მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი პარაკლისი
წმიდათა შორის მამათა ჩვენთა, დიდთა მღდელმთავართა:
ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი

 

  ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ვითარცა მოციქულთა თანა მოსაგრენი და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნი, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაი 1, უგალობდითსა

 

ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რჩეულთა სამებისათა, იოვანეს გიგალობთ გრიგოლითურთ, თანად საღმრთოდ ღმრთისმეტყველით და მაღალგონებასა ბასილისა, და შედგომილნი დოღმატთა თქუენთა გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, რაითა დაგვიცვას ყოვლისაგან ბოროტისა.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულისა წმიდისა ტაძარნო, ქრისტეს მიერ აღშენებულნო, ღირსნო, წმიდანო მღდელთმოძღუარნო, რომელნი ამხილებდით უდებთა, და ასწავებდით უმეცართა, აწ ვედრებად ნუ დასცხრებით მოსავთა თქუენთათვის წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

კაცნო ღმრთისანო და სუეტნო და სიმტკიცენო ეკლესიისანო, გალობად ნუ დასცხრებით ჩუენთვის უფლისა მიმართ, რაითა მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა, და მოგვცეს ძალი მიტევებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ხსენებასა მართალთასა კრებული ღმრთივგანბრძნობილი ქებით აღასრულებს, რომელთა თანა, ღმრთისაცა დედაი, ვითარცა თავი მათი შუენიერებასა შინა იდიდების, დასასრულისა და პირველისა და საშუალისა მპყრობელი წესისა და ზიარქმნილი კეთილ შესხმისა.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ-მოყუარე.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ქალაქად ბრძენთა მიხუედ, ბასილი, და ვითარცა ღრუბელმან. აღმოივსე სოფლისა იგი ბრძენთა მეცნიერებაი და განარჩიე იფქლი ღუარძლისაგან და შეჰკრიბე საუნჯეთა.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ჰპოვე კეთილი იგი მუშაკი, ღმრთეებისა გამომეტყუელი, ღირსი იგი ბასილი, და შეაყავთ გონებაი, დიდო გრიგოლი, ვითარცა პეტრეი და პავლეი, და ჰქადაგეთ ერთი ღმრთეებაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ბასილი საღმრთოი გონებაი, გრიგოლი ხმაი საღმრთოი და იოვანე სასანთლეი ყოვლად შუენიერი – სამნი მსახურნი სამებისანი ჰქადაგებდით და ნათლად აჩუენეთ პირთა სამებობაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წიაღსა შინა წმიდასა ქალწულისასა დამკვიდრებული, სულთა წმიდათა ღმერთშემოსილთასა ჰყოფს სამკვიდრებელად, და ბაგითა მათითა მიუთხრობს საიდუმლოსა დედისა თვისისასა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

 

წარდგომა, ხმა 8

 

  გნატრით თქუენ, ვითარცა მოძღუართა, გვამთა თვითებითა განყოფილთა და სულითა შეყოფილთა, შესავედრებელთა ღმერთშემოსილთა სამებისა სწორ რიცხუთა და მსახურთა, მნათობთა ყოვლისა სოფლისა განმანათლებელთა, ეკლესიისა სუეტთა, რომელთა გვირგვინითა დიდებისაითა, ვითარცა მძლეთა, გვირგვინოსან-ჰყოფს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელსა აქუს დიდი წყალობაი.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მნათობნო ყოვლად ბრწყინვალენო ქრისტეს ეკლესიისანო და სწავლითა თქუენითა განმაბრწყინვებელნო სოფლისანო, ღმრთივგანბრძნობილნო მამანო – ბასილი, გრიგოლ და იოვანე, რომელთა განახმენით ყოველი წვალებათა ბოროტმადიდებლობაი, აწცა დაშრიტეთ ყოველნი აღძრვანი მათნი.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღმერთშემოსილთა ზეცისა მესაიდუმლეთა და ქადაგთა, მართლმადიდებლობისა ყოვლად უპატიოსნესთა დამცველთა – წმიდათა მღდელთმთავართა ბასილის, გრიგოლისა და იოანეს აღგძრავთ შეწევნად ჩუენდა, რაითა მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოვედით ზეციერისა სამებისა მსახურნო, ქუეყნიერსა სამობასა ვაქებდეთ – ბასილის – სუფევისა სეხნასა, გრიგოლის – ღმრთისმეტყველ ზედ-სახელსა, და იოვანეს მადლად წოდებულსა, სიბრძნისა ნაკადულთა, მარადის წყლისა ცხოველისა აღმომადენთა, და ვაქებდეთ უფალსა, განმაძლიერებელსა მათსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გონებაი მარტივი, თავმდებელი შეერთებისა და განცხადებული გარეგან შერწყმისა ძესა შორის შენსა, დედოფალო, სამთა ღმერთშემოსილთა მოძღუართა აღიარეს, ორითა ნებითა და მრჩობლითა მოქმედებითა, მრჩობლ-ბუნებათა მქადაგებელთა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

ძლისპირი: ნუსადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

საღმრთოისა მის სიბრძნისა სიმდიდრენი, ვითარცა უფსკრულისაგან აღმოივსეთ, ჰოი, მღდელთმთავარნო ქრისტეისნო, და განუყავით რაი ერსა მართლმადიდებლობისა საფასეი, სიხარულითა აღავსეთ მორწმუნენი, ხოლო ურწმუნოთა მათ მგმობართა პირნი დაუყვენით.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ანგელოზნო ქუეყანისანო, ზეცად მიმართ მავალნო, და წინამძღუარნო მაღლისა მიმართ სამოთხისა შესავალისანო, აწ ჩუენცა წარგვიძეღით გზასა მას ქრისტეს მცნებათასა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ქუეყანისა მზისა სიმტკიცენო, შარავანდედნო და ნათელნო – სამ-მზეობითისა ცისკროვანებისა მიერ დაბნელებულთა აღმხილველნო, მეცა ცოდვათაგან დაბნელებული ესე განმანათლეთ, და მიხსენით რწმენისაგან არა-ცხოველისა და ნელ-ტფილისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბუნებამან უკუდავმან წინა უსწრო მოკუდავსა სიწმიდესა შინა, გარნა ქალწული უხორცოთა ანგელოზთა უმაღლეს აღვიდა, ვითარცა ღმრთისა და ანგელოზთა მეუფისა მშობელი, რომლისა მიმართ მათ მიერ მიხედვაი შეერთებულ არს.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთივგანბრძნობილად გამოჩნდით, მამანო, და კეთილმსახურებითა ჰქადაგეთ რაი მამაი და ძეი და სული წმიდაი, აწ ჩუენცა შეგვეწიეთ მისა მიმართ, რაითა გუასხუროს ცუარი მადლისა თქუენისაი.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ასწავებდენ რაი ერთისა ბუნებისა სამ-გვამოვანისა თაყვანისცემასა, სამთა ღმერთშემოსილთა მოძღუართა შევიწყნარებთ, სამებისა ერთარსისა ღმრთისმეტყველებისა მასწავლელთა და ვადიდებთ ღმერთსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

აბრაჰამისა უცხოთმოყუარებასა ჰბაძევდით, ღმრთივგანბრძნობილნო, და შემწე ექმენით რაი ქურივთა და ობოლთა, მწუხარეთა ხელსა აღუპყრობდით და თუალუხვავად ამხილებდით მძლავრთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უდედო პირველ ხორცითა, ხოლო უმამო შემდგომად ხორცთ შესხმისა, ძე მამისა და დედისა იგივე, რომელსა ესე უწოდს უაღრეს გონებისა ორთადვე, რამეთუ ჰშუენის ღმერთსა საკვირველებაი ყოვლად დიდებული.

 

 

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი, ხმაი 2

 

 სამღდელოთა და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელთა და მღდელთმთავართა თავთა, უფალო, კეთილთა შენთაგან მიიღეს განსუენებაი, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითუალენ უფროის ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო რომელმან ადიდენ წმიდანნი შენნი.

 

სხუაი კონდაკი

 

 სამთა უპირატესთა და უდიდესთა მნათობთა, სამ-მზეობისა ღმრთეებისათა, რომელთა ყოველი სოფელი შარავანდედითა დოღმატთა საღმრთოთა განანათლეს და თაფლთ-მწოლვარითა მდინარითა სიბრძნისათა, ყოველი სოფელი ცნობისა ღმრთისა ნაკადულითა მორწყეს: ბასილის – დიდსა და ღმრთისმეტყველსა გრიგოლის იოვანეს თანა ენაი ოქროვან წოდებულისა ყოველნი, რომელნი სიტყუათა მათთა ტრფიალთ-ვართ, გალობით პატივს ვსცემდეთ, რამეთუ მარადის ევედრებიან ჩუენთვის ყოვლადწმიდასა სამებასა.

 

იკოსი

 

 დიდთა სასანთლეთა ნათელ ცისკროვანთა და სუეტთა ეკლესიისათა დაურღვეველთა ერთ ხმობით შევასხმიდეთ დამტკბარნი სიტყუათა მათთა მიერ, მადლთა ყოვლად ბრძენსა ოქრო სიტყუასა და დიდსა ბასილის გრიგოლისა თანა ბრწყინვალისა ღმრთისმეტყველისა და მათდა მიმართ ვხმობდეთ: სამ-მნათობნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით მედღესასწაულეთათვის თქუენთა.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან:   პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულის-ხმის-ყოფასა.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე

 

 მგალობელთა: და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული

 

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება იოანესი

 

  ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი პოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდის, არამედ რაითა იპაროს და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდლით-დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებული არნ და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი, იგინიცა ჯერ-არიან მოყვანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდათა დიდთა მღდელთმთავართა ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა და იოვანე ოქროპირისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: განეფინა რაი მადლი ბაგეთა თქუენთა, ჰოი, სამმნათობნო მამანო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, იქმნენით მწყემსნი ქრისტეის ეკლესიისანი, და მასწავლელნი სიტყვიერთა ცხოვართა ერთ არსებით და ერთ ღმრთეებით ჰრწმუნებად სამებისა, აწ ითხოვეთ მისგან მშვიდობაი სოფლისაი და შეუძრველად დაცვაი ეკლესიისაი; ზედა-მოსლვათაგან მტერისა ხსნაი ივერიისაი, და ჩუენ ყოველთათვის მოტევებაი ცოდვათაი.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ღმრთისა გარდამოსლვასა ოდესმე ბაბილონს ცეცხლი მეოტ-იქმნა, რომელსა სამნი ყრმანი სახუმილსა მას შინა ვარდსა ფერხითა სტკებნიდეს და განწყობილნი გალობდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სამთა მათ მღდელთმთავართა აღირჩიეთ რაი ღუაწლი მხილებისაი, საღმრთოითა მოძღურებითა თქუენითა განაქიქეთ სიცრუენი ელინთა და მწვალებელთა, და მრავალთა აღძრეს ბაგენი გალობად: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხმითა ღმრთისაითა მაღლითა მქუხარენო ჩუენდა, ყოვლად საკვირველად, შარავანდედ არიან ელვისა თქმულნი თქუენნი, ყოვლად ბრძენნო, და თქუენთანა უკუე ვგალობთ ჩუენცა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მარგარიტთა ბრწყინვალეთა და ქუეყანისა მნათობთა, მადლისა აღმომდენთა, პირთა ქრისტეის ჩემისათა და სამებისა წინამბრძოლთა, მეოხ გყოფთ წინაშე მისა, რაითა მსწრაფლ განვიღვიძოთ მსგავსად ნინეველთაისა და დაუცხრომელად ვიღუაწოთ ხსნისათვის სულისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

შენ შორის დაემკვიდრა, ქალწულო, და შემდგომად შობისა დაგიტევა ქალწულად სტიხიოთა აღმგებელი და შემცვალებელი ბუნებათა, ვითარცა ჰნებავს, ღმრთისმშობელო მარიამ, მისა მიმართ ვღაღადებთ შენ თანა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შვიიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

შეიერთნეს სამნი ესე ღმრთისა მქადაგებელნი, სამებისა წმიდისა შემაერთებელნი და განუყოფელად ყოველთა შინა დამცველნი, ბუნებითა მით საღმრთოითა, რომლისაგან მოიღეს დიდებაი უცვალებელი, და განუყოფელი ერთ-ქებად საწოდებელი, უკუნისამდე აღმამაღლებელნი მისნი.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

არა არს მეორობა სამთა ამათ შორის, რამეთუ თვითოეულსა ამათსა აქუს უხუცესობაი, არა არს პირველობაი და ერთ-პატივობასა შინა უმაღლესობაი, არამედ უფროსღა შეათვისებენ ურთიერთარს ძლევისა სიხარულითა, რამეთუ არა დაიტევის აქა შორის კადნიერებაი, განმხრწნელი ერთ-გონებისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კეთილ მონანო სახიერნო და სარწმუნონო, კეთილნო მუშაკნო ქრისტეს ვენახისანო, რომელთა სიმძიმეი დღისაი იტვირთეთ და მოცემული თქუენდა ტალანტი აღაორძინეთ, განგეხუნეს თქუენ ბჭენი ზეცათანი და შეხვედით სიხარულსა მეუფისა ქრისტეისსა, აწ იოხეთ ჩუენთვის წინაშე მისა, რაითა მოგვანიჭოს შენდობაი შეცოდებათაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიიღოო უკუე ჩუენი და მოგუცა თვისი იგი ქუელისმოქმედმან, ქმნა ოდენ და არა ივნო, ქალწულო, რამეთუ იქმს, გარნა არა აღაგებს ხრწნილებად, ხოლო უფროისღა ივნო ნებსით და ვნებითა ვნებასა დახსნის, ვითარცა გვასწავებენ სამნი იგი მამანი საიდუმლოდ.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეს ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ზეცით უკუე ორნი იგი უდიდესნი მნათობნი განანათლებენ მზესა ქუეშესა, ეგრევე აცისკროვნებთ სამნი ესე მნათობნი – ყოვლად დიდნი განმანათლებელნი ყოველსა სოფელსა და სარწმუნოებითა და სურვილით აღმასრულებელთა საღმრთოსა და სამღდელოსა დღესასწაულისა თქუენისათა აღძრავთ დიდებად ღმრთისა.

წმიდანო დიდნო მღდელთმთავარნო – გრიგოლი, ბასილი და იოვანე, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აღვიძრნეთ აწ, მორწმუნენო, ქებად მღდელთმთავართა, მოციქულთასწორთა მადლითა და ნიჭითა ერთპატივთა, უპატიოებისა დამამხობელთა, და ვევედროთ მეოხებაი წინაშე ღმრთისა, რაითა შეუძრველად დაიცვას წმიდაი ეკლესიაი ჩუენი კუეთებისაგან მტერთაისა და მძლე ჰყოს მწვალებელთა ზედა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

მოვედით, აწ ერნო მორწმუნენო, და ვაქებდეთ სიტყვიერთა საყვირთა ღმრთისათა და სარკეთა მათ საღმრთოთა – დიდსა ბასილისა, საღმრთოსა სულიერსა ცეცხლსა გრიგოლისა და იოვანე ოქროპირსა – ოქრო ნაკადულთა სწავლათა აღმომადინებელსა ჩუენდა, და ვევედრებოდეთ შეწევნასა, რაითა ვიქმნეთ სათნომყოფელ ღმრთისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძეი უკუე ღმერთი ჰქადაგეს თავთა ბრძენთა მოძღუართასა, ძეი იგი შენი მამისა გამოცხადებითა, და არა თუ ხორცთა და სისხლთა მიერ, ესე ჰსცნეს საიდუმლოდ, დედაო ღმრთისაო, ამისთვის შენ ქალწული გადიდეს და დედად ღმრთისმშობლად განგადიდეს.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღდელმან აკმიოს:

 

 მკითხველმან: შემოვკრბეთ, ჰოი, წმიდათა მოყუარენო, და შესხმითა გალობისაითა უგალობდეთ მღდელთმთავართა ქრისტეისთა და მამათა დიდებათა: გიხაროდენ, ბასილი – ეკლესიისა მნათობო ყოვლად ბრძენო და სუეტო შეურყეველო; გიხაროდენ, გონებაო ზეცისაო, მღდელთმთავარო ყოვლად უდიდებულესო, ღმრთისმეტყველო გრიგოლი; გიხაროდენ, ოქროო სიტყუაო ყოვლად ოქროვანო იოვანე, ცხადად მქადაგებელო სინანულისაო; და ერთობითა მეოხნო მოსავთა თქუენთაო.

კაცნო ღმრთისანო და მონანო სარწმუნონო, კაცნო გულისსათქმელნო, ჭურნო რჩეულნო, სუეტნო და სიმტკიცენო ეკლესიისანო და სასუფეველისა მემკვიდრენო, ღმრთისა მიერ სამნეტარო ბასილი, გრიგოლი ყოვლად ბრძენო, და ყოვლად პატიოსანო იოვანე, ვედრებად ნუ დასცხრებით ჩუენთვის უფლისა მიმართ, რაითა დაშრიტოს ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი და მამულსა შინა მოჰკრებდეს ყოველსა ქუყანასა ზედა განბნეულთა ქართველთა.

ყოველსა სოფელსა აზიარებს სიხარულსა კონსტანტინეს ქალაქი, სადა აწ დაუნჯებულ არს ნაწილთა თქუენთა წმიდანი ლუსკუმანი, დაბრძანებულნი ტაძარსა შინა მთავარმოწამისა გიორგისასასა, და სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მათდა, გაქებენ სამნეტართა მათ მღდელთმთავართა – ბასილის – დიდსა; ღმრთისმეტყველსა გრიგოლისა, და იოვანეს – ოქრო-პირსა და გევედრებიან სულთა და ხორცთა კურნებასა.

ვითარცა სწავლისა მდინარეთა აღმომადენთა ჩუენდა სამთა ყოვლად დიდთა მწყემსთა და მოძღუართა სულიერთა ვაქებდეთ ყოველნი მორწმუნენი და შევასხმიდეთ: ფილოსოფოსნო – ბრძენთა, მღდელნო – მწყემსთა; ცოდვილნო შუამდგომელთა; გლახაკნო – განმამდიდრებელთა, ჭირთა შინა მყოფნო – ნუგეშინისმცემელთა; მოგზაურნო – გზასა თანა მავალთა; ზღუასა თანა მყოფნო – მესაჭეთა; და ყოველნი ყოველთაგან მხურვალედ ზედამდგომელთა საღმრთოთა მღდელთმთავართა, რაითა დაგვიფარონ ცთომილებათაგან სოფლიურთა და გვიხსნან საუკუნოთაგან სატანჯველთა.

გნატრით თქუენ, ვითარცა სამებისა წინამბრძოლთა და კეთილმსახურებისა ზღუდეთა, შემდგომად ათორმეტთა მოციქულთა, სამთა მოციქულთა – წყლისა ცხოველისა მდინარეთა, ედემით გამოსრულთა, რომელნი ასმევენ პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, და გევედრებით მეოხებასა წინაშე მარიამ ღმრთისმშობლისა, რაითა თანა-წარგუხადოს ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს მარადის დიდებად ღმრთისა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ღმრთივგანბრძნობილნო მამანო – ბასილი, გრიგოლ და იოვანე, ოქროსიტყუანო საღმრთონო, აღსავალნო ღმრთისმეტყველებისანო და დიდნო ზღუდენო ეკლესიისანო; მოძღუარნო ყოვლისა სოფლისანო და სუეტნო კეთილმსახურებისანო; ყოვლად ბრძენნო მკურნალნო სულთა და უძლურებათანო და შესავედრებელნო და საფარველნო ყოველთა თქუენდა მოლტოლვილთო!

ჰოი, მნათობნო ყოვლად ბრწყინვალენო ქრისტეს ეკლესიისანო და სწავლითა თქუენითა განმაბრწყინვებელნო სოფლისანო, ქადაგნო ელვარენო, ყოვლად ბრძენო ბასილი და ღმრთისმეტყველო გრიგოლი, ყოვლად ოქროვანისა იოანესა თანა, ნუ დასცხრებით აწ ვედრებად ქრისტეისა, წყალობითა მოხედოს დედისა თვისისა წილხვდომილსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისაისა ქუეყანასა ზედა, და დაიცვას მამული ჩუენი მტერისა საფრხისაგან და ძმათა შორის შუღლისაგან, რაითა არა ჰსთქუან ყოველთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს სული მოწყალებისა, სიწმიდისა და სიმართლისაი, და მოგუანიჭოს მოუკლებელი სიყუარული სჯულისა ჩუენისა და მამულისაი, რაითა ყოველნი მკვიდრნი საქართველოისანი მართლმადიდებლობასა და ერთსა ზრახვასა შინა განვმტკიცდეთ და ერთითა პირითა და ერთითა გულითა მაცხოვარსა ჩუენსა ვადიდებდეთ; მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარ-ეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ღმერთშემოსილნო ზეცისა მესაიდუმლენო და ქადაგნო, მართლმადიდებლობისა ყოვლად უპატიოსნესნო ღმრთისმეტყველნო, დიდო სამღდელოო ბასილი, საღმრთოო ღმრთისმეტყველო გრიგოლი და იოანე – ენითა ყოვლად-ოქროო, რომელნი ღირსად დიდებულ – გყვნათ სამებამან უფალმან, აწ ჩუენცა შეგვაწყნარეთ სახიერებასა მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ მოგვაგოს მოწყალებისაებრ თვისისა, და მოგუმადლოს მშვიდობითი და უშფოთველი ცხორებაი, სიმრთელეი სულთაი და ხორცთა ჩუენთაი, კეთილნაყოფიერებაი ქუეყანისაი და განგვაშოროს სიყმილი ხორცთაი და წარწყმედაი სულთაი, რაითა წინამძღუანებულნი და დაცულნი ლოცვითა თქუენითა, მიწევნულ ვიქმნნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და თქუენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობით დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

 

ჰოი, ყვავილნო კეთილ-სულნელნო, სამოთხისა უშუენიერესნო, გრიგოლ ღმრთისმეტყველო, ბასილი ბრძენო, და იოვანე ოქრო-პირო, ქუხილისა საღმრთოსა საყვირნო, და სულისა წმიდისა ტაძარნო, ქრისტეს მიერ აღშენებულნო, ღირსნო, წმიდანო მღდელთმოძღუარნო, პატიოსანსა ხატსა თქუენსა შევრდომილნი გევედრებით მეოხებასა წინაშე ღმრთისა, რაითა უვნებელად დაგვიცვას ყოველთა ვნებათაგან – სულიერთა და ხორციელთა და წარგვიმართოს გზასა წრფელსა და ჭეშმარიტსა.

გაქუს რაი გამოუთქმელი სიმდიდრეი წყალობისაი, ყოვლადუბიწოო დედოფალო, შენდა მოვივლტით და გევედრებით, ვითარცა ურცხვენელსა მეოხსა წინაშე ძისა შენისა, რაითა მოგუფინოს ჩუენ მშვიდობაი ქუეყანასა ზედა, და სიხარული ცათა შინა.

 

შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
გამოყენებული ლიტერატურა: სადღესასწაულო წეს-განგება