მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ხელითუქმნელისა ზესთასაშინელისა პირისა ღმრთისანჩისხატისაჲ.

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

  ლიტანიობითა და გალობითა აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული ყოვლისა სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი: იერაპოლისით მოვიდა ხატი ესე საშინელი და ჩუენ, მოსავთა მისთა, მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  ლიტანიობითა და გალობითა აქებდით და ადიდებდით ყოველი სული და ყოველი დაბადებული ყოვლისა სოფლისა მხსნელსა და მფარველსა საშინელსა ანჩისხატსა, რომელსა უღაღადებენ ერნი კლარჯეთისანი: იერაპოლისით მოვიდა ხატი ესე საშინელი და ჩუენ, მოსავთა მისთა, მოგუანიჭებს ცოდვათა შენდობასა და დიდსა წყალობასა.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

 

უგალობდითსა

 

  ნეტარ არს ერი ქართველთაჲ, რომელმან იცის გალობაჲ შენი, უფალო, რომელი ეძიებს პირსა შენსა მარადის, მეფსალმუნემთავრისაებრ მღაღადებელი ხმითა: უგალობდით მხსნელსა ჩუენსა, უგალობდით, უგალობდით მხსნელსა ჩუენსა მეცნიერებით.

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ეჰა საკვირველი! უხორცოჲ იგი ხორციელ იქმნა და გარეშეუწერელ ზე გარეშეწერილ ქუე, ვინცა სახე ღმრთულისა პირისა თვისისა ტვიფარი უცვალებელი მოგუანიჭა ჩუენ. მას, ერნო ღმრთისმოყუარენო, ვუგალობდეთ დღეს!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ძემან და სიტყუამან მამისამან იესუ, ნათელმან სოფლისამან, არა უმრწემეს გუყვნა ჩუენ შორის ერთა! ნათელი პირისა თვისისა მოგუანიჭა ხატი ხელითუქმნელი, ზესთაწმიდა, ზესთასაშინელი; მას, ერნო ღმრთისმოყუარენო, ვუგალობდეთ დღეს!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  მოგუეფინა მადლი პირისა ღმრთისა ცხოველისა და ნათლითა მისითა თუალშეუდგამითა ყოველნი განვნათლდით, რამეთუ ზესთაწმიდასა და ზესთასაშინელსა ხატსა თვისსა ღირსგუყოფს შემოქმედი განცდად; მას ერნო ღმრთისმოყუარენო, ვუგალობდეთ დღეს!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ჰოჲ განგებულებაჲ ღმრთისა გამოუთქუმელი: ზესთაცნობისა და ზესთაგონებისა, მიუწდომელი და საკვირველი ღმერთი მუცლადღებული და ქალწული მშობელი! მოვედით აწ ყოველნი დედასა ვაქებდეთ და ძესა ვუგალობდეთ მეცნიერებით!

 

 

 

განძლიერდასა

 

  ღმერთო, ნათელო და ნათელთმფლობელო, ცხოველო და ცხოველსმყოფელო, განმაძლიერებელ მეყავ ყოველთა, გალობით დიდებისმეტყუელთა შენთა, არამედ გამოაჩინე ნათელი პირისა შენისა ჩუენ ზედა საცხოვნებელად ჩუენდა.

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  უჟამოსა მას ჟამიერქმნულსა, უხორცოსა მას ხორციელქმნულსა, ჯუარითა ვნებულსა, ბრწყინვალედ აღდგომილსა და ზეცად დიდებით აღმაღლებულსა გამოვხატავთ და თაყუანისცემით აღვიარებთ ქრისტეს ღმრთისა ხატად უკუნისამდე.

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ხატისა შენისა მსახურებაჲ თაყუანისცემით თვით შენ, ღმრთისადმი აღიწევის, ვითარ ბრძანებს ბასილი, ვინაჲ  მანდილსა ზედა დაბეჭდულსა, გინა კეცსა ზედა დატვიფრულსა პირსა აღვიარებთ ქრისტეს ღმრთისა ხატად უკუნისამდე.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  უკუეთუ წამლეანთაგან კბენილთათვის აღმართულმან გუელმან მან რვალისამან განჰკურნა მისდა მიმხედველნი, რაოდენ უფროჲს ხატი ესე ზესთასაშინელი კმაგუეყოს ჩუენ, რომელსა აღვიარებთ ქრისტეს ღმრთისა ხატად უკუნისამდე.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  თბისა შენისა მიმღებელმან ქრისტემან შემოჰკრიბნა ბუნებანი ერთსა შინა პირსა და იშვა მრჩობლითა ბუნებითა, ვინაჲ გადიდებთ შენ ძითურთ, რამეთუ გამოჩნდა ნათელი პირისა უფლისა ჩუენ ზედა საცხოვნებელად ჩუენდა.

 

 

 გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი და მხევალნი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

წარდგომა. ხმა 2.

 

  ყუავის კათოლიკე ეკლესიასა შინა მართლსარწმუნოებაჲ მართლმადიდებელთაჲ: ქრისტესა, მაცხოვარსა ჩუენსა, ძედ აღვიარებთ ღმრთისა და მარიამს ღმრთისმშობლად ვხადით, უსძლოსა სძალსა, არამედ ხატთა მათთა სასწაულთმოქმედთა ხელითუქმნელთა და ხელითქმნულთა თაყუანისვსცემთ უკუნისამდე!

 

 

 

მესმასა

 

  ჰოჲ სახიერო, ჩუენთვის კაცქმნულო მოწყალებით, ვითარცა პირველ იონა, ეგრეცა გვიხსენ ჩუენ წარწყმედისაგან უცვალებელისა ტვიფრისა შენისა მონიჭებითა, მხმობელნი: განგუანათლენ ჩუენ ხატითა პირისა შენისაჲთა, დამბადებელო!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  დაჰბეჭდა ტილოსა ზედა ხატმან მამისამან ქრისტე სახე თვისი ღმრთული ბეჭედად შეუძვრელად განსამტკიცებელად ჩუენდა, რაჲ უმართლესსა ზედა სარწმუნოებასა დადგრომილნი შვილნი ქართლისანი ვუგალობდეთ მხსნელსა გალობითა ახლითა.

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ხატო და ბრწყინვალებაო მამისაო, ქრისტე, ზესთასახიერებითა ჩემ, მონისა, ხატისა შემმოსველო, მწე ექმენ ჭუვილქმნულსა ერსა ქართველთასა, უკუნისამდე მოსავსა შენსა, მღაღადებელსა: გიგალობთ შენ, მაცხოვარ, გალობითა ახლითა.

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  მარჯუენე შენი მტკიცე გამოუცხადე ნათესავსა ქრთველთასა ზესთასაშინელისა ხატისა მონიჭებითა, ძეო და ხატო მამისაო, არამედ მშვიდობაჲ შენი მომეც ჩუენ, კადნიერთა, მგალობელთა შენთა მარადღე გალობითა ახლითა.

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  ჰოჲ საკვირველი, რამეთუ შობილი ღმერთ არს და მშობელი ქალწული! რამეთუ ზესთა გამოთქუმისა არს ქებაჲ ყოვლადწმიდისა და ზესთაცნობისა არს სახირებაჲ უფლისა, რამეთუ განგუანათლა ჩუენ ხატითა პირისა თვისისაჲთა დამბადებელმან.

 

 

 

ღამითგანსა

 

  უჟამოსა და ჟამიერსა, დაუბადებელსა და დაბადებულსა, უვნებელსა და ვნებულსა, უკუდავსა და მოკუდავსა აღვიარებთ ორითა ნებითა ბუნებითა, და ღამითგან აღმსთობილნი ხატსა საშინელსა სარწმუნოებით თაყუანისვსცემთ.

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ღმრთისა მამისა ძეო ბუნებითო, ბრწყინვალითა აღდგომითა შენითა უხრწნელებისა მიმართ კაცთა გარდამნივთველო, თაყუანისმცემელნი პირისა ღმრთისა ანჩისხატისანი ვღაღადებთ, ქრისტე: იყავნ ნებაჲ შენი ღმრთული მგალობელთა შენთა ზედა!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  რომელი გამოჩნდი ხორცითა, განმართლდი სულითა, ეჩუენე ანგელოსთა, იქმენ სარწმუნო სოფელსა შინა და აღმაღლდი დიდებითა, ქრისტე, ხატსა განკაცებისა შენისასა შევრდომილნი ვხმობთ: იყავნ ნებაჲ შენი ღმრთული მგალობელთა შენთა ზედა!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  უჟამოდ და უხორცოდ ღმრთისაგან მამისა და ჟამიერად და უთესლოდ დედისაგან ქალწულისა შობილო, მონისა ხატისა შემმოსველო, ხატსა განკაცებისა შენისასა შევრდომილნი ვხმობთ: იყავნ ნებაჲ შენი ღმრთული მგალობელთა შენთა ზედა!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  მოციქულთა და წმიდათა კრებათა მიერ განსაზღვრებულთა წესთა ეკლესიისათა მეცნიერებით შემწყნარებელნი ამბორსვუყოფთ ხატსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა და სახესა განკაცებისა ქრისტესსა სარწმუნოებით თაყუანისვსცემთ.

 

 

 

ღაღადყავსა

 

  ხელითქმნულთა ტაძართა შინა დამკვიდრებულმან, ქრისტე, ხატი შენი ხელითუქმნელი საცხოვნებელად მომეც ჩუენ, კაცთა; არა ფერთა შინა დაუტევებთ გონებასა, არამედ სულისა თუალითა პირმშოჲსა სახისა მიმართ აღმაღლებულნი ღაღადვყოფთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ჰოჲ საიდუმლოჲ უცხოჲ და მიუწდომელი! ჩუენისა ცხოვნებისათვის ძე ღმრთისა კაც იქმნა! უფალი უფლებათაჲ ჯუარსეცუა და გზაუყო უხრწნელებისა მიმართ ბუნებასა კაცობრივსა, პირმშომან ყოველთა დაბადებულთა; ძალსა მისსა დიდებაჲ!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  მიუწდომელითა განგებულითა შენითა, ქრისტე, სიმტკიცედ ჩუენდა დაჰბეჭდე პირი შენი ღმრთული ტილოსა ზედა და ნიშთსასწაულთმოქმედი ხატი ესე საცხოვნებელად მომეც ქართველთა, ვინაჲ გიღაღადებთ სახარულევანნი: დიდებაჲ ძალსა შენსა უფალო, უფალო, დიდებაჲ შენდა!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  ხატი ჩუენი შეიმოსე, მხსნელო, არა უცნებით, არამედ ჭეშმარიტად; უსძლოჲსაგან სძლისა შობილმან ქალწულებაჲ მისი დაიცევ განუხრწნელად; მოვიდრეკთ მუხლთა გულისა ჩუენისათა და პირისა ღმრთისა საშინელსა ანჩისხატსა შევრდომილნი ვხმობთ: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  არავინ არს ქალწული შორის დედათა, არცა დედაჲ შორის ქალწულთა, თვინიერ შენსა, დედუფალო ყოვლადწმიდაო; კაცთა ნათესავისა დიდებაო და სიქადულო, გვიოხე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, მღაღადებელთა მისდა: დიდებაჲ ძალსა შენსა, უფალო!

 

 

 გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი და მხევალნი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა. მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კონდაკი. ხმა 2

 

  ტილოსა ზედა დაჰბეჭდა დამბადებელმან ყოველთამან, პირმშომან ხატმან მამისამან, სახე თვისი ღმრთული ბეჭედად შეუძრველად, რაჲთა მართლმადიდებელნი ყოველნი ვდგეთ მიუდრეკელად უმართლესსა სარწმუნოებასა ზედა უკუნისამდე.

 

 

იკოსი

 

  ძეო და ხატო მამისაო, შემოქმედო და მხსნელო სოფლისაო, ხატითა შენითა ხელითუქმნელითა დაიცევ და დაიფარე ერი საზეპუროჲ ქართველთაჲ, ანჩისხატისადა მღაღადებელი: გიხაროდენ, ხატო ზესთასაკვირველო, კათოლიკე ეკლესიისა შვილთაგან ყოველთა დაუცხრომელად თაყუანისცემულო; გიხაროდენ, ებგურო მიურულებელო, პირველ ედესიისა და აწ და უკუნისამდე საქართველოჲსა ეკლესიისა ბჭეთა მცველო; გიხაროდენ ხელითუქმნელო, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, გიხაროდენ და კუალად გიხაროდენ!

 

 

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 მღდელმან: სიბრძნით.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან.

 

 მგალობელთა: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან.

 

 დიაკონმან:  იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისაჲ.

 

 მგალობელთა: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან.

 

 დიაკონმან: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა.

 

 მგალობელთა: რამეთუ საკვირველი ქმნა უფალმან.

 

 მღდელმან: სიბრძნით.

 

 დიაკონმან: კოლასელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა პავლე მოციქულისა საკითხავი.

 

 მღდელმან: მოხედენ.

 

 

წმ. მოციქულისა პავლეს ეპისტოლე კოლასელთა მიმართ.

 

  ჰმადლობდით მამასა, რომელმან ღირს გუყვნა ჩუენ ნაწილსა მას მკჳდრობისა წმიდათაჲსა ნათელსა შინა, რომელმან მიჴსნნა ჩუენ ჴელმწიფებისა მისგან ბნელისა და მიმცვალნა ჩუენ სასუფეველსა ძისა მისისა საყუარელისასა, რომლისაგან მაქუს ჩუენ გამოჴსნაჲ და მოტევებაჲ ცოდვათა ჩუენთაჲ, რომელი-იგი არს ხატი ღმრთისა უხილავისაჲ, პირმშოჲ ყოველთა დაბადებულთაჲ. რამეთუ მის მიერ დაებადა ყოველივე ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, ხილულნი და არა-ხილულნი, ანუ თუ საყდარნი, ანუ თუ უფლებანი, გინა თუ მთავრობანი, გინა თუ ჴელმწიფებანი, - ყოველივე მის მიერ და მისა მიმართ დაებადა. და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა. და იგი არს თავი გუამისა მის ეკლესიისაჲ, რომელი არს დასაბამი, პირმშოჲ მკუდრეთით, რაჲთა იყოს იგი თავადი ყოველსა შინა მთავარ;

 

 

 მღდელმან: მშვიდობა შენდა კეთილის მთხრობელო.

 

 დიაკონმან: და სულისაცა შენისა თანა, ალილუია ალილუია ალილუია.

 

 მგალობელთა: ალილუია ალილუია ალილუია.

 

 დიაკონმან: უფალო, ნათლითა პირისა შენისაჲთა ვიდოდეთ და სახელითა შენითა ვიხარებდეთ უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ალილუია ალილუია ალილუია.

 

 დიაკონმან: იხილეს ყოველთა კიდეთა ქუეყანისათა მაცხოვარებაჲ ღმრთისა ჩუენისა.

 

 მგალობელთა: ალილუია ალილუია ალილუია.

 

 მღვდელმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება. მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 მღვდელმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მღვდელმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება ლუკასი

 

  მას ჟამსა შინა იყო აღსრულებასა მას დღეთა ამაღლებისა მისისათა და თავადმან დაამტკიცა პირი თჳსი აღსლვად იერუსალჱმდ. და წარავლინნა მოციქულნი წინაშე მისსა. და იგინი წარვიდეს და შევიდეს დაბასა სამარიტელთასა, რაჲთა მო-რაჲმე-უმზადონ მას. და არა შეიწყნარეს იგინი, რამეთუ პირი მისი იყო მისლვად იერუსალჱმდ. ვითარცა იხილეს მოწაფეთა მისთა იაკობ და იოვანე, თქუეს: უფალო, გნებავსა, რაჲთა ვთქუათ, და ცეცხლი გარდამოჴდეს ზეცით და აღჴოცნეს იგინი, ვითარცა ელია ყო? მიექცა იესუ და შეჰრისხნა მათ და ჰრქუა: არა იცით, რომლისა სულისანი ხართ თქუენ? რამეთუ ძე კაცისაჲ არა მოვიდა წარწყმედად სულსა კაცთასა, არამედ ცხოვრებად. და წარვიდეს სხუასა დაბასა. და მიექცა მოწაფეთა და ჰრქუა: ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ, და არავინ იცის, ვინ არს მამაჲ, გარნა ძემან; და არცა ვინ იცის, ვინ არს ძე, გარნა მამამან; და ვისა უნდეს ძესა გამოცხადების, გამოუცხადოს. და მიექცა მოწაფეთა მისთა თჳსაგან და ჰრქუა: ნეტარ არიან თუალნი, რომელნი ხედვენ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ყურნი, რომელთა ესმის რომელი თქუენ გესმის. ხოლო გეტყჳ თქუენ, რამეთუ: მრავალთა წინაწარმეტყუელთა და მეფეთა უნდა ხილვაჲ, რომელსა თქუენ ხედავთ, და ვერ იხილეს, და სმენად, რომელი თქუენ გესმის, და ვერ ესმა.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მოწყალებითა შენითა, ყოვლადძლიერო ღმერთო, ახოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

 მზეო მზის მამზევებელო, შემოქმედო ცისა და ქუეყანისაო, დიდებისმეტყუელნი შენნი სულისა გალობათა შევსწირავთ შენდა, ქრისტე, რამეთუ გულსა ქართლისასა ხელითუქმნელისა დავანებითა მართლუკუნიქცა ზამთარი ურწმუნოებისაჲ, არამედ არემან სარწმუნოებისამან აღაყუავილა ქვეყანაჲ ქართლისაჲ სადიდებელად შენდა.

 

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

კურთხეულარსა

 

  არა ხატსა მას ოქროჲსასა, არამედ ზესთაბრწინვალესა სახესა მას განკაცებისა შენისასა თაყუანისვსცემთ, ქრისტე ღმერთო, და სიყუარულისა ძლით შემტკიცებულნი ვხმობთ გზნებით: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის! .

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  მოვედით, ერნო მართლმორწმუნენო, პირისა ღმრთისა ნათლისა ჩუენ ზედა გამოჩინებასა პატივცემულვყოფდეთ და სარწმუნოებით თაყუანისვსცემდეთ, და ქრისტესა პირმშოსა მას ხატსა ვუძლობდეთ: მხსნელო ჩუენო, კურთხეულ ხარ მარადის!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ღმერთი გარეშეუწერელი განჰკაცენ გამოუთქუმელად, ვითარ შენ უწყი, ქრისტე, არამედ გარეშეწერილისა ხორცისა შენისა ბეჭედი შეუძრველი მომეც ჩუენ, მხმობელთა: ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ მარადის!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  დაჰბეჭდა რაჲ მხსნელმან ღმერთმამაკაცებისა თვისისა ხატი მანდილსა ზედა, აღმაღლდა ზეცად პირმშოჲ იგი ხატი მთით ზეთისხილთათ, მოგუანიჭა ხატი ხელითუქმნელი, მხმობელთა: ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ მარადის!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  არცხვინა ხატისმბრძოლთა მათ ბილწთა მწვალებელთა ძემან შენმან ერთმან წმიდისა სამებისაგანმან; მას, არსებისა ხატსა უცვალებელსა, ვუძნობთ ჩუენ ყოველნი: ქრისტე იესუ, ძეო ღმრთისა ცხოველისაო, კურთხეულ ხარ მარადის!

 

 

 

აკურთხევდითსა

 

  ვითარ ქებითა შეგასხმიდეთ, ანჩისხატო საშინელო, ვითარითა გალობითა ვუგალობდეთ ზესთაგონებისა ნიშთა შენთა ფრიად, არამედ ძლეულნი სიყუარულითა ვიტყოდეთ: დამბადებელსა ვაკურთხევდეთ ყოველნი დაბადებულნი!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  მვედრებელთა შენთა თხოვათა მსწრაფლ მიმნიჭებელო და მადიდებელთა შენთა განმადიდებელო, ანჩისხატო საშინელო, შენდა შევრდომილნი აღმსარებელნი ენანი ქართველთანი ვღაღადებთ: დამბადებელსა ვაკურთხევდეთ ყოველნი დაბადებულნი!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  წარწყმედისა ჩუენისა მოსურნეთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან დაგვიცევ, ხატო საშინელო, მკლავითა შენითა შეჰმუსრენ დასნი ჰაერისმცუელთანი, რაჲთა მათგან ვერშენაფლობნი ვხმობდეთ: დამბადებელსა ვაკურთხევდეთ ყოველნი დაბადებულნი!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  ჩუენ, კაცთა, ხსნად განკაცებულისა ხატო საშინელო, აღგვიპყარ ხელნი შეიწრებულთა, გვიხსნენ ჩეუნ ზედა მოწევნულთა და მოწევნადთა ჭირთაგან, განგვინათლენ თუალნი გონებისა ჩუენისანი, რაჲთა დამბადებელსა ვაკურთხევდეთ ყოველნი დაბადებულნი!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  სარწმუნოებით მადიდებელნი შენნი, სძალო და დედაო მხსნელისაო, შენგან ხორცთშესხმულსა არსებისა ხატსა მას უსხეულოსა, ბეჭედსა მას ხელშეუხებელსა, სიბრძნესა და ძალსა მამისასა, დამბადებელსა ვაკურთხევდეთ ყოველნი დამბადებელნი.

 

 

 

ადიდებდითსა

 

  იხარებს და განსცხრების კათოლიკე ეკლესიაჲ და იშუებს საქართველოჲ, რამეთუ ზეცას მამისაგან შობილი უდედოდ იშვა ქუეყანასა ზედა უმამოდ, და ღმერთყო ბუნებაჲ ჩუენი მოკუდავი; ამას ყოველნი გალობით ვადიდებდეთ!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  რამეთუ პატივი ხატისაჲ პირმშოჲსა მის ხატისად აღიწევის, ყოველნი ტომნი და ენანი ქართველთანი თაყუანისვსცემდეთ მაცხოვრისა ხატსა საშინელსა, მართლაღმსარებელთა მეოხსა და შემწესა ყოველნი გალობით ვადიდებდეთ!

 

  ზესთაწმიდაო საშინელო ანჩისხატო, დაგვიცევ და დაგვიფარე თაყუანისმცემელნი შენნი.

 

  ხატად დამბადებელისა ღმრთისა ქმნულ ვართ და სული გონიერი მოცემულ არს ჩუენდა. ძისა მხოლოდშობილისა დიდებისა მხილველთა ვიხილეთცა პირმშოჲსა ხატისა ხატი ტვიფარი უცვალებელი, მცველი საშინელი. ამას ყოველნი ვადიდებდეთ!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  პირმშოჲსა ხატისა ძედ ღმრთისა აღმსარებელნი მადლითა გუყვნა ძედ უფლისა ქრისტემან, შუამდგომელობითა თვისითა დაგუაგნა მამასა ზეცათასა და მოგუცა საცხოვნებელად ხატი თვისი ხელითუქმნელი; ამას ყოველნი ვადიდებდეთ!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  შეწევნათა შენთა ბრძმედითა, უბიწოო, დაადნე შეცოდებათა ნივთნი ყოველნი; ღმრთისა მამისა ხატი საშოსა დაიტიე, ოქროჲსა პალატო ყოვლადწმიდაო, და შევ ქრისტე საცხოვნებელად კაცთა. ამას ყოველნი ვადიდებდეთ!

 

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 

 მკითხველმან: მამისა და სულისა თანა მადიდებელნი შენნი მართლმადიდებელნი, ქრისტე, ხმითა დიდითა ვღაღადებთ ანჩისა ხატსა შევრდომილნი: ღმრთისა მამისა ხატისა ხატო საშინელო, მეოხგუეყავ მაქებელთა შენთა.

 

  ქრისტე, ნათელო წარუვალო, ცისკარო ჭეშმარიტო, ანჩისხატისა წინაშე მდგომარეთა ქართველთა, მშვიდობაჲ შენი მომეც, მხმობელთა: ღმრთისა მამისა ხატისა ხატო საშინელო, მეოხგუეყავ მაქებელთა შენთა!

 

  მსგავსად იონაჲსა, განხრწნისაგან იხსენ და, მსგავსად პეტრესსა, დანთქმისაგან აღმოიყუანე ერი ქართლისაჲ გევედრებით შენ, ღმრთისა მამისა ხატისა ხატო საშინელო, და მეოხგუეყავ ჩუენ, ქებით მაქებელთა შენთა!

 

  დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,

 

  არა ხატსა ოქროჲსასა, არამედ პირმშოსა ხატსა ძესა მამისასა თაყუანისვსცემთ და ჩუენდა ხსნად მონიჭებულსა პირსა ღმრთისასა ვუღაღადებთ: ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, მეოხგუეყავ ჩუენ, მაქებელთა შენთა!

 

  აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

  უპატიოსნესსა ქერაბინთასა და უზესთაესსა სერაბინთასა, უხრწნელსა დედასა ნათლისასა ვადიდებდეთ მხმობელნი ანჩისხატისადა: ღმრთისა მამისა ხატისა ხატო, მეოხგუეყავ მაქებელთა შენთა!

 

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

ლოცვაჲ მუხლთმოდრეკით სათქუმელი

 

  უტყუიქმნა სიტყუაჲ მეტყუელთაჲ სასწაულთა შენთათვის, ანჩისხატო საშინელო, არამედ მამისა მადიდებელნი, ძისა მგალობელნი, სულისა წმიდისა მაკურთხეველნი შენ თაყუანისგცემთ დაუცხრომელად!

 

  განძღამცა ქრისტესმოყუარე ერი ჩუენი ხელითუქმნელისა თაყუანისცემითა, ქებითა და გალობითა, ერნო?! განვახუნეთ აწ საუნჯენი გონებათა ჩუენთანი, რაჲთა ენითა განმარტებულითა და ხმითა ღაღადებისაჲთა შევასხმიდეთ ანჩისხატსა საშინელსა დაუცხრომელად!

 

  ღმრთისა მამისა სიტყუასა და სიბრძნესა, ძალსა და ნებასა, ბეჭედსა მას ხელშეუხებელსა დიდებისვმეტყუელებდეთ და ღმრთისა მამისა ხატისა ხატსა საშინელსა თაყუანისვცემდეთ დაუცხრომელად!

 

  განათლდი აწ განათლდი, ქუეყანაო ქართლისაო, რამეთუ გამოაბრწყინვა შენ ზედა დიდებაჲ თვისი უცვალებელმან ბრწყინვალებამან მამისამან, მოგუანიჭა რაჲ სახე თვისი უცვალებელი ანჩისხატი საშინელი. მას ვუგალობდეთ მართლმორწმუნენი ყოველნი დაუცხრომელად!

 

  იხარებდ, აწ იხარებდ, ქუეყანაო ქართლისაო, რამეთუ ხატი ესე საშინელი შემოვალს შენდა, რომელსა ქრისტეს ხატად ავღიარებთ, ამბორსვუყოფთ და თაყუანისვცემთ დაუცხრომელად!

 

  იშუებდ, აწ იშუებდ, ქუეყანაო ქართლისაო, რამეთუ გონებათა უზესთაეს არს ანჩისხატისა მიერ ნიშთა წყალობათა სიმრავლენი შეწევნად და ცხოვნებად მოცემული ჩუენდა. მას სარწმუნოებით ვუგალობდეთ ყოველნი დაუცხრომელად!

 

  წინდი ცხოვრებისაჲ მოგუენიჭა და წყალობაჲ ღმრთისაჲ მოგუებოძა, უსძლოო სძალო, რამეთუ შენგან უთესლოდ შობილმან სიტყუამან მამისამან გუცა ღმერთქმნულთა ხორცთა თვისთა სახე ხელითუქმნელი ზესთასაშინელი. მას სარწმუნოებით ვუგალობდეთ ყოველნი დაუცხრომელად!

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  ვითარ შეუძლოს ენამან მეტყუელმან ჯერისაებრ ქებად შენდა, ანჩისხატო საშინელო, არამედ სიყუარულისა ძლით შემტკიცებულნი, ქებისა გალობათა დაგითხზავთ შენ, მხმობელნი: მხსნელ და მცველ და მფარველ ეყავნ საზეპუროსა ქართლისა ერსა, სარწმუნოებით თაყუანისმცემელსა შენსა.



 ავტორი: ნინო (ნანა) ლაზარაშვილი.