მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი გალობა ახლისა წელიწადისა

 

შემდგომად ლიტურღიისა იტყვის დიაკონი: გვაკურთხენ მეუფეო;

მღდელმან: კურთხეულ არს მეუფება, მამისა, და ძისა, და წმინდისა სულისა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე:


გუნდმან: ამინ.


 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 

ფსალმუნი 64:


შენ გშუენის გალობაი, ღმერთო, სიონს, და შენ მიგეცეს ლოცვა იერუსალეიმს. შეგესემინ ლოცვისა ჩემისა, შენდა ყოველი ხორციელი მოვიდეს. სიტყუანი უსჯულოთანი განძლიერდეს ჩუენ ზედა, და უღმრთოებათა ჩუენთაგან შენ მილხინო. ნეტარ არს, რომელი გამოირჩიე და შეიწყნარე, და დაიმკვიდროს ეზოთა შინა შენთა, აღვივსენით ჩუენ კეთილითა სახლისა შენისათა; წმიდა არს ტაძარი შენი, საკვირველ არს სიმართლითა, შეისმინე ჩუენი; ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს. განჰმზადნა მთანი ძლიერებითა თვისითა, გარეშერტყმულმან ძლიერებითა, რომელი შეაძრწუნებს სიმდიდრესა ზღვისასა; ოხრასა ღელვათა მისთასა ვინ დაუთმოს? შეძრწუნდეს წარმართნი, და ეშინოდეს მკვიდრთა კიდეთასა სასწაულთა შენთაგან; გამოსლვასა ცისკრისასა და მწუხრისასა მხიარულებაი. მიხედე ქუეყანასა და დაათრვე იგი, განამრავლე განმდიდრებაი მისი; მდინარე ღმრთისაი აღივსო წყლითა; განუმზადე საზრდელი მათი, რამეთუ ესე არს განმზადებაი. ურნატნი მისნი დაათრვენ, განამრავლე ნაყოფი მისი, ცუარითა მისითა მხიარულ იყოს ჯეჯილი მისი. აკურთხო გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, და ველნი შენნი აღივსნენ სიპოხითა. განპოხნეს შუენიერებაი უდაბნოსა და სიხარული ბორცუთა შეიმოსონ. შეიმოსნენ ვერძნი ცხოვართანი და ღელეთა განამრავლონ იფქლი; ღაღადებდენ და გალობდენ.


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

დიაკონმან: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა, და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: წმიდისა ამის ეკლესიისათვის, (სახლისათვის) და სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღმრთისაითა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოის კათოლიკოს_პატრიარქისა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა (სახელი)-თვის და ყოვლადუსამღდელოესისა მიტროპოლიტისა (ანუ ეპისკოპოსისა; სახელი, რომლისაცა იყოს სამფლობელო), პატიოსანთა მღდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა, და ყოვლისა სამღდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: ღმრთივდაცულისა ერისა ჩუენისა, ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა კეთილთა წარემართოს მას ყოველსა შინა, და დაუმორჩილნეს ქუეშე ფერხთა მათთა ყოველნი ქრისტეს მოძულენი წარმართნი, და ყოველნი მტერნი და მბრძოლნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: სამეუფოისა ქალაქისა ამისა ჩუენისა თბილისისა და ყოვლისა ქალაქებისა და სოფლებისათვის და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა მოწყალებით აწინდელი სამადლობელი, და ვედრებაი ჩუენ უღირსთა მონათა თვისთა ზეშთა ცათა საკურთხეველსა თვისსა შეიწირნეს, და კეთილ მოწყალეობით შეგვიწყალენ ჩუენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა კეთილ შეწყნარებულ იქნეს ვედრებაი ესე ჩუენი და მოგვიტევნეს ჩუენ და ყოველთა ერთა თვისთა ყოველნი შეცოდებანი ნებსითნი და უნებლიეთნი წარსულსა წელსა შინა ჩუენმიერ ქმნილნი ბოროტნი, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა აკურთხეს დასაწყისი და გარდასლვაი წლისა ამის მადლითა კაცმოყვარებისა თვისისაითა, ხოლო ჟამი მშვიდობისაი, კეთილშეზავებულებაი ჰაერისაი და ჩუენ უცოდველობაი, სიმრთელეი და უხვებით ცხოვრებაი, მოგვანიჭოს, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა გარე მიაქციოს ჩუენგან ყოველი რისხვაი თვისი სამართლად ჩუენ ზედა ცოდვათა ჩუენთათვის მოწევნული, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა განსდევნეს ჩუენგან ყოველი სულთა გამხრწნელნი ვნებანი და განრყვნილნი ჩუეულებანი, და საღმრთოი შიში თვისი დაჰნერგოს გულსა შინა ჩუენსა, აღსრულებაი მცნებათა მისთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა დაამხუნეს ყოველნი მწვალებელთა განმდგომილებანი, და დაენერგოს ყოველგან მართლ–მორწმუნეობა, და კეთილ–მსახურებაი, და მოაქცივნეს ყოველნი განდრეკილნი მართლისა სარწმუნოებისაგან ცნობად ჭეშმარიტებისა თვისისა, და შეაერთნეს იგინი წმიდასა თვისსა მართლმადიდებელსა ეკლესიასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: რაითა იხსნეს წმიდა ეკლესიაი თვისი, და ჩუენ ყოველნი, ყოვლისაგან ჭირისა, განსაცდელისა, როსხვისა და იწროებისაგან, და ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ხოლო სიმრთელით, დღეგრძელობით, და მშვიდობით, ანგელოზთა თვისთა დაბანაკებით მორწმუნენი თვისნი მარადის გარე შეგვზღუდენ, უფლისა მიმართ ვილოცოთ:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ ჩუენ ღმერთო შენითა მადლითა:


გუნდმან: უფალო, შეგვიწყალენ.



დიაკონმან: ყოვლად წმიდისა უხრწნელისა, უფროისად კურთხეულისა, დიდებულისა დედუფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმინდათა მომხსენებელთა თავნი თვისნი და ურთიერთას და ყოველნი ცხორებაი ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ:


გუნდმან: შენ უფალო.



მღდელმან: რამეთუ შუენის შენდა ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანის–ცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


გუნდმან: ამინ.



 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი ესე, ხმა 4.


მმადლობელნი უღირსნი ესე მონანი შენნი, უფალო, დიდთა ქველისმოქმედებათა შენთათჳს, რომელნიცა ჰქმნენ ჩუენზედა, დიდებით გაქებთ შენ, გაკურთხევთ, გმადლობთ, გიგალობთ და ვადიდებთ შენსა კეთილმოწყალებასა და მონებრ სიყუარულით გიღაღადებთ შენ, კეთილისმყოფელო ჩუენო: მაცხოვარ, დიდებაჲ შენდა.


დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.


კონდაკი ჴმაჲ 3


ქველისმოქმედებათა შენთა და ნიჭთა უსასყიდლოდ ღირსქმნულნი უჴმარნი მონანი შენნი, მეუფეო, გულსმოდგინედ შენდა მომართ მოვივლტით და მადლობასა ძალისაებრ შევწირავთ და შენ, ვითარცა კეთილისმყოფელსა და შემოქმედსა, დიდებით გიღაღადებთ: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ყოვლადმოწყალე.


აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.


ხმა 5


ყოვლისა დაბადებულისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამსხმელო, აკურთხე გვირგვინი ამის წელიწადისა, სიტკბოებითა შენითა, დაიცვენ მშვიდობით ერი ჩუენი, ქალაქი და სამწყსოი შენი, რომელნი გევედრებიან შენ, ღმრთისშობლისა მიერ დიდისაგან წყალობისა შენისა:



დიაკონმან: მოხედენ.


მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.


მკითხველმან. სულისაცა შენისა თანა.



დიაკონმან: სიბრძნით, მოხედენ.


მკთხველმან: წარდგომა, ხმა 4: უგალობდე უფალსა, კეთილის მყოფელსა ჩემსა და ვაქებდე სახელსა უფლისა მაღლისასა.


მუხლი. იხარებდეს გული ჩემი მაცხოვარებითა შენითა:



შემდგომიად ამისა, წარიკითხავს სამოციქულოსა, ტიმოთეს მიმართ:


შვილო ტიმოთე, გლოცავ უკუე ყოვლისა წინა, რაითა ჰყოფდე ვედრებასა, ლოცვასა, თაყუანის-ცემასა და მადლობასა ყოველთა კაცთათვის, მეფეთათვის და ყოველთა მთავართა, რაითა მშვიდობით და მყუდროებით ვცხონდებოდით ყოვლითა ღმრთის მსახურებითა და სიწმიდითა, რამეთუ ესე არს კეთილ და სათნო წინაშე მაცხოვრისა ჩუენისა ღმრთისა, რომელსა ყოველთა კაცთაი ჰნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი. რამეთუ ერთ არს ღმერთი და ერთ არს შუა-მდგომელ ღმრთისა და კაცთაი, კაცი იესუ ქრისტე, რომელმან მისცა თავი თვისი სახსრად ყოველთა, მასვე პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე, ამინ.



მღდელმან: მშვიდობა შენდა.


მკითხველმან: და სულისაცა შენისა თანა.


დიაკონმან: სიბრძნით:


მკითხველმან: ალილუია; ხმა 4;


დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).


დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდაი სახარებაი, მშვიდობაი ყოველთა.


გუნდი: და სულისაცა შენისა თანა.


მღდელმან: ლუკასაგან წმინდისა სახარებისა საკითხავი.


გუნდი: დიდებაი შენდა, უფალო, დიდებაი შენდა.


დიაკონმან: მოხედენ. და მეყვსეულად წარიკითხავს მღდელი სახარებასა ლუკასაგან:


მას ჟამსა შინა მოვიდა ნაზარეთად, სადაცა აღზრდილ იყო, და შევიდა, ვითარცა ჩუეულ იყო იგი, დღესა შაბათსა შესაკრებელსა მათსა, და მოსცეს მას წიგნი ესაია წინაწარმეტყუელისაი. და აღდგა კითხვად და განყო წიგნი იგი და პოვა ადგილი, რომელსა წერილ იყო: სული უფლისაი ჩემ ზედა, რომლისათვის მცხო მე მახარებელად გლახაკთა, მომავლინა მე განკურნებად შემუსრვილთა გულითა, ქადაგებად ტყუეთა განტევებისა და ბრმათა ახილვად, განვლინებად მომსრვალთა განტევებითა, და ქადაგებად წელიწადი უფლისაი შეწყნარებული. და შეყო წიგნი იგი და მისცა მსახურსა და დაჯდა; და თუალნი ყოვლისა კრებულისანი მას ხედვიდეს. და იწყო სიტყუად მათა, ვითარმედ: დღეს აღესრულა წერილი ესე ყურთა მომართ თქუენთა. და ყოველნი ეწამებოდეს მას და უკვირდა სიტყუათა ამათ ზედა მისთა მადლისათა, რომელნი გამოვიდოდეს პირისაგან მისისა.


გუნდმან: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.



მეყსეულად დიაკონი წარსთქვამს (მრჩობლ) კვერექსა ამას.


დიაკონმან: ვჰსთქვათ ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩუენითა ვჰსთქვათ.


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ.



დიაკონმან: უფალო, ყოვლისა მპყრობელო ღმერთო მამათა ჩუენთაო, გევედრებით: ისმინე და შეგვიწყალენ.


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ.



დიაკონმან: შეგვიწყალენ ჩუენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა გევედრებით იმისმინე და შეგვიწყალენ,


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივდაცულისა ერისა ჩვენისა, ქრისტესმოყუარისა მთავრობისა და მხედრობისა მისისათვის.


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა მამისა ჩუენისა (სახელი) და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: მმადლობელნი შიშითა და ძრწოლით, ვითარცა მონანი უხმარნი შენისა სახიერებისა, მეუფეო მაცხოვარო ჩუენო, ქველის მოქმედებათა შენთათვის, რომელნიცა მოგვფინენ უხვად მონათა შენთა ზედა, შეგივრდებით და დიდების მეტყველებასა შევსწირავთ ღმრთისა, და ლმობიერად გიღაღადებთ: გვიხსენ ყოველთაგან განსაცდელთა, და ვითარცა მოწყალემან აღგვავსენ მარადის კეთილითა საწადელითა ჩუენ ყოველნი, გულს მოდგინეთ გევედრებით შენ ისმინენ და შეგვიწყალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: რაითა აკურთხო გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა სახიერებითა თვისითა, და დააცხვრე ჩუენ შორის ყოველი მტერობა, უწესოება, ურთიერთს ბრძოლა, და მოგვანიჭოს მშვიდობა, მტკიცე და პირუთვნელი სიყვარული, კეთილსახიერებითი თანხმობა და სათნოებითი ცხოვრება, გევედრებით შენ ყოვლად სახიერო მეუფეო ისმინე და შეგვიწალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: რაითა არა მოიხსენო აურაცხელნი უსჯულოებანი და ბოროტნი საქმენი ჩუენი წარსულსა წელსა შინა ქმნილნი და არცა მოგვაგო საქმეთაებრ ჩუენთა, არამედ წყალობათა და მოწყალებათა შენთა მოგვიხსენონ ჩუენ, გევედრებით, მოწყალეო უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: რაითა მოგვანიჭო წვიმაი კეთილ ჟამიერი, ცვარი ნაყოფიერი, ქარი ზომიერი და კეთილ შეზავებული, და სითბოი მზისაი აღმოგვიბრწყინო ჩუენ, გევედრებით ყოვლად მოწყალეო უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: რაითა მოიხსენო წმინდა ეკლესიაი შენი, განაძლიერო და განამტკიცო, განავრცო და დაამშვიდო იგი და უვნებელად ბჭეთაგან ჯოჯოხეთისაგან, და ყოველთა მზაკვარებათა ხილულთა და უხილავთა მტერთასა უძლეველად დაიფარო უკუნისამდე, გევედრებით ყოვლისა მპყრობელო მეუფეო, ისმინე და შეგვიწყალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: რაითა აღმოჰფხურნე და დაშრიტო ყოველი ღმრთს მგმობელობითა უსჯულოებაი აგარეანთაი, და მეფობაი მათი მსწრაფლ დაარღვიო, და მართლმადიდებელთა დაამორჩილო, გევედრებით, ყოვლად ძლიერო მეუფეო, ისმინე და შეგვიწყალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



დიაკონმან: რაითა გვიხსნა ჩუენ შემომავალსა წელსა (შინა) ამას შინა, და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა, სიყმილისაგან სვრისა, ძვრისა, დანთქმისა, სეტყვისა, ცეცხლისა, მახვილისა, უცხო თესლთა ზედა მოსვლისაგან, ურთიერთისა ბრძოლისა, და ყოვლისა სიკვდიდ შემოსილისა წყლულებისა, ჭირისა და იწროებისაგან, გევედრებით, მოწყალეო უფალო, ისმინე და შეგვიწყალენ:


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



მღვდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქვეყანისათაო, და რომელნი არიან ზღვასა შინა შორს და მლხინებელ და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, მეუფეო, და შეგვიწყალენ ჩუენ:


რამეთუ მოწყალე და კაცთ–მოყვარე ღმერთი ხარ და შენ და დიდებასა აღვავლენთ მამისა, ძისა, და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე: გუნდთა. ამინ.



დიაკონმან: მერმე და მერმე მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.


გუნდმან: უფალო შეგვიწყალენ (3 გზის).



ხოლო მღვდელი წარიკითხავს შემდგომსა ამას ლოცვასა.


მეუფეო უფალო ღმერთო ჩუენო, წყაროო ცხორებისა და უკვდავებისაო, ყოვლისა დაბადებულისა ხილულისა და უხილავისა შემოქმედო, ჟამთა და წელთა თვისითა ხელმწიფებითა დამამყარებელო და მმართველო ყოვლისაო, სიბრძნითა და სახიერებითა შენისა განგებულებისაითა, გმადლობთ მოწყალებათა შენთათვის, რომელნი საკვირველ ყვენ ჩუენ ზედა წასრულსა ჟამსა ცხორებისა ჩუენისასა, გევედრებით, შენ ყოვლად მოწყალეო! აკურთხე გვირგვინი მოწევნულისა ამის წელიწადისა, სახიერებითა შენითა. დაიცევ ღმრთივდაცული ერ ი ჩუენი და მეუფებაი მისი, ხოლო წმინდაი ეკლესიაი შენი, ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი ივერიისანი ყოვლისა ბოროტისა გარემოდგომილებისაგან იხსენ, მშვიდობაი და უშფოთველობაი მოანიჭე და შენ დაუსაბამოისა მამისა, მხოლოდ შობილით ძით, და ყოვლად წმიდით და ცხოველს–მყოფელით სულით შენითურთ, ერთსა არსებასა შინა თაყვანის საცემელისა, ღმრთისა, მარადის მადლობისა შევსწირავდე და ყოვლად წმიდასა სახელისა შენისა ღირს გვყვენ:



მერმედ ხმა ყოფს: დიდება შენდა ღმერთსა, კეთილის მყოფელსა ჩუენსა, უკუნითი უკუნისამდე.


გუნდმან: ამინ.



და მეყვსეულად გალობენ დიდებისა მეტყველებასა გრძლად, რომელი არს. დიდება მაღალსა შინა ღმერთსა.


დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება. გიგალობთ შენ, გაკურთხევთ შენ, თაყვანის გცემთ, დიდების გმეტყველებთ შენ და გმადლობთ შენ დიდისა დიდებისა შენისათვის. უფალო და მეუფეო ზეცათაო, ღმერთო მამაო ყოვლისა მპყრობელო, უფალო ძეო მხოლოდ შობილო იესო ქრისტე და წმიდაო სულო. უფალო ღმერთო კრავო ღმრთისაო და ძეო მამისაო, აღმღებელო ცოდვათა სოფლისათაო მიწყალენ ჩვენ. რომელმან აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი მიითვალენ ვედრება ჩვენი. მჯდომარეო მარჯვენით მამისათაო შეგვიწყალენ ჩვენ. რამეთუ შენ მხოლო ხარ წმიდა შენ მხოლო უფალი იესო ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა ამინ.

თვითეულსა დღესა გაკურთხო და ვაქო სახელი შენი უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. ღირს მყვენ უფალო დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩვენდა. კურთხეულ ხარ შენ უფალო ღმერთო მამათა ჩვენთაო ქებულ, დიდებულ და ამაღლებულ სახელი შენი უკუნისამდე ამინ. იყავნ უფალო წყალობა შენი ჩვენზედა ვითარცა ჩვენ შენ გესავთ. კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი, კურთხეულ ხარ შენ უფალო მასწავენ მე სიმართლენი შენნი. უფალო შესავედრებელ მეყავნ ჩვენ ნათესავითი ნათესავადმდე. მე ვთქუ უფალო მიწყალენ მე და განკურნენ სული ჩემი, რამეთუ ვსცოდე უფალო შენ გევედრები მასწავენ მე რათა ვყო ნება შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი და შენგან არს წყარო ცხოვრებისა და ნათლითა შენითა ვიხილოთ ჩვენ ნათელი. მოგვფინე წყალობა შენი მცნობელთა შენთა ზედა.

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ,
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ,
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. - წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო შეგვიწყალენ ჩვენ.

 

 

ანუ ნაცვლად მისსა გალობასა წმინდასა ამბროსი მედიოლანელ ეპისკოპოსისა. შენ ღმერთსა გაქებთ:


შენ ღმერთსა გაქებთ, შენ უფალსა აღგიარებთ, შენ პირველ საუკუნოსა მამასა ყოველი ქუეყანა გადიდებს, შენ ყოველნი ანგელოზნი, შენ ცანი და ყოველნი ძალნი, შენ ქერობინნი და სერაბიმნი დაუცხრომელითა მითა გიღაღადებენ: წმიდაო, წმიდაო, წმიდაო, უფალო ღმერთო საბაოთ! სავსე არიან ცანი და ქუეყანაი დიდებითა დიდებისა შენისათა, შენ ყოვლად-დიდებულნი მოციქულთა გუნდნი, შენ წინაისწარმეტყუელთა საქებელნი რიცხვნი, შენ გაქებს ყოვლადბრწყინვალე მოწამეთა მხედრობაი, შენ ყოველსა სოფელსა აღგიარებს, წმიდაი ეკლესიაი – მამასა მიუწთომელსა დიდებისასა: და თაყუანისსაცემელსა ჭეშმარიტსა და მხოლოდშობილსა ძესა შენსა, და ნუგეშინის-მცემელსა სულსა წმიდასა.


შენ მეუფეო დიდებისაო ქრისტე: შენ ხარ ძე მარადის მყოფისა მამისა, შენ ხსნად კაცთა მნებებელმან არა მოიძაგე ქალწულებრივი წიაღი, შენ მძლემან სიკუდილისა საწერტელმან, განუღე მორწმუნეთა სასუფეველი ცათაი, შენ ხარ მჯდომარე მარჯუენით ღმრთისა დიდებასა შინა მამისასა, განსჯად მოსლვად რწმუნებული, შენ უკუე გთხოვთ, შეგუეწიენ მონათა შენთა, რომელნიცა მოგვიყიდენ სისხლითა პატიოსნითა, ღირს-მყვენ წმიდათა შენთა თანა საუკუნესა დიდებასა შინა შენსა სუფევად.


აცხოვნე, უფალო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, წარმართენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.


ყოველსა დღესა გაკურთხევდეთ შენ და ვაქებთ სახელსა შენსა უკუნისამდე, და უკუნითი უკუნისამდე.


ღირს მყვენ ჩუენ, უფალო, დღესა ამას უცოდველად დაცვად ჩუენდა.


მიწყალენ ჩუენ უფალო, შემიწყალენ ჩუენ, იყავნ უფალო წყალობაი შენი ჩუენ ზედა, ვითარცა ჩუენ შენ გესავთ, შენ უფალო გესავთ, რაითა არა მრცხუენეს ჩუენ უკუნისამდე. ამინ!



შემდგომად დასრულებისა ამისა,


დიაკონმან: სიბრძნით.


მღვდელმან: ყოვლად წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩუენ.


გუნდმან. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვიისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.


მღვდელმან: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო ჩუენო, სასოებაო ჩუენო, დიდება შენდა.


გუნდმან: დიდება, აწდა, უფალო შეგვიწყალენ (3გზის) გვაკურთხენ:


მღვდელმან: ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თვისისისა, და ყოველთა წმიდათა შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე:



შენიშვნა: პირველ იანვარს სამღვდელო ჩამოლოცვა ასეთი იქნება – „რომელმან მერვესა დღესა ხორცითა წინა დაცვეთაი ინება ჩუენისა ცხოვრებისათვის, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩუენმან, მეოხებითა ყოვლად უხრწნელისა დედისა თვისისისა, და ყოველთა წმიდათა შეგვიწყალენ და გვაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე“)


და დიაკონი ხმა ყოფს. მრავალჟამიერის მუხლებს

გუნდი გალობს მრავალჟამიერს (3 გზის)

 

XVII საუკუნის კურთხევანიდან გადმოიღო თინათინ მჭედლიშვილმა

 

 

ლოცვაი ახალსა წელსა

 

უფალო ღმერთო, შემოქმედო და ცხორებისადამდებელო ყოველთა ხილულთა და უხილავთა ქმნილებათაო, წელიწადთა და ჟამთა შემოქმედო, აკურთხე წელიწადი ესე ახალი, რომელ დღესა ამას იწყების, და შეგვეწიე, რათა განვვლოთ წელიწადი ესე მოყუასთა ჩუენთა თანა მშვიდობასა შინა, განამტკიცე და განავრცე წმიდაი ეკლესიაი შენი, რომელ თავადმან შენ დააფუძნე და განწმიდე წმიდისა ხორცისა და ყოვლადწუბიწოისა სისხლისა შენისა მაცხოვნებელითა მსხუერპლითა. მამული ჩუენი დაფარვულ ჰყავ, და დიდებაი მისი აღამაღლე, მოგუეც ჩუენ სიმრთელეი, დღეგრძელობაი, ქუეყანისა ნაყოფთა სიუხვეი და კეთილშეზავებულებაი ჰაერისაი, და ვითარცა ჭეშმარიტმან ზეციერმან მწყემსმან ჩუენმან დაგვიცევ, განსაცდელთაგან მოზღუდვილ გვყავ და მონასა ამას შენსა ყოველთა ნათესავთა და მოყუასთა ჩემთა თანა და ყოველთა მართლმადიდებელთა ქრისტეანეთა ცხოვნებისა გზასა ზედა წარგვიმართე, რაითა გზასა მას უქცეველად მავალნი შემდგომად დღეგრძელისა და კეთილდღეობითისა ცხორებისა მივიწივნეთ ზეციერსა სასუფეველსა შენსა და ღირს-ვიქმნეთ წმიდათა შენთა თანა საუკუნოისა ნეტარებისა. ამინ.

 

თარგმნა ნონა ნამგალაძემ

 

 

ლოცვაი ეფრემ ასურისაი
მშვიდობიან დღეთა კუალად უკუნქცევისათვის

 

ვიდრე-მე ვივლტოდე შენგან, უფალო, ღმერთო ჩუენო?, რომელსა ქუეყანასა განვერე პირისაგან შენისა? რამეთუ ცაი საყდარ არს შენდა და ქუეყანაი – კუარცხლბეკ ფერხთა შენთაი, ხოლო გზანი შენნი ზღუასა ზედა არიან და ჯოჯოხეთსა შინა არს ხელმწიფებაი შენი, და უკუეთუ მოწევნულ არს აწ აღსასრული ქუეყანისაი, არა იყოს აღსასრული თვინიერ მოწყალებისა შენისა.


უწყი შენ, უფალო, ვითარმედ დიდ არს ბრალი ჩუენი, და ჩუენცა ვუწყით, ვითარმედ დიდ არიან მოწყალებანი შენნი, რამეთუ უკუეთუ არა ლმობიერ-გყოს შენ მოწყალებამან შენმან, წარვწყმდეთ ყოველნი უსჯულოებათათვის ჩუენთა.


არა დაგვიტევო ჩუენ, უფალო, უფალო, რამეთუ ვიხმიეთ ჩუენ ხორცი და სისხლი შენი, და რაჟამს განიცადონ საქმენი კაცად-კაცადისნი წინაშე შენსა, უფალო ყოველთაო, უკანაისკნელსა მას ჟამსა არა მიიქციო პირი შენი მათგან, რომელნი აღუარებენ წმიდასა სახელსა შენსა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა ნუგეშინისმცემელისა.


ვევედრებით სახიერებასა შენსა, უფალო, მოგვიტევენ ჩუენ ბრალნი ჩუენნი, და არცაღა მოხედო უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ განგვიხუენ კარი წყალობათა შენთანი, უფალო, და კუალად მოიქცენ ჩუენ თანა დღენი მშვიდობისანი, და წყალობათა შენთაებრ მოწყალებითა შეიწირე ლოცვაი ჩუენი, გვაცხოვნენ ჩუენ, უფალო, და დაიმარხნე სულნი ჩუენნი! რამეთუ მარადის განუღებ შენ მონანულთა კარსა შეწყალებისასა.

 

ათონელი ბერების მიერ შედგენილი თარგმნა ნონა ნამგალაძემ.