მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მადლი პოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცოი აჩუენე ცხორებაი, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკევ, მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მადლი პოვა სოფელმან შობითა შენითა, ღირსო, და იხარებს ერი ქართველთა მის შორის აღმოცენებისა შენისათვის, რამეთუ ხედვენ შორის მადლსა საღმრთოსა მქონებელად, რომელმან ანგელოზებრ უხორცოი აჩუენე ცხორებაი, და სასწაულთა მოქმედებითა შეიმკევ, მოღუაწეთა შუენიერებაო ილარიონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა
ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოისი და ძალი მისი.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოწყალებით მომხედე, მამაო ყოვლადსანატრელო, და მომეც მადლი შენი, რაითა ღირსად ვაქებდე დიდებულთა მათ სათნოებათა შენთა, ღირსო ილარიონ, ქართველთა სიქადულო.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჭეშმარიტად მსახურად უფლისა შენისა იწოდე, სანატრელო მამაო, და შეუდეგ გზათა მისთა, ჰოი ღმრთივ-განბრძნობილო, და ჯუარს-აცუენ ხორცნი შენნი, ღირსო, ვითარცა მიმსგავსებულმან ქრისტესმან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აღამაღლენ, ნეტარო, ხორცნი, სული და გონებაი მთასა ულუმბოსა, მამაო ილარიონ, და კუალად ახლადდამბადებელი გიცნობს მეორედ ელიად მთასა კარმელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასაკმევლე ოქროისაი და ტაკუკი მანანაისაი მის და კუერთხი აარონისი, მოასწავებდა შენთვის და კიდობანი-სახეთა მათ საღმრთოთა სახე გექმნებოდა, შენ, დედაო ღმრთისაო.
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, ქრისტე ღმერთო, განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ, მოსავნი შენნი.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იობ მეორე გამოჩნდი შენ, განსაცდელთა შინა, ნეტარო, და ვერ შეუძლო შერყევად მტერმან გოდოლი ხორცთა შენთაი, რამეთუ წინა აღუდეგ მზაკურებასა მისსა.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სრულიად განწმედილ-იქმენ, ღირსო, საშოითგან დედისა თვისისაითა, ვითარცა დიდი სამოილ და წინაითვე ჰქადაგებდი მერმესა მას, ყოვლადბრძენო, და სიმტკიცე ექმენ ყოველთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ოქროსა უბრწყინვალეს განგწმიდა შენ ბრძმედმან განსაცდელთამან, ყოვლადბრძენო, ხოლო კეთილთა საქმეთა სიმდიდრემან, ილარიონ, შეგაერთა მისა, რომლისა-იგი გსუროდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გამოჩნდი ღელედ დაუთესველად, განმამრავლებელად იფქლისა, და შენ მიერ მოვიმკეთ ჩუენ, თავწარსხმული ცხორებისა და რომელნი ვეზიარებით, მოვიღებთ მისგან უკუდავებასა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრივი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 1
სიჩჩოითგან ღმერთსა შეევედრე, მამაო, მაღლითა მით სიმდაბლითა და ყოვლადწმიდითა სიყუარულითა საკვირველებათა ელვათა ბრწყინვალედ განუტევებ, ამისთვისცა ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა ყოვლადწმიდასა და უგალობთ მხოლოსა მრავალმოწყალესა.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთაისა ჯუარსა ზედა აჰმაღლდი და დადნეს ჰურიანი, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, სასოი და ძალი მისი.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მიმსგავსებულ იქმენ შენ პირველთა მათ მამათა, ღირსო, სათნოებითა, მთათა და ქუაბთა შინა რაი იყოფოდი, და წესსა ზედა მათსა ეგე, ნეტარო მამაო ილარიონ.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დასდევ შენ სასოებაი ღმრთისა მიმართ დამბადებელისა მის შენისა და მოსრევდ, ღირსო, ცოდვასა, მახვილითა სულთა ბოროტთა სიმრავლესა, ნეტარო, ჯუარითა შეჭურვილი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მოიღე ღმრთისა მიერ მადლი, ღირსო, ეშმაკთა სდევნი, სნეულთა განჰკურნებ, ბრძენო მკურნალო, ხორცთა და სულთაო, ყოვლით კერძო გამოცდილო, ნეტარო, მამაო ილარიონ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, მარადის ქალწულსა, ჭეშმარიტსა ღმრთისმშობელსა გიგალობთ, რომელსა-იგი მაყუალი სახე გექმნა, რომელი იხილა მოსე ზედა მთასა სინასა, მოტყინარე ცეცხლითა.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა და მიხსნენ ბნელისაგან, ჩუენ, ცოდვილნი და მოწყალებაი შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგავლინე.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვინმე არა განკურდეს, მამაო, ცხორებისა შენისა სიმშვიდესა და მყუდროებასა და უცხოსა ადგილითი-ადგილად, რამეთუ ევლტოდე, მამაო, კაცთა დიდებასა და ეძიებდ ზეცისა შუებასა.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარცა ანგელოზი იქცეოდე სამგზის სანატრელო, ცხორებასა ამას წარმავალსა, რომლისათვისცა ზეცას მათ თანა იხარებ და წმიდათა კრებულთა თანა მარადის უგალობ და აქებ ყოველთა უფალსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
თქუმულთა შენთა, მამაო, მცხინვარებამან განაბრწყინნა გონებანი, ილარიონ, სარწმუნოებით მსმენელთანი, ხოლო უმეცრებისა სიბნელე განიოტა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღესრულნეს შენ ზედა წინაისწარმეტყუელთა თქმულნი, რამეთუ შენ მუცლად-იღე, ღირსო, დამბადებელი და მიშევ ჩუენ ხორცითა, ძეი დაუსაბამოი, რომელ არს ემმანუილ წმიდაი, მომცემელი მშვიდობისაი.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: ღმრთისმეტყუელნი შემოკრიბნა წამსა შინა ღრუბელმან ცისკიდით სიონსა შინა მსახურებად გუამსა მას ღმრთის-შემწყნარებელსა დღეს.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დიდ არიან შრომანი ღუაწლთა შენთანი, წმიდაო, რამეთუ შენ ჯუარი ერქუნის სახედ მხართა აღიღე და ორნატნი იგი სულისანი მოხნენ, ბრძენო, ბრწყინვალედ.
ღირსო მამაოილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდეს რაი ეშმაკთა სიმრავლენი გუამსა შენსა, ილარიონ, ძაძისა სამოსლითა შემოსილსა, სირცხვილეულ იქმნეს და მყის განგეშორნეს შენ, ნეტარო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ახლად მოსედ დამბადებელი გიცნობს, ილარიონ, რამეთუ შენ მარხვითა და ლოცვითა დასცენ მტერნი, ვითარცა-იგი მან პირველ ამალეკი უკუნაქცია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უმეტეს ხარ, ყოველთა დაბადებულთა უსძლოო, რამეთუ შენ დამბადებელი მათი მუცლად იღე და უშევ სოფელსა უფროის ბუნებათა ამაღლებული.
>
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე კვერექსი
კონდაკი, ჴმაჲ 6
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ჴმაჲ 4: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: რაი მივაგოთ უფალსა ყოვლისავეთვის, რომელ ესე მომაგო მე.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უფალო, შეისმინე ლოცუსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.
მგალობელთა: უფალო, შეისმინე ლოცუსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
მას ჟამსა შინა მისდევდა იესუს ერი მრავალი გალილეაით და ათქალაქით და იერუსალემით და ჰურიასტანით და წიაღ-იორდანით. და ვითარცა იხილა იესუ ერი იგი, აღვიდა მთასა და დაჯდა იგი მუნ, და მიუხდეს მას მოწაფენი მისნი. და აღაღო პირი თვსი, ასწავებდა მათ და ეტყოდა: ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნენ მგლოვარენი გულითა, რამეთუ იგინი ნუგეშინის-ცემულ იქმნენ. ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკდრონ ქუეყანაი. ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ. ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ. ნეტარ იყვნენ წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ. ნეტარ იყვნენ მშდობის-მყოფელნი, რამეთუ იგინი ძედ ღმრთისად იწოდნენ. ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათაი. ნეტარ იყვნეთ თქუენ, რაჟამს გყუედრიდენ და გდევნიდენ და თქუან ყოველი სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის. გიხაროდენ და მხიარულ იყვენით, რამეთუ სასყიდელი თქუენი ფრიად არს ცათა შინა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: აღივსე ნათლითა საღმრთოითა და ზესთა გონებისა და ცნობისა ხედავ, ნეტარო, ღმრთეებისა დიდებასა და მდგომარე ხარ შენ წინაშე მეუფისა შენისა, ვითარცა საღმრთოი ქადაგი, მას ევედრე მონიჭებად სულთა ჩუენთა მშუდობისა და წყალობისა და ცხორებისა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ღირსისა მამისა ჩუენისა ილარიონ ქართველისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: სახუმილსა შინა აბრამეანნი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი, საღმრთოთა შჯულთათვის შეითხინეს და ალსა შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ ღმერთო, ტაძარსა მას სიწმიდისა შენისასა.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიყრმით შენითგან, ნეტარო, მოიძულე განსუენებაი ხორციელებრი და შეუდეგ მაცხოვარსა უბიწოდ გონებითა, მამაო, და მისდევდი, ვითარცა ცხოვარი კუალსა მწყემსმთავრისასა, ნეტარო, და ჰპოვე განსუენებაი ყუდროსა მას ბანაკსა ზეცათასა.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გსუროდა პოვნად ზეცისა დიდებაი, ღირსო ილარიონ, სამგზის სანატრელო მამაო, და ქუეყანისა ნაგევად შერაცხე და ღაღადებდ, დიდებულო: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვითარცა მწყემსი კეთილი, მამაო სანატრელო, ნუ დასცხრები მეოხებად სამწყსოისა შენისათვის, ილარიონ ბრძენო, რომელნი ვღაღადებთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმშობელო სანატრელო, მეოხ-მეყავ მარადის, რომელნი გევედრებით, უბიწოო, და აღგიარებთ დედად ნათლისად, ქალწულო უსძლოო, ცათა უმაღლესო.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა სახუმილსა შინა, ყრმანი აქებდით, მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვინ შეუძლოს მითხრობად ღუაწლთა შენთა, ყოვლადსანატრელო მამაო ილარიონ, რომელმან სიმშვიდით, სიმდაბლით და უხუებით განვლე სოფელი ესე, ღირსად დიდებულო, და აწ ანგელოზთა თანა იხარებ და ჰსუფევ ქრისტსა თანა უკუნისამდე მარადის.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შუენიერად შემკობილო მამაო, მეოხ-მეყავ ჩუენ მარადის უფლისა მიმართ, რომელნი სიხარულით გადიდებთ შენ, სანატრელო, რამეთუ შენ ხარ შემწე ყოველთა მორწმუნეთა, რომელნი აკურთხევენ ქრისტესა და ამაღლებენ მას უკუნისამდე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ჭეშმარიტად ქებასა შენსა, ღირსო, ენაი კაცობრივი ვერ შემძლებელ არს გამოთქმად, ხოლო სარწმუნოებით სახსენებელსა შენსა დღეს ყოველნი მოვივლტით და ვითხოვთ შენგან, წმიდაო, რაითა მეოხებითა შენითა მომმადლო ჩუენ კურნებაი, ნეტარო ილარიონ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჯეროვანად შესხმაი შენი შეუძლებელ არს, ღმრთისმშობელო ქალწულო, ყოვლადუბიწოო, რამეთუ დასაბამი დაბადებულთა ცხორებისა შენ ზედა აღესრულა ჭეშმარიტებით, სძალო, ამისთვის ყოველთა თანა არსთა ქებაი და შესხმაი შენი, მსგავსად ძალისა, წმიდაო.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: შობაი შენი უხრწნელ არს, ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთვისცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვარსკულავი მნათობი, მამაო, აღმოსავალისა რაჟამს გამოსჩნდი, განანათლე ქუეყანაი და ზღუაი ნათლითა მით შრომათა შენთაითა, ღირსო, ამისთვოს ჩუენ მორწმუნენი, სახსენებელსა შენსა ვადიდებთ.
ღირსო მამაო ილარიონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვერ შემძლებელ არს გონებაი შესხმად სიწმიდისა შენისა და არცაღა ენაი ჩუენი მისწუთების გამოთქმად ღირსებათა შენთა, მამაო, რამეთუ უაღრეს კაცთა გონებისა აღემატა მადლთა შენთა სიმრავლე, არამედ მიითუალე წადიერებაი და სურვილი ჩუენი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იხილე სულისა ჩემისა უდებებაი, ყოვლადსანატრელო, და მოხედე ფიცხლად აღძრვასა გონებისა ჩემისასა და დააცხრვენ მსწრაფლ გულისსიტუანი ჩემნი მეოხებითა შენითა, ღირსო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სარწმუნოებით აღგიარებთ დედასა ღმრთისა ჩუენისასა, ღირსო, და წმიდად ქალწულად გქადაგებთ: ქრისტესა, ძესა შენსა, ევედრე ჩუენთვის, რაითა მიხსნნეს მტერთაგან, მადიდებელნი შენნი, წმიდაო.
მღუდელმან აკმიოს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: აღივსე ნათლითა საღმრთოითა და ზესთა გონებასა და ცნობასა ჰხედავ, ნეტარო, ღმრთეებისა დიდებასა და მდგომარე ხარ შენ წინაშე მეუფისა შენისა, ვითარცა საღმრთოი ქადაგი, მას ევედრე, რაითა მომანიჭოს სულთა ჩუენთა მშვიდობაი და წყალობაი და ცხორებაი.
ცისკრად დიდ-ნათელ ჩუენდა გამობრწყინდი შენ, ელვითა მდიდრად, და სწავლათა ხუავითა წრფელ დოღმატით აღმავსენ მოწაფენი, ჩუენ, შედგომილნი, შენთა მოძღურებათანი.
აღმოსავალსა მიუთხრობს დასავალი და ცანი შრომათა შენთა, ბრძენო, რამეთუ აქათ დაღათუ აღმობრწყინდი დასავალადმდე, შარავანდითა მისწუეთ და ეკლესიითი პირმშოდმი ეკლესიად.
კეთილად განაგე, ღირსო, სიმდიდრე იგი მაღალი და სიბრძნითა მიავასხენ შენ ყოველთავე დამბადებელსა ღმერთსა შენსა, აღიღე ჯუარი მისი და შეუდეგ კუალსა მისსა და მიიწიე წმიდად ქალაქად და დაემკვიდრე დიდსა ლავრასა შინა და ისწავენ ღირსთაგან სათნოებანი ქრისტე ღმრთისანი, სანატრელო.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჰოი, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ილარიონ ქართველო, მომაკუდინებელო გულისთქუმათაო და განმაცხოველებელო სიწმიდისაო, განშორებულო გემოთაგან სოფლისათაო, ნეტარო და მსგავსად გურიტისა იწროებასა შინა უდაბნოს მყოფელო და ფართოებასა ზეცისა სუფევისასა ღირსქმნილო.
ჰოი, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ილარიონ ქართველო,რომელმან შრომითა უოხჭნოი იგი დიდებაი მოიგე, ლოცვითა შენითა მშვიდობაი მოეც ყოველსა სოფელსა და ღმრთივდაცულსა ერსა ჩუენსა, დაიფარენ ხილულთა და უხილავთა მტერთაგან სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. მამაო ღირსო ილარიონ, მეოხ-მეყავ წინაშე გვირგვინოსანმყოფელისა შენისა სამებისა, სამსახოვანისა ღმრთისა, რომლისა წინაშე წარდგომილ ხარ შენ, განმადიდებელი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვადიდებთ ღირსსა და ღმერთშემოსილსა მამასა ჩუენსა ილარიონ ქართველსა, რომელმან ცხორებაი მაღლად წარმართა და ხედვითა საქმე შეამკო და ჯუარს-აცუნა ხორცნი სოფლისაგან საქმეთა, და მარხვისა მახვილითა ჰგვემა ვნებათა იგი ეგვიპტე და უდაბნოთა იორდანისათა იღუაწა მან. საცთური ეშმაკისა განიოტა მან სამარადისოითა ლოცვითა და უფსკრულსა ცრემლთა თვისთასა დაანთქა ძლიერად. ამისთვისცა უგალობთ: ქართუელთა შუენიერებაო, მნათობო, მეოხ-მეყავ მარადის მომხსენებელთა წმიდისა სახელისა შენისაითა.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).