მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა ჩუენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა
ძლისპირი: გიგალობთ შენ უფალო ღმერთო ჩუენო, რომელი წარუძეღუ ერსა შენსა ზღუასა მას შინა და დაანთქ სიღრმესა ეტლები ფარაოჲსი და ძალი მისი.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ევლტოდე, იოვანე, ამბოხთა სოფლისათა და დიდებასა კაცთა მიერსა, და ვითარცა ახოვანმან ქრისტჱსმან, ბეჭთა შენთა ზედა აღიღე ჯუარი მისი და სურვილით შეუდეგ კუალსა მისსა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ქუეყნიერისა მჴედრობისა წილ შეიყუარე მჴედრობაჲ ზეციერი, და ღუაწლი თავს იდევ, ვითარცა საშუებელი, აწცა დაჴსნენ სულთა ჩუენთა ვნებანი, ნეტარო თორნიკ-იოვანე, და ჴორცთა სალმობანი.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
სიყუარულითა ღმრთისაჲთა შეჭურვილმან სიმდაბლისა და მორჩილებისა მიერ მთავარნი ბნელისანი განაქიქენ, ყოვლად ქებულო გაბრიელ, და დიდებაჲ უკვდავი დაიმკჳდრე.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ძირთა მათგან ღმრთისმსახურთა აღმოსცენდი ყუავილი საღმრთოჲ სათნოებათა მიერ შემკული, ღმერთშემოსილო ეფთჳმი, და ღმრთისმშობლის ხილვისა პატივითა გაჰბრწყინდი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მსგავსადვე სამოელისსა აღთქმით იშევ შენ, მჴნეო გიორგი, და სიჩჩოჲთგანვე შეიწირე რაჲ ყოველთა შემწირველისა, ნიჭნი გულისჴმის-ყოფისანი მოიხუეჭე ლოცვითა მჴურვალითა და ცნობად ძალსა წმიდათა წერილთაჲსა განიბრძვნე მადლითა საღმრთოჲთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედოფალო დაბადებულთაო, დამბადებელსა ყოველთასა ევედრე, რაჲთა დიდებასა მამათასა ზიარ-გვყოს, ქებით მადიდებელნი და სურვილით მგალობელნი შენნი.
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, ქრისტე ღმერთო ჩუენო, განმაძლიერებელო მოსავთა შენთაო, კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცენ ჩუენ, მოსავნი შენნი.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ისარნი ბოროტისანი განჴურვებულნი დაშრიტენ მარხვითა და მოღუაწებითა, ღირსო მამაო იოვანე, მადლისა მიერ საღმრთოჲსა, და მთავარნი ბნელისანი შთასთხიენ სიღრმესა წარწყმედისასა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარ-იგი ძალითა ქრისტჱსითა არცხვინე, თორნიკ-ყოფილო იოვანე, განლაღებულსა ბარდა სკლიაროსსა, ეგრეთვე აწ ჩუენცა მომეც ძალი, სიმჴნჱ და სიბრძნჱ დათრგუნვად მანქანებათა მტერისაჲთა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ცრემლთა მიერ მორწყე ყანა სულისაჲ, ბრძენო გაბრიელ, და ზეთითა ღუაწლთა და შრომათაჲთა განაპოხე სანთელი ქალწულებისაჲ და შეხვედ სასძლოსა საუკუნესა ბრძენთა ქალწულთა თანა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
უფსკრულად მოძღურებათა გამოგაჩინა მადლმან ყოვლადწმიდისა დედოფლისამან, ღირსო ეფთჳმი, ოდეს ლოცვითა მამისა შენისათა უხვებით მოგმადლა სიმრთელჱ ჴორციელი და სული სიბრძნისაჲ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მსგავსად აბრაჰამ მამათ-მთავრისა დაუტევე რაჲ სამკჳდროჲ შენი, შავმთასა მისრულმან ქუაბსა შინა იწროსა პოვნე ბერი წმიდაჲ, განშორებული სოფლისაგან, გიორგი დაყუდებული, და დაემოწაფე დიდსა მას მნათობსა ქართველთა ერისასა, სანატრელო გიორგი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ეთერისა უბრწყინვალესო ქალწულო მარიამ, რომელმან არსთა მფლობელი ღმერთი ქალწულებით ჰშევ გამოუთქმელად, მას ევედრე შეწყალებად სულთა ჩუენთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
მოღუაწებითა ვნებანი ჴორცთანი დაუმორჩილეთ საცნაურსა სულსა, და უვნებელობისა ფრთითა ფრთოვან-ქმნილთა, შეიწყნარეთ მადლი სულისა წმიდისაჲ, და სენსა კაცთასა ჰკურნებთ, და ეშმაკთა განჰჴდით, და იჴსნით მვედრებელთა თქუენთა, ამისთჳს კრებული მონაზონთაჲ გნატრის თქუენ მარადის, ყოვლად-ქებულნო მამანო ჩუენნო, ათონელნო, და პატივს-სცემს ჴსენებასა თქუენსა. ქრისტესა ევედრენით, ქრისტჱს მიმართ მეოხ-გუეყვენით, მონიჭებად ეკლესიათა ერთობაჲ, მშჳდობაჲ და დიდი წყალობაჲ.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: სიყუარული წყალობისა, ძეთა კაცთათვის ჯუარსა ზედა ამაღლდი და დაბრმეს ჰურიანი, ვითარმედ შენ ხარ, ქრისტე, სიბრძნჱ ღმრთისაჲ და მადლი.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელმან სავანჱ ესე დიდებული ქართველთათჳს აღაშენე და შეამკვე, აწცა დაშრიტე აღძრვაჲ წინააღმდგომთაჲ, ნეტარო იოვანე, და ივირონი ნათესავსა ჩუენსა კუალად დაუმკჳდრე.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
სარწმუნოებაჲ დაიმარხე რაჲ უბიწოდ, დავითს მიემსგავსე სულისა სიწრფელითა, და სოლომონისებრ აღუშენე ტაძარი ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე, იოვანე-თორნიკ, რაჲთა ვიდოდეთ გზასა კეთილსა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელი დედისა ღმრთისა პატიოსანსა ხატსა მიეახლე და შეიტკბე სურვილითა, აწ სალმობა-თა და ცოდვათაგან განმათავისუფლე, ღმრთივსულიერო გაბრიელ, და მიოხე ყოვლისაგან ჭირისა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
სოფელსა შინა განითქუა მადლთა შენთა სიმრავლჱ და ცხად-ჰყოფს წიგნთა საღმრთოთა თარგმანებაჲ, რომელნი იგი უნათლეს მზის-თუალისა არიან, ღმრთივსაყუარელო ეფთჳმი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
გიხილა რაჲ სულითა უძლეველი და ჴორცითა ახოვანი მოძღუარმან შენმან, სანატრელო გიორგი, თარგმანებაჲ წიგნთა საღმრთოთაჲ თავს გადვა, და მთაწმიდას, ივერთა სავანესა წარგგზავნა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლმობიერად გევედრებით, ქალწულო წმიდაო მარიამ, ლოცვითა ღმერთშემოსილთა მამათაჲთა ლხინებაჲ მომადლე სულთა ჩუენთა, რაჲთა გადიდებდეთ, დედოფალო.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა და მიჴსენ ბნელისაგან ჩუენ ცოდვილნი და მოწყალებაჲ შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელმან ათონს დაამკჳდრე დიდი ლავრაჲ ქართველთაჲ და კარი მისი განუღე მჴურვალედ თქუენდამი მოლტოლჳლთა, აწ ზეცით მოგუხედე, ღირსო იოვანე, და დაგჳფარე ყოვლისაგან ბოროტისა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარ-იგი დააცხრვენ ჭირთა მძჳნვარებანი, ჴელმწიფეთა ზედა ბერძენთასა, ეგრეთვე აწ დაამჴუნე მტერნი იგი მცბიერნი, იოვანე-თორნიკ, რომელნი მტრობენ ერსა ჩუენსა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელი მრავალთა შორის მამათასა გამოირჩიე მსახურ-ყოფად დედისა ღმრთისა, აწ ღირს-ჰყვენ ნათესავი შენი, ღირსო გაბრიელ, განუშორებელად მსახურებად ხატისა მისისა პორტაიტისასა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა ფუტკარმან სიტყჳერმან შეჰკრიბენ ყუავილი ღმრთივსულიერთა და გარეშეთა წერილთანი, ღირსო ეფთჳმი, და გვიქმენ ჩუენ გოლი თაფლისაჲ, სიტკბოებაჲ საღმრთოჲსა ცოდნისაჲ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აღხვედ რაჲ მაღალსა მას კიბესა წინამძღურობისასა, გიორგი, მიემსგავსე ეფთჳმის წადიერებითა, და ღირს იქმენ მოღებად მადლსა მას თარგმანებისასა, რომელი მოგეცა სულისაგან წმიდისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ოსანას გალობასა გიღაღადებთ, უფალო საბაოთ, ოხითა ქალწულისა მარიამისათა შეგვაერთენ უჴორცოთა ძალთა მგალობელნი შენნი, უფალო.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: ღმრთისმეტყველნი შემოჰკრიბნა წამსა შინა ღრუბლითა ცისკიდით სიონს შინა, მსახურებად გუამსა მას ღმრთისშემწყნარებელსა ამას დღესა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
იხარებს ღირსად ბანაკი მონაზონთაჲ შენთჳს, ჵ, ღმერთშემოსილო მამაო იოვანე, რომელმან სიმჴნჱ დიდი შესძინე მათ და სირცხჳლითა აღავსე ეშმაკი, და სრულიად დაამჴუე.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
რომელმან ყოველნი მაჴენი მტერისანი შემუსრენ ძალითა სულისაჲთა, მიჴსენ მე მაჴეთაგან მათგან, ნეტარო თორნიკ-იოვანე, და მომანიჭე პატიოსნებაჲ ღირსებისაჲ და მადლი მოწყალებისაჲ.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
მეუფესა შენსა ქრისტესა ემსგავსე გონებისა მის შენისა სიმშჳდითა, ყოვლად ნეტარო გაბრიელ, და სისხლისა წყლულებითა აღბეჭდული ხატი იგი ღმრთისა დედისაჲ შეიწყნარე სიხარულითა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ერჩდი რაჲ ნებასა მამისა შენისასა, ღირსო ეფთჳმი, კეთილად განაგენ სამწყსონი შენნი, მის მიერ რწმუნებულნი შენდა, და ვიდრე აქამომდე გვმოძღური სწავლითა და მოძღურებითა ქრისტჱსითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
საღმრთოთა მათ და ბრძენთა სიტყუათა შენთა მიერ, ბრძენო გიორგი, თუალ-უხუავად ამხილებდი მეფეთა და მთავართა, სამღდელოთა და ერთა, და მორწყე სულნი მათნი მოძღურებითა ქრისტჱსითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასოო ყოველთა ქრისტიანეთაო, საგალობელო ყოველთა ზეცისათაო, გუნდსა თანა წმიდათასა მეოხ გუეყავ, დედოფალო, რაჲთა სამარადისოდ გადიდებდეთ.
გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა 6
უაღრეს არსებისა კაცთაჲსა განაბრწყინვეთ შრომანი თქუენნი, და ქუეყანაჲ აღავსეთ კეთილმსახურებისა წერილითა, ანგელოზნი განკჳრდეს თქუენითა უბიწოებითა, ხოლო კაცნი ბაძუად თქუენდა აღადგინენით, რამეთუ ყოვლითურთ საკჳრვოჲ აჩუენეთ საქმენი, მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, იოვანე თორნიკ-ყოფილო ახოვანო, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ყოვლისა სოფლისა მნათობნო!
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ჴმაჲ 4: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: პატიოსან-არს წინაშე უფლისა.
მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასჴნენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ნუ უგულებელს-ჰყოფთ ვედრებასა ჩუენსა, ღირსნო მამანო ჩუენო, მთასა წმიდასა მოღუაწენო, არამედ მეოხ-იყუენით ჩუენთჳს მარადის უფლისა ქუელისმოქმედისა მიმართ, და გჳთხოვეთ, ღირსნო, სოფლისათჳს მშჳდობით დაცვაჲ, ერსა ჩუენსა ძლევაჲ, და დამტკიცებაჲ მართლმადიდებლობისაჲ ქრისტჱს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაჲ.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: საჴუმილსა შინა აბრაჰამიანი ყრმანი მოგუთა მიერ კრულნი საღმრთოთა ჰსჯულთათჳს შეითხივნეს და ალსა მას შინა ღაღადებდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ტაძარსა ამას სიწმიდისა შენისათა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ნაცვალად ედემისა სამოთხედ განღებულად აქუნდა ლავრაჲ შენი ქართველთა, და ღუარითა მით საშუებელთა მისთაჲთა აღვსებულნი, განათლდებოდეს და ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
შემწე ხარ განსაცდელთა შინა მყოფთა, ქრისტჱს მჴედარო, და ჴელმწიფებაჲ გაქუს განთავი-სუფლებად ვერაგობათა მტერისაჲთა, აწცა დაშრიტე ერსა ჩუენსა ზედა აღძრულნი უკეთურთა ზრახვანი, თორნიკყოფილო იოვანე, და მწვალებელთა ენანი მოაუძლურე ძალითა ქრისტჱსითა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
პეტრეს წყალთა ზედა სლვითა აღემატე შენ, ჵ, გაბრიელ, და აქაჲსაგან ღუაწლით-მოყუარებისა მიიცუალე საყოფელთა შინა ზეცისათა, წმიდათა სამკჳდრებელთა, მათ თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
გამოსჩნდი ნელსაცხებელად სულნელად მადლითა საღმრთოჲთა და სწავლათა მიერ ერი შენი სულნელ-ჰყავ, ამისთჳს მადლსა შენსა ვქადაგებთ, ეფთჳმე, და ვღაღადებთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ენაჲ შენი ოქროსა უწმიდესად განაბრწყინებს ივერთა ეკლესიასა, საკჳრველებითა ქებულო, ღირსო გიორგი, და შჳლთა მისთა განგვაბრძნობს მადლითა და ვჴმობთ: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულო, მარიამ ღმრთისმშობელო, ქურივთა და ობოლთა ჴელი წყალობისაჲ აღუპყარ, გლახაკნი შეგჳწყალენ და ყოველნივე ერთბამად ღირს-მყვენ ზეცისა უოხჭნოსა დიდებასა.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: ქრისტე ღმერთი, რომელი გამოუჩნდა მგალობელთა სახედ ანგელოზისა, საჴუმილსა შინა ყრმანი აქებდით, მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
დავიწყებისა მიზეზი არს სიკუდილი, გარნა არა დაჰფარნა ღმერთმან საქმენი შენნი, მამაო, დიდო იოვანე, არამედ ნაშენებთა შენთა მიერ განჰსთქვა მოღუაწებათა შენთაჲ ბრწყინვალებაჲ.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ევედრე ქრისტესა ღმერთსა, თორნიკ-ყოფილო იოვანე, რაჲთა მოიხილოს ერსა თჳსსა ზედა, რომელსა არა აქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა, და დაიცვას ყოვლისაგან ვნებისა და საცთურისა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ფრთოვან ჰქმენ გონებაჲ მოღუაწებითა მით ღმრთისა ნიჭთაჲთა და მისცემდი კურნებასა, და განამდიდრენ ყოველნი კაცნი, ღირსო გაბრიელ, სასწაულითა მით ღმრთისა მიერ მონიჭებულითა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ელიაჲს მსგავსად მოგეცა ჴელმწიფებაჲ ღრუბელთა ზედა, საკჳრველთმოქმედო ეფთჳმი, და შეწირე რაჲ ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ ძალთაჲსა, მოსცა წვიმაჲ სამკჳდრებელსა თჳსსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ზღუაჲ ცილისწამებისაჲ განაპე კუერთხითა სიტყუათა შენთაჲთა, და ღმრთივშუენიერად ჰქადაგე სიმტკიცჱ ქართველთა სარწმუნოებისაჲ, გიორგი, და დაამტკიცე თჳთმფლობელობაჲ ეკლესიისა ჩუენისაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩუეულებისაებრ შენისა სიტკბოებისა მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა ძჱ შენი, დედაო ღმრთისაო, რაჲთა ჩუენცა ღირს-ვიქმნეთ სუფევად ოხითა შენითა, უბიწოო.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: შობა შენი უხრწნელ არს ქალწულო, ღმერთი მუცლით შენით გამოვიდა განხორციელებული და კაცთა შორის იქცეოდა, ამისთჳსცა ჩუენ შენ, ღმრთისმშობელო, სამართლად ყოველნი გადიდებთ.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა მუშაკმან ქრისტჱს ვენახისამან, ღისრო იოვანე, სათნოებათა და სიმძიმჱ და სიცხჱ დღისაჲ იტჳრთე ღუაწლთა თავს-დებითა, და აწ უოხჭნოთა კეთილთა მიერ იშუებ ცათა შინა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
ვითარცა მთაწმიდას მისრულმან ნებაჲ თჳსი სრულიად განკვეთე, ეგრეთცა განუძღომელი წყურვილი ვეცხლისმოყუარებისაჲ განიოტე ჩუენგან, თორნიკ-იოანე, და ჩუენთჳს აღძრული რისხუაჲ განაქარვენ.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
უცხოჲ არს სმენაჲ სხჳთა ენითა ზრახუაჲ მღდელშუენიერისა გაბრიელისაჲ, რაჟამს ენაჲ, რომელი არა იცოდა, ესმა; ეჰა, საკჳრველებასა შენსა, ქრისტე ღმერთო, ვითარ ადიდებ მადიდებელთა შენთა.
ღირსნო მამანო ათონელნო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.
უაღრეს არსებისა კაცთასა განაბრწყინვე შრომანი შენი, სანატრელო ეფთჳმი, რამეთუ ქუეყანაჲ აღავსე კეთილმსახურებისა წერილითა, და ერი შენი განსწავლენ სჯულითა საღმრთოჲთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ქნარითა გალობათაჲთა შემამკობელად ორღანოდ ეკლესიათა გიცნობთ წიგნთა მიერ შენთა, ჵ, გიორგი, რამეთუ დაფარულებაჲ მათი განაპე და განგვიცხადე, მუშაკობისა სეხნაო, ბრწყინვალეო, შჳლთა მისთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად აღგიარებთ, ქალწულო მარიამ, გუნდსა თანა ანგელოზთასა გადიდებთ, ბანაკსა წმიდასა ღირს-მყვენ მვედრებელნი შენნი, დედოფალო.
მღუდელმან აკმიოს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: შუამდგომელად ღმრთისა მიმართ მიგავლენთ თქუენ, ხუთეულსა მოღუაწეთა - ეფთჳმის თანა გიორგის, მჴნესა თორნიკისა, და იოვანე და გაბრიელ ქართველთა, რაჲთა წარგვხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კვეთებანი მოსავთა თქუენთა და მოყუარეთა.
ანგელოზთა ცხორებისა მობაძავ-იქმენით, ღირსნო მამანო ჩუენნო, მთასა წმიდასა მოღუაწენო, და აწ მარადის ანგელოზთა თანა მდგომარენი ხართ წინაშე ღმრთისა, მეოხ-გუეყვენით ჩუენ მისა მიმართ, რაჲთა გჳჴსნნეს ჴელოვნებათა მძლავრისა ამის მტერისაჲთა და ღელვათა მათგან ცოდვისათა
ხუთ-რიცხვედთა წმიდათა მწყობრთა, საღმრთოთა, გალობით პატივს-გცემთ, რამეთუ ძმებრივითა გონებითა ერთად შეკრებულთა საუფლოჲსა ერისა ძილი სულიერი განაფრთხვეთ და გზასა მას სამეუფოსა წარმართეთ, აწ ჩუენთჳსცა ოხად ნუ დასცხრებით, სახელ-დიდნო მამანო ათონელნო, და ყოველნი საღმრთოჲთა მღჳძარებითა აღგვავსეთ.
გაქებთ თქუენ, ვითარცა სახელოვანთა მთარგმნელობითა ყოველთავე ძუელისა და ახლისა შჯულისა წიგნთათა და ყოვლით კერძო თანა-შემწეთა ივერთა ეკლესიისასა და გევედრებით, ეფთჳმის თანა დიდსა გიორგის, ვითარცა კანიერებისა მქონებელთა, რაჲთა მითხოვნეთ აჴოცაჲ ბრალთა და ცთომილებათა ჩემთაჲ და წყალობაჲ დღესა მას სასჯელისასა მრავალმოწყალისა ღმრთისაგან.
წინამძღუართა ათონისა მთისათა და მოღუაწეთა, აღმსაარებელთა, მწყემსთა და ღირსთა, მონაზონთა სიმრავლესა შეგასხამთ განმტკიცებულნი თქუენ მიერ და მჴურვალედ გევედრებით: ნუ დააცადებთ ჩუენთჳს ოხასა წინაშე მისსა, მოჰმადლოს ქართველთა სარწმუნოებაჲ თქუენებრი, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ და ერი ივერიისაჲ.
ჵ, ღუაწლით შემოსილნო მამანო და მოძღუარნო ქართველთანო, შეგვაწყნარეთ მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ სამებასა ერთ-არსებასა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჵ, ყოვლად ღირსნო და ღმერთშემოსილნო მამანო ჩუენნო, იოვანე და გაბრიელ ქართველნო, თორნიკ-ყოფილო იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო! ვარსკვლავნო უდაბნოჲსანო ყოვლად ბრწყინვალენო, მარხვისა და ლოცვისა სუეტნო მტკიცენო, მონაზონთა სიქადულნო და მოღუაწეთა სამკაულნო, ქართველთა განმანათლებელნო, გლახაკთა ნუგეშინისმცემელნო და ყოველთა უღონოთა და განწირულთა შემწენო და შესავედრებელნო!
ჵ, ღმრთივგანბრძნობილო მამანო და მოძღუარნო ქართველთანო, იოვანე და გაბრიელ იბერნო, თორნიკ-იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო, ჩუენთჳს მეოხნო ბრძენნო მოღუაწენო! რომელნი მადლითა და წყალობითა ღმრთისაჲთა წმიდასა მთასა მიიწიენით ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად ნათესავისა ჩუენისა, მამობრივითა მოწყალებითა თქუენითა შეგვაწყნარეთ ღმერთსა სახიერსა, რაჲთა სიყუარული იგი თჳსი ჩუენდამო და სარწმუნოებაჲ ჩუენი მისა მიმართ განაახლოს და ნათესავი ჩუენი კუალად განამრავლოს დიდებულსა მონასტერსა შინა ივერთასა, რაჲთა თაყუანისცემდენ და მსახურებდენ ყოველთა ქრისტეანეთა სასოსა და უფროჲს ეკლესიისა და ერისა ჩუენისა მფარველსა - ივერიის კარისა ღმრთისმშო-ბლისა ხატსა, პორტაიტისად წოდებულსა და საკჳრველთმოქმედსა, რამეთუ არცაღა-რაჲ ერთი ქართველი იპოების სავანესა ამას თქუენსა, რომელი ესე დიდითა ღუაწლითა აღაშენეთ სამკჳდრებელად ქართველთა. ევედრენით თქუენ მიერ შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაჲთა წყალობითა მოხედოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და მეფჱ ქრისტჱს-მოყუარჱ ცხებულ-ჰყოს და გჳრგჳნოსან საყდარსა ზედა სრულიად საქართველოჲსასა, რაჲთა კეთილად განაგებდეს და იურვიდეს ერსა ქართველთასა და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათასავისა ჩუენისასა, რაჲთა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაჲ. განაძლიერეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოჲს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპის-კოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფჱ, მამაჲ ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჵ, ზეცისა კაცნო და ქუეყანისა ანგელოზნო: იოვანე და გაბრიელ ქართველნო, სახელ-დიდო თორნიკყოფილო იოვანე, და ეფთჳმი და გიორგი მთაწმინდელნო! ნუ დასცხრებით ვედრებად ქრისტჱს მიმართ, ღირსნო, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, მოძღუართა ამათ ჩუენთა მოშურნეობაჲ და მღვიძარებაჲ სულთათჳს; მთავართა - სიბრძნჱ, ძლიერებაჲ და კეთილად მწყსაჲ ერისაჲ; მსაჯულთა - სამართალი თუალუხუავი; მჴედართა მამაცობაჲ; წინამძღუართა - გონიერებაჲ და სიმდაბლჱ; ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ; მეუღლეთა - სიყუარული და თანხმობაჲ; შჳლთა - მორჩილებაჲ; ჩაგრულთა - თმენაჲ; მჩაგვრელთა შიში ღმრთისაჲ; მწუხარეთა სულგრძელებაჲ; მხიარულთა მოზღუდვილობაჲ და სული გონიერებისაჲ და ღმრთისმოსავობისაჲ, ხოლო ჩუენ შეგვინდოს ამაოჲ და ცრუ მორწმუნეობაჲ, ამპარტავნებაჲ, ზაკუვაჲ, ღალატი, შური, სიძულვილი, ანგარებაჲ, უმადლოებაჲ, დრტვინვაჲ, კლვანი, პარვანი, სიძვანი, უწესობანი, და მოგუანიჭოს კეთილ-მოქალაქობით ცხორებაჲ, ქუელის საქმითა განშუენებაჲ, წმიდითა ლოცვითა განათლებაჲ, აღსარებითა განწმედაჲ, ზიარებითა განბრწყინვებაჲ, პატიოსნად მიცუალებაჲ, სასუფეველსა დამკჳდრებაჲ, ანგელოზთა თანა გალო-ბაჲ, წმიდათა თანა სუფევაჲ, და თქუენ თანა დიდებაჲ და მადლობაჲ, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ყოველივე ჴორციელი ნებაჲ დაუტევეთ და ღმრთისა ნებასა შეუდეგით, ღირსნო მამანო ჩუენნო, მთასა წმიდასა მოღუაწენო, ხოლო მადლი სათნოებისაჲ ზეცით მოიღეთ, და ვითარცა ანგელოზი კაცთა შორის ჰბრწყინევდით საღმრთოჲთა მოქალაქობითა, აწცა ევედრენით ყოვლად სახიერსა ღმერთსა, რაჲთა გჳჴსნეს სულიერისა და ჴორციელისა განსაცდელთაგან და ვნებულებისა.
დედოფალო მარიამ, მოგუჴედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორისმყოფელთა პატიოსანთა ხატთა ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთაჲთა, ხოლო მადლი მათი და წყალობაჲ შენი თანა-მავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისაჲთა.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი