მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა შენ ღმერთმან, სანატრელო, და მოგცა ჴელმწიფებაჲ განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად, რომლისათჳსცა გევედრებით: კლარჯეთის სავანეთა კეთილად განმგებელო მოღუაწეო და უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო, მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მოსავთა შენთა და გჳჴსენ ყოვლისაგან განსაცდელისა ქრისტეანენი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმობრწყინდი ვითარ მთიები ზეცისა სამყაროსა და შეჭურვილმან მადლითა სულისა წმიდისაჲთა განაბრწყინვენ სამწყსოჲ შენი ღმრთისმეცნიერებითა, ღირსო, და მიიწიე რაჲ სანახებსა კლარჯეთისასა, აღმართენ უდაბნოსა შინა მონასტერნი დიდშუენიერნი სადიდებელად ღმრთისა და საცხონებელად სულთა მრავალთა, მოძღუარო და განმანათლებელო ივერთა ერისაო, ნეტარო გრიგოლ ხანძთელო, მეოხ-გუეყავ წინაშე ქრისტჱს მეუფისა და გჳთხოვე წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
უგალობდითსა
წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაჲ ჴმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
იყავ სიყრმით შენითგან სამკჳდრებელ ღმრთისა და აღიწიე რაჲ თავსა სრულებათასა, შეიმოსე სამღდელოჲ სამოსელი სიმართლისაჲ და მადლისაჲ, და სიმდაბლჱ გექმნა წინამძღვრად გზასა ჭეშმარიტსა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მოსწრაფე იყავ ღმრთისა მიერ აღძრვითა და სამთა მოსაგრეთა თანა დაუტევნე მშობელნი და მოყუასნი თჳსნი, და თანაწარხედ სოფლიოჲსა ამის განხრწნადთა საქმეთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ყოველივე დიდებაჲ ქუეყანისაჲ დაუტევე და მი-რაჲ-ჰხუედ უდაბნოდ კლარჯეთისად, სიმჴნე დიდი შესძინე უდაბნოს მოყუარეთა და შებმა უყავ ღუაწლსა ფიცხელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაჴსნდა წყევაჲ ევაჲსი, პირველისა მის დედისაჲ, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაჲ, ხოლო ერი მორწმუნეთაჲ, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
განძლიერდასა
ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოჲთა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ჩვეულებისა თჳსისაებრ აღეგზნა ეშმაკი წყობად შენდა, გარნა შენ, განათლებულმან მადლთა სულიერითა, ვითარცა სუეტმან ცეცხლისამან, განაპენ განსაცდელთა ზღუანი და ვნებათა ზედა განმხრწნელთა სულისათა მოიღენ ძლევანი.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მადლმან ღმრთისამან დაიმკჳდრა შენ თანა და ქადაგად ჴმა-მაღლად გამოგაჩინა შენ დაგლახაკებულისა და დამდაბლებულისა ნათესავისა ჩუენისა, რამეთუ სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი ნათლად აღმოიყვანენ სწავლითა შენითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა სიმჴნენი ღუაწლთა შენთანი და განჰფინნა ყოველთა კიდეთა ქართლისათა, ხოლო ესმათ რაჲ უდაბნოჲსმოყურეთა, რამეთუ ანგელოზებრ იქცეოდი, მოისწრაფდეს ხილვად სიწმიდისა შენისა, და გიხილეს რაჲ, ვითარცა ანგელოზი ზეცისაჲ, აღძრნეს მონებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ მტერთა ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.
გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა ჱ
ჯუარისა აღმღებელმან ცხოვრებაჲ შენი ღმრთისმსახურებითა წარმართე და კლარჯეთისა სანახებნი ქალაქ-ჰყვენ მონაზონთა სიმრავლითა და აღაშენე ხანძთაჲ და შატბერდი შესაკრებელად მამათა და სადიდებელად ღმრთისა, მისსა მიმართ ვედრებად ნუ დასცხრები შენ, მამათა შორის მჴნეო გრიგოლ, რაჲთა ულხინოს ნათესავსა ჩუენსა და იჴსნნეს ქუეყანაჲ წარწყმედისაგან.
მესმასა
ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცას და გარდამოჰჴედ ქუეყანად, სმენაჲ შენი მესმა მე და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მი-რაჲ-ჰხუედი სანახებსა მას უვალსა საშინელსა, ჯერ-ჩინებითა შენითა და შეწევნითა საღმრთოჲთა აღაშენე ხანძთაჲ და შატბერდი შესაკრებელად სულთა ღმრთის-მოყუარეთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ენამან შენმან, ღირსო, ღმრთის-მეტყუელმან ქუეყანაჲ ჩუენი მოძღურებითა მდინარის სახედ აღავსნა და მორწყნა გულნი უმეცართანი და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მწყემსმან მღჳძარემან, მწვალებელთა სიბორგილენი განაქარვე და სამწყსოსა შენსა ასწავებდი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა. აწცა დაგვიფარენ მწვალებელთა თანა ლოცვისაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
ღამითგანსა
სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებდით.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
განეფინა რაჲ მადლი ბაგეთა შენთა, გალობანი საეკლესიონი აღმოსთქუენ აღსავსჱ სიტკბოებითა, ხოლო ღმრთისმსახურებაჲ განამდიდრენ შესხმითა წმიდათაჲთა და წიგნნი სულიერნი დაუუნჯენ ეკლესიათა ჩუენთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მოგემადლა, ნეტარო გრიგოლ, ზესთა სიტყჳსა სიბრძნჱ და მრავალბრწყინვალჱ წინასწარ ცნობაჲ და სამღვდელოჲთა შუამდგომელობითა შენითა განსდევნიდი ბნელისა ბოროტისა გარემოდგომასა. ამისთჳს იხარებს ივერთა ეკლესიაჲ და ჰმადლობს შენთჳს ღმერთსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მსგავსად მზისა განბრწყინდეს ძალნი იგი სასწაულთანი, შენ მიერ აღსრულებულნი უდაბნოსა შინა, საღმრთოჲსა მიერ მადლისა, რომლისა მიერ განსდიდდი, ღმრთისმოყუარეო გრიგოლ, არაჲ მხოლოჲ ივერთ ქუეყანასა, არამედ ყოველსა სოფელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
ღაღადყავსა
დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განჴრწნისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
რომელმან დაუმკჳდრე კურთხევაჲ სახლსა გაბრიელ მთავრისასა, და მჴურვალე შუამდგომელად გამოუჩნდი წინაშე ღმრთისა, მოგუეც ჩუენ მამობრივისა შენისა გულმოწყალებისა მდიდარნი კურთხევანი, რაჲთა წინა აღუდგეთ ეშმაკისა საფრჴეთა და ზაკუვათა კაცისაჲთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ვითარცა სამოელ, მხილველ-იქმენ სულითა, და მეფეთაცა შეჭურვიდი სწავლათა შენთა მიერ და განამჴნობდი ლოცვითა და იღუწიდი მათთჳს სულიერად წინაშე ღმრთისა, ჴსნად განსაცდელთაგან, აწ გჳჴსენ ჩუენ ბოროტისაგან და განგვარინენ ღელვათაგან ცოდვისათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა შენ მიერ განმჴნობილი მეფჱ აშოტ მძლე ექმნა აგარისტომთა და „სამეფოჲ ქარ-თლისაჲ“ კუალად აღადგინა, ეგრეთცა სიმჴნჱ და მძლეველობაჲ ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინე და დაჴსენ ზახებაჲ ურიცხვთა მტერთა ჩუენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
გჳჴსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა ბ
უღელი იგი ქრისტესი მიიღე, მამაო გრიგოლ, და მჴართა შენთა ზედა იტჳრთე ჯუარი მისი, ვნებათა მისთა საღმრთოთა საწერტელად ყოვლადწმიდად ჴორცთა შინა შენთა მტჳრთველმან, რომლისათჳსცა საღმრთოჲსა დიდებისა მისისა ზიარად გამოსჩნდი, მომგებელი ჯილდოდ ღირსებისა მოსაგებელსა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მგალობელთა: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: პატიოსან არს წინაშე უფლისა.
მგალობელთა: სიკვდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკჳრველად და სამწყსოჲ შენი შეზღუდე მოციქულთა და მღდელთმოძღუართა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ სწავლითა საღმრთოჲთა, ამისთჳსცა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ ზეცათა შინა და საუკუნესა სუფევასა ღირს-იქმენ დამკჳდრებად, გვითხოვე ქრისტჱს ღმრთისაგან მოტევებაჲ ცოდვათაჲ, და ჴსნაჲ განსაცდელთაგან, და სულთა ჩუენთათჳს დიდი წყალობაჲ.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კურთხეულარსა
ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
საიდუმლოთა საღმრთოთა შესწირევდი, ვითარცა მღდელი სარწმუნოჲ, მობაძავი მჴსნელისაჲ, და ეშმაკნი დასწუენ ცეცხლებრ საჴუმილითა ლოცვათა შენთაჲთა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
უფალმან მოგცა, გრიგოლ, ძალი სულთა ზედა ბოროტთა და განასხემდი მათგან, რომელთაცა სტანჯვიდეს, განთავისუფლდებოდეს და ღაღადებდეს: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზარი აჰხდათ მადლთაგან სიწმიდეთა შენთაჲთა და დიდებულებისაგან პირისა შენისა მეფეთა და ყოველთა ერთა, და მადლობითა უგალობდენ ღმერთსა: „მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ-ხარ შენ“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გუეყავ მარადის.
აკურთხევდითსა
შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
მეტყუელებდი რაჲ დიდებასა ღმრთისასა, უაღრეს რიტორთასა, საფუძველი მტკიცჱ დაუდევ საღმრთოჲსა ცხორებისა მოსურნეთა და სახჱ კეთილისაჲ ექმენი თჳსტომთა შენთა. შეიწირე აწ გულს-მოდგინებაჲ ჩემი და განმარინე ღელვათა და ვნებათაგან ყოვლად წარმწყმედელთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
რომელმან არად შერაცხენ ქადებაჲ უკეთურისა მის ცქირისაჲ და საღმრთოჲთა შურისგებითა მოაშთვე მგელ-ღმრთისმსახური მტერი ეკლესიისაჲ, მტერი იგი მომსრველი მო-რწმუნეთა ქართველთაჲ დაამჴუე და ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი განაქარვე ძალითა ქრისტჱსითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა გამოუჩნდი შენ ჴელმწიფეთა, საკჳრველი ეგე დიდებული მამაჲ, და შეზღუდენ ღირსებითა და სიმართლითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვიმრავლნე ყოვლისა ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი, რაჲთა ზრუნვიდენ ერისათჳს და აქებდეს ქრისტესა ღმერთსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცურითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ადიდებდითსა
მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
უბიწოებითა განჰვლე საწუთროჲ, ვითარცა ანგელოზმან ღმრთისამან, და შეჰვედრე რაჲ სული თჳსი უფალსა, ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაჲ და ნათელსა სამარადისოსა, რომლისა გსუროდა, აწ მკჳდრ ხარ, მამაო, ნუ დამივიწყებ მვედრებელთა შენთა.
ღირსო მამაო გრიგოლ, მეოხ-გუეყავ მვედრებელთა შენთა.
ზღუდედ საღმრთოდ, სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგო რაჲ ივერთა ქუეყანამან, მამაო, ერი შენი, წილ-ხვდომილი ღმრთისმშობლისაჲ, მარადის ითხოვს შენ მიერ შეწევნასა, და შენცა ხატთა მიერ გამოწერილთა და ვედრებათა მოჴსენებული კუალად ჰკურნებ შევედრებულთა შენთა და იჴსნი განსაცდელთაგან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ კუალად მოგეახლებით მყუდროსა ნავსაყუდელსა და მფარველსა ერისა ჩუენისასა, თაყუანის-ვჰსცემთ წმიდასა ხატსა შენსა და გევედრებით: ღირსო მამაო გრიგოლ, მოსავთა შენთა მოგუხედენ და გჳჴსენ მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათჳს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ჴელნი აღვაპყროთ აწ, მორწმუნენო, და შევამკობდეთ ზეცით მონიჭებულსა სიმტკიცესა მართლმადიდებლობისასა და სიხარულსა ეკლესიათასა, მღდელთა სიქადულსა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა ღმრთისმსახურებისასა, რომელმანცა ღუაწლი კეთილი მოიღუაწა, ვითარ-იგი მოგვითხრობს ღირსი გიორგი მერჩული, და ვადიდებდეთ მომცემელსა მისდა სასწაულთა საკჳრველთასა.
ვითარცა საღმრთოსა მოშურნესა და შემწესა დიდსა აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ ჩუენისა, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაჴსნას სენი იგი სოდომელთაჲ და სალმობასა გომორელთასა განგვარინოს მეოხებითა შენითა.
ვითარცა ძუელად ითხოვე ერისა შენისათჳს გამოჴსნაჲ ღელვათაგან მძჳნვარეთა, ეგრეთვე აწ გვაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, რაჲთა განათავისუფლოს ქუეყანაჲ ჩუენი მძლავრებისაგან მტერისა, და დაიფაროს სატანისა მაჴეთაგან და სჯულისაგან უცხოჲსა საზეპუროჲ ერი ივერიისაჲ.
დაღაცა თუ სანახებნი კლარჯეთისანი დადუმებულ-არს, იქადის ხანძთაჲ და შატბერდი შენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა, ხოლო ჩუენ გულსმოდგინედ მოვისწრაფით სავანეთა შენთა, აწ დარღვეულთა და დაკნინებულთა, რაჲთა არა მხოლოჲ ვილოცოთცა, არამედ მუნცა დავემკჳდროთ, სამგზის სანატრელო მამაო გრიგოლ, და მარადის ვმსახურებდეთ პატიოსანთა ძუალთა შენთა საყოფელსა.
ჵ, სასწაულთმოქმედო მამაო გრიგოლ! შეგვ აწყნარე მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა მოგვცეს ჩუენ სიბრძნჱ გულისხჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა და მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ ღირს გვყოს გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკულავო უდაბნოჲსაო, განმანათლებელო ივერთა მიწა-წყლისაო და ყოველთა მკჳდრთა მისთაო, ზეცით მონიჭებულო სიმტკიცეო მართლმადიდებელთაო და დიდო არქიმანდრიტო კლარჯეთისა სავანეთაო, თანამზრახუალო და მოდასეო ანგელოზთაო და წინამძღუარო მონაზონთაო, მამათა სიქადულო, მთავართა დიდებაო და მჴედართა ძლიერებაო, ჴელმწიფეთა თუალუხვავად მამხილებელო და კუერთხითა სწავლისაჲთა განმსწავლელო, მრავალთა სასწაულთა მოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო გრიგოლ ხანძთელო!
ჵ, ყოვლად ნეტარო მამაო და წმიდაო მოღუაწეო, საკჳრველთმოქმედო გრიგოლ ხანძთელო! სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, არაჲვე დაუტევენ ობლად მოწაფენი და მოსურნენი თჳსნი, არამედ მამობრივითა მეოხებითა შენითა მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა და ყოველთა მვედრებელთა შენთა მოსცემ ლხინებასა, გარნა აწ მთავარნი უსჯულოებისანი აღძრულ არიან ჩუენ ზედა და იღუწიან განხრწნასა და აღსპობასა ერისა ჩუენისასა, ხოლო ჩუენ ძილის დაჴსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა. ამისთჳსცა გუაქუს მეოხებაჲ შენი ქრისტჱს მიმართ, ღირს-გვყოს წინასწარმეტყუელებათა შენთა აღსრულებისა და მოგვცეს მეფჱ, სარწმუნოჲ და მართალი, მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაჲთამცა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლის წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა. განაძლიერე მსახურებასა შინა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი, ხოლო კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი დაიცვენ პატიო-სნითა მეოხებითა შენითა.
ჵ, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, ივერთა ეკლესიისა მნათობო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო, შეგვეწიენ აღმოსლვად სიღრმეთაგან ცოდვათაჲსა და ლმობიერად ევედრე ღმერთსა, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ, დედათა კრძალულებაჲ და შვილთა კეთილ-ზრდილობაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს სიმართლის მოყუარებაჲ და მჴნეობაჲ სულისაჲ, მრავალშვილიანობაჲ, ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ და ურთიერთთანადგომაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრჳლებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაჲთა, მადლითა და ლოცვითა ღირსისა მამისა ჩუენისა გრიგოლ ხანძთელისაჲთა და ყოველთა წმიდათათა, შეგჳწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ქრისტეს მოძღურებისა განმტკიცებითა შემწედ უძლეველად და სუეტად გამოსჩნდი ივერთა ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, ხოლო შემდგომად სიკუდილისა შეწევნითა საღმრთოჲთა ჰკურნებ სენთა და მრავალსახეთა სალმობათა და მსწრაფლ შეეწევი სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა მამისა ჩუენისა, წმიდისა გრიგოლისსა, რომელი ეგე იქმნა შუენიერებაჲ ეკლესიისაჲ, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანა-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
ავტორი: თინათინ მჭედლიშვილი.