მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ხატად ღმრთის შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ–ჰყავ პატივი ხატისა ქრისტეისი, თვინიერ ხელისა კაცთაისა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რაი ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოითა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთუელი ყოველთაი, და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხატად ღმრთის შექმნილმან, წმიდაო, არა უდებ–ჰყავ პატივი ხატისა ქრისტეისი, თვინიერ ხელისა კაცთაისა გამოსახულისა, რამეთუ იხილე რაი ხელთა შინა ურწმუნოთასა, განხურვებულმან შურითა საღმრთოითა, იტვირთე მხართა ზედა მტვირთუელი ყოველთაი, და მოუძღუანე ქართველთა ერსა, მოღვაწეთა შუენიერებაო ანტონ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ისრაელი მონა–ქმნილი გამოიხსენ, უფალო, მკლავითა შენითა მტკიცითა, ამისთვისცა გიგალობთ, რომელიცა დიდებულ ხარ.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოქალაქობასა მას ზეცისა უხორცოთასა აღხედ რაი კიბითა მით სიმდაბლისაითა, ღირსო, ანგელოსთა თანა უგალობ ზეცათა მეუფესა, რომელსაცა ევედრე აწ შეწყალებად სულთა ჩუენთა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღმობრწყინდი რაი შუა–მდინარესა, ნეტარო, გუამი შენი განკაფე მარხვითა, და სული შენი განსწმიდე რაი ლოცვითა მხურვალითა, აღივსე მადლითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იხარებს აწ ერი ჩუენი, წმიდაო, მოგვისუენე რაი კეცის ხატი მაცხოვრისაი, რომელი იგი საუფლოისა ხატისა თანა პატივ–იცემებოდა სწორებითა, და ქუეყანაი ჩუენი დაიფარე მადლითა მისითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უზესთაეს ბუნებათა შენგან განკაცებულსა ღმერთსა, ევედრე დედოფალო, ყოველთა ურვათა და ვნებათაგან გამოხსნად მონათა შენთა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: არავინ არს წმიდაი ვითარ უფალი და არავინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ, რომელსა ვუღაღადებთ: არავინ არს წმიდაი შენებრ, უფალო.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ისწრაფდი რაი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა, ახოვნითა სულითა განხვედ უდაბნოდ, და დაემოწაფე რაი იოანეს, ყოვლითა სიკეთითა სრულქმნილსა, არა დასცხრებოდით დიდებად ღმრთისა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმრთისმშობლისა მიერ წოდებული მოძღუარი შენი იოანე მოწაფეთა თანა წარმოემართა რაი წილხუედრსა მისსა ქუეყანასა, იღუწიდი შენ ედესას სადიდებელად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ჟამსა მას ნესტორიანთა შესაკრებელსა შინა დასვენებულ–იყო რაი ხატი უფლისაი, ხელთუქმნელი კეცსა ზედა, ფარულად წარმოიღე ივერიას, რაითა განამტკიცებდე საზეპუროსა ერსა ჩუენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰშევ და ქალწულადვე ეგე სამარადისოდ და უქორწინებელად, ღმრთისა დედა იქმენ, სანატრელო მარიამ, რომელსა ევედრე სულთა ჩუენთათვის.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა
ზეცისა შუებათათვის დასთრგუნე რაი სიყუარული სოფლისაი, ვითარცა გონიერი ვაჭარი, ეძიებდი კეთილსა მარგარიტსა, და ჰპოვე რაი, მიეც ყოველივე, და მხოლოი იგი მოიყიდე, ნეტარო, და ურიცხვნი განამდიდრენ, ამისთვის ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა, ღმერთშემოსილო მამაო ანტონ მარტყოფელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობა მოგვანიჭოს, რომელნი სურვილით ვდღესასწაულობთ წმიდასა ხსენებასა შენსა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა მე, ქრისტე, სმენაი და შემეშინა, რამეთუ მამისაგან არა დააკლდი და კაცთა შორის გამოჩნდი ცხორებისათვის სულთა ჩუენთასა, მრავალმოწყალე.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიყუარულითა მოძღვრისა თვისისაითა, ისწრაფდი მიმთხვევად მისა, და წინა გიძღოდა ანგელოსი გზასა მას ქართლად მყვანებელსა, რაითა უქადაგებდე და განამტკიცებდე მაზდეანთაგან ცთუნებულთა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მიეახლე რაი მოძღვარსა შენსა იოანეს, ამბორს–უყოფდა ხატსა უფლისასა, და წარგგზავნიდა რაი ქადაგებად, ღირსო, მრავალთა მოიმუშაკებდი და განავრცობდი სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ჯერეთ მიიწიე რაი იყალთოს წინაშე ზენონისა, მერმე ალავერდსა წარმოუდეგ იოსებსა, და სიყუარულითა მიემთხვივნეთ რაი ურთიერთსა, ღირსნო, დაუცხრომელად მსახურებდით ზეცათა მეუფესა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვერ შემძლებელ ვართ ქებად შემსგავსებულად სიწმიდისა შენისა, ღმრთისა დედაო, რამეთუ ზესთა იპოვა ცნობათა ჩუენთა დიდებულებაი შენი, ყოვლადწმიდაო.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო, მაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხვაი ღმერთი არა ვიცით.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დაემკვიდრე რაი ხევსა მას ლოპოტისასა, წმიდაო, მრავალნი მიიზიდნე ბაძვად შენდა, აწ ჩუენცა მოგვეც გულისხმის–ყოფაი შეცოდებათა ჩუენთაი, და გვიხსენ ეშმაკის საცთურთა და კაცთა ზაკუვისაგან.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღუშენე რაი სავანეი სამწყსოსა შენსა, მამაო, თვით დაემკვიდრე უდაბურთ მათ სანახებსა და მარადის ილოცვიდი წინაშე საუფლოისა მის ხატისა და ავედრებდი ქართველთა ერსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განხდა რაი ხმაი სიწმიდისა შენისაი, მრავალნი მოისწრაფდენ შენდა, გარნა განევლტე დიდებასა, სანატრელო, და გამოქვაბე რაი კლდეი მთათა მათ აკრიანთა, დაეყუდე მუნ სადიდებლად ღმრთისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწოო, რამეთუ სიტყუაი ღმრთისაი უშევ, ღირსო, ხორცითა სოფელსა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ: მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შეუდეგ რაი კუალსა მას იოანე ნათლისმცემელისასა, საზრდელსა პოებდი მდელოთაგან, და წყალსა წვიმისაგან შეკრებულსა ნაპრალთა შინა, და ლოცვითა დღითი–დღედ მსახურებდი ღმერთსა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ზეგარდამო მსმენელ იყო უფალი ლოცვისა შენისა, და მოგივლინა რაი ირემნი მსახურებად შენდა, რძესა იხუმევდი საზრდელად, ღმერთშემოსილო, და მადლობდი ყოვლადმოწყალესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
აჰა, მთავარი მის დაბისაი მოვიდოდა ნადირობად, და დევნა უყო რაი ირემთა, დამფრთხალთა მოივლტეს შენდა, და იხილე რაი დაკოდილი ნუკრი მათი, წმიდაო, შეუდეგ კუალსა მათსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან გვიშევ ხორცითა სიტყუაი, სიტყვისა მიერ, სძალო უსძლოო, იხსენ წყალობით მახეთაგან მტერისაითა სულნი ჩუენნი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ჴმაჲ 2
მნათობად მზეებრ ბრწყინვალედ მოეცნეს ქართველსა ერსა ათორმეტრიცხუნი მამანი, მოძღვარნი ყოვლისა სოფლისანი და უდაბნოისა შუენიერებანი, ხოლო შორის მათთა ბრძენი ანტონი, იდიდებოდენ დღეს ჩუენ მიერ, რომელმან მოგვისუენა ხატი წმიდაი ხელთუქმნელი, მფარველად ერისა ღმრთისმოყუარისა და სასოდ ყოვლისა სოფლისა.
იკოსი
რაჟამს გესმა ხმაი უფლისაი, ერჩდი მას მოსწრაფებით, და შეუდეგ რაი ღირსად, მისდევდი მცნებათა მისთა, და შიშველ იქმენ რაი ნივთთაგან მსოფლიოთა, მოცალე იქმენ ყოველთაგან ზრუნვათა მისთა, ხოლო განხუედ რაი უდაბნოდ, ღმერთშემოსილო, შეეყავ დიდსა მნათობსა იოანეს – მოძღვარსა შენსა, და მისთანა მზრახველობითა ზრახუასა ღირს–იქმენ წმიდითა გონებითა სასურველისა შენისასა, რომლისა თანა ოხად ნუ დააცადებ ღმრთისა მიმართ, ღირსო მამაო ანტონ, დაფარვად ერისა ღმრთის–მოყუარისა და სასოდ ყოვლისა სოფლისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: რაი მივაგო უფალსა ყოვლისავეთვის, რომელი ესე მომაგო მე.
მგალობელთა: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: პატიოსან–არს წინაშე უფლისა
მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: სიბრძნით.
მგალობელთა: ებრაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა და ერი იგი მოწაფეთა მისთაი და სხვისა ერისა სიმრავლეი ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალიმით და ზღვის კიდით, ტვიროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისა და განკურნებად სნეულებათაგან მათთა. და ურვილნი იგინი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თვალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა ანტონ მარტყოფელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ხატ სიწმიდისა გამოსჩნდი, მამაო საწადელო, და სიტყუათა შენთა ელვითა და სულისა ბრწყინვალებითა განიოტებდი რაი არმურსა ცოდვისასა, საზრდელი უკუდავებისაი მიეც მორწმუნეთა, მართალი სარწმუნოებაი, რომლითაცა გამოჰზარდენ მრავალნი სულნი, ღმერთშემოსილო ანტონ, და სათნო ეყავ ღმერთსა, რომლისა წინაშე ღმრთივბრწყინვალითა გვირგვინითა დიდებულ ხარ, ღირსო, და გვითხოვე, რაითა მოანიჭოს ერსა ჩუენსა მშვიდობაი, ქრისტეანეთა უვნებელობაი და მგალობელთა შენთა დიდი წყალობაი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელთანი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით, და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გიხილა რაი შორის ირემთასა მთავარმან, განგიჩინა ხელისა მოკვეთაი, ვითარცა გრძნეულსა, გარნა თვით განუხმა ხელი მეშანთესა, და ისმინე რაი ვედრებაი მისი, ჯუარის დასახვითა განკურნე მეყსეულად, აწცა ნუ დააცადებ ოხასა მაქებელთათვის შენთა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განცვიფრებული მთავარი აღგითქუმიდა რაი აღსრულებასა წადილთასა, ითხოვე ქუა–მარილი, რაითა დაალოკო ფურთა, აწ ჩუენცა გვიხსენ ბოროტისაგან განზრახვისა, ნეტარო, და განგვარინე ყოვლისაგან ძვირისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სიმხნითა წინა–განეწყვე რაი ავაზაკთა ზედა მოსლვასა, ძალითა ჯუარისაითა გამოჩნდი მძლედ მათდა, აწ ჩუენცა შეგვჭურვე ძალითა თვისითა უძლეველითა, ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიბრძნემან ყოველთა დამბადებელმან, იშენა სახლი თვისი შენგან, ქალწულო, და მოწყალებითა განაახლა ბუნებაი პირველქმნილისაი, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, ღმრთისა მამისა სიტყუამან.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან, მაყვლოვანით სახედ გამოაჩინა და ქალწულისაგან შობილსა უვნებელად ყოველნი ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სათნოებისათვის შენისა და სიმდაბლისა უფლისაგან მოიღე ნიჭნი კურნებისაი და ეშმაკთა განსხმისაი, და მრავალნი მოისწრაფდენ შენდა, რაითა დაგემორჩილონ მადლითა სულიერითა აღსავსესა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მწყემს იქმენ რაი სამწყსოისა მის პირმეტყუელისა, გამოჰზარდენ იგინი მეცნიერებითა, და აღუშენე რაი სავანეი, თვით აღირჩიე მარტოდ მყოფობაი, წმიდაო ბერო, და აღაგე სუეტი მწვერვალსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მარადის იღუწიდი რაი სადიდებელად ღმრთისა, ჟამითი–ჟამად ხვიდოდი სავანესა მას აღსასრულებლად ღმრთისმსახურებისა, და განსწავლიდი ძმათა ლოცვად და ბრძოლად ბოროტისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმანცა ანგელოსისა სიტყუა შეიწყნარე და ღმერთი მხოლოი გვიშევ და ნათელი სოფელსა გამოუბრწყინვე, დედაო ღვთისაო, ყოველნი გაკურთხევთ და აღგამაღლებთ შენ უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: რომელმან წინასწარ მოასწავა, შობა უხრწნელად მომცემელისა სჯულისასა მთასა ზედა სინასა, ცეცხლით მაყვლოვანსა მას შინა, დაუდუმებელად მას ვადიდებთ.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
დაეყუდე რაი გოდოლსა, ახოვანო, მაღლით მოჰფენდი გარემოთა მისთა ზედა მადლსა მას ლოცვათა შენთასა. აწ ჩუენცა გვიხსენ ყოველთა ვნებათაგან და აღგვავსე საღმრთოითა მღვიძარებითა.
ღირსო მამაო ანტონ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გემცნო რაი ჟამი აღსრულებისა შენისაი, მუხლდადგმითა ილოცვიდი წინაშე ხატ–ქმნულისა მის კეცისა, და სამწყსოსა შენსა ავედრებდი ქრისტესა, მამაო, ვითარცა მხსნელსა და მაცხოვარსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შეჰვედრე რაი სული შენი უფალსა, ანგელოსთა მისთა აღგიყვანეს ზეცათა იერუსალეიმსა, და ძმათა მათ წარგასვენეს პატივითა, და დაგფლეს სავანესა მას, წინაშე ღმრთისმშობლის ხატისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ, ქალწულო, გექმნა სახეი მაყვალი აღგზებული, რომელი ცეცხლისა მისგან დაიცევ შეუწველად, რამეთუ უხრწნელად დაიტიე ცეცხლი ღმრთეებისაი და ჰშევ უვნებელად.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: ეჰა, რაბამ დიდებულ არს სახსენებელი შენი, ჰოი, მონაზონთა დიდებაო და წესო მარტოდ მყოფთაო ანტონ მესვეტეო, რამეთუ ხატი იგი საუფლოი დაუტევე რაი ერსა ჩუენსა, სასწაულთმოქმედებდა განცხადებულად, და ყოველნი სარწმუნოებითა მილტოლვილნი ამბორისყოფად მისდა, მიემთხვევეოდა სათხოვარისა კეთილად აღსრულებასა, გარნა აწ მიფარულ არს თუალთაგან ჩუენთა, რაითა უკანაისთა ჟამთა კუალად გამობრწყინდეს, ვითარცა წინაისწარმეტყველეს მამათა, და ყოველნი აღგუძრას დიდებად ღმრთისა.
ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ვარსკულავო უდაბნოისაო და მნათობო კახეთისაო, ღირსო მამაო ანტონ სანატრელო, წმიდაი „სუეტი“ შენი მაუწყებელ–არს მარტოდმყოფობისა და დაყუდებისა შენისა, და ხმა მაღლად ჰქადაგებს რაი შრომათათვის მას ზედა აღსრულებულთა, „მარტყოფი“, ეწოდა სავანესა შენსა, და შეგრაცხეს რაი წმიდანად ეკლესიისა ჩუენისა, ნაწილთა შენთა წმიდაი სამარხოი, ვითარცა წყაროი დაუწყვედელი, უხუად აღმოადინებს მადლსა და წყალობასა.
ვითარცა საწუთოსა ამას მოგცა ქრისტემან მადლი სასწაულთაცა საქმედ, ეგრეთცა დიდებულებაი ნიშთა შენთაი უფროის აღემატა შემდგომად სიკუდილისა შენისა, ჰოი, განშორებულთა თუალო და მონაზონთა სიქადულო ანტონ, და სიხარულითა მოვისწრაფით რაი წმიდასა მას ადგილსა მკვიდრობისა შენისასა, სადა აწ დაუნჯებული არს ნაწილთა შენთა წმიდაი ლუსკუმაი, და მხურვალედ მისდა შევრდომილნი გევედრებით შენ სულთა და ხორცთა კურნებასა.
ჰოი, საჩინოთა მამათა შორის განბრწყინვებულო, და უდაბნოთა ქალაქმყოფელო მოღუაწეო ანტონ მარტყოფელო, რომელი ეგე შეერთებულ ხარ წმიდასა მწყობრსა მამათასა ასურეთით მოსრულთა ქუეყანასა ჩუენსა და მოძღუარსა შენსა იოანეს, ზედაზნისა მთასა ზედა მოღუაწესა, აწ მამობრივითა კადნიერებითა შეგვაწყნარეთ მფარველსა ერისა ჩუენისასა – ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა თანა–წარგუხადოს ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი და ღირს გვყოს მარადის დიდებად ღმრთისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, მოწესეთა სამკაულო და ქალაქ–მყოფელო უდაბნოისაო, ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მარტყოფელო, მოწაფეო და თანამზრახუელო წმიდისა იოანე ზედაზნელისაო და ახალო მოციქულო და მაჩვენებელო გზისა მის კეთილად მსახურებისაო; მღდელთა გვირგვინო და სიქადულო კახეთისაო; ქართველთა ზესთამბრძოლო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო ქრისტეანეთაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და ღმრთისა მიმართ მეოხო და შესავედრებელო ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!
ჰოი, განშორებულთა შორის ქებულო და ბერთა სიქადულო, წმიდაო მამაო ჩუენო ანტონ, ვითარცა ძუელ ოდესმე მოუძღუანე ქართველთა კეცისა ხატი იგი ხელთუქმნელი, მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტეისი, და მიაახლე ბრწყინვალებასა მას საღმრთოსა, ეგრეთვე აწ მამობრივითა მეოხებითა შენითა შეგვეწიე წინაშე ჯვარცმულისა, კუალად გამოგვიჩინოს ხელთუქმნელი ხატი იგი ყოვლად ძლიერი და საკვირველი, რაითა დაიცვას მამული ჩუენი ურიცხუთა მტერთაგან და შეჰკრიბოს ყოველსა ქუეყანასა ზედა განბნეული ერი ქართველთაი, ხოლო ჩუენ დაგვიფაროს ყოვლისაგან წვალებისა და მოგვანიჭოს ცხორებისა სიწმიდეი და ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი (სახელი), ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი ეკლესიისა ჩუენისანი, და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჰოი, ღმრთისა სათნომყოფელო და სასწაულთმოქმედო, ღირსო მამაო ჩუენო ანტონ მესვეტეო, ვითარცა ღუაწლითა დიდითა დაშუერ ერისათვის ჩუენისა სულიერად წინაშე ღმრთისა, წარმართობისაგან სრულიად ხსნად და განრინებად ყოვლისაგან უსჯულოებისა, ეგრეთვე აწ გვითხოე ქრისტეის მიერ ცოდვათა ჩუენთა ურიცხვთა მოტევებაი, სულიერთა და ხორციელთა ვნებათაგან გათავისუფლებაი, მართლმადიდებლობითა განათლებაი, სიწმინდითა მოქალაქეობაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოსთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ყოველივე ხორციელი ნებაი დაუტევე და ღმრთისა ნებასა შეუდეგ, ყოვლად სანატრელო მამაო ანტონ, და ზეცით მოიღე რაი მადლი სათნოებისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოთა მოქალაქეობითა, და სათნო–ეყავ რაი ზეცათა მეუფესა, ღირსო, აწ ვითარცა გაქუს კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა გვიხსნნეს სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.
დედოფალო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის–მცემელთა და სურვილით ამბორის–მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ანტონ მარტყოფელისასა, და მადლი მისი და წყალობაი შენი თანა–მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი