მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო ეფთვიმე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ყოველნი განგუანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მართლმადიდებლობისა წინამძღუარო და კეთილმსახურებისა და კრძალულებისა მოძღუარო ეფთვიმე, ყოვლისა სოფლისა მნათობო და მღდელმთავართა კანონო ღმრთივსულიერო, ყოვლად ბრძენო, სწავლითა შენითა ყოველნი განგუანათლენ, ვითარცა ქნარმან სულიერმან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღირსებისა ძირთა მათგან ღმრთისმსახურთასა აღმოცენდი, ყუავილი, საღმრთო სათნოებათა მიერ შემკული, მამაო ეფთვიმე, დიდებულო, ამისთვის უხორცოთა თანა გიგალობთ.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველი სურვილი შენი ღმრთისა მიმართ აღპრობილ იყო სიყრმითგან და მისა მიმართ გაქუნდა ყოველივე წადილი შენი და ხორცთა აღძრვანი სრულიად მოაკუდინენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ოფლითა და შრომითა მოიგე სათნოებაი და ღმრთივშუენიერებად შეიწყნარე მადლთა ბრწყინვალებაი, ეფთვიმე, ყოვლადსაგალობელო, მეოხ მეყავ სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კურნებისა შენისა წყალნი ცხოველნი, სულისა ჩემისა სენთა აპკურენ, სძალო, რამეთუ სენთა და ვნებათა უკურნებელთა მკურნალი ხარ, ქალწულო.
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: არავინ არს წმიდაი, ვითარ უფალი და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ, რომელსა უღაღადებთ: არავინ არს წმიდაი შენებრ, უფალო.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შიშმან უფლისამან სიჩჩოით შენითგან დაიმკვიდრა შენ თანა, და აღგავსო მადლითა და სულითა წმიდითა, მამაო ეფთვიმე ღმერთშემოსილო.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჯუარს-აცუ თავი შენი მოღუაწებითა, სანატრელო ეფთვიმე, და აღმოფხურენ ბოროტნი ძირნი გულისთქუმათანი, ამისთვის ღირს იქმენ სასუფეველსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მფლობელ-ჰყავ გონებაი ვნებათა ზედა, დიდებულო ეფთვიმე და უაღრესისა მონა ჰყავ უდარესი, და იქმენ მეუფე ხორცთა ვნებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სნეული სულით განკურნე, სძალო და ვნებანი ხორცთანი განსდევნენ, და აჩუენე ჩემ ზედა წყალობაი ცოდვილსა მონასა შენსა, უსძლოო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
სიყრმით შენითგან შეიწირე ღმრთისა და განეშორე შფოთთა სოფლისათა და ღმრთივსულიერთა მამათა მიერ განისწავლე და აღიზარდე სიწმიდით, ვინაიცა ყოველთა სათნოებათა სავანედ ღმრთივსულიერად გამოჩნდი და წიგნთა საღმრთოთა თარგმანებითა შეამკევ ეკლესიაი, ღმრთივგანბრძნობილო, და ქალწულებისა ბრწყინვალებითა და უბიწოითა მღდელობითა ჰმონე ქრისტცსა, ჟამთა შენთა სივრცესა და სიბერითა კეთილითა სრულქმნილი მიიცვალე წინაშე ქრისტესა. მამაო წმიდაო ეფთვიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგუანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განწმიდე ხატი სულისა და განავრცე იგი სამღდელოთაგან ხედვათა და შემწყნარებელ-ყავ სული შენი მადლთა საღმრთოთა, ღირსო ეფთვიმე.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განსწავლენ, ღმერთშემოსილო, შჯულითა საღმრთოითა სახედველნი შენნი, რაითა განიცდიდე მარადის კეთილთა საღმრთოთა საუკუნითგან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ამაღლდი ძალითი ძალად და დიდებითი დიდებად, ღმერთშემოსილო ეფთვიმე, და ხმობდი გალობით ხმატკბილად დიდებასა ღმრთისა მეუფისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შესავედრებელ მექმენ მე და ძალმწე, ღმრთისმშობელო, ყოვლადწმიდაო, რაითა გადიდებდეთ მარადის, მეოხო ყოველთა მორწმუნეთაო.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომლისათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, რამეთუ შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქადაგ ხმა-მაღალ იქმენ საღმრთოთა ბრძანებათა და განანათლე სავსებაი მორწმუნეთაი ქრისტე ღმრთისათაი, ეფთვიმე სამგზის სანატრელო.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სოფელსა შინა განითქუა მადლთა შენთა სიმრავლე, და ცხად-ყოფს წიგნთა საღმრთოთა თარგმანებაი, რომელნი-იგი უნათლეს მზისთუალისა არიან.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მომიხსენენ ჩუენ, წმიდაო, ქრისტე მეუფისა, და ითხოვე წყალობაი და შენდობაი შეცოდებათა ჩუენთაი, ნეტარო მამაო ეფთვიმე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხ გვეყავ ჩუენ, ძისა შენისა, ღმრთისმშობელო, რაითა გარდამომივლინოს ჩუენ, სიმრავლე მოწყალებათა შენთაი, ვითარცა გაქუს კადნიერებაი.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: ღმრთისმეტყველნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონს შინა, მსახურებად გუამსა მას ღმრთისშემწყნარებელსა ამას დღესა.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვერ შეარყია მტერმან სიმტკიცც გონებისა შენისაი, და ვერცა განსაცდელთა ფიცხელთა კუეთებამან, რამეთუ მადლი ღმრთისაი, გცვიდა კრძალულად, ღმერთშემოსილო ეფთვიმე.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნიშთა და სასწაულთა მოქმედად გამოგაჩინა ღმერთმან, სანატრელო მამაო, და მოგცა ხელმწიფებაი განსხმად სულთა ბოროტთა და ყოველთავე სნეულებათა კურნებად.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ანგელოზებრი ცხორებაი აღასრულე ქუეყანასა ზედა და ანგელოზთა თანა პატივ-გცა შენ ქრისტემან, ეფთვიმე დიდებულო, და მოციქულთა და წმიდათა თანა აღგრაცხა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განვერენით საცდურსა ცოდვათა ჩუენთასა ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან უზეშთაეს ბუნებათა, ძე ღმრთისა დაუსაბამო.
>
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
კონდაკი, ჴმაჲ 6
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ჴმაჲ 4: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: რაი მივაგოთ უფალსა ყოვლისავეთვის, რომელ ესე მომაგო მე.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უფალო, შეისმინე ლოცუსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.
მგალობელთა: უფალო, შეისმინე ლოცუსა ჩემისა, ყურად იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაი ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაი უნდეს ძესა გამოცხადების. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტვირთი ჩემი სუბუქ არს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ეფთვიმე ათონელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: აღმოსავალით აღმობრწყინდი ვითარცა მზე, და დასავალი სასწაულთა მიერ განანათლე და ჰურია, რომელი იტყოდა გმობასა მაღლისა მიმართ, სიტყვითა შენითა მხილებული და საღმრთოისა შურისა, მყის სასჯელად და სიკუდილდ მიეცა, რამეთუ ვერ დაუთმო სიბრძნით ღმრთისმეტყუელებასა შენსა, ღმერთშემოსილო ეფთვიმე.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ღირსისა მამისა ჩუენისა ეფთვიმე ათონელისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: საჴუმილსა შინა აბრაჰამიანი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთათჳს შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ლავრაი შენი ბრწყინვალედ დიდებული მოქადულ არს შრომათა შენთა ზედა და სულნი, რომელნი ცხოვნდებიან მას შინა, მადლობით გალობენ და იტყვიან: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოსჩნდი ნელსაცხებელად სულნელად მადლთა საღმრთოთა, მამაო ეფთვიმე, და სულნელ-ჰყვენ შორიელნი და მახლობელნი სწავლათა შენთა მიერ და ხმობენ: კურთხეულ ხარ შენ, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
არა დაფარნა ღმერთმან შრომანი შენნი, არამედ ნიშთა და სასწაულთა მიერ განსთქუა ბრწყინვალებაი მოღუაწებათა შენთა და ყოველთა შორის საწადელ-ყო სიტყუაი და ხილვაი შენი, ღმრთივსანატრელო მამაო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შუენოდა უთესლოდ ხორცთშესხმაი, შენ მიერ გამობრწყინვება, ქალწულო, რამეთუ უზეშთაეს იქმენ დაბადებულთა სიწმიდით და გიღაღადებთ: კურთხეულ-არს, დედუფალო, ნაყოფი მუცლისა შენისაი.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახვალმან მაყულოვანი სახედ გამოაჩინა, ქალწულისაგან შობილსა უვნებლად ყოველნი ვაკურთხევთ და ავამაღლებთ მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ ლამპარ, აღტყინებულ ცეცხლითა სულისაითა, მამაო დიდებულო ეფთვიმე და დასწუენ ეშმაკთა ბანაკნი და ისარნი მათნი განხურვებულნი დაშრიტენ ქრისტეს მიერ.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ცრემლთა მიერ მორწყე ყანაი სულისაი და ზეცათა ღუაწლითა და შრომითა ზეცათაითა, ქალწულებისა სანთელი განაპოხე და შეხუედ სასძლოსა საუკუნესა ბრძენთა ქალწულთა თანა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
სიყუარული, სიმდაბლე და სიმშვიდე, სასოებაი, ლოცვაი და მღვიძარებაი და სარწმუნოებაი მტკიცე, შეურყეველი სრულებით მოიგენ ყოველთა თანა სათნოებათა მწყობრსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ანგელოზისა მიერ სიხარული შეიწყნარე და ჰშევ უფალი დიდებისაი და სოფელსა ნათელი აღმოუბრწყინვე, გიგალობთ შენ ყოველნი, ღმრთისმშობელო ქალწულო, უკუნისამდე.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზეშთაეს ბუნებათა ჰშევ დაუსაბამოი, რომელ არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დღედ ცხორებისად ხსენებაი შენი გამობრწყინდა, ბრძენო, და განანათლებს გონებათა დაბნელებულთა და განსდევნის ალმურსა ვნებათასა და შემსხმელთა შენთა ძედ ნათლისად გამოაჩინებ, ღირსო ეფთვიმე.
ღირსო მამაო ეფთვიმე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქრისტეანეთა სიქადულსა და მორჩსა უდაბნოისასა, მონაზონთა გვირგვინსა და მღდელთა სამკაულსა და მნათობსა, ქუეყანისა ანგელოზსა და ზეცისა კაცსა, გალობით ვადიდებდეთ და ვნატრიდეთ ეფთვიმეს.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მიითუალე უნდოი ესე გალობაი მოწაფეთა შენთაი და იღუწოდე ჩუენთვის და მფარევდი ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა და დღესა მას სასჯელისასა მიხსნენ დასჯისაგან, ღმერთშემოსილო ეფთვიმე, საგალობელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, უქორწინებელო და ყოვლადწმიდაო ქალწულო, ითხოვე მისგან, რომელი ჰშევ შენ, რაითა მოსცეს მეფესა ჩუენსა ძლევაი და ხსნაი ერსა შენსა უღლისაგან მტერთასა, რომელნი შენ მარადის გალობით გადიდებენ.
მღუდელმან აკმიოს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: სამოთხისა საშუებელი განიცადე, ღირსო, და აღივსე შუებითა და უხრწნელნი ყუავილნი მიჰფინენ სოფელსა, ბრძენო ეფთვიმე, რომელთა ზიარებითა ვიშუებთ და აღვორძინდებით სულიერად და ვადიდებთ ქრისტესა ღმერთსა.
მარხვითა ხორცნი შეზღუდენ, ეფთვიმე სანატრელო, და ვნებათა აღძრვანი მოაკუდინენ ლოცვითა და მღძარებითა, ამისთვისცა სულისა წმიდისა ძალმან დაიმკვიდრა შენ თანა და მნათობად ცისკიდეთა გამოგაჩინა.
მარხვითა და მოღუაწებითა და ლოცვითა სული შენი შეიმკე ღმრთივშუენიერად და იქმენ, ნეტარო, თანამოდასე მოწამეთა და მადლი კურნებათაი ჭეშმარიტებით მდიდრად მოგენიჭების და განკურნებ სენთა პატივისმცემელთა შენთასა და ეშმაკთა გუნდსა აოტებ ძალითა ზეგარდამოითა, ღირსო, სამგზის სანატრელო, ყოვლად-ქებულო და დიდებულო ეფთვიმე, ევედრე ქრისტე ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მომანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ წმიდასა ხსენებასა შენსა.
ღირსო მამაო, ყოველსა ქუეყანასა განხდა კმაი წარმართებისა შენისაი, ამისთვის ზეცათა შინა ჰპოვე სასყიდელი შრომათა შენთაი და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდე და ანგელოზთა წესსა მიიწიე, რომელთა უბიწოითა ცხორებითა სწორ-იქმენ, კადნიერებაი გაქუს წინაშე ქრისტე ღმრთისა, მშვიდობაი ითხოვე სულთა ჩუენთათვის.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჰოი, ყოვლადღირსო, ღმერთშემოსილო მამაო ეფთვიმე, ანგელოზთაებრ მგალობელო, ნათლისმცემლისაებრ პატივცემულო, ღირსთა შორის გვირგვინო, მონაზონთა წინამძღვარო, მამათა პატიოსნებაო, ქრისტეანეთა მფარველო, მოსავთა შენთა შემწეო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა შენისაითა სასოო და შესავედრებელო.
ჰოი, ყოვლადსანატრელო, ღმრთივსულიერო მამაო ეფთვიმე, ვარსკულაო ყოვლადბრწყინვალეო, მომფინე სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა შენისა და განანათლე კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი და სამონაზვნო წესნი, განაძლიერენ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, ევედრე მამაო, შენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაითა ყოველნივე შემიწყალნეს დიდითა წყალობითა თვისითა.
ჰოი, ყოვლადპატიოსანო მამაო წმიდაო ეფთვიმე, მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა დამიფარენ თაყუანისმცემელნი ღმრთივშუენიერისა სიწმიდისა შენისანი და მიხსნენ სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფოებისაგან ქუეყანისა, სეტყვისაგან და ყოვლისა მავნებელისა ჰაერისა და ყოვლისაგან მწუხარებისა, არამედ ევედრე ყოვლადწმიდასა სამებასა, რაითა მომმადლოს მშვდობაი და სიმრთელე, კაცთმოქალაქეობით სათნო-ყოფაი
მართლმადიდებლობით განბრწყინვებაი, ქუელისსაქმით განათლებაი, სასუფეველსა ცათასა დამკვიდრებაი, მართალთა თანა სუფევაი, ღირსთა თანა გვირგვინოსნებაი და საუკუნოი დიდებაი და სიხარული, რამეთუ მამასა შუენის დიდებაი, ძესა მადლობაი, და სულსა წმიდასა თაყუანის-ცემაი, საუკუნითგან და აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლადსანსატრელო მამაო ეფთვიმე, მადლი სათნოებისა ზეცით მოიღე და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ბრწყინევდი, საღმრთოთა მოქალაქეობითა და ზეცათა მეუფესა სათნო-ეყავ, ღირსო, რომელსაცა კადნიერებაი გაქუს მამისა მიმართ, ევედრე ყოვლადსახიერსა ღმერთსა, რაითა მიხსნნეს ყოველნი შვილნი შენნი სულიერისა და ხორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).