მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი პარაკლისი წმიდა ცამეტი ასურელი მამისა:
იოანე ზედაზნელისა, აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა,
დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმიდელისა,
ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა,
მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

 

მღვდელი: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

გუნდი: ამინ. დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა; საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხორებისაო, მოვედ და დაემკჳდრე ჩუენ შორის, და წმიდა-მყვენ ჩუენ ყოვლისაგან ბიწისა, და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩუენნი.

 

წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკუდავო, შეგჳწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგჳწყალენ ჩვენ; უფალო, გჳხსენ და გჳლხინე ცოდვათა ჩუენთაგან; მეუფეო, შეგჳნდვენ უსჯულოებანი ჩუენნი, წმიდაო, მოიხილე და განკურნენ უძლურებანი ჩუენნი, სახელისა შენისათჳს.

 

უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს და მომიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსენ ჩუენ ბოროტისაგან.

მღვდელი: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

გუნდი: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა (მეტანია).
მოვედით, თაყვანის-ვცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა (მეტანია).

 

142-ე ფსალმუნი

 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

 

ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო (მეტანია).
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო (მეტანია).
ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა (მეტანია).

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი

 

ჰკამკამებ უდაბნოსა, ნათობ ქართველთა უმეტეს მზისთუალისა, მამაო მამათაო იოანე, მეოხ-იქმენ მათთჳს, რომელნი პატივს სცემენ დღესასწაულსა შენსა და განათლდებიან.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ტროპარი, ხმა 4: ღმერთო მამათა ჩუენთაო, რომელი ჰყოფ მარადის ჩუენ ზედა კეთილსა სახიერებისა შენისასა, ნუ განმაშორებ წყალობასა შენსა ჩუენგან, არამედ მათითა მეოხებითა მშჳდობით განაგე ცხორებაჲ ჩუენი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

არა სადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი, რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა-სადა გჳხსნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან, ანუ ვინმცა დაგჳცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად, არასადა განგეშორნეთ შენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იჴსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაჲ 1, უგალობდითსა

 

 ძლისპირი: ბუნებაჲ წყლისა მდინარისაჲ შეყინდა და შეკრბა კუალადქცევით, და სიღრმე ზღჳსა მეწამულისაჲ განვლო ისრაელმან ფერჴითა დაულტოლველითა და განუმზადა მოსაგებელად უფალსა გალობაჲ სულიერი.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

არა საეჭუელ, რაჲთა ქრისტე ჭეშმარიტებდეს და ჭეშმარიტებაჲ ღირსთა შორის საკჳრველებდეს, ხოლო ღირსთა სიკუდილი პატიოსან-იქმნების წინაშე ღმრთისა, რომელ არს ხრწნადისა შემოსად უხრწნელებაჲ, და მოკუდავისა - უკუდავებაჲ, და მძლეთა - მისაგებელი წარუვალი.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

განაკჳრვებს ცნობასა იოანე საკჳრველი იგი ხატი შენი, რომელსა ზედა გამოწერილ არს მსგავსებაჲ ღმრთისაჲ, ხოლო ხატი, შემდგომად შვილებისა მადლისათა, შუენიერ-ჰყავ მსგავსებითა ღმრთისაჲთა, რომლითა საკჳრველ-იქმენ ყოველთა შინა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

დღეს საღმრთოჲ წარმოდგა დღესასწაული, რომელსა შინა ჴსენებაჲ მამათაჲ, მოწაფეთა და ზიართა იოანესთაჲ, განაბრწყინვებს სარწმუნოებით მგალობელთა ჴსენებისა მათისათა და სურვილით მედღესასწაულეთა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ემანუელ, რომელ არს „ჩუენ თანა ღმერთი“, შენ, სულითა წმიდითა მიდგომილმან, ზესთა ხრწნილებისა, ყოვლადუბიწოო, ჰშევ უაღრეს გონებისა და სიტყჳსა, და მხოლოჲ გამოჩნდი დედოფალ, ჭეშმარიტად და საკუთრად ღმრთისმშობელ.

 

 

გალობაჲ 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: მფარველ ხარ უძლეველ შენ, ქრისტე, და სიმტკიცე შეურყეველ მოსავთა შენთა, დაუსჯელად დამიცვენ და დამამტკიცენ ჩუენ კლდესა მას ზედა სარწმუნოებისა შენისასა დამყარებულსა, შენ ყოვლადძლიერო უფალო.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ვაზნი ვენაჴსა ჭეშმარიტისანი, გამომღებელნი ნაყოფსა ჟამსა თჳსსა, განწმედილსა და სრულსა, გარდარგულნი ზეციერისაგან მუშაკისა, საღმრთონი მამანი სამოთხეს ზეცისასა გალობით იქებოდენ დღეს.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ზიართა შრომითა მოწაფეთა ნეტართა, იოანე საკჳრველისათა, ზიარ-ქმნილთა მოძღუარისა თანა ღირსებისა მისაგებელსა და გჳრგჳნსა, მოვედით განათლებულნი მათ მიერ და ზიარნივე შეუთხზნეთ გჳრგჳნნი ქებისანი.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

თავსა საწადელთასა აღსრულსა, აბიბოს სანატრელსა, გზითა წამებისა ღუაწლთაჲთა, ანტონის - კანონსა და წესსა მგლოვარებისა სანატრელისასა, და შიოს - სუეტსა დაყუდებისასა, ერთბამად გალობით შევასხმიდეთ.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ისეს - მოსაყდრესა და ერთპატივსა მოციქულთასა, დავითს ხატსა შუენიერსა მმარხველთასა, მიქაელს - უბიწოჲთა ძვრითა გონებისაჲთა სიბრძნისმოყუარესა, პიროს და სტეფანეს, სხუათა თანა მამათა, ღირსად უგალობდეთ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

კაცად ღმერთი და უფალი დიდებისაჲ მონათა თანა, უკუდავი მოკუდავად და სიტყუაჲ ჴორციელად, ვიხილეთ შენ მიერ, ღმრთისმშობელო, თჳნიერ შერევნისა ბუნებათაჲსა: ჰოი საცჳფროჲ ესე საიდუმლოჲ, ბუნებათა შუენიერებაჲ გამოუთქუმელი.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 8

 

ქუეყანისა ყოველი დაუტევეთ, და აღჴედით მთასა სათნოებათასა, სანატრელნო მამანო, სადა-იგი ძალითი-ძალად აღვსილითა ღმერთსა მიეახლენით და პირისპირ განიცდით დიდებასა მისსა, რომლისათჳს იგი ჯვარსაცუენით ჴორცნი თქუენნი, და უარჰყავთ განსვენებაჲ ჴორციელი, და აწ კადნიერად მდგომარე ხართ წინაშე მისსა, და მას უკუე ევედრენით ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად სურვილით პატივის-მცემელთათჳს წმიდისა ჴსენებისა თქუენისათა.

 

 

გალობაჲ 4, მესმასა

 

  ძლისპირი: წინაჲსწარ ესმა წინაჲსწარმეტყუელსა მოსვლაჲ შენი, ქრისტე, და დაუკჳრდა და ქებით მოასწავებდა და იტყოდა; აღივსო ქუეყანაჲ დიდებითა შენითა, უფალო, და სიმდაბლე ჩუენი არა უგულებელს-ჰყავ, არამედ ვითარცა შუენის ღმრთეებასა შენსა, მოხუედ და იჴსენ ცხებულნი შენნი.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

მირონდებულსა მას ალაბასტრსა, საღმრთოსა, ლარნაკსა შენსა, იოანე, აღმომდინარესა ნიშთა კურნებისათა, პატივცემულსა ღირსად მღდელთა მიერ და მეფეთა, დღეს პატიჟად უთნოებათა ჩუენთა, დათრგუნვილსა მტერთა ბოროტნათესავთაგან, მსწრაფლშემწე ექმენ, მცველ და განმათავისუფლებელ.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ნეტართა მამათა, სწორთა მოციქულთასა რიცხვით, მადლით და ერთპატივობით, წარმოდგა ჴსენებაჲ სახარულევანი, მოვედით, ღმრთივგანბრძნობილნო, ვაქებთ ზოგად განათლებულნი მათგან ათორმეტთა მათ ბჭეთა ზეცისა ქალაქისათა და ათორმეტთა პატიოსანთა ქვათა ბრწყინვალეთა სამღდელოჲსა პოდირისათა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ორნი ათთა თანა მოწაფენი ნეტარნი ყოვლადგამოცდილისა მოძღურისანი განბრწყინდეს, ვითარცა ვარსკულავნი ათორმეტნი მზეშემოსილისა დედაკაცისა გჳრგჳნისანი, რომელთა თანა მადლთა შარავადედითა ნატარი ელია, დოდოს და ლუკიანე ევაგრითურთ განაცისკროვნებენ მომწოდებელთა მათთა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

პირად-პირადად სამოსლითა ოქრო-ქსოვილითა მდგომარე მარჯუენით ძისა შენისასა, მადლთა პირად-პირადთა მდინარეთა შესაკრებელისა უფსკრულისა, ვარსკულავი დამტევნელი უზომოჲსა ნათლისა ნათელშემოქმედისაჲსა, შენ, რომელთა-ესე გიცით, ყოვლადმიმადლებულო, გჳჴსენ ვნებათაგან პირად-პირადად.

 

 

გალობაჲ 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: ცხორებაჲ ხარ დაუსრულებელი და ნათელი მიუწდომელი, ქრისტე ღმერთო ჩუენო, აჩრდილი ბნელისა მის უგუნურებისა განაშორე გონებათაგან ჩუენთა და განანათლენ საცნობელნი სულთა ჩუენთანი ნათლითა მით დაუღამებელითა მეცნიერებისა შენისაჲთა.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ჟღერდეს ეჟვანი იგი ტკბილად სახარებისა ქადაგებასა წარმართთა შორის, სწორ რიცხვნი და ერთპატივნი მოციქულთანი მოწაფენი იოანე საკჳრველისანი და დადუმნეს ბოროტჴმობანი სამუსიკონი კერპთანი და შეცვალენეს ძუძუნი კინამოდ და კჳპარად და მჴეცნი ცხორებად არვისა ქრისტესისა.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

რკინათა გესლიანთა განცეცხლებად და წრთობად ემბაზსა შინა, რომელთამე თჳთ იგისა და რომელთამე უკმოწოდებასა ნათლისღებისასა ქართველთა მაცხოვარებად, ზეცით წოდებითა პავლედ მეორედ გამორჩეულ იქმენ იოანე, წიხნელი დეზსა საღმრთოჲსა მოსწრაფებისასა.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

სულითა შეერთებულთა მამათა, ერთგონიერებითა შეკრებულთა მნათობთა წმიდათა ეკლესიისა სიმგრგულისათა, იოანეს თანა დიდისა მზისა, უგალობს დღეს ღირსად კრებული ღმრთივბრწყინვალე ქებითა სახარულევანითა, ვითარცა მარად მფარველთა და მეოხთა მორწმუნეთასა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ტრფიალებითა საღმრთოჲთა მგზნებარე, ყოვლადსაკჳრველი იოსებ, ვერმგრძნობი ტკივილთა ყინელთა დამაზრობელთასა და სიმძიმესა სიცხისასა შემწუელსა, ხოლო მგლოვარებისა ნეტარისა კმა კანონად ისიდორე - ესე მოძღუარნი კრძალულებისანი შეისხმიან დღეს სხუათა თანა მამათა.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

უზესთაეს არს გონებისა საიდუმლოჲ ესე, და უფროჲს დაზეებულ ცნობისა, რამეთუ ყოვლად არსი, თანასწორი მამისა და სულისა მრავლითა სახიერებითა თანაშთამოვალს და დაუტევნელი იგი ქერუბიმთა საყდართა ქალწულისა დაეტევის საშოსა განახლებად ხატისა თჳსისა განხრწნილისა.

 

 

გალობაჲ 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: ღაღადებასა მონათა შენთასა ნუ უგულებელს-ჰყოფ, უფალო, არამედ ვითარცა იჴსენ იონა მუცლისაგან ვეშაპისა, მიჴსნენ ჩუენცა ვეშაპისაგან უხილავისა და მტერისა ბოროტისა, ვითარცა კაცთმოყვარე ხარ.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

იაკინთისა ფერ-შუენიერებაჲ მოიგო დავით სიწმიდითა, ანტონი დაყუდებისა მიერ ემსგავსა იასპსა მჭჳრვალესა, ხოლო შიო საპფირონსა, ვითარცა განხრწნადისა სისპეტისაგან ლტოლვილი და მგლოვარებისა თჳსშორის გამომწერელი.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ფერ სარდიონისა - სისხლითა მარტჳლობისაჲთა აბიბოს იერარქი ღმრთისაჲ, ამეთჳსტო შუენიერ - თადეოზ ნეტარი, სტეფანე გჳრგჳნი - ოქრო-ქვა მცხინვარე, სამარაგდო - ზენონ, მწვანვილოვანსა ზეცისასა, მკჳდრი წყალთა განსასუენებელთასა, იქებოდენ, ვითარცა ღირსნი ქებისანი.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

კარქიდონ პატიოსან - მიქაელ, ხატი მმარხველობისაჲ, სარდიონ - ისიდორე, სიწრფოებისა მაგალითი ყოვლად ცხოველ - მწერალთაჲ, პიროს - ბივრიტ ფერითა, ვითარცა ზღუაჲ კრძალულებისაჲ, ხრისოპრას - იოსებ, სიმტკიცე უბიწოისა მრთელცნობისაჲ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ღრუბელო სუბუქო, ეტლო ღმრთისაო, უბიწოო ქალწულო, დღეს ზღუდეთა ზეცისა ქალაქისათა, რომელთა რიცხვსა ათორმეტ-ჰყოფს საღმრთოჲ მწყემსი ისე, ტოპაზი ბრწყინვალე, გალობით შემსხმელნი სურვილით, ჭირთაგან დაგჳცვენ, ღმრთისმშობელო.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი, ხმა 3

 

ასურით გამო მნათობად ქართლისად გამოსჩნდი და ათორმეტთა მამათა მამად იჩინე, ხოლო მადლთა სულისა წმიდისათა გჳწყაროებ და სასწაულთა სიმრავლითა განგუაბრწყინვებ, მამაო წმიდაო იოანე, მოეც მშჳდობაჲ მთავრობასა და მჴედრობასა ჩუენსა მორწმუნესა და ერნი, მადიდებელნი შენნი, იჴსნენ განსაცდელთაგან.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ჴმა 4: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: რაჲ მივაგო უფალსა ყოვლისავეთჳს, რომელ ესე მომაგო მე.

 

 მგალობელთა: პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: პატიოსან არს წინაშე უფლისა.

 

 მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება წმიდისა მახარებელისა ლუკასი (6:17-23)

 

მას ჟამსა შინა დადგა იესუ ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ, და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ; ნეტარ ხართ თქვენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღეთა შინა და მხიარულ იყვნენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალს არს ცათა შინა.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდათა ათსამმეტთა ასურელთა მამათაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: ღირსნო მამანო, ყოველსა ქუეყანასა განჰჴდა ჴმაჲ წარმართებისა თქუენისაჲ; ამისთჳსცა ზეცათა შინა ჰპოვეთ სასყიდელი შრომათა თქუენთაჲ, და ეშმაკთა გუნდი წარსწყმიდეთ, და ანგელოზთა წესსა მიიწიენით, რომელთა უბიწოითა ცხორებითა სწორ-იქმენით; კადნიერებაჲ გაქუთ წინაშე ქრისტეს ღმრთისა, მშჳდობაჲ ითხოვეთ სულთა ჩუენთათჳს.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

გალობაჲ 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: უზესთაეს საკჳრველებათა იპოვნეს ყრმანი ბაბილონს შემწედ სჯულთა მათ მამათასა და ცეცხლსა შინა ბრწყინვალენი ცუარითა სხურებულნი ერთობით ღაღადებდეს და იტყოდეს: უფროჲსად ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩუენთაო, კურთხეულ ხარ შენ.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ყოვლადსრულისა მიმღებმან გჳრგჳნისა ძლევისა და ღირსებისა, იოანე, მოიგე დგომაჲ მეორეთა თანა ნათელთა, ხოლო განსვლამდე ჴორცთა შინა მყოფი მადლსა მოციქულთასა ყოვლითურთ ღირს-იქმენ და მეტყუელებასა უცხოთაცა ენათა მჴმობელი: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

შუენიერ-იყვნეს ჩუენდა ფერჴნი მახარებელთა მშჳდობისათანი, რომელთა გუახარეს, მოციქულებრ მომღებთა ცეცხლისა ენათასა და მეტყუელთა ენათა უცხოთა, იოანე დიდმან და მოწაფეთა მისთა მგალობელთა: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ჩინებული იგი და რჩეული მღვდელმთავარი ქრისტესი ევლავიოს, უწყებული სულითა, მოგეგებოდა თქუენ, მამანო, ოდეს ზოგად მის თანა მოიღეთ ენანი ცეცხლისანი ერთჴმობით მგალობელთა: უფროჲსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ცეცხლი ღმრთეებისაჲ, ღმრთისმშობელო, იტჳრთე მაყუალმან სულიერმან და გარეგან სჯულთა ბუნებისათა დაადგერ შეუწუელად, ქალწულო, ხოლო ჰშევ უზესთაეს ცნობისა ღმერთი კაცად, რომელსა უგალობთ: უფროჲსად ამაღლებულო მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ.

 

 

გალობაჲ 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შემზადებაჲ სახიობათა და განცხრომაჲ მეფისა უსჯულოჲსა განაქარვა ბაბილონს შეერთებამან ყრმათამან, რაჟამს ღაღად-ჰყვეს ერთითა ჴმითა, რამეთუ იყვნეს სახმილსა მას შინა ნიავისაგან შეცურეულ და გალობასა ყოვლისა სოფლისასა დამბადებელისა მიმართ იტყოდეს: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ძალნი ნიშთანი, რომელნი მოიგნეს იოანე და მოწაფეთა მისთა და ბრწყინვალედ ცხად-გჳყვნეს უზესთაეს ბუნებისა, რაჟამს დინებაჲ მდინარისა ბრძანებით დააყენნეს და ეშმაკნი განასხნეს და წუერითა კუერთხისაჲთა ელისესებრ კუალად განყვნეს წყალნი დამბადებელისა მიმართ მგალობელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

წმიდითა კუერთხითა მენიშემან საკჳრველმან მღდელთმთავარმან ქრისტესმან ისე, მბრძანებელმან კუერთხისა კუალსა შედგომად მდინარესა, რომელსა მორჩილი ვითარ ცხოველი, მისდევდა მთათა ზედა და ბორცუთა, გარეგან სჯულისა ბუნებისა თჳსისა, ხოლო სხუაჲ ცეცხლითა განლევდა ვეშაპთა, რომლისათჳს მადიდებელისა მათისა მიმართ ვიტყოდით: აკურთხრვდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ჭამად დამვიწყებელთა პურისათა ტირილითა შეაზავნეს სასუმელნი ჴმითა სულთქუმისაჲთა განჴმელ-ყვნეს ჴორცნი ძუალთა თანა, რაჲთა სასძლოჲსა ზეცისა უკუდავსა ტაბლასა სუან ახალი სასუმელი აღთქუმულისაებრ, ესე უკუე ერთი განზრახვაჲ მოისიბრძნეს მამათა მგალობელთა: აკურთხევდით ყოველნი საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ხადილ-გუყოფს ჩუენ დღეს ათსამმეტნი ასურელნი მამანი ჴსენებასა შინა მათსა წმიდასა და მზა-გჳყოფს სასუმელსა მრჩობლისა კურნებისასა, მოვედით ზოგად ყოველნი და აღმოვივსოთ წყალი სიხარულისაჲ, ლოცვითა მათითა საკჳრველმწთოლვარე, მგალობელთა მადიდებელისა მათისათა: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ჴორც-იქმნა სიტყუაჲ, რომელიცა დასაბამსა შინა მამისა იყო, რაჲთა ხატი თჳსი მიღებითა განაახლოს, ამისთჳს დედა-ქალწული დასაბამ ჴორცთა გამოირჩია, რაჲთა წყევაჲ პირველისა დედისაჲ დაჰჴსნას და კურთხევაჲ ჭეშმარიტი მის მიერ აღმოუბრწყინვოს მგალობელთა: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

 

 

გალობაჲ 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: უფროჲს ბუნებისა და ზესთა სიტყჳსა მოგემადლა, უბიწოო დედაო და დიდებულო ქალწულო, რამეთუ ღმერთი უფალი, მჴსნელი და მაცხოვარი მუცლისა შენისაგან გამოგჳბრწყინდა განკაცებული და არა შეცვალებული, ამისთჳსცა ყოველნი ნათესავნი ღირსად გალობით, ვითარცა თქუ, გნატრიან და გადიდებენ შენ.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ჯუარისა ბეჭთა ზედა აღმღებელნო, ათსამმეტნო ასურელნო მამანო, და გარეგან განსრულო სოფლისა ბანაკთაგან, კეთილთა საქმეთა თხემისა ადგილსა აღჯუარულთა შესწირენით თავნი თქუენნი მამასა ნათელთასა ყოვლითურთ განწმედილად მსხუერპლად, რომლითა ზიარ ვნებათა ქრისტესთა გამოჩნდით, ყოვლადსაკვრელნო, და სუფევისაცა მისისა იქმნენით ზიარ.

 

წმიდანო ათსამმეტნო ასურელნო მამანო, ევედრენით ღმერთსა ჩუენთჳს.

 

ფილოსოფოსთა ზეცისა სიბრძნისათა უაღრეს ძალისა და უჭეშმარიტესისა მყოფისა მარად მხედთა და არსთა ბუნებათა მის შორის განმცდელთა თჳსებანი თითოთა მდგმოებათანი წარმოდგომილნი განიცადეს განმსაზღვრებელთა და უსაწადელესისა მყოფისა მიისწრაფეს ათორმეტთა მოძღუართა გამოცდილთა მოწაფეთა ბრძენთმთავრისა იოანესთა.

 

დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

ჰკრეფდეს ყოველთაგან ყუავილთა უხრწნელთა მოსწრაფებით სიტყჳერნი ფუტკარნი ველსა ზედა სათნოებათასა სიბრძნით, რაჲთა გამოიზარდნეს უკუდავითა სიტკბოებითა სიტკბოებასა და მაცხოვარებასა ჩუენდა ცხადმყოფელისათა, საღმრთონი იგი სწორნი რიცხვნი მოციქულთანი, მამანი ყოვლადსაგალობელნი.

 

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

 

ჰოი ყოვლადდიდებულო და ზესთა ცნობისა მიმადლებულო, უხრწნელო დედაო და მშობელო ქალწულო, რომელმან ჰშევ ერთი წმიდისა სამებისა მრჩობლითა არსებითა სიტყუაჲ ღმრთისაჲ აღდგომად ხატისა დაცემულისა, ჩემიცა აღმართე დაცემულებაჲ და უვნებელობისა მიმართ მიმზიდე, რაჲთა მარადის გადიდებდე, ყოვლადსაგალობელო.

 

 

მღვდელმან აკმიოს.

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

 

 მკითხველმან: ქერუბიმთაებრ მრავალთუალებით განიცდით ღმრთისა დიდებასა, სანატრელნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - რომელთაცა დაიმკჳდრეთ პირველთაგანვე გამზადებული თქუენებრ ღირსთათჳს ადგილი, და ჩუენთჳსცა ითხოვეთ მართალთა თანა სავანეობაჲ.

 

ჴმითა გალობისაჲთა და სურვილითა სულისაჲთა გევედრებით, ღმრთივსანატრელო მამანო მამისაგან ზეცათაჲსა გჳთხოვეთ, რაჲთა ჴელი წყალობისაჲ აღგჳპყრას და ჴელთაგან ჰაერისმცველთაჲსა გჳჴსნას ჩუენ.

 

ჯეროვნად ევედრენით ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა ჯუარითა ცხოველსმყოფელითა დაგჳფაროს და ჯოჯოხეთისაგან ჴსნილნი სასუფეველსა თჳსსა ღირს გუყვნეს ლოცვითა თქუენითა, მამანო ღმრთივსანატრელნო.

 

სურვილითა ევედრენით სულსა წმიდასა ლოცვითა თქუენითა, პატიოსანნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - რაჲთა ღმერთმთავარი იგი გჳძღოდეს ქუეყანასა წრფელსა და საუკუნესა სუფევასა ღირს-ვიქმნნეთ დამკჳდრებად.

 

ჰოი ყოვლადწმიდაო ქალწულო მარიამ, ყოველთა ანგელოზთა და ღმერთშემოსილთა მამათა თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაჲთა მივემთხჳვნეთ შუენიერებათა მათ ზეცისათა, გჳრგჳნშემოსილნი ვგალობდეთ საუკუნოდ.

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი ყოვლადღირსნო ღმერთშემოსილნო მამანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - ანგელოზთაებრ მგალობელნო, ნათლისმცემლისაებრ პატივცემულნო, ღირსთა შორის გჳრგჳნნო, მონაზონთა წინამძღვარნო, მამათა პატიოსნებანო, ქრისტიანეთა მფარველნო, მოსავთა თქუენთა შეწევნაო და ყოველთა მვედრებელთა სიწმიდისა თქუენისათა სასონო და შესავედრებელნო.

 

ჰოი ყოვლადსანატრელნო ღმრთივსულიერნო მამანო, ვარსკულავნო ყოვლადბრწყინვალენო, მოგუფინეთ სხივებრ მადლი წმიდისა ლოცვისა თქუენისა და განანათლეთ კეთილმორწმუნე ერი ჩუენი, განაბრწყინვეთ უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია და ყოვლადსამღვდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღვდელონი და სამონაზვნონი წესნი; განაძლიერეთ ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი; ევედრეთ, მამანო, თქუენგან შეყუარებულსა ღმერთსა, რაჲთა ყოველნი შეგჳწყალნეს დიდითა წყალობითა თჳსითა.

 

ჰოი ყოვლადპატიოსანნო მამანო წმიდანო: იოანე ზედაზნელო, აბიბოს ნეკრესელო, ანტონ მარტყოფელო, დავით გარეჯელო, ზენონ იყალთოელო, თადეოზ სტეფანწმიდელო, ისე წილკნელო, იოსებ ალავერდელო, ისიდორე სამთავნელო, მიქაელ ულუმბოელო, პიროს ბრეთელო, სტეფანე ხირსელო და შიო მღვიმელო - მზეებრ შარავანდედითა წმიდითა ლოცვითა თქუენითა დაგჳფარეთ თაყუანისმცემელნი ღმრთივშუენიერისა სიწმიდისა თქუენისანი და გჳჴსნენით სიყმილისაგან და სრვისა, უნაყოფობისაგან ქუეყანისა, სეტყჳსაგან და ყოვლისაგან მავნებელისა ჰაერისა, და ყოვლისაგან მწუხარებისა, არამედ ევედრენით ყოვლადწმიდასა სამებასა, რაჲთა მოგუმადლოს მშჳდობაჲ და სიმართლე, კაცთმოქალაქობით ღმრთისა სათნოყოფაჲ, მართლმადიდებლობით გაბრწყინვებაჲ, ქველისსაქმით განათლებაჲ, სასუფეველსა ცათასა დამკჳდრებაჲ, მართალთა თანა სუფევაჲ, ღირსთა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და საუკუნოჲ დიდებაჲ და სიხარული, რამეთუ მამასა შუენის დიდებაჲ, ძესა მადლობაჲ და სულსა წმიდასა თაყუანისცემაჲ საუკუნითგან აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

ავტორი: დეკანოზი მიქაელ გალდავა