მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
წამებისა გვირგვინითა შეიმკევ მეუღლისა შენისაგან, დედუფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედუფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუვალი და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა; მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წამებისა გვირგვინითა შეიმკევ მეუღლისა შენისაგან, დედუფალო წმიდაო შუშანიკ, და წარმავალისა დედუფლობისა წილ მოიგე სუფევაი წარუვალი და აწ კადნიერად მდგომარე ხარ წინაშე სიძისა შენისა, უკუდავისა ქრისტესა; მეოხ გვეყავ მაქებელთა შენთა, სანატრელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა
ძლისპირი: მხსნელსა ჩუენსა ღმერთსა, რომელმან განიყვანა დაულტოლველად ერი თვისი ზღუასა და ფარაო მხედრებითურთ დაანთქა სიღრმესა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სრბასა შინა ძლევისა ასპარეზისასა მსრბოლი სურვილით, ქრისტე, სძალი შენი, შენ მიერ ნიჭებული ძლევისა გვირგვინსა, მომეც მე სიტყუაი, რაითა ღირსად შესხმულ იქმნეს ჩემ მიერ.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ძღუნისმრთმელობაი შენდა მიიღე გალობით, წმიდაო, და ნივთთა შესხმათასა კრებად შეწევნაი შენი მომეც, ვითარცა შემწემან უძლეველმან და დაბეჭდე გალობასა ჩემსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ალნი, რომელნი აღეგზნეს გულსა შენსა მოძრაობითა ზედა აღმავალითა, აღგამაღლებდეს შეერთებად ქრისტესა, შუშანიკ, და შეგწირვიდეს ზეცისა საკურთხეველად.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თაყუანისცემასა, დედუფალო, შევსწირავ გუარისა მიმართ შობისა შენისა, რამეთუ შენ შორის, მიმადლებულო, ღმერთი კაცად და უფალი მონათა თანა მეცხადების.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ძალითა ჯუარისაითა, ქრისტე, განმაძლიერე დიდებად შენდა, რაითა უგალობდე მარადის აღდგომასა შენსა საფლავით.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იესუის სიძისა ზესთა ღმრთისა სახელი ტვიფრად გულსა ზედა შენსა დასდევ აუხოცელად, შუშანიკ, რომლითა აღიწერე წიგნსა ცხორებისასა.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქმრისადმი უშჯულოისა შეყოფამან ვერ შეაშფოთა ყუდროებაი შენი შორის უბიწოთა ძრვითა გონებისაითა, რომლითა ბუდით აქათ იმსთუე ზენა საგრობად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
რაბამ აღმოიჭურვე შენ, ვითარცა ცისკარმან, და რაბამ რჩეულ იქმენ, წმიდაო, ვითარცა მზე, ვნებითა ქრისტესთვის, ვინმცა შეუძლოს თქუმად, რომელი საკვირველებ მებრ საკვირველთა განწესებულთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
იორდანებრმან დინებამან ბუნებისა ხრწნადისა შჯულთამან შენ, წმიდასა მაგას კიდობანსა, მარიამ, გიხილა რაი, ქმნად იწყო ცუალება წესთა ბუნებისათა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
სიძე - შენი ქრისტე შეიყუარე და ლამპარი შენი ბრწყინვალედ განმზადე და კეთილისა საქმითა განბრწყინდი, დიდებულო; ამისთვის აღვედ მისთანა სასძლოსა და გვირგვინი მოღუაწებისაი მისგან მიიღე; განსაცდელისაგან მიხსნენ ჩუენ, აღმასრულებელნი, შუშანიკ, ხსენებისა შენისანი.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: სმენაი მესმა ძლიერისა ჯუარისა შენისაი, ქრისტე, რომლისა მიერ სამოთხე განაღე და გიღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა, უფალო.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სუნნელებასა ნელსაცხებელთასა რბიოდა სიძისათა დაწყლული ტრფიალებითა, რომლითა შეხუედ უხრწნელად საუნჯედ.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ტანჯვად მძვინვარედ გსუროდა შენ, ქრისტესთვის და მიისწრაფდი სიკუდიდ, ვითარცა ცხოვარი, შუშანიკ, რომლითა ჰპოვე ცხორებაი უქცეველი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ერეოდა ძლიერად უბიწო სძალი შენი, ქრისტე, არაწმიდისა ქმრისა ზახებასა მძლავრ ერსა და სძლევდა ტანჯვათა ახოვანებითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სასანთლესა ყოვლად ოქროისასა შვიდნათელსა და ტაბლასა დასაგებელსა ზეციერისა პურისასა, ქალწულსა მარიამს, ვადიდებდეთ.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: აღმსთობილნი შენ გიგალობთ, ღმერთო, გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაი ღმერთი არა ვიცით.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ისართა მიერ საღმრთოისა სურვილისათა განისრულმან გულითა, სასტიკნი, შუშანიკ, ისარ ჩჩვილთა შერაცხე, დიდებულო.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განტვინულმან ძელით მძვინვარედ, მოწამეო, გონიერთა თანა ნათელთა შეაერთე თავი თვისი განუყრელად, შუშანიკ.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ადამანტისა უმტკიცესი გონებაი შენი თავისა განტვინვამან ვერ შეძრა, შუშანიკ სანატრელო.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლაღთა კადნიერთა ცუდბრძენთა, ღმრთისმშობელო, მკადრებელთა გმობად ხატისა შენისათა, შეაჩუენებს წმიდაი ეკლესიაი.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაი და გიღაღადებ: მიხსენ მე, კაცთ-მოყუარე და მაცხოვნე მე, მრავალ-მოწყალე უფალო.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ოქროსა უბრწყინვალესად გამოიხურვე ტკივილთაგან, ვითარცა ბრძმედთა და ნაყოფად წმიდად შესაწირავად მითვალულ იქმენ უფლისა მიერ, შუშანიკ.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბარძიმსა წამებისასა განზავენ ტკივილნი პირად-პირადნი და სუ შენ სურვილითა სიძისაითა და განსრულმან წყობად სძლე მტერთა უხილავთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იტყოდი, ღირსო, მძლავრთადმი: ტკბილ ჩემდა გუემანი, საწყურველ ჭირნი, სასურველ პყრობილებანი და დილეგნი და, სიკუდილი ყოვლადსატრფო ტრფიალისათვის ჩემისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
თემანით ღმერთი, ქალწულო, და შენ მიერ მთისაგან ჩრდილოსაი მაღნარისა წმიდა ჩუენდა მოვიდა და შენგან შობითა თვისითა აღაგო კაცებაი მეორედ, ღმრთისა სძალო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე კვერექსი
კონდაკი, ჴმაჲ 6
სასოო და შესავედრებელო ქრისტეანეთაო ურცხვენელო, და შუამდგომელო დამბადებელისა მიმართ, მითვალულო და შეწყნარებულო, ნუ უგულებელყოფ ხმასა ცოდვილთა ვედრებისასა, არამედ ისწრაფე შეწევნად ჩუენდა, ვითარცა სახიერ ხარ და რომელნი ესე სარწმუნოებით გიღაღადებთ, მხოლოო კურთხეულო და მოსწრაფე იქმენ ვედრებად და განმზადებულ მეოხებად და ლმობიერ ხელის აღმპყრობელ, რომელი ეგე მარადის იღვწი პატივისმცემელთა შენთათვის, ღმრთისმშობელო.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: ეკლესიათა შინა აკურთხევდით ღმერთსა და უფალსა წყაროთაგან ისრაელისათა.
მგალობელთა: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკვირველ არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა,
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მას ჟამსა შინა ევედრებოდა ვინმე მას ფარისეველთაგანი, რაითა ჭამოს პური მის თანა; და შევიდა სახლსა მის ფარისეველისასა და დაჯდა. და იყო დედაკაცი ვინმე ქალაქსა მას შინა, რომელი იყო ცოდვილ. ესმა, რამეთუ არს იგი სახლსა შინა მის ფარისეველისასა, მოიღო ალაბასტრი - ნელსაცხებელისაი და დადგა ფერხთა თანა მისთა, ტიროდა და იწყო დალტობად ცრემლითა ფერხთა მისთა და თმითა თავისა მისისაითა წარჰხოცდა და ამბორს-უყოფდა ფერხთა მისთა და სცხებდა ნელსაცხებელსა. ვითარცა იხილა ფარისეველმან მან, რომელმანცა-იგი ხადა მას, თქუა გულსა თვისსა: ესე უკუეთუმცა იყო წინაისწარმეტყუელი, უწყოდამცა, ვინ და რაბამი დედაკაცი შეეხების მას, რამეთუ ცოდვილ არს. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: სიმონ, მაქუს რაიმე შენდა სიტყუად. ხოლო მან თქუა: მოძღუარ, იტყოდე! და თქუა: ორნი თანა-მდებნი იყვნეს მასესხებელისა ვისნიმე: ერთსა თანა-ედვა ხუთასი დრაჰკანი, ხოლო ერთსა მას – ერგასისი. და ვითარ არარაი აქუნდა მათ, ორთავე მიუტევა. აწ თქუ შენ, ვინ უფროის შეიყუაროს იგი? მიუგო სიმონ და თქუა: მე ეგრე ვჰგონებ, ვითარმედ რომელსაცა-იგი უფროისი მიუტევა. ხოლო თავადმან თქუა: სამართლად საჯე. და მიექცა დედაკაცსა მას და სიმონს ეტყოდა: ხედავა ამას დედაკაცსა? შემოვედ სახლსა შენსა, წყალი ფერხთა ჩემთა არა მეც, ხოლო ამან ცრემლითა დაალტვნა ფერხნი ჩემნი და თმითა თვისითა წარჰხოცნა. ამბორის-ყოფაი არა მომეც მე, ხოლო ესე, ვინაითგან შემოვიდა, არა დასცხრების ამბორის-ყოფითა ფერხთა ჩემთაითა. ზეთი თავსა ჩემსა არა მცხე, ხოლო ამან ნელსაცხებელი სცხო ფერთა ჩემთა. რომლისა მადლისათვის გეტყვი შენ: მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს. და ჰრქუა მას: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი! და იწყეს თანა-მეინახეთა მათ სიტყუად გულთა შინა მათთა: ვინ არს ესე, რომელი ცოდვათა მიუტევებს? ჰრქუა დედაკაცსა მას: სარწმუნოებამან შენმან გაცხოვნა შენ. გუალე, ვიდოდე მშვიდობით!
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა დიდებულისა მოწამისა დედუფლისა შუშანიკისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: რომელმან მზისა უმცხინვარეს განაბრწყინვე მოწამე შენი, ყოვლადდიდებული შუშანიკ, განაბრწყინვენ ოხითა მისითა გონებანი მორწმუნეთა შენთანი, კაცთმოყუარე.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდებულისა მოწამისა დედუფლისა შუშანიკისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: რომელმან იხსენ ყრმანი სახუმილისაგან მგალობელნი: კურთხეულ ხარ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხარებ, სანატრელო, ფიცხელთა მყოფი კრულებათა და გუემათათვის მძვინვარეთა, გულვებადთა მათთვის საშუებელთა, მოწამეო.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქართველთა სამეფოსა ნიჭად საღმრთოდ მოემადლა პატიოსანი ნაწილი შენი, მოწამეო შუშანიკ, ყოვლადდიდებულო.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ეკლესიასა წმიდასა სისხლი შენი საღებავ უქმენ პორფირსა საღმრთოსა, რომლითა შემკული ადიდებს მადიდებელსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბაგეთაგან ბიწიერთა შენ, სერაბინთა უწმიდესმან, შეიწირე გიხაროდენი წყალობით, ვითარცა დედამან მოწყალისამან.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მამისაგან შობილსა ძესა უწინარეს საუკუნეთა და აღსასრულსა ჟამთასა, ქალწულისაგან ხორციელ-ქმნულსა, მღდელნი აკურთხევდით, ერნი ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ორღანონი იგი ტანჯვათანი, დამხსნელნი ორღანოთა ხორცთასა, მოწამეო, საწადელ გიჩნდეს სიბრძნით მიმთვალველსა გალობით: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დიდებულ იქმენ ყოვლად და სანატრელ, შუშანიკ, მდედრმან ძლიერებასა სძლე მტერთასა და ჰხმობდი: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
იმრმთელე სისხლი შენი ნელსაცხებელად წმიდად სიძისა მიმართ შენისა, მარიამ მეორემან, და გალობდ: მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნეტარ ხარ შენ უსძლოო, თესლითი თესლადმდე, რამეთუ შევ უზეშთაეს სიტყვისა სიტყუაი, რომელსა მღდელნი აკურთხევდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ჰშევ, ქალწულო, მიუწდომელი ბუნებათაი, უჟამოი, გამოუთქუმელი, ამისთვის, უბიწოო, ყოველნი ნათესავნი გადიდებენ შენ.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დღეს კრებასა ბრწყინვალესა მოწამისასა ჩუენ თანა იხარებს გუნდი მარტვილთაი და ქალწულთა მწყობრი; მოვედით, ვიხარებდეთ მას შინა.
წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღირსებისაცა გვირგვინი მიიღე, შუშანიკ, მკულმან დიდებითა მარტვილობისაითა მდიდრად, ვითარცა უბიწომან და, ვითარცა მართალმან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ყრმანი შემსხმელნი უღონოებენ შესხმად შენდა, წმიდაო, რამეთუ მარტვილთა მიერ დიდსახელობა მოიგე შორის მრჩობლსა სოფელსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
სძალმან უბიწომან ძისა შენისამან, ღმრთისმშობელო უსძლოო, მადიდებელმან შენმან სარწმუნოებით, შენ მიერ დასცნა სივერაგენი მტერთა ბოროტთანი.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღუდელმან აკმიოს.
მკითხველმან: დღეს აღმოგვიბრწყინდა ვარსკულავი ჩუენდა მწედ უცდომელ, მავალი აღმოსავალით, მფენი შარავანდედთა კურნებისათა; მოვედით, ძმანო, და გალობათა ყუავილითა გვირგვინოსან-ვყოფდეთ მოწამესა შუშანიკს და ვითხოვოთ წმიდაი ზიარებაი წმიდათა ტკივილთა მისთაი, რაითა მის თანა ვსუფევდეთ საუკუნოდ უკუდავთა მათ შინა დიდებათა.
პორფირისა ნაცვალად ხრწნადისა მეფობისა შეგემოსა შენ პორფირი, ქსოილი ზეცისა იერუსალემისა ხელოვანთ-მთავრისა მიერ სიბრძნისა, რაჟამს იგი სისხლითა შენითა, შუშანიკ, პორფიროვან-ჰყავ ეკლესიაი ქრისტესი, ხოლო ცხებული საცხებელითა სულისაითა ეწყუე მრავალთავსა წინამბრძოლსა, რომელი-იგი განიშურდლა შენისაგან სიმხნისა, სანატრელო; ამისთვისცა, შემოკრებულნი ესე ვდღესასწაულობთ ხსენებასა შენსა, სანატრელო, იოხდ ჩუენთვის მისდამი, რომლისა წინაშე სდგა, ხსნასა ვნებათაგან და დიდსა წყალობასა შემსხმელთა შენთა.
ვითარმე გიგალობდეთ შენ, ახოვნად სატანჯველთა მომთმინეო, სანატრელო შუშანიკ, რომელმან სიყუარულითა სიძისა შენისაითა არად შეჰრაცხენ სატანჯველთა იგი შინებანი, არამედ ეგე ახოვნად მოთმინედ და ესრეთ განმცნობილმან შეიმოსე ძალი საღმრთოი და მსგავსად პირველთა შენთა თავსმდები სატანჯველთა შინა ეგე შეურყეველად და აღხედ, სადა-იგი გსუროდა და მდგომარე ხარ წინაშე ქრისტცსა. მეოხ მეყავ წინაშე მისა სულთა ჩუენთათვის.
მოვედით, შემოკერბით, ღმრთივგანბრძნობილნო, და ყუავილითა გალობათაითა გვირგვინოსან-ვყოფდეთ სძალსა ქრისტესსა და მისთვის ვნებათა მრავალთა თავსმდებელსა, დიდებულსა მოწამესა დედუფალსა შუშანიკს, რომელმან-იგი არა რიდა მდედრებრსა სირცხვილსა, არამედ, ვითარცა მბრძოლი ახოვანი დადგა წინაშე უღმრთოთა და არცაღა დამაბრკოლებელ თვისსა ყო სიმაღლე წესისა საქმეთასა, არამედ მარადის ტრფიალმან სიძისათვის უკუდავისა, ხრწნადი უხრწნელსა დაამორჩილა არსებასა და შესწირა თავი თვისი ზეცისა საღმრთოსა საკურთხეველსა და აწ ანგელოზთა თანა განწესებულებს და მარადის მეოხ არს შემსხმელთათვის თვისთა.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა მუხლმოდრეკით სათქუმელი
ჰოი, ყოვლადდიდებულო ღმრთივგვირგვინოსანო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ანგელოზთა თანა შეერთებულო, მოციქულთა თანა პატივცემულო, მოწამეთა სრულებაო, დედათა დიდებაო, ქალწულთა შუენიერებაო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლშემწეო, თხოვათა აღმასრულებელო და წყალობათა მომნიჭებელო; ჰოი, ყოვლადბრწყინვალეო ქრისტეს მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ბრწყინვალებითა ელვარებისა სიწმიდისა შენისაითა განაბრწყინვე ღმრთივდაცული ერი ჩუენი, ყოვლადგანათლებულითა ლოცვითა შენითა განანათლე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონაზუნონი მწყობრნი, მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე ქრისტესმოყუარენი და სამხედრო განწესებაი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი, მოსახელენი და მვედრებელნი შენნი ადიდე; ევედრე, წმიდაო მოწამეო ქრისტესო, შენგან შეყუარებულსა ტკბილსა იესუს, რაითა მომანიჭოს მადლი და წყალობაი თვისი აურაცხელი;
ჰოი, ყოვლადქებულო და პატივცემულო წმიდაო დიდო მოწამეო დედუფალო შუშანიკ, ღმრთივდიდებულითა საკრველებითა და ნიშებ-სასწაულებითა შენითა განათავისუფლე ტყუენი, განკურნენ უძლურნი, გამოიხსნენ განსაცდელსა შინა მყოფნი, განარინენ ზღუასა შინა მავალნი, მოაქციენ ცოდვილნი და შეაწყნარენ ქრისტცსა ღმერთსა, ყოველთა შემწყნარებელსა და ყოველნი მადიდებელნი წმიდისა სახელისა შენისანი ადიდენ და აღამაღლენ სულითა და ხორცითა, რაითა სასუფეველისა დიდებასა და დიდად შუენიერსა ბრწყინვალებასა ღმრთისასა ღირს-ვიქმნნეთ ყოველნი. ანგელოზთა თანა უგალობდეთ, წმიდათა თანა ვადიდებდეთ და შენ თანა გვირგვინოსანნი ვაკურხევდეთ შენსა გვირგვინოსანმყოფელსა მამასა, შენსა განმაძლიერებელსა ძესა და შენ შორის მეტყუელსა სულსა წმიდასა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).