მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
(50 – ე ფსალმუნის კითხვის დროს აღესრულება კმევა: კოლიო, სამღვდელოება უპირატესის მიხედვით)
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ქვეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთა, ღაღადებდა, მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
უწყი ტრფიალება შენი ღმერთისა მიმართ, და სიყვარულითა შენითა უსაზღვროითა შეპყრობილ ვარ, სულითა და ხორცითა, და სიტყვათა შევსწირავ შენდა.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დაიწერა ბრძანებაი შეგინებული, რაითა მსახურებდენ კერპთა, და არა ღმერთსა ცხოველსა, არამედ შენ ღმრთისა შეიწირე, და არა ეგე კერპთა ღვაწლითა შემოსილო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
სიყვარულითა საღმრთოითა აღეტყინე, და ძესა ღმრთისასა მხოლოდ შობილსა მხედარ – ექმნე, თეოდორე, ნეტარო მოწამეო, და გვირგვინსა მარტვილთასა მიემთხვიე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კრებული ანგელოზთა და კაცთა დედაო, უქორწინებელო, გიგალობენ შენ, რამეთუ დაბადებელი მათი ღმერთი, ვიტარცა ყრმა უშევ დაბადებულთა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყვარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო კაცთმოყუარეო. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
შესხმასა ბაგეთა მიერ, და ვედრებასა ტკივნეულით სულით მიგიძღვანებ, რომლისათვის წყალობაი ჰყავ ღვაწლითშემოსილო.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
გონებასა თვითმპყრობელსა, დაამონენ ხორცნი, დიდებულო მოწამეო, და ორ-კერძოვე საკუთარ ექმენ ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
წარსდეგ წინაშე საყდართა, წამებისათა და ქრისტე ღმერთი ღმრთისმეტყველე, და დაგებაი კერპთა ბილწთაი შეგინებულ ჰყავ, თეოდორე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩვენ ყოველნი მოგიგებთ შესავედრებელად, ქალწულო, ზღუდე მექმენ, ქრისტეანეთა მორწმუნეთა, სძალო ღვთისაო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგება საიდუმლოთა შენთა გამოუთქმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი, და აღვიარე მე ღვთაება შენი. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
საიდუმლოთა საღმრთოთა გულისხმისყოფით გემო იხილე, თეოდორე, და ურცხვენელად აღიარე, ძე ღმრთისაი შობილი ქალწულისაგან.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვნებათა დამონებულნი, ვნებულად ჰგონებდეს ღმრთეებისა ძალსა, რომელთა ამხილე, თეოდორე, სულითა წმიდითა განათლებულმან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მოწყალე ჰყავ ჩვენთვის მხსნელი, მგალობელთა შენთა, თეოდორე, გევედრებით, და მრავალფერთა განსაცდელთა, და ვნებათაგან ხსნაი გვითხოვე, მხნეო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაუთესველო ყანაო, რომელმან ხუვილი ცხოვრებისაი აღმოაცენე, რომელი მოსცემს სოფელსა, ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ მგალობელნი შენნი.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგვანათლენ ჩვენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობა შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთმოყუარეო. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
თანა–მოღვაწეთა შენთა ეტყოდი, მოწამეო, შეიყვარეთ უფალი, რომელმან უფროის შეგიყვარნა თქუენ.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ცეცხლებრ ეგზებოდი შურითა, ღვაწლითშემოსილო, და ტაძრისა თანა დასწვი, თეოდორე, დედაი ღმერთთა მტყუართაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ძალითა უძლეველითა, თეოდორე ღვაწლით შემოსილო, ბარბაროსთა და ვნებათა, ჩვენთა სიბოროტეი დააყუდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემდგომად შობისა ქალწულად ჰგიე, უბიწოო, შენ ყოვლად–სანატრელო, ვითარცა ღვთისმშობელ ხარ გადიდებთ.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ სახიერ, აურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ. მიხსენ მე ბოროტთაგან. შენდა მომართ ვღაღადებ. ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
უძლური და მედგარი, სიბორგილე პირველთა ამაოთა, შეწევნასა კაცთასა, ყურის– საძიებელად, ეძიებდა ვინათგან, მოწამეთაგან, იძლია სიჩუკნე მათი. (2 გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
განგაძლიერა ღმერთმან, გვირგვინო მარტვილთაო თეოდორე, და უღმრთოთა ტანჯვანი ისარ – ჩვილთა შეჰრაცხენ, საუკუნეთა მათთვის, მოსაგებელთა რომელთა წინასწარ განიცდიდი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განავერენით საცთურსა ცოდვათა ჩვენთასა, ვედრებითა შენითა, ღვთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიერ, რომელი იშვა შენგან, უზესთაეს ბუნებათა ღმრთისა დაუსაბამოი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი, (ხმა 8).
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მგალობელთა: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკჳრველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შჳლი; და აღსდგენ შჳლნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა დიდმოწამისა თეოდორე ტირონისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
ნუ უღირს იჩენ გულსმოდგინედ ვედრებასა ჩუენსა, მეუფეო, რომელნი ესე გევედრებით შუამდგომელობითა წმიდისა დიდისა მოწამისა თეოდორესითა, რამეთუ მან სახელისა შენისათჳს წმიდისა, სრულიად დაითმინა ტანჯვანი, არამედ ოხითა მისითა შეგჳწყალენ და გუაცხოვნენ ჩუენ, მრავალმოწყალეო ღმერთო.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და დიდმოწამე თეოდორე ტირონისათა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა მსახურეს ხატსა ოქროსასა, და მით სახმილსა შეითხივნეს, და შეცვრეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს, კურთხეულ – ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო! (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ტანჯვაი ხორცთაი თავს–იდევ მისთვის, რომელი იგვემა ჩვენთვის ხორცითა, სიტყვაი დაუსაბამოი, ღვაწლითშემოსილო თეოდორე, და უღაღადებდი: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა მხსნელი ჩვენი, ნებსით დაიდვა საფლავსა და დაიბეჭდა, ეგრეთვე შენ წმიდაო, საპყრობილესა დაბეჭდულსა დაემკვიდრე და ხმა-ყავ: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
მოაკუდინენ ვნებანი ხორცთანი, სიკუდილითა შენითა ნებსით თვისით, არათუ საზრდელითა, არამედ სურვილითა საღმრთოითა იზრდებოდი და ჰხმობდი: მამათა ჩვენთა ღმერთო კურთხეულ ხარ მარადის.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
საპყრობილესა შინა, ვითარცა სახუმილსა, სამთა ყრმათასა ოდესმე, გამოგიჩნდა შენ ერთი წმიდისა სამებისაი, და განგაძლიერა შენ და ჰმადლობდი: მამათა ჩვენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ინებე რა ცხოვრება ჩვენი მხსნელო, დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, და წიაღად სოფლისად გამოაჩინე იგი, ამისთვის გიღაღადებთ და ვიტყვით: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამამთა ჩვენთაო,
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მთასა ზედა მოსეს თანამზრახველმან მაყვლოვანით, სახე გამოაჩინა ქალწულისაგან შობისა უვნებელად, ყოველნი მას ვაკურთხევთ და აღვამაღლებთ უკუნისამდე. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
დანერგულნი სულითა, მთავარი იგი უსჯულოთა მათ, უღრთოებით გეტყოდა შენ ღვთისმსახურსა მკსინვარედ, რაისა ამაოებით დაგიძს შენ სასოებაი კაცისა მიმართ, მძვინვარედ მოკლულისა, ჰოი უგუნურო, ხოლო შენ ღაღადებდი: ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ვითარცა ჭაბუკმან გონიერმან, და ეზოს-მოძღვარმან მადლისამან, ღმრთისა მიერ შენდა მონიჭებულითა სიბრძნითა, ღაღად-ყავ: ჰოი, თეოდორე, რომელი იგი უფლებით გზრახვიდა, და არქუ: ესე სირცხვილი მეყავნ მე, და ყოველთავე, რომელნი ღაღადებენ: ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
სიმხნით იღვაწე, წმიდაო, და მრისხანებით ამხილე მძლავრსა, რასა განცოფებულ ხარ და მეტყვი დაბადებულთა, ღმრთისა – წილმსახურებად, რომლითა ეგე დამბადებელი დაგიტევებიესთ და დაბნელებულ ხართ, ხოლო მე უღაღადებ: ყრმანი და მღუდელნი უგალობდით, ერნი უფროისად აღამაღლებდით მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ხორციელად გამოსახვითა, და პირად–პირადითა იგავითა, ღვთისმეტყველებითა და მოსწავებითა, წინაისწარმეტყველებდეს, შობისა შენისათვის ღვთისმეტყველნი ზესთა ბუნებისა და საკვირველებისა, ამისთვის სიხარულით გიგალობთ ღმრთისა დედაო, და ძესა შენსა აღვამაღლებთ უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ–არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ. (არ იკითხება).
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ნივთი წამებისა შენისა არს სიყვარული ღმრთისაი, ვინაიცა ნივთ–გექმნა შენ ცეცხლი ნივთიერთა ხორცთა, თეოდორე, და ესრეთ მოხარული მიხვედ ცეცხლსა ღვთაებისასა, ჰოი, ღვაწლით შემოსილო მსახურო ქრისტეს ღმრთისაო.
წმიდაო დიდმოწამე თეოდორე ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.
ყოვლად -საგალობელო მოწამეო, დასწვი საცთური, ხოლო შენ შეუწველ, და ცხოველი წარჰდეგ წინაშე ქრისტეისა, და მის მიერ იშვებ, ვითარცა მოწამე ბრწყინვალე, ღვაწლითშემოსილო თეოდორე – მსახურო უფლისაო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
აცხოვნე, ქრისტე, ერი შენი, რომელი აღგიარებს შენ, ერთსა წმიდისა სამებისასა ორითა ბუნებითა სრულითა, რომელი მოიგე საღმრთოითა სისხლითა შენითა, ღვაწლითშემოსილისა თეოდორეს მეოხებითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ რომელმან წიაღთა იტვირთე ღმერთი შეუხებელი, რომელსაცა ცათა შინა უგალობენ ყოველნი ძალნი, შენ მიერ მომნიჭებელი ჩვენდა ცხოვრებისა, ღმრთისა დედაო, გადიდებთ.
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ–არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
მეყსეულად:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
ტროპარი (ხმა 8):
დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო ვითარცა პური ტკბილი, და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა, მისითა მეოხებითა ქრისტე ღმერთო აცხოვნენ სულნი ჩვენნი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
კონდაკი (ხმა 8):
სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ,
და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა შუამდგომელად ყოველთა, და შემწედ მტკიცედ ცოდვილთა, მოგიგებთ ყოვლად უბიწოო, შენითა მაგით მხურვალით აშეწევნითა ქალწულო, დედაო მარიამ ქრისტიანეთა ცხოვრებაო, ნუ დაჰსცხრები ჩვენ–თვის ვედრებად მაცხოვრეისა, რათა მოგვანიჭოს ცოდვათა მოტევება.
– მღვდელი: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
– გუნდი : უფალო შეგვიწყალენ.
კურთხევა წანდილისა.
ყოვლისავე სრულ – მყოფელო სიტყვითა შენითა უფალო, რომელმან უბრძანე ქვეყანასა ნაყოფისა აღმოცენება, მოღებად და განსასვენებელად ჩვენდა, რამეთუ თესლითა მით რომლისა ჰსჭამდენ სამნი ყრმანი არა შეიგინნეს ტაბლისა მისგან არა – წმიდისა, და ამისთვისცა იხსნენ სახმილისა მისგან ცეცხლისა. ეგრეთვე ყოვლად-სახიერო მეუფეო თესლი ესე, შენისა თვითოეულისა თესლისა ნაყოფი აკურთხე, და რომელთა მიიღონ ამისგან წმიდა – ჰყავ სადიდებელად შენდა, და პატივად დიდისა მოწამისა შენისა თეოდორე ტირონისა, და რომელთა მოიღეს ესე მოსახსენებელად მონათა შენთა მორწმუნეთა მიცვალებულთათვის, მიჰმადლე მათ განსვენებაი, და რომელმან შეჰმზადა ესე (სახელი) სახსენებელად წმიდისა ამის სრულ – ჰყავ და მიეც ყოველი საცხოვრებელი თხოვაი მისი. და საუკუნოსა კეთილსა ღირს – ჰყავ, მეოხებითა ყოვლად – უხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა, წმიდისა დიდებულისა დიდისა მოწამისა თეოდორე ტირონისათა, რომლისაცა ხსენებასა აღვასრულებთ დღეს, და ყოველთა წმიდათა შენთათა ამინ. აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. რამეთუ შენ ხარ რომელი აკურთხევ ყოველთავე ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ თანა დაუსაბამოო მამით, და მხოლოდ – შობილით ძით, და ყოვლად წმიდით სახიერით და ცხოველს – მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი