მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
ყოველთა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა ძუელისა შჯულისათა

(ქრისტესშობის წინა კვირა)

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

ტროპარი წმიდა მამათმთავართა (მართალთა მამათა)

 

  სარწმუნოებით მამათმთავარნი განამართლენ, და მათ მიერ წინაჲსწარვე წარმართთა ეკლესიაჲ მოასწავე, იქადიან წმინდანი იგი დიდებითა, რამეთუ თესლისა მათისაგან აღმოსცენდა ნაყოფად უთესლოდ მშობელი შენი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  დიდ არიან სარწმუნოებისა სათნოებანი წმიდათა წინაჲსწარმეტყუელთანი, რამეთუ რომელნიმე საჴუმილსა შინა დგეს ცეცხლისასა, და ვითარცა რაჲ წყალთა ზედა განსასუენებელთასა იხარებდეს, ხოლო რომელთამე დაუყვნეს პირნი მჴეცთანი და აწ ჩუენთჳსცა ჰყოფენ შეწევნასა, რაჲთა ვიჴსნნეთ ყოველთა განსაცდელთა და სენთაგან.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.



გალობა 1 უგალობდითსა, ხმაი 6

 

  ძლისპირი: უკულეველად ზღუაჲ წიაღვლო ისრაელმან, ვითარ ვრცელი ქუეყანაჲ და მდევარი ფარაო იხილა დანთქმული უფსკრულთაგან და ძლევისა გალობასა ღმერთსა უგალობდა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერი კრებაჲ დღისა ამის დღესასწაულისაჲ მოუწოდს მორწმუნეთა კრებულსა დღესასწაულობად საჴსენებელსა ღირსთა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთასა, რომელთა თესლისაგან აღმოსცენდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ, მჴსნელად დაბადებულთა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

პირველთა მათ მამათა საჴსენებელსა დღეს გალობით აღვასრულებდეთ, ერნო, რამეთუ უხილავად მოსრულნი დღესასწაულობენ ჩუენ თანა სიონისა ძეთა თანა, რომელნი პირველ შჯულისა და შჯულსა შინა ქადაგებდეს შობასა ქრისტჱსსა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განშუენდების ღირსად განწყობილი მამათმთავართაჲ და დღესასწაულობს სულიერად კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ წინა დღესასწაულსა ჴორცითა შობასა მაცხოვრისა ჩუენისასა, რომელმან აღასრულნა თქმულნი მათნი განკაცებითა ქალწულისაგან.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

სარწმუნოებით პირველნი იგი მამანი განამართლენ და მათ მიერ დაწინდე რაჲ ეკლესიაჲ წარმართთაჲ, მჴსნელო, აწ იქადიან დიდებითა, რამეთუ თესლისაგან მათისა არს ნაყოფი უთესლოდ მშობელი შენი, ქრისტჱ მრავალმოწყალე, აწ მომეც მოტევებაჲ ცოდვათაჲ ოხითა მათითა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

რომელი მსგავსი არს ღმრთისა მამისაჲ ღმრთეებით, მსგავს ჩუენდა იქმნა დღეს კაცებითა, თჳნიერ ხოლო ცოდვისა, და იშვა დედისაგან ჴორცითა უმამოდ, შობილი მამისაგან უდედოდ პირველ საუკუნეთა და ჰგიეს მხოლოჲ ორითა ბუნებითა.



გალობა 3 განძლიერდასა

 

  ძლისპირი:  არავინ არს წმიდა შენებრ უფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან აღამაღლე დღეს რქაჲ ქრისტეანეთაი. დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ადამ პირველქმნულისა თანა ვიხარებდეთ ყოველნი ნაშობნი მისნი, რამეთუ, რომელმან კელითა საღმრთოჲთა გამოხატა, ამან ხატი მისი შეიმოსა და განხრწნილი კუალად აგო მუნვე სამოთხედ.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

აბელ, პირველ ძღუნისა შემწირველი, რომლისა უმშჯავროდ სიკუდილისათჳს ქუეყანამან ჴმა ყო შესმენად, დღეს უმეტეს იხარებს სულიერად და დღესასწაულობს ჩჩჳლად გამოჩინებასა მეუფისასა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

დღეს განითქუმის სოფელსა უბიწოდ მოქალაქობაჲ სეითისი და ძეჲ მაღლის წოდებაჲ ძეთა მისთაჲ, რომლისაგან გამობრწყინდა სიტყუაჲ ღმრთისაჲ ჴორცითა, რომელსა ჩუენ ყოველნი უღადადებთ: წმიდა ხარ შენ, უფალო.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

რომელმან უპირატეს ყოველთა დაბადებულთასა უსწრო და ასწავა მსხუერპლთა შეწირვითა დიდებაჲ ღმრთისაჲ, პირმშოსა მას მართალთასა შევამკობდეთ უბიწოსა აბელსა და მისთანა ვაქებდეთ სეითს ნეტარსა, სათნოდ ღმრთისა ჩინებულთა, ენოსს, კაინანს, მალალელსა და მათ თანა იარედსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მოწოდებაჲ წარმართთაჲ მოგუეახლა და ბეთლემსა განეღო ჩუენთვის დახშული სამოთხჱ, რამეთუ ქალწულმან შვა ძეჲ, ბუნებით სწორი მამისაჲ, რომელმან შეცვალა წყევაჲ კაცთაჲ კურთხევად და მოგუცა უკუდავებაჲ.



  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.



მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ… აწდა…



წარდგომა. ხმა 4

 

  მოვედით, ყოველნი ერთობით, მორწმუნენო, და სიხარულით ვადიდებდეთ შჯულისა პირველისა მამათა საჴსენებელსა, აბრაჰამსა და ისაკსა, იაკობსა და იუდას, და თითოეულად შემდგომითი შემდგომად, და დანიელს, ეზეკიელსა და იერემიას, და ესაიას, რომელმან ჴმა ყო ძლიერად: „აჰა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ ევმანუელ“, აწ იხარებენ, რამეთუ აღესრულა ქადაგებული მათი, რაჟამს იშვა მჴსნელი და მოსცა სოფელსა დღეს დიდი წყალობაჲ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ერთობითა ვიხარებდეთ დღეს სულიერად დღესასწაულსა ამას განბრწყინვებულსა და ღირსად აღვასრულებდეთ საჴსენებლსა მამათმთავართა ღირსთასა, რომელთაგან აღმოსცენდა ჴორციელად მჴსნელი ჩუენი ქრისტე, და შევწიროთ აწ მისა სარწმუნოებით წინა დღესასწაულისა გალობაჲ წმიდაჲ და სიხარულითა ვაქებდეთ ჴორცითა ჩუენთჳს გამოჩინებულსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამათმთავარნი ქადაგებდეს განცხადებულად საიდუმლოთა შენთა, სძალო ღმრთისაო, და წინაჲწარმეტყუელნი სულისა მიერ წმიდისა წინაითვე იტყოდეს შენგან ხორცითა ჩუენთვის შობასა ქრისტესსა, ესაია გვიქადაგა სიწმიდით საიდუმლოი მოდგომილებაჲ შენი ძისა და ღმრთისაჲ, რომლისა სახელი – ევმანუელ.



გალობა 4 მესმასა

 

  ძლისპირი:  ქრისტე ღმერთი ჩემი, უფალი ძალ ჩემდა, ხმითა მაღლითა იტყვის ეკლესიაჲ და ნებისაებრ ღმრთისა იხარებს სარწმუნოებით საღმრთოჲთა მით სიხარულითა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წინაჲსწარმეტყუელა რაჲ ადამისითგან მეშჳდემან ენუქ ქრისტჱსთჳს, ვითარმედ მოვიდეს ბევრეულითა ანგელოზთაჲსა, მიცვალებულ იქმნა ცათა შინა და იხარებს უსხეულთა თანა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ხადოდა რაჲ მადლობით და სათნო ეყო ღმერთსა უბიწოებით, ენუქი აღმაღლღა ჴორცითა, მძლე ექმნა სიკუდილსა და წინაჲსწარმეტყუელა მოსლვაჲ მეუფისაჲ ჴსნად ჩუენდა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაისწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მივბაძვიდეთ ჩუენ შურსა ენუქისსა და სათნო ვეყვნეთ ქრისტესა, რაჲთა შევცვალოთ შუებაჲ განხრწნადი უხრწნელებად და განბრწყინვებულნი მივეგებნეთ შობილსა ჩუენთჳს ღმრთისა სიტყუასა, რომელმან მაცხოვნნა ჩუენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თქუმულთა საღმრთოთა ჭეშმარიტებითა მომთხრობელსა ებანსა ღმრთის მეტყუელებისასა დავითს ვაქებდეთ და მისთანა სამოელსა უგალობდეთ, ანა ბერწ ყოფილისა ნაყოფსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფროჲს ბუნებისა განკაცებაჲ შენი, ღმრთისა სიტყუაო, ვარსკულავმან აუწყა მოგუთა მათ აღმოსავალისათა ბაბილონსა, ხოლო ანგელოზთაგან ისწავეს მწყემსთა მათ გალობაჲ სულიერი, რომელთა თანა ჩუენცა გიღაღადებთ ღმერთსა, ქალწულისაგან ჩჩვილად შობილსა ჩუენთჳს.



გალობა 5 ღამითგანსა

 

  ძლისპირი:  ნათლითა შენითა საღმრთოჲთა, დიდებულო, სულნი, რომელთა აღიმსთუეს შენდამი სიხარულით, განანათლენ, რაჲთა გიცნან შენ ღმერთი მხოლოჲ, განმათავისუფლებელი ცოდვათა მათთაგან.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მოსეს, თუალით მხილველსა ღმრთისა უხილავისასა, და შჯულის მდებელსა ვაქებდეთ და მისთანა მღდელსა აჰრონსა მარიამითურთ საღმრთოჲთა შესხმითა შევამკობდეთ და და სამოელსაცა მათ თანავე, ვითარცა მცხებელსა მეფისა და წინაჲსწარმეტყუელისა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

წყლით რღუნისა მიერ წარწყმედასა მას უღმრთოთასა მოიჴსენა წყალობაჲ რისხვასა შინა მჴსნელმან და აღუდგინა მამად ნათესავთათჳს ნოე მართალი და აღუშენა სახჱ ეკლესიისაჲ, რომელსა შეკრბა ერი წარმართთაჲ.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

პოვა ნოე მადლი ღმრთისაგან, რაჟამს ნათესავსა შორის ურჩსა განბრწყინდა სიმართლით დაცვითა მცნებათაჲთა, უღმრთოთა წარწყმედასა განერა რისხვასა შვილთა თანა და დაუტევა თესლი სამკჳდრებელად სოფელსა შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

კურთხეულ არს ღმერთი სემისი და განივრცენ იაფეთ შორის ნათესავთა, ჴმა ყო მამათ მთავარმან ნოე სულისა მიერ წმიდისა: ამათ მიერ აღორძნდა ნათესავი მართალთაჲ. რომელთა გჳქადაგეს განკაცებაჲ ღმრთისა სიტყჳსაჲ.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კიდობნად სიწმიდისა იწოდე, ღმრთისმშობელო ქალწულო, და სიტყუაჲ ღმრთისაჲ შეიწყნარე წიაღსა და უშევ სოფელსა ღმერთი შეუწერელი, შეხუეული მჩურითა და მწოლარჱ ბაგასა, რომლისაგან შიშითა ძრწიან ძალნი ზეცისანი.



გალობა 6 ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: სოფლისა ზღუაჲ აღძრულ არს ღელვითა ცოდვისაჲთა, საშინელად დამნთქავს მე და მოვივლტი შენდა ნავთსაყუდელად და ესრეთ გიღაღადებ: დანთქმისაგან მიხსენ მე, მრავალმოწყალე.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მადლითა სტუმართ მოყუარებისაჲთა ღირს იქმენ შეწყნარებად ანგელოზთა და ხილვად ღმრთისა, აბრაჰამ ყოვლად სანატრელო, და წოდებად მამად ყოველთა ნათესავთა, მკჳდრთა მათ აღთქუმისათა: შენ თანა იხარებს განწყობილი წინაჲსწარმეტყუელთაჲ.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

გწადოდა ხილვად დღისა მისთჳს ქრისტჱსისა, იხილე და განიხარე, ნეტარო აბრაჰამ, პირველ სახითა მსხუერპლსა მას ზედა, ხოლო დღეს ჭეშმარიტად, რამეთუ თესლისაგან შენისა აღმოსცენდა მჴსნელი კაცთა ნათესავისაჲ.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ღირს იქმენ მადლსა უზეშთაესსა პოვნად, იაკობ, ხილვად ღმრთისა და კიბეთა ცად აღწევნულთა და რკინობასა, რომელ არს შეერთებაჲ ღმრთეებისაჲ კაცთა თანა საიდუმლოდ, რაჟამს ცისკარსა სახელ გდვა შენ ისრაჱლ, მნათობი მამათმთავართაჲ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნათესავნი აბრაჰამისნი გამობრწყინდეს შვილნი იაკობისნი, რომელთაცა მოგუასწავეს საიდუმლოჲ გამოუთქუმელი განკაცებისათჳს ღმრთისა, ჴსნად მორწმუნეთა, და ჩუენცა ვაქებდეთ რუბენს, სჳმეონს, იუდას და იზაქარს,ზაბულონს, გაადს, ნეფთალემს, ლევისა და ეფრემს, ბენიამენისა თანა და იოსეფს ღირსსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მიმადლებულო ღმრთისა დედაო, და ქალწულო უბიწოო, გნატრით შენ, რამეთუ აბრაამისა ნათესავითა და დავითისა ტომითა აღჰყვავენ და ქრისტე ღმერთი გვიშევ, წინაჲთვე ქადაგებული წინაჲსწარმეტყველთა და მართალთაგან.



  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.



მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.


კონდაკი, ხმაჲ 2

 

  ხელთა მიერ დაწერილსა ხატსა არა მსახურეთ, არამედ გამოუსახველითა მით არსებითა შეიჭურენით, სამ–გზის სანატრელნო, ბრძმედსა მას შინა ცეცხლისასა იდიდენით, და შორის სახუმილსა ალისა აღგზებულისასა ჰხადოდით ღმერთსა: „ისწრაფე მოწყალე და მსწრაფლ გვეწიე შეწევნად ჩუენდა, სახიერო, რამეთუ ძალგიძს ყოველივე, რაოდენიცა გენებოს“.

 

 

იკოსი

 

საჴსენებელი მამათაჲ განანათლებს ყოველთა მორწმუნეთა მოსწრაფედ და შემოჰკრებს დღეს ხარებად გამოუკულეველსა მას საიდუმლოსა დღესასწაულობად და გალობად სიხარულით ზეცისა ერთა თანა შობასა მაცხოვარისასა მჴსნელად დაბადებულთა, რომელი მიუწდომელ არს და დაფარულ ძალთაგან ზეცისათა, რომელი ჩუენთჳს აწ გამოცხადნა.



 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 მგალობელთა: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 დიაკონმან:   მოსე და აჰრონ მღდელთა შორის მისთა.

 

 მგალობელთა: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე, წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 დიაკონმან: შენ ხარ მღდელ უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: წესსა მას ზედა მელქისედეკისა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარებაჲ მათესი (თავი I: 1-25)

 

  წიგნი შობისა იესუ ქრისტესი, ძისა დავითისი, ძისა აბრაჰამისი. აბრაჰამ შვა ისაკ; ისაკ შვა იაკობ; იაკობ შვა იუდა და ძმანი მისნი; ხოლო იუდა შვა ფარეზ და ზარა თამარისგან; და ფარეზ შვა ესრომ; ესრომ შვა არამ; არამ შვა ამინადაბ; ამინადაბ შვა ნაასონ; ნაასონ შვა სალმონ; სალმონ შვა ბოოს რექაბისგან; ბოოს შვა იობედ რუთისგან; იობედ შვა იესე; იესე შვა დავით მეფე; დავით მეფემან შვა სოლომონ ურიაჲს ცოლისაგან; სოლომონ შვა რობოამ; რობოამ შვა აბია; აბია შვა ასა; ასა შვა იოსაფატ; იოსაფატ შვა იორამ; იორამ შვა ოზია; ოზია შვა იოათამ; იოათამ შვა აქაზ; აქაზ შვა ეზეკია; ეზეკია შვა მანასე; მანასე შვა ამონ; ამონ შვა იოსია; იოსია შვა იექონია და ძმანი მისნი ტყუეობასა მას ბაბილოვნელთასა. შემდგომად ტყუეობისა მის ბაბილოვნისა იექონია შვა სალათიელ; სალათიელ შვა ზორობაბელ; ზორობაბელ შვა აბიუდ; აბიუდ შვა ელიაკიმ; ალიაკიმ შვა აზორ; აზორ შვა სადუკ; სადუკ შვა აქიმ; აქიმ შვა ალიუდ; ელიუდ შვა ელეაზარ; ელეაზარ შვა მატთან; მატთან შვა იაკობ; იაკობ შვა იოსებ, ქმარი მარიამისი, რომლისაგან იშვა იესუ, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ყოველი ნათესავი აბრაჰამისითგან ვიდრე დავითისამდე ნათესავი ათოთხმეტ; და დავითისითგან ვიდრე ტყუენვადმდე ბაბილოვნისა ნათესავი ათოთხმეტ; და ტყუენვითგან ბაბილოვნისაჲთ ვიდრე ქრისტესამდე ნათესავი ათოთხმეტ.

ხოლო იესუ ქრისტეს შობაჲ ესრეთ იყო, რამეთუ: თხოვილ იყო დედაჲ მისი მარიამ იოსებისა და ვიდრე შერთვადმდე მათა იპოვა იგი მიდგომილ სულისაგან წმიდისა. ხოლო იოსებ, ქმარი ამისი, მართალი იყო და არა უნდა განმხილებაჲ მისი, იზრახა ფარულად განტევებაჲ მისი. და ვითარ იგი ამას განიზრახვიდა ოდენ, აჰა ანგელოზი უფლისაჲ ჩუენებით გამოუჩნდა მას და ჰრქუა: იოსებ, ძეო დავითისო, ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი–იგი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს. შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იჴსნეს ერი თჳსი ცოდვათა მათთაგან. ესე ყოველი იქმნა, რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელისაჲთა თქუმული: აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი. განიღჳძა იოსებ ძილისა მისგან და ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან, და წარიყვანა ცოლი თჳსი. და არა იცოდა იგი, ვიდრემდე შვა ძე იგი მისი პირმშოჲ და უწოდა სახელი მისი იესუ.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდათა მამათმთავართა და წინაისწარმეტყუელთაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: მათე დაგჳწერა წიგნი შობისაჲ ქრისტჱსი, და ქადაგებდა რაჲ უთესლოდ მშობელსა, რომელი აღმოსცენდა თქუენ მიერ, ნეტარნო მამათმთავარნო, აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე ღმრთისა, რაითა მშვიდობაი მოსცეს ერსა ჩუენსა, და განმარინოს ზედა-დასხმათაგან ბარბაროზთაჲსა, ხოლო წმიდაი ეკლესიაჲ ჩუენი დაამტკიცოს ჭეშმარიტებასა ზედა შეუძრველად, და აცხოვნოს სულნი ჩუენნი, რაჲთა განვმართლდეთ წინაშე საყდართა მისთა.



ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდათა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთა ძუელისა სჯულისათა, და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაჲ, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



გალობა 7 კურთხეულარსა

 

  ძლისპირი:  ყრმათა მათ წმიდათა, სახუმილი შეაცურია ანგელოზმან მაცხოვრისამან და ქალდეველნი შეწუნა ბრძანებამან ღმრთისამან, მძლავრსა ასწავეს გალობაი და თქუეს: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთა დაიცვნეს ღმრთისა მცნებანი, ელიას და ელისეს შევამკობდეთ და მათ თანა იოვანეს წინამორბედსა სჳმეონ მართლისა თანა საღმრთოჲთა შესხმითა უგალობდეთ და ვიტყოდეთ: კურთხეულ ხარ შენ უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

საკჳრველ იქმენ, მჴსნელო, წმიდათა შორის, ისრაელი რაჲ იჴსენ მონებისაგან და ელისე განიყვანე იორდანესა ხალენითა მით ელიაჲსითა, ხოლო წმიდაჲ იგი ცეცხლისა ეტლთა მჯდომარეჲ აღიტაცე ზეცად და არაჲ შეიწუა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

რომელთაცა დაშრიტეს ალი ცეცხლისაჲ და დაუყვნეს პირნი ლომთანი, უბიწოთა ყრმათა დანიელისა თანა, ვაქებდეთ, რომელნიცა სახუმილსა შინა ჴმობდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო: კურთხეულ ხარ შენ.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ესაია მქადაგებელო, გიხაროდენ, ღმრთივგაბრძნობილო, განსცხრებოდე იერემია, ეზეკიელ და დანიელ დღესასწაულობდ, რამეთუ გჳშვა ჩუენ ღმერთი ღმრთისაგან შობილი ჴორცითა უბიწომან სძალმან, და თქუენ თანა ვაქებთ და ვაკურთხევთ ღმერთსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვითარცა თქუა პირველად ესაია წინაჲსწარმეტყველმან, ვითარმედ ქალწულისაგან იშვეს ევმანუელ, ჩუენ თანა ღმერთი, დღეს იხილვების ქუაბსა შინა შეხუეული და მწოლარჱ ბაგასა, ყოველთა მჴსნელი.



გალობა 8 აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი:  სახუმილით სამთა ყრმათა ცუარსა აცურევდი და წყალთაგან დასწუენ ელიას საკუერთხნი, რამეთუ ნებაჲ შენი, ქრისტე, მსწრაფლ აღასრულეს, შენ გაკურთხევთ და აღგამაღლებთ უკუნისამდე.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განწყობილი ღმრთის მხილველთაჲ განშუენდა დღეს და ჭეშმარიტად ერთ სამწყსოჲ იქმნა ანგელოზთა და კაცთაჲ, რამეთუ შეიერთნეს ჴმანი წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართანი შობისათჳს მეუფისა და ყოველნი აღძრეს კურთხევად ღმრთისა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

ერთობით შევამკობდეთ, მორწმუნენო, ნეტარსა მელქისედეკს – მღდელად ღმრთისა მაღლისა განწესებულსა, და მისთანა ღმერთშემოსილსა იობს, განსაცდელთა მჴნედ მოთმინესა, რომელნი სიტყვითა და საქმითა აკურთხევდენ ღმერთსა.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

იქცეოდეს, ვითარცა შორის სამოთხესა საჴუმილსა მას შინა ცეცხლისასა სამნი ყრმანი ღმერთშემოსილნი, რომელთა ასხურა სიტყუამან ღმრთისამან ცუარი მაგრილობელი, და ღაღდყვეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ერთობითა იღუაწეთ ღუაწლი კეთილი, შჳდნო მაკაბელნო, ღუაწლისა მძლენო, და მოიგეთ გჳრგჳნი დედითურთ ახოვანით და ჴმა ჰყავთ: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ქმნეს დედათა სიმჴნითა მრავალი ძლიერებაჲ სარა ელისაბედის თანა, ანა და ივდით დებორაჲს თანა, და რუთ და რებეკა რაქელისა თანა, ხოლო შენგან, მარიამ ქალწულო, მოვიღეთ რაჲ ნათელი უკუდავებისაჲ, ვითარცა სთქუ, გნატრით ყოველნი.



გალობა 9 ადიდებდითსა

 

  ძლისპირი:  ღმრთისა ხილვაჲ შეუძლებელ არს კაცთაგან, რომელსა გუნდნი ანგელოზთანი ვერ მიხედვენ, ქალწულო, გამოუჩნდა შენ მიერ კაცთა, სიტყუაჲ ჴორციელქმნილი, რომელსა ვაკურთხევთ უჴორცოთა თანა და შენ დღეს გალობით გადიდებთ.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

სულიერსა ამას კრებასა საჴსენებელსა მამათმთავართასა ერთობით ვიხარებდეთ, მორწმუნენო, და ზეცისა განწყობილთა თანა დაუცხრომელითა ჴმითა უგალობდეთ ღმერთსა, ჴორცითა მოსრულსა ჩუენთჳს.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

განსაცდელთა სიმძაფრჱ სიმჴნით მოითმინა მართალმან იობ და ღირს იქმნა თუალით ხილვად ღმრთისა და გამოთქუმად იგავთა და გუახარა ჩუენ ქუეყანით აღმოცენებად პური ზეცისაჲ, ქრისტჱ ქალწულისაგან.

წმიდანო მამათმთავარნო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, ევედრეთ ღმერთსა ჩუენთვის.

მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყუელთა კრებული იხარებს საღმროჲთა შესხმითა, და დღესასწაულობს ღირსად და ოხრის ჴმა მაღლად ეკლესიასა შინა, რამეთუ ჰხედვენ აღსრულებად თქუმულთა მათთა უხილავსა ღმერთსა ჴორცითა, ვითარცა კაცსა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

აწ შემოგვკრიბნეს მორწმუნენი პირველთა მათ მამათა და წინაჲსწარმეტყუელთა, და ტაბლაჲ დაგვიდგეს რაი სათნოებითა სავსეჲ – მდიდართა და გლახაკთა, უცხოთა და მწირთა, მხიარულ ყვნეს გულნი ჩუენნი, და მადლნი სულისა წმიდისანი დაგვიუნჯეს.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დღეს იხარებს კრებული წინაჲსწარმეტყუელთაჲ, რამეთუ აღესრულნეს ჴმანი მათნი, რომელსა იტყოდეს შენთჳს, უბიწოო სძალო, რამეთუ ვიხილეთ ყრმაჲ ევმანუელ, რომელ არს ჩუენ თანა ღმერთი და თაყუანის–ვჰსცემთ.



მღუდელმან აკმიოს.

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: მოვედით, ყოველნო მორწმუნენო, სულიერითა შესხმითა ერთობით პატივ-ვჰსცემდეთ საღმრთოსა ამას კრებასა, საჴსენებელსა პირველთა მამათმთავრთა ღირსთასა, რომელნი უპირატეჲს შჯულისა მაცხოვარმან შეამკვნა საცნაურისა მის მადლისა საღმრთოჲსა მიფენითა და კუალად შჯულსა შინა უზეშთაეს გამობრწყინდეს ქადაგად ღმრთისა განჴორციელებისა, და აწ იხარებენ, რამეთუ ჰხედვენ აღსრულებად თქუმულთა მათთა ღმერთსა ჴორცშესხმულსა, ქალწულისაგან შობილსა: რომელსა აქუს დიდი წყალობაჲ.

ერთა თანა ზეცისათა ვაქებდეთ ქუეყანისანი უხილავსა ღმერთსა, დაუსაბამოსა მამასა ყოვლისამპყრობელსა, გარე-შეუწერელსა, რომლისა არსებისა მისისა არა არს საზღვარ, არცა დასაბამ დაუსრულებელისა სუფევისა, რომელმანცა სათნო იყვნა დიდებულნი მამათმთავარნი და კრებულნი წინაჲსწარმეტყველთანი, და აწ ჩუენცა სულიერსა ამას კრებასა მათსა ერთობით მოვიწრაფით საღმრთოჲთა წოდებითა, რაჲთა ვიხილოთ მათ მიერ ქადაგებული ღმერთი.

მოვედით, მორწმუნენო, პირველსა მას მამასა ყოველთა ცხოველთასა ადამს პირველ შექმნულისა უპირატჱს ყოველთასა ხატად ღმრისა დაბადებულსა ვაქებდეთ: ნაშობთა მისთა თანა სულიერად აბელს პირველსა მოღვაწეთასა და ენუქს სათნოდ ღმრთისა განბრწყინვებულსა და მისთანავე აბრაჰამს, ისაკს იაკობითურთ, იოსეფს, მოსე ღმრთის მხილველისა თანა, და აჰრონ მღდელისა, რომელთა იგი გჳქადაგეს საიდუმლოჲ გამოუთქუმელი, ღმრთისა სიტყჳსა ჴორცშესხმისაჲ, და აწ მეოხ არიან ჩუენთვის მისა მიმართ, რაითა არა სამართლად მოგვაგოს ბოროტად საქმეთა ჩუენთათვის, არამედ განაშოროს ყოველი სილაღეი და ამპარტავნებაი დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა, რაითა სინანულითა ვემსგავსოთ კაცთა მათ ნინეველთა და მათებრ განვერნეთ სასჯელსა.

ბრწყინვალედ შეიმკვების გუნდი მამათმთავართაჲ დღეს: ფალეგ, რაგაფ, სერუქ, ნაქორ, თარაჲ, და მათ თანა ერთობით ვაქებდეთ, მორწმუნენო, არფაქსადსა და კაინანს, ებერს სალაჲსთანა, რომელთა თესლისაგან აღმოსცენდა სიწმიდით ნაყოფი ცხორებისაჲ სიტყუაჲ ღმერთი ქალწულისაგან, და აჰა, აწ ჩუენცა ვევედრებით მფარველსა ჩუენსა ღმრთისმშობელსა, ოხითა დიდებულთა წინაპართა მისთაითა ამცურიოს ჩუენ ზედა მადლი თვისი, რაჲთა ნეშთი ესე ცხორებისა ჩუენისაჲ განვვლოთ სათნოდ მისა, და ინახ–ვიდგმიდეთ მათ თანა ცათა სასუფეველსა შინა.

ათორმეტთა საღმრთოთა მქადაგებელთა: ოსეს, იოველს, ამოსს, ნაუმს, და მიქეასა, და მათ თანა ანგეას, სოფონიას, იონას, ამბაკომს, მალაქიას, ზაქარიას, ეზრასა და ზარობაბელსა, რომელმანცა განაშუენა ბრწყინვალედ სიონი, ვაქებდეთ, და მათთანა ეზრა სუთელსა ღირსად შევამკობდეთ, და ვევედრებოდეთ შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაითა აღაგვაორძინოს, განგვამრავლოს და დაგვიცვას ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, რაჲთა მარადის უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვმსახურებდეთ და ღირს–ვიქმნნეთ საუკუნოსა მას ნეტარებასა.

რომელმან დაგიცვა, დანიელ, პირისაგან ლომთაჲსა და სამნი ყრმანი იჴსნნა ცეცხლისა მისგან ბაბილონისა და მათ შორის გამოსახა საიდუმლოჲ ახალი გამოუკულეველი განკაცებისა თჳსისაჲ, რომელი ეგულებოდა ჴსნად დაბადებულთა, დღეს იშვა სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ვითარცა კაცთმოყუარემან აღჴოცა რაი წყევაჲ იგი ნათესავისა კაცთაჲსა, ეგრეთვე აწ შეგვეწიოს ჟამსა ხდომათა და საწუთოთა ღელვათასა, და დაგვიფაროს მრავალფერთა ჭირთა და კუეთებათაგან.

განსცხრებოდე აწ სულითა ძლიერითა და გალობდ, დავით ღმრთისა მგალობელო, და შეამკობდ დღეს ქნარითა, რამეთუ მზესა აღდგა კარავი თჳსი თავადმან და პირველსაუკუნეთა მფლობელი იწოდების დღეს ძედ შენდა კიდობნისა მისგან სიწმიდისა, რომელ არს ქალწული, რომლისა თანა ვედრებად ნუ დასცხრები ჩუენთჳს. რაჲთა არა განგვაშოროს მეოხებაჲ თვისი, ვითარცა აღგვითქუა წილხვედრთა თვისთა, რამეთუ ვსცოდეთ, გარნა დღეყოველ განვაკუთნებთ სასოებასა ჩუენსა მისა მიმართ და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:



 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.



მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…



ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი

 

  ჰოი, მადლითა სულისა წმიდისაითა ღმრთივ-განბრძნობილნო მამათმთავარნო და წინაჲსწარმეტყველნო, ანგელოზთაგან ქებულნო და მოსაგრეთაგან თაყუანისცემულნო, ქრისტეანეთა მიერ სასოებითა სანატრელნო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და შენდამი მოლტოლვილთა შესავედრებელნო ზღუდენო და მტკიცენო საფარველნო!

ჰოი, წმიდანო მამათმთავარნო და დიდებულნო წინაჲსწარმეტყუელნო, გამოჩნდა მადლი იგი, რომელი აღგითქუათ მაცხოვარმან, და ნაყოფისაგან თქუენისა აღმოსცენდა ქრისტე მჴსნელი დაბადებულთაჲ, რომელი უბიწომან ქალწულმან გჳშვა ცხორებად და მაცხოვრად ყოველთა მორწმუნეთა მისთა, აწ სულნიცა ჩუენნი განანათლეთ ნათლითა ღმრთისმეცნიერებისაჲთა, და გვიოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა დააყენოს ყოველივე რისხვაი სამართლად მოსრული ერსა ჩუენსა ზედა ოხითა თქუენითა და დაგვიფაროს ყოველთაგან სავნებელთა – სულიერთა და ხორციელთა, ხოლო წმიდაი ეკლესიაი ჩუენი შეუძრველად დაიცვას კუეთებისაგან მტერთაისა და მძლე ჰყოს მწვალებელთა ზედა, განაძლიეროს და დაიფაროს დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელონი და სამონაზვნო წესნი; მოგუმადლოს ქრისტესმოყვარე მთავრობაჲ და მხედრობაჲ მისი; დაიცვას მემუშაკენი ერისა და წმიდისა ეკლესიისა ჩუენისანი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.

ჰოი, პირველნო მამანო და კრებულნო წინაჲსწამეტყველთანო, სიქადულნო სჯულისანო და დასაბამნო ღმრთივგონიერებისანო! დიდებული ჴსენებაჲ თქუენი წინაჲსწარვე მახარებს ჩუენ ქრისტჱს შობისა დღესა, რომელსა იშვა ღმერთი ყოველთაჲ და კაც არს იგი და ღმერთი გამოუკულეველი, და აწ გაქუთ კადნიერებაი წინაშე მისა, რაჲთა არა განგვირისხდეს ჩუენ უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ განგვაშოროს სიყმილი ხორცთაჲ და წარწყმედაჲ სულთაჲ, დაგვიფაროს ცეცხლისაგან, მახვილისა, ზედა დასხმისაგან მტერთაჲსა, და კეთილდღეობითა გვაცხოვნოს ყოველნი, რაჲთა მიწევნულ ვიქმნეთ საუკუნესა მას მშვიდობასა და თქუენთანა ვადიდებდეთ ღმერთსა, სამწმიდაობითა დიდებულსა, მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, მადლითა და ლოცვითა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთა კრებულისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).



ხოლო ხატისა მათისა მთხვევნასა ზედა ვჰგალობთ ამას:

 

ყოვლად სანატრელსა ხსენებასა შენსა აღვასრულებთ, კრებულნო მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთანო, რამეთუ თქუენ მიერ ვისწავეთ შობაჲ ცათა მეუფისაჲ, და კრძალვითა მივემთხვევით რაჲ წმიდასა ხატსა თქუენსა, სულთქუმითა გიღაღადებთ: შეგვეწიეთ წინაშე ღმრთისა, რაჲთა განგვათავისუფლოს ყოველთა ცოდვათაგან და თანა–წარგვხადოს ვნებათა და საცთურთა სოფლისათა.

დედოფალო, ყოვლადმოწყალეო მარიამ, მეოხებითა წმიდათა მამათმთავართა და წინაჲსწარმეტყველთა ძუელისა სჯულისათა წარგვიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.

 

მიქაელ მოდრეკილის და იოანე მტბევარის დასდებლების გამოყენებით
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა