მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ღირსთა მამათა ჩუენთა
იონე და გაბრიელ ათონელთა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი, ხმა 4.

 

  ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობა 1 უგალობდითსა

 

  ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ღირსებისა მოსაგებელი მოიგეთ თქუენ, ღირსნო მამანო, რამეთუ ხორცნი ანგელოზთა ბუნებისაებრ ელვარე ჰყვენით, ხოლო გონებაი ახედვეთ პირველისა, გონებისა სარკით, რომლისა პირისპირ ხედვითა სრულ-იქმენით.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ელია მეორე იქმენ უარყოფითა ხორცთაითა, მამაო, რამეთუ კარმელად მოისიბრძნე ღუაწლი უცხოებისა და სხუად აბრაამად გამოსჩნდი, უცხო-ქმნილი მამულისა და ნათესავთაგან, იოანე, რომელთა გვირგვინსა არავე დააკლდი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

რომელმან ტრფიალებითა საღმრთოითა აღაგზე გული შენი შეუწუელად, მას შინა იხილე ღმერთი მამათმთავართა, გაბრიილ, და წარმცდელმან ნივთიერთა გემოვნებათა ხამლთამან, მოიგე ღმერთყოფაი ფარაოისა, რომელ არს მთავრობაი ბნელისა ანგელოზთაისაი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სასძლოი იგი, რომელიცა დავახშ ცოფყოფითა გონებისაითა, განმიღე, ქალწულო, მშობელო სიბრძნისა ღმრთისაო, და დაშრეტილი ლამპარი აღანთე წყალობისა ზეთითა, რაითა არა ვრეკდე ცუდად და გარე-განვარდე სასძლოისაგან ძისა შენისა.

 

 

გალობა 3 განძლიერდასა

 

  ძლისპირი:  შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ, მოსავნი შენნი.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

თმენითა უდაბნოისა სიმძიმისათა განევლთი, იოანე, ნივთიერთა გემოთა და სიმშვიდითა დაიმკვიდრე ადგილი მშვიდთა და სიგლახაკითა სასუფეველი ცათაი, სადა აწ გვირგვინოსანი იხარებ შენ.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ახალ ორღანო გამოსჩნდი შენ სულისა ყოვლადწმიდისა და საყვირ საიდუმლო, იოანე, ზეცით მქუხარე ხმათა ურწმუნოებისაითა, შემაძრწუნებელო, და დახსნილთა სულებთა აღმადგინებელ ცნობად ღმრთისა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

უაღრეს ბუნებისა არს, მამაო, და ზესთა ძალისა გუარი სათნოებათა შენთა მართალთა, გაბრიილ, რამეთუ მგლოვარებ, შეაყავ წმიდასა სიხარულსა და სიგლახაკე საღმრთოი სიწრფოებასა გულისასა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

განხორციელებული შენგან ერთი არს სამებისა, შეზავებულ ორთაგან, ერთად ქრისტედ, მრჩობლითა ბუნებითა ერთსა გუამსა შინა დამცუელი არსებათა მათ თვინიერ შერევნისა და ქცეულებისა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 8

 

  მოღუაწებითა ვნებანი ხორცთანი დაუმორჩილენით, მამანო, საცნაურსა სულსა და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვანქმნილთა შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისა და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰხდით და იხსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთვისცა კრებული მონაზონთა გნატრის თქუენ, მარადის ყოვლადქებულნო, და პატივ-ცემს ხსენებასა თქუენსა, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მომანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ხსენებასა თქუენსა.

 

 

გალობა 4 მესმასა

 

  ძლისპირი:  სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთაისა ჯუარსა ზედა აჰმაღლდი და დადნეს ჰურიანი, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, სასოი და ძალი მისი.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

არსებაი მთავრებრივი შეუმღურეველად დაიცევ და სულისა თვისებაი არა გარეგან საზღურისა იხუმიე, რამეთუ სიბრძნით სრულ-ჰყოფ, იოანე, სრბასა ცხორებისასა, ნეტარო, რომელმანცა, მამაო, მოიღე შენ ნიჭი ასპარეზსა შინა ძლევისასა, ღირსად საკვირველო.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ლმობიერებაი და შემუსრვილებაი გულისაი და მყუდროებაი გონებისაი შეჰზავენ კრძალულებასა ყოველსა შინა და მრთელცნობისა უცთომელ გამოსჩნდი ვარსკულავად და სიმგრგულე სათნოებათა მოვლე, ვითარცა დაუვალმან მზემან, გაბრიილ სანატრელო, განსანათლებლად ყოვლისა სოფლისა.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

ოქროისა შანთთა უბრწყინვალეს განჰფინენ სწავლანი, განმამდიდრებელო სულთაო, და მდინარენი მოძღვრებათანი ადინე და წარღუენ მწვირე ყოველი წვალებათაი, იოანე, და მორწყე მტილი ეკლესიისაი და აღაყუავილენ ყუავილნი სიტყვიერნი, შემწყნარებელნი კეთილმსახურებისანი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ბრწყინვალეო პალატო სიტყვისა ღმრთისაო და ცხედარო შეცვულო სიბრძნისაო, ღმრთისა დამტევნელო, ეტლო და ღრუბელო სუბუქო, რომელსა ზედა მჯდომარე უფალი შემუსრავს ხელით ქმნულთა ეგვიპტისათა, დედუფალო, და აცხოვნებს მადიდებელთა შენთა.

 

 

გალობა 5 ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა და მიჴსენ ბნელისაგან ჩუენ ცოდვილნი და მოწყალებაჲ შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

გაბრიილს დიდებულსა ღმრთისა დედისა საკუთარსა მონასა, რომელმანცა ხატისა მისისა პატიოსნისა მიგებებაი მიიღო და სხუაი ვინმე ქალწული, იოანე, რჩეულ იქმნა მსახურად ღმრთისა დედისა.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ანგელოზ ხორცთა შინა გამობრწყინდით ყოველსა სოფელსა, მამანო საკვირველნო, რამეთუ ორთავე მადლი ღმრთისმეტყუელისაი მოიგეთ, ერთმან – ღმრთისმეტყუელებისა ვრცელნი უფსკრულნი და მეორემან – მსახურყოფაი ღმრთისა დედისაი.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

ლაღებრსა განეყავ გონებასა, იოანე ნეტარო, შემუსრვაი გულისაი სიმდაბლესა შეაყავ სულისასა, რომლითა სამეფოსა ცათასა ღირს-იქმენ ყოვლადსანატრელო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ოქროისა წმიდისა პალატსა და ცხედარსა სიბრძნისა ღმრთისასა და ეტლსა სიტყვიერსა მზისა სიმართლისასა უგალობდეთ ქალწულსა, რომელმან საშოსა შეიწყნარა ღმერთი, ქერუბინთა საყდართა დაუტევნელი.

 

 

გალობა 6 ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: ღმრთისმეტყველნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონს შინა, მსახურებად გუამსა მას ღმრთისშემწყნარებელსა ამას დღესა.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ბაძვად შენდა აღადგინე იოანე თანა-ნათესავნი და შორიელნი, რამეთუ შენ იქმენ ხორცთა შინა ანგელოზ წმიდა, წინაშე მდგომ საყდარსა, უხილავად ღმრთისა შემწირველ მსხუერპლთა მითუალულთა.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ანგელოზად სოფლისად და კაცად ზეცისად გამოსჩნდი გაბრიილ, რამეთუ ვითარცა უსხეულოი სცხოვრობდი ხორცითა წმიდითა და ყოველთა ნივთთა მიმზიდველობაი დააწყნარენ და მყუდროებითი მშვიდობაი მიიმადლე შენ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

სანატრელთა მამათა ესრეთ წარმოდგა სახსენებელი ღირსი შესხმისა, იოანე, ვარსკულავისა უღამოისა და გაბრიილ, მთიებისა ცისკროვანისა, რომელთაცა დღეს ვაქებდეთ ჯერისაებრ გალობით.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ახარებდით დღითი დღედ მაცხოვარებასა ღმრთისა ჩუენისასა, რამეთუ მაცხოვარებად ახლად დანერგულმან ურწმუნოთა მიერ, შეურაცხქმნილმან ასულმან, უშვა სოფელსა სიტკბოებაი და მაცხოვარებაი; ჰოი, გუარი მიუწთომელი საიდუმლოისაი.

 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი, ჴმაჲ 6

 

  სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ჴმაჲ 4: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: რაი მივაგოთ უფალსა ყოვლისავეთვის, რომელ ესე მომაგო მე.

 

 მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: უფალო, შეისმინე ლოცუსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.

 

 მგალობელთა: უფალო, შეისმინე ლოცუსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

 

 ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა ღირსთა მამათა ჩუენთა, იოანე და გაბრიელ ათონელთაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: ღირსნო მამანო, ყოველსა ქუეყანასა განხდა ხმაი წარმართებისა თქუენისა, ამისთვის ზეცათა შინა ჰპოვეთ სასყიდელი შრომათა თქუენთაი და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდეთ და ანგელოზთა წესსა მიიწიენით, რომელთა უბიწოითა ცხორებითა სწორ-იქმნენით, კადნიერებაი გაქუს წინაშე ქრისტე ღმრთისა, მშვიდობაი ითხოვეთ სულთა ჩუენთათვის.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ღირსთა მამათა ჩუენთა, იოანე და გაბრიელ ათონელთაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7 კურთხეულარსა

 

  ძლისპირი:  საჴუმილსა შინა აბრაჰამიანი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთათჳს შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

აქათა ჯმნითა ყოველთა, იოანე, შეერთე მყოფთა ზეცისათა, სადა-იგი სამებაი ღმერთი საღმრთოითა გამობრწყინვებითა აღატრფობს სულთა წმიდათა მგალობელთა, მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

მზედ მნათობად სოფლისა გამოსჩნდი ნათლითა შრომათა შენთაითა, გაბრიელ სანატრელო, აღავსებ სულითა მობაძავთა შენთა და ასწავებ გალობად: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

აბრაამისებრ, ბრძენო, შემწირველ მხოლოდშობილისა შენისა გამოსჩნდი, იოანე, უხილავსა ზედა საკურთხეველსა, რომლითა აწ შვილმრავალ ჰგალობ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

სძალი სულისა წმიდისა იქმენ, მარიამ, შენ ზედა მოსლვითა, ასულ მამისა ღმრთისა, სიკეთითა პირად-პირადითა და მშობელ სიტყვისა, მგალობელთა მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

 

გალობა 8 აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი:  ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა, საჴუმილსა შინა ყრმანი აქებდით, მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

სრული სრულთასა, ღირსო, საყოფელსა მკვიდრობად ღირს-იქმენ სრულებისა გვირგვინითა და აქებ აწ პირისპირ, რომლისაცა პავლეს გული უთქმიდა ხედვად, იოანე, და აკურთხევ ცხორებისმომნიჭებელსა სამებასა ღმერთსა უკუნისამდე.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

უგალობდით ყოველნი გაბრიელს, ღირსსა ქებისა, რომელიცა ყოვლად-საგალობელისა დედისა ღმრთისაისა ღირს-იქმნა საკუთარ-ყოფად ცხადად, რამეთუ ესე მრავალთა შორის მამათა რჩეულ-იქმნა მიქუმად ხატისა მისისა წმიდისა და აწ მის თანა იხარებს უკუნისამდე.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

რომელმან განაბრწყინვენ ღირსნი შენნი უბრწყინვალეს მზისა შარავანდედისა და მათ მიერ წყუდიადი უმეცრებისა განსდევნე და ღამე უთნოებისა განაცისკრე და ჩუენ მათ მიერ ღირს-მყვნენ ცნობად, დიდებაი შენდა, ქებულო უკუნისამდე.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

ვინ არა განკვირდეს საიდუმლოსა შობისა შენისასა, რამეთუ ქმნილმან დაიტიე შემოქმედი და დედა იქმენ უმამოდ პირველად უდედოისა და ქალწულებისა შენისა ბჭე ეგო დაბეჭდულად შობასა და აწოებდა სიტყუასა უჟამოსა და დიდებულსა ანგელოზთაგან უკუნისამდე.

 

 

გალობა 9 ადიდებდითსა

 

  ძლისპირი:  შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

იოანეს, ორღანოსა სულისა წმიდისასა, და ებანსა ხმატკბილსა უძნობდეთ მედღესასწაულენი გალობითა, ხსენებასა მისსა ბრწყინვალესა და ვიტყოდეთ მისდა: ჰოი, დიდებულო, მომიხსენენ სურვილით მედღესასწაულენი შენნი.

 

ღირსნო მამანო იოანე და გაბრიელ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.

 

ლანდებრსა ევლტოდი, ღირსო, და აჩრდილებრსა დიდებასა და ხატად ხატისა და ბრწყინვალებისა მამისა უცხოებისა მიერ გამოსჩნდი და უბიწოებითა ხორცთა და სულისაითა წმიდისა ქალწულისა საკუთარ იქმენ ცხადად, გაბრიელ დიდებულო, ამისთვის გნატრით შენ.

 

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

იოანეს და ელიას უდაბნოსმოყუარებითა ებაძვენით, მამანო, იერემიას მრთელცნობიერებითა სიწმიდისაითა, ხოლო ისაიას ებგურობითა ერისა ღმრთისაითა და ეზეკიელს მაღალთა ხედვათა მიერ და საღმრთოთა მოციქულთა ცეცხლისა ენათა დადგრომითა, რომლითა ყოვლად სრულ გამოსჩნდით, სანატრელნო.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

თემანით ღმერთი მოსრული ჩრდილოვანისაგან მთისა, ქალწულო, რაჟამს წმიდათა სისხლთა შენთა შეზავნეს ხორცნი მისნი და იქმნა, რომელი არა იყო, რამეთუ მარტივი შეიორკეცა და ორთა შინა დამცველი თვითებათა ერთ ქრისტედ გუეცნობა, იგივედ ღმერთ და კაც, ამისთვის საკუთრად აღგიარებთ ღმრთისმშობლად.

 

 

მღუდელმან აკმიოს.

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: მარხვითა ცხორებაი განაშუენეთ და მოღუაწებითა ხორცნი მოაკუდინენით და მძლე ექმნენით ბრძოლათა მტერისათა და მიიცვალენით წინაშე ღმრთისა, ღირსნო მამანო, ვითარცა ღირსნი და მკვიდრნი საუკუნოდ ცხორებად, ვინაიცა ნუ დასცხრებით ვედრებად და მეოხებად ღმრთისა მიმართ, რაითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.

საცთურნი სოფლისანი განიშორენით და ჯუარი მაცხოვარისაი აღიღეთ და მონაზონებითა მტერსა მძლე ექმნენით, უდაბნოს მოქალაქედ და სოფლისა მნათობად გამოსჩნდით, ჰოი, ღმერთშემოსილნო, ევედრენით უფალსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ცრემლთა თქუენთა ნაკადულითა მდიდრად მორწყენით სულნი თქუენნი, ბრძენნო, და მრავალწილად მოისთულეთ სათნოებათა თქუენთა ნაყოფი და იქმნენით მწყემს სამწყსოთა ქრისტესთა და გამოზარდენით იგინი მწუანვილოვანთა ზედა მოღუაწებისათა, ხოლო გა-რა-ხუედით სოფლით დიდებით, მამათა კრებულსა თანა აღირაცხენით, ღმერთშემოსილნო, ევედრენით ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

ხატად განწმედილისა მგლოვარებისა გამოსჩნდით, სანატრელნო მამანო და გემონი ხრწნადნი მოაკუდინენით და უღელსა ტკბილსა ქრისტესსა სურვილით მიუპყრენით ქედნი თქუენნი და ტვირთითა მისითა სუბუქითა ტვირთსა მძიმესა სოფლისა თანშეკრებულებისასა განერენით და ღმრთისმეტყუელებისა დოღმატითა განაცისკროვნეთ ღამე ბოროტისა უმეცრებისაი და მოიგეთ მოსაგებელი ღირსებისაი, ვინაიცა, ნეტარნო, ნუ დასცხრებით ვედრებად ღმრთისა მიმართ, მოცემად მედღესასწაულეთა თქუენთა მშვიდობაი და წყალობაი.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

 ჰოი, ყოვლადღირსნო, ღმერთშემოსილნო მამანო, იოანე და გაბრიელ ათონელნო, ანგელოზთაებრ მგალობელნო, ნათლისმცემლისაებრ პატივცემულნო, ღირსთა შორის გვირგვინნო, მონაზონთა წინამძღუარნო, მამათა პატიოსნებანო, ქრისტეანეთა მფარველნო, მოსავთა თქუენთა შემწენო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა თქუენისათა სასონო და შესავედრებელნო.

ჰოი, ყოვლადსანატრელნო, ღმრთივსულიერნო მამანო იოანე და გაბრიელ ათონელნო, ვარსკულავნო ყოვლადბრწყინვალენო, მომფინეთ სხივებრ მადლი წმიდათა ლოცვათა თქუენთაი და განანათლეთ კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი და სამონაზვნო წესნი, განაძლიერენით ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, ევედრენით, მამანო, თქუენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაითა ყოველნივე შემიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.

ჰოი, ყოვლადპატიოსანნო მამანო, წმიდანო იოანე და გაბრიელ ათონელნო,მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა დამიფარენით თაყუანისმცემელნი ღმრთივშუენიერისა სიწმიდისა თქუენისანი და მიხსნენით სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა, ევედრენით ყოვლადწმიდასა სამებასა, რაითა მომმადლოს მშვიდობაი და სიმრთელე, კაცთმოქალაქობით სათნოყოფაი, მართლმადიდებლობით განბრწყინვებაი, ქუელისსაქმით განათლებაი, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებაი, მართალთა თანა სუფევაი, ღირსთა თანა გვირგვინოსნებაი და საუკუნოი დიდებაი და სიხარული, რამეთუ მამასა შუენის დიდებაი, ძესა – მადლობაი, და სულსა წმიდასა თაყუანისცემაი საუკუნითგან და აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევეთ და ღმრთისა ნებასა შეუდეგით, ყოვლადსანატრელნო მამანო იოანე და გაბრიელ ათონელნო, მადლი სათნოებისა ზეცით მოიღეთ და ვითარცა ანგელოზნი კაცთა შორის ბრწყინევდით საღმრთოითა მოქალაქობითა და ზეცათა მეუფესა სათნო ეყვენით, ღირსნო, რომელთაცა კადნიერებაი გაქუს მამისა მიმართ, ევედრენით ყოვლადსახიერსა ღმერთსა, რაითა მიხსნნეს ყოველნი შვილნი თქუენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).