მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოწამეთა შენთა, უფალო, ღუაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდა მათ შენმიერი ძალი და მძლავრი დაამხუეს და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა
ძლისპირი: მწყობრი ისრაელთაი რაი განვიდა ფერკითა დაულტოლველითა ზღუასა მეწამულსა, იხილნა აღჭურვილნი მტერნი მათნი ეტლებითურთ - სიღრმესა დანთქმულნი, სიხარულით ღაღატ-ყო და თქუა: უგალობდეთ ღმერთსა ჩუენსა, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ოფაზისა შენ თანა ოქროისათა გამოცდილთა, ძლევისა კიდონტსა ზედა, დღეს ქრისტცს ეკლესიაი ოქროძალითა ებნითა უგალობს სიხარულით, ხმითა ოქრობრწყინვალითა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
რომელნიცა აღმობრწყინდეს აღმოსავალით ნათესავბრწყინვალით და ცხორებაი განაბრწყინეს კეთილმსახურებითა და სკიპტრაი პატიოსან ყვეს,ღირს არს მათდა გალობად და შესხმად, ვითარ ჯერ არს.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მხიარულ-ყოფს, ცნობასა შემსხმელთასა არჩილ, სიმხნეი შენი და აცისკრებს გონებასა, ლუარსაბ ბრწყინვალეო, ახოვნებაი სულისა და სიმრთელე ცნობისა და სიმტკიცე გონებისა შენისაი, სანატრელო, რომელთა საკვირველ-გყვნეს.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ზესთა სიტყვისა მიდგომილებაი და შობაი უაღრეს გონებისა, ხოლო მაწოვნებლობაი უფროის ბუნებისა, რამეთუ მუცლად-იღებ უმამოდ, შობ უხრწნელად და აწოებ ქალწულებით, ჰოი, უცხოი საიდუმლოი ესე შენი, ქალწულო:
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: ლოცვამან ანა წინაიწაწარმეტყუელისამან, რაჟამს-იგი დამდაბლდა წინაშე ღმრთისა, განჰხსნა საკრველი ბერწისა მის მუცლისა და მოსპო ყუედრებაი სულისა თვისისაი მუცლად-ღებითა კაცისა მის ღმრთისაითა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინვალემან ძლევამან შენმან არცხვინა, არჩილ, სიჩუკნესა სპარსთასა, რამეთუ საჭურველად მხედრობისა შენისა გაქუნდა ქრისტე წყობასა შინა, რომლითა იქმენ მტკიცე და უძლეველ, მხედარ განსმენილ, ბრძენო.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ლელწმისა კუერთხ შემუსრვილ,საჩინო-ჰყვენ, ლუარსაბ,საცთურნი უღმრთოებისანი, მხნეო, სიბრძნით მოიგე და ესრეთ წარჰმართე სრბაი ღუაწლისა შენისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულისა თვსება სიმრთელითა ცნობისაითა, მეფენო, შეურყეველად დაიმარხეთ, ხოლო ხორცთა აღძრვანი აღვირსა კრძალულებისასა დაუმორჩილენით, სიმძაფრე სიჭაბუკისაი ალითა საღმრთოითა დაშრიტეთ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ალნი ვნებათანი ჩემ შორის, დამწუელნი ნაყოფთა სულისათა, ცუარითა წყალობისაითა დაშრიტენ, ქალწულო, წმიდისა უჟამოისა დამტევნელო ღრუბელო, ხოლო მორწყე სული ჩემი, წყლითა საღმრთოისა სიხარულისაითა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
სიბრძნე მოიგე თვის შორის, ბრწყინვალე იგი და დაუჭნობელი, რომლითა ზრახვაი ჯეროვანი და კრძალულებაი ყოველსა შინა ისავსენ, ლუარსაბ, რომელმან მეძიებელმან სიბრძნისამან მოიგე მადლთაცა სრულებანი და სულისა აზნაურებაი, დოღმატითა ყოვლადწმიდითა განაშუენე და შჯული სვინიდისისა შეაყავ მცნებათა ქრისტესთა, ხოლო წადილი ბუნებითი, მხოლოისა მიმართ სატრფიალოისა წარჰმართე, ევედრე ქრისტცსა ღმერთსა ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით მედღესასწაულეთა პატიოსნისა ხსენებისა შენისათა.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: მესმა სმენაი შენი დიდებული, განვიცადენ საქმენი შენნი, ქრისტე და დამიკვირდა, რაჟამს იშევ შენ ქალწულისაგან ხსნად მგალობელთა შენთა: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
უწმიდესისა ემბაზისა იმოქმედა აღმოქმნა საკრველმან ყოველთათვის მირიან, გარნა შენ, სანატრელო, სრულ-ჰყავ საქმე მშობელთა, რამეთუ აღამკე იგი სისხლითა და უფროის შვილმრავალ-ჰყავ, არჩილ, ყოვლადქებულო.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
გვირგვინი სიბრძნისაი დაიდგ თავსა შენსა, ხელთ-იდევ სკიპტრად სიმტკიცც გონებისაი, უშფოთველი იჭუთაგან, ხოლო პორფირად საღმრთოდ შეიმოსე მხიარულებაი წმიდათაი და გამოხუედ, ვითარცა სიძე ეზოით, მსრბოლი ღუაწლად, ლუარსაბ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აერთებს ორობასა ღუაწლი წმიდათა და შემრჩობლავს ურთიერთარს გვირგვინი ძლევისაი და მეფობისა ჟამით განყოფილთა, და იგივე მიიზიდავს ტრფიალებაი მარად განუყრელ-ყოფად დიდთა ქრისტეს მარტვილთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლანდნი და აჩრდილნი იგავთანი წარხდეს, ჭეშმარიტებით რაჟამს გამობრწყინვებად შენ მიერ ვიხილეთ ჩუენ, რამეთუ ხატი ღმრთისაი შენგან მონისა ხატსა შინა იქმნა ჭეშმარიტებით და დაიხსნა წერილთა ხატნი და სახენი.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: რომელმან განჰკუეთე, ქრისტე, პირმშოი სიბნელისაი მის ნათლითა, რაითა გადიდონ მხოლოი დაბადებულთა შენთა, ნათელსა შენსა წარგვიმართენ სლვანი ჩუენნი.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ორთქვლამან და ბერვამან მძვინვარისა გუელისამან სიმტკიცესა, ლუარსაბ, შენ შორის საღმრთოისა სიხარულისასა ვერ უძლო შეძრვად, რამეთუ სული ღმრთისაი გაქუნდა შენ თანამკვიდრად, წმიდაო, რომლითა ნუგეშინის-ცემული, თავს-იდებ ღუაწლთა დიდთა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ბაძვითა პირველვნებულთა შენთა მოწამეთაითა, თავს-იდებ ღუაწლთა დიდთა, ნეტარო, მოლოდებითა გვირგვინთა ექსორიობათაისაითა და პყრობილებათაისაითა, ლუარსაბ, რამეთუ დევნულებაი ქრისტესთვის ჰგონე შენ სასოებით მსწრაფლ შეერთებად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წყურვილით გწყუროდა შენ შესუმად სასუმელსა ქრისტესსა და გსუროდა ნათლის-ღებად მის თანა, არჩილ სანატრელო, რამეთუ დაგედვა შენ გულსა აღსლვად და დიდებად მის თანა, სარწმუნოდ მცნობელსა, ვითარმედ უტყუელ არს აღმთქუმელი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეფეთა, მორწმუნეთა ძისა შენისაითა, რომელთა ზე აღიქუეს სახელი მისი წინაშე უღმრთოთა, შენ უკუე ჰმართებდე, სძალო, საჭესა ღუაწლისა მათისასა და მტკიცე-ჰყოფდე ძლიერად, რომლითა მძლედ გამოჩნდეს მოწამედ.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: შენ, ქრისტე, ღმერთო ჩუენო, გამოგვიიბრწყინდი სიტყუაი ღმრთისაი ხორცითა ქალწულისაგან, რაითა შთანთქმული ადამ აღმოიყვანო იონაის სახედ, ნათესავითურთ თვისით, მუცლისა მისგან მხეცისა მომსრველისა.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
იგალობე შენ, ღირსო, ოსანა ძლევისა, სძლევდ რაი, არჩილ, სპარსთა საცთურებასა, შურდლითა რაი სარწმუნოებისაითა სისრა-უყავ მას და მეფობისა შარავანდედსა შეაერთე გვირგვინი ძლევისაი, რომელნიცა მრჩობლობით მოიღე, წმიდაო, ქრისტეს ღმრთისაგან.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
დავითის ძირით, ყუავილი შუენიერი, ვარდი წმიდაი დაემყენ ძირსა ზედა უხრწნელსა, ბრძენო, რაჟამს მიჰრიდე, ლუარსაბ, ამაოთა დიდებათა და უმყოფო არსთა, რომლისათვის უკუდავად დიდებად და მყოფად უხრწნელად აღიწიე შენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღსარებითა მართლითა შეიწყნარეთ შორის თქუენსა ქრისტე, ყოვლადქებულნო, და სისხლი თქუენი შეჰრთეთ სისხლთა თანა მართალთასა და სიმართლისათვის დევნულებაი გსუროდათ, მხნენო, რომელთაცა მოიღეთ ქრისტცს ღმრთისა მიერ სიმრავლე გვირგვინთა პირად-პირადთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვარდისა უკუდავისა აღმომაცენო სავარდეო და შროშანისა უხრწნელისა ღელეო და საიდუმლოდ დახშულო მტილო, გიხაროდენ, ქალწულო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდებულო მოწამეო, მეფეო არჩილ, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა 6
სასოო და შესავედრებელო ქრისტიანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
მგალობელთა: წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
დიაკონმან: წინაისწარ ვხედევდ უფალსა, წინაშე ჩემსა არს მარადის, რამეთუ მარჯულ ჩემსა არს, რაითა არა შევიძრა.
მგალობელთა: წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა, საკვირველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
დიაკონმან: წმიდათა, რომელნი არიან ქუეყანასა მისსა,
მგალობელთა: საკვირველ-ყო უფალმან ყოველივე ნებაი მისი მათ შორის.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ხელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათვის. და გექმნეს თქვენ ესე საწამებელ. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაითა არა წინაისწარ იწურთიდეთ, რაი სიტყუაი მიუგოთ. რამეთუ მე მოგცეთ თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინააღდგომად და სიტყვის-გებად ყოველთა წინააღმდგომთა თქუენთა. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის. და თმაი თავისა თქუენისაი არა წარწყმდეს. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდათა დიდთა მოწამეთა საქართველოისათა, მეფეთა არჩილ და ლუარსაბისაითა მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: პატიოსან ჰყავ შენ, უფალო, სიკუდილი წმიდათა შენთაი შენთვის, რამეთუ მათ გადიდეს რაი ასოთაგან თვისთა, ადიდენ შენ იგინი წმიდათა შენთა თანა, რომელნი შენთვის მოსწყდეს, ვითარცა ცხოვარნი კლვადნი და შეიწირნეს ზეცათა საკურთხეველსა შენსა, ვითარცა განწმედილნი ტარიგნი, რომელნიცა გამოირჩიენ წინაისწარ, ჭეშმარიტად დიდებულ-ჰყვენ იგინი, ხოლო მეფეთა შორის კეთილმსახურთა და მოწამეთა შენთა გუნდსა ყოვლითურთ ზიარ-ჰყვენ, ვითარცა მობაძავნი და შედგომილნი შენნი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: აბრამეანთა ყრმათა ბაბილოვნისა ცეცხლი სარწმუნოებით მოაუძლურეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
აღიღე სიბრძნით,მხნეო, საჭურველი სიმხნისა, ლუარსაბ ნეტარო, და უშიშად განხუედ შენ წყობად, დიდსული მხედარი ქრისტესი, ხოლო რაჟამს სძლე, ღაღადებდ ბრწყინვალედ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ვერღარა-სადა ძალუც ხორცთა დაკუეთებითა სატკივართა შენდა შემოსლვად, ვერცაღა წვალებასა ყოვლითურთ, არჩილ, რამეთუ შემდგომად სარკისა პირისპირ უგალობ: მამათა ჩუენთა, ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღიღნეს საჭურველნი მეორეთა ლევი და სიმეონ და დაუცუეთელნი გულითა დასცნეს, სძლისა ქრისტესისა გინებად აღდგომილნი, თესლ-ტომნი უღმრთონი.
მგალობელთა: მამათა ჩუენთა, ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სახელბერწობით ყუედრებული, იქმნების დედაი ძეთა მრავალთა, რაჟამს შენ, უმუშაკომან ველმან აღზარდე მანდრაგორი უთესლოდ, სძალო, ამისთვის ვიტყვით: მამათა ჩუენთა, ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: სამსახეობაი სამებისაი სამთა მათ ალსა შეაცურევს და კრულებასა განხსნის, ხოლო სამნი იგი მაღალსა აკურთხევენ და ესრეთ იტყვიან: დამბადებელო და მხსნელო ყოველთაო, აგამაღლებთ შენ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
სახუმილი ტანჯულთა მხურვალებისაი შეიცურეოდა შენ შორის ცუარითა ნეტარისა სასოებისაითა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა ქრისტჰს შენისასა, არჩილ, რომლითა მარად მხიარული, ხმობდ მგალობელი: აკურთხევდით, საქმენი უფლისანი ღმერთსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
კრთომასა მბორგალობითსა ხორცთასა, უგულისხმოისა, მგრძნობელსა, უსიტყუელსა ჭიმი ნათხზი საღმრთოისა მრთელცნობობისაი აღუდევ შენ და აღვირითა კრძალულებისაითა, ლუარსაბ, ღაწუქცეულ-ჰყოფდ, მხნეო, და სრბასა შინა ღაღადებდ: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უთხრობ ქუეყანასა საკვირველსა ამას და ვაუწყებ ყოველთა კიდეთა, კეთილ-საიგავოსა და სატრფოისა ტრფიალებასა თქუენსა, რამეთუ გვირგვინთა წილ – გინებაი და საყდართა წილ გუემაი ქრისტესთვის მიიღეთ მხმობელთა: აკურთხევდით საქმენი უფლისანი ღმერთსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნათელი ნათლისაგან და ღმერთი სიტყუაი ჭეშმარიტი ღმრთისაგან მოვიდა შენგან მთისა ჩრდილოვანისა, ქალწულო, ხსნად, ღმრთისმშობლად აღმსარებელთა შენთა და აღმამაღლებელთა თვისთა უკუნისამდე.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: გიხაროდენ შენ, წმიდაო დედუფალო, დედათა დიდებაო, ქალწულთა თუალო, რამეთუ მეტყუელებაი ვერ შემძლებელ არს ღირსად ქებასა შობისა შენისა, ამისთვის სარწმუნოებით გადიდებთ შენ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
აღმომზესა სიტყვიერსა ვარსკულავსა საჩინოსა ღრუბლისაგან უღმრთოებისა, დაუღამებელსა მთიებსა და ყუავილსა შუენიერსა ბრწყინვალისა მტილისა დავითისა, ლუარსაბს ყოველნი პატივს-ვცემდეთ.
წმიდანო დიდებულნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ევედრენით ღმერთსა ჩუენთვის.
ვარდი წმიდაი და შროშანი ყოვლადსულნელი და სამოთხე სიტყვიერი, აღმომაცენე პირად-პირადთა ყუავილთა, კეთილთა მოქმედებათა, დღეს წინადადებულ არს, არჩილ; ამას უკუე ვაქებდეთ ჯერისაებრ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
თქუენ, საღმრთოდ მხედრებად ქრისტესად აღწერილთა, იღუაწეთ თანანადებისაებრ მხედრობისა თქუენისა, წმიდანო, და კმა-ყავთ ნიჭი იგი, რომელი მოგემადლა თქუენ სიმხნისა, რომლითა დიდებულ იქმნენით, სანატრელნო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იხარებდ დღეს ბრწყინვალედ, ეკლესიაო ქართლისაო, რამეთუ დიდსა შეიწყნარებ საქადულობასა, აჰა, ესერა, ღმრთისმშობლად აღმსაარებელნი წმიდისა ქალწულისანი, მეფენი დიდნი შენ შორის იდიდნეს გვირგვინითა მარტვილობისაითა.
მღუდელმან აკმიოს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ახოვანთა ჯუარითა ჭურვილთა, მხედართა ქრისტესთა ვაქებდეთ შემოკრებულნი ყოველნი, რამეთუ მათ სიმხნე საკვირველი აჩუენეს და დაამხუეს მრავალღონე იგი სივერაგე მტერისაი და სპარსთა საცთურსა ძლიერად არცხვინეს.
ნათლითა უცვალებელითა გონებაი ნათელ-ჰყვენით და წყუდიადი დახსნილებითისა უმეცრებისა განიოტეთ და ყოვლითურთ სიბრძნისა ტრფიალად გამოჩნდით, რომლითა ყოვლადბრძენთა ანგელოზთა თანა სიბრძნის-მოყუარებთ, ვითარცა ბრძენნი, სიბრძნისა მეგობარნი.
ვითარითა ქებისა გვირგვინითა გვირგვინოსან-ვყოფდეთ მოწამეთა, რომელნი გვირგვინითა მეფობისაითა და პორფირითა მეწამულითა მარტვილობისაითა იდიდნეს, მოიღეს შარავანდედი წარუვალისა მეფობისაი ოქროთა მათ გამოცდილთა და სკიპტრაი უძლეველობისაი, ადამანტისა უმტკიცესთა ქუათა რჩეულთა, რომელთა ღირსად, ვითარცა მძლეთა, გვირგვინოსან-ჰყოფს ქრისტე ღმერთი ჩუენი, რომელსა აქუს დიდი წყალობაი.
ვითარითა ქებისა ყუავილითა გვირგვინოსან-ვყოთ თავი შენი, ჰოი, უძლეველო მეფეო ლუარსაბ, რამეთუ შენ ნივთიერთა ქუათა მიერ მკობილსა განეყავ გვირგვინსა და სკიპტრასა შემუსრვადსა ქრიტესთვის მიჰრიდე, ეჰა, ყოვლადგამოუთქმელსა მას შენსა ტრფიალებასა ქრისტეს მიმართ, რამეთუ წარმოცლა სისხლისა ყოვლადუსაწადელეს გიჩნდა, ვიდრეღა დეადემაი და საყდარი მეფობრივი, რომლისათვის მრჩობლ-გვირგვინოსან-იქმენ ქრისტეს მიერ, რომელსა აქუს დიდი წყალობაი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჰოი, ყოვლადდიდებულნო ღმრთივგარგუნოსანნო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ანგელოზთა თანა შეერთებულნო, მოციქულთა თანა პატივცემულნო, მოწამეთა სრულებანო, მამათა დიდებანო, ქალწულთა შუენიერებანო, მვედრებელთა თქუენთა მსწრაფლშემწენო, თხოვათა აღმასრულებელნო და წყალობათა მომნიჭებელნო.
ჰოი, ყოვლადბრწყინვალენო ქრისტცს მოწამენო არჩილ და ლუარსაბ, ბრწყინვალებითა სიწმიდისა თქუენისა ელვარებისაისაითა განაბრწყინეთ ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლად-განათლებულითა ლოცვითა თქუენითა განანათლეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა თქუენითა განაძლიერეთ ქრისტსმოყვარენი და სამხედრო განწესებაი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი თქუენნი ადიდეთ, ევედრენით, წმიდანო მოწამენო ქრისტესნო, თქუენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მომანიჭოს მადლი და წყალობაი თვისი აურაცხელი.
ჰოი, ყოვლადქებულნო და პატივცემულნო წმიდანო მოწამენო არჩილ და ლუარსაბ,ღმრთივდიდებულითა საკვირველებითა და ნიშებ-სასწაულებითა თქუენითა განათავისუფლენით ტყუენი, განკურნენით უძლურნი, გამოიხსნენით განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენით ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენით ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა თქუენისანი ადიდენით და აღამაღლენით სულითა და ხორცითა, რაითა სასუფევლისა დიდებასა და დიდადშუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და თქუენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურხევდეთ თქუენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, თქუენსა განმაძლიერებელსა ძესა და თქუენ შორის მეტყველსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანის-ცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).