მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
სილაღჱ მოძულეთა ხატისა უფლისაჲთა და მძლავრებაჲ არაწმიდათა უღმრთოთაჲ, უმოწყალოდ დაემკჳდრა ნიკიას, და მოიწიეს სატანჯველად ქურივისა, ღმრთისმშობელისა ხატისა კეთილმსახურებითა პატივისმცემელისა, ხოლო მან ძითურთ თჳსით მიუბოძა ზღუასა ხატი იგი და ესრეთ ღაღად-ყო: დიდებაჲ შენდა, წმიდაო, ზღუაჲ მღელვარჱ მწე შენდა გექმნეს, დიდებაჲ მსვლელობასა შენსა, უხრწნელო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წმიდისაგან ხატისა შენისა, ჵ, დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხუად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებითა და სიყუარულითა მისდა მოლტოლვილთა, ამისთჳს ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ჴორცით განმკურნე, მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გჳჴსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩვენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
უგალობდითსა
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკჳრველთმოქმედმან კუერთხმან მოსჱსმან, რომელმან გამოსახა სახჱ ჯუარისაჲ და განუპო ზღუაჲ მეწამული და ისრაელი იჴსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
აწცა მიითუალე ჩემმიერ მორთმეული ესე ვედრებაჲ, ვითარცა პირველ ძემან შენმან და ღმერთმან ჩემმან უფალმან შეიწირა ორნი იგი წულილნი ქურივისანი და ჴსნაჲ ცოდვათა ჩემთაჲ მომმადლე მე, რაჲთა მარადჟამს გადიდებდე შენ, ქალწულო პორტაიტისაო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
განბრწყინდა ათონი და იშუებს ივირონი, რამეთუ ანგელოზთა მიერ ზღჳთ მიბრძანდა საკჳრველი ხატი შენი, ნათლითა გამოუთქმელითა მოელვარჱ და შარავანდედითა მოწყალებისა შენისაჲთა ყოველთა განმანათლებელი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ყოვლად პატიოსანი ხატი შენი, მიიქუა რაჲ გაბრიელ მკერდსა ზედა, გიღაღადებდა შენ, დედოფალო, ჵ, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, მფარველ ექმენ სავანესა შენსა, სიხარულად ყოველთა ქრისტეანეთა და თავსმდებ საუკუნოჲსა ცხორებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მწე და მფარველ ექმენ, ქალწულო, სავანესა ივერიელთასა, რაჟამს დაანთქ ზღუასა შინა მჴედარნი ამირასნი ნავებითურთ მათითა, აწცა დაანთქ ძისა შენისა მოწყალებისა მორევსა ყოველნი ვნებანი და აურაცხელნი შეცოდებანი ჩემნი.
განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
რომელმან მრავალ-პატიოსანი ხატი შენი მიუბოძე ივირონსა, ეგრეთვე უნუგეშოდ არა დაგჳტევენ მკჳდრნი წილხვედრისა შენისანი, ქალწულო, და ვიდრე ჟამადმდე, მის წილ ამბორს-უყოფთ საკჳრველთა პირთა მისთა, შენმიერითა მფარველობითა განდიდებულთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ვითარცა ძუელადვე ნიკიითგან ათონს პონტოჲსა ზღჳთა მიწევნული ცეცხლმთებარჱ ხატი შენი იქმოდა სასწაულთა ყოვლად-დიდებულთა, ეგრეცა წმიდათა პირთა მიერ ხატისაჲთა მოგუფენ სასწაულთა მრავალფერთა და დაშრეტ საჴუმილსა ვნებათასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
პირისა შენისა ყოვლად წმიდისა და უხრწნელებისა ხატი არს საკურნებელი ყოვლისა სოფლისაჲ, რომლისადა მიახლებულნი და კრძალვით შენდა თაყუანისმცემელნი, უბიწოო, მადლსაცა კურნებათასა აღმოვივსებთ და განვთავისუფლდებით უძლურებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უნაყოფო გონებაჲ ჩემი ნაყოფიერ ჰყავ, კურთხეულო ქალწულო, შობილო უნაყოფოთაგან, რამეთუ შენ უფროჲს ნაყოფიერ ჰქმნი კეთილად ყოველსა მოვლინებითა ხატისა შენისათა.
გჳჴსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა ივერიის კარისად წოდებულსა.
მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ - ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა.
მოიწია დღეს ბრწყინვალჱ დღესასწაული მფარველისა ჩუენისაჲ, განიხარებენ ყოველნი მართლმადიდებელნი და განსცხრებიან კრებულნი კაცთანი, რამეთუ მოგჳწოდებს წმიდაჲ ღმრთისმშობელი ჩუენი, ხილვად თჳსისა ცეცხლმთებარისა ხატისა, მოწყალებისა შარავანდედითა ყოველთა განმანათლებელისა, და ჩუენცა მოხარულნი ამისა ვღაღადებთ: გჳჴსენ, დედოფალო, სიყმილისაგან, ცეცხლისა, მახჳლისა და ჭირთაგან, პატივისმცემელნი ხატისა შენისა გამოჩინებისანი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იხარებდა სავანჱ ივერიისაჲ დღესასწაულსა გამოცხადებისა შენისასა, რამეთუ ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო შეწევნისათჳს სიყუარულისა ერისათჳს შენდა წილხდომილთა, ოდეს ანგელოზთა მიერ ზღჳთ მოძღუანებული ნათელცისკროვანი ხატი შენი, არაჲ მივიდა სხუასა მონასტერსა, არამედ ივერთასა ღირს იჩინა დავანებაჲ, ჴელითა გაბრიელ ქართველისაჲთა და მით აკურთხე ათონის უდაბნოსა შინა ახლად-აგებული სავანჱ იგი ქართველთაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხი მჴურვალჱ, და შესავრდომელი დიდი, და მფარველი მტკიცჱ და თანამბრძოლი და ზედამხედველი ხარ შენ, პორტაიტისაო, მათთჳს, რომელნი ეძიებენ შეწევნასა შენსა; ამისთჳს იჴსენ იგინი ყოვლისაგან საბრჴისა, ვითარცა აღუთქუ, ყოვლადუბიწოო, მონათა შენთა.
მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიქადული ცხორებისა ჩემისაჲ, რომელმან არა დააცარიელენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთჳსცა წინაჲსწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაჲ, კაცთ-მოყუარე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
აჰა, ესერა დიდად შუენიერი დახატულებაჲ პორტაიტისაჲ მოიწია ათონითგან ტფილისსა, და დიდითა პატივითა დაბრძანდა ტაძარსა ღმრთისმშობელისასა, დიდებულსა სიონსა, შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომჴსნელად ვნებათაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ვითარცა ივერთა სავანისა სამწყსონი განშუენდებოდეს მადლითა ხატისა შენისაჲთა, ეგრეთცა უფროჲს მზისა ნათლისა განბრწყინდების ერი ჩუენი მადლითა შენითა, რამეთუ საკჳრველი ესე პირი ხატისაჲ იქმნების, ვითარცა წყაროჲ უკუდავებისაჲ სნეულთა და უძლურთათჳს და ყოველთათჳს მომნიჭებელი დიდთა წყალობათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მადლისა მოცემისა მნებებელმან ერისათჳს ჩუენისა, კუალად გამოგჳჩინე ჩუენ ხატოვნებაჲ შენი, რომლისადა მიახლებულნი მსგავსებასა მას შენსა თაყუანის-ვსცემთ და გევედრებით: აჰა, მოვედ აწ და შემოგჳკრიბენ მამულნი განბნეულნი, და უჩინე მზღუარი, ყოველთა კაცთაგან უსარჩლელი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სიმტკიცჱ და ძალი ჩემი ღმრთისმშობელო, რამეთუ დღესა მწუხარებისა ჩემისასა შენმიერვე განვისუენო და შენ მიერვე აღვმაღლდე ზეციერსა სამკჳდროსა სოფლისაგან ამისა და ვიხარებდე მეუფისა და ღმრთისა, მჴსნელისა ჩემისა თანა.
ღამითგანსა
ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაჲსებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
სარწმუნოებაჲ გუაქუს შეუორგულებელ შენდა მომართ, ქალწულო პორტაიტისაო, და გევედრებით: მოგვეც ჴელი შეწევნისაჲ და დაიცევ ქუეყანაჲ, რომელი გამოირჩიე და ეშმაკთა მონებისა და კერპთ-მსახურებისა გამოიჴსენ, რაჲთა სირცხჳლეულ იქმენ მტერნი ჩუენნი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
მსწრაფლ გუეწიე, წმიდაო მშობელო გამოუთქუმელო ძისა ღმრთისაო, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცევ ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხვთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმრთისმშობელი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აწ მოიხილე, ტკბილო დედაო, მეუფისა ქრისტჱსო, შენმიერ გამორჩეულსა ერსა ზედა და სათნო იჩინე აღორძინებად და განმრავლებად და აღვსებად ჩუენდა სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმისყოფისაჲთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუ დასცხრები ვედრებასა ჩუენთჳს, ქალწულო, ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო მარიამ, რამეთუ სიმტკიცე ხარ ჩუენ მორწმუნეთა და სასოებითა შენითა განვძლიერდებით და სარწმუნოებით შენ და ძესა შენსა გადიდებთ და თაყუანის-გცემთ.
გჳჴსენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ყოვლისა სავნებელისა, და ჭირისა და იწროებისაგან, რომელნი ყოვლითა სულითა შევუვრდებით სასწაულმოქმედსა ხატსა შენსა ივერიის კარისად წოდებულსა.
მოიხილე, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, ფიცხელსა ამას სხეულისა ჩემისა დაჴსნილობასა ზედა და კურნებულ - ყავ ტკივილი სულისა ჩემისაჲ.
მცირე კვერექსი
დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ, უფალო.
მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კონდაკი. ხმა 8
დაღაცათუ ზღუად შთაგდებულ იქმნა წმიდაჲ ხატი შენი, ღმრთისმშობელო, ქურივისა მიერ, რომელმანცა ვერ ძალიდვა დაფარვაჲ მისი მტერთაგან, გარნა გამოჩნდა იგი მფარველად ათონისა და მეკარედ ივერიელთა სავანისად; შიშად მტერთა, ხოლო მართლმადიდებელთა საქრისტიანოთა შინა, შენთა პატივისმცემელთა მჴსნელად ყოველთაგან ვნებათა და ზედა მოსლვათაგან.
იკოსი
იხილა რაჲ კრებულმან მონაზონთამან შორის სუეტსა ცეცხლისაჲსა ხატი ღმრთისა დედისაჲ, ღაღადყო: ჵ, მეუფეო, ღირს მყუენ ჩუენ მიმთხვევად ხატისა დედისა შენისასა, ხოლო შენ, გაბრიილ, შევედ ზღუად და მიიქუ წიაღთა შინა საუნჯჱ ჩუენდა გამოცხადებული, რაჲთა გუექმნეს ჩუენ მცველად მიურულებელად, ხოლო ყოველთა ქრისტეანეთა მფარველად და სიხარულად.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი.
მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: მოვიხსენო სახელი შენი.
მგალობელთა: ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მათ დღეთა შინა, აღჰსდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდასსა, და შევიდა სახლსა ზაქარიასსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო, ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვა მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა, და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა-ჰყო ხმითა დიდითა და ჰსთქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისა ჩემდა; რამეთუ აჰა ესერა, ვითარცა იყო ხმა მოკითხვისა შენისა ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმა ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულება თქმულთა მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და ჰსთქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა, ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ჰყო ჩემთანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსად.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: მოვედით ერნო ქართველთანო, აღმოვივსოთ დაუწყვედელი იგი მადლი ხატისაგან ღმრთისა დედისა, რომელი ცეცხლებრ ბრწყინავს, და შევიტკბოთ სარწმუნოებითა და სიყუარულითა, რამეთუ იგი დიდებითა მოენიჭების ერსა ჩუენსა ზღუდედ და მცველად, და მფარველ გუექმნების ჩუენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი საჴუმილსა შინა ვიდოდეს, ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ლამპარი ბრწყინვალჱ, მრავალ-მნათობი, წმიდაჲ ხატი ღმრთისა დედისაჲ, მდებარჱ ბჭესა ზედა ივერთა მონასტრისასა, განანათლებს გონებათა ჩუენთა და იოტებს ბნელსა ცოდვისასა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ცეცხლი საღმრთოჲ, რომელი გამოვალს ხატით შენისაჲთ, ღმრთისა დედაო, დასწვავს ბანაკსა ხატთმბრძოლთასა, და ტკბილსა ნათელსა ძლევათასა მორწმუნეთა მოგუფენს და განგვამტკიცებს.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარცა გჳრგჳნი ბრწყინვალჱ, ყოვლად უხრწნელო დედოფალო, საკჳრველი ხატი შენი ივერიის კარისაჲ უპყრიეს ეკლესიასა ქრისტჱს ღმრთისასა და იშუებს და იხარებს ღმრთივბრწყინვალედ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სიხარული მკჳდრთა უდაბნოჲსა მთაწმინდისაჲსა, და ნუგეში და სიქადული ერისა ამის სამეუფოჲსაცა, ქალწულო მარიამ, რომელსა გიგალობთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.
აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანა-მზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
დიდებული ტაძარი სიონისაჲ, მსგავსად სამოთხისა, ხატისა შენისაგან სულიერთა სულნელებასა მოგუფენს მისდამი მილტოლჳლთა და სურნელ ჰყოფს სულთა და გონებათა ჩუენთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
ყოვლადბრწყინვალისა სახისა შენისა გამოცხადებაჲ სიხარულსა მიჰფენს ყოველთა მორწმუნეთა, ხოლო ქუეყანასა ჩუენსა მოანიჭებს მცველსა დაუძინებელსა და ჭირთაგან მჴსნელსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ბრწყინვალედ დღესასწაულობს ერი მორწმუნე ქართველთაჲ მოსლვასა პატიოსანისა ხატისა შენისასა და ვედრებითა ითხოვს შენგან, უბიწოო, რაჲთა წარგჳმართო მომავალი ნებისაებრ შენისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან ანგელოზისაგან სიტყუაჲ შეიწყნარა, და ღმერთი მხოლოჲ გჳშვა, და ნათელი გამოუბრწყინვა სოფელსა, ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
ადიდებდითსა
ძლისპირი: განკჳრდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი განკჳრვებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოჲ შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
შეიწყნარენ ვედრებანი ესე, რომელთა შენდა შევწირავთ კეთილმოშიშებითა და გვექმენ მხურვალე შუამდგომელ ჩუენ ცოდვილთა ძისა მიმართ შენისა, რაჲთა ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსნას, უბიწოო, და შინაგანცემისაგან ქართველთაჲსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო კარისაო, დაგჳცვენ და დაგჳფარენ ჩუენ.
აწ დააყუდე, ყოვლადწმიდაო, უბიწოო ქალწულო, ზედა დასჴმაჲ უკეთურთაჲ და განზრახუანი მათნი დაჴსენ, ხოლო მართლაღმსაარებელთა ერთა შორის მშჳდობაჲ და სიყუარული განაჩინე, რაჲთა შენზედა სასოებისა დამდებელთა არა გვრცხვენოდეს უკუნისამდე.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
საღმრთოთა გალობათა მიერ, ჵ, წმიდაო პორტაიტისაო, ქალწულო ღმრთისმშობელო, ღმრთეებრივსა ხატსა შენსა თაყუანისვსცემთ, შევთხოვთ შენდობასა და ჴსნასა სულთა ჩუენთასა, ვითარცა თავს-მდებსა ჴსნისა ჩუენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲთვე გქადაგებდეს, უბიწოო, წინასწრმეტყუელნი, გამოგსახვიდეს კიდობნად, კუერთხად, ტაკუკად და ბჭედ დახშულად, და მთად გამოუკუეთელად, და კიბედ ზეცისად აღმართებულად, და წყაროდ დაბეჭდულად, სულმცირედ ღრუბელად და მშობელად ევმანუელისა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: მოვედით, ჵ, მოყუარენო ღმრთისმშობლისანო, აღიპყრენით ჴელნი და ვედრებაჲ შესწირეთ ხატსა ამას საკჳრველსა და ჴმობდით: მოხედე, კეთილმოწყალეო დედაო, მწუხარებათა, ზედა გარემოდგომილთა ჩუენდა და განჰკურნე უძლურებანი სულთა ჩუენთა.
აჰა, მადლი აღვსებული პატიოსნისაგან ხატისა შენისა, მოწყალეო დედოფალო, რამეთუ ყოველი შემუსრვილითა გულითა აღმოივსებს საღმრთოთა ნაკადთა აღმომდინარეთა უშურველად და მიიღებს სარწმუნოებითა თხოვასა. აწცა ნუ დასცხრები ჩუენ ყოველთათჳს ჴსნად გარე მოდგომილთა მძჳნვარეთა ჭირთა და ურვათაგან.
თქმულნი შენნი, რომელ აღმოთქუ, უხრწნელო, წილხვედრებულთა შენთათჳს, აღასრულე, ვითარცა მოწყალემან, და ნუ მისცემ სამკჳდრებელსა ჩუენსა საყუედრელად მტერთა, რაჲთა გულისჴმაჰყონ ყოველთა, რამეთუ ნაწილ შენდა ვართ ჩუენ ნათესავი ქართველთა.
ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა ჩუენსა, ეგრეთვე ნუ დაგჳვიწყებ, ჵ, დედათა შორის კურთხეულო, ღმრთისმშობელო მარიამ, და ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურთა და ამაოთა იღუწიან სავნებელად ერისა ჩუენისა, აღრჩეულისა შენ მიერ, ვითარცა საკუთარისა.
ზეცისა ძალთა კრებულნი და მოციქულთა გუნდნი და ყოველნი ენანი, შენ გადიდებენ, სძალო წმიდაო, ხოლო ჩუენ მწიკულევანითა ბაგითა დედად ღმრთისა გქადაგებთ, სახიერო დედოფალო, ყოვლად უბიწოდ და სამწმიდა არსობისა გალობითა უფალსა უღაღადებთ:
წმიდანო ანგელოსნო ზეცისა მხედრობათანო, და წინამორბედო უფლისაო, მოციქულნო ათორმეტნო, მღვდელმთავარნო, მოწამენო, და ნეტარნო მამანო, და ყოველნო წმიდანო, ღმრთისმშობელისა თანა ნუ დასცხრებით მეოხებად და ცხოვრებად, რომელნი თქუენ გადიდებთ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლთმოდრეკით სათქუმელი
ჵ, ყოვლადწმიდაო, ღმრთისმშობელო კარისაო, ჭეშმარიტო წინამძღუარო ცხორებისა ჩუენისაო, და მფარველო და მოღუაწეო ქართველთა ერისაო! მოხედვაჲ ყავ ზეცით წყალობით და მოიჴსენე უფლისა მიერ და ძისა შენისა წილად ხვდომილი ესე შენად ქუეყანაჲ და საზეპუროჲ ერი, რამეთუ აღთქუმულ გაქუს შენ ჟამსა შეჭირვებისასა დაცვაჲ და დაფარვაჲ ჩუენი.
ჵ, მხოლოო დედათა შორის კურთხეულო, წმიდაო უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო! დედობრივსა მადლსა და შეწევნასა შენსა მარადის შევრდომილნი გუაკურთხენ და განგვწმიდენ ცისკროვანებითა საკჳრველთმოქმედისა ხატისა შენისაჲთა, და თანამბრძოლ გუეყავ ჩუენ მარადის, ვითარცა აღგჳთქუ, წინააღმდგომად მბრძოლისა, ჩუენ ზედა აღბორგებულისასა, რამეთუ მბრძოლნი იგი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაჲთა იღუწიან, რაჲთა ერიცა საუფლოჲ განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა. გარნა ჩუენ შეძრწუნებულნი ვეძიებთ ღონესა განრინებად ურიცხუთა განსაცდელთაგან და გევედრებით შენ: ქალწულო პორტაიტისაო, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაგჳცევ მზაკუვარებათაგან და საცთურთა მზაკუვარისა ეშმაკისაჲთა, რომელსა ჰნებავს წარწყმედაჲ ჩუენი, რაჲთა არა მოვიღოთ ბეჭედი იგი ანტიქრისტესი და არა თაყუანის-ვსცეთ მას, არამედ მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ იქმნას და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ქუეყანასა, აღრჩეულსა შენ მიერ, ვითარცა საკუთარსა, და აღამაღლებდეს და აღადგენდეს ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. განაძლიერე დიდი მეუფე ჩვენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განანათლენ ქრისტჱსმოყუარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; ყოველნი ერნი წილხდომილისა ქუეყანისა შენისანი პატიოსნითა მეოხებითა დაიცვენ. ევედრე ძესა შენსა და უფალსა ღმერთსა ჩუენსა იესუს, რაჲთა შეგჳნდოს ეკლესიათა მოოხრებანი, სიწმიდეთა შეგინებანი, ხატთა და ჯუართა დამუსრვანი, ღმრთისმსახურთა მკულელობანი, ღალატი, შური, ცრუ-ბეზღობანი, საშოსა შინა ჩვილთა ჩუენთა კლვანი და სხუანიცა შეცოდებათა ჩუენთა სიმრავლენი.
ჵ, ღმრთისმშობელო, კურთხეულო დედაო და ქალწულო! აღმომიყუანენ ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და მიჴსნენ ჩუენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახჳლისა და ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაჲსა, და ტომთაგან ბრძოლისა, და უცნაურისა სიკუდილისა, და ზედა დასჴმისაგან მტერთაჲსა, და განმხრწნელისაგან ქარისა, და ყოვლისაგან სიკუდიდ-შემოსილისა წყლულებისა და ყოვლისაგან ბოროტისა, მოგუეც, დედოფალო, მშჳდობაჲ და სიმრთელჱ მონათა ამათ შენთა - მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა, და განანათლენ გონებანი ჩუენნი, და თუალნი გულისა ჩუენისანი, რაჲთა ვსცხონდეთ, და ღირს ვიქმნეთ ცოდვილნი მონანი შენნი სასუფეველსა ძისა შენისა და ქრისტჱს ღმრთისა ჩუენისაჲსა, რამეთუ მეუფებაჲ მისი კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოთ მამით მისით და ყოვლად-წმიდით და ცხოველს-მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
აღიძრვიან ყოველნი ერნი ზეცისა და ქუეყანისანი შესხმად და გალობად შენდა, ხოლო ჩუენ დაღათუ განვამრავლეთ ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა და სამართლად მოაწია ღმერთმან ჩუენ ზედა ესე რისხუაჲ, არამედ წყალობასა შენსა შევედრებულნი სურვილითა თაყუანის-ვსცემთ ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და ვედრებითა ვითხოვთ შენგან, ჵ, ქალწულო პორტაიტისაო, გამოგჳჴსენ ვნებულებისაგან, ჭირთა და იწროებათაგან, და დაჴსენ ზახებაჲ უხილავთა და ხილულთა მტერთა და წინააღმდგომთა ჩუენთა.
ნებსით თჳსით შეგცოდეთ და განგარისხეთ და დაჳვიწყენით წყალობანი შენნი, არამედ შენ გჳჴსენ ბოროტთაგან და ჟამსა განსჯისასა დაუსჯელად დაგჳცევ ჩუენ, ჵ, კურთხეულო დედათა შორის მარიამ, რომელნი სახიერებასა და მფარველობასა შენსა ყოვლითა სულითა შევუვრდებით.
ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი.