე ქრისტესა ღმერთსა, მიქაელ–გობრონ სანატრელო, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

 

  წარდგომაი ასოცდაათსამეტთა მხედართა–მოწამეთაი

 

მრავალ–რიცხვთა კეთილმსახურთა აზნაურთა და მხედართა უძლეველთა გაქუნდათ რაი სიყუარული ღმრთისა და მამულისაი, ვითარცა ცხოვარნი, დაიდგინნეთ შეკრულნი წინაშე უსჯულოთა მათ მკულელთა თვისთა, და უწყალოდ ჰკაფდიან რაი ხორცთა თქუენთა, ახოვანნო, წარსდეგით წინაშე ღმრთისა, და მოგანიჭათ მადლი მოსავთა თქუენთა შეწევნისა და ეშმაკთა განხდისაი.



გალობაი 4, მესმასა

 

  ძლისპირი: ესმა მოსლვაი შენი დიდებული, დაუკვირდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ხსნად ცხებულთა შენთა.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ეწადა რაი უღმრთოსა მას მაჰმედიანყოფაი თქუენი და ხილვაი სპასა შინა თვისსა, ტანჯუათა ქადებითა აიძულებდა მეციხოვნეთა მათ დატევებასა სჯულისასა, ხოლო შენ, ვითარ გუშაგთმთავარი ახოვანი, შეგაწყუდია დილეგსა.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა შეუდგენ ქრისტეს მხედარნი ცრუსა მას სჯულსა, და უწყალოდ კაფდენ რაი უსჯულონი ხორცთა მათთა, უშაშად განამხნობდენ ურთიერთას და უფალსა შეჰვედრებდენ სულთა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განძლიერდი რაი ღმრთისა მიერ, სანატრელო, ახოვნად დაითმენდი საკრველთა მათ ჯაჭვისათა, და მხურვალედ ევედრებოდი ღმერთსა მრავალჭირნახულისა ერისა შენისათვის და მამულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ხორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.



გალობაი 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვივლტი, და გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოი, მრავალმოწყალე.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარგადგინეს რაი წინაშე ამირა აბულ–კასიმისა, სიმხნისა შენისათვის შეგიწყნარა პატივითა და გრქუა: “დაუტევე ჰსჯული შენი, ჭაბუკო, და შეიწყნარენ ჰსჯულისდებანი მაჰმედისა“.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰგონებდა რაი ბილწი იგი ძლევასა შენსა, აღგითქუმიდა სიმდიდრესა და პატივსა, ხოლო შენ არა ერჩდი ლიქნასა მისსა და ბრძენთა მათ სიტყუათა მიგებითა დაამხუე სილაღეი იგი მძლავრისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კადნიერებითა შენითა განცვიფრდა ამირაი და გრქუა გულის–წყრომითა: „აჰა, წარვედ და იხილენ მოსაგებელი მოყუასთა შენთაი, რომელი მოიგეს უარისყოფისათვის მაჰმედისა“.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაი, ხორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკვიდრებელად თვისად შეგიწყნარა და იხსნნა კაცნი.



გალობაი 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: გარე–მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი, და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ლოცვითა შეჭურვილი წარგიყვანეს რაი სტადიონსა, წმიდაო, უწყალოდ ჰკაფდენ თანა-მხედართა მათ შენთა, და გეპკურებოდა რაი სისხლი მათი, სიტყვითა განაძლიერებდი სამგზის ნეტართა.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განეწყვე რაი ბრძოლად დაწყლული ქედსა ზედა მოწამეი ქრისტესი, ღაღადყავ სიტყუაი მოციქულისაი: „ცხორებაი ჩემდა ქრისტე არს და სიკუდილი შესაძინელ“. და აქებდი ძალსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

იყავ რაი უძლეველ გონებითა, მხნეო, განემზადე შესლვად ასპარეზსა მას შინა ღუაწლისასა, გარნა უღმრთოთა მათ ორგზის გცეს არა ძლიერად, და მცირედ გწყლეს ბრძანებისაებრ მთავრისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გულსა შენსა განვლო მახვილმან, იხილე რაი ჯუარსა ზედა ძეი შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოი გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.



მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.


კონდაკი. წმიდისა მიქაელ გობრონისა, ხმაი 2

 

ნიჭებ–კურნებათა მომდინარესა წყაროისაგან მადლიერისა, ნიჭებ შემოსილსა მოწამესა, მტკიცისა მიერ უძლეველობისა სიმხნისა თანა მოსახელესა მიქაელსა – მთავარსა ბრწყინვალესა, მოყვასთა თანა ღმრთივ–შეერთებულთა, გალობათა ყუავილითა გვირგვინოსან–ვჰყოფდეთ, რომელიცა ნათესავთა თვისთა სიქადულ გამოსჩნდა, და ქართველთა ეკლესიისა შუენიერებად.

 

კონდაკი მოწამეთა

 

გაქებთ თქუენ, ქრისტეის მეუფისა ახოვანთა მხედართა – რიცხვით ასოცდაათსამეტთა, რომელთა მეორედ მიიღეთ ნათლისღებაი სისხლითა თქუენითა, და მიქაელ–გობრონისა თანა ჰსუფევთ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, მას ევედრენით აწ ჩუენთვის, ხსნად გარე–მოდგომილთა ურიცხუთა ძვირთა და მწუხარებათაგან.

 

იკოსი მოწამეთა

 

ეჰა გუნდსა მას შუენიერსა, და გუნდთმთავარსა უძლეველსა – მიქაელ–გობრონ სანატრელსა, რომელნი ერთითა სულითა შეიერთნეს ღუაწლისა მის დათმენად და წამებისა აღსრულებად ქრისტეისთვის, და მეოხ–არიან ჩუენთვის წინაშე ღმრთისა.



 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 4: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 მგალობელთა: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.

 

 მგალობელთა: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა,

 

 მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.



სახარება მათესი

 

ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა–იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა–დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.



 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა დიდ–მოწამისა მიქაელ–გობრონისა და მისთანა ვნებულთა მხედართა–მოწამეთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

გერი: მიუწდომელსა მას ნათელსა, უხილავსა თუალთაგან კაცობრივთა, მიიწიენით რაი, მარტვილნო სანატრელნო, ყოველთა წმიდათა თანა იხარებთ წინაშე მხსნელისა ჩუენისა და მაცხოვრისა, და აწ ჩუენცა აღგძრავთ მეოხებად მისა მიმართ, მშვიდობითა დაცვად ეკლესიათა და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა ყოველთა მტერთა და ორგულთა ზედა, სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.



ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდ–მოწამისა მიქელ–გობრონისა და მის თანა ვნებულთა ასოცდაათსამეტთა მხედართა მოწამეთა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



გალობაი 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: უფროისად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან სახუმილი მოტყინარეი ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

საღმრთოითა ტრფიალებითა აღგზებულმან, ახოვანო, უბიწოითა სისხლითა დაისახე ჯუარი შუბლსა თვისსა და ღაღად–ყავ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მიჰყვანდით რაი წინაშე უღმრთოისა, წმიდაო, პირი შენი და შუბლი ელვარედ ბრწყინვიდა, და გხედვიდენ რაი ქრისტეანენი ვითარცა ზეგარდამო გვირგვინოსანსა, მადლობდენ განმადიდებელსა შენსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კუალად წარგადგინეს რაი წინაშე აბულ–კასიმისა, არა უარ–ყავ ძალი ჭეშმარიტისა ღმრთისაი, და გიხილა რაი წინააღმდგომად მისა, ნეტარო, განჩინებაი განსცა ქედისა შენისა წარკუეთისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

აღმოგვიბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზეი იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.



გალობაი 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაი სულიერი გიღაღადეს ყრმათა: „ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის

ზეგარდამო განსძლიერდი, ჰოი, ქრისტეს მხედარო უძლეველო, და თავი თვისი მოუდრიკე რაი მახვილსა, თუალნი შენნი მაცხოვრისა მიმართ აღიხილენ და ლოცვითა ავედრებდი სულსა.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა ცხორებაი თქუენი მოკუდავი დასდეთ უკუდავისათვის მეუფისა, ნეტარნო, და ჯილდოდ მიიღეთ მისგან მადლი ჭირვეულთა ხსნისა და შეწევნისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ნეშტნი თქუენნი დაფლეს რაი ფარულად, ქრისტეის მხედარნო, ნათელნი ბრწყინუალენი ლამპართაებრ დაადგრენ მათ ზედა, და სარწმუნოებითა მიმთხვეულნი მოიღებდენ დიდსა ლხინებასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ მიერ ჩუენთვის ხორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდა და ყოვლად უბიწოი, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთვის მორწმუნენი ხმა–მაღლად გიგალობთ შენ.



გალობაი 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: ესაია, მხიარულ–იყავ, ქალწულმან მუცლად–იღო, და შვა ძეი დაუსაბამოი ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ–ყვენით რაი სრბაი მარტვილობისა თქუენისაი, წარმავალისა მხედრობისა წილ მოიგეთ მხედრობაი ზეციერისა მხედართმთავრისა და მეუფისაი, მას ევედრეთ აწ სულთა ჩუენთათვის.

წმიდაო, დიდ–მოწამეო მიქაელ–გობრონ, შენ თანა ვნებულთა მხედართა თანა ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭეშმარიტად ქრისტესთვის მარტვილობაი თქუენი რწმენა რაი მეფესა და ერსა, სიხარულითა შეგიწყნარათ ეკლესიამან ქართველთამან, რომელსა შინა იქების ღუაწლი თქუენი, და მოგუენიჭების წყალობაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარცა განაგდეთ თქუენ ლიქნაი ბოროტისა მის მძლავრისაი, ღუაწლისა–მძლენო მოწამენო, ეგრეთვე აწ ჩუენცა გვიხსენით კაცთა ბოროტებისა და საფრხეთაგან ეშმაკისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაისწარმეტყუელმან წინაით გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტეის, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთვის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო.



 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)



 მკითხველმან: მოვედით, ჰოი, მორწმუნენო, და ვაქებდეთ დიდსულსა და ძლევისმოყუარესა მხედარსა ქრისტეისსა – ახოვანსა გობრონ–მიქაელსა, და მის თანა ვნებულსა გუნდსა მრავალრიცხვსა მას მხნეთა მარტვილთასა, მოგვანიჭებენ რაი მადლსა უშურველად, და ითხოვენ ჩუენთვის ღმრთისაგან ცოდვათა მოტევებასა და წყალობასა.

ეჰა, კეთილსა ღუაწლსა შენსა, ციხისთავო, ვაშა ერისკაცობასა თქუენსა, ციხოანნო, რამეთუ გაქუნდათ რაი ერთგულებაი მამულისა და ერისაი, სიკუდილი თავს იდეთ ქრისტეისთვის, და სუფევთ რაი წინაშე მისსა, მოწყალე ჰყავთ ჩუენ ზედა მართლ–მსაჯული იგი უფალი, რაითა დააცხროს ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნული ერსა ჩუენსა ზედა, და დაგვიფაროს ყოვლისაგან ძვირისა.

ჰოი, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო მიქაელ–გობრონ სანატრელო, თანამხედართა შენთა თანა იხარებ რაი დასსა მას მარტვილთასა, ვითარცა ხართ შესავედრებელნი და მხურვალენი მეოხნი წინაშე ღმრთისა, აწ მოგვფინეთ მადლი ლოცვისა თქუენისაი, და გვითხოვეთ, რაითა მართლსარწმუნოებასა შინა განგვამტკიცოს და დაგვიფაროს სჯულისაგან უცხოისა.

საკვირველი მარტვილობაი თქუენი არცა–ღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, და აჰა, ჩუენცა ვაქებთ ყოვლად წმიდათა ვნებათა თქუენთა, და გევედრებით: შეგვაწყნარეთ სასოსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, გვიხსნნეს ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა და გარემოდგომილისა ვნებისა, რაითა თქუენითა შუამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებულნი მარადის უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:



 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.



მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

ჰოი, ღვაწლისა–მძლეო დიდო მოწამეო მიქაელ–გობრონ საკვირველო, ხატო წინაპართა ჩუენთა სიქუელისა და მამაცობისაო; მხედართა დიდებაო და მფარველო ერისა ჩუენისაო; შემწეო გლახაკთაო, გამომხსნელო ტყუეთაო და ღმრთისა მიმართ მეოხო და ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ყოველთა მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო!

ჰოი, ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო, მიქაელ–გობრონ საკვირველო! ჰგონებდა რაი მძლავრი მოუძლურებასა შენსა სულითა, უფროის აღაგზნა სურვილი შენი და შური მარტვილობისაი, და ვითარცა ტარიგი უბიწოი დაიკალ რაი ხელითა უღმრთოთაითა, შეერთე დიდებულსა მას მწყობრსა უპირველეს შენსა ვნებულთა მხედართასა, და ღმრთისა მიერ მოგეცათ რაი ხელმწიფებაი მოსავთა თქუენთა შეწევნისაი, მოგვიხსენეთ წინაშე მისსა, რაითა კადნიერებაი მათი შეჰმუსროს, რომელნი უღმრთოებით აღდგომილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაი მტერთა ზედა დასხმისა და ძმათა შორის ბრძოლათაგან, ხოლო ყოველთა მკვიდრთა მისთა მოგუმადლოს თქუენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართველოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა დაიფარეთ და მსახურებასა შინა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, უძლეველნო მხედარნო მოწამენო, ყველისციხისა დამცველნო, ვითარცა ხართ დიდებულნი მეოხნი, განმანათლებელნი და მკურნალნი მომწოდებელთა თქუენთაი ჭირთა და სალმობათა შინა, აწ გვითხოეთ ქრისტეის მიერ ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმინდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და თქუენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა დიდ–მოწამისა მიქაელ–გობრონისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ,

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).



ლოცუაი მთხვევნასა ზედა ხატისასა:


ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, ჰოი, ძლევა–შემოსილო მხედარო მიქაელ–გობრონ სანატრელო, და კრძალვითა შეუვრდებით რაი ყოვლად პატიოსანსა ხატსა თქუენსა, გევედრებით შეწევნასა, რაითა გუნდით შენითურთ შეგვეწიო წინაშე მხსნელისა ჩუენისა და მაცხოვრისა, რომლისათვისცა სისხლი დასთხიეთ, ახოვანნო, და გვიხსნნეს ჩუენ ყოველთა სენთა, ჭირთა და სალმობათაგან.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის–მცემელთა და სურვილით ამბორის–მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა დიდებულისა მოწამისა მიქაელ–გობრონისა და მის თანა ვნებულთა ასოცდაათსამეტთა მხედართა–მოწამეთაისა, რაითა მადლი მათი და წყალობაი შენი თანა–მავალ–გვექმნეს ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.


შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა