მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ცხორებისა შენისა კეთილად წარმმართებელო ვაჭარო გონიერო, მოწყალებათა გაცემითა, დაუცხრომელითა ლოცვითა და სატანჯველთა მიმართ უშიშად ლტოლვითა ამხილე წარმართთა უღმრთოებასა, და გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, სიქადულო ყოველთა ქრისტეანეთაო, დიდო მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ცხორებისა შენისა კეთილად წარმმართებელო ვაჭარო გონიერო, მოწყალებათა გაცემითა, დაუცხრომელითა ლოცვითა და სატანჯველთა მიმართ უშიშად ლტოლვითა ამხილე წარმართთა უღმრთოებასა, და გამოსჩნდი შეუძრველად სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა, სიქადულო ყოველთა ქრისტეანეთაო, დიდო მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 4
ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა ვუგალობდე სასწაულთა შენთა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ახლადგამოჩინებულო მოწამეო, რომელ გამოუბრწყინდი ქუეყანასა უკანაისთა ამათ დღეთა შინა, მოგუმადლე სიტყუაი კეთილი მადლითა შენითა, რაითა ღირსად ვაქებდეთ ღუაწლსა შენსა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეს ჭეშმარიტ მხედრად იქმენ შენ, იოანე, განმაქარვებლად წარმართთა სიცბილისა, აწ განაქარვე აღძრვანი უღმრთოთანი, და დაამორჩილენ ქუეშე ფერხთა ქრისტეს მხედრობათასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მშვილდნი უკეთურთანი შეჰმუსრნე, მხედარო უძლეველო, აღდგომილ იყუნეს რაი სარწმუნოებასა შენსა ზედა, რომელ აღირჩიე და შეიყუარე, და ვიდრე სიკუდიდმდე აქებდი ძალსა მისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მთაი ყოველთა უმაღლესი, რომელ იხილა დანიილ, და ლოდი მისგან გამოკუეთილი თვინიერ კაცის ხელისა, მოგასწავებდა, ღმრთისმშობელო, თვინიერ სიძისა გვიშევ რაი ევმანუელი ხორცითა.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ცხოველო და უშურველო წყაროო მგალობელთა შენთაო, სულითა განამტკიცე გუნდი მოსავთა შენთაი, და ღირს ჰყავ გვირგვინსა დიდებისასა ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიყრმითგან სიყუარულითა შეიტკბე რაი გულსა შინა ჯუარი უფლისაი, ყოველთა უზესთაეს ჰრაცხდი ლოცვასა და ქუელის-საქმეთა, და მარადის სათნო ეყოფოდი ღმერთსა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წარემართე რაი ჩრდილოთა მიმართ ქუეყანათა განსყიდად სავაჭროისა შენისა, შურითა საეშმაკოითა აღიძრა ლათინი იგი მესაჭეი გემისაი, რაითა განგაშორნეს მართლისა სარწმუნოებისგან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ცილი შეგწამა რაი მწვალებელმან წინაშე წარმართისა მის ეპარქისა, წარგადგინეს წინაშე მისა, და ღაღადებდი: არა თაყუანის-ვსცემ ქმნილებასა უფროის შემოქმედისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიტყუანი ეზეკიელისანი: ბჭე ესე დახშულ იყოს, შენ ზედა აღესრულა, დედოფალო, რამეთუ მამისა სიტყუაი შევიდა შენ შორის გამოუთქუმელად და ხორცშესხმული მოევლინა სოფელსა, შენ მიერ, ქალწულო, და დაგიცვა შენ დახშულ.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
იყავ რაი მოყუარული სიბრძნისაი, სათნოებათა და საღმრთოისა გულისხმის-ყოფისა საუნჯისა მომხვეჭელმან, ღუაწლისა მიმართ წადიერებითა მიისწრაფე და მოწამებრივთა წყლულებათა მიღებითა, ხორცისა დამუსრვითა და სისხლისა ნაკადულისა დათხევითა აწ მოწამეთა თანა ჰსუფევ ნათელსა მას შინა გამოუთქუმელსა. ამისთვის გიღაღადებთ: ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა მოტევებაი მოგუმადლოს სარწმუნოებითა თაყუანისმცემელთა წმიდათა ნაწილთა შენთათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოვიხსენებ სამსჯავროსა და ძრწოლაი მიპყრობს, შევსძრწუნდები ტანჯუათაგან და სალმობათაგან ცეცხლისა, წყუდიადისაგან და უფსკრულისაგან ჯოჯოხეთისა. ვაი ჩემდა, რაი ვჰყო? ვითარ დავითმინო შერცხვენაი, რაჟამს წიგნნი განხმულ იქმნებიან და საქმენი – მხილებულ? ამისთვის შეგივრდები შენ, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო: შუამდგომელ მექმენ მე მას ჟამსა და იმა იწროებათაგან განმარინე, რამეთუ შენ მოგვიგიე მისავლტოლველად, დედოფალო.
გალობაი 4, უფალო მესმასა
ძლისპირი: იესუ, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბადედ სიცრუვისა იქმნა ენაი ეშმაკის მანქანებითა აღძრულისა სპარსისაი, რომელ ესწრაფოდა ცდუნებასა შენსა, ხოლო შენ ეტყოდი: აწ ნუღარა ჰყოვნი, მოკუდინებასა ჩემსა, ცუდადმბრძნობელო, და ღაღადებდი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არად მიხმს წარმავალნი აღთქუმანი, რამეთუ უგუნურებასა განიზრახავ, ეტყოდი მტარვალსა და ღაღადებდი: ნაღვლისა უმწარეს არს ჩემთვის ესე ყოველი, რამეთუ მიგემნიეს სიტკბოებაი ღმრთისა მიმართ გალობისაი: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არცაღა გისმინო შენ, რამეთუ გნებავს წარწყმედად მიდრეკაი ჩემი – აუწყებდი ცეცხლთაყუანისმცემელსა – არამედ უმჯობეს არს ჩემთვის, რაითა მოვკუდე ქრისტეისთვის და სიხარულითა ვგალობდე მოწამეთა თანა: დიდებაი, უფალო, ძალსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ისრაელისა სლვაი ზღუასა მას შინა მეწამულსა, წინა-მოასწავებდა უქორწინებელსა შობასა შენსა, ყოველთა დედოფალო, რამეთუ ვითარცა იგი განვიდოდა ფერხთა დაულტობელად, ეგრეთვე ქრისტემანცა უთესლოდ შეისხნა ხორცნი ყოვლადწმიდათა სისხლთა შენთაგან.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლე მშვიდობაი.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოუძლურდენ მკლავნი მტარვალთანი გუემითა შენითა, და მსაჯულიცა იგი შეურვებულ იქმნა, რამეთუ ვერღა მოიაზრებდა ახალთა სატანჯუელთა, რამეთუ ყოველსავე სიმხნითა დაითმენდი, წმიდაო იოანე, აღგზებული ღმრთისა სიყუარულითა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოკრებულ იყო სამსჯავროსა სიმრავლეი ერისაი და განცვიბრებითა სჭურეტდა წამებასა შენსა, ხოლო მტარვალი იგი, მსაჯულისა საყდარსა მჯდომარეი, მოელოდებოდა ცთუნებასა შენსა, გარნა ამაოდ მოცადეობდა განკრთომასა შენსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განაქიქებდი რაი უგუნურებასა ეპარქისასა, ამხილებდი სპარსთა სარწმუნოებისა სიცბილსა, და ეტყოდი: არა თაყუანის-ვჰსცე მზესა, რამეთუ ღმრთისა ხელთა მიერ შექმნილ არს სამსახურებელად კაცისა, ქმნილებათა მისთა შორის უმაღლესისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი სიტყუაი, რომელ ღმერთ მამისა თანა მაღალთა შინა სუფევდა, შენ მიერ, ღმრთისმშობელო, ჩუენ თანა გარდამოხდა, ვითარცა ღმერთი და კაცი, განსათავისუფლებლად ჩუენ მდაბალთა პირველისა წყევისაგან, რამეთუ გიხილა შენ მამათმთავარმან იაკობ კიბედ, ზეცისა მიმართ კაცთა აღმყუანებელად.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: საღმრთოი ესე და ყოვლადპატიოსანი დღესასწაული ღმრთისმშობლისაი აღვასრულოთ, ღმრთივგანბრძნობილნო, მოვედინ და აღიტყუევლენით ხელნი დიდებად მისგან შობილისა ღმრთისა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვერა შეარყია სუეტი იგი წმიდისა დიდმოწამისა ღმრთისმოსავობისაი, ვერცა მძვინვარებამან ეპარქისამან, და ვერცა კუერთხითა გუემამან; ვერცა წყლულებათა, და ვერცა ქადებამან სიკუდილისამან.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იშუებდა დასი მოწამეთაი ჟამსა მას მარტვილობისა შენისასა, მჭურეტელი სიმხნისა შენისაი, ღმერთშემოსილო, და ანგელოზთა თანა გარდამოვიდოდენ და ფარულად განგამტკიცებდენ ღუაწლსა მას შინა, ყოვლად ნეტარო.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რკინისა საკრველთა ოქროისა ყელსაბამად ჰრაცხვიდი შენ, ჰოი, ყოვლადდიდებულო მოწამეო, რამეთუ ქუანი იგი, ჰურიათაგან ტყორცნილნი, გექმნენ შენ კუარცხლბეკად, აღმყუანებელად ცათა შინა, ნეტარო იოანე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საწმისი შემცვრეული, რომელ იხილა გედეონმან, მოასწავებდა სასწაულსა შენსა, ღმრთისმშობელო, რამეთუ შენ ზედა, ვითარცა წვიმაი საწმისსა ზედა, გარდამოხდა ერთი სამებისაგანი, და ხორცნი შეისხნა წიაღსა შინა შენსა.
გჳჴსნენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, ღუაწლითშემოსილო დიდო მოწამეო გიორგი, რამეთუ ჩუენ ყოველნი შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე კვერექსი
კონდაკი, ხმა 4
მოწოდებულმან ღმრთისა მიერ ქუეყნიერი ხრწნადი საუნჯეი შენი მსწრაფლ დაუტევე, წმიდაო იოანე, ვითარცა საზუერეი თვისი მათე მეზუერემან, და მოიღე გვირგვინი უძლეველი ხელითა უფლისაითა.
იკოსი
ყოვლადბრძენი მეუფეი და დამდებელი ცხორებისაი, სულიერისა ვენახისა უფალი ყოვლადწმიდითა ბაგითა თვისითა იტყოდა იგავსა შინა: mეათერთმეტისა ჟამისა მუშაკთაცა მივსცე სასყიდელი, სწორი პირველისა ჟამისა მუშაკთა სასყიდლისაი, ხოლო აწ გვაუწყა საქმენი, იგავსა შინა შეფარულნი, გამოაჩინა რაი დიდებული მოწამეი იოანე უკუანაისკნელთა ამათ დღეთა შინა, და ძუელთა მათ მოწამეთა მსგავსად განადიდა იგი უხრწნელებითა და ნიჭითა კურნებისაისა, რამეთუ წარმავალითა წარუვალი მოიხუეჭა და შემკულ არს გვირგვინითა ძლევისაისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შჳლი; და აღსდგენ შჳლნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა დიდ-მოწამისა იოანე ახლისა, სოჩაველისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
ტანჯუათა შინა ახოვანებაი და მტერთა ძლევაი აჩუენე რაი აღსარებისათვის ქრისტეის ღმრთისა, აწ აღგძრავთ შენ მეოხად მისა მიმართ, მინა დიდმოწამეო, რაითა სოფელსა მშვიდობაი მიანიჭოს, და ქუეყანასა ჩუენსა ჯუარითა ხსნაი ფლობისაგან უცხო თესლთასა, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და წყალობაი შენდამი მგალობელთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდმოწამისა იოანე სოჩაველისაითა,, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჩჩვილთაგან ნატყორცნ ისრად შერაცხვიდი შენ ზედა მოწევნულთა ტანჯვათა, ჰოი, ღირსადსაკვირველო მოწამეო, და სიხარულითა ხმობდი: ყოვლადსაგალობელო უფალო და ღმერთო მამათაო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხელთა განიპყრობდი მტარვალისა მიმართ, წმიდაო, და იტყოდი: rაისათვის დაშურები უქმად, უკრძალველო? რამეთუ მიჩნან მე სატანჯუელნი შენნი, ვითარცა სამოსელი პირად-პირადი, ხოლო სიკუდილი – გვირგვინი არს ჩემდა უკუდავებისაი.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ცხენითა მიმოგათრევდენ რაი სპარსნი, ვითარცა ჭეშმარიტი მოწამეი ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა ქრისტეისი ღაღადებდი: წამებასა ამას ყუავილად კეთილსუნნელად შევრაცხავ, და სისხლისა ნაკადულთა – ემბაზად ნათლისღებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ენაი მჭერმეტყუელი უხმოი იქმნების და ვერცაღა იძრვის, რაჟამს გჭურეტთ შენ, ღმრთივ-სახარულევანო, ვერა ძალ-გვიძს რაი წვთომაი მიუწთომელისა მუცლადღებისა და გამოუთქუმელისა შობისა შენისაი.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მხოლოსა ღამესა ამას ერთსა დავშთე ხორცთა შინა ჩემთა, – იტყოდი, ბრძენო მოწამეო, რამეთუ ცისკარსა ხორცისა საკრველნი ესე დაიხსნენ და დავიმკვიდრო საუკუნოი ცხორებაი ქრისტეისა თანა..
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
უწყალოდ დაგკლა მახვილითა წმიდაი ეგე ერთმან ვინმე იუდეველმან სიძულილითა ქრისტეისითა, და წმიდაი სული შენი აღიტაცეს რაი ანგელოზთა მისთა, ნეშტსა შენსა ათრევდენ მტარვალნი უბანთა შორის ქალაქისათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ქუეყანასა ზედა ტანჯვანი ახოვანებითა დაითმინე და მეუფისა წინაშე წარსდეგ რაი ცათა შინა, მოგანიჭა შენ მადლი ეშმაკთა განდევნისა და უძლურთა კურნებისაი, და აჰა, ურიცხვნი სასწაულნი შენნი ყოველთა აუწყებენ მადლმოსილებასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განსწმიდდენ ცოდვანი ესაიასნი შეხებითა ნაკუერცხალისაითა, რომელ მარწუხითა მოიღო სერაბინმან, და შეახო რაი ბაგესა მისსა, წინა-მოგასწავებდა შენ ნაკუერცხალი ესე, ქალწულო, რომელმან საღმრთოი ნაკუერცხალი იტვირთე, განწმედისათვის კაცთა ცოდვათაგან.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, და იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი, რომელნი პატივის-ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ღაღადებითა ხმობდით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წმიდაი ნეშტი შენი დაკრძალეს რაი საკურთხეველსა შინა, მახლობელად სამსხუერპლოისა, ზეცათა შინა წმიდათა თანა მდგომარეი ქუეყანასა ზედა ნიშთა და სასწაულთა აღასრულებ და თანამბრძოლ და მფარველ ხარ შენდა შევრდომილთა.
წმიდაო დიდ-მოწამეო იოანე სოჩაველო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წმიდათა ნაწილთა შენთა ანგელოსნიცა მოიხილავდენ და გამოუთქუმელი კეთილსულნელებაი გამოხდებოდა რაი ლუსკუმისაგან შენისა, მის მიერ უკურნებელთა სენთაგან შეპყრობილთაცა ჰკურნებდი და აღადგინებდი ბრმათა და დავრდომილთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იქმოდა რაი ღმერთი შენ მიერ კურნებათა და ძალთა აღურაცხელთა, შეიწყნარებდი შენდამი მოლტოლვილთა ვნებულთა სულთა, და მთავარნი და მეფენიცა მოგაგებდენ რაი პატივსა, წმიდათა ნაწილთა შენთა და ხატთა ამბორს-უყოფდენ შევრდომითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი ყოველთა წინაისწარმეტყუელთა სხვადასხვა სახედ გვიქადაგეს, ჩუენთვისა ხორციელ-ქმნილი შენ მიერ ვიხილეთ, ღმრთისმშობელო, ღმერთი სრულ-ქმნილი, განმათავისუფლებელი კაცთაი წინაპართა წყევისაგან, და აწ ჩუენცა ლოცვათა მიერ შენთა განვერებით საუკუნოსა მას სატანჯველსა.
მღდელმან აკმიოს:
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ზეთისხილად მრავალნაყოფიერად ექმნა ეკლესიასა ლუსკუმაი წმიდათა ნაწილთა შენთაი, რომლისაგან ყოველნი მორწმუნენი მოისთულებენ მრავალსახეთა სენთა და სალმობათა კურნებასა, აწ ჩუენცა გვსურის თაყუანის-სცემაი სიწმიდეთა შენთა, რაითა ყოველთა სენთაგან განგვარინოს უფალმან და განაქარვოს ურვაი ჩუენი ოხითა შენითა.
გნატრიან შენ მეფენი და მღდელთმთავარნი გაკურთხევენ, წმიდაო იოანე, უწყიან რაი ახოვანებაი და დათმენაი შენი ტანჯვათა შინა, და აჰა, აწ ჩუენცა წმიდასა ხსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ და გევედრებით: ყოველნი ერნი ქრისტეანეთანი დაფარულ ყავ ხდომათაგან მტერთაისა და მიმძლავრებისაგან უსჯულოებათა და საცთურთაისა.
ძლეულ იქმნა რაი უხორცოი ეშმაკი შენ მიერ ხორცთა შინა ტანჯვათა დათმენითა, ნეტარო იოანე, დაშრიტე ძალი მისი და სიმტკიცეი, და ხელმწიფებაი მისი განაქარვე ძალითა ღმრთისაითა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა წმიდაი ეკლესიაი ჩუენი და ერი დაიცვას უვნებელად, რაითა ვერცაღა გვავნოს ურიცხუმან ორგულმან და მტერმან.
ღუაწლი კეთილი მოიღუაწე სარწმუნოებითა, და ქრისტეს წყლულებითა მოქადულმან შეიმოსე რაი ძალი მისი, დაღაცათუ არა ღირს ვარ ვედრებად შენდა, ჰოი, მოწამეო ყოვლადსაკვირველო, მომმადლე სიმრთელეი და ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა წარმატებაი.
ქრისტე გაქუნდა რაი ზღუდედ უბრძოლველად, ჰოი, წმიდაო იოანე, ყოვლითა გულითა შეიყუარე დედაი მისი საყუარელი, და შეწევნითა მისითა სძლე რაი მძლავრთა მათ წინა-აღმდგომთა ღმრთისათა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ახოვანო მარტვილო ქრისტეის ღმრთისაო იოანე, ზაკუვითა მტერისაითა მიცემულ იქმენ რაი ხელთა შინა წარმართთასა, საწუთოთა მათ სიკეთეთა არად შემრაცხველმან წამებაი და სიკუდილი თავს იდევ სადიდებელად ღმრთისა, რომელმანცა განადიდა წმიდანი ნაწილნი შენნი უხრწნელებითა, და მათდამი შევრდომილთა მიჰმადლებს რაი სენთა კურნებასა და ჭირთაგან გამოხსნასა, აწ შეიწირე ვედრებაი ჩუენი, ვითარცა მეათერთმეტეისა ჟამისა მუშაკთაი, რომელთა არარაი სათნოი გვიქმნიეს წინაშე ღმრთისა და გვითხოვე მისგან, ცოდვათა ჩუენთა მოტევებაი და ხსნაი ყოვლისაგან სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, მტერთა ზედამოსლვისა, ძმათამკულელ ომთაგან და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირსებითა განვვლოთ ჟამი ესე საწუთოისა ჩუენისაი, და ვიდრე სიკუდიდმდე ღირს გვყოს ზიარებად ყოვლადწმიდათა და ცხოველს-მყოფელთა საიდუმლოთა მისთა, რაითა ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ხატისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
სიხარულითა მიითუალევდი რაი ქრისტეისთვის გუემასა და სიკუდილსა, აწ წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილთა მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაითა დაგვიფაროს მონებისაგან სულთა წარმწყმედელისა საცთურისა, და ღირს გვყოს შენ თანა სასუფეველის მკვიდრ-ყოფისა.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა დიდ-მოწამისა იოანე სოჩაველისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ!
სლავური სავედრებელი კანონიდან თარგმნა ნონა ნამგალაძემ
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა