მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
წინაისწარმეტყუელისა შენისა ანგიასი, უფალო, სახსენებელსა ვდღესასწაულობთ, მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წინაისწარმეტყუელსა ღმრთისასა და ტაძრის მისისა მეორედ აღშენებისა ქადაგსა სარწმუნოსა, ანგიას გიგალობთ და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, რაითა გვიხსნნეს უსჯულოებათა ჩუენთაგან, და ცხორებაი ჩუენი განაგოს ნებისაებრ თვისისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1 უგალობდითსა, ხმაი 6
ძლისპირი: ღმერთსა, რომელმან დაანთქა მეწამულსა ზღუასა მტერი ფარაო, ძლევისა გალობითა უგალობდეთ, რამეთუ დიდებულ არს.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წმიდაი გონებაი შენი სამარადისოდ უფალსა განიცდიდა, ჰოი, ანგია, და ნათლითა საღმრთოითა ბრწყინვიდი მადლთა მიერ დიდთა.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საღმრთონი საიდუმლონი სწინასწარმეტყველენ, ანგია ყოვლად დიდებულო, და გამოაცხადე ყოფადთა უწყებაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ეზიარე რაი ღმრთისმხილველობისა მადლსა, ნეტარო, ჰსუფევ წინაშე მისა, და აწ ძალგიძს ხსნაი ჩუენი ყოვლისაგან საფრხისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიტყუაი ღმრთისაი პირველ უდედოი ქალწულმან მუცლად იღო უთესლოდ და ხორციელად გშუა უმამოი იგი ქუეყანასა ზედა.
გალობა 3 განძლიერდასა
ძლისპირი: განძლიერდა დღეს სარწმუნოებითა ეკლესიაი ქრისტეის მიერ და გალობითა ესრეთ ღაღადებს: წმიდა ხარ, უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხილნა ღმერთმან დაფარულნი და ცხადნი სათნოებანი შენნი და გყო წინასწარმეტყველად ერისა შენისა, რაითა ყოველნი ღაღადებდენ: წმიდა ხარ შენ, უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სულმან საღმრთომან, განმყოფელმან მადლთამან, გულსა შენსა დაიმკვიდრა და გასწავა, ანგია, ღაღადებად: წმიდა ხარ შენ უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მაღალთა მყოფმან და აღმავსებელმან სოფლისამან ტაძრად მადლისა გყო, ანგია წინაისწარმეტყუელო, და ღაღადებდი: წმიდა ხარ, შენ უფალო, სულთა ჩუენთა მაცხოვარო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან სიბრძნით დაჰბადნა ყოველნი დაბადებულნი, განკაცნა შენგან და მსგავს კაცთა იქმნა, ღმრთისმშობელო, წმიდაი, მრავალმოწყალეი, მხოლოი კაცმოყუარეი ღმერთი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 1
რომელი ყოველსავე ხედავს და უწყის, ვითარცა ღმერთმან, სულისა შენისა თუალნი ბრწყინვალედ განანათლნა, წინაისწარმეტყუელო, ყოვლად ქებულო, და მოძღურად სოფლისა გამოგაჩინა. ამისთვისცა წმიდასა სახსენებელსა შენსა უგალობთ და მეოხად მხურვალედ და შუამდგომელად მიგავლენთ ღმრთისა მიმართ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საღმრთოითა სულითა განათლებული გონებაი გაქუნდა რაი, ჰოი, წინაისწარმეტყუელო, მარადის იქცეოდი სიმართლითა და სიწმიდითა, და განაჭეშმარიტე აღსრულებაი საქმეთაი, ყოვლად ქებულო ანგია, აწ ევედრე ქრისტესა ღმერთსა, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
გალობა 4 მესმასა
ძლისპირი: სმენაი მესმა ღმრთისა გამოჩინებისაი ქუეყანასა მაცხოვრად ჩუენ მორწმუნეთა მისთა, და უღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სულიერი ტაძარი შენი უჩვენე ქალწულისაგან შემოსადი წინაისწარმეტყუელსა, უფალო, და ღაღადებდა: დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განუცხადე წინაისწარმეტყუელსა შენსა, უკუანაისკნელ ყოფადნი ცხორებაი წარმართთაი, უფალო, და გიგალობდა: დიდებაი ძალსა შენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ მიერ ამხილა რაი უფალმან ურჩობისათვის ერსა შენსა, ჰოი, ანგია, განძლიერდენ სარწმუნოებასა შინა ჭეშმარიტსა, და ადიდებდენ ძალსა მისსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოაქციე წყევაი ადამისი, სძალო, კურთხევად, შობითა ქრისტეს მეუფისაითა და უღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
გალობა 5 ღამითგანსა
ძლისპირი: შენდა აღვიმსთობთ და გიღაღადებთ: მოწყალეო უფალო, განანათლენ სულნი ჩუენნი დაბნელებულნი ნათლითა მცნებათა მათ შენთაითა, ღმერთო, და გუაცხოვნენ ჩუენ.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ შენ სამკვიდრებელ უფლისა და ტაძარ სამეუფოი, ცხორებითა ბრწყინვალითა, და ტაძარი იგი პირველ დაცემული აღმართე, ნეტარო, შემოქმედისათვის სოფლისა.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ელვაი საცნაური იგი საღმრთოი უნათლეს მზისა გამოგიჩნდა და მხედველ გყო რაი დაფარულთა, უნივთოი ნათელი შეიწყნარე, სანატრელო ანგია, და ბრწყინავ ყოველსა ქუეყანასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფროის განდიდნა ჭეშმარიტად დიდებაი ძუელისა აღთქუმის ეკლესიისაი, რაჟამს განკაცნა სიტყუაი და კაცთა შორის საცნაურ იქმნა, ვითარცა წინაისწარმეტყუელებდა ანგია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰოი, კურთხეულო და დიდებულო დედაო უსძლოო, მომკუდარი სული ჩემი შეცოდებითა და დაფლული ვნებითა სამოთხესა ცხოველ ჰყავ, ქალწულო.
გალობა 6 ღაღადყავსა
ძლისპირი: იოანისებრ ვეშაპისა მისგან მიხსენ მე, გევედრები, სახიერო უფალო, რომელსა შთანთქმაი ჰნებავს ჩემი უწყალოებით, განმარინე მე.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ახოვნებითა ღმრთისმსახურებასა ასწავებდ რაი, ანგია, აღუშენე ღმერთსა ტაძარი განწმედილი, და კეთილთა უხუებაი აუწყე კაცთა, ნეტარო.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ ჭურ პატიოსან უფლისა და ზეცით მოცემულთა ბრწყინვალებათა შემწყნარებელ და ნათლისა საუნჯეი, წმიდაო, და წინაისწარმეტყუელე ცხორებაი ყოველთა კაცთაი და გამოხსნაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სულისა წმიდისა მიერ განბრძნობილმან სწავლანი სულიერნი ღმრთისმსახურებისანი ასწავენ მორწმუნეთა და ღმრთისმეტყველ ჰყვენ, წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებსით თვისით განვიდა ადამ სამოთხით ფუფუნებისაით, ხოლო რაჟამს განკაცნა ქალწულისაგან სიტყუაი, აღიყუანა პირველსა ნეტარებასა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი, ხმაჲ 2
განათლდა სულითა წმიდითა გული შენი, და იქმენ წინაისწარ–მეტყუელებისა ბრწყინვალედ შემწყნარებელ, რამეთუ ხედევდი ყოველსა აწინდელსა ყოფადსა მას, ამისთვისცა პატივს–გცემთ შენ, წინაისწარმეტყუელო ანგია, დიდებულო.
იკოსი
ვერა გულისხმაყოფდა ერი შენი ნებასა უფლისასა, და არა ჰგონებდა რაი ჟამსა მას აღშენებასა სახლისა მისისასა, განგეცხადა სიტყუაი ყოვლისმპყრობელისაი, ანგია სანატრელო, და გაყვედრათ რაი აღშენებაი სახლთა თქუენთაი და ოხრად დაგდებაი სახლისა მისისაი, აღგითქვათ დაყუდნებაი ცისა ცუარისაგან და ნაყოფიერებისაგან ქუეყანისა, და გიბრძანა შენ, გულისხმაყოფაი ერისაი, რაითა მთასა მას ზედა მოჰკუეთნოთ ხენი, და აღაშენოთ სახლი, დასავანებელად და სადიდებელად ღმრთისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
მგალობელთა: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
დიაკონმან: მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.
მგალობელთა: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
დიაკონმან: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე.
მგალობელთა: წესსა მას ზედა მელქისედეკისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარებაჲ მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: რომელმან შეგიწყნარნეს თქუენ, მე შემიწყნარა; და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი. რომელმან შეიწყნაროს წინაისწარმეტყუელი სახელად წინაისწარმეტყუელისა, სასყიდელი წინაისწარმეტყუელისაი მიიღოს; და რომელმან შეიწყნაროს მართალი სახელად მართლისა, სასყიდელი მართლისაი მიიღოს. და რომელმან ასუას ერთსა მცირეთაგანსა სასუმელი ერთი წყალი გრილი სახელად მოწაფისა, ამენ გეტყვი თქუენ, არა წარუწყმდეს სასყიდელი მისი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ანგია წინაისწარმეტყუელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: გამოგვაჩინენ ტაძრად ღმრთისა ცხოველისა, ჰოი, ყოვლად ნეტარო ანგია, აღმასრულებელნი ესე ხსენებისა შენისანი, და შეგვაწყნარე ძალსა მისსა, რაითა მოანიჭოს სოფელსა მშვიდობაი და ერსა ჩუენსა სიმხნეი და ძალი ძლევად მტერთა მიმართ მზაკუვართა და ურწმუნოთა, განამტკიცოს ეკლესაი შეუძრველად, და წყალობაი მოსცეს სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7 კურთხეულარსა
ძლისპირი: სახუმილსა რაი ცეცხლისასა შეითხინეს სამნი იგი ყრმანი, ცეცხლი ცუარად გარდააქციეს და ძლევად შემოსილთა ესრეთ ღაღად–ყვეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განსწმიდე სული შენი და შეიწყნარე მადლი ღმრთისაი, ღირსად სანატრელო, ბრწყინვალედ სწინაისწარმეტყუელებდ და იტყოდე: კურთხეულ ხარ შენ უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ცხორებაი შენი უბიწოი განიცადნა რაი მეუფემან, წინაისწარმეტყუელად გიჩინა განკაცებისა თვისისა და ხმობდი: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ, უფალო, საცხორებელად სულთა, რომელი საღმრთოითა სულითა მოასწავა ანგია დიდებულმან, რაითა ვხმობდეთ: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, საუკუნითგან უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან სახუმილსა შინა სამნი ყრმანი დაიცუნა, ქალწულო, მანვე დაიმკვიდრა წიაღი შენი, და აცხოვნებს მგალობელთა შენთა: კურთხეულ არს, უბიწოო, ნაყოფი მუცლისა შენისაი.
გალობა 8 აკურთხევდითსა
ძლისპირი: რომელი მხოლოი არს მეუფეი დიდებისაი, რომელსა გუნდნი ზეცათანი აქებენ და ეშინის ანგელოზთა კრებულსა: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გიგალობთ მხოლოსა ყოველთა მეუფესა, ვითარცა წინაისწარმეტყუელმან ანგია გუასწავა ჩუენ, გალობად და სიტყუად: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიტყუაი სახიერი, მამისა თანასწორი გამოჩინებად აღსასრულსა ჟამთასა ჰქადაგე, ღმრთისმხილველო ანგია, და ხმა–ჰყავ: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შენ მიერ ამხილა უფალმან მღდელთა და მთავართა ისრაელისათა და განაღვიძა რაი მსახურებად მისა, მღდელნი აკურთხევდენ, და ერნი უფროისად ამაღლებდენ მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
პირველ უხილავი ბუნებით შეუცავი წიაღსა შენსა დაიტია და იხილვა, ღმრთისმშობელო, რომელსა უღაღადებთ: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9 ადიდებდითსა
ძლისპირი: ყოვლად ქებულო ქალწულო, ღმრთისა საყდარო, რომელმან სიტყუაი იგი დამბადებელი გვიშევ ხორცითა გამოუთქუმელად, ამისთვის სიხარულით ჩუენ ყოველნი დაუცხრომელად გადიდებთ.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იყავ რაი ანგელოზი ქუეყანისაი და კაცი ზეცისაი, კაცთა შორის იქცეოდი, და აწ გვირგვინოსანი იშუებ რაი წინაშე ღმრთისა, მაქებელნი შენნი მოგვიხსენენ, და დააცხრვენ აღძრვანი უხილავთა და ხილულთა ვნებათა.
წმიდაო წინაისწარმეტყუელო ანგია, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საღმრთომან მოქალაქობამან შენმან მკვიდრ გყო წინაშე ღმრთისა, დიდებულო ანგია, და საუკუნოდ იხარებ რაი შორის წმიდათასა, აწ მეცა შემეწიე, დანთქუმულსა სიღრმესა შინა ცოდვისასა, რაითა ინახ–ვიდგმიდეთ თანა სასუფეველსა შინა ცათასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მოძღუარი საღმრთოი, ღირს იქმენ რაი ღმრთისა თანა მკვიდრ–ყოფად და ნათლისა მისისა საუფლოისა შეზავებად მისა, აწ ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენთვის, რაითა განხადოს უფალმან მბრძოლნი ერისა ჩუენისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მხოლოი გამოსჩნდი უაღრეს ბუნებათა, სამკვიდრებელ ყოველთა მეუფისა, ქალწულო, კიდობანო სჯულისაო, რომელმან შინაგან შეიწყნარე ქრისტე – მომცემელი სჯულისაი.
მღუდელმან აკმიოს.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ვითარცა ტყუეობისაგან ბაბილოვნისა მოჰკრიბე ერი შენი და უკუნ აქციე ქუეყანასა თვისსა, უფალო, და ანგია წინაისწარმეტყველისა მიერ უბრძანე აღშენებაი მეორისა ტაძრისა შენისა იერუსალეიმსა, რაითა არა მოაწიო მსჯავრი სამართალი მათ ზედა, ეგრეთვე აწ ჩუენცა შეგვეწიე და შეჭურვე ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა.
დაუტევა რაი შენებაი ტაძრისაი ერმან ისრაელისამან, გამოგიჩნდა შენ ღმერთი, ვითარცა ურჩეულესსა მსახურსა მისსა და შენ მიერ ამხილა მღდელმთავარნი და მთავარნი ერისანი და მოუწოდა მათ განგრძობაი შენებისაი და აღორძინებაი ერისაი. აწ ჩუენცა მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, რაითა ერი ჩუენი ამაღლდეს სულიერებითა და აღვაშენოთ დარღვეულნი ეკლესია–მონასტერნი მამულსა შინა ჩუენსა.
ღირს იქმენ რაი ტაძრისა სრულიად აღდგენისა და განშუენებისა, ჰოი, ანგია, მას შინა სიხარულითა ფსალმუნებდი და ალელუიასა გალობდი რაი უპირველეს სხუათა, ხმითა მაღლითა მადლობდი და და ადიდებდი ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათაისა და შეუძრველად დაგვიცვას მართლმადიდებლობასა შინა.
დედოფლად დაბადებულთა გამოსჩნდი, ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, და სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთაისა არაი გუაქუს კადნიერებაი, რაითამცა ვევედრნეთ ღმერთსა, არამედ მოვიდეს რაი ძეი შენი განჰსჯად ყოვლისა სოფლისა, მეოხ–გვეყავ წინაშე მისსა, რაითა წინაისწარმეტყუელთა და წმიდათა თანა ურცხვენელითა პირითა აღვიმსთოთ გალობად ყოვლად წმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ანგელოზთა მობაძავო და თანამოსაგრეო, წმიდაო წინაისწარმეტყველო ანგია! მამათა მიერ თაყუანისცემულო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელო ზღუდეო და მტკიცეო საფარველო!
ჰოი, სამებისა წმიდისა მიერ გამორჩეულო წინაისწარმეტყუელო ანგია; ვითარცა ტყუეობისაგან ბაბილოვნისა უკუნ გაქციათ უფალმა ისრაიტელნი სამკვიდროსა მას ქუეყანასა თქუენსა და შენ მიერ ამხილა მათ ურჩობისათვის და უდებებისა, ძალითა მისითა უწინამძღვრე, და დიდებულად აღადგინეთ რაი დარღვეული ტაძარი იერუსალეიმსა სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისა, რაითა მოსცეს ძლევაი ერსა ჩუენსა მორწმუნესა და შეუძრველად დაიცვას წმიდაი ეკლესიაი ჩუენი კუეთებისაგან მტერთაისა, ხოლო ჩუენ ყოველთაგან თესლთა, ბრძოლად ჩუენდა შემოკრებულთა გვიხსნას და დაარღვიოს ბოროტ–მანქანებაი ღმრთისმბრძოლთა და მწვალებელთა. განაძლიეროს და დაიფაროს დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტეისმოყვარე მთავრობაი და მხედრობაი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლად ქებულო ღმრთისმეტყველო ანგია, წინაისწარ უწყებათა შენთა აღსრულებითა, წინაისწარმეტყუელად სარწმუნოდ გიწოდდა შენ ისრაელი, და აწ ჩუენცა მოველით შეწევნასა შენსა, რაითა ოხითა შენითა არა განგვირისხდეს ჩუენ უფალი უსჯულოებათათვის ჩუენთა, არამედ განგვათავისუფლოს ცოდვათაგან და განგვაშოროს სიყმილი ხორცთაი და წარწყმედაი სულთაი, დაგვიფაროს ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა დასხმისაგან მტერთაისა, და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაითა მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და შენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა ანგია წინაისწარმეტყუელისა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ,
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:
ყოველივე თქმული შენი ჭეშმარიტ–არს, წმიდაო წინაისწარმეტყველო ანგია, რამეთუ დაფარულსა საიდუმლოსა, ვითარცა ცხადსა ჰხედევდი, და მომავალი სარწმუნოდ უწყოდი, ნეტარო, და აწ გაქუს რაი კადნიერება წინაშე ღმრთისა, შეგვეწიე, რაითა განმხრწნელთა ცოდვათაგან ამის სოფლისათა გამოგვიხსნას და ღირს–გვყოს სასუფეველსა თვისსა.
დედოფალო, მოხედენ ვედრებასა მონათა შენთასა, და ლოცვითა ანგია წინაისწარმეტყუელისაითა ღირს–მყვენ დაუსრულებელსა ზეცისა დიდებასა
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა