მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ღირსად ხელდასხმულ იქმენ მწყსად ცხოვართა შენთა, წმიდაო, და სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან მორწყე რაი ქუეყანაი ეგე რუმინეთისაი, სული შენი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ანთიმოზ ივერიელო, და ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ გვირგვინი იგი ძლევისაი, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა მოგვანიჭოს ხსნაი და მშვიდობაი ყოველთა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ღირსად ხელდასხმულ იქმენ მწყსად ცხოვართა შენთა, წმიდაო, და სიბრძნისა შენისა მდინარეთაგან მორწყე რაი ქუეყანაი ეგე რუმინეთისაი, სული შენი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, წმიდაო დიდო მღდელთმთავარო ანთიმოზ ივერიელო, და ზეცით მოიღე ღმრთისა მიერ გვირგვინი იგი ძლევისაი, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, რაითა მოგვანიჭოს ხსნაი და მშვიდობაი ყოველთა, რომელნი აღვასრულებთ ხსენებასა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოწოდებულ იყავ რაი მსახურებად ღმრთისა, აღგავსო ზეციერითა ნიჭებითა, რაითა სწავლებათა შენთაგან ჩუენცა მოგუეფინოს, ყოვლად ნეტარო, და ყოველთა წარგვიმართოს ჭეშმარიტისა მიმართ ცხორებისა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა რუმინთა ეკლესიაი და განამტკიცა ერი ქრისტეანეი მართლ-სარწმუნოებასა შინა, აწ გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაითა განაბრძოს და განანათლოს სულნი ჩუენნი და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იქმენ შენ ვითარცა ლამპარი სიბრძნისაი და სამწყსოი შენი განანათლე სიტყვითა და საქმითა საღმრთოითა, ამისთვისცა პატივს გცემთ შენ, მწყემსო კეთილო, ვითარცა სულისა თვისისა ცხოვართათვის დამდებელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღიზრდებოდი რაი დიდებულთა შორის მესხეთისათა, წმიდაო, გამორჩეულ იქმენ ღმრთისა მიერ, ვითარ იოსებ შუენიერი, და წარტყუენვილ იქმენ რაი მსგავსად მისა, სანატრელო, უფროის თავისუფალ იქმნა სული შენი სიყუარულითა ღმრთისაითა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოი მადლი გიფარვიდა რაი ოსმალთა მონობასა შინა, ნეტარო, მოგიყიდა შენ დოსითე პატრეარქმან იერუსალეიმისმან, და მიერითგან ირწყვებოდი, ვითარცა ხეი დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთა მათ სულისა წმიდისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უმცხინვარეს მზისა ბრწყინვიდა რაი უფალი გულსა შენსა, მის მიერ მოცემული მადლი განამრავლე სიბრძნითა, და მსწრაფლ დაისწავლე რაი ყოველივე საეკლესიონი წესნი ბერძულსა ენასა ზედა, წმიდაო, მწიგნობრობაიცა ისწავე მრავალთა ენათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად ვითარცა სათნო იყავ და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, ნეტარო, არასადა დაუტევებდი ლოცვასა და ქველის-საქმეთა, და აღგავსო რაი სულმან წმიდამან საბოძვართა თვისთა მიერ, გამოჩნდი მამად და მოძღურად რუმინთა ერისა, რამეთუ შენ მიერ აღორძინებული სულითა, ვიდრე აქამომდე ენასა თვისსა ზედა ღმრთისმსახურებს და ადიდებს ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, რაითა გვიხსნნეს ყოველთა წინააღმდგომთა მტერთა და ურვათაგან.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განწმიდე რაი გონებაი შენი ლოცვითა და მღვიძარებითა, უცხოობასა შინა მოიმუშაკე ნიჭნი სულისა წმიდისანი, და გარდამოადინე მდინარენი ღმრთისმეცნიერებისანი, აწ ჩუენცა მოგვანიჭე გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა, და მოგვეც ძალი მიტევებისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ბრწყინვალედ ფლობდი არა ხოლო თუ საღმრთოსა წერილსა, და მამათა სწავლებათა, არამედ წარემატებოდი საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა, და გამოაჩინე საკვირველი ნიჭი ვითარცა ქვასა და ხესა ზედა მკვეთელობისაი, ეგრეთვე ოქრომჭედელობისა, ხატწერისა, კალიგრაფიისა და ხუროთმოძღურებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მრავალსა წელსა განისწავლებოდი რაი მონაზვნურსა მას ღუაწლსა შინა, ბერად აღგკვეცეს იერუსალეიმს ეკლესიასა შინა აღდგომისასა, და მუნვე გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე წინაშე მისსა, რაითა მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, და სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღირს იქმენ რაი ღმრთისმსახურებად ქრისტეს საფლავის ტაძარსა შინა, ხატ ექმენ სამწყსოსა შენსა სიბრძნისა და ღმრთისმოსავობისა, აწ ჩუენცა აღგვადგინე ბაძუად სათნოებათა შენთა, ნეტარო, რაითა ვევლტოდეთ ბოროტთა ჩვეულებათა და ვნებათა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წარგგზავნეს რაი მოლდოვის მონასტერსა, დაემოწაფე წინამძღვარსა მისსა, და მსწრაფლ დაისწავე რაი ენანი რუმინთა და სლავთაი, ღირსად მსახურე ღმერთსა, მას ევედრე, ნათელი საღმრთოთა სიტყუათა თვისთაი გამოაბრწყინოს გულსაცა ჩუენსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიბრძნისათვის და სათნოებისა ფრიად უყუარდი რაი დოსითე პატრეარქსა, სასწავლოდ მესტამბეობისა წარგგზავნიდა უნგრო-ვლახეთსა, გარნა ესმა რაი სრულებაი სიკეთეთა შენთა კეთილმორწმუნესა მთავარსა კონსტანტინეს, მყის გიწვია ბუქარესტსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნეს ყოველთა საცთურთაგან და დაგვიფარნეს მრავალსახეთა განსაცდელთაგან.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღუაწლი ფრიადი განგიჩინა რაი მთავარმან სამეფოსა თვისსა, ნეტარო, შეწევნითა მისითა იწყე საღმრთისმსახუროთა წიგნთა თარგმანებაი და ბეჭდვაი რუმინთა ენასა ზედა, დამცრობილ იყო რაი ბერძულისა მიერ ეკლესიასა შინა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იყავ რაი წინამძღვარ სნაგოვოს მონასტრისაი, ღირსო მამაო, არაი დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაი მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხედვიდენ რაი ახოვანებასა სულისა შენისასა, სანატრელო, გაკურთხეს ეპისკოპოსად რიმნიკისა, და სიყურულითა ჰმწყსიდი რაი ქრისტეს სამწყსოსა, ასწავებდი ლათინთა სარწმუნოებისაგან განკრძალვასა, აწ ჩუენცა გვიხსენ გარდახდომისაგან სჯულისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა 3
სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილ-იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, სახარებისა მადლითა განანათლე რუმინთა ქუეყანაი, წმიდაო დიდო მღდელმთავარო ანთიმოზ, და ივერიელსა უწოდდი რაი თავსა თვისსა, ვითარცა მწყემსმან კეთილმან, სული თვისი დასდევ სამწყსოისათვის შენისა, და წამებისა სისხლითა განშუენებულიმან მოიღე ღმრთისა მიერ მადლი მოსავთა შენთა ხსნისა და შეწევნისაი.
იკოსი
გაქებთ შენ, ვითარცა ღმრთივრჩეულსა მღდელთმთავარსა, რომელ გამოჩნდი, ვითარცა მსწრაფლ-შემწეი ჭირვეულთაი და ხსნისა მიმართ წარმმართებელი ცოდვასა და უმეცრებასა შინა შთაფლულთა, ამისთვისცა წმიდაი ეკლესიაი პატივის-გცემს შენ, ანთიმოზ საკვირველო, ვითარცა უსჯულოთა მიერ ქრისტეისთვის წამებულსა, რომელმან მოიღე მის მიერ გვირგვინი ძლევისაი და მადლი უძლურთა კურნებისაი.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: სიბრძნით. წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 7: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
მგალობელთა: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
დიაკონმან: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მგალობელთა: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა
მგალობელთა: და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი [12, 2-12]
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი რუმინთა ერსა, რომელ აწ გსახავს შენ მამად და მოძღურად თვისად, ჰოი, წმიდაო განმანათლებელო ანთიმოზ, და ღუაწლითა შენითა აღორძინებული უგალობს ღმერთსა. აწ გვითხოვე მისგან მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიმხნითა იღუწიდი რაი რუმინთა ეკლესიისათვის, ნეტარო, თარგმანებითა წმიდათა წიგნთაითა და ნამუშაკევთა შენთა დაბეჭდვითა აღავსე ყოველი ნაკლულევანებაი ღმრთისმსახურებისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ეწადა რაი განათლებაი ერისა ჩუენისაი, გევედრებოდა მეფეი ვახტანგ შეწევნასა, და წარუგზავნე რაი მესტამბე მიქაელი, დაარსა სტამბაი ივერიას, და ბეჭდვიდა წიგნთა საეკლესიოთა და საეროთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა სარწმუნოი მწყემსმთავარი დაგამტკიცეს რაი მიტროპოლიტად უნგრო-ვლახეთისა, სიყურულითა ჰმწყსიდი სამწყსოსა შენსა და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის წინაშე მისა.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არა ელტვოდი რაი დიდებასა და მონაგებსა, ღმრთივგანბრძნობილო, ლმობიერებითა გულისაითა მარადღე იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ქურივთა და ობოლთასა, მჩაგვრელთა შეჰრისხავდი, ჩაგრულთა ნუგეშინის-სცემდი, და ქრისტეის მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაითა განუყონ სიმდიდრეი გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
აღაშენე და შეამკე რაი ეკლესია-მონასტერნი სადიდებლად ღმრთისა, იღუწიდი აღორძინებისათვის რუმინთა ქუეყანისა, რამეთუ დააფუძნე სამკითხველონი და სასწავლებელნი უბრალოისა ერისათვის, დიდო განმანათლებელო ანთიმოზ, და მრავალთა ყმაწვილთა განსწავლიდი ხარჯითა თვისითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
თავი წარკვეთეს რაი თურქთა თანამოაზრესა და მფარველსა შენსა კონსტანტინეს – მთავარსა რუმინეთისასა, ფრიად მწუხარებდი და უსჯულოთა თანა აღრევისთვის ამხილებდი ახალსა მთავარსა და დიდებულთა მისთა, მოუწოდდი რაი სინანულად, და დაცვად ერისა და სარწმუნოებისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ფრიად გბრძოდენ შენ ბერძენი სამღდელონი, ტკბილო მოძღვარო, რამეთუ ქადაგებასა შინა ამხელდი ანგარებასა მათსა, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ რაი ცილსა, ქრისტეისმიერი სიყუარული განგინათლებდა შენ წყუდიადსა ურვისასა.
წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ ივერიელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მხცოვანი ეგე ჰასაკითა უპატიოდ შეგიპყრეს რაი მთავართა, შეგსვეს დილეგსა, და ვითარცა ამბოხისა მოთავეი შეგაჩვენეს, და აგხადეს რაი პატივი მღდელთმთავრობისაი, ეკლესიითგან განგკვეთეს, და განგიჩინეს ექსორიობაი სინას მთის მონასტერსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ბრძანებულ იყო რაი მოკუდინებაი შენი გზასა ზედა, წმიდაო, ფარულად წარგიყვანეს მხედართა, და უწყალოდ დაგსხერპეს რაი ხრმლითა, ნეშტი შენი შთასთხიეს მდინარესა, ნეტარო, და უფლისა მიერ მოიგე უკუდავი იგი ცხორებაი სასუფეველსა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ჟამსა მას ძნელბედობისასა დიდებულთა კაცთა მოუვლენდა რაი უფალი სამწყსოთა თვისთა, შენცა აღრჩეულ იქმენ, ნეტარო, ვითარ მთავარი კონსტანტინე, რაითა ორნივე ეგე წინამბრძოლ ექმნეთ რუმინთა ერსა, ოსმალოთა და ფანარიოტთაგან შეჭირვებულსა, და დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდით მათ შორის ცეცხლსა სარწმუნოებისასა და მამულის სიყუარულისასა, აწ ჩუენცა გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლნეს მწყემსნი და მოძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა თქუენებრ ღირსებითა და სიმართლითა მსახურებდენ წმიდასა ეკლესიასა და ერსა.
მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწემსობისაი, ღირსო, იქმენ მოძღუარ და წარმმართებელ მღდელთა და მონაზონთასა, და ტკბილი მამაი გლახაკთა, ობოლთა და ტანჯულთასა, ხოლო უსისხლოისა მსხუერპლისა შემწირველი, მეოხ ექმნებოდი რაი სამწყსოსა შენსა, აღსასრულსა ცხორებისა შენისასა თავიცა თვისი შესწირე მსხუერპლად ღმრთისა. მას ევედრე, რაითა ეკლესიაი თვისი დაიცვას შეუძრველად და ერი ჩუენი დაიფაროს ზედადასხმისაგან მტერისა და გარდახდომისაგან სჯულისა.
მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ რაი თავი თვისი, წმიდაო, ყოველთა უჩვენე სიმაღლეი სიმდაბლისაი, და სახეი ექმენ სამწყსოსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტეისა, ხოლო აწ მადლითა მით რომელ გაქუს წინაშე მისსა, გვითხოვე ხსნაი საფრხისაგან ეშმაკისაითა და ბოროტებისაგან კაცთაისა.
სჯულიერებითა და სიმდაბლითა შეესწორე რაი ძუელთა მამათა, წმიდაო მღვდელმთავარო, სიმხნითა გონებისაითა და უმანკოებითა გულისაითა შეჭურვილი ილოცვიდი ერისათვის ჩუენისა, და უფროის მეფეთათვის აღავლენდი ვედრებასა, რაითა წინააღმდგომთა მათ სძლევდენ შეწევნითა უფლისათა, და მარადის მოიხვეჭდენ განმარჯვებასა ურიცხუთა მტერთა ზედა, აწ ჩუენცა მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ, მოიხილოს ჩუენ ზედა და გვიხსნნეს სავნებელთაგან სულიერთა და ხორციელთაისა.
ნაცულად ერისა შენისა მოგმადლა რაი ღმერთმან საღუაწად ერი რუმინთაი, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და უკუნისამდე დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ქრისტეს წმიდისა ეკლესიისაო, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო ჩუენო ანთიმოზ ოქროპირო, რუმინეთისა სიქადულო და ქართველთა დიდებაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჰოი, ყოვლად დიდებულო მიტროპოლიტო უნგრო-ვლახეთისაო, წმიდაო მღდელმოწამეო ანთიმოზ! ღმერთმან ინება რაი წყალობაი და ცხორებაი რუმინთა ერისაი, ჟამსა მას ძნელბედობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაი ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და მოგვანიჭოს მწყემსნი კეთილნი განსამტკიცებლად მართლისა სარწმუნოებისა. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელმოწამეთა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ანთიმოზ ივერიელო, ნუ დასცხრები აწ ვედრებად ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა ანთიმოზ ივერიელისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ,
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ცხორებისა სიმდაბლეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, ჰოი, მამაო ჩუენო ანთიმოზ, და სიწმიდითა მსახურე რაი ღმერთსა, ვითარცა ოქროი, განწმედილ იქმენ ბრძმედსა მას შინა განსაცდელთასა, ამისთვისცა სურვილითა ამბორს-უყოფთ ყოვლად პატიოსანთა და წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ქრისტეისმოყუარეთა ერთასა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ანთიმოზისათა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი.