მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მოწამემან შენმან, უფალო, მერკვირი, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწამემან შენმან, უფალო, მერკვირი, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგო უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მას შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვა და შემუსრა კერპთა იგი უძლური ძალი, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩუენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 6
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გვითხოე აწ მადლი ზეცისაი სურვიელთა გალობად დღესასწაულსა შენსა, რაითა ღირსად გადიდოთ შენ, მხნეო მერკვირი, და უგალობდეთ ქრისტესა ყოველთა ღმერთსა.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეურცხყო ღმერთშემოსილმან მერკვირი მხედრობაი მეფისა მის მცირედ ჟამ ცხოვრებულისაი, და შენ განგიკუთნა თავი თვისი და სათნო გეყო მეფესა მას უკუდავსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა არცხვინე შენ მძლავრთა მათ უკეთურთა, ეგრეთვე აწ დაამხუნე მაჭირვებელნი ჩუენნი, ახოვანო მედარო მერკვირი, რომელნიცა მტრობენ ღუაწლ-დიდებულსა ერსა ჩუენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რაჟამს იგი განეფინა ბრძანებაი უსჯულოთა მათ და ქუეყანაი აღვსებულ იყო კერპთმსახურთა მიერ ყოველთა, უფალო, წარსდგა წინაშე ხელმწიფეთა ღმერთშემოსილი მერკვირი, და ღმრთად აღგიარა კადნიერად.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უძლურებაი ბუნებრივი დაივიწყა წმიდამან მოწამემან, და განძლიერებულ იქმნა რაი სულისაგან წმიდისა, ჯუარითა შეჭურვილმან ახოვნად ამხილა მძლავრსა მას უსჯულოსა, და მრავალნი სატანჯველნი დაითმინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არცა ხატმან შუენიერმან, არცა სოფლისა დიდებამან განგაშორა შენ ქრისტეს სიყუარულსა, ჰოი, მერკვირი დიდებულო, და არცა გერეოდა შენ ზარი სიკუდილისაი, რამეთუ კადნიერად არქუ უღმრთოსა დეკოზსა: „უფალ ხარ ხორცთა ჩემთა და არა სულსა“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი მტერთაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა, ხმაი 8
არცაღა დავიწყებულ იქმნა მარტვილობაი შენი, მერკვირი ღუაწლისა მძლეო, რამეთუ ჯუარითა შეჭურვილმან არცხვინე რაი მძლავრებასა მას უღმრთოთასა, დასთრგუნე ყოველი საცთური კერპთაი და გამოჩნდი რაი მკვიდრად ზეცისა იერუსალეიმისა, აწ კადნიერებაი გაქუს ღმრთისა მიმართ, რაითა უვნებელად დაგვიცვას სულიერთა და ხორციელთა განსაცდელთაგან და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოხედ ქუეყანად, სმენაი შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არად შეჰრცხე გინებაი ღმრთის მოძულისაი, ჰოი, მერკვირი ღმერთ-შემოსილო, არამედ ხედევდ გონებითა ცეცხლსა საუკუნესა, ამისთვის შეურაცხყავ საწუთროი.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეისათვის ივნე, მხნეო მერკვირი, და მიეც რაი ხორცი შენი ტანჯვად უღმრთოთა, თავს იდევ ღუაწლთა სიმრავლეი, სანატრელო, და მიიღე გვირგვინი დიდებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განსძლიერდი რაი ქრისტეს ვნებითა, შეჰრაცხენ სატანჯველნი უსჯულოთანი უმცირეს ისართა ჩვილთასა, და გვირგვინოსან იქმენ მის მიერ, ყოვლად ნეტარო მერკვირი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ღამე ბნელი ურწმუნოთაი, ქრისტე, მორწმუნეთა ნათელს-ჰყოფს სიტყუათა შენთა მაღლითა, ამისთვის ჩუენცა შენდა აღვიმსთოთ და ღმრთეებასა შენსა ვადიდებთ.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გონიერი ცეცხლი აღეტყინა გულსა შენსა, ყოვლად ნეტარო მერკვირი, და ყოველთა უქადაგე ქრისტეს ღმრთეებაი და ურწმუნონი მოაქციენ სარწმუნოებად.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხმა ჰყავ, ბრძენო მოღუაწეო: „ესრეთ ფიცხელ არს სატანჯველი და მწარე არს გუემაი ხორცთაი, არამედ უფროის ტკბილ და ჰამოი არს სუფევაი იგი საუკუნოი“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მიუგე შენ, ბრძენო, მსაჯულსა მას: „ნუ ჰგონებ შენ, ვითარმედ სატანჯველთა სიმრავლითა განმაშორო მე ქრისტეს ღმრთისაგან, რომლისათვისცა სურვიელ ვარ“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰშევ ღმერთი ხორციელად, უთესლოდ ჯერისაებრ ღმრთეებისა, ამისათვის ჩუენცა, ვითარცა ღირს ხარ, დედაო უბიწოო, ყოველნი გნატრით დაუცხრომელად.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღაღად-ვყავ ჭირსა ჩემსა შენდა მომართ, ღმერთო, განხრწნისაგან მიხსენ მე, კაცთ-მოყუარე, ვითარცა ხარ მრავალ-მოწყალე.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განკვირვებულ იქმენნეს დასნი უხორცოთანი, მერკვირი ნეტარო, გიხილეს რაი მოთმინებად ღუაწლთა ქრისტეისთვის.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეტყოდი მძლავრსა მას, მოღუაწეო: „ არა ღირს არიან ვნებანი სოფლისანი მერმისა მის დიდებისა მოღუაწეთაისა“, და აქებდი ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
არცა დაბძარვამან ხორცთამან, და არცა ლიქნამან მძლავრთამან ვერა განგაშორა ქრისტეს სიყუარულსა, ბრძენო მერკვირი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედოფალსა წმიდასა, სასოსა მარადის, რომელსა მოსწრაფებით ადიდებენ, ჩუენ, ყოველნი, თაყუანის-ვსცემდეთ.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 3
მბრძოლთა შინა უძლეველსა მხედარსა, და ჭირთა შინა ურცხვენელსა ხელის აღმპყრობელსა, გალობით ვადიდებდეთ მერკვირის დიდებულსა, რამეთუ ხსენებისა მისისა მედღესასწაულეთა ჭირთაგან იხსნის და მწუხარებათა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნე და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.
მგალობელთა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა,
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: სიბრძნით.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა. იყვნეთ უკუნ მეცნიერ, ვითარცა გველნი, და უმანკონი, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებლად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდეს თქუენ შორის. რამეთუ მოჰსცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან შვილი და აღჰსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკულიდენ მათ. და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა დიდ-მოწამისა მერკვირისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, ჰოი, სახელოვანო მხედარო უფლისაო მერკვირი! რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტეისთვის, და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთვის, აწ ითხოვე ყოვლისა სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ნეტარო, და ერსა ჩუენსა – ძლევაი და დამტკიცებაი მართმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა შეიძრვოდი სატანჯველთა და აღთქმულთა კეთილთაგან, ღირსო, და უწყალოდ ტანჯნეს რაი ხორცნი შენი, დაუცხრომელად ღაღადებდი: კურთხეულ-ხარ, ღმერთო, აწ და უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რაჟამს ცეცხლმან შეწუნა წმიდანი ხორცნი შენნი, ღუაწლისა მძლეო, გამოვიდა სურნელებაი შუენიერი, და ღაღადებდი: კურთხეულ-ხარ, ღმერთო, აწ და უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საპყრობილესა გამოგიბრწყინდა რაი ანგელოზი ღმრთისა მიერ, განკურნა წყლულებანი შენი, ღუაწლისა მძლეო, და ღაღადებდი: კურთხეულ-ხარ, ღმერთო, აწ და უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო; გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო; გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ქრისტესა, რომელიცა ჭეშმარიტად ღმერთ არს და უფალი ყოველთა ბუნებათაი, აღვამაღლებდეთ მას, აწ და უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიღებე შენ სისხლითა, ნეტარო, და ადიდებდი რაი ქრისტესა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რათა გვიხსნნეს ყოვლისაგან ძვირისა.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ძელსა დამოეკიდე რაი მსგავსად მეუფისა შენისა, განიშიშვლნეს ძვალნი შენი, ღირსად საქებელო, და აწ მეოხ ხარ ჩუენთვის წინაშე მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოწამეო ქრისტეისო, რომლისათვისცა ივნე და გვირგვინოსან იქმენ, მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა შეწევნისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულო უბიწოო, გიხაროდენ, მშობელო ღმრთისაო თ?ნიერ ბუნებათა, რომელსა ვაკურთხევთ, აწ და უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შენგან, ქალწულო, უთესლოდ ღმრთეებაი იშვა უქცეველად ხორცითა, ამისთვის, ღმრთისმშობელო, გალობით გადიდებთ შენ.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რაჟამს გიხილა მძლავრმან უცვალებელად, ყოვლად ნეტარო, ბრძანა წარკუეთაი თავისა შენისაი, ღუაწლისა მძლეო, და უფალსა შეჰვედრებდი სულსა შენსა.
წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეისთვის მოკუდი და წმიდაი სული შენი სიხრულით შეიწყნარეს ზეცისა განწყობილთა, აწ ევედრე ჩუენთვის უფალსა, რაითა განმარინნეს ჩუენ ყოვლისაგან ცოდვისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეუერთდი რაი დიდებულსა მწყობრსა მოწამეთასა, პატივი სიწმიდისაი არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, ჰოი, მერკვირი დიდებულო, და აწ გაქუს ძალი ეშმაკთა ოტებისაი და უძლურთა კურნებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მშობელო გამოუთქუმელად ძისა ღმრთისაო, ზეცისა ძალთა თანა ევედრე ძესა შენსა, რაითა გვიხსნნეს მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: ვაქებთ შენსა, უფალო, მრავალმოწყალებასა და ქველისმოქმედებასა ჩუენდა მომართ, რამეთუ დიდ-მოწამემან ამან მერკვირი დააყენა სიბორგილი კერპთმსახურებისაი საჭურველითა ჯუარისა შენისაითა, კაცთმოყუარე, მძლავრთაგან არა შეძრწუნდა, ცეცხლისაგან არა შეშინდა და მეოხ არს სულთათვის ჩუენთა.
ბრწყინავს სახსენებელი შენი, ჰოი, ქრისტესთვის წამებულო მერკვირი, ვითარცა ბრწყინვალებაი მზისაი და საღმრთოთა მადლთა ნათლითა განანათლებს სულთა მოსავთა შენთასა და განსდევნის არმურსა ცოდვათა და ვნებათასა, აწ ჩუენცა გვიხსენ მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.
ბრწყინავს სახსენებელი შენი, ჰოი, წმიდაო მოწამეო მერკვირი, რამეთუ ზეციერი სიძეი შენი – ქრისტე გაქუნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, ხელმწიფებაი მტერისაი დასთრგუნე და ერი მრავალი მოაქციე მართლსარწმუნოებასა ზედა, აწ ჩუენცა შეწევნასა შენსა მოვევლტით, რაითა დაგვიცვა ყოველთა ძვირთაგან და ღირს-გვყავ კეთილდღეობითსა ცხორებასა.
ვითარცა განაქიქე შენ ბილწი განზრახვაი იულიანესი და აღსპობისაგან იხსენ ქრისტეანეთა ერნი, ეგრეთვე აწ სატანისა მახეთაგან და სჯულისაგან უცხოისა დაგვიფარე ერი ქართველთაი, და ყოვლისაგან ძვირისხილვისა გვიხსენ მოსავნი შენნი.
განადიდა რაი ეკლესიამან ღუაწლი შენი, ჰოი, მერკვირი სანატრელო, დიდმოწამეთა შორის შეგრაცხა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ვედრებად შენდა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ ოხითა შენითა ქრისტემან, და დაგვიცვას ყოველთა მძვინვარეთა სალმობათა და სენთაგან.
ქრისტესა – ჩუენთვის ქალწულისაგან შობილსა შეუდეგ, ჰოი, ძლევაშემოსილოო მერკვირი, და ყოვლითა გულითა შეიყვარე რაი დედაი მისი საყუარელი, შეწევნითა მისითა სძლე მძლავრთა მათ წინა-აღმდგომთა, აწ ჩუენცა შეგვავედრე სახიერებასა მისსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, კეთილშუენიერებითა ცისკროვან-ბრწყინვალეო, დიდო მოწამეო მერკვირი, მნათობო ყოვლისა სოფლისაო და ახოვანო მხედარო ქრისტეის ღმრთისაო; უძლეველო წინამბრძოლო სამწყსოისა მისისაო და მფარველო ეკლესიისაო; შემწეო მორწმუნეთაო და სიხარულო მწუხარეთაო; გამომხსნელო ტყუეთაო და ღმრთისა მიმართ მეოხო ყოველთა მვედრებელთა და მადიდებელთა შენთაო!
ჰოი, ბრძოლათა შინა უძლეველო მხედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა მომნიჭებელო, წმიდაო დიდო მოწამეო მერკვირი! ვითარცა სძლიე მეფესა იულიანე განდგომილსა ვედრებითა ბასილი დიდისათა, და დაიფარე სამწყსო მისი წარწყმედისაგან და ყოვლისაგან ბოროტისა, ეგრეთვე აწ ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა მოხედენ სამკვიდრებელსა ქართველთასა, და მკვიდრსა მას ზედა ერსა ჩუენსა, მართლმადიდებელსა, მძლავრთა კუეთებისაგან მრავალგზის შეჭირვებულსა და დაგვიცევ გარე-მოდგომილებისაგან მტერისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო ჩუენ მოგუმადლე ძალი დატევებისათვის ცოდვათასა და მოგვანიჭე შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, რაითა დავარღიოთ ყოველნი მანქანებანი ჯოჯოხეთისა მთავრისაი და სიწმიდითა და ღირსებითა განვვლოთ ჟამი ცხორებისა ჩუენისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი. კეთილმორწმუნენი მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, და ყოველნი ქრისტესმოყუარე მხედრობა და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჰოი, ახოვანო და ღუაწლსა შინა სახელოვანო მოწამეო, მხნეო მერკვირი! ემსგავსე რაი მნესა მას გონიერსა და მიიღე ტალანტი უფლისა შენისაი და განამრავლე იგი და მიუძღუანე მრავალწილად მომნიჭებელსა, აწ ოხაი ჩუენი შესწირე მისა მიმართ და გვითხოვე, რაითა მოგვანიჭოს სიმხნეი სულისაი, და დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, განმხრწნელისაგან ქარისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ტყვეობისაგან ეშმაკისა და უწმიდურთა სულთა ყოვლისა მოქმედებისაგან, უცნაურისა სენისა და სიკუდილისაგან, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისათა, და შენ მიერ ძღუანებულნი მივიწივნეთ ზეციერსა მას იერუსალეიმსა, რაითა სასუფეველსა შინა მარადის უგალობდეთ მამასა, ძესა და სულსა წმიდასა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
გაქებთ შენ, ვითარცა დიდსა მოწამესა, რომელმანცა მრავალფერთა სატანჯველთა დათმენითა არცხვინე მცბიერთა მათ ეშმაკთა და გვირგვინი ბრწყინვალეი მოიგე ღმრთისაგან, აწ ჩუენცა გვიმეოხე წინაშე მისა, ღმრთეებრივი წყალობაი მოგუმადლოს მოშიშებითა შევრდომილთა ხატსა შენსა – მოგვიტევოს ყოველნი შეცოდებანი ჩუენნი და გვიხსნნეს მანქანებათაგან ეშმაკისა, რაითა შენითა შუამდგომელობითა ღირს-ვიქმნნეთ ხილვად და დამკვიდრებად სასუფეველისა.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა დიდმოწამისა მერკვირის ლოცვითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
მიქაელ მოდრეკილის საგალობლის გამოყენებით შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა