მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
უფლისა ჩუენისა იესუ ტკბილისაჲ

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

 

 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

 

 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.

 

 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

 

 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.

 

 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

 

 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.

 

 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.

 

 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

 უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანს-ვჰსცემთ სახიერ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა. ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო-იყავ აღსლუა ჯუარსა ზედა, რათა იხსნე რომელნი შეჰქმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმა ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უხრწნელსა ხატსა შენსა თაყუანს-ვჰსცემთ სახიერ და ვითხოვთ შენდობასა ცოდვათა ჩუენთასა. ქრისტე ღმერთო განზრახვით სათნო-იყავ აღსლუა ჯუარსა ზედა, რათა იხსნე რომელნი შეჰქმენ მონებისაგან მტერისა, ვინაცა მადლობით გიღაღადებთ, სიხარულით აღმავსენ ყოველნი, ვითარ მაცხოვარმან ჩუენმან, მოსრულმა ცხოვრებად ყოვლისა სოფლისა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ლმობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

უგალობდითსა

 

 გამოსჩნდი ღმერთი ხორცითა, მხსნელო, ნათესავისა კაცთასა, კერპთა საცთურისაგან მას მხოლოსა უგალობდეთ, რომელიცა დიდებულ-არს.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 აღმობრწყინდი საფლავით ღუთივ-შუენიერად, იესო ტკბილო, და ახარე დედასა შენსა საყუარელსა, მოგუფინე ჩუენცა სიხარული საუკუნო.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ბრწყინვალებითა შენითა განანათლენ ანგელოსნი, იესო ტკბილო, ბრწყინვალება გონებისა მოგუმადლე, რათა გიხილოთ უფალი ეგე დიდებისა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 განანათლენ მენელსაცხებლენი დედანი ნუგეშინის ცემით იესო ტკბილო, განანათლენ გულნიცა ჩუენნი ღუთაებისა შენისა გამობრწყინვებით.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილმან გრქუა გიხაროდენ, ხოლო ჩუენ გევედრებით შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო ქალწულო.

 

 

 

განძლიერდასა

 

 ძლისპირი: ძალითა ჯუარისათა ქრისტე განმაძლიერენ დიდებად შენდა, რათა უგალობდე ღვთაებასა შენსა მოწყალე.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ელვარებითა ღუთივ-შუენიერითა განაბრწყინვე ეკლესია, იესო ტკბილო, გევედრებით შეგვიწყალენ ყოველნი ერთობით მორწმუნენი.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ვარსკულავთა განმაბრწყინვებელო იესო ტკბილო, ვარსკულავთაებრ მრავალ-ბრწყინვალე სათნოება მოგუმადლე გევედრებით.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 ზეცისა და ქუეყანისანი განამხიარულენ აღდგომითა შენითა, იესო ტკბილო, ზეცისა ზატიკობასა მხიარულებით ღირს-მყუენ, უფალო.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ჰე ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, იესო ტკბილისა დედაო, მას ევედრე შეწყალებად ქალწულო, მედღესასწაულეთა თვისთა.

 

 

 გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა დ

 

 მცხინვარებითა ღუთივ-შუენიერისა ბრწყინვალებისა შენისათა, იესო ტკბილო, მაცხოვარ, განგვანათლენ ნათელო თუალთ-შეუდგამო, და მოგუფინე შარავანდედი ელვარებისა შენისა, მზეო სიმართლისაო, რათა გალობითა და ფსალმუნითა გადიდებდეთ და გიგალობდეთ ხმობით მედღესასწაულენი, ალლილუია.

 

 

 

მესმასა

 

 ძლისპირი: სმენა მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისა ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განეღო, და გიღაღადებ: დიდება ძალსა შენსა უფალო.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 თუალთ-შეუდგამო ნათელო ბრწყინვალეო, იესო ტკბილო, თუალნი სულისანი განგვინათლენ ხილვად დიდებულისა ბრწყინვალებისა.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, ისმინე კაცთმოყუარებით და გუაცხოვნე სახიერებით, დაბადებულნი შენნი გევედრებით.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 კრავო ღუთისაო იესო ტკბილო, კურთხევა მამისა გუასმინე, და კარნი წყალობისანი განგვიხვენ მკვიდრ ყოფად სასუფეველსა.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ლიტანიობით გევედრებით იესო ტკბილისა მშობელო მარიამ, ლამპარი სულთა ჩუენთა განაბრწყინვე ღვთივბრწყინვალითა ლოცვითა შენითა.

 

 

 

ღამითგანსა

 

 ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ უფალო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუა ღმერთი არა ვიცით.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 მამისა ხატო და ბრწყინვალებაო იესო ტკბილო, მამისა ნათლისასა მიგუგუარე შენ მიერ მოძიებულნი.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ნათელო ჭეშმარიტო იესო ტკბილო, ნათელსა ბრწყინვალესა ღირს-მყუენ ჩუენ, ნამდვილ ჭეშმარიტო ღმერთო.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 ბნელი უჩინო-ჰყავ ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, სიბნელეცა გულთა ჩუენთა განანათლენ გევედრებით.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ოდეს მოვიდეს დიდებით იესო ტკბილი ქალწულო, მაშინ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი.

 

 

 

ღაღადყავსა

 

 ძლისპირი: იხსენ წინასწარ-მეტყუელი იგი მაცხოვარ მუცლისაგან ვეშაპისა, მიხსენ მეცა ცოდვათა სიღრმისაგან.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 პატივს-ვსცემთ ღუთივ-ბრწყინვალეთა დღესასწაულთა შენთა იესო ტკბილო და გევედრებით, შეგვიწყალენ მორწმუნენი შენნი.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ჟამსა და უჟამოსა გევედრებით სამარადისოდ იესო ტკბილო, ღირს-მყუენ სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყუარეთა შენთა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 იესო ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზვერესა, და ყოველთავე მცოდველთა, პირველთა და შემდგომთა, წარვხედ იესო ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კვალად ავაზაკსა და ნინეველთა, იესო ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირსმყავ.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 სასუფეველისა სიხარულისა ღირს-გვიჩინე იესო ტკბილისა დედაო მარიამ, რათა სურვილით გადიდებდეთ უბიწოო.

 

 

 გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი

 

 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.

 

 მგალობელთა: შენ, უფალო.

 

 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა ჱ

 

 იესო ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა სულისა ჩემისა თუალნი განანათლენ ძეო ღუთისაო, ღუთივ-ბრწყინვალითა ნათლითა შენითა იესო მწყემსო ტკბილო, მომიძიე რათა გადიდებდე ნათელსა მაგას დაუღამებელსა.

 

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: ტკბილ-ხარ შენ, უფალო, სიტკბოებითა შენითა მასწავენ სიმართლენნი შენნი.

 

 მგალობელთა: ტკბილ-ხარ შენ, უფალო, სიტკბოებითა შენითა მასწავენ სიმართლენნი შენნი.

 

 დიაკონმან:  განიცადეთ და იხილეთ, რამეთუ ტკბილ არს უფალი.

 

 მგალობელთა: ტკბილ-ხარ შენ, უფალო, სიტკბოებითა შენითა მასწავენ სიმართლენნი შენნი.

 

 დიაკონმან: ტკბილ-ხარ შენ, უფალო.

 

 მგალობელთა: სიტკბოებითა შენითა მასწავენ სიმართლენნი შენნი.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოანესი

 

 ჰსთქუა უფალმან, მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. ვიდრემდის ვარ სოფელსა შინა, ნათელი ვარ სოფლისა. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსვენება სულითა თქუენთა. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი მსუბუქ არს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, განმანათლებელო სოფლისაო იესო ტკბილო, რომელი შემოგიდგეს შენ, არა ვიდოდეს ბნელსა ცოდვისასა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა. გევედრებით, ყოვლად ტკბილო და სახიერებით შუენიერო მეუფეო, გამოაბრწყინვე გულთა შინა ჩუენთა ნათელი მეცნიერებისა შენისა, რათა სიბრძნით ვიდოდეთ გზასა ჭეშმარიტებისასა, და მივიწივნეთ ღუთივ-შუენიერსა ნათელსა ღუთაებისა შენისასა, და გიგალობდეთ ტკბილითა ხმითა ალლილუია.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კურთხეულარსა

 

 ძლისპირი: კურთხეულ ხარ შენ უფალო, რომელი ჰზი ზედა ქერუბიმთა და ჰხედავ უფსკრულთა, ხელმწიფედ ამაღლებულ ხარ უკუნისამდე.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ტრფიალებით სასურველო ყოვლად-ტკბილო იესო, ღუთივ-შუენიერი ტკბილი სიტყვა შენი კურთხევისა გვასმინე კურთხეულო უფალო.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 უფალო უფლებათაო იესო ტკბილო, და მეუფეო ძალთაო, უღელი შენი ტკბილი, სიმშვიდე, მოგუმადლე უღირსთა მონათა შენთა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 ფსალმუნით და ალლილუიით საგალობელო სერაფიმთა მიერ, იესო ტკბილო, ფრთოვან ჰყუენ გონება ჩუენი სიწმიდითა, გევედრებით.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ქრისტე ღუთისა იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, ქადაგნი სიწმიდისა შენისანი შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო დედოფალო.

 

 

 

აკურთხევდითსა

 

 ძლისპირი: შენ მხოლოსა დამბადებელსა ყოველთასა გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფლისანი უგალობდით და აღამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ღუთივ-შუენიერო და ღუთივ-ბრწყინვალეო იესო ტკბილო, ღუთივ-დიდებულისა დღესასწაულისა შენისა პატივის-მცემელნი განგვანათლენ, გევედრებით.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ყოვლად სახიერო და ყოვლად-ტკბილო იესო, ყურად-იხვენ ლოცუანი ჩუენნი და შეიწირენ ვითარცა საკმეველი შენ წინაშე და ყოველნივე შეგვიწყალენ, უფალო.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 შარავანდედი ბრწყინვალებისა შენისა მოგუფინე იესო ტკბილო, მზეო  სიმართლისაო, და ჩუენცა ვითარცა მზე გამოგვაბრწყინვე სასუფეველსა.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ჩუენისა ცხოურებისა მიზეზო, იესო ტკბილისა დედაო მარიამ, ჩუენ გლახაკნი მოგვიხსენენ წინაშე ძისა შენისა, ღუთივ ბრწყინვალეო დედოფალო.

 

 

 

ადიდებდითსა

 

 ძლისპირი: ჰშევ ქალწულო მიუწდომელი ბუნებათა უჟამოდ გამოუთქმელი, ამისთვის ყოველნი, უბიწოო, მორწმუნენი გადიდებთ შენ.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ცხოვრებისა წყაროო იესო ტკბილო, ცხრა დასნი ანგელონი გადიდებენ, ხოლო ჩუენ გევედრებით დიდებისა შენსა ღირს-ყოფა მოგუმადლე.

 

 დიდება შენდა ღმერთო ჩუენო, დიდება შენდა.

 

 ძალნი ცათანი გიგალობენ, ძლევისა გალობასა იესო ტკბილო, წმიდა-მყუენ გულითა, რათა გიხილოთ ღმერთი ტკბილი და სახიერი.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 წმიდანი შენნი განათლდებიან ბრწყინვალებითა შენითა იესო ტკბილო, წმიდა მყუენ გულითა, რათა გიხილოთ ღმერთი ტკბილი და სახიერი.

 

 აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ჭეშმარიტისა ნათლისა, იესო ტკბილისა მშობელო ქალწულო მარიამ, ჭეშმარიტად ღუთის-მშობელად აღგიარებთ და გევედრებით, შეგვიწყალენ ყოვლად-უბიწოო.

 

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 

 მკითხველმან: ქერუბიმთა საყდართა ზედა მჯდომარეო იესო ტკბილო, ქერუბიმთაებრ განგვინათლენ თუალნი სულისა ჩუენისანი, რათა ვიხილოთ დიდებულება ბრწყინვალებისა შენისა.

 

 ხელთა აღვიპყრობთ სერაფიმთა ფრთაებრ და ვჰხმობთ შენდამი, იესო ტკბილო, ხელი წყალობისა აღგვიპყარ და აღგუამაღლე სასუფეველთა მვედრებელნი შენნი.

 

 ჯუარს-ეცუ ნებსით, აღსდეგ ხელმწიფებით, ამაღლდი ღაღადებით იესო ტკბილო, ხოლო მოსულად ხარ დიდებით, გევედრებით მარჯუენით მართალთა თანა დაგუადგინენ მონანი შენნი.

 

 ჰსუფევ დაუსრულებელად მამისა და სულისა თანა იესო ტკბილო, დიდებულო ანგელოსთაგან, შენ გევედრებით, მორწმუნენი ღირს-მყუენ სუფევასა მას საუკუნესა.

 

 ჰოი, ყოვლად-წმიდაო ღუთის-მშობელო, დიდებაო ყოველთა წმიდათაო, იესო ტკბილისა წინაშე მოგვიხსენე, რათა ჩუენცა ვჰგალობდეთ, მოგუფინე უფალო წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

 

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვა მუხლთმოდრეკით სათქუმელი

 

 ჰოი ყოვლად-ტკბილო იესო ქრისტე, ძეო ღუთისაო, ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, თანა სწორო სულისა წმიდისაო, ბრწყინვალებით განმანათლებელო ანგელოსთაო, გვირგვინო შემამკობელო ყოველთა წმიდათაო, სინანულისა შემწირველო ცოდვილთა მოქცეულთაო, კაცთ-მოყუარებით მაცხოვარო ყოველთა შენთა მოლტოლვილთაო, დიდებითა და დიდად შუენიერებითა ბრწყინვალებისა შენისათა განმანათლებელო სასოებით მვედრებელთაო.

 

 ჰოი ყოვლად-ტკბილო და საწადელო იესო, ღუთივ-შუენიერო ნათელო ბრწყინვალეო, ყოვლად დიდებულებითა შენითა ადიდე და აღამაღლე ღვთივდაცული ერი ჩვენი, თუალთ-შეუდგამითა ბრწყინვალებითა შენითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი  და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი ილია, და ყოვლადსამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონაზნო წესნი, ყოვლადნათლოვან შარავანდედითა შენითა განანათლენ კეთილ მორწმუნენი, დღესასწაულის-მოყუარენი და პატივის მცემელნი შენნი. შენ გევედრებით, მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, განგვანათლენ და განგუაბრწყინვენ ყოველნი სულით და ხორცით დიდებად შენდა, გალობად და მადლობად.

 

 ჰოი ყოვლად ტკბილო და ტრფიალებით სასურველო იესო, მაცხოვარო ჩუენო, ხელის აღმპყრობელო და სიბრძნით განმგებელო უფალო, მოიხილე ჩუენ ზედა ყოვლად-ტკბილითა და სახიერითა თუალითა შენითა, რომელნი ესე ვადიდებთ ყოვლად პატიოსანსა და დიდად შუენიერსა სახელსა შენსა წმიდასა და მოგუფინე ღუთივ-შუენიერად გამომკრთოლვარე ბრწყინვალისა პირისა შენისა ნათელი, რათა ნათლითა შენითა განათლებულთა გიხილოთ შენ ნათელი ჭეშმარიტი, და სასუფეველისა დიდებულსა ბრწყინვალებასა შინა ვიხარებდეთ, და ყოველთა წმიდათა შორის გვირგვინითა შემკობილნი გადიდებდეთ, და ანგელოსთა თანა გიგალობდეთ, ქებასა მადლობასა და კურთხევასა აღუავლენდეთ შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, რომელსა გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, რამეთუ ჰშუენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყუანის-ცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

 ყოვლისა ცხოვრებისა ჩუენისა წინამძღუარო იესო ტკბილო მეუფეო, ვინაითგან არა რაი ძალ-გვიძს ყოფად  თვინიერ შენსა, ამისთვის ჭეშმარიტის სარწმუნოებით გევედრებით, ყოველივე ცხოვრება ჩუენი შენ განაგე ნებისაებრ შენისა კაცთ-მოყუარებისა და სასუფეველსა ღირს-მყუენ, რომელი განუმზადე პირველ სოფლისა დაბადებისა, რათა ვადიდებდეთ სიბრძნით განგებულებასა შენსა სამარადისოდ.

 

 დედოფალო ღუთივ-ბრწყინვალეო მარიამ, დედაო იესო ტკბილისაო, დაუსრულებელსა დიდებასა ძისა შენისასა ღირს-მყუენ, რათა მადლობით ვადიდებდეთ მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.