მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ჴორცითა ანგელოზმან და წინაჲსწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინა-მორბედმან, ელია ყოვლად დიდებულმან, ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობაჲ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჴორცითა ანგელოზმან და წინაჲსწარმეტყუელთა თავმან, ქრისტეს მოსლვისა მეორემან წინა-მორბედმან, ელია ყოვლად დიდებულმან, ზეგარდამო მოანიჭა მადლი ელისეს სენთა ოტებად და კეთროვანთა განწმედად, და პატივისმცემელთა მისთა აღმოუცენებს კურნებასა და დიდსა წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაჲ, ღაღადებდა: მჴსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ქუეყანისა იყავ ანგელოზი და ზეცისა კაცი, რომელი-ეგე კაცთა შორის იქცეოდი, აწ მოგუხედენ მაღლით, ღმერთშემოსილო, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათანი.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დაუტევა რაჲ აღთქუმაჲ უფლისაჲ მეფემან ისრაელისამან, გამოგიჩნდა შენ ღმერთი, ვითარცა ურჩეულესსა მსახურსა მისსა და შენ მიერ ამხილა უღმრთოსა აქაბს, ვითარცა სჯულის გარდამავალსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საცთურისა ვერ დამთმენელმან უღმრთოებისათჳს ამხილენ ერსა მას ურჩსა ისრაელისასა და მოაწიე მათ ზედა სასჯელი ღმრთისაჲ, აწ განგუაშორე რისხვაჲ მისი და შესცვალე ჭირი ჩუენი სიხარულად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედისა ქრისტჱსისა ქებათა შინა გალობად ღირსებით ვისწრაფოთ მორწმუნენო, ვითარცა ყოველთა მაცხოვრისა მშობელისა, ცხორებისა და სიკუდილისა მმეუფებელისა.
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
უფალმან, ძალითა ძლიერმან, მოგცა შენ ძალი ცათა შეკრვისაჲ და განჴსნისაჲ და დახშენ რაჲ ბჭენი ზეცისანი, განახმენ ღრუბელნი სიტყჳთა შენითა, აწ დაჴსენ ცოდვათა ჩუენთა საკრველნი და დაგჳფარნე ვნებათა წყლულებისა და ამაოჲსაგან სიკუდილისა.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მადლობა ქუელისმოქმედსა და განმგებელსა, რომელი განაძღებს ყოველსა ცხოველსა, მან მხოლომან გიქმნა შენ საზრდელი ყორნისა მიერ, ელია, ესრევე აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრები წინაშე ღმრთისა, რაჲთა გჳჴსნნეს ქუეყნისა უნაყოფობისა და გვალვისაგან.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნაშთი საზრდელისაჲ მოაკლდა რაჲ სარეფთას, ქურივისა თანა გამოგზარდა ღმერთმან გამოუთქუმელითა განგებულებითა და აკურთხა და განამრავლა მცირედი იგი ფქვილი და ზეთი ჴელითა შენითა, აწ შეგჳწყალნე და ნუ მოგვაკუდინებ ჩუენ სიყმილითა და წყურილითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ადგილსა განწმედილსა დიდებისასა და საცნაურსა ტრაპეზსა, უბიწოო, ყოველთა ცხორებისა პურისა შემწყნარებელსა გიგალობთ შენ, დედოფალო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
წყაროსა საკჳრველებათასა და სამკაულსა წინაჲსწარმეტყუელთასა ყოველნი სარწმუნოებით გალობით შევასხმიდეთ, თეზბიტელსა ელიას, რამეთუ ვიდრე აქამომდე ჴორცითა ცხოველ არს უკუდავად, და ვითარცა მოკუდავი სარწმუნო ჰყოფს მკუდართა აღდგომასა და კადნიერებაჲ აქუს ღმრთისა მიმართ, და მისცემს კუერნებასა, რომელნი სარწმუნოებით ითხოვენ, და ევედრების ქრისტესა, რაჲთა მოანიჭოს შენდობაჲ ცოდვათა სიმრავლისაჲ და დიდი წყალობაჲ, რომელნი დღესასწაულობენ წადიერად ჴსენებასა მისსა.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: მესმა მე, ქრისტე, სმენა და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დაკლდი, და კაცთა შორის გამოსჩნდი ცხოვრებისათჳს სულთა ჩუენთასა მრავალმოწყალე.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გყუედრიდა სიტყჳთა ქურივი საზრდელისათჳს, წმიდაო, გარნა ძჱ მისი მომკუდარი სამგზის პირსა შინა შთაბერვითა განაცოცხლე და მიეც რაჲ დედასა მისსა, გლოვაჲ მისი სიხარულად შეცვალე.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელმან ენითა ქუეყანაჲ ნაყოფიერი უნაყოფო-ყავ და წვიმად არა შეუნდევ ღრუბელსა, აწ წყალობითა მოგუჴედენ და ზეცით მაცოცხლებელი ცუარი გარდამოგვივლინე ჟამსა ხუატისასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან ერი ურწმუნოჲ სიყმილითა შეაჭირვე, აწ ვითარცა ნათელსა შინა მყოფმან, ვნებათა ტყუეობისაგან მომაქციე, ბრძენო ელია, და საქმეთა ნათლისათა მუშაკობად წარმმართე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასოებად და სიმტკიცედ და ზღუდედ დაურღვეველად მომგებელნი შენნი, ყოვლად საგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ყოვლისაგან ბოროტისა ვიჴსნებით.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: ნუსადა განმიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაჲ ჩემი, გევედრები.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შურითა კეთილმსახურებისაჲთა შეწულმან მოკრიბე რაჲ ყოველი ისრაელი და ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი მთასა მას ქარმელსა, პირველ ქურუმთა ბაალისთა ხადეს სახელსა კერპისასა და შესწირეს რაჲ ზუარაკი, სირცხჳლეულ-იქმნეს ძალითა ღმრთისაჲთა.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დასდევ რაჲ ზუარაკი შეშასა ზედა, დაასხ წყალი და ხადე სახელსა უფლისასა, რომელმან ზეცით მოჰხედა მსხუერპლსა შენსა, ვითარცა აბელისთა, და შეწვა რაჲ ალითა ცეცხლისაჲთა, შეძრწუნებულმან ერმან ცნო ღმერთი ისრაჱლისაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ორღანოდ გამოსჩნდი შენ, ღირსო, მადლითა მგალობელად შურის მეძიებელისა ღმრთისა და უწყალოდ მოსწყვიდენ ცრუ წინაჲსწარმეტყუელნი, რომელნი ჭამდენ ტაბლისა მისგან იეზაბელისა,
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მზისა დაუვალისა მშობელო, ღმრთისმშობელო, ყოვლითურთ განმანათლე მე დაბნელებული ვნებათა მიერ და აღმავსე მე საღმრთოჲთა ნათლითა.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათჳს გიჴმობ შენ: მიჴსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შეჰმუსრე რაჲ კადნიერებაჲ ბილწთა მათ კერპთმსახურთაჲ, დააცხრვე ურჩებით აღძრული რისხუაჲ შემოქმედისაჲ, და კეთილ მიმთუალველ ექმნა ვედრებათა შენთა ცურებითა წჳმისაჲთა და კეთილ-შეზავებითა ჰაერთაჲსა.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დაღათუ მეფჱ აქაბ იხარებდა, ურცხვინო დედოფალი განრისხნებოდა და გეძიებდა მოკლვად, რამეთუ არა წმიდათა მღდელთა მისთა ზედა სიკუდილი მოაწიე ჯერისაებრ მსჯავრისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რისხუასა წინაჲსწარმეტყუელთა მკულელისა იაზაბელისასა განელტე შენ და უდაბნოთა და მთათა შინა იქცეოდი სიყუარულისათჳს ღმრთისა, რომელმანცა გამოგზარდა ანგელოზისა მიერ უშრომელითა საზრდელითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარიამ, უბიწოო, ქალწულებისა ჭურო, განსწმიდე გონებაჲ ჩემი ვნებითა დაბნელებული და აღავსე მადლითა და სიმართლითა, ღმრთისმშობელო, გული ჩემი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი, ხმაჲ 2
წინაჲსწარმეტყუელო და წინაჲსწარმხილველო დიდებულთა საქმეთა ღმრთისა ჩუენისათა, ელია დიდად სახელოვანო, რომელმან სიტყჳთა შენითა დააყენე წყალ-მდინარჱ იგი ღრუბელი, მეოხ გუეყავ ჩუენ მხოლოჲსა მიმართ კაცთ-მოყუარისა.
იკოსი
მრავალთა კაცთა უშჯულოებასა, ხოლო ღმრთისა მრავალსა კაცთ-მოყუარებასა, მხედველი წინაჲსწარმეტყუელი აღშფოთნებოდა, ელია, და რისხვით სიტყუათა უწესოებისათა, მოწყალისა მიმართ ჴმობდა: განრისხდი ურწმუნოთა ზედა, მსაჯულო სიმართლისაო, გარნა მოწყალებანი სახიერისანი, ვერცაღათუ ყოვლად აღძრნა მტანჯველობისა მიმართ ურჩთა მისთასა, რამეთუ მარადის სინანულსა ჰგებს ყოველთასა, მხოლო კაცთმოყუარე.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
მგალობელთა: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
დიაკონმან: მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.
მგალობელთა: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
დიაკონმან: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე.
მგალობელთა: წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარებაჲ მათესი
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაჲსწარმეტყუელი სახელად წინაჲსწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელისაჲ მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაჲ მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყჳ თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა წინაჲსწარმეტყუელისა ელიაჲსითა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნუ ვისსა ვედრებასა უგულებელს-ჰყოფ, სახიერო უფალო, რომელნი ესე ვევედრებით წინაჲსწარმეტყუელსა ელიას, არამედ ლოცვითა მისითა შეიწირე გულსმოდგინებითი გალობაჲ ჩუენი, და მოგუმადლე სასყიდელი წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა შენსა ხილვად, და მათ თანა გალობად: ალილუია.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: ქუეყანით იუდასით ბაბილონს წარიტყუენნეს მძლავრისა მიერ ყრმანი, სულითა შემოსილთა ცეცხლი სახმილისა მის განაქარვეს და იტყოდეს: „კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მიიწიე რაჲ მთასა მას ღმრთისასა ქორებად, ყოვლად ქებულო ელია, გამოგეცხადა შენ უფალი ძრვითა და ნიავქარითა წულილითა, ხოლო ბრძანებითა მისითა ჰპოვე რაჲ ელისე, ხალენი შენი დააგდე მის ზედა და ზიარ-ჰყუენ საღმრთოჲსა დიდებისა.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ღმრთივგანბრძნობილსა გეუწყებოდეს ძალნი საღმრთონი და ერსა მას, ღმრთის რჩეულსა ასწავებდი გზასა მართალსა და საცხოვნებელსა, ეგრეთვე აწ მიფენითა მადლისა შენისაჲთა განმწმიდე და განმანათლე და ძღუნად მიმაპყარ ზეცათა მეუფესა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზღუდედ საღმრთოდ, სიმტკიცედ და კეთილად შესავედრებელად მოგიგო შენ ისრაელმან, ხოლო აწ დაიფარე ქრისტეს მოსახელჱ ერი შჯულიერი - წარმწყმედელთა გზათაგან განარინნე და ასწავე გზაჲ უცთომელი, ზეცად აღმყუანებელი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მაცხოვნე მე, დედაო ღმრთისაო, შეპყრობილი სიღრმითა შეცოდებისაჲთა და ყოველთა მტერთა სიბოროტისაგან გამომიტაცე, რაჲთა ცხოვნებული ვადიდებდე შეწევნასა შენსა.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: მეუფესა ცათასა, რომელსა მსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ისრაელთა შორის ჰბრწყინევდი სათნოებითა, სანატრელო, აწ ახლისა ისრაელისათჳსცა იღვაწე შესულად ზეცისა იერუსალჱმსა.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განშუენდი სიმართლითა თუალუხუავითა, დიდებულო ელია, და ხალენითა განაპენ მდინარჱ იორდანისაჲ და წიაღვლენ ფერჴითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწვიმა შენ ძლით ცეცხლი ზეცით შემწველად მრჩობლ ორმეოც და ათთა მათ მხედართა, არამედ ჩუენ შეგჳწყალენ და ოხათა შენთა ძლიერებითა კუალადცა აღამაღლე ღირსებაჲ და დიდებაჲ ერისა ჩუენისაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი იგი ჰშევ სიტყუაჲ უაღრეს სიტყჳსა, ღმრთისმშობელო წმიდაო, მას ევედრე სარწმუნოებით პატივისმცემელთათჳს შენთა.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: ღმრთისმშობლად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხრომელად გადიდებთ.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღტაცებულ იქმენ ცეცხლის ფერითა ეტლითა და ჰუნებითა ცათა შინა, საკჳრველი ეგე დიდებული, წინაჲსწარმეტყუელი მამაჲ და ნეტარი მოღუაწჱ, და განაგდე რაჲ ხალენი, მით შემოსილი ელისე მიიღებდა ორკეცსა უკუე მადლსა საღმრთოსა.
წმიდაო, დიდო წინასწარმეტყველო ელია, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ცეცხლისა ეტლითა განვლე რაჲ ცათა სიმაღლენი, და მიიწიე წინაშე ღმრთისა, მოგანიჭა მადლი ცეცხლ-მობერვილი უხრწნელ-მყოფელმან შენმან, არა ხილვად სიკუდილი ვიდრე ქადაგებადმდე ჟამსა მას ანტჱს მოსლვისა და ყოველთა აღსასრულისასა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მთასა ზედა ფერი იცვალა რაჲ ქრისტემან, იხილე მოსეს თანა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, მამისა დიდებითა განბრწყინვებული უფალი თაბორს ზედა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიტჳრთავს შენ ღმერთი წიაღითა, მტჳრთველი ყოველთა და ზრდი მზრდელსა, წმიდაო, რომელი გუემსგავსა ჩუენ, მას ევედრე მონიჭებად ერთა შენთა ჴსნად ყოველთაგან ბოროტთა.
მღუდელმან აკმიოს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: წინაჲსწარ უწყებათა შენთა აღსრულებითა, წინაჲსწარმეტუელად სარწმუნოდ გიწოდდა შენ ისრაელი, და ჩუენცა მოველით საკჳრველსა გამოჩინებასა შენსა, რაჲთა სწინაჲსწარმეტყუელო ცხოველსმყოფელი მოსლვაჲ ქრისტჱსი.
მრჩობლ-ძალითა იგი შემოსილი ხალენი შენი მიებოძა რაჲ სამეუფოსა მას ქალაქსა მცხეთას, დაფლეს სიწმიდჱ იგი ქუეშე ქუათა შინა ულპოლველად ვიდრე ჟამადმდე მისა, და აღმოეცენა მას ზედა წყალი იგი სასწაულთმოქმედი, რომლისაგან კუალად აღმოადინებ კურნებასა, რაჲსთჳსცა გული გჳთქმს მისლვად „დედასა ყოველთა ეკლესიათასა - სუეტიცხოველსა“, რაჲთა სიწმიდჱ ესე მჴურვალედ შევიტკბოთ და კურნებაჲცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.
ჵ, დიდებასა მას პატიოსანსა, რომელსა ღირს იქმენ ზეცად მსრბოლი ეგე წინაჲსწარმეტყუელი, რამეთუ განგებითა ღმრთისაჲთა წინაჲსწარ-მომავალ ხარ დიდისა ენუქისა თანა, ვიდრემდე მეორედ მოსლვასაცა, ანტიქრისტჱს სამხილებელად და მართალთა სანუგეშებელად, ღმრთივსანატრელო ელია.
წინაჲსწარმეტყუელსა წმიდასა და ანგელოზსა ღმრთისასა და მეორედ მოსლვისა მისისა კაცთა მომართ ქადაგსა სარწმუნოსა მქურვალედ გევედრებით: გამოუთქმელითა ძალითა შენითა მარადღე თანამავალ გუექმენ, ღმრთივსულიერო, და განსდევნე მტერნი და მბრძოლნი ჩუენნი, და მოაუძლურე მწვალებელნი.
მსჯავრი სამართალი მეუფისაჲ საზარელი ბრძანებულ არს ერთა ურჩთა და წინააღმდგომთაჲ, ვითარცა სწინაჲსწარმეტყუელე, ღმრთივსანატრელო ელია, არამედ აწ სულითა ნუ განეშორები ჩუენგან და ევედრე ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა, მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისსა, რაჲთა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათჳს და მოჰმადლოს სულმოკლებასა ჩუენსა სულგრძელებაჲ.
აწ-ვე განძლიერებულ არს ზრახვაჲ იგი უშჯულოებისაჲ და მეცა, უდებებისა მედგრობათაგან ძლეული, ვსძრწი მოსალოდებელისა მისთჳს დღისა დიდებით მეორედ მოსლვისა ქრისტჱსისა, რამეთუ არა მომიგიეს მე საქმჱ, რომლითამცა განვმართლდე წინაშე საყდართა მისთა, სადაჲთ იგი მომხედენ მე და მომფინე მადლი და წყალობაჲ.
ჵ, დიდებულო და უხრწნელო დედაო ღმრთისაო, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაჲსა არაჲ გუაქუს კადნიერებაჲ, რაჲთამცა ვევედრნეთ ღმერთსა, არამედ მოვიდეს რაჲ ძჱ შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მაშინ მეოხ-გვეყავ ჩუენ წინაშე მისსა, რაჲთა წინაჲსწარმეტყუელთა და ყოველთა წმიდათა თანა ურცხვენელითა და მხიარულითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჵ, ყოვლად ქებულო და ნიშ-სასწაულებითა გაბრწყინვებულო წინაჲსწარმეტყველო ელია თეზბიტელო! სამებისა წმიდისა მიერ გამორჩეულო და კაცობრივითა ჴორცითა ზეცად აღტაცებულო, ანგელოზთაგან ქებულო, მოსაგრეთაგან თაყუანისცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლჳლთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო.
ჵ, წინაჲსწარმეტყუელო და მეორე წინა-მორბედო ქრისტეს ქუეყანასა ზედა მეორედ მოსვლისაო ელია! უხრწნელად დაგბადა შენ ღმერთმან, რაჲთა არ იგემო სიკუდილი, ვიდრე იერუსალჱმით არა იქადაგებ დასასრულისათჳს ქუეყანისა, და ენუქისა თანა მოაქცევ შეცთომილთა და სირცხჳლეულ ჰყოფ ანტესა შედგომილთა, ვიდრემდე არა მოიკლნეთ მის მიერ, ხოლო შემდგომად სამისა დღისა სული ღმრთისაჲ ცხოველი შემოვა თქუენ თანა და მოწოდებითა აღხუალთ ღრუბლითა ზეცად, ვითარცა წინაჲსწარმეტყუელა წმიდამან მოციქულმან იოანე ღმრთისმეტყუელმან, ხოლო რომელი არა მოიქცეს, დაეცეს უშჯულოებისა დაცემითა, ამისთჳს გევედრებით: შეუძრველად დაიცევ ქრისტჱს წმიდაჲ ეკლესიაჲ კუეთებისაგან მტერთაჲსა და მძლე ჰყუენ მწვალებელთა ზედა, ხოლო ჩუენ ყოველთაგან ტომთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გჳჴსენ და დაგჳფარენ ანტიქრისტეს ხიბლისა და საცთურისაგან. განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლე ქრისტესმოყვარე მთავრობაჲ და მჴედრობაჲ მისი; დაიცვენ მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჵ, ყოვლად-პატიოსანო წინაჲსწარმეტყუელო ელია თეზბიტელო, ყოვლადწმიდისა სამებისა სათნოო და ანგელოზთა მობაძავო და თანამოსაგრეო, რომელმან ცანი შეჰკრენ და ცუართა აღჳრ-ასხენ: ჰაერთა უბრძანე და ცეცხლსა ზეგარდამო მოუწოდე. და მოსწყჳდენ რაჲ ქურუმნი, დააცხრვე რისხუაჲ ღმრთისაჲ, და უბრძანე ღრუბელთა, რაჲთა გარდამოიღონ წჳმაჲ ქუეყანასა ზედა, აწ გარდამოიხილე მოწყალითა თუალითა ერსა ჩუენსა ზედა და ევედრე ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და განგვაშორნოს სიყმილი ჴორცთაჲ და წარწყმედაჲ სულთაჲ, დაგჳფაროს ცეცხლისაგან, მახჳლისა, ზედა დასხმისაგან მტერთასა და ყოვლისაგან წინა-აღმდგომისა, მოგუმადლოს მშჳდობითი და უშფოთველი ცხორებაჲ, კეთილ-შეზავებულობაჲ ჰაერისაჲ და კეთილ ჟამიერი წჳმაჲ ნაყოფთა გამოღებად ზეცით გარდამოუვლინოს ქუეყანასა და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა შენითა, მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშჳდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ-არს, წინაჲსწარმეტყუელო ელია, რამეთუ დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი და მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, ვინაჲცა კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, სანატრელო, რაჲთა მოგუცეს ჩუენ წყალობაჲ და თანაწარგუხადოს რისხუაჲ, აღძრული ცოდვათა ჩუენთათჳს და დაამხუნეს მწვალებელთა სიბორგილენი, და დაჴსნას ზახებაჲ მტერთაჲ და შეზღუდოს ერთობისა მიერ ეკლესიაჲ, რაჲთა არა ჰსთქუან უღმრთოთა და ქრისტჱს მბრძოლთა სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ.
დედოფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და მეოხებითა წინაჲსწარმეტყუელისა ელიაჲსითა აღგვისრულნე კეთილი თხოვაჲ ჩუენი, რაჲთა ღირს-ვიქმნეთ საუკუნოსა ნეტარებასა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა