მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
სიტკბოებაი ისწავე შენ და ფრთხილ იყავ ყოველსა შინა და კეთილი გონებაი ღმრთივშუენიერად შეიმოსე, აღმოივსე ჭურისა მისგან რჩეულისა გამოუთქუმელნი საიდუმლონი, და სარწმუნოებაი დაიმარხე, და სწორი სრბაი მის თანა აღასრულე, მამაო წმიდაო დიონისე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უზეშთაეს კაცთა ცნობისა ამაღლდა სიბრძნეი შენი, ღმერთშემოსილო, და ძალი მოძღურებათა შენთაჲ უფროჲს განბრწყინდა, რაჟამს გიწოდა შენ, ღმრთისა სიბრძნემან, ბრძენო, ნათელსა გამოუთქუმელსა წყუდიადისაგან, და საღმრთოჲთა ნათლითა განგაბრწყინვა, ღირსო დიონისე, უფროჲს ნათლისა მზისა, და ღმრთისმეტყუელისა თანა ენითა ცეცხლისაჲთა ჰქუხდი განცხადებულად ერთ არსებასა ღმრთეებისასა. აწ ევედრე მას, მონიჭებად სულთა ჩუენთა დღეს დიდი წყალობაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: წამის-ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენ, და მას შინა განიყუანე ერი ისრაელთა ხმელად, და გიგალობდეს გალობასა ძლევისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოჲსა მის ნათლისა მცხინვარებითა, ქრისტე, აღავსენ საცნობელნი სულისა ჩემისანი, რაჲთა ღირსად შევამკობდე სახსენებელსა დიონისე ბრძენთ-მთავრისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ითხოვე ქრისტეისაგან, ღმერთშემოსილო მამაო, მოავლინოს ჩუენ ზედა მადლი სულისაჲ, ვითარ პირველ საღმრთოთა ქადაგთა ზედა, რაჲთა ვაქებდეთ დღესასწაულსა შენსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უმეცარ იყავ ღირსო, გზათა სიმართლისათა, და მიწევნულ სიბრძნესა ხორციელებრსა, ბრძენო, ხოლო მყის შესცვალე სახე იგი პირველი და მისწუეთ საღმრთოსა მას სიბრძნესა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიტყუაო მამისაო, ქრისტე, დაუსაბამოო, შენ გიცნა დიონისე ბრძენთმთავარმან, და შენ შეგიდგა, სახიერ, ვითარცა კრავი უბიწოჲ, კუალსა მწყემსისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი კარავ-ექმენ ღმრთისა სიტყუასა, მარიამ, და შენ მიერ ღმერთი კაცთა შორის იხილვა, განცვიფრებულ იქმნა დიონისე, ოდეს იოვანე ღმრთისმეტყველისა თანა გიხილა, ყოვლადწმიდაო, და ცხადად ხედვიდა ღმრთეებრივი ძალსა და მადლსა შენსა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყჳთ დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძლით მათით, და სულითა მით საღმრთოჲთა, დაგუამტკიცენ ჩუენ ერთობით, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ძლეულ იქმნა ყოვლითურთ უძლური ძალი მფლობისაჲ და განძლიერდა ეკლესიაჲ, რაჟამს ესხურა საღმრთოჲ სისხლი უბიწოისა კრავისა, რომელი დაიკლა ჩუენთჳს, და გაშუენდა სახედ ძოწეულისა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეკალთა უნაყოფოთა მშობელთაგან ურწმუნოთა, ვითარცა რაჲ ვარდი გამოჩნდი ბნელსა შინა, წყუდიადსა განჰბრწყინდი, ბრძენო, ვითარცა მზე სამყაროსა, ნათლითა სამებისაჲთა, და ჰნათობ ცის-კიდეთა, ნეტარო დიონისე.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უფსკრულსა გარეშესა სიბრძნისასა შეხუედ, ბრძენო, და ჰღელევდ მას შინა მიუწდომელად, რომლისაჲცა იცან სიბრძნჱ ღმრთისა მამისაჲ, სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, და მოსწრაფედ შეუდექ მას.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნათელო დაუსაბამოო, ქრისტე, რომელი ხარ ბრწყინვალებაჲ ღმრთისა მამისაჲ, შენ გონიერ ჰყავ საღმრთოჲთა სიბრძნითა, დიონისე ნეტარი, და გიცნა შენ უცნაური, ღმერთი მხოლოჲ დაუსაბამოჲ, მჴსნელი ჩუენ ყოველთაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მჴსნელო ჩუენო, ვედრებითა მშობელისა შენისაჲთა მშჳდობაჲ სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაჲ მტერთაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და შენდობასა ღირს-მყვენ მორწმუნენი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა, ხმა 8
იხარებს ეკლესიაი დღესასწაულსა ამას ღმრთივბრწყინვალესა და ზეცისა ძალნიცა უხილავად გალობენ ძნობითა, და ბანაკი ღირსთა მამათა და მოციქულთაჲ იხარებს, რომელი აღივსო შენ-მიერ, ღირსო დიონისე, და წმიდათა მწყობრი განშუენდების შენ მიერ, და ჩუენცა მოქადულნი შრომათა შენთათჳს გევედრებით, ღმერთშემოსილო, ცოდუათა მოტევებაჲ გვითხოვე ქრისტესგან, სურვილით მედღესასწაულეთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: ქრისტე ღმერთო, რომელმან არა დაუტევენ წიაღნი იგი მამულნი ზეცად, და გარდამოჰხედ ქუეყანად. სმენაჲ შენი მესმა მე, და ქებით ვადიდებ ძალსა შენსა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თანაარსი და თანასწორ ორთა მათ ცხოველთაჲ მამისა და სულისაჲ მოწევნასა ჟამსა საცნაურ იქმენ შენ, ქრისტე, და მოხუედ ცხოვრებად ცხებულთა შენთა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მაცხოვრისა ნეფსით ვნებასა და სამყაროჲსა მნათობთა დაბნელებასა, ნეტარო დიონისე, განჰნათლდ გონებითა, და იცან ღმერთი დაუსაბამოჲ.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თჳსთა ნეფსით მოხუედ ვნებად ჩუენ ვნებულთათჳს, ქრისტე, ბუნებით უვნებელო, რომელიცა ბრძენთმთავარმან დიონისე გიცნა,მხოლოჲ ვნებული და უვნებელი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღასრულე განგებულებაჲ ჴსნისა ჩუენისაჲ, ჟამითურთ ღმრთისა სიტყუაო, რომლითა მოიზიდე, ოდესმე განდგომილი დიონისე მოწაფედ შენდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე ძესა შენსა დამბადებელსა, რაჲთა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაჲ, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაჲსწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაჲ შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა პირველ იხილა ესაია, ღმერთი საბაოთი საყდართა ზედა, ეგრეთვე შენცა, ღირსო დიონისე, იხილე უხილავი და ჰქადაგე დაუცხრომელად.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღიარე ჴმამაღლად, ბრძენო, სიტყუაჲ ღმრთისაჲ გარდამოსრული ღმრთეებითა თჳსითა, და ჯუარსა ზედა ჩუენთჳს ვნებული, რომელმან განკურნა ვნებანი ჩუენნი.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ნისლი უმეცრებისაჲ განაგდე, ღმერთშემოსილო, რაჟამს გამოგიბრწყინდა ნათელი ღმრთისმეცნიერებისაჲ, მზე იგი სიმართლისაჲ. განჰნათლდი გონებითა და განჰბრწყინდი სულითა ღმრთისაჲთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან მეთევზურნი მოციქულად აღრაცხენ, ქრისტე, და მეზუერენი მახარებელად, შენ უწოდე დიონისეს, და ჰყავ იგი მოწაფედ შენდა, მჴსნელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაჲ განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუჲსო, რამეთუ გამოგჳბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაჲ, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიჴსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკჳდრად გჳჩინნა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაჲთა შთავრდომილი და მიგდებული მჴეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განჴრწნისაგან და სიკუდილისა მიჴსენ, ქრისტე.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საცთურთა სიღრმეთაგან, ვითარცა იონა უფსკრულთაგან, აღმოიყვანე მჴსნელო, დიონისე ღმერთშემოსილი, და სამწყსოსა შენსა ასწავებდი გზასა უცთომელსა, ზეცად აღმყუანებელსა. აწ ჩუენცა დაგვიფარენ მწვალებელთა თანა ლოცვისაგან.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღეგზენ შურითა მით საღმრთოჲთა, წმიდაო, და მოსწრაფედ შეუდეგ რაი ქადაგსა მას მადლისასა, ნეტარსა პავლეს, მრავალნი მოაქციე ქრისტეს სარწმუნოებასა ზედა და სულნი მათნი იხსენ წარწმედისაგან.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შენ, სიტყუაო ღმრთისაო, რომელმან უწოდე პავლეს, და ჰყავ ჭურად რჩეულად, მის მიერ განანათლე დიონისე, და შეჭურვე სწავლათა მიერ საღმრთოთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საჲდუმლოდ და უცნაურად ეჩუენა ოდესმე სინას ღმერთი მაღალი მოსეს და ზრახვიდა უხილავად, მცნებათა შჯულისათა, რომელი ქადაგა დიონისე, მორწყნა რაი გულნი უმეცართანი, და მოიყვანნა ღმრთის მეცნიერებად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაჲსწარ მოასწავა საიდუმლოჲ შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროჲსამან, სამკჳდრებელმან მანანაჲსამან და კუერთხმან.
კონდაკი
ზეციერნი ბჭენი წიაღ-ვლენ სულითა, და დაემოწაფე რაი ზესთა სამთა ცათა აღწევნულსა მოციქულსა, დიონისე, გამოუთქუმელისა ცნობისა მიერ განმსდიდრდი, და განაბრწყინვენ ბნელსა შინა უმეცრებისასა მსხდომარენი, ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, მამაო ყოვლადსაკვირველო.
სხუაი კონდაკი
ბუნებათა უაღრეს აღმაღლდი, ბრძენთ-მთავარო, ვითარცა მოსე მთასა ზედა სინასა, და მსგავსად მისა შეხუედ ნისლსა შეუხებელსა, და არაჲ დაიფარე მისგან, არამედ განჰბრწყინდი ცის კიდეთა, წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, და მრავალთა უწოდე ბნელთაგან ნათელსა.
იკოსი
მარტვილობასა შენსა ზედა უხარის პავლეს, რომელი იყო სავლე – მდევარი ქრისტეს ეკლესიათა და მორწმუნეთა, და იქმნა რაი მოძღუარი შენი ქრისტესმიერითა შჯულითა, ერთობით ქადაგებდით და მოაქცევდით რაი მრავალთა წარმართთა და ჰურიათა, აწ მარტვილობისა და მოციქულობისა გვირგვინითა შემკულნი ერთობითა იხარებთ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა და მეოხ-ხართ დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 7: იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
მგალობელთა: იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
დიაკონმან: შეისმინე, ღმერთო, ხმისა ჩემისაი.
მგალობელთა: იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ და ესვიდეს მას.
დიაკონმან: იხარებდეს მართალნი უფლისა მიმართ
მგალობელთა: და ესვიდეს მას.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყუენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი და უმანკო, ვითარცა ტრედი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდნენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყუანნეს თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ ნუ ზრუნავთ ვითარ, ანუ რასა იტყოდეთ, რამეთუ არა თქუენ იყუნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდეს თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდილად და მამამან შვილი, და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკლვიდნენ მათ და იყუნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსცხონდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ყოვლად ქებულისა მღდელმოწამისა დიონისე არიოპაგელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკჳრველად, და სამწყსოჲ შენი შეზღუდე რაი მოციქულთა და მღდელთმოძღუართა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა, სწავლითა საღმრთოჲთა განამდიდრენ და შესწირე თავი თვისი ქრისტესა ღმერთსა, აწ გვითხოვე დაცვაჲ ეკლესიისა ჩუენისაი შეუძრველად, სიმტკიცჱ მორწმუნეთა და ამაღლებაჲ რქისა მათისაჲ მწვალებელთა ზედა, მშჳდობაჲ სოფელსა და დიდი წყალობაჲ მოსავთა შენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოჲ. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა ჴმა ყო ნესტუმან ეკლესიათამან და ქრისტეს ქადაგმან პავლე, შეიწყნარე ქადაგებაჲ მისი, ნეტარო დიონისე ღირსო, და ისწავენ მისგან საჲდუმლონი საღმრთონი.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღახილენ რაჲ სულისა თუალნი, ღმერთშემოსილო, იცან მადლი იგი, დიონისე, და განჰნათლდი მის მიერ წყლითა და სულითა მხოლოდ-შობილისაჲთა, და თანაწარხედ სოფლიოჲსა ამის განხრწნადთა საქმეთა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მხოლოდშობილო ქრისტე, ღმრთისა სიტყუაო დაუსაბამოო, შენ მიერ განძლიერდა დიონისე, და მადლითა შენითა ჰმწყსიდა სამწყსოთა შენთა, რომელნი მოისყიდნე საღმრთოჲთა სისხლითა შენითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ნესტუად ეკლესიათა იწოდე, ნეტარო დიონისე, და საფუძველ სარწმუნოებისა მსგავსად თავისა მის მოციქულთაჲსა, მამაო, და მაღლით მოგეცა ჴელმწიფებაჲ შეპყრობად და განტევებად ყოველთა ბრალეულთა ქუეყანისათა, ვითარცა მღდელთმთავარსა დიდსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, აწ მეოხ-გუეყავ და განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩუენისანი.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ჴმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იჴსნნა საჴუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბნელი უმეცრებისაჲ განაქარვე ქუეყანით, სახიერ, და ნათელი ჭეშმარიტი ღრმთისმეცნიერებისაჲ გამოაბრწყინვე მას შინა, შენვე უწოდე, მჴსნელო, დიონისე ღირსსა, და გონებაჲ მისი განანათლე.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უხდებოდე ოდესმე, ჭეშმარიტებასა, ნეტარო, ვითარცა იგი პირველ იანე და იანბრე, წინაშე პირსა მოსესსა, ხოლო რაჟამს გიწოდა მადლმან საღმრთომან, ბრძენო, შეუდეგ ქრისტეს მცნებათა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
კლდედ სარწმუნოებისად იწოდე და არედ ქუხილისად, დიონისე ბრძენო, და მღდელთმთავარ ექმენ ქალაქსა ბრძენთასა, ღირსო, და სიღრმესა უმეცრებისასა დანთქმულნი ნათლად აღმოიყვანენ სწავლითა შენითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დასთხიე რაი სისხლი შენ ქრისტესთვის, საშუებელი იგი საუკუნოჲ ბრწყინვალჱ დაგიმკჳდრა დასთა თანა მამათმთავართასა, მოციქულთა კრებულისა და სულთათანა მართალთასა, და მათ თანავე მოიღე დიდებაჲ და პატივი საუკუნოჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს საჴუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროჲსაჲ, და ცუარითა სხურებულნი გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტჳრთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაჲთა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დაუტევე აჩრდილი წესისა ღმრთისაჲ და სოფლისა სიბრძნესა უწოდე ნაგევ, რაჟამს შეხუედ, ბრძენო, გამოუკულეველსა მას, უფსკრულსა ზესკნელისასა, და ჰღელევდი დაუნთქმელად და ჰქადაგე დიდებაჲ სამებისაჲ.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოითა შურითა ემსგავსე პავლეს, მოძღუარსა შენსა, ნეტარო, და ღმრთისმეტყუელითა ენითა დასწერენ, ვითარცა კალმითა სწავლანი სულიერნი, და მოგჳთხრენ სამებისა თჳთნებანი, განუყოფელად და შეურევნელად.
წმიდაო მღდელმოწამეო დიონისე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
თუალთა წინაშე გაქუნდა, ქრისტე, ხორცითა ჯუარცმული, პავლეს თანა ხმობდი დიონისე, ჭეშმარიტად ღმრთისა ძალი არს და ღმრთისა სიბრძნეი, სიტყუაჲ დაუსაბამოჲ, ღმერთი ღმრთისაგან შობილი, და კაცთა ხსნისათჳს განკაცებული.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ენისაგან უღირსისა კნინი ესე შესხმაჲ მიიღე აწ, მღდელთმთავართ მოძღუარო დიონისე, და გვითხოვე, წმიდაო, მოტევებაჲ ცოდვათაჲ, ძლევაჲ მტერთაი, და დამტკიცებაჲ ეკლესიათაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყჳთ: მშობელო სიტყჳსაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: დასაბამად ყოვლისა სიტყჳსა აღმოვთქუათ, ერნო, დიდებაჲ მხოლოჲსა მეუფისაჲ, რომელმან მოსცა შჯული ერსა მას უშჯულოსა, და დიდებულ ყო პირი მოსესი, მჴსნელმან, მანვე განაბრწყინვა სულითა ბრძენთ-მთავარი დიონისე, და ჰყო რჩეულ სამკჳდრებელად თვისა, ამისთვისცა მეოხ ვჰყოთ წინაშე მისა, რაითა განჴსნას კრულებაჲ ბრალთა ჩუენთაჲ ქრისტემან, და ოხითა მისითა ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
უზეშთაეს ცნობათა და ზეშთა სიტყჳსა, გამოჩნდა ქებაჲ შენი, სანატრელო დიონისე, რამეთუ გადიდა ქრისტემან ღმერთმან, სუფევითა, ნეტარო, რამეთუ ორკერძოჲთვე სიბრძნითა ღირსად შეგამკო, მთავარო ბრძენთაო, და შენ მიერ წარწყმიდა სიბრძნეჱ სოფლისა ბრძენთაჲ, და მეცნიერებაჲ მეცნიერთაჲ დაანთქა, დიდო მღდელთმთავარო დიონისე, აწ, მეოხ გუეყავ ჩუენ წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, რაითა მოგვანიჭოს ჩუენცა სიბრძნეი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი, და მოგვცეს ძალი მიტევებისაი.
ღუაწლითა შენითა მოციქულნი იქადიან, მამანი იხარებენ, ანგელოზნი იშუებენ, და მოღუაწენი განმრავლდებიან, ხოლო მღდელმთავარნი და ყოველი ერი ქრისტეის მორწმუნეი ხსენებასა შენსა ვდღესასწაულობთ, ნეტარო, და შეუვრდებით სიწმიდის მოყუარობასა შენსა, რაითა ოხითა შენითა მოგვმადლოს ქრისტემან ღმერთმან სული მოთმინებისაი და სიწმიდისაი, და მოგვანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი.
რაჟამს გერწმუნა, ღირსო, წამისყოფითა მით საღმრთოჲთა, საყდარი მწყემსობისაჲ ათენსა, ძალი საღმრთოჲ დაადგრა შენ თანა, მამაო, და დაინთქა რაი წარმართთა იგი სიბრძნჱ უფსკრულსა მას მოძღურებისა შენისასა, ყოვლად ნეტარო, სიცბილსა მათსა ჰბასრობდი, ღმერთშემოსილო, სულისა წმიდისა მადლითა, რომელიცა მკჳდრ იყო შენთანა, და წარგკვეთეს რაი თავი ორთა მათ თანამოღვაწეთა თანა, აწ ერთობითა მეოხ ხართ ჩუენთვის წინაშე ღმრთისა, და ჰკურნებთ სენთა და მრავალსახეთა სალმობათა და მსწრაფლ შეეწევით სულთაგან არაწმიდათა შეპყრობილთა.
გხედვიდა რაი ბრძენი დიონისე, ქრისტეს დედასა, ვითარცა ღმრთეებრივითა ნათლითა გაბრწყინებულსა დედოფალსა, ღმრთებრივითა შუენიერებითა შენითა მოწყლული გევედრებოდა შეწევნასა წინაშე ძისა შენისა და მაცხოვრისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და მოვიდეს რაი ძეი შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მეოხ-გვეყავნ წინაშე მისსა, რაითა განგვხადოს საღმრთოისა მშჯავრისა საშინელებაი უშჯულოებისა ჩუენისათვის და ურცხვენელითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლადწმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, მღდელმოწამეთა შორის ფრიად საჩინოო დიონისე, მწყემსო ჭეშმარიტო ქრისტჱს სამწყსოთაო და დიდო წინამძღუარო მამათაო, ეკლესიისა მნათობო და გვირგვინო მოციქულთაო, მართლმორწმუნეთა წინამძღუარო და სიქადულო მღდელმთავართაო, ღუაწლთა შინა მყოფთა შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!
ჰოი, წმიდაო პირველ-მღდელთმთავარო ათენისაო დიონისე არეოპაგელო, ქრისტეს მოძღურებისა განმტკიცებითა შემწედ უძლეველად და სუეტად გამოსჩნდი შენ ეკლესიისად და წინამბრძოლად სარწმუნოებისად, და შემდგომად მარტვილობისა შენისა სუფევ რაი წინაშე ღმრთისა, აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, საუფლოისა ჯუარისა მტვირთველსა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მტერისა საფრხისა და ძმათა შუღლისაგან, რამეთუ მთავარნი ამა სოფლისანი იღუწიან განხრწნასა ჩუენსა და შთათხევასა უფსკრულსა შინა ბიწიერებისა და დაღუპვისასა, ხოლო ჩუენ ვეძიებთ ღონესა განრინებად მძლავრებისაგან მათისა და ვესავთ უფალსა ჩუენსა და მაცხოვარსა, რაითა აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, ურთიერთსიყუარულისა და საღმრთოისა გულისხმისყოფისაითა, და მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხოვრებისა სიყუარული და გულისა შემუსრვილებაი. მსახურებასა და მოღუაწებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. განანათლე ქრისტეისმოყუარე მთავრობაი და მხედრობაი მისი დაიცვენ პატიოსნითა მეოხებითა შენითა.
ჵ, წმიდათა შორის დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, ყოვლადსაკჳრველო მღდელთმთავარო დიონისე, აწ ნუ უტევებ ბოროტისა განმზრახთა ეშმაკთა ცთუნებად ჩუენდა, არამედ განხადენ იგინი მარტვილებრივითა კადნიერებითა შენითა და გვითხოვე ქრისტეის ღმრთისაგან, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა და მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
სრულ-ჰყავ რაჲ სრბაჲ შენი და მიიცუალე წინაშე ღმრთისა, ზეგარდამოჲთა ნათლითა ჰბრწყინავ, მამათმთავარო დიონისე, და საღმრთოჲთა ძალითა კურნებასა მიჰმადლებ სულთა და ჴორცთასა, ვინაჲცა ამბორს-უყოფთ ხატსა ამას სიწმიდისა შენისასა და გევედრებით უვნებელად დაცვასა ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ჴორციელთა და ღირს ყოფასა სასუფეველსა თვისსა.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით ამბორისმყოფელთა პატიოსანისა ხატისა მამისა ჩუენისა, წმიდისა დიონისე არეოპაგელისათა, რომელი ეგე იქმნა შუენიერებაჲ ეკლესიისაჲ, და მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანამავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
მიქაელ მოდრეკილის განგების გამოყენებით შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა