მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
სამეფოისა გვირგვინისა დამტევებელმან აღირჩიე სიკუდილი და დასთხიე რაი სისხლი შენი ხსნისათვის ერისა შენისა, ღმრთისა მიერ მოიღე წარუვალი გვირგვინი დიდებისაი, წმიდაო მოწამეო დემეტრე, და მეოხ ხარ ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამეფოისა გვირგვინისა დამტევებელმან აღირჩიე სიკუდილი და დასთხიე რაი სისხლი შენი ხსნისათვის ერისა შენისა, ღმრთისა მიერ მოიღე წარუვალი გვირგვინი დიდებისაი, წმიდაო მოწამეო დემეტრე, და მეოხ ხარ ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და გვიხსნნეს ყოვლისაგან ბოროტისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: მოვედით, ერნო, უგალობდეთ გალობითა ქრისტესა, რომელმან სასწაულითა იხსნა ერი თვისი ეგვიპტით მონებისაგან, ძლევისა გალობითა, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ფარად და ზღუდედ ექმენ რაი ერსა შენსა, მეფეო, ღირსად სანატრელო, სული და ხორცი შენი შესწირენ მას სახედ მსხუერპლისა და იხსენ სრვისაგან და ტყუეობისა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეცისა მხედრობათა გუნდნი ადიდებენ რაი ღუაწლსა მას შენსა საკვირველსა, აჰა, აწ ჩუენცა გნატრით შენ, მეფეო დემეტრე, და გევედრებით ხსნასა ყოველთა ჭირთა და ვნებათაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იხარებს ეკლესიაი ჩუენი ღუაწლითა შენითა და გვიწესს სამწყსოსა თვისსა, რაითა წლითი-წლად პატივს-გცემდეთ დღესასწაულისა აღრულებითა და არა დავსცხრებოდეთ დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გამოუთქმელითა ძალითა შენითა, ქალწულო, დაგვიფარე გარემოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთაგან, და შუამდგომელობითა წმიდისა დემეტრე მეფისაითა მტერთა ზედა ძლევაი მოანიჭე ერსა ჩუენსა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერენ მოსავნი შენნი, უფალო, რომელმან ჯუარითა მოჰკალ ცოდვაი ჩუენი და დაჰნერგე შიში შენი გულთა შინა ჩუენთა, ვითარცა კაცთმოყუარემან.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღმოსცენდი რაი ძირთაგან ბაგრატოვანთასა მეფეთასა, აღესრულა რაი მამაი შენი, დაშთი ათორმეტისა წლისაი მძლავრებასა მას შინა მონღოლთაისა, და წარგგზავნეს ურდოსა დასამტკიცებლად მეფობისა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შუენიერი ეგე ყმაწვილი სათნო ეყავ ყაენსა, და დაგიმტკიცა რაი მეფობაი, წარმოგაყოლა ერთგული თვისი სადუნი და ითხოვდი მისგან მშვიდობასა სამეფოისასა და დაურღვევლობასა სჯულისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მეფედ გაკურთხეს რაი სვეტიცხოველსა, მარხვითა, ლოცვითა და ღამეი მუხლდრეკითა სათნო ეყოფოდი ღმერთსა, მას ევედრე, აწ განანათლოს სულნი ჩუენნი და წარგვიმართოს გზათა მცნებათასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საფარველსა ქუეშე შენსა დაიცევ წილხვედრი შენი ივერიაი, ყოვლადწმიდაო მარიამ, და ძისა და ღმრთისა შენისაგან გვითხოვე ხსნაი ურიცხუთა მბრძოლთა და მომხდურთაგან.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა, ხმაი 4
აწ იხარებდ ქუეყანაო ქართუელთაო, რამეთუ შენთვის დაითხია სისხლი წმიდისა მეფისა ჩუენისა დემეტრე თავდადებულისა, რომელმან დასდუა სული თვისი ერისათვის მსგავსად მხსნელისა, და იხსნა რაი პყრობილებისაგან და სიკუდილისა, მრჩობლნი გვირგვინნი მოიღო ქრისტეს მიერ, და აწ მეოხ არს ჩუენთვის დაუცხრომელად.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა მათ შენთა წმიდათაი და გადიდე შენ, მხოლოი კაცთმოყუარე.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას არა იქმოდენ რაი მონღოლნი უსამართლობასა, ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, ერსა, შენდამი რწმუნებულსა დამწყსიდი სიყუარულითა და იღუწიდი აღორძინებისათვის მამულისა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჯერეთ ყმაწვილსა შეგრთეს რაი დაი ტრაპიზუნტისა მეფისაი, ჭაბუკი ეგე, ვითარცა მხცოვანი და ბრძენი, კეთილად განაგებდი საქვეყნოთა მათ საქმეთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
დავით წინაისწარმეტყუელისაებრ მოიხვეჭდი რაი მოწყალებასა და სიმშვიდესა, გულსმოდგინე ლოცვაი შენი და კეთილი საქმეი, ვითარცა ნათელი დაუღამებელი უძღოდა მეფობასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გაქუს რაი კადნიერებაი დიდი შენგან შობილისა მიმართ, დედოფალო, აწ მეოხ-გვეყავ მისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს სიბრძნეი მსახურებად მისა და დათრგუნვად ბოროტისა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო, და განწირულთა მაცხოვარებაო ქრისტე – მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლე ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აბრაჰამისა უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდი, და ღამეი მოვლიდი რაი ქალაქსა, შეეწეოდი ქურივ-ობოლთა და დავრდომილთა, და უხუებითა ზრდიდი ღატაკთა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძვად სათნოებათა შენთა, რაითა ვევლტოდეთ ვერცხლისმოყუარებისა ბოროტსა ვნებასა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მეფესა კეთილმსახურსა გაქუნდა რაი ერთგულებაი სჯულისა და მამულისაი, განამაგრებდი ციხე-ქალაქთა და აღაშენებდი ეკლესია-მონასტერთა სადიდებელად ღმრთისა, მას ევედრე, წ ჩუენცა მოგვცეს მეფეი სარწმუნოი და მართალი, ვითარცა დავით ისრაელთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იყავ რაი პატივისმცემელი ღმრთისმსახურთაი და მაშენებელი ეკლესიათაი, აღაგე მონასტერი ისნისაი, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობლისა, და შესწირნე რაი სოფელნი და ზუარნი, ყოველივე სახმარი მიეც მონაზონთა და ბერთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაამშვიდე ცხორებაი და განანათლე სულნი ჩუენნი, ჰოი, ღმრთივმიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, და წარგვიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდეთ შენ, დედოფალო.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალთა მოწყალებათა შენთა მოვივლტი. აღმომიყვანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაღათუ გძაგდა ქორწინებაი წარმართთა თანა, დემეტრე, უღონო იყავ წინააღდგომად მძლავრთა, და დაი შენი ცოლად მიეც რაი ძესა არღუნ ყაენისასა, შერთვაი ნოინის ასულისაი გაიძულეს შენცა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაღათუ ურიცხვთა სათნოებათა მიერ იყავ აღვსილი, ღირსო, აღერიე წარმართთა, და ორისა ცოლისა მყუანებელი ეტრფიალე შუენიერსა ასულსა ბექა ჯაყელისასა, და იგიცა მიიყუანე ცოლად შენდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ჟამსა მას ბრძოდენ რაი მონღოლნი მეგვიპტელთა, შენცა გიწვიეს, მეფეო, და სპითა შენითა უძღოდი რაი ლაშქარსა მათსა, უშიშ იყავ ვითარცა უხორცოი, და ახოვანებითა შენითა განაკვირვებდი ყოველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალებასა შენსა მოვევლტით, მხოლოო კურთხეულო, და გევედრებით: გვიხსენ ჩუენ ყოველთა ჭირთა და ღელვათაგან, და დაარღვიე ბოროტ-მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 2
ასპარეზი სიმხნისაი და მოსაგებელი უხრწნელისა ძლევისაი განიმზადა რაი შენთვის საღმრთოითა წინა-განგებითა, არა შეძრწუნდი შიშისაგან სიკუდილისა და შეურაცხ-ყავ რაი საწუთოი იგი დიდებაი, ძეებრივი გულმხურვალებითა დასდევ თავი შენი მამულისათვის და ერისა, რომლითა მიხვედ უკუდავებად, წმიდაო მეფეო დემეტრე, და განაბრწყინე ეკლესიაი ქართუელთაი.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.
მგალობელთა: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.
დიაკონმან: მართალი, ვითარცა ფინიკი აღყუავდეს, და ვითარცა ნაძვი ლიბანისა განმრავლდეს.
მგალობელთა: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ და უფალმან ისმინა მათი.
დიაკონმან: ჰხმობდეს მართალნი უფლისა მიმართ
მგალობელთა: და უფალმან ისმინა მათი.
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა მე მიგავლინებ თქუენ, ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა, იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა, და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ. და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანნენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყველნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის. რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ და მამამან შვილი, და აღდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მოწამისა მეფისა დემეტრე თავდადებულისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: სიყუარულითა ღმრთისა და ერისაითა ქუეყნიერი სიკეთეი განსცვალე ბრწყინვალებად დაუვალად და შერთუად სიმრავლესა მოწამეთასა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, მოჰმადლე სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ხატისა მისთვის ოქროისა, რომელი იმსახურა ველსა მას დეირისისასა, სამთა ყრმათა შიში შეურაცხ-ყვეს მძლავრისაი მის და შეითხინეს სახუმილსა მას და შეცურეულნი ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამხელდა რაი კათალიკოზი მაწყვერელისა თანა, ვერა გარწმუნა დატევებაი ცოლთა შენთაი, მეფეო, და ჯუარისმტვირთველი შენი აბრაჰამ დაუტევა რაი საყდარსა თვისსა, ცრემლითა და ლოცვითა იღუწიდა მამა-პაპათა მამულსა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიწია რაი ათონით ბერი ბასილი გამოცხადებითა მით ღმრთისმშობლისაითა, ვითარცა მოციქული გამხილებდა, და თავს-მდებ გექმნებოდა წინაშე ღმრთისა – უკეთუ დაუტევებდი უწესოთა მათ ქორწინებათა, მეფობისა შენისა კეთილად წარმართებასა აღგითქუმიდა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოიკლა რაი ბუღა ნოინი ორგულებისათვის ყაენისა, ვითარცა მზახალი მისი გიწვიეს ურდოსა, და სამღდელონი და დიდებულნი გევედრებოდენ რაი სივლტოლვასა, უფალმან მოგცნა შენ სიმტკიცეი, მეფეო დიდებულო, და განიზრახე ერისა შენისათვის დადებაი თავისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩვეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, ქალწულო, რაითა მიხსნე სასჯელთაგან საუკუნეთა, ვითარცა ყოვლადწმიდამან ღმრთისმშობელმან.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილად გარდამოსრულსა ყრმათა ებრაელთათვის ღმერთსა, რომელმან ცეცხლი ცუარად შეცვალა, აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მინდობილი ღმერთსა ჭეშმარიტსა განემზადე რაი წარსლვად ურდოსა, გრქუა კათალიკოზმან: yოველნი ებისკოპოსნი ვიტვირთავთ ცოდუათა შენთა, მეფეო, და თავსმდებ გექმნებით წინაშე ღმრთისა.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
თანა იახლე რაი ძეი შენი დავით და კათალიკოსი დიდებულთა თანა, წარსდეგ წინაშე ყაენისა, მეფეო სანატრელო, და არა ისმინა რაი სიმართლეი შენი, განგიჩინა გუემაი და მოკვეთაი თავისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მაშინ გევედრენ მთავარნი ფარულად განლტოლვასა, და გარდახვეწასა მთიულეთსა, გარნა უარყავ განზრახვაი მათი, მეფეო, რაითა არა ევნოს ერსა შენსა, და ახოვნად დაითმენდი გვემასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თუალნი სულისა ჩემისანი გარდასლვითა დაბრმობილნი, ღმრთისმშობელო, განანათლენ, და გონებაი და გული მრავალ-ხატითა აღშფოთებული დაამშვიდენ, გევედრები, და მაცხოვნე მე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძეი ღმრთისაი გამოჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა. განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებითა მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განგიყვანეს რაი მტკვრისა პირსა, მეფეო დიდებულო, ცრემლითა ილოცვიდი და ეზიარე რაი ქრისტეს წმიდათა საიდუმლოთა, ქედი შენი წარუპყარ მახვილსა, და თავი წარგკვეთეს რაი უსჯულოთა, ჰოი, საკვირველი, მზემან შარავანდედი თვისი უჩინო ჰყო სრულიად.
წმიდაო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაღათუ განფენამან წყუდიადისამან გამოაჩინა პატივი ღმრთისაი შენ ზედა, ნეტარო, ვერა გულისხმაყო სასწაული ეგე ყაენმან და ბრძანა დაცვაი ნეშტისა შენისაი, გარნა წარიპარეს ქართუელთა, და ფარულად წარმოიხუნეს ურმითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
თავდადებაი შენი საკვირველი ეუწყა რაი ერსა შენსა, მცხეთას მოგეგებნეს მადლიერებითა და ცრემლთა დინებითა დაგკრძალეს სამარხოსა მამა-პაპათა შენთასა – სუეტიცხოველსა, რაითა სარწმუნოებითა შეუვრდეთ და კურნებაიცა აღმოვივსოთ მაქებელთა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხარებდ ბრწყინვალედ, ეკლესიაო ქართუელთაო, რამეთუ დიდსა შეიწყნარებ საქადულობასა. აჰა, ესერა ღმრთისმშობლად აღმსარებელი წმიდისა ქალწულისაი მეფეი წამებული, შენ შორის იდიდების გვირგვინითა მარტვილობისაითა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: აღსრულდა რაი წინაისწარმეტყველებაი ღირსისა ბასილისაი, ბოროტად მოიკალ მძლავრთა მიერ, ჰოი, დემეტრე, და ვითარცა აღგითქუა კათალიკოსმან, შუამდგომელ გექმნა რაი სამღდელოთა თანა წინაშე ღმრთისა, განგიხუნა ბჭენი ზეცისანი, და შეხუედ სასუფეველსა მისსა, აწ ჩუენცა გვიმეოხე, რაითა მიწევნულ ვიქმნნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ვაქებდეთ დამბადებელსა ყოველთასა.
ქებით შეგამკობთ შენ, მეფეო ჩუენო საკვირველო, რამეთუ ძალი საღმრთო გაქუნდა შემწედ, რომლითაცა განსძლიერდი და დასდევ რაი თავი სამწყსოისათვის შენისა, შარავანდედსა მას მეფობისასა შეაერთე გვირგვინი ძლევისაი, და წმიდათა თანა მარადის ჰგიებ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, აწ კუალად მოჰკრიბოს ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეული ქართუელნი მამულსა ჩუენსა.
ოდეს მეფობაი მარტვილობასა ზედა განსცვალე, ღმერთშემოსილო, და ვნებანი ზიარ-ყოფად ვნებათა ქრისტეისთა, მკვიდრ-გყო მან უსხეულოთა თანა, და მოგანიჭა მადლი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისსა, რაითა შეგვჭურვოს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.
შემოკრებულნი ტაძარსა შენსა სიყუარულითა შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა, და გევედრებით: ვითარცა ძუელ ოდესმე განარინე ერი ჩუენი მოწევნადსა მას საფრხესა, ეგრეთვე აწ, წინაშე ღმრთისა მდგომარემან, კუალად ითხოვე ჩუენთვის ძლევაი უხილავთა და ხილულთა მტერთა ზედა, რაითა ყოველთა მორწმუნეთა კეთილად განგუემარჯვოს, და ვმადლობდეთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.
უზეშთაეს იღუაწე რაი კაცობრივისა მის ბუნებისა უძლურებითა, ჰოი, მეფეო, სახელოვანო და ყოვლად ბრწყინვალეო, და მოწამედ გამოჩნდი რაი ტანჯვათა დათმენითა, ქრისტეის მიერ მოიღე გვირგვინი დიდებისაი, და გაქუს რაი კადნიერებაი დიდი, შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, რაითა დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი, და ღირს გვყოს გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღუაწლითშემოსილო მეფეო დემეტრე თავდადებულო, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო და მართლმადიდებლობისა სუეტო საღმრთოო; მეფეთა სიქადულო; მარტვილთა სიხარულო; სამღდელოთა კეთილისმყოფელო და ქურივ-ობოლთა გამომზრდელო; დევნულთა და უპოვართა განმკითხველო, და საპყრობილესა შინა მყოფთა ნუგეშინისმცემელო; ყოველთა მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და წყალობისა უხუად მომნიჭებელო!
ჰოი, ღუაწლსა შინა სახელოვანო მეფეო ქართველთაო, წმიდაო მოწამეო დემეტრე, საღმრთოითა წინა-განგებითა გულის-ხმა ყავ რაი საქმეი, რომლითა მოიმადლებდი განრისხებულსა ღმერთსა, დასთხიე სისხლი ერისათვის შენისა, და აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისსა, რაითა წყალობითა მოხედოს ერსა ჩუენსა, საუფლოისა ჯუარისა მტვირთველსა ქუეყანასა ზედა და დაიცვას ურიცხუთა მტერთაგან, და ძმათა შორის შუღლისაგან, ხოლო სარწმუნოებაი ჩუენი კუალად განაახლოს და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, და ნათესავთაგან შენთა აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. კეთილმსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტეისმოყვარე მთავრობაი და მხედრობაი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, კაცთა შორის საკვირველო მეფეო, და დიდებულო მოწამეო დემეტრე, სიმტკიცეი და თავდადებაი შენი სათნო ეყო ღმერთსა, და მოგანიჭა რაი მადლი მეოხებისა და შეწევნისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისა ქარისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ვსცხონდეთ, და შენთანა ვადიდებდეთ: მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
სახსენებელი შენი გვაქუს რაი ზღუდედ სიმტკიცისად, საუნჯედ მადლისად და ეშმაკთა მაოტებელად, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდასა და პატიოსანსა ხატსა შენსა, ჰოი, მეფეო ჩუენო, ღირსად სანატრელო დემეტრე, და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნოს ჩუენ და მოგუმადლოს ხსნაი საუკუნეთა მათ სატანჯველთაგან.
გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი მოწყალებისაი, ჰოი, დედათა შორის კურთხეულო მარიამ, ლოცვითა წმიდისა მოწამისა მეფისა ჩუენისა დემეტრე თავდადებულისაითა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი