მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი პარაკლისი
წმინდა მეფისა დავით წინასწარმეტყველისა, ფსალმუნთა მთქმელისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი

 

  უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო, მშიდაო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ღმრთისა, წინაისწარმეტყუელო და მეფეო.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  უცხოისა სიმდაბლისა მუშაკო, უცხოდ ამაღლებულო, მშიდაო, მგალობელთა მთავარო დავით, ქრისტეს მამობასა ღირს-ქმნილო, მეოხ გვეყავ ჩუენ წინაშე ღმრთისა, წინაისწარმეტყუელო და მეფეო.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაი 1, უგალობდითსა

 

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განკორციელდა ჩუენ ცოდვილთათს, რომელსა უგალობთ ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდებულსა მეფესა და ღირსსა წინაისწარმეტყველსა, სინანულისა გალობათა შემოქმედსა მეოხად მოგიგებ და გევედრები: მომაქციე შეცდომილი ესე და შემავედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა არა სამართლად მომაგოს ბოროტად საქმეთა ჩემთათვის და მომცეს მთხოველსა ამას ცოდვათა მიტევებაი.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გალობანი საღმრთოთა მათ ფსალმუნთაი, რომელნი დაწერნე, კალამო ღმრთისაო დავით, სულისა მიერ წმიდისა შეთხზნე და დადევ იგი თხემსა ზედა ეკლესიისასა საძლეველად მტერისა და აწ ვითხოვთ შენ მიერ ხსნად განსაცდელთაგან ბოროტისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ფსალმუნებ, დავით, და განგუაშორებ ჩუენ ზრახვისაგან უღმრთოთაი სა და სლვისაგან და საყოფელთაგან ცოდვილთაისა და საჯდომელისაგან და სამთავროისაგან უშჯულოთაისა, და სიხარულით - ნებსით ჩუენითა მიმიყვანებ შჯულსა უფლისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

წინაისწარმეტყუელებდი ფსალმუნითა, და ქებით გალობდი, დავით და იტყოდი: „ითხოვენ ჩემგან და მიგცნე შენ წარმართნი სამკვიდრებელად შენდა“. და რომელი გამოვიდა ნაყოფისაგან მუცლისა შენისა - თავადი უფალი ჩუენი იესუ ქრისტე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი, ჰურიათაგანი გინა თუ წარმართთაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ.



გალობა 3, განძლიერდასა

 

ძლისპირი: ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყვარე.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაღათუ უმრწემეს იყო საულ ნათესავსა შორის ისრაელთასა, სცხო მას უფალმან მეფედ ერსა ზედა თვისსა, გარნა გარდახდა ბრძანებასა მას უფლისასა, ხოლო შენ ყრმაი იყავ და მწყსიდი სამწყსოსა იესეს, მამისა თვისისასა, და უფალი იყო შენ თანა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საულ მეფობდა რაი ისრაელსა ზედა, განეშორა ურჩებისათვის წმიდაი სული მისგან და ეუფლა სული იგი უკეთური და რქუა უფალმან სამოელსა: „აღავსე რქაი ეგე ზეთითა, და წარგავლინო შენ ბეთლემს, რამეთუ ვპოვე ჩემდა მეფედ ძეთა შორის იესესთა".

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი სიბრძნითა ზეცისაითა შემკული და გულისხმის-მყოფელ ყოველსა ზედა, გეცხო შენ ფარულად ბეთლემს, რამეთუ განმზადებულ იყო მუნ ზეცისა იგი მეუფე შობად, ვითარცა წინაისწარმეტყუელე: „ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა".

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იყავ რაი ჭაბუკი ბრძენი და ძლიერი, მჭევრი სიტყვითა და შუენიერ ხილვითა, წარგადგინეს წინაშე საულისა, ვითარცა კეთილად მგალობელი უფლისა, რამეთუ აჭირვებდა რაი სული უკეთური მეფესა, მოიღებდი ქნარსა და განუსუენი გალობითა შენითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონება ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ.



  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

 

წარდგომა, ხმა 4

 

  სახსენებელსა აღვასრულებთ ჩუენ ქებით, დავით მორწმუნისა, მეფისა და წინაისწარმეტყველისასა, ღმრთისა მამისასა, მისთა სწავლათა, ბრწყინვალეთა მიერ, განათლებულნი ერნი, რამეთუ სიყრმითგან ქრისტეს ზრახვანი იგი გულსა თვისსა გამოიწერნა, ესე ყოველი არა თუ ცუდად რა დაწერა, არამედ დიდითა კრძალულებითა განამტკიცა და პირველად ბოროტი ყოველი და ცოდვა ბრძანა განტევებად და ნებსით განშორებად და მერმე თვისისა ღმრთისა დამორჩილებად და ყოფად სრულებისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი მოუწყინებელად და გალობითა ამხილებდი გულფიცხელთა და იტყოდი „ძენო კაცთანო, ვიდრემდის გულფიცხელ ხართ, რად გიყუარს ამაოვებაი და ეძიებთ სიცრუვესა? გულისხმა-ყავთ, რამეთუ საკვირველ-ყო უფალმან წმიდაი თვისი“, და გვიჩუენე ჩუენ ფსალმუნითა ამით, ღმრთის-მოყუარეო, რამეთუ შემძლებელ არს უფალი ხსნად ყოვლისაგან ჭირისა და არარაი არს შეუძლებელ მის თანა, რამეთუ ძალი მისი სრულ-იქმნების უძლურებასა შინა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაუკვირდა მგალობელთმთავარსა და სიძისა მიმართ იტყოდა, ვითარმედ: „დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოილითა შემოსილი, და პირად-პირადად შემკული“. ვინაიცა აწ ძონძითა შემოსილი და მონისა სახითა უნდოდ საგონებელი სასუფეველსა ცათასა დედოფლად და მთავრობითა და შემკობითა განშუენებული მდგომარე იქმნეს წინაშე მეუფისა.



გალობა 4, მესმასა

 

ძლისპირი: მთისაგან უკელოდ ლოდი გამოეკუეთე ქრისტე, ქალწულისაგან დედისა, ამისთვისცა წინასწარმეტყუელმან გიხილა და ღაღადყო: ხსნად ერისა შენისა მოხუედ, დიდება ძალსა შენსა, უფალო.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღიძრნეს რა უცხოთესლნი ისრაელსა ზედა, საული და ერი ისრაელისა განემზადნეს ბრძოლად, და გამოხდა კაცი ბუმბერაზი, შემოსილ რვალის ჩაფხუტითა და სპილენძის საწმერთულითა და იტყოდა: „გამოირჩიეთ, რომელი გამოვა ბრძოლად ჩემდა“.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იხილა რაი საულ სიმაღლც მისი და დიდი სიქადული სიტყუათა მისთა, ზარ-განხდილ იქმნა გულითა, ხოლო შენ ეტყოდი, ნეტარო დავით: „ნუ შეძრწუნდებინ გული მეფისა უფლისა ჩემისაი, რამეთუ განუხდეს მონაი შენი და სძლიოს უცხოთესლსა მას".

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განხვედ რაი წყობად თვინიერ ჯაჭვ-ჭურისა, შეჭურვილმან ძალითა ღმრთისაითა შთადევი ქვაი შურდულსა, და შესტყორცე რაი, წმიდაო, ეც შუბლსა მისსა და შთასტეხე რაი ჩაფხუტი, დაემხუა პირსა თვისსა ზედა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

იხილეს რა უცხოთესლთა მათ ძლიერი იგი კაცი დამხობილი, განიბნინეს, ხოლო შენ აღმოჰადე რა მახლი, თავი მოჰკუეთე და გამოაჩინე ძლევაი, ვითარცა ქრისტემან, ვითარ იგი დატკებნა თავი გუელისაი მის და გამოაჩინა თვისი იგი ძალი მის ზედა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შობასა შენსა, ღმრთისმშობელო, იწყეს აღსრულებად ღმერთშემოსილთა კაცთა წინაიწარმეტყუელებასა, რამეთუ დავით, პირველ მამამან შენმან, კიდობნად გქადაგა შენ სიწმიდისად; აღმოსცენდი ძირისაგან იესესა, ვითარცა თქუა ესაია; მთად გამოსჩნდი საცანაურად, დანიელის სიტყვისაებრ; ბჭედ გიხილა ნათლისად ეზეკიელ, რომლისაგან სიმართლისა მზეს ქრისტე აღმოგბრწყინდა.



გალობა 5, ღამითგანსა

 

ძლისპირი: დამხსნელი ბნელის მის წესთა მათ წერილისა, პირველისა მის ჰსჯულისათა და მომცემელი მორწმუნეთა მადლთა მისთა, ქალწულისაგან იშუა ქრისტე და მიმიძღუა ჩუენ ნათლად, ღმრთეებისა თვისისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოჩნდა რა ძალი ღმრთისაი, განიხარა ყოველმან ისრაელმან, ხოლო იონათან, ძემან საულისმან შეგიყუარა სწორად თავისა თვისისა, და განიძარცუა ჯაჭვ-ჭური და მახვილი და მშვილდ-კაპარჭი შეგასხა, ვითარცა მხსნელსა ისრაელისასა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაგადგინა საულ ერისთავად ლაშქრისა და სძლევდი ყიველთა მტერთა მისთა, ხოლო მიხვიდოდი რა შემდგომად ბრძოლისა, მოგეგებვოდეს მაქებარნი ღაღადებით: „დასცნა საულ ათასეულნი და დავით ბევრეულნი", და შეშურდა მეფესა და შეგიძულა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ხედვიდა რაი საულ სიბრძნესა შენსა, ეშინოდა და ვითარცა ბოროტის-მყოფელსა მოკლვად გიმზირდა, გარნა ერი ისრაელისაი და იუდაისი გყუარობდა შენ, წმიდაო დავით, და შეგიყუარა მელქოლ, ასულმან საულისმან.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ზაკუვითა წარგგზავნიდა საულ ბრძოლად მტერისა, რამეთუ ეწადა ხელთა მათ უცხოთესლთასა შთაგდებაი, გარნა შენ წარხვედ, დავით, რაოდენითამე კაცითა და სძლე რაი საკვირველად, მიერითგან ესიძე შენ მეფესა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლო დაუსაბამოი, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად.



გალობა 6, ღაღადყავსა

 

ძლისპირი: ღმრთისა მიმართ ვღაღადებთ მწუხარებით ყოველნი, ვითარცა იგი, იოანა წინასწარმეტყუელი აღმომიყუანენ ღელვათაგან განმხრწნელთა, მხოლოო სახიერო, გევედრებით.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მიიწეოდა რაი სული უკეთური საულისა, მოიღებდი შენ ქნარსა და გალობდი წინაშე მისა, გარნა აქუნდა ხელთა მისთა ჰოროლი, და ეწადა რაი განგმერაი შენი, მიჰრიდე პირისაგან მახვილისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მასვე ღამესა წარავლინა საულ მხედარნი, რაითა შეგიპყრან და მოგკლან შენ სახლსა შინა თვისსა, გარნა გარდამოგსვა მელქოლ სარკმლითა და წარხვედ სივლტოლითა და მიხვედ სამოველისა.

წმიდაო წინაისწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უწყოდი რაი თუ ვითარ იობისი და აბრაჰამისი ისმინა ღმერთმან განსაცდელთა შინა, და ყვნა იგინი მძლე ზედა მტერთა მათთა, ეგრეთვე შენცა დიდითა ხმითა ხადოდი ღმერთსა: „აწ განაძლიერე სული ჩემი და მიხსენ ჭირისაგან და უძლურებისა“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელ ეგე საულისგან პირველ მოძულებულ იყავ. ვითარცა მტერი და მზაკუვარი მისგან ლტოლვილ და განძებულ, და უდაბნოსა დამალულ, მეფედ დაგადგინა ღმერთმან ისრაელსა ზედა და მოგცა ძლევაი მტერთა ზედა და მოშურნეთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.



გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.



მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი

 

 განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, ტკბილად მგალობელო დავით, და შეგვითხზნე გალობანი სულ-შეზავებულნი და ნეტარებითა შემკულნი, რომელ არიან წიგნნი იგი ფსალმუნთაი პურ და მადლი საღმრთო წმიდასა შინა ეკლესიასა, და გვასწავებ ჩუენ, თუ ვითარ ადიდებს ყოველი ქმნილება ღმერთსა, შემოქმედსა თვისსა, და ყოველი სული აქებს უფალსა, მას ევედრე აწ ხსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა და საფრხეთაგან მტერისაითა, რომელნი გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, კაცთა შორის საკვირველო მეფეო და ღირსო წინაისწარმეტყველო, წმიდაო დავით!

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

 

 მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

 

 დიაკონმან:   ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა.

 

 მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.

 

 დიაკონმან: და აღვამაღლო რჩეული

 

 მგალობელთა: ერისაგან ჩემისა.

 

 მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული

 

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება იოანესი

 

  ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა, მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის-რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ-არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წინასწარმეტყველისა და მეფისა, წმიდისა დავით მეფსალმუნესაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: განათლდების ივერთა ეკლესიაი ღუაწლითა შენითა და ვიხარებთ აწ კრებული მორწმუნეთაი და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოანიჭოს ქუეყანასა მშვიდობაი, ეკლესიათა დიდებაი, ქრისტეანეთა უვნებლობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: მაყუალი მოტყინარე და სახუმილი ქალდეველთა მათ შეცურეული, ჭეშმარიტად მოგასწავებდა შენ, ღმრთისმშობელო, რამეთუ შეიწყნარე ცეცხლი ღმრთეებისა, საშოსა შენსა უვნებელად, რომელსა უღაღადებთ და ვიტყვით: „კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო“.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დაფარულად ცხებულ მეფედ გულისხმა-გყოფთ, და მძლავრსა მას ვხედავთ შენ მიერ დაცემულსა და ერსა მონებისაგან განთავისუფლებულსა, ეგრეთვე აწ ამაო ჰყვენ საშინელნი მზაკუვარებანი მათნი, რომელნი უკეთურებითა იღუწიან სავნებელად ჩუენდა.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამხილა რაი ნათან ოდეს შეხვედ ბერსაბესა, განაგე წამალი თვისი სინანულისაი და გუასწავე სიტყუათაგან ფსალმუნისათა „მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და ახოცე ურჯულოვება ჩემი მრავლითა მოწყალებითა შენითა“.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეაერთე რაი უსჯულოებაი უსჯულოებასა და კაცისკვლა მრუშებასა, სინანულიცა მრჩობლი აჩვენე მეყვსეულად, რამეთუ მხილებულ-ჰყავ ცოდვაი, და სთქუ: „მიწყალე მე, მხოლოსა შეგცოდე ყოველთა ღმერთსა, შენ განმწმიდე უფალო“.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

რომელმან სინანულისა მიერ შეიწყალე დავით, ღაღად-ყო რაი: „სასტიკ არიან ცოდვანი ჩემნი ურიაისთვის და ბერსაბესთვის და ყოვლისა ცოდვისათვის, რომელი ვქმენ წინაშე შენსა“, აწ მეცა ნუ უგულებელს-მყოფ მსგავსად მისა და მიხსენ ყოვლისაგან საცთურისა, რომელნი მოაკუდინებენ ბოროტად გულსა ჩემსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

თქუმულნი იგი წინაისწარმეტყუელთანი აღესრულებიან შენ ზედა, ღმრთისმშობელო, რამეთუ სულმან წმიდამან აღუთქუა დავითსა: „ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა იგი საყდართა შენთა“, და განცხადებულად თქუა ნათან წინაისწარმეტყუელმან: „ქალწულისაგან შობილისა მიერ განიხაროს ყოველმან დაბადებულმან“.



გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: „აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარ მრავალ-ფერთა განსაცდელთა შეუძელ დათმენად და ძმის-მკვლელისა აბესალომისა წარმდებებაი, და სულისა მადლითა სიმხნითა თვისითა განერე ყოვლისაგან-ვე და უფროისად იპოვე ძლევაი.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღიძარა როკვად წინაშე კიდობანსა მას რჯულისასა, რომელსა ზედან წოდებულ იყო სახელი უფლისა ღმრთისა ძალთაისა და აღასრულე რაი შეწირვაი მსხუერპლთაი, ღაღადებდი და ხმობდი: „აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა“.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გაყვედრა რა ცოლმან როკვა, მონათა თანა, რქვი „დაღათუ შეურაცხად გამოვჩნდი წინაშე შენსა, ვიხარებდე და ვროკვიდე და ვიმღერდე წინაშე უფლისა ჩემისა, რომელმან გამომირჩია მე უფროის მამისა შენისა, და დამამტკიცა მთავრად ერსა თვისსა ისრაელსა, რაითა ვაკურთხევდე მარადის საქმეთა მისთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

სიტყუათა, დავითისა მიერ თქმულთა აღმასრულებელ იქმენ ქალწულისაგან შობილი ქრისტე, ღმერთი ჩუენი, და წინაითვე წოდებულ იყავ, ვითარცა უფალი უფლებათაი, მარჯუენით მამისა თანა მჯდომარე, და მეორედ განეცხადე ძედ, შობილი დედისაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხორებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ.



გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: რომელმან ჰშევ მთიები, მზისა უბრწყინვალესი ღმერთი, ხორციელ ქმნილი, მოსრული ჩუენდა საშოსაგან შენისა, ხორციელად, გამოგვიჩნდა გამოუთქმელად სიმდაბლით, ამისთვის ღმრთისმშობელო, სარწმუნოებით გადიდებთ შენ.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პირი ხარ ყოველთა მოყუარეთა და მოშიშთა ღმრთისათაი, რამეთუ დაიმდაბლე თავი თვისი და თქუ: „მე მატლი ვარ და არა კაც, საყუედრელ კაცთა და შეურაცხ ერისა“, და ღირს-იქმენ მიმთხვევად ნიჭთა მათ შენთა.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვიდოდი რაი გზასა სიმართლისასა, ფრიად სათნო იყავ თუალთა წინაშე ერისა მის შენისა, და ვითარცა შჯულის-მდებელი ასწავებდი: „შეწირეთ უფლისა მსხუერპლი სიმართლისაი და ესევდით მას“, რამეთუ ღმერთი არს განმაძლიერებელი მოყუარეთა მისთა.

წმიდაო წინასწარმეტყუელო და დიდებულო მეფეო დავით, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იტყოდი რაი გულს-თქუმათათვის თვისთა და იგავობდი ტყუეობისათვის ბაბილოვნისა, აღიარებდი ერისა მის მაგიერ ცოდვათა თვისთა, და დიდ-დიდთა მათ ცოდვათა და ძლიერთა წყლულებათა დასდებდი დიდსა მას წამალსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

ვითარ წინაისწარმეტყუელებითა მოგვითხარ ჩუენ ესევითარნი ესე ხმანი, თქუ რაი გალობათა შინა ახლისა შჯულისათვის და დიდთა საკრველებათათვის, რომელნი მოემადლნეს ამას სოფელსა, რამეთუ არა სიტყვით ხოლო წინაისწარ ყოფადთა მათთვის ქადაგებდი, არამედ საქმით-ცა, რომელ იგი ქრისტეს ზედა იქმნა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მწყობრნი წინაისწარმეტყველთა დღესასწაულობს ღმრთისა მიერ საკვირველებასა შენ შორის ქმნილსა, ღმრთისა დედაო, რამეთუ განხორციელებული ღმერთი შევ ქუეყანასა ზედა, ვინა ანგელოსნი მწყემსთა თანა ძნობენ და მორწმუნენი მოგუნი იოსების თანამღაღადებენ საკვირველებათა დავითისთა.



 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღდელმან აკმიოს:

 

 მკითხველმან: დავითს მეფედ ეცხო მწყემსობასა ღმრთისა მიერ, იუდას თესლისაგან, ხოლო ქრისტე ღმერთი ჩუენი ხორცითა თესლისაგან დავითისა გამოსჩნდა და დიდებულად მეფედ და ღირსად წინასწარმეტყველად აღადგინა მონაი თვისი სათნოი, და ხსენებაი მისი ადიდა.

აქებ და უგალობ, ნეტარო დავით: „ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? უბრალო ხელითა და წმიდა გულითა, რომელმან არა აიღო ამაოებასა ზედა სული თვისი და არცა ეფუცა ზაკვით მოყუასსა თვისსა.“, ამისთვისცა ევედრე ღმერთსა, მომანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა.

გეხილვნეს შენ, ნეტარო, საქმენი ბოროტნი კაცთანი და მძლავრობით მთავრობა ეშმაკისა და ესვიდი ყოვლად წმიდითა სულითა უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტეს განცხადებასა, მას ევედრე აწ, წმიდაო დავით, რაითამცა დაგვიფარნეს საფრხისაგან ეშმაკისაითა და ბოროტებისაგან კაცთაისა და დაიცუნეს ერი ჩუენი ზედა დასხმისაგან მტერთაისა.

ჭეშმარიტებით კეთილად ღაღად-ყო, მგალობელთმთავარმა დავით და გევედრა: „შენ მხოლოსა შეგცოდე, უფალო, და ბოროტი შენ წინაშე ვყავ“. მსგავსად მისა მღაღადებელი გეტყვი, უფალო, ღმერთო ჩემო, შეგცოდე უფროის ყოველთასა, გარნა ვედრებითა მისითა შემიწყალე და მასწვე გზა ცხორებისაი.

რომელიცა ეგე ღმრთისა მიერ მოივლინე მეფედ მართლად და წინაისწარმეტყუელად რჩეულად, უფალმან მოგცა განზრახვაი კეთილი და აღძრვანი მტერთანი დაამხუენ ძალითა ღმრთისაითა, იმეოხენ აწ წინაშე მისსა, სიმხნეე, სიბრძნის და მძლეველობაი ყოველთა მაჭირვებელთა ზედა გარდამოგვივლინნეს, სანატრელო, და განხადნეს წყუდიადი და ხსნილებისაი, რაითა უღმრთოთა ნებისაებრ არა მივიდრიკნეთ უსჯულოებისადმი და ბჭენი სასუფეველისანი არა დაგვეხშნეს მოსავთა შენთა.

ფსალმუნებ, დავით, და განგუაშორებ ჩუენ ზრახვისაგან უღმრთოთაისა და სლვისაგან და საყოფელთაგან ცოდვილთაისა, და საჯდომელისაგან და სამთავროისაგან უშჯულოთაისა, და სიხარულით ნებსით ჩუენით მიმიყვანებ შჯულსა უფლისასა.

მ, ყოვლად ქებულო მეფეო დავით, ვითარცა ისრაელსა განარინებდი დამონებისაგან უცხოთესლთაისა ძალითა ღმრთისაითა, ეგრეთვე აწ ითხოვე მის მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი და მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა, სიმტკიცე მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამწმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ყოვლისა შემოქმედსა:



 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.



მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ყოვლად ქებულო და ღირსად სანატრელო წინაისწარმეტყველო ღმრთისაო დავით! უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო, მხედართა სიქადულო, მეფეთა სიმტკიცეო, მთავართა დიდებაო, მოწყალეო, გლახაკთა ხელის-აღმპყრობელო და დავრდომილთა მსწრაფლ-შემწეო, ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, მომმადლოს მე სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, ვითარცა იგი ძუელ ოდესმე შენ მოგმადლა და განგბანა ცრემლითა, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღო სასჯელი კადნიერებისაი. შთანერგოს გულთა შინა ჩუენთა სული მორჩილებისა და თავმდაბლობისაი, სული ძმათმოყუარეობისაი და სიწრფელისაი, სული მოთმინებისაი და სიწმინდისაი, სული უფლის დიდების მოშურნეობისაი და მოყუასთა ხსნისაი. განაქარვე, ჰოი, მგალობელთმთავარო, ლოცვითა შენითა ბოროტნი ჩვეულებანი ამა სოფლისანი, და უფროის განმხრწნელი სული ამა საუკუნისაი, სული ერთა შთანმთხეველი უფსკრულსა შინა ბიწიერებისა და დაღუპვისასა.

ჰოი, დიდო მეფეო და მამათმთავარო, ფსალმუნთა გამომთქუმელო დავით! მსწრაფლ შეისმენდა რაი ღმერთი ღაღადებასა შენსა და თხოვასა, სიმართლითა ხოლო შენითა და არა თუ ამპარტავანებითა თქუ ფსალმუნი ესე სამხილებელად უშჯულოთათვის და უღმრთოთა: „ხადილსა ჩემსა ესმა ჩემი ღმერთსა სიმართლისა ჩემისასა“, რამეთუ უწყოდი შენ, მეფეო, რამეთუ ღმერთი ჰბრძოდა შენ წილ, და აწ მადლითა მით რომელ გაქუს მის მიერ, შეგვეწიე ჟამსა ამას წინაშე ხატის შენისა წარდგომილთა, რაითა მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისა. ძმებრივი სიყუარული მოყუასისა და საღმრთო მოშურნეობა მამულისა. და თვინიერ შებრკოლებისა აღგდგინოს ძირთაგან შენთა, ცხებული ღმრთისაი, რომელიცა ძალითა ჯუარისაითა დაარღვევს საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრულსა საიდუმლოსა მას უშჯულოებისასა, და მოჰკრძალავს ზოგად ყოველთა სამზღუართა საქართველოისასა და კუალად აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაით, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამა ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეს-მოყუარე მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი. შუამდგომელობითა შენითა განგვარინე, მამათმთავარო, რისხვასა ღმრთისასა, და დაიფარე ქუეყანაი ჩუენი გვალვისაგან და სიყმილისა, საშინელისა ქარისა და ძრვისაგან, მომაკვდინებელისა წყლულებისა და სნეულებათაგან, მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან.

ჰოი, ყოვლად საკრველო წინაისწარმეტყუელო, და ბრძოლათა შინა უძლეველო - მეფეო დავით! ვითარცა " გაქუს ძლიერებაი ღმრთივმონიჭებული, იმეოხენ წინაშე მისსა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობა და მღვიძარება სულთათვის; მთავართა – სიბრძნე, ძლიერება და კეთილად მწყსაი ერისაი; მსაჯულთა – სამართალი თუალუხუავი; მხედართა მამაცობაი; წინამძღუართა – გონიერება და სიმდაბლე; ერისაგანთა უცოდველობა და დედათა კრძალულებაი; მეუღლეთა – სიყუარული და თანხმობაი; შვილთა – მორჩილებაი; ჩაგრულთა – თმენაი; მჩაგვრელთა შიში ღმრთისაი; მწუხარეთა სულგრძელებაი; მხიარულთა მოზღუდვილობაი და სული გონიერებისა და ღმრთისმოსავობისაი, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოი და ცრუ მორწმუნეობაი, ამპარტავნებაი, ზაკუვაი, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაი, უმადლოებაი დრტვინვაი, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაი, ქუელის საქმითა განშუენებაი, წმიდითა ლოცვითა განათლებაი აღსარებითა განწმედაი, ზიარებითა განბრწყინვებაი, პატიოსნად მიცუალებაი, სასუფეველსა დამკჯდრებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდება და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და წმიდისა მეფისა და წინაისწარმეტყველისა დავით მეფსალმუნისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

 

ყოველთა მოგვიგიე შენ უფლისა მიმართ მვედრებელად, წინაისწარმეტყველთა შორის მეფეო და მეფეთა შორის წინასწარმეტყველო, ღმრთისა მამაო დავით, და სიღრმით გულისაით, მუხლმოდრეკით მლოცველნი შეუვრდებით პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით: შეწევნითა შენითა განგვკურნენ ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა და გვიხსენ ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.

დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა მეფისა დავითისითა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ-მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.