მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მოწყალებისა ზეთისა მაწყაროებელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო „გერონტისა“, ტანჯულთა შემწეო და მხოლოო სასოო ცოდვილთაო, ურვათა და ჭირთა შინა ნუგეშინისმცემელო, და სიხარულო ქურივ–ობოლთა და შეუწევნელთაო, აწ ჩუენცა უვნებელად დაგვიცევ საფარველსა ქუეშე შენსა და გვიხსენ ყოველთა განსაცდელთაგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ვარსკულავი ყოვლადელვარეი, ესრეთ გაბრწყინდა სასწაულთა მიერ ხატი შენი „გერონტისა“, და შარავანდედითა მით მადლისა და გულმოწყალებისა შენისაითა განანათლა რაი მყოფნი წყუდიადსა შინა უმეცრებისა და ურვათასა, აწ ჩუენცა მოგუმადლე, უბიწოო ქალწულო, გათავისუფლებაი სენთა და ვნებათაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: აღვაღებ პირსა ჩემსა, რაითა აღივსოს სულითა და აღმოთქუას დიდებაი დედისა და დედოფლისაი, და სიხარულითა უგალობდე სასწაულთა შენთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მაღალთა შინა მარადის განდიდებულმან, დედოფალო, სათნო–იჩინე ქუეყანასაცა ზედა განდიდებაი სახელისა შენისაი, წმიდისა ხატისა შენისა მადლითა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
სიმტკიცითა განდიდნა მარჯუენეი შენი, დედოფალო, მხსნელ ექმენ რაი ჭირვეულთა, აწ არა განგვაშორო ღმრთეებრივი მფარველობაი შენი ხატსა შენსა შევრდომილთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
სასოებაო მორწმუნეთაო და მწეო ყოველთა ურვეულთაო, ევედრე ძესა შენსა, რაითა წმიდასა ხატსა შენსა შევრდომილნი განარინოს ყოველთა განსაცდელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყაროდ ცხოველსმყოფელად და ყოვლად–მაკურნებელად გიცნობთ შენ, ჰოი, სძალო ღმრთისაო „გერონტისა“, რამეთუ სიმრთელესა მიჰმადლებ მოსავთა შენთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ, ყოვლისა ქუეყნისა სიხარულისა აღმომაცენებელო, უბიწოო დედაო ღმრთისაო, რამეთუ შესწირავ ღმერთსა ჩუენთვის ლოცვასა შენსა, და აღასრულებ კეთილთა ვედრებათა ჩუენთა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ნათელო ჭეშმარიტო, ქრისტე, მომმადლე მე განათლებაი სულისა და გონებისაი, რაითა სამადლობელსა აღვსწერდე ყოვლადწმიდისა დედისა მომართ შენისა, და დიდსა მას გულმოწყალებასა მისსა მონათა მომართ შენთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მოაკუდინებს და ცხოველს–ყოფს შენ მიერ უფალი, დედაო ცხორებისაო, რამეთუ აღასრულებს ვედრებათა შენდამო მლოცველთასა, და ვნებათა ხრწნილებისაგან აღადგინებს ყოვლადძლიერითა შუამდგომელობითა შენითა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
დასაბამი ქრისტეს სასწაულთაი ხარი შენ, ყოვლადსაკვირველო ქალწულო, და ოდეს მეფემან ალექსი კომნენოსმან ხატი შენი შესწირა ათონსა, მის მიერ აღასრულებდი კურნებათა და მრავალთა აღძრვიდი ვედრებად შენდა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ილოცვიდენ რაი ძმანი წინაშე ხატისა შენისა, არცა ვის დაუტევებდი თვინიერ შეწევნისა, და გამოითხოვეს რაი კურთხევაი შენგან შენებისათვის მონასტრისა, სამ–გზის უჩინოი იქმნა სიწმიდეი იგი, და პოვეს კლდესა ზედა – კიდესა მას ზღვისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მაშინ გულისხმა–ყვეს წმიდაი ნებაი შენი, უბიწოო, ვითარმედ გეწადა მუნ დაარსებაი სავანისაი, და აღასრულეს რაი წადიერებითა, მფარველ იქმენ მკვიდრთა მისთა, და ჭირთაგან განმარინებელ წმიდისა მის ხატისა შენისა მიმართ მილტოლვილთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უვნებელობისა ყუდროებისა მიმართ წარმიმართე, ღმრთისმშობელო, ბოროტთა სიღრმესა დანთქუმულსა ამას, და არა მიმიშვა მე წარწყმედად, მოქენეი წყალობისა შენისაი, რამეთუ იხსნებიან მორწმუნენი მფარველობითა შენითა.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა; ხმაი 2
ყოველი ქუეყანაი ადიდებს მადლმოსილებასა და ძალსა შენსა, ჰოი, წმიდაო დედოფალო „გერონტისა“, და ჩუენცა გვესმა რაი შენ მიერ აღსრულებულნი კურნებანი და სასწაულნი, მხურვალითა ლოცვითა შეგივრდებით, რაითა უვნებელად დაგვიცვა ყოველთა საფრხეთაგან და გვიხსნა ყოველთა ჭირთა, იწროებათა და ძვირთაგან.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: იესო, მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთეებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულმცირითა, რომელ არს ქალწული გამოუცდელი ხსნად ჩუენდა, მღაღადებელთა: დიდებაი ძალსა შენსა, მხსნელო ჩუენ ყოველთაო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
წმიდაი ხატი იგი შენი იქმნა რაი მცველი ვითარცა პანტოკრატორის სავანისა, ეგრეთცა ყოვლისა ათონისაი, მორჩილებისა და სიმდაბლისა მიმართ მოუწოდდი მონაზონთა, და იყავ განმამტკიცებელი და შემწეი მათი ლოცვასა და მარხვასა შინა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ენება რაი ზიარებაი ქრისტეს საიდუმლოთაი სიკუდილისა სარეცელსა ზედა მდებარესა სავანისა იღუმენსა, არა ესწრაფოდა მღდელი იგი ლოცვისა აღვლენასა, და ესმა ხმაი ხატისაგან შენისა: „ნუღარა ჰყოვნი, აღასრულე თხოვაი წინამძღვრისაი“.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მღდელი იგი მიეახლა რაი მხცოვანსა მას იღუმენსა, ბრძანებისაებრ შენისა აზიარა სისხლსა და ხორცსა ქრისტეისსა, და იგი გულითა იხარებდა, და გმადლობდა შენ, ვითარცა მრავალმოწყალესა დედასა და დედოფალსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
იხილეს რაი ზრუნვაი შენი იღუმენისათვის, ყოვლად დიდებულსა მას ხატსა შენსა უწოდეს „გერონტისა“, ვითარცა მფარველსა მხცოვანთასა, და დააბრძანეს სუეტსა მას ზედა ტაძრისასა, რაითა ყოველთა მოიღონ კურნებაი სულისა და ხორცისაი.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სენთაგან შეჭირვებულნი და საცთურთაგან ძლეულნი ამა ყოველსა განგვარინე, ღმრთისა მშობელო, და ჟამსა ჩუენისა განსლვისასა ნუ მისცემ ფლობად სულთა ჩუენთა წინააღმდგომთა, რაითა მარადის უგალობდეთ დიდებულებასა შენსა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შეძრწუნდებიან ყოველნი ღმრთეებრივითა დიდებითა შენითა, რამეთუ შეიწყნარე მუცელსა შენსა ღმერთი ყოველთაი, უქორწინებელო სძალო, და შევ უჟამოი ძეი, რომელმან ყოველთა მგალობელთა შენთა მოგუმადლე მშვიდობაი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
იხარებდენ სავანისა მკვიდრი გამობრწყინებასა წმიდისა ხატისა შენისასა, და არა ხოლო თუ მათ, არამედ ერისკაცთაცა შეეწეოდი ჟამსა მას ხორცთაგან განსვლისასა, და ყოველნი განცვიფრებულნი გმადლობდენ შენ, და აქებდენ ღმერთსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ოდეს სიყმილი მიიწია ათონსა, განაძლიერა ლოცვანი თვისნი წინამძღვარმან წინაშე ხატისა მის შენისა, რამეთუ შთავარდენ ძმანი იწროებასა შინა, და ივლტოდენ რაი სავანითგან, ლოცვად და მარხვად მოუწოდა ყოველთა დაშთომილთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შენზედა დადვეს რაი სასოებაი თვისი მონაზონთა, არა უგულებელ–ყავ ლოცვანი მათნი, ქრისტეს დედაო, და ჭურჭელნი აღავსე რაი ზეთითა, მოსახსენებლად სასწაულისა მის, ჭური ზეთისაი დამოკიდეს წინაშე ხატსა მას შენსა საკვირველსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ესევითარი სასწაული ჩუენებულ იყო განძლიერებისათვის მოწესეთა, და შეწევნაი შენი, ყოვლადქებულო „გერონტისა“, ვითარცა ზეთი მოწყალებისაი, უხუად მიემადლებოდა მისდა შევრდომილთა, აწ ჩუენცა გვიხსენ ჟამსა მას შეჭირვებისასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაი–მოსწავებულ იქმენ ძუელ–ოდესმე შეცვრეულითა საწმისითა, შეამცვრიე ცუარითა მადლისაითა განმხმარი ქუეყანაი გულისა ჩემისაი და ნაყოფიერ–ყავ კეთილითა სიტყვითა და საქმითა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, აღვასრულოთ ღმრთეებრივი და ყოვლადპატიოსანი ესე დღესასწაული ღმრთისმშობლისაი, აღვიტყუელნეთ და ვადიდოთ მისგან შობილი ღმერთი.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
საკვირველად იხსენ რაი საძმოი სავანისაი სიყმილისაგან, მერმეცა მრავალგზის აჩვენე მათ ძალი ხატისა შენისაი, და სიყუარულითა შეიტკბობდენ, ვითარცა მცველსა და წინამძღვარსა თვისსა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ზედა დაესხნეს რაი ავაზაკნი სავანესა, ერთი იგი განიზრახავდა დამუსრვასა ხატისა შენისასა, გარნა გამოხდა მისგან მეყსა შინა ალი ცეცხლისაი, და დაბრმა რაი კაცი იგი, შეძრწუნებულმან შთასთხინა ჭასა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
გულისხმა–ყო რაი ცოდვაი თვისი ავაზაკმან, ჟამსა სიკუდილისასა ევედრა ნათესავთა თვისთა, რაითა საყოფელი ხატისა შენისაი მიუთხრან სავანისა მკვიდრთა, და პოეს რაი სიწმიდეი ეგე შენი, დედოფალო, ადიდებდენ ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლიტანიითა დააბრძანეს რაი სასწაულთმოქმედი ხატი ეგე შენი სუეტსა მას ზედა ეკლესიისასა, სიხარულითა ღაღადყვეს ძმათა: კურთხეულ არს მოსლვაი შენი, წმიდაო „გერონტისა“ შემდგომად ოთხმეოცისა წლისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედაო, ხელმწიფებრივო საფარველო ყოვლისა სოფლისაო, ყოველთა ჭირთაგან დაიცევ პატივისმცემელნი შენნი და უძლეველითა ძლიერებითა შენითა ძლევაი მიჰმადლე ქრისტეანობისა მტერთა ზედა.
კონდაკი, ხმა 8
ვითარცა სარწმუნოებითა შევრდომილნი „გერონტისად“ წოდებულსა ხატსა შენსა განერებიან მწუხარებათა და ურვათაგან, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვათავისუფლე ბოროტთა მათ გარემოდგომილებათაგან, საწუთოთა და საუკუნოთა, რაითა გიღაღადოთ: გიხაროდენ, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ყოველთა ჭირთაგან განმარინებელო ჩუენო!
იკოსი
შენ მიერ, ყოვლადმოწყალეო ქალწულო, ძვირთაგან განთავისუფლდებიან სარწმუნოებითა მოვლტოლვილნი წმიდისა ხატისა მომართ შენისა, რომლისა მიერ კურნებ სნეულთა და უძლურებათაგან აღადგინებ დავრდომილთა, ხოლო ურვეულთა მიანიჭებ განუქარვებელსა სიხარულსა და აღძრავ დიდებად ღმრთისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა..
მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი.
მგალობელთა: მოვიხსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: მოვიხსენო სახელი შენი.
მგალობელთა: ყოველსა შორის თესლსა და თესლსა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მათ დღეთა შინა აღდგა მარიამ და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაისა. და შევიდა სახლსა ზაქარიაისსა და მოიკითხა ელისაბედ. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაი მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაი იგი მუცელსა მისსა და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ და ხმა–ყო ხმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაი. და ვინაი ჩემდა ესე, რაითა მოვიდეს დედაი უფლისა ჩემისაი ჩემდა. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ხმაი მოკითხვისა შენისაი ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაი ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაი თქმულთაი მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისასა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი, რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე, და წარვიდა სახიდ თვისად.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწყალებითა შენითა, მრავალმოწყალეო ღმერთო, აღხოცე ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვსასოებთ რაი მოწყალებასა შენსა, ყოვლადწმიდაო, სიყუარულითა თაყუანის–ვჰსცემთ საკვირველთმოქმედსა ხატსა შენსა „გერონტისას“ და გევედრებით: წყალობად მოსდრიკე ტკბილი უფალი – იესუ ქრისტე, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომაისი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელთმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა-მძლისა მოწამისა, ძლევა-შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ-მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მოციქულთა სწორთა: ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა მამათმთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე-ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა; ღმრთივ-განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ-ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა-მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ-მოწამისა ბიძინა დაჭრილისაითა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა-ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმიდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისა-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა; წმიდათა კეთილ-მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასლანისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე-დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, და ექვთიმე ღმრთისკაცისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანეისი და გიორგი-იოანე ბეთანიელთა, ექვთიმესი და არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი); და ძლიერებითა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლის ხატისა - „გერონტისად" წოდებულისა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, გევედრებით შენ მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: არაი მსახურეს ქმნილებასა უფროის შემოქმედისა ღმრთივგანბრძნობილთა ყრმათა, არამედ ახოვანებითა დათრგუნეს შინებაი ცეცხლითა და სახარულევანნი გალობდენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ხედვიდენ რაი მოწესენი აღურაცხელთა სასწაულთა და კურნებათა, მადლითა ხატისა შენისაითა აღსრულებულთა, განამრავლეს პირნი მისნი და განავრცეს, ვითარცა საბერძნეთსა, ეგრეთცა ყოველთა ერთა შორის მართლაღმსაარებელთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მადლითა ელვარე–ქმნილი ხატი ეგე შენი „გერონტისა“ განითქუა რაი ყოველსა ქუეყანასა, ვიხარებთ მონიჭებისათვის ჩუენდა პატიოსანთა პირთა მისთა და გევედრებით: ჟამსა სიკუდილისასა ჩუენცა წარმოგვიდეგ და განგვარინე ეშმაკთაგან, მეძიებელთა შთანთქმისა ჩუენისათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
საკვირველად ბრწყინავს რაი საკვირველთმოქმედი ხატი შენი „გერონტისა“ წმიდისაგან მთისა, აწ ჩუენცა თაყუანის–ვჰსცემთ შუენიერთა პირთა მისთა და გევედრებით: დედობრივითა მოწყალებითა მოგუაქციენ გზათაგან წარმწყმედელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მხურვალემან მეოხმან ცოდვილთა და მდაბალთამან, და აღმმართებელმან დაცემულთამან, წმიდაო „გერონტისა“, გვიხსენ ყოველთა უსჯულოებათა და ცოდვათაგან, რომელნი ამბორს გიყოფთ სიხარულით და ვადიდებთ ღმერთსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
გევედრებით შენ, დედოფალო, ვითარცა დედასა ყოველთა მეუფეთა მეუფისასა: უმუსრველ სიმტკიცედ ექმენ და ყოველი კეთილი მიჰმადლე ქუეყანასა და ერსა ჩუენსა, და ქრისტეისმოყუარესა მხედრობასა, რომელნი ღმერთსა უგალობენ: მამათა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: ღმრთისმოსავნი ყრმანი სახუმილსა შინა იხსნა ღმერთმან, რომელ შობად იყო ღმრთისმშობელისაგან, აკურთხევდით უფალსა ყოველნი საქმენი მისნი და უგალობდით მას უკუნისამდე.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა ძუელ–ოდესმე ჰკურნებდი მრავალთა ეშმაკეულთა და სნეულთა ძლიერებითა ხატისა ამის შენისაითა, ეგრეთვე აწ ჩუენცა განგვათავისუფლე ყოველთა სენთა და მახეთაგან ბოროტისათა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა მრავალგზის იხსენ სავანისა მკვიდრნი ყოვლისაგან ვნებისა, ეგრეთვე აწ დაიცევ მამული ჩუენი ძმათა შორის ბრძოლისაგან, და ყოველნი ქუეყანანი ქრისტეანეთანი მხდომთა და წინააღმდგომთაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ვითარცა საძმოი სავანისაი, ცეცხლსა შინა უვნებელად დაცული ღმერთსა უგალობდა, ეგრეთვე აწ ხატსა შენსა შევრდომილნი ყოველთა სტიხიათაგან დაგვიფარე და აღგვძარ დიდებად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ხატისა შენისა მიერ აღადგენდი ვნებულთა და დაცემულთა, ეგრეთვე აწ ჩუენცა საცთურსა განგვარინე და წარგვიმართე გზისა მიმართ საუკუნოისა ცხორებისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
ვითარცა გედეონ განამხნო ანგელოზმან საძლეველად მადიანელთათა, ესრეთვე შენი მაქებელნიცა განგვამხნე, ღმრთისმშობელო, შემუსრვად კადნიერებისა უხილავთა და ხილულთა მტერთაისა.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: იშუებდით ნაშობნი ქუეყანისანი, და იხარებდით ყოველნი უსხეულონი ზეცისანი, რომელნი პატივის–ჰსცემთ წმიდასა ამას დღესასწაულსა ღმრთისმშობელისასა და ხმობდით ღაღადებით: გიხაროდენ, ყოველთა დედოფალო, უბიწოო და მარადის ქალწულო.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
შენ მიერ აღამაღლა რაი ძემან შენმან რქაი ხსნისა ჩუენისაი, ღმრთისმშობელო, აწ ჩუენცა განგვამტკიცნე, რაითა სიწმიდითა და სიმართლითა ვმსახუროთ მას ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა და გვიხსენ ცოდვათა შინა დანთქმისაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
ყოველსა ქუეყანასა აღიძრვიან მორწმუნენი, ყოვლადწმიდაო მარიამ, და მოევლტიან საკვირველთმოქმედსა ამას ხატსა შენსა „გერონტისას“, რომლისა მიერ მოიხილავ ურვეულთა, და ხსნასა მოუვლენ ყოველთა შევედრებულთა შენდა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, შეგვეწიენ და გვაცხოვნენ ჩუენ.
მოიხილენ სულთქუმათა და ლოცვათა ჩუენთა ზედა, ჰოი, კურთხეულო დედოფალო, და არა დაგვიტევო შეუწევნელნი ესე საცთურთა შინა, არამედ მლოცველ გვექმენ წინაშე უფლისა, რაითა ბრალთა ჩუენთაგან განგვწმიდოს და განგვარინოს ყოვლისა საფრხისაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰოი, დედოფალო ყოვლადმოწყალეო, არა მოაკლო მფარველობაი წმიდასა მთასა შენსა ათონსა, და მამულსა ჩუენსა ივერიას, არამედ ყოველნი მართლმადიდებელნი მოიხილენ მადლითა შენითა და წილხვედრნი შენნი იხსენ ყოველთა ძვირთა და საცთურთაგან.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
შუამდგომელსა ჩუენსა შევჰვედრებთ თავთა ჩუენთა, ღმრთისა სიტყუაო, დედასა შენსა, რომლისა მიერ განკაცენ ხსნისათვის ჩუენისა, ლოცვითა მისითა შეგვიწყალენ, და მოგვიტევენ შენდა მომართ შემცოდეთა ამათ, ძვირუხსენებელო, და მოსავნი შენნი იხსენ ჭირთაგან.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: რომელმან ენამან შეუძლოს ჯეროვნად ქებაი ყოვლისამძლეველისა ძლიერებისა შენისაი, ღმრთისმშობელო ქალწულო! რამეთუ თვით ხატიცა პირისა შენისაი ცეცხლებრ შესწვავს ბოროტებისა სულთა, ხოლო ერთა შენთა ჰკურნებს და განამხიარულებს, რომელსა კრძალვითა ამბორს–უყოფთ და თაყუანის–ვჰსცემთ სარწმუნოებითა.
ქებით შეგამკობთ შენ, ყოვლადწმიდაო დედაო, რომელსა გაქუს წარმოუცალიერებელი საუნჯეი წყალობათაი, და საფარველად და ჭირთაგან განმარინებელად მოჰმადლე რაი წმიდაი ხატი შენი პანტოკრატორისა სავანესა, აწ წმიდათა პირთა მიერ მისთა დააცხრობ სნეულებათა, განაყენებ ვნებათა, და მსწრაფლ აღადგინენ სალმობისა სარეცელთაგან ყოველთა უძლურთა, მოსავთა შენთა.
რომელმან ენამან შეუძლოს ჯეროვნად ქებაი ყოვლისამძლეველისა ძლიერებისა შენისაი, ღმრთისმშობელო ქალწულო! რამეთუ თვით ხატიცა პირისა შენისაი ცეცხლებრ შესწვავს ბოროტებისა სულთა, ხოლო ერთა შენთა ჰკურნებს და განამხიარულებს, რომელსა კრძალვითა ამბორს–უყოფთ და თაყუანის–ვჰსცემთ სარწმუნოებითა.
შეურვებულნი ესე მზაკუვარებათაგან უხილავისა და ხილულისა მტერისათა შეუვრდებით ყოვლად დიდებულთა პირთა ხატისა შენისათა, რომელთა მიერ გარდამოავლინებ მადლსა უშურველად, ღმრთისმშობელო, და გევედრებით: ჰყავ ჩუენთანა სიმრავლისაებრ წყალობათა შენთათა, რაითა სირცხვილეულ–ყოს ძალნი ბნელეთისანი ძემან შენმან, და დახსნეს ძალი ყოველთა ბოროტის–მოქმედთა ჩუენთა.
უშურველად გარდამოავლენ რაი ჩუენ ზედა წყალობასა შენსა სასწაულთმოქმედითა ხატითა ამით შენითა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, სათნო–იჩინე და სიმრთელეი მიჰმადლე ფიცხელთა სენთაგან ტანჯულთა და მკურნალთაგან დატევებულთა, (სახელები), რაითა სიხარულითა გმადლობდენ შენ, ღმრთისმშობელო, და ადიდებდენ ღმერთსა.
ვითარცა ხარი შენ სასოებაი ყოველთა მორწმუნეთაი, უბიწოო, ეგრეთცა ნუ უგულებელ–გვყოფ ხატსა შენსა შევრდომილთა, რომელნი გევედრებით უვნებელად დაცვასა უკანაისკნელსა ამას ჟამსა მოძალებულთა უსჯულოებათაგან, რაითა არა ახაროს ბოროტმან ეშმაკმან ღმრთისმბრძოლნი და ურწმუნონი ჩუენ ზედა, არამედ ურთიერთ–სიყუარულითა და მშვიდობითა ვცხონდებოდეთ, და სულითა და ჭეშმარიტებითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ყოვლადსაგალობელო დედოფალო ჩუენო, წმიდაო ღმრთისმშობელო „გერონტისა“, ეკლესიასა შინა წყალობისა განმამრავლებელო და მადლითა შენითა პანტოკრატორის სავანისა აღმავსებელო; ნიშ-სასწაულთა სიმრავლითა ათონის წმიდისა მთისა განმაშუენებელო და ყოველთა შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო და მადლმოსილისა კურთხევისა მომნიჭებელო!
ჰოი, სძალო ღმრთისაო მარიამ, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო „გერონტისა“, ვუწყით რაი გულმოწყალებაი შენი საკვირველი, კრძალვითა შეგივრდებით და გევედრებით, ღმრთივმონიჭებულითა ძლიერებითა შენითა დახსენ ბოროტნი ზრახვანი მწვალებელთა და ქრისტეს მტერთა და დასთრგუნე სილაღეი ურიცხუთა მბრძოლთა და მაჭირვებელთა ჩუენთა, გარე-მოდგომილთა ქუეყანასა ჩუენსა, რაითა არა დასათრგუნველ ვიქმნნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ბარბაროზთაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლე და მოგუმადლე მოუკლებელი სიყუარული ღმრთისა, მოყუასისა და მამულისაი. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, დედათა შორის სანატრელო, დედოფალო ჩუენო, ღმრთისმშობელო, წმიდაი და საკრველთმოქმედი ხატი ეგე შენი – „გერონტისა“, მარადის გარდამოუვლენს რაი წყალობათა მორწმუნეთა, აწ ჩუენცა გამოგვითხოვე წყალობაი ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისაგან, რაითა უსაზღვროითა მოწყალებითა თვისითა მოხედოს წილხვდომილსა ერსა შენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა და გარე–მოზღუდოს ყოვლისა კრულებისა, ზედამოსვლისა და ცილისწამებისაგან. სნეულნი განკურნოს, ურვეულთა ნუგეშინისცეს, შეცთომილნი გულისხმიერ-ჰყოს, ჩვილნი დაიფაროს, და მიდგომილთა შეეწიოს, რაითა კეთილად შვან ნაყოფი მუცლისა თვისისაი, ჭაბუკნი აღზარდოს და განსწავლოს, მეუღლენი დაიფაროს და დამოძღუროს, მოხუცებულნი განამტკიცოს, ხოლო გულ-ფიცხელთა შვილთა, რომელნი უგულებელს-ყოფენ მშობელთა თვისთა, რისხვითა შეაგონოს, და ყოველთა მოგვცეს სიმტკიცეი სარწმუნოებისაი, რაითა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა სიწმიდითა და ღმრთისმოსავობითა ვსცხონდებოდეთ და მარადის შენთანა ვადიდებდეთ მას თანა მამით, და სული წმიდურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა შეგვიწყალენ ჩუენ,
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
წმიდაი და სასწაულთმოქმედი ხატი ესე შენი „გერონტისა“ მოგვანიჭე რაი დამხსნელად ჭირთა და სნეულებათგან, აჰა, ვნებათა და დაუსრულებელთა ხდომათაგან განკაფულნი მხურვალედ შეგვედრებთ სულთა და ხორცთა ჩუენთა და გულთაცა, რაითა განაბნიო წყუდიადი შეცოდებათა ჩუენთაი, დედოფალო, და საფარველსა ქუეშე შენსა დაცულნი არა წარვწყმდეთ უწყალოდ და უნანელად.
დედოფალო ჩემო სახიერო, სასოო ჩემო ღმრთისმშობელო, ობოლთა მოყუარეო და ყარიბთა შუამდგომელო, მწუხარეთა სიხარულო და ჩაგრულთა მფარველო, შემეწიე მე, ვითარცა უძლურსა, რამეთუ არა მივის სხუაი შემწეი, თვინიერ შენსა, რამეთუ შენ მცავ მე და მიფარავ მე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
რედაქტორი: ნონა ნამგალაძე