მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მწყემსად კეთილად გამოსჩნდი რაი ქუეყანასა შენსა, დღეთა შინა სამღდელოისა მსახურებისასა ქრისტე შეიძინე, ღმრთივგანბრძნობილო მამაო იოანე, და უხუებითა მოიღე რაი მისგან მადლი უძლურებათა განდევნისა და სულმოკლეთა ნუგეშინისცემისაი, წმიდისა სისხლისა და ხორცისა ზიარებისა საიდუმლოითა ქრისტეისა თანა შეაერთებდი მორწმუნეთა, ამისთვისცა გაქებთ შენ, ვითარცა სულთა ჩუენთათვის მლოცველსა და მსწრაფლ-შემწესა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მართლ-სარწმუნოებისა მტკიცეო დამცველო, და სამკაულო ეკლესიისაო, მღდელთა კანონო და სინანულისა ხატო მორწმუნეთაო; საღმრთოთა საიდუმლოთა კრძალულებითა მსახურო და ქადაგო ქრისტეისა თანა ცხორებისაო; ქუეყანისა შენისათვის დამაშურალო და დიდებაო ქალაქ კრონშტადტისაო; კაცთათვის კადნიერო მლოცველო, და მკურნალო ყოვლადსაკვირველო, წმიდაო მამაო იოანე, ევედრე ყოვლადსახიერსა ღმერთსა, რაითა მშვიდობაი მოჰმადლოს ქუეყანასა და წყალობაი სულთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 1
მარჯუენეი შენი უძლეველი ღმრთივ-შუენიერი და ღირსად საგალობელ არს რომლითა შენ, უკუდავო, ძლიერებით აოტენ მტერნი იგი და ისრაელთათვის განჰმზადე გზაი ზღუასა მეწამულსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მომეც მე ზრახვაი კეთილი, მაცხოვარო ჩემო, რაითა ვუგალობო სიწმიდითა უხორცოთა მიმსგავსებულსა მართალსა მღდელსა იოანეს, ვითარცა ანგელოზსა ყოვლისამპყრობელისა ღმრთისასა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გიყუარდა რაი ქრისტე, მართალო იოანე, სიტყვითა და საქმითა აღასრულებდი ბრძანებათა მისთა და ცხორებითა შენითა ჭეშმარიტისა მღდელობისა ხატ ექმენ ყოველთა მორწმუნეთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰბაძევდი რაი იოანე ნათლისმცემელსა, ღირსო მამაო იოანე, იქმენ ხატ სიწმიდისა, დათმენისა და ქალწულებრივისა უბიწოებისა, და სიწრფოებითა მსახურებდი ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მიწყალენ ჩუენ, ღმრთისა დედაო, და სათნოდ ღმრთისა წარმართე ცხორებაი ჩუენი, რაითა შეწევნითა შენითა და წმიდისა იოანე მართლისა ლოცვითა დავიმკვიდროთ ცხორებაი საუკუნოი.
გალობაი 3, განძლიერდასა
ლოდი, რომელ შეურაცხ-ყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდურთა, ესე იგი არს კლდე, რომელი უფლისა მიერ იყო და არს საკვირველ წინაშე თუალთა ჩუენთა, რომელსა ზედა დააფუძნა ეკლესიაი ქრისტემან, რომელი-იგი წარმართთაგან გამოიხსნა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოციქულებრ დაშურებოდი რაი ცისკრითგან მიმწუხრადმდე, ჟამსა მღდელობისასა, არა მოკლებულ იქმნა სიყუარული შენი ღმრთისა მიმართ და მოყუასისა, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე მეუფისა საყდრისა, რაითა გვაქუნდეს გულსმოდგინებაი კეთილისა მიმართ.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მეძიებელი ზეციერისა სასუფეველისაი გამოსჩნდი რაი ქუეყანასა ზედა მოშურნედ მადლისა, ლოცვითა კურნებდი უძლურებათა, და სინანულად მოიყუანებდი შეცთომილთა, აწ წინაშე ღმრთისა წარდგომილმან ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
არა დაუტევებდი, ყოვლად ნეტარო, არცა ერთსა უარმყოფელსა ქრისტეის ღმრთისასა და წმიდისა ეკლესიისა მისისასა, რომელსა ძენი ამა საუკუნისანი ჰბრძვიან, არამედ ამა შეცთომილთათვისცა ურვეულითა გულითა აღავლენდი უფლისა მიმართ ვედრებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ერთსულოვნებასა შინა დაიმარხენ ერთგულნი შვილნი ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა ეკლესიისანი, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო, რაითა მარადის განვმტკიცდებოდეთ სიყუარულსა შინა ღმრთისა და მოყუასისასა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
შენდა მოვივლტით უძლურნი ესე, წმიდაო, და მართალო მღდელო იოანე, ვითარცა ღმრთისა მიმართ ძლიერისა მლოცველისა, და ვითხოვთ კურნებასა სულთა და ხორცთა ჩუენთასა, სინანულისა მონიჭებითა ურვათაგან გათავისუფლებასა, მამულისა ჩუენისა და ყოველთა მკვიდრთა მისთათვის მშვიდობასა და ხსნისათვის მოშურნეობასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყრმაო მიმადლებულო, დედაო უსძლოო, სასოებაო ხსნისა ჩუენისაო, მომმადლენ ჩუენ სარწმუნოებასა შინა განმტკიცებაი, ღმრთისმოსავობითსა ცხორებასა შინა წარმატებაი და ურვათა და ჭირთა შინა ნუგეშინისცემაი, რამეთუ მარადის გადიდებთ შენ, ვითარცა მშობელსა ქრისტე მაცხოვარისასა.
გალობაი 4, მესმასა
ღაღატ-ყო ამბაკუმ სულითა წინაისწარ და თქუა: მოხუედ მაცხოვრად ერისა რჩეულისა, სახიერ, და აწ ჩუენცა ვიხილეთ ჭეშმარიტად აღსრულებაი თქუმულთა მისთაი და ვღაღადებთ: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ცუდად-ბრძნობაი კაცთაი, რომელნი აღდგომილ იყუნეს ბრძოლად ქრისტეს ეკლესიის ჭეშმარიტებისა, უკუნ-აქციე რაი სიტყვითა, ცხორებითა დაამტკიცებდი მართლმადიდებლობასა ერსა შინა შენსა, და ღაღადებდი: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჰბაძევდი რაი წმიდასა ეგნატე ღმერთშემოსილსა, სახელი ქრისტეისი მარადის გაქუნდა გულსა შინა შენსა, და აღფხუერ რაი შენ შორის ყოველნი ზრახვანი ცოდვისანი, არა დასცხრებოდი გალობად: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ძალმან ღმრთისამან, რომელ სრულ-იქმნების უძლურებასა შინა, ლოცვათა აღსრულებითა სასწაულთმოქმედად საკვირველად წარმოგაჩინა – მკურნალად სნეულთა და უძლურთა, და მოძღურად მონანულთა, და ყოველნი ღაღადებდენ: უფალო, დიდებაი ძალსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მწედ მიმადლებულად ექმენ შენ მართალსა მღდელსა იოანეს, ღმრთისმშობელო, რომელი ილოცვიდა შენდა მომართ და ძესა შენსა მადლიერებითა უგალობდა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
გალობაი 5, ღამითგანსა
შენი მშვიდობაი მომეც ჩუენ, ძეო ღმრთისაო, რამეთუ სხუაი ღმერთი შენსა გარეშე ჩუენ არავინ ვიცით და სახელსა შენსა სახელ-ვსდებთ, რამეთუ ღმერთი ხარ ცხოველთა და მკუდართაი.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაიმარხვიდი რაი მშვიდობასა გულსა შენსა ძვირუხსენებლობითა, ღაღადებდი: „კეთილ არს ესე ჩემდა, რამეთუ დამამდაბლე მე, უფალო“, და დაითმენდი შეურაცხ-ყოფათა მგმობელთა შენთასა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
რწმენითა და წმიდათა საიდუმლოთა ზიარებითა ქრისტე შეიმოსე და ხმობდი: „იგი არს ჩემდა სავსებაი ყოველთა კეთილთაი, მშვიდობაი და ცხორებაი, ვინაი-იგი ზე-აღხდების ყოველსა გონებასა“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მარადის ეზიარებოდი რაი ტრაპეზსა საუფლოსა, ნათელი ქრისტეისი მოიხუეჭე, წმიდაო მამაო იოანე, და განანათლე რაი სამწყსოი შენი, დიდად პატივსა გცემდენ ყოველნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოველნი შეძრწუნდებიან საღმრთოითა დიდებითა შენითა, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ზიარ გვყავ ჩუენცა დიდებისა შენისა, რომელნი მარადის გნატრით შენ, ღმრთისმშობელო.
გალობაი 6, ღაღადყავსა
წინაისწარმეტყუელისა იონაისა მიმსგავსებული ვხმობ: ცხორებაი ჩემი, სახიერ, იხსენ ხრწნილებისაგან, და მაცხოვნე მე, მაცხოვარო სოფლისაო, რომელი გიგალობ: დიდებაი შენდა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაუცხრომელითა ლოცვითა სულსა განიცხოველებდი, და ღაღადებდი: „უფალო, მომეც მე ძალი, რაითა მიყუარდეს ყოველი კაცი, ვითარცა თავი თვისი“, აწ ჩუენცა შეგვეწიე მოხუეჭად ამა სათნოებისა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მარადის ღმრთისა სახელსა მოუწოდდი რაი ხსნისათვის შენისა, მით მსახურე კაცთა გამოხსნასა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, რაითა ვჰგიებდეთ ღმრთისა თანა ერთობასა და ურთიერთ-სიყუარულსა შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განაბრძვნე რაი გონებაი ღმრთისა მიერ, ყოველთა მოუწოდდი, რაითა უბრალოებითა გულისაითა იწამონ ღმერთი, და ასწავებდი, რაითა განუყონ გლახაკთა უხუებით და დააპურონ ნაკლულევანნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელისა ჩუენისა გამოუთქუმელად მშობელო ყოვლადწმიდაო ქალწულო, გვექმენ ჩუენ ცოდვილთა ხსნისა მისავლტოლველად და შუამდგომელად საუკუნოისა ცხორებისა.
კონდაკი. ხმა 3
დღეს მწყემსი კრონშტადტისაი წარდგომილ არს წინაშე ღმრთისა საყდრისა და ყოველთა მორწმუნეთათვის გულსმოდგინედ ევედრების ქრისტესა მწყემსთავარსა, მომცემელსა აღთქუმისასა: „აღვაშენო ეკლესიაი ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
იკოსი
ვაქებდეთ, მორწმუნენო, კრონშტადტელსა მღდელსა, სეხნასა მადლისასა, და ლამპარსა, სამებისა წმიდისა საყდრისა წინაშე მარადის მოტყინარესა, ვინაიცა ღმრთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა ილოცვის ხსნისათვის უფლის სახელის მომწოდებელთა, რაითა განმტკიცდეს მართლმადიდებლობაი ქუეყანასა შინა ჩუენსა, ძლიერებითა მწყემსთავარისა ქრისტეისითა, რომელმან აღგვითქუა: „კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 7; იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
მგალობელთა: იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
დიაკონმან: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი.
მგალობელთა: იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
დიაკონმან: იხარებდეს მართალი უფლისა მიმართ
მგალობელთა: და ესვიდეს მას.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქვენ ხართ ნათელნი სოფლისანი. ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მამისა იოანე მართლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვითარცა მღდელმან საღმრთომან, ბრწყინვალედ შეიმოსე სამღდელოი სამოსელი სიმართლისაი და მადლისაი, და მოციქულებრ ჰქადაგე წმიდაი სამებაი, აწ ჩუენთვისცა ნუ დასცხრები ვედრებად მისა მიმართ, შეუძრველად დაცვად ეკლესიათა, და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, მშვიდობაი სოფლისათვის და სიმტკიცეი და დიდი წყალობაი მორწმუნეთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ღირსისა და ღმერთშემოსილისა მამისა ჩუენისა მართლისა იოანე კრონშტადტელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
აბრამეანთა ყრმათა სახუმილსა მას შინა სამებაი გამოსახეს და ალი ცეცხლისაი ცუარად გარდააქციეს და გალობით იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გვასწავე ჩუენ, მწყემსო სულიერო, ქრისტეისა შინა ცხორებაი, სიტყვისამებრ შენისა: „დიდ არს ძლევაი ჩუენ შორის დამკვიდრებულისა ცოდვისაი“, აწ ილოცე, რაითა სული ჩუენი არა დაწვას ალმან მისმან.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განწმედაი და ხსნაი ჩუენი არს ქრისტე მაცხოვარი, მას ევედრე, ყოვლადსაკვირველო მამაო, სულთა ჩუენთა აღორძინებისათვის სინანულითა და განმართებისათვის ცხორებისა ჩუენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უვნებელობაი მოიხუეჭე, ჰოი, მწყემსო კეთილო იოანე, ძალითა სულისა წმიდისაითა და დაუცხრომელითა ლოცვითა, აწ ითხოე ჩუენთვის, რაითა გამოგვიხსნას ცოდვისმოყუარებისა ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გვიჩუენე შენი წყალობაი, ღმრთისმშობელო ქალწულო, დედაო ცხორებისაო, რომელნი სარწმუნოებითა მოვივლტით შენდა, და სინანულსა შევსწირავთ ძესა შენსა და ღმერთსა.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
სახუმილსა მას შინა ცეცხლისასა დაიცვნეს სამნი ყრმანი უვნებელად, რამეთუ გარდამოხდა მსგავსი ანგელოზისაი, ხოლო მათ ღაღატ-ყვეს: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოწყალითა ხელითა განიკითხავდი ჭირვეულთა, იოანე, და არა უწყოდა მარცხენემან შენმან, თუ რასა იქმოდა მარჯუენეი, გარდასცვალე რაი ამაოი ესე საწუთოი მოსაგებელი ზეციერსა საუნჯესა ზედა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
„ყოველსა, რომელსა აქუნდეს, მიეცეს და მიემატოს“, – იტყოდა უფალი, და გულსმოდგინებითა მოიხუეჭდი მადლსა სულისა წმიდისასა, აწ ჩუენცა განგვამდიდრე მადლითა ლოცვათა შენთაითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საცოი დასდევ ბაგეთა შენთა, ნეტარო იოანე, რაითა არასადა იტყოდე უქმსა სიტყუასა, არამედ მარადის გამოიძიებდი სჯულსა უფლისასა, აწ ჩუენცა გვასწავე, წმიდაო, სლვაი მას შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, ღმრთისმშობელსა, უზესთაესსა ზეცათაისა და უწმიდესსა მზისა ნათლისა, დაუდუმებელითა გალობითა გიგალობენ ქერობინნი და სერაბიმნი, და მათ თანა გნატრით ჩუენცა, უღირსნი ესე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ცხორებისა წყაროსა დაუწყუედელსა, სასანთლესა ბრწყინვალესა მადლისასა, ტაძარსა სულიერსა, კარავსა წმიდასა ცათა და ქუეყანისა უვრცელესსა, ღმრთისმშობელსა მარიამს ჩუენ ყოველნი, ვადიდებთ.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გაქუნდა რაი შენ შორის ხატი მწყემსმთავრისა ქრისტეისი, მამაო იოანე, ყოველსა დღესა განჰმზადებდი სულსა თვისსა დადებად სამწყსოისათვის შენისა და მოქცევად ღმრთისა მიმართ ცოდვათა შინა წარწყმედულთა.
წმიდაო იოანე მართალო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არა განგვაგდო ჩუენ შემომწირველნი შენდა სავედრებელისა გალობისა, არამედ წყალობაი გვითხოე ქრისტეს ღმრთისაგან მოსატევებელად მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა, რაითა წმიდითა გულითა ვადიდებდეთ ძალსა მისსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თუალნი შენნი მარადის აღპყრობილ გაქუნდა უფლისა მიმართ, და გული შენი მარადის განხმულ იყო სიყუარულისათვის მისისა, აწ ჩუენცა გევედრებით, ვითარცა მეოხსა ჩუენსა, რაითა განგვიღოს კარნი სინანულისანი ლოცვითა შენითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქრისტე, ღმერთი ჩუენი, მამისაგან შობილი თვინიერ დედისა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უმამოდ იშვა შენგან ხსნისათვის ჩუენისა, მას ევედრე, წმიდაო სძალო ღმრთისაო, რაითა მოვიღოთ ცხოვნებაი მაქებელთა შენთა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ქრისტეს დიდო სათნომყოფელო მამაო იოანე კრონშტადტელო, მწყემსო საკვირველო და ჭირვეულთა მსწრაფლ შემწეო და შუამდგომელო! დიდებასა აღუვლენდი რაი ერთარსებასა და სამგვამოვანსა ღმერთსა, ღაღადებდი: „სახელი შენი არს სიყუარული, არა განმაგდო მე, შეცთომილი; სახელი შენი არს ძლიერებაი, განმამტკიცე მე, მოუძლურებული და დაცემად განმზადებული; სახელი შენი არს ნათელი, განანათლე სული ჩემი, დაბნელებული საწუთოთა ვნებათა მიერ; სახელი შენი მშვიდობაი არს, მშვიდობაი მოჰმადლე ბორგნეულსა სულსა ჩემსა; სახელი შენი არს მოწყალებაი, არა მოკლებულ მყო წყალობათა შენთა“, და აწ ჩუენცა მადლსა და დიდებასა შევსწირავთ შენთვის წმიდასა სამებასა, მომადლებისათვის ჩუენდა ესევითარისა შუამდგომელისა.
ჰოი, ქრისტეშემოსილო და მართალო სათნო-მყოფელო ღმრთისაო იოანე! განგვანათლე უძლურნი და ცოდვილნი ესე ნათლით სიყუარულისა შენისაითა, და ღირს-გვყავ, გამოვიღოთ ნაყოფი ღირსი სინანულისაი, რაითა დაუსჯელად ვეზიაროთ ქრისტეს წმიდათა საიდუმლოთა; განამტკიცე ჩუენ შორის სარწმუნოებაი ძლიერებითა შენითა, და მწე გვექმენ ლოცვათა შინა; უძლურებანი და სენნი ჩუენნი განჰკურნე და განგვარინე ხილულთა და უხილავთა მტერთაგან; ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა აღსრულებად ღუაწლისა განამხნე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ქრისტეისმოყუარე მხედრობანი, და ყოველნი შვილნი ქრისტეს წმიდისა მართლმადიდებელისა ეკლესიისანი სარწმუნოებასა და ღმრთისმოსავობასა შინა განამტკიცე, და დაიფარე ყოველთა ერესთა, განწვალებათა და ცრუთა სწავლათაგან.
ჰოი, სასწაულთმოქმედო და საკვირველო წინაისწარმეტყუელო იოანე, ვითარცა გაქუს კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, შეგვაწყნარე სახიიერებასა მისსა, რაითა დაამშვიდოს ერნი ქუეყანისა ჩუენისანი; განარინოს იგინი ძმათამკულელთა ბრძოლათაგან მადლითა სულისა წმიდისაითა, განბნეულნი შეკრიბოს, შეცთომილი მოაქციოს და ზიარ ჰყოს წმიდასა სამოციქულოსა ეკლესიასა; მეუღლენი დაიმარხოს მშვიდობასა და ერთსულოვნებასა შინა, მონაზონთა სულიერი წარმატებაი მიჰმადლოს ყოველთა კეთილთა საქმეთა შინა, სულმოკლეთა ნუგეშინის-სცეს, ბოროტთა სულთაგან შეპყრობილნი განათავისუფლოს, იწროებათა და განსაცდელთა შინა მყოფნი შეიწყალოს და მაცხოვნებელთა გზათა მიმართ წარმართოს, და ჩუენცა წარგვიძღვეს მიუმწუხრებელისა მიმართ ნათლისა საუკუნოისა მის ცხორებისაისა, რაითა შენ თანა ღირს-ვიქმნნეთ დაუსრულებელისა ნეტარებისა, და ვაქებდეთ და აღვამაღლებდეთ ღმერთსა უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, ღირსისა მამისა იოანე კრონშტადტელისაითა და ყოველთა წმიდათა, შეგვიწყალენ ჩუენ,
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ყოველთა მოგვიგიე შენ მსწრაფლ-შემწედ და მცველად მიურულებელად, ჰოი, საკვირველთმოქმედო მამაო იოანე, და სარწმუნოებითა შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა, რაითა უვნებელად დაგვიცვა ყოვლისაგან ჭირისა და გვიხსნა ყოველთა სენთა, ურვათაგან და განსაცდელთა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანისმცემელთა და სურვილითა ამბორისმყოფელთა, პატიოსანისა ხატისა მართლისა მღდელისა იოანე კრონშტადტელისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
გადიდებთ შენ, წმიდა მართალო მამაო იოანე, და პატივის-ვჰსცემთ წმიდასა ხსენებასა შენსა, რამეთუ მვედრებელ ხარ ჩუენთვის წინაშე ქრისტეს, ღმრთისა ჩუენისა.
პარაკლისი სლავურიდან თარგმნა ნონა ნამგალაძემ
გადაამუშავა და შეავსო თინათინ მჭედლიშვილმა