მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდსა მოციქულისა და მახარებელისა
იოვანე ღვთისმეტყველისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

 ჟამსა ვნებისასა წინაშე ჯუარისა მდგომარესა, რომელსა გიწოდა ძმად თვისად მეუფემან და შეგვედრა უბიწოდ მშობელი თვისი, ჰოი ღმრთისმეტყველო იოვანე, მეოხ გვეყავ ჩვენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მოციქულო ქრისტეს ღვთისაო საყვარელო, მსწრაფლ გვეწიენ და გვიხსენ შეცოდებული ერი, რამეთუ გაქვს შენ კადნიერება მისსა მიმართ, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რომელსაცა ევედრე ღვთისმეტყველო, რაითა ნისლი ცოდვათა ჩუენთა განაქარვოს და მოგვანიჭოს ჩვენ დიდი წყალობაი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

გალობა 1. უგალობდითსა

 

სძლის-პირი: უკულეველად ზღვაი წიაღ-ვლო ისრაელმან, ვითარ ხმელი ქვეყანაი, და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთა, და ძლევისა გალობასა ღმერთსა გიგალობდა.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გონება ცისკროვან-ქმნილმან, შთახედე სიღრმესა, სიღრმესა შინა სულისასა, და შობაი საშინელი მცხინვარედ მოგვითხრენ ჩვენ, მღაღადებელმან, ღმრთისმეტყველო: დასაბამსა შინა იყო სიტყვაი ღმრთისაი.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  შეიწრებულნი მრავლითა განსაცდელითა, ვნებითა და ჭირითა, და ბოროტთა ზედა-მოსლვითა, სარწმუნოებით მოვილვტით შენდა, ღმრთისმეტყველო, შემწე გვექმენ მონათა შენთა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  სულთა ჩვენთა ვნებანი ბოროტნი, ვითარცა მკურნალმან პატიოსანმან განკურნენ, ბრძენო, და საუკუნოისა დასჯისა და ცეცხლისაგან გვიხსენ ჩვენ შუამდგომლობითა შენითა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  რომელმან ღმერთი მუცლად-იღე, ჩვენთვის განკაცებული, მას ევედრე, უბიწოო, დღესა მას სასჯელისასა შეწყალებად ჩვენდა, მრავალთა მცოდველთა მისსა მიმართ.

 

 

 

გალობა 3. განძლიერდასა

 

სძლის-პირი: არავინ არს წმიდა შენებრ, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაი ქრისტიანეთაი, დამამტკიცენ ჩვენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გონებითა ბრწყინვალითა და წმიდითა, მზრახვალმან სიტყვისა მიმართ, ღმრთისმეტყველო სანატრელო, საიდუმლოდ ისწავე მისგან ცხადად უზეშთაეს სიტყვისა მყოფთა, და ყოველი დაბადებული განანათლე.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  საკრველთაგან მიხსენ მე მძვინვარეთა ცოდვისაგან, სამ-ნეტარო, და სიყვარულითა მეუფისა და ღმრთისაითა შემკარ მე, რომლისა მიერ მხურვალედ შეყვარებულ იქმენ და ღმრთისმეტყველ მისა იწოდე.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  ვითარცა მომცემელსა შემწედ ჩუენდა და შუამდგომელად და მხსნელად და უფლისა მიმართ მეოხად, და მოქმედად საკვირველებისა, და წყაროდ კურნებათა, პატივს გცემთ შენ ყოველნი, ღმრთისმეტყველო.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  რაჟამს-იგი შენგან განხორციელებული სიტყვაი, ღმრთისმშობელო, ამაღლდა ძელსა ზედა ხისასა, ქალწულსა მოწაფესა, ვითარცა ქალწული ყრმაი, გარწმუნა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა 8

 

  მკერდსა სიბრძნისასა მიეყრდენ, და ჭეშმარიტი იგი სიბრძნე მიერ აღმოივსე, და ბრწყინვალითა ხმითა ხმამაღლად იქუხენ, და ღაღადყავ: პირველად იყო სიტყვაი! აღსწერე ღვთივშვენიერდ სიტყვისა ხორცშესხმაი, და ჰქადაგე ღვთივბრწყინვალედ დაუსაბამოი იგი შობაი მისი, და ესრეთ ღმრთისმეტყველითა ენითა შენითა წარმართნი მოინადირენ და უქადაგე ყოველთა კიდეთა, და ჰბრწყინავ სასწაულთა მიერ, ღმრთისმეტყველო მოციქულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით პატივს გცემთ შენ.

 

 

 

გალობა 4. მესმასა

 

სძლის-პირი: ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, - ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესიაი, და ნებისაებრ ღმრთისა, იხარებს სარწმუნოებით, საღმრთოითა მით სიხარულითა.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ცუარი სიტყვისაი ასუ, დიდებულო, ყოველსა მზესა-ქვეშესა, და განახმენ უღმრთოებისა წყალნი მღურიენი, კეთილ-მსახურებით, ამისთვის პატივსგცემთ შენ.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  გარე-შერტყმულ ყავ ძლიერებითადა სიმტკიცითა, გევედრები, განრღვეული მტერთაგან არაწმინდათა, ყოვლითა კუეთებითა სული ჩემი, საფრველსა შინა შენსა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  რომელი იქმენ ტაძარ სულისა წმიდისა, საღმრთოსა ტაძარსა შინა შენსა სარწმუნოებით მდგომარენი გამოაჩინენ ტაძრად ღმრთისა, ღმრთისმეტყველო, შუამდგომლობითა შენითა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  საღმრთოსა ტაძარსა ღმრთისასა, წმიდასა ქალწულსა მცხინვარედ ვინატრიდეთ, რომელნი ღმერთ ვიქმნენით მის მიერ, და ძვირთაგან ვიხსნენით.

 

 

 

გალობა 5. ღამითგანსა

 

სძლის-პირი: ნათლითა შენითა საღმრთოითა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთვეს შენდამი სიხარულით, განანათლნენ, რაითა გიცნან შენ, ღმერთი მხოლოი, განმანთავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ვითარცა ცისკარი აღმობრწყინდი მყოფთა ქვეყანასა ზედა, საცნაურისა აღმოსავალისა ცხადად მქადაგებელი სოფლისა, მოციქულო, ხორცთა შინა შთამოსრულისა, რომელმან მრავალღმერთობისა ბნელი დაარღვია.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  სამღდელოითა ღმრთისმეტყველებითა შენითა ასუ შენ სულსა ყოველსა, მღდელ-მქადაგებელო მოციქულო, ამისთვის გიხმობ შენ: მრავლითა ცოდვითა განხმელი გული ჩემი დაათრვე ყოვლითურთ.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  მოწყლული ისართა მიერ მტერისათა, ყოვლითურთ მრთელ მყავ მე, ბრძენო, შუამდგომელობითა შენითა, გევედრები, და გზად საღმრთოდ მიმართ წარმიმართე მე, მარადის შეცთომილსა უშჯულოებათა შინა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  რაჟამს წარსდეგ საყვარელითურთ მოწაფით წინაშე ჯუარისა ძისა შენისასა, ყოვლად უბიწოო, სულთ-ითქმედ მტირალი, და განკვირდებოდი მრავალსა მას ვნებასა მისსა კაცთათვის.

 

 

 

გალობა 6. ღაღადყავსა

 

სძლის-პირი: სოფლისა ზღვაი აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაითა, საშინელად დამნთქამს მე, და მოვილტვი შენდა, ნავთ-საყუდელსა, და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსნენ მე, მრავალმოწყალე.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  სიქმნა ვითარცა საწერელ მწიგნობრისა ხელოვნისა, ღმრთისმეტველი ეგე ენაი შენი. კეთილ მწერალ გულისხმისყოფისა ჭეშმარიტისა, და შჯულ ყოვლად უახლეს, ფიცართა ზედა გულთა ჩვენთასა, ღმრთისმეტყველო.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  რომელმან დააჭვნენ ძირით მორჩნი უღმრთოებისანი, ვითარცა მუშაკმან ყოვლად-უპატიოსნესმან, სულსაცა ჩემსა შიში ღმრთისაი დანერგე, დიდებულო, რათა აღყვავნეს კეთილნაყოფიერებაი კეთილთა საქმეთაი.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  გამოსრულმან ქალწულისაგან ძედ ქალწულისად გიწოდა შენ ცხადად, რომლისა თანა ევედრე, ზედ-წოდებით ყოველთა ძედ ღმრთისა ყოფად, მარადის ხსენებულო, რომელნი ჰყოფენ სათნოებასა მისსა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ცათა გარდამთხმელმან ჯერ-ჩინებითა ცად ახლად ქუეყანასა ზედა გამოგაჩინა, ღმრთისა დედაო უხრწნელო, და შენგან გამობრწყინვებულად იხილვა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა 2

 

  დიდებულებანი შენნი, ქალწულო, ვინმე მიუთხრნეს, რამეთუ აღმოსდი საკვირველებათა და აღმოუცენებ კურნებათა, და მეოხ ხარ სულთა ჩვენთათვის, ვითარცა ღვთისმეტყველი და მეგობარი ქრისტესი.

 

იკოსი.

 

  სიმაღლე ცათა სწავლად, და ზღუათა სიღრმე განცდად კადნიერ არს და გამოუთქმელ, რამეთუ ვითარცა ვარსკვლავთა აღრაცხვაი და ზღვის-კიდეთა ქვიშათაი ყოვლად არა შესაძლებელ არს, ესრეთვე და ღმრთისმეტყველისათვის სიტყვად შეუძლებელ არს, რამეთუ ესოდენთა მიერ გვირგვინთა, ქრისტემან, რომელი იგი შეიყვარა, გვირგვინოსან-ყო, რომლისა მკერდსა მიეყრდნა, და სერობასა მას საიდუმლოსა თანა-პურისმტე იქმნა, ვითარცა ღმრთისმეტყველი და მეგობარი ქრისტესი.

 

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

 

 მგალობელთა: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

 

 დიაკონმან:  ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.

 

 მგალობელთა: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

 

 დიაკონმან: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი.

 

 მგალობელთა: და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

  მას ჟამსა შინა, გამოეცხადა იესუ მოწაფეთა თვისთა, აღ-რაი-დგა მკდრეთით, და ოდეს ისადილნეს, ჰრქუა სიმონ-პეტრეს იესუ: სიმონ იონაისო, გიყვარ მეა უფროის ამათსა? ჰრქვა მას პეტრე: ჰე, უფალო შენ უწყი, რამეთუ მიყვარ შენ. ჰრქუა მას იესუ: აძოენ კრავნი ჩემნი. ჰრქუა მას მერმეცა მეორედ: სიმონ იონაისო, გიყვარ მეა? ჰრქვა მას პეტრე: ჰე, უფალო შენ იცი, რამეთუ მიყვარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. კვალად ჰრქუა მას იესუ მესამედ: სიმონ იონაისო, გიყვარ მეა? შეწუხნა პეტრე, რამეთუ ჰრქუა მას მესამედ: გიყვარ მეა? და ჰრქუა მას: უფალო, შენ ყოველი უწყი და ყოველი იცი, რამეთუ მიყვარ შენ. ჰრქუა მას იესუ: დამწყსენ ცხოვარნი ჩემნი. ამენ, ამენ გეტყვი შენ: ოდეს იყავ ჭაბუკ, შეირტყი თავით და ხვიდოდი, ვიდრეცა გნებავნ. ხოლო რაჟამს დაჰბერდე, განიპყრე ხელნი შენნი, და სხვამან შეგარტყას შენ და წარგიყვანოს, ვიდრეცა შენ არა გინდეს. ხოლო ესე თქუა და აუწყებდა, რომლითა სიკუდილითა ადიდოს ღმერთი. და ვითარცა ესე თქუა, ჰრქუა მას: შემომიდექ მე. მოიქცა პეტრე და იხილა მოწაფე იგი, რომელი უყუარდა იესუს, მისდევდა რაი, რომელი იგი მიეყრდნა სერობასა მას მკერდსა მისსა და ჰრქუა მას: უფალო, ვინ არს, რომელი მიცემს შენ? ეს ვითარცა იხილა პეტრე, ჰრქუა იესუს: უფალო, ხოლო ესე რაი? ჰრქუა მას იესუ: უკუეთუ მინდეს ყოფაი მაგისი, ვიდრემდე მოვიდე, შენდა რაი? შენ მე შემომიდეგ. და განხდა სიტყვაი ესე ძმათა შორის, ვითარმედ: მოწაფე იგი არა მოკვდეს. და არა ჰრქუა მას იესუ, ვითარმედ: არა მოკუდეს, არამედ: უკეთუ მინდეს მაგისი ყოფაი ვიდრე მოსულად ჩემამდე, შენდა რაი? ესე არს მოწაფე იგი, რომელი წამებს ამათთვის და რომელმან დაწერა ესე. და უწყით, რამეთუ ჭეშმარიტ არს წამებაი მისი. და არიან სხვანიცა მრავალ, რომელ ქმნნა იესუ, რომელნი თუმცა დაიწერებოდეს თითოეულად, არცაღა ვჰგონებ, ვითარმცა სოფელმან ამან დაიტია აღწერილი წიგნები. ამინ.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 ვედრებითა წმიდისა მოციქულისა და მახარებელისა იოვანე ღვთისმეტყველისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

გერი: ღმრთისმეტყველო ქალწულო, მოწაფეო საყვარელო მაცხოვრისაო, მეოხებითა შენითა გვაცხოვნენ ჩვენ, გევედრებით ყოვლისაგან ვნებისა, რამეთუ ჩვენ ვართ სამწყსო შენი.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობა 7. კურთხეულარსა

 

სძლის-პირი: ყრმათა მათ წმიდათა სახუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან, და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ქუხილად ოხრვილად ყოველთა შინა კიდეთა უგალობდეთ ღმრთისმეტყველსა, რომლისა მიერ ქუხილ-დაცემულ იქმნნეს, და ქვეყანით აღებულ ყოველნი სასმენელნი, და იდიდების ქრისტე, ყოველთა შემოქმედი.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  კეთილშვენიერებაი ხედვილი სახლისა შენისაი ყოველსა განანათლებს გონებასა, რომელსა შინა მარადის შეკრებულნი უგალობთ ღმრთივშუენიერდ ყოველთა შემოქმედსა, და კეთილად გაქებთ შენ სარწმუნოებით, შეამდგომელსა ჩვენსა.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  ვითარცა ვარსკვლავად ნათელ-მცხინვარედმცნობელნი შენნი, ნათელშემოსილითა მცხინვარებითაბითა შენითა განათლებად, გევედრებით, მოწაფეო ქრისტესო, დახსნად სიბნელისაგან ვნებათაისა და განსაცდელთა პირად-პირადთა, შუამდგომლობითა შენითა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  გაკურთხევთ შენ ყოვლადუბიწოო, მშობელსა კურთხეულისა უფლისასა, რომელმან საღმრთოითა კურთხევითა დაარღვია წყევაი ბუნებისა კაცთაისაი, და განმაახლნა ჩვენ, ხრწნილებით დაძუელებულნი.

 

 

 

გალობა 8. აკურთხევდითსა

 

სძლის-პირი: სახუმილი სამთა ყრმათა ცუარსა ასხურებდინ და წყალ-თაგან დასწუვენ ელიაის საკუერთხნი, რამეთუ ნებაი შენი , ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აგამაღლებთ უკუნისამდე.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ენითა რიტორითა უხუ იქმენ, ნეტარო, და მომკვდარნი სიბოროტითაყოველნი ცხოვლად მოინადირენ, რომელთა შეიწყნარეს სამღდელოი ქადაგებაი შენი, ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა მესაიდუმლოესა გამოუთქმელთასა.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ვითარცა სხუაი რაიმე სამოთხე, გამოსჩნდა სახლი შენი, რომელი სკვირველებითა, ვითარცა ყუავილითა, განამხიარულებს ყოველთა, მოციქულო, და ბოროტ-სუნობასა ვნებათასა განსდევნის.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  უფალო ღმერთო ჩემო, მომხედენ მე, და მიხსენ მე მტერთაგან ჩემთა მოსრულთა, დღეთა ყოველთა, შემმუსვრელთაგან მშვიდობისა გულისა ჩემისათა, რომელსა მაქვს მეოხად შენდა სღმრთოი მოწაფე შენი.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  იესუ მაცხოვარი, რომელი ხორცშესხმულ ჰყავ, გაწმენდილთაგან სისხლითა შენითა, ღმრთივ-სახარულევანო, გვითხოვე შეწყალებაი ჩვენ მონათა შენთა, და ხსნაი საუკუნეთაგან სატანჯველთა.

 

 

 

გალობა 9. ადიდებდითსა

 

სძლის-პირი: ღმრთისა ხილვაი შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიჰხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა სიტყვაი ხორციელ-ქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უხორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  ჟამთა და დროთა დამოეკიდა უფალი ჯვარსა ზედა შუა დღე, და შენ შეგვედრა, ქალწულსა, ნეტარო, მარადის ქალწული, მიუღებელად დიდებისა მომცემელად, ნეტარო.

 

  წმიდო მოციქულო და მახარებელო იოვანე ღვთისმეტყველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

 

  რომელი მყოფ ხარ ზეცისა საღმრთოთა ძალთა თანა, ნეტარო, და მათ თანა საღმრთოსა გალობასა ღაღადებ გალობათასა, აცხოვნენ შუამდგომელობითა შენითა პატიოსნითა სახლსა შინა შენსა წმიდასა გალობის მეტყველნი ყოვლად-სახიერებისანი, მოციქულო ქრისტესო.

 

  დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

 

  სარწმუნოებით მთხოველნი შენნი გუაცხოვნენ ჩუენ ყოველთაგან განსაცდელთა, ღმრთისმეტყველო ნეტარო, და სლვაი ჩუენი ღმრთისა მიმართ სულითა წარმართე, და გზად მშვიდობისად წარგვიძღუ ჩუენ მცნებათა მიმართ ყოვლისა-მპყრობელისათა.

 

  აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ხმასა შევსწირავთ შენდა სამადლობელსა, ღმრთისა დედაო, ბრწყინვალედ და გიღაღადებთ: გიხაროდენ, საყდარო ყოვლად-უმაღლესო, გიხაროდენ, ღრუბელო ნათლისაო, გიხაროდენ სამოთხეო, რომლისა მიერ სიტკბოებასა სამოთხისასა ღირს ვიქმნენით.

 

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

მღუდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: შენ ქალწულებისა ყუავილო, სათნოებისა ჭურო და სადგურო სიბრძნისაო, ნესტვო სულისაო, ტაძარო ნათლით შემოსილო, მადლისა პირო, ეკლესიისა თვალო, ყოვლად ქებულო ღირსო იოვანე, ჩვენ ყოველნი გალობითა სულიერითა გადიდებთ შენ, ქრისტეს ქადაგო, მეოხ გვეყავ სულთა ჩვენთათვის.

 

  ღმრთისმეტყველებისა წყაროო, მკერდსა მაცხოვრისა მიეყრდენ და აღმოივსენ მისგან სიბრძნე და მორწყე სოფელი, იოვანე, და სამებისა მეცნიერებითა განახმე ზღვაი იგი უღმრთოებისაი, და გამოჩნდი სვეტად ნათლისად და მიმიძეღუ ჩვენ ზეცისა სამკვიდრებელად. ევედრე მას, რომლისა მკერდსა მიეყრდენ, რაჲთა ბევრეულთა ბრალთაგან ჩუენთა განგვათავისუფლნეს.

 

  მახარებელო საღმრთოისა სიტკბოებისა წყაროისა, საუკუნოისა სასუფევლისა, და ცხოვრებისა და სიხარულისა გამოუთქმელისა მხილველო საღმრთოისა საშუებელისა, ქრისტეს ნიჭისა მდიდრად მომნიჭებელო კაცობრივისა გონებისა, უმეტეს წარჩინებულო ძეო ქუხილისაო, რომელმან ახარე სოფელსა განცხადებულად, ევედრე უფალსა ღმეთსა ჩვენსა შეწყალებად ჩუენდა უღირსთა მონათა თჳსთა.

 

  ღმრთისმეტყველო იოვანე, სერაფიმთა მობაძავო, მოციქულო წმინდაო ღმრთივ-სწავლულო, მართლმადიდებელთა უქადაგე საღმრთოი სისხლი და წყალი, აღმოცენებული გვერდისაგან საუფლოისა, რომლითა საუკუნოი ცხოვრებაი მოგვენიჭების სულთა ჩვენთა, ევედრე უფალსა ღმეთსა ჩვენსა, რათა ლოცვითა შენითა ღირს ვიქმნეთ სასუფევლისა დიდებასა სულით და ხორცით, და ცხოვნებულნი შენთანა ვადიდებდეთ სახიერებასა ღმრთისა ჩვენისა.

 

  აღგვისრულე ვედრება ჩუენი ღუთივ-ბრწყინვალეო დედოფალო მარიამ, და მოციქულისა და მახარებელისა იოვანეს თანა ღირს-მყვენ გალობად, კურთხევად და თაყუანის-ცემად, ძისა შენისა და ღუთისა ჩუენისა უკუნისამდე.

 

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, სანატრელო იოვანე, მოიგე შენ მხურვალე ქრისტეს მიმართ სიყვარული, უფროის ყოველთა მოწაფეთა შეყვარებულ იქმენ სიტყვითა ყოველთა მხედველისაითა, რომელი განიკითხავს გონებათა, რამეთუ სწორად უხორცოთა სიწმიდითა გამოჰბრწყინდი, ხორცითა და გონებითა, ყოვლადქებულო.

 

  ჰოი, ყოვლად-ქებულო წმიდაო მოციქულო იოვანე ღმრთისმეტყველო, მახარებელო მშვიდობისაო, ყოვლისა შემძლებელითა ლოცვითა შენითა მოჰფინე ქუეყანასა მშვიდობა, კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ამაღლება, უწმიდესსა და უნეტარესს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, დიდსა მეუფესა მამას ჩუენსა ილიას განბრწყინვება, ყოვლად-სამღუდელოთა მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა და ეპისკოპოსთა და ყოველთა სამღუდელოთა და სამონაზნო წესთა განშვენება, გევედრებით ქრისტეს მიერ შეყვარებულო მოწაფეო, ევედრე შენგან შეყვარებულსა ტკბილსა იესოს, რათა მოანიჭოს სოფლისა სავსებასა მშვიდობა და სულთა ჩუენთა დიდი წყალობა.

 

  ჰოი, ყოვლად-წმიდისა სამებისა ქადაგო, და მის მიერ ღუთივ-შუენიერად განათლებულო წმიდაო მოციქულო და მახარებელო იოვანე, მას სახიერსა ევედრე, რათა ყოველთავე მართლმადიდებელთა მოგუმადლოს მარადის სათნო-ყოფა, კეთილმოქალაქეობით წარმატება, ზეცისა მოქალაქედ გამოჩენად და შენთანა ზიარ-ყოფა, წმიდათა თანა მოდასეობა, მართალთა თანა სავანეობა, და ანგელოსთა თანა გალობა, რამეთუ შუენის ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, მამისა დჲ ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, წმინდისა მოციქულისა და ქალწულმახარებელისა იოანესითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

ხოლო ხატისა მისისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

  მიეყრდენ რა მკერდსა იესუისსა, კადნიერებაი მოიგე შენ, ვითარცა მოწაფემან ფრიად შეყვარებულმან, ყოვლად ქებულო, იკითხე რაი, ვინ არს მიმცემელი შენი, უფალო, და პურისა მიცემითა ცხადად გაუწყა შენ, ამისთვის გამოუთქმელთა საიდუმლოთა გამომთქმელ იქმენ, და სიტყვისა განხორციელებაი ასწავე ყოველთა კიდეთა სოფლისათა, ღმრთისმეტყველო მოციქულო ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რათა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს დღესასწაულის მოყვარულთა წმინდისა ხსენებისა შენისათა.

 

ღუთის-მშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე მტევანი ცხოვრებისა, შენ გევედრებით მომადლებულო მოციქულისა მახარებელისა იოვანეს თანა, მეოხ გვეყავ ცხოურებისათვის სულთა ჩუენთასა.

 

პარაკლისი შედგენილია მორჩილი ირაკლის (გუნიავა) მიერ.