მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა ათანასე დიდისა
ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი, ხმაი 4

 

  სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა და საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღდელთმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისაითა სირცხვილეულ-ყავ არიოზ, ღირსო მამო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  სვეტ-იქმენ მართლმადიდებლობისა და საღმრთოთა დოღმატთა მიერ დამამტკიცებელ ეკლესიისა, მღდელთმთავარო ათანასე, რამეთუ თანაარსად მამისა ქადაგებითა ძისაითა სირცხვილეულ-ყავ არიოზ, ღირსო მამო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაი 1, უგალობდითსა

 

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჰბრწყინევდი რაი ხედვათა მიერ მაღალთა, ყოვლად ნეტარო, იქმენ მნათობ ეკლესიისაი უბრწყინვალეს მზისა, და შვილნი მისნი განგვანათლენ მართლითა სარწმუნოებითა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ბაგეთა შენთა მიერ წყაროი მადლისაი დიოდა რაი თაფლისა უტკბილესი, მდიდრად აღმოაცენენ საღმრთონი მოძღურებანი, და ქრისტეს ეკლესიითგან განხადე ბნელი წვალებათაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სამებისა ერთარსებაი მართლმადიდებლობით ასწავე რაი სოფელსა, იქმენ კანონ მღდელთმოძღუართა წესითა საღმრთოითა, მამაო, და მოგუფენ მადლსა მას სწავლათა შენთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბუნებისა უაღრესთა კეთილთა მომატყუებელად ექმენ ქუეყანისათა, ღმრთისმშობელო, და გამოსჩნდი დედად ქრისტეის ღმრთისა, მას ევედრე აწ, რაითა შეგვიწყალნეს, და გვიხსნეს მოწევნადთა ძვირთაგან.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი ყოვლით ძლით მათით, სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან განსუენებულ იქმნა შენ ზედა მადლი ღმრთეებისაი, და სარკმლითგან გიხილათ რაი ყრმანი უმანკონი ალექსანდრიის პატრიარქმან, გალობდით წესითა საეკლესიოითა, და ნათელს სცემდი ყრმათა მათ, მსგავსად ეპისკოპოსისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

რჩეულებაი შენი გულისხმაყო წმიდამან პატრიარქმან, და სცხო რაი მირონი ნათელღებულთა მათ ყრმათა, სიწმიდითა აღზრდაი შენი უბრძანა მშობელთა შენთა, და განგსწავლეს წმიდასა წერილსა და საღმრთოთა მეცნიერებათა შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სიმხნით დაშრიტე სიჭაბუკითგან სახუმილი ვნებათაი, ღმერთშემოსილო ათანასე, და უდაბნოსა შინა მსახურებდი რაი წმიდასა ანტონი დიდსა, მის მიერცა განისწავლე, ნეტარო, და განაბრწყინე ქუეყანაი ნათლითა მით ღუაწლთა შენთაითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მახვილი ედემისა მცველი გზა-მცემს მე, ქალწულო, და ბჭენი სამოთხისანი განმეხუმიან ქრისტეს ღმრთისა აღდგომითა და გიღაღადებ შენ – უთესლოდ მშობელსა მისსა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

 

წარდგომა, ხმა 4

 

  სიტყუათა შენთა სამკაულნი, ბრძენო, უფროის მარგარიტთა და თუალთაისა შეამკობს ქრისტეს ეკლესიასა, რომელსა შინა ძნიად მისაწდომელნი იგი საქმენი დაფარულნი, და იგავნი საღმრთონი სიბრძნითა განჰმარტენ რაი ყოველთათვის საცნაურად, აწ მოძღურებათა შენთა სიმდიდრეი განგვანათლებს და აღგვაორძინებს მაღლითა ღმრთისმეტყველებითა, და აღგვძრავს ხსენებად ღუაწლისა შენისა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა ყოველი სასოებაი დაგვიძს შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

ძლისპირი: რაჟამს ესმა მოსლვაი შენი წინაისწარმეტყუელსა, ქრისტე, განკვირვებით ღაღად-ყო: მესმა მე სმენაი შენი, უფალო, რამეთუ მოხვედ ქუეყანად, რაითა აცხოვნო ცხებულნი შენნი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ მართალ და უმანკოი, და განიწმიდენ რაი ყოველნი საცნობელნი შენნი ტრფიალებითა სიბრძნისაითა, მიგგუარეს წმიდასა პატრიარქსა ალექსანდრეს, და მოგანიჭა პატივი დიაკონობისაი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოიძიე რაი სიღრმეი წერილთაი ღმრთისმეტყველითა გონებითა, მოშურნეი იქმენ მართლმადიდებლობისაი და ამხილებდი მწვალებელთა საცთურსა, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა ჭეშმარიტსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

უწყოდი შენ უკეთურებაი არიოზისი, ნეტარო, ეგულებოდა რაი ზაკუვით შესლვაი ეკლესიად და აღძრვაი წვალებისაი, და აყენებდი პატრეარქსა შეწყნარებად მისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო ქალწულო, მირონისა მის საღმრთოისა ჭურო პატიოსანო, აწ მეცა ღირს მყავ ყნოსად სურნელებისაგან მისისა, და მოძაგებად მწიკულისა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელი-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშუა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ რაი მცნობელ საიდუმლოთა ზეცისათა და სამკვიდრებელ სიბრძნისა საღმრთოისა, ვითარცა თანა-შემწემან პატრიარქისამან, პირველსა მას კრებასა მამათასა დაუსაბამოისა მამისა ძეი ხმამაღლად ჰქადაგე, თანაარსად და თანასწორად მამისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წყაროი უკუდავებისაი დიოდა რაი პირით შენით, ჰოი, უკუდავებისა სეხნაო ათანასე, გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად, და ღმრთივბრწყინვალეთა მოძღურებათა და სწავლათა მიერ, ვითარცა მაღნიტი მოიზიდევდი შეცდომილთა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღმრთისმსახურებისა მოძღურებანი დაჰნერგენ, ღირსო, და განამრავლე რაი თესლი წმიდაი სარწმუნოებისაი, არიოზ ბორგნეული მოძღურებათა შენთა მიერ ქრისტეის ძალითა დაამხუ და ეკლესიითგან განხადე უღმრთოებითა განმრყვნელი სარწმუნოებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჰოი, მარიამ, ყოვლად კურთხეულო დედოფალო, საყოფელო წმიდაო ღმრთისა დიდებისაო, ცათა შინა მკვიდრობისა და ცხორებისა სამარადისოისა დამკვიდრებად ღირს მყავ მე, მონაი და მოსავი შენი, და მადიდებელი შენგან შობილისაი.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა, ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა, სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა განხრწნისაგან და სიკუდილისა მიხსენ, ქრისტე.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სავსეი საღმრთოითა მით სიბრძნითა აღრჩეულ იქმენ პატრიარქად ალექსანდრიისა, და სჯულიერად წინააღუდგებოდი რაი არიანელთა მღდელთმთავართა, ყოვლითა ღონითა გბრძოდენ, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ვითარცა უღირსსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ურიცხუნი ჭირნი და გრძელნი ექსორიობანი თავს-იდევ, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოვლადვე არა შეირყია გონებაი შენი, რამეთუ უდაბნოთა და ქუაბთა შინა დაუცხრომელად იღუწიდი, და სამწყსოსა შენსა სამოძღვროთა ეპისტოლეთა მიერ განამტკიცებდი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

განჰვლე რაი სახუმილი იგი განსაცდელთაი, ვითარცა სარწმუნოებისათვის მოღუაწემან, ცილისმწამებელნი შენნი, ვითარ მოქმედნი უკეთურებისანი, მრავალგზის განქიქებულ ყავ, აწ ჩუენცა შეგვეწიე და გვიხსენ უხილავთა და ხილულთა მტერთა საფრხეთაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმიდაო დედაო ღმრთისაო, მზაკუვარისა მტერისა საფრხეთა და საცთურთაგან განმარინე, და მომმადლე მშვიდობაი, რაითა სარწმუნოებითა მტკიცითა გადიდებდე შენ, ყოვლად დიდებულო ქალწულო.

 

 

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი, ხმაი 2

 

 მართლმადიდებლობისა მოძღურებანი დაჰნერგენ რაი, ბოროტად მადიდებლობისა ეკალნი აღმოსჭრენ, და აღაორძინე თესლი სარწმუნოებისაი წვიმითა სულისა წმიდისაითა, ღირსო, ამისთვის გიგალობთ შენ, ათანასე.

 

სხუაი კონდაკი

 

 თანადაუსაბამოდ მამისა და თანაარსად სულისა წმიდისა ჰქადაგე შენ ქრისტე ღმერთი, ნეტარო ათანასე, და ამხილე რაი განცხადებულად მწვალებელთა და განხეთქილებისა მოქმედთა უკეთურთა, ჭირნი მრავალნი თავს ისხენ, და ძლევაი მოჰმადლე მართლმადიდებელთა.

 

იკოსი

 

 ღირსად იწოდე რაი სეხნად უკუდავებისა, ჰოი, ათანასე, ვითარცა დიდმან მამათმთავარმან, განაქიქე სიცბილი მრავალსახეი მწვალებელთაი და გარე-განხადე რაი საცთური მათი სიბრძნითა შენითა, ყოვლად წმიდაი სული ღმრთისმეტყველე ყოველთა არსთა დამბადებელად და ქრისტე მეუფეი ჰქადაგე თანაარსად მამისა, ამისთვის აღგიარებთ ქადაგად ერთარსებისა ღმრთეებისა და სიმტკიცედ ქრისტეს ეკლესიისა.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან:   პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნეი და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე

 

 მგალობელთა: და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული

 

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა მღდელთმთავარისა ათანასე დიდისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: ნისლი წვალებათაი განჰხადე რაი ნათლითა მოძღურებათა შენთათა, ბრძენო ათანასე, მორწმუნეთა სულნი განაბრწყინვენ მართლმადიდებლობითა, და ასწავე თაყუანისცემაი წმიდისა სამებისაი. აწ ჩუენთვისცა ნუ დასცხრები ვედრებად მისა მიმართ, მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და ცოდვათა ლხინებაი სულთა ჩუენთა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: სახუმილსა რაი ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევითა შემოსილთა ესრეთ ღაღად-ყვეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სძლისაგან უხრწნელისა შობილი ქრისტე ჰქადაგე სწორად მამისა და თანაარსად და თანამფლობელად სულისა, ჰოი, ღმრთისმეტყუელებისა ნესტვო შუენიერო, და აღწერე საკვირველი მოღუაწებაი ანტონი ნეტარისაი.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მრავალგზის ეწადათ რაი მოკუდინებაი შენი, ჰოი, უკუდავებისა ქადაგო ათანასე, უფალმან დაგიფარა საკვირველად, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა დაგვიცვას განსაცდელთაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

სასტიკნი დევნულებანი თავს-ისხენ რაი სარწმუნოებისათვის, ნეტარო, მრავალგზის დაითმინე შინა-განცემანი, შესმენანი, ადგილითი-ადგილად სივლტოლვანი, მსაჯულთაგან განკითხვანი, და ღმრთისმეცნიერ ყვენ კიდენი სოფლისანი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ, მაღლისა განწმედილო საღმრთოო საყოფელო, რამეთუ დახსნაი სიკუდილისაი შენ მიერ იქმნა ჭეშმარიტად, უსძლოო ქალწულო, და ცხორებაი საუკუნოი მოკუდავთა მოეცა, ღმრთისმშობელო მარიამ.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ-ყავ რაი ღვაწლმრავალი სრბაი შენი, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო, ვითარცა ოქროი, შვიდ წილად განწმედილი, წარსდეგ წინაშე ღმრთისა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი, ნუ დასცხრები მეოხებად მისა მიმართ, რაითა იხსნეს მრავალჭირნახული ერი ჩუენი ყოვლისაგან უსჯულოებისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭეშმარიტი მოძღუარი, ღმრთისა მიერ სწავლული შემდგომად მოციქულთა, და ბრძენი უბიწოი გპოვა რაი ეკლესიამან, წმიდათა შორის შეგრაცხა და გვიწესს რაი ქებად საკვირველისა ღუაწლისა შენისა, აწ ჩუენცა სამართლად გნატრით შენ, ვითარცა მნათობსა სოფლისასა, და სამებასა წმიდასა ვადიდებთ განუყოფელად.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა ნესტვი ხმატკბილი ჭეშმარიტებისაი და საყვირი საღმრთოი ხმა-შუენიერად მგალობელი წლითი წლად მოგვიწოდს სულიერსა სერობასა დიდებულისა ხსენებისა შენისასა, აწ ჩუენცა სარწმუნოებით აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა, ჰოი, მწყემსო კეთილო, და ვადიდებთ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სიხარული შეიწყნარე, ქალწულო, წიაღსა შინა წმიდასა, და დახსენ მწუხარებაი კაცთა ნათესავისაი, ამისთვის, წმიდაო დედოფალო, აღგიარებთ ღმრთისმშობელად და ორითა ბუნებითა და ნებითა ღმრთად და კაცად ვჰქადაგებთ, და თაყუანისვჰსცემთ შენგან შობილსა ქრისტესა.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათაი. მოვედ, უბიწოო, ქალწულო ღმრთისმშობელო, შენგან შობილისა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წმიდანი ნაწილნი შენნი უშურველად აღმოაცენებენ მადლსა ჭეშმარიტსა, ჰოი, ათანასე, და შეაცურევენ მართლმადიდებლობით აღმსარებელთა ერთა, რომელნი მიემთხვევიან მხურვალითა სარწმუნოებითა და გევედრებიან ხსნასა და კურნებასა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო ათანასე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სუეტად საწმუნოებისა გამოგაჩინა შენ ქრისტემან, და გყო რაი წეს და კანონ და მოძღუარ უცთომელ წმიდისა ეკლესიისა, აწ ჩუენცა ქებით შევამკობთ ბრწყინვალეთა შრომათა შენთა, რაითა მეოხებითა შენითა მოგუანიჭოს მხსნელმან ცოდვათა ლხინებაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

გნატრით შენ, სიბრძნით მეტყველსა მღდელთმოძღუარსა, არღარა სახელითა, არამედ ჭეშმარიტად საქმითა უკუდავქმნილსა, და გევედრებით ნუგეშინისცემასა და შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაითა დაგვამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მომმადლე მე ცხორებაი, დედაო ცხორებისაო, და ნათელო სოფლისაო, განმანათლე მონაი შენი, და ყოვლად ბრწყინვალისა მღდელთმოძღუარისა შენისა, ათანასე დიდისა თანა ევედრე ძესა შენსა, რაითა მომანიჭოს სინანული და შენდობაი ცოდვათაი.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღდელმან აკმიოს:

 

 მკითხველმან: მოეფინა რაი შენ ზედა სული წმიდაი, რომელი იგი პირველ ქრისტეს მოციქულთა ზედა მაღლით გარდამოხდა ქორსა მას ზედა საიდუმლოისა, ნეტარო ათანასე, გყო მეათცამეტე მოციქულად და მქადაგებელად მართლისა სარწმუნოებისა, შეამკვე რაი ქრისტეს ეკლესიაი სიტყუათა შენთა სამკაულითა, და სამგვამოვნად ღმრთისმეტყველე ერთი ღმრთეებაი სამებისა წმიდისაი, აწ მეოხ გვეყავ წინაშე მისა, რაითა გვიხსნნეს ყოველთა ვნებათაგან, რომელნი ვაქებთ ხსენებასა შენსა.

მიმსგავსებულ იქმენ რაი მოციქულთა, პავლეისებრ ქრისტეისა გსუროდა და პეტრეისებრ განკურნებდი რაი ცხედართა ზედა მდებარეთა, ვითარცა დიდი ელიაი ხორცითა, ღირსო, სიწმიდითა ჰქალწულებდი და ანგელოზთა თანა იხარებ წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, აწ ჩუენცა შეგვიწყალოს ცოდვითა დაბნელებულნი ესე და მკურნალ ექმნნეს ყოველთა სენთა და უძლურებათა ჩუენთა.

მართლმადიდებლობითა აღჭურვილმან ცხადად ჰქადაგე რაი ერთ-ღმრთეებად სამებაი წმიდაი სამგვამოვანი, რომელმანცა შექმნა ხილულნი და უხილავნი სახიერებით, ქრისტეს ეკლესიითგან განხადე უღმრთონი არიოზ და საბელიოზ, და საღმრთოთა სიტყუათა შენთა მიერ განანათლენ გულნი მორწმუნეთანი, აწ ჩუენცა გაქებთ შენ, მამათა სიქადულო, ღმერთშემოსილო ათანასე, და გევედრებით მშვიდობისათვის სოფლისა და ცხორებად სულთა ჩუენთათვის.

ღმრთისმსახურებაი და ჭეშმარიტებაი საჭურველად შთაიცუ, ვითარცა ახოვანმან წინამძღუარმან მორწმუნეთა ერთამან, ბრძენო ათანასე, და ენითა საღმრთოითა ჰქადაგე რაი ქრისტე – სიტყუაი და სიბრძნეი ღმრთისაი, დახსენ უღმრთოი სწავლებაი არიოზისაი, და ვითარცა მწყემსმან მღვიძარემან სამწყსონი შენნი იხსნენ წვალებისაგან, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე ღმრთისა, მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და დაგვიცვას ყოვლისაგან ურწმუნოებისა და სიცბილისა.

სარწმუნოებითა ვადიდებთ და მარადის თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსთმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, ჰოი, წმიდაო მღდელთმთავარო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, განგვანათლოს და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ერთარსებით თაყუანისვჰსცემდეთ სამებასა წმიდასა და ერთბუნებით ვადიდებდეთ სამგუამოვანსა ღმერთსა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, მღდელთმოძღუართა სამკაულო და მამათა თუალო ათანასე, ზღუდეო დაურღუეველო მადლისაო და სუეტო შეურყეველო ეკლესიისაო; წყაროო წყლისა ცხოველისაო და მდინარეო დაუშრეტელო სიბრძნისაო; ბრწყინვალეო მნათობო სოფლისაო და მახვილო მომკუეთელო წვალებისაო; ერთარსებით და სამგვამოვნებით ქადაგო სამებისაო და მადლითა სულისა წმიდისაითა აღმაყვავებელო მართლმადიდებლობისაო!

ჰოი, ღმრთივგანბრძნობილო მოძღუარო და ებანო სულიერო, ღირსო ათანასე ღმრთისმეტყველო! რომელი ქერობინთაებრ ხმამაღლად ადიდებდი ყოვლადწმიდასა სამებასა, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, გვითხოვე შენდობაი ცოდვათაი და ხსნაი საწუთროისა ჭირთა და ვნებათაგან, რომელნი ვაქებთ წმიდასა ხსენებასა შენსა, ხოლო ერი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, და წმიდაი ეკლესიაი ჩუენი დაიცვას შეუძრველად. შენ შორის დამკვიდრებულითა საღმრთოთა მადლითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, მამათა თავო, და მწყემსო ჭეშმარიტო, მღდელთმოძღუართა შორის ბრძენო ათანასე, ვითარცა წყაროისგან დაუწყვედელისა აღმოგვიცენდებიან ჩუენ მოძღურებათაგან შენთა ღმრთივსულიერთა წყალნი ცხოველნი სწავლათანი, რომელთა მიერ სამებასა ღმერთსა სამგვამოვანსა ერთარსებით უგალობთ და გევედრებით შეწევნასა მისა მიმართ, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი, დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი აღსაზრდელად ყრმათა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

 

ძალად და სიმტკიცედ და შესავედრებელად მოგვიგიე რაი, სიბრძნით მეტყველო ათანასე, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით: ვითარცა ყოვლად ქებულსა და ღმერთშემოსილსა მამასა ჩუენსა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნო, და დაგვიფარო გარე მოდგომილთა ურიცხუთა მტერთა და საფრხეთაგან.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა ათანასე დიდისა, ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსისაითა ღირს-მყუენ ჩუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა
სავედრებელი პარაკლისის ტექსტის შედგენისას გამოყენებულია წმინდა ათანასე დიდის ცხოვრება და სადღესასწაულო წეს განგება