მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
იშუებდ დღეს ქუეყანაი ქართველთაი დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისათა, რამეთუ ქრისტეისთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრეი სუფევისაი მოიგო, მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იშუებდ დღეს ქუეყანაი ქართველთაი დღესასწაულსა დიდისა ამის მეფისათა, რამეთუ ქრისტეისთვის მრავალ ფერნი ტანჯვანი მოითმინა და წარმავალისა მეფობისა დამტევებელმან წარუვალი სიმდიდრეი სუფევისაი მოიგო, მოწამეთა შორის საჩინომან ლუარსაბ და აწ მეოხ არს ჩუენ მაქებელთა მისთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაჲ 1, უგალობდითსა
ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დიდებულებაი შენი ვინმე მიუთხრნეს, ჰოი მეფეო, წმიდაო და რჩეულო, რამეთუ დასთხიე სისხლი შენი ქრისტეისთვის და არა ჰრიდე თავსა შენსა მისთვის.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეიწირე რაი მსხვერპლად სულად სულნელად ზეცისა ტაბლასა, მყის მოგეცა ქრისტეისგან სიმრავლეი მადლთაი ურიცხვი, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ ზეცით მარადის წყალობასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ნუ უგულებელსყოფ ვედრებასა ჩუენსა, სასოებით შენდამი მოლტოლვილთა, არამედ იყავ მხურვალე შუამდგომელ წინაშე ღმრთისა, რაითა გუაცხოვნნეს ჩუენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზესთა სიტყვისა მიდგომილებაი და შობაი უაღრეს გონებისაი, ხოლო მაწოვნებელობაი უფროის ბუნებისაი, რამეთუ მუცლად იღებ უჟამოდ, შობ უხრწნელად, და აწოებ ქალწულებით. ჰოი უცხო საიდუმლოი ესე შენი, ქალწულო.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა შენ, კაცთმოყუარე.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჯაჭვი სარწმუნოებისაი სიმხნით შეიმოსე და ნიში ჯუარისაი საჭურველად აღიღე და მხედრად ქრისტესა ახოვნად გამოჩნდი, რამეთუ წინა-აღუდეგ მძლავრთა და დააკუეთე ეშმაკისა საცთური.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან უღმრთოთა იგი რისხვაი სიმხნით თავს იდევ, საცთური შეურაცხ-ყავ და კადნიერად აღიარე ქრისტე, აწ კარნი წყალობისანი ლოცვითა შენითა განგვიხუენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ განჰკურნენ მრავალწყლულებანი ჩუენნი ღმრთივმისათუალველითა ლოცვითა შენითა და მოგუანიჭე სიბრძნეი კეთილისა და ბოროტისა განრჩევისაი და მოგვეც ძალი მიტევებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმომდინარედ მადლთა და წყაროდ კურთხევისა გამოგაჩინა, ღმრთისმშობელო, შენგან შობილმან სიტყუამან, რამეთუ ხორცთა დასაბამ გყო თვისთა, მიმადლებულო.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
სიბრძნეი მოიგე შენ შორის, ბრწყინვალეი იგი და დაუჭნობელი, რომლითა ზრახუაი ჯეროვანი და კრძალულებაი ყოველსა შინა ისავსენ, ლუარსაბ, ვინა მეძიებელმან სიბრძნისამან მოიგენ მადლთაცა სრულებანი და სულისა აზნაურებაი, დოგმატითა ყოვლად წმიდითა განაშუენე, და სჯული სვინდისისა შეაყავ მცნებათა ქრისტესთა, ხოლო წადილი ბუნებითი მხოლოისა მიმართ სატრფიალოისა წარმართე, ვინაიცა ევედრე ქრისტესა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთა პატიოსნისა ხსენებისა შენისა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა მათ შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეგვეწიე, რომელნი წადიერებით აღმზადებულ ვართ შესხმად დღესასწაულსა შენსა და ქებით ვადიდებთ ხსენებასა შენსა.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვაქებთ ყოვლად დიდებულსა ღუაწლსა შენსა, მხნეო მოწამეო, და გალობასა შევსწირავთ ყოვლისა შემოქმედსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი ესე შენ მიერ ვევედრებით ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახალ-კაც-იქმნა უჟამო და ძედ შენდა სიტყუაი დაუსაბამო, ამისთვის, ქალწულო, გნატრით შენ, ვითარცა ჰსთქუ.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო, და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუა ღმერთი არა ვიცით.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიმხნეი შენი უძლეველი უბრწყინვალეს მზისა განბრწყინდა, ყოველი მძლავრებაი მტერისაი განიოტა და ყოველთა მორწმუნეთა გულნი განაბრწყინა, ამისთვის აღგამაღლა შენ ქრისტემან და მისა მიგიწოდა.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა ბრწყინვალებაი მზისაი და მთოვარისაი, ესრეთ განანათლებს ხსენებაი შენი ქუეყანასა ჩუენსა, რამეთუ საღმრთოისა მის ნათლისა სამკვიდრებელ იქმენ შენ და ბნელსა ვნებათასა იოტებ ყოველთა მორწმუნეთაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მხიარულ ჰყოფს ცნობასა შემსხმელთა შენთასა სიმხნეი შენი, და აცისკრებს გონებასა, ლუარსაბ ბრწყინვალეო, ახოვნებაი სულისაი და სიმრთელეი ცნობისაი, და სიმტკიცე გონებისა შენისაი, აწ ცისკროვან-ყავ, სანატრელო, გონებაიცა ჩუენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მზეი ეგე, რომელსა გმოსიეს და მოგყავს მზეი სიმართლისაი, ღრუბელსა სუბუქსა, ღმრთისმშობელო, ბნელით-გვემულისა სულისა ჩემისა კერპნი დააკუეთენ და შემუსრენ და ღირსად სადგურ განწმედილ მზისა მის გამომაჩინე, ჰოი ღმრთივმიმადლებულო.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აწ ნისლი სიბნელისაი განსდევნე სულთაგან ჩუენთა და უძლურებანი განჰკურნენ სურვილით აღმასრულებელთა ხსენებისა შენისათა და სარწმუნოებითა მგალობელთა.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან სიმხნეი საკვირველი აჩუენე და მრავალ-ღონეი იგი სივერაგეი მტერისაი დაამხე, აწ მაღალთა მათგან სავანეთა მოგუხედენ და წინაშე ღმრთისა შეგვეწიე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მღდელთმთავარნი მღდელთა თანა, ჭაბუკნი და ქალწულნი, მოხუცებულნი, ყრმანი, და ყოველი სიმრავლეი ერისაი ეკლესიად მოკრბება და სიხარულით აღასრულებს ქებულებათა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვარდისა უკუდავისა აღმომაცენო სავარდეო, და შროშანისა უხრწნელისა ღელეო, და საიდუმლოდ დახშულო მხოლოო, გიხაროდენ, ქალწულო.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა 2
ნათელ-ცისკროვნად მზედ გიცის შენ ეკლესიამან, ახლად მოწამედ გამოჩინებულად, სპარსთა აღვირ-აღმსხმელო და მართლ-უკუნ მქცეველო, ღუაწლით-შემოსილო მეფეო ლუარსაბ, რომელმან უშჯულოისა მის მეფისა ქადებანი არად შერაცხენ, და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 4: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.
მგალობელთა: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.
დიაკონმან: მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.
მგალობელთა: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.
დიაკონმან: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ.
მგალობელთა: და უფალმან ისმინა მათი.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარებაი მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა დიდებულისა მოწამისა, მეფისა ლუარსაბისაითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ხსენებაი შენი, ვითარცა მზეი დაუვალი აღმობრწყინდა ბრწყინვალითა ნათლისა შარავანდედითა, დიდებულო მარტვილო, ქრისტეს სარწმუნოებისათვის წამებულო, მეფეო ლუარსაბ, რომელმან დასდევ სული შენი ერისათვის მსგავსად მხსნელისა, და აწ წინაშე წმიდისა სამებისა იხარებ და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან ქუეყნიური მეფობაი მოიძულე და ზეციურისა მხედრობისა მოსურნე იქმენი და გუემაი, და მრავალ-ფერი სატანჯველი თავს ისხენ და სიკუდილი მწარეი, ვითარცა საშუებელი, აწცა განაქარვე სიბნელეი ბრალთაი და განაბრწყინვე სულნი ჩუენნი.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეგარდამოითა მით მადლითა განათლდი შენ, ყოვლად ქებულო, და დაიდგ სასანთლესა ზედა მაღალსა და განანათლე შენდა რწმუნებული ერი ესე ქრისტეის მოსახელეი, აწ ოხაი ჩუენთვის შესწირე მხსნელისა მიმართ და ცოდვათა შენდობაი გვითხოვე ჩუენ და დიდი წყალობაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ეჰა, რაბამი დიდებულებაი შეგძინა შენ სიმხნემან შენმან, სანატრელო, რამეთუ ჭირნი სიმართლედ უხრწნელად და სიკუდილი უკუდავებად შეგეცვალა შენ და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტეისთა, რომელმანცა მკვიდრ-გყო უსხეულოთა თანა, მეოხ-გუეყავ მგალობელთა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმსარებელნი შენნი ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობლად, მარიამ, ვიხსნებით სამ-ღელვათაგან განმხრწნელთა სულისათა და ხორცთა, სძალო, შენგან შობილისა მიმართ მგალობელნი: კურთხეულ-ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ვსახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან მეფობაი მარტვილობასა ზედა განსცვალე და სარწმუნოებაი მაღალი აღმოსთქვი, აწ წმიდასა წმიდათასა სასუფეველსა წინაშე ქრისტესა იდიდები გვირგვინითა და მეოხ-ხარ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რომელმან ქრისტეისთვის გულსმოდგინედ იღუაწე და ქართველთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა განაშუენე და შეამკევ, აწ მვედრებელთა შენთა წყალობით მოგუხედენ და გზაი იგი ჩუენი სამეუფოი წარგვიმართენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარცა განაქარვე ცრუ-შჯულთა იგი საცთურებანი და კარი წამებისაი განუღე მრავალთა ერთა, ეგრეთვე მგალობელთა შენთაგან განსდევნე ბნელი ჭირთა და განსაცდელთა მრავალსახეთა და გვიხსენ ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათელი ნათლისაგანი და ღმერთი სიტყუაი ჭეშმარიტი ღმრთისაგან მოვიდა შენგან მთისა ჩრდილოვანისა, ქალწულო, ხსნად ღმრთისმშობლად აღმსარეთა შენთა და ამამაღლებელთა თვისთა უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აწ იხარებს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა და უწესს ყოველთა მართლმადიდებელთა ქებით შესხმად დღესასწაულსა შენსა, რაითა ჩუენცა კეთილკრძალულებითა ვნატრიდეთ სიმხნესა შენსა უძლეველსა და ყოვლად საგალობელსა.
წმიდაო მოწამეო, კეთილმსახურო მეფეო ლუარსაბ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აწ შენდამი კეთილმსახურებითა მოლტოლვილნი შეგვაწყნარენ ღმერთსა სახიერსა, რაითა მოგვცეს ხელი შეწევნისაი და აღგვიდგინოს რქაი ცხებულობისაი, და ადიდოს ეკლესიაი მართლმადიდებლობასა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ მოგვფინე მადლი ლოცვისა შენისაი, დიდებულო, და ნუ განგვწირავ მოქენეთა შენთა, არამედ ითხოვე ქრისტესაგან, რაითა დაამხუნეს მტერნი ჩუენნი ცბიერნი და ძლევაი მოსცეს საზეპუროსა ერსა ჩუენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
იხარებდ დღეს ბრწყინვალედ, ეკლესიაო ქართველთაო, რამეთუ დიდსა შეიწყნარებ საქადულობასა. აჰა, ესერა ღმრთისმშობლად აღმსაარებელი წმიდისა ქალწულისანი მეფეი დიდებული შენ შორის იდიდება გვირგვინითა მარტვილობისაითა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: წმიდისა მეფისა სახსენებელსა მოვისწრაფოთ, ერნო ქართველთანო, და ვაქებდეთ გალობითა და შესხმითა სულიერითა ღუაწლსა შინა მხნესა ლუარსაბს, ახოვანსა და უძლეველსა, რომლისაგან აღმოგვიცენდების კურნებაი ყოველთა მგალობელთა.
საგალობელ არს ყოვლად წმიდაი ღუაწლი შენი, და სახელი შენი დიდ-საქებელ, რომელი ცათა შინა განისუენებ, და მხედრობათა თანა ანგელოზთასა წინაშე მეუფისა სდგა, მცირედ მანდაით გარდამოხედ ჩუენდა მომართ და იხილე, რაისა ესე აღვასრულებთ, და შეიწყნარე სიგლახაკეი სიტყუათა ჩუენთაი.
მეწამულად სისხლითა განბრწყინებულო მოწამეო, აწ ითხოვე ქრისტეის მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, და სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი, მწვალებელთა მათ ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.
ვითარცა სპარსთა მრავალ ღონენი დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნადი ერთა ჩუენსა ზედა, ეგრეთვე აწ მოუვლინე რისხვაი ღმრთისაი ჩუენზედ აღძრულთა მათ უშჯულოთა მტერთა ჩუენთა, უფლისა განმარისხებელთა, რომელთა განიგდეს წილი სამკვიდრებელსა ჩუენსა ზედა და აღგვიდგუნე მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა და დაიცევ სახლეულნი მისნი უცხო თესლთა ზედა მოსლვისაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, დედოფალო მარიამ, კეთილად მძლისა მოწამისა, მეფისა ლუარსაბისა ლოცვითა ღირს მყვენ ჩუენ ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა დიდებად და გალობად:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჰოი ყოვლად დიდებულო, წმიდაო მოწამეო ქრისტეისო, ახოვნად მოთმინეო, მხედარო დიდ-სახელო, ბრძოლათა შინა უძლეველო და ჭირთა შინა ურცხვენელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო და წყალობისა -მომნიჭებელო, ღმრთივგვირგვინოსანო მეფეო ლუარსაბ!
ჰოი ბრწყინვალეო და დიდო სამკაულო მოწამეთაო და სახელ-დიდო მეფეო ქართველთაო, წმიდაო ლუარსაბ! მოგვიხსენე წინაშე ღმრთისა, რომლისა სიყუარულითა სისხლი დასთხიე, დიდებულო, და ელვარებითა სიწმიდისა შენისაითა დაშრიტე საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოი იგი უშჯულოებისაი და დაგვიფარე მწვალებელთა შესაკრებელისაგან, რომელ არს „საძაგელი მოოხრებისაი“, მოგუანიჭეი ძლევაი მათ ზედა და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქრისტეის ღმრთისაგან, ხოლო სარწმუნოებაი იგი ჩუენი ქრისტეის მიმართ კუალად განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მეფისა და მამულისაი, და აღგვიდგინე რქაი ცხებულობისაი, რაითა არა მივემსგავნეთ პირუტყუთა უგუნურთა, მსგავსად მათ კერპთმსახურთა და სხუთაცა ეგევითართა უგულისხმოთა, ვითარცა ნებსით განმდგარნი და დამვიწყებელნი საუკუნოისა ცხორებისანი. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი საჩინოო, ახოვანო, სახელოვანო გვირგვინოსანო, მხნეო ლუარსაბ! მოწყალებითა იესუს ღმრთისა მსგავსითა, იმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი, აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცვალებაი, სასუფეველსა დამკვიდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
<ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
არაი თუ ღირს ვართ მოხსენებად ბრწყინვალისა ღუაწლისა შენისა, არამედ აღმძრავს ჩუენ ფრიად სიყუარული შენი, და ყოვლითა გულითა შევსწირავთ შენდა მომართ ვედრებასა, მხნეო ლუარსაბ, შეგვეწიე, რომელნი მოვივლტით პატიოსანსა ხატსა შენსა წმიდასა და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა მარადის, დიდებულო, ნუ მოგუაკლებ საფარველსა შენსა მორწმუნეთა ერთა და მადიდებელთა დღესასწაულისა შენისათა, და გვიხსენ ჩუენ ყოველნი ჭირთა და განსაცდელთაგან.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა და ნეტარისა მეფისა ჩუენისა ლუარსაბ მოწამისაითა, წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი