ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ თქუმული ღირსისა ფილითეოს308 კონსტანტინეპოლელ არქიეპისკოპოსისაჲ309
უბიწოო, შეუგინებელო, უხრწნელო, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, უქორწინებელო სძალო, ზეცათა დედოფალო დედაო310 მეუფისა მაღლისა ძალთაჲსა, შემოქმედისა ცათა და ქუეყანისაო, მხოლოჲსა სიხარულისა მომატყუებელო ყოვლისა სოფლისაო, მშობელო უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ქუეყანისათა ყოველთა მაცხოვრისაო, ვჴმობ შევრდომით: მიიღე სავედრებელი ესე და სამადლობელი გალობაჲ უღირსისა მონისა შენისაგან და შეგინებულთა ბაგეთა ჩემთაგან. ნუ უგულებელს-მყოფ, ყოვლადდიდებულო დედოფალო, რამეთუ არავინ-ხოლო მოლტოლვილი შენდა სირცხჳლეულ-იქმნა, არცა311 ვინ, მჴმობელი312 შენი, უსმენელ იქმნა შენ მიერ313, რამეთუ ყოველნი მუჴლნი ზეცისანი და ქუეყანისანი, ჰაერნი და ზღუანი314 მოუძლურდებიან და ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი ძრწიან, შეპყრობილნი შიშისაგან სახელისა შენისა წმიდისა, მცნობელნი შენ, დედისა ღმრთისა[ნი]. ვინ კუალად, სასოებისდამდები შენზედა, წარწყმდა, თჳნიერ განდგომილთა, არა თაყუანისცემად ხატისა შენისა გამოწერილისა, რომელსა ყოველნი ძალნი ცათანი პატივ-სცემენ და ყოველნი ტომნი315 ქუეყნისანი, ქრისტიანეთა ნათესავი და ყოველნი ჰასაკნი მორწმუნეთანი316 დიდებისმეტყუელებით თაყუანის-ვსცემთ, ყოვლადწმიდასა317, და ძრწოლით318 პატივ-ვსცემთ319 და არავინ-ხოლო320 გჳვის სხუაჲ ღმერთი, გარნა ძე შენი, თანასამარადისოჲთ მამით და სულით ყოვლადწმიდითურთ,321 - ერთღმრთეებით ყოველთა არსთაგან თაყუანისცემულისა და დიდებულისა და322 ყოვლადღმრთისაჲ.
შენ, დედოფალსა ღმრთისმშობელსა აღგიარებთ, ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩუენისა დედასა, და სურვიელად323 ყოველნი პატივ-გცემთ. მოწყალე უკუე ყავ ჩემზედა ძე შენი, უფროჲს აჩუენე ჩემზედა ჩუეულებრივი324 შენი325 მოწყალებაჲ, რამეთუ ძალ-გიც ხოლო326, რაოდენიცა გენებოს. [მას] ევედრე ჩემთჳს, რამეთუ განვეშორე მისგან, ურიცხუთა და შეგინებულთა327 უსჯულოებათა ჩემთა [გამო]328, და ესოდენ განვარისხე კეთილსახიერებაჲ329 მისი და განვამწარე კაცთმოყუარებისა მისისა სიტკბოებაჲ330 და მრავალი მოწყალებაჲ და წყალობაჲ, რამეთუ არღარა ღირს ვარ შეწყალებად331 მისგან, უკუეთუ შენ არა მოწყალე-ყო იგი ჩემთჳს, დედოფალო და332 ღმრთისა-დედაო, რამეთუ შენგან ყოველი მისა მიმართ შესაძლებელ არს.333 ამისთჳს შენდა მოვივლტი, მჴურვალისა მაგის შემწისა და მსწრაფლ შუვამდგომელისა; არავინ გუაქუს, გარნა-ხოლო334 შენ, მისსა მიმართ შუვამდგომელად.
ჰე დედოფალო ჩემო ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, არა არს ჩემზედა სხუაჲ უმაღლეს ქუეყანასა ზედა და ცათა შინა, ვითარცა შენ, შემდგომად ღმრთისა ჩემისა იესუ ქრისტჱსა, და შენზედა ყოველი სასოებაჲ ჩემი დამიც, ყოვლადწმიდაო ქალწულო, რომლისათჳსცა წმიდასა ხატსა შენსა მივხედავ, ვითარცა თჳთ შენ გხედავ, ღმრთისმშობელსა, სარწმუნოებითა გულისაჲთა და სიყუარულითა სულისაჲთა; შევრდომით თაყუანის-გცემ თანა საუკუნოჲსა ჴელთა შენთა ტჳრთულისა ყრმისა, უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსა335. ღმრთივშუენიერად პატივ-გცემ და სამადლობელსა გალობასა და ლოცვასა336 მოგართუამ.
შევძრწუნდები და ვძრწი უღირსებისა ჩემისათჳს და გიჴმობ შენ:
შემიწყალე მე, დედაო ღმრთისაო, და აჩუენე ჩემზედა, უღირსსა, ძუელითგან[ნ]ი მოწყალებანი შენნი, ვითარცა-ხოლო ძუელ-ოდესმე337 ყოვლადძლიერითა მჴედართმძღუანველობითა338 შენითა იჴსენ სამეფოჲ ქალაქი შენი სკჳთისა მჴედართმთავრისა, ნადირთსახისა, ბოროტისა მჴეცისა წინააღმდგომისა, ეშმაკთასა339 ვერაგისა ხაღანისაგან.
განძჳნებითა ზღჳსაჲთა ბევრრიცხუნი მჴედარნი დაანთქენ, მჴმობელნი ძლიერად340, დამსხმელნი ქალაქსა შენსა ზედა; და კუალად341 ზეცითცურევითა342 რავდენნი ბევრნი ნავნი ზღუასა გრიგალითა დაანთქენ?! და აწ, მხოლოო ღმრთისა-დედაო, ერთი შენი343 ეგევითარი ყოფილი აჩუენე ჩემზედაცა344 კაცთმოყუარებისა შენისა შუვამდგომელობაჲ, სძლიენ უხილავთა ძალთა მათ სატანაჲსთა, რამეთუ სულისა ჩემისა ქალაქი წარტყუენეს345 და სამეუფოჲ სული ჩემი მას შინა346 ისრითა უსჯულოებისაჲთა განმაწონეს და ყოვლითურთ ჴრმლითა ანგაჰრებისაჲთა347 მომწყლეს348 და ცოდვისა მახჳლითა, ვაჲმე, განმგმირეს და ძლით უკუე ცოცხალი დამიტევეს. მთხრებლსა ცოდვისასა შეწყუდეულსა ამას უსმინოებაჲ და გულქვაობაჲ ზედადამდვეს მე, რამეთუ კნინღა განვიცდი349.
ვერ ძალ-მიც მონებათა მათგან განვრდომად, არამედ შენდამი, დედისა ღმრთისა ჩემისა, გოდებით და ცრემლით350 გიჴმობ:
წარმომიდეგ მე შემწედ მსწრაფლ, რაჲთა არა სრულიად წარვწყმდე; განმარინე ჴელთაგან მათთა და აღმომიყვანე მე ცოდვისა მთხრებლთაგან; აღადგინე კუალად სულიერი ქალაქი ჩემი და გონებაჲ მთავარი351 მას შინა სუფევად, და ყოველთა სასმენელთა ზედა განმაძლიერე; შეუხებელ და საშინელ ეშმაკთა გამომაჩინე, რაჲთა ყოველთა ცნან, რამეთუ შენმიერ პყრობილ ვარ.
ჴსნით იჴსენ სული ჩემი დედოფალო, ვითარცა შენი ქალაქი ოდესმე, შენზედა მსასოებელი, იKსენ სადიდებელად და შესაწევნელად მორწმუნეთა, ხოლო სირცხჳლად352 უპატიოთა და უკუნისამდე დაუსრულებელად მათდა სატანჯველად, სადიდებელად და საქებელად მართლმორწმუნეთა ქრისტიანეთა ნათესავთა.
ამისთჳს-ხოლო შენსა შეწევნასა ვქადაგებ ჴმამაღლად და შენსა მაგას დიდსა მეოხებასა,353 - საშინელსა მჴედართმძღუანველობასა, - მოვიჴსენებ. შენდა, ზეშთამბრძოლისა ჩემისა354 უძლეველისა, აღვსწერ მონაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და სავედრებელსა ამას აკათისტოსა355 მოგართუამ სამადლობელად356; მიიღე ესე და მიართუ ძესა შენსა და ღმერთსა, და357 ჩემთჳს, დედოფალო, თანა ზეცისა ძალთა და თანა გუნდთა ყოველთა წმიდათასა მას წარუდგინე, დღესა ხოლო358 განკითხვისასა ნუ დამივიწყებ მე და არაღირსსა ამას359 ვედრებასა ჩემსა და სარწმუნოებასა, რომელი მაქუს360 შენდამი და ყოველი სასოებაჲ ჩემი, დადებული შენზედა, მოიჴსენე და მილხინე შეჭირვებულსა ამას და ჴორციელნი აღმისუბუქენ განბოროტებანი, სულისა ხოლო361 ტკივილნი და ჴორცთა362 ვნებანი განაქარვენ363 შენითა უხილავითა შეწევნითა და შუვამდგომელობითა შენითა, რაჲთა კნინისა ამის ცხოვრებისა ჩემისა გზაჲ კეთილად და დაუბრკოლებელად უძლო განვლად364 და საუკუნეთა მათ კეთილთა შინა365 დავემკჳდრო და დიდების-ვმეტყუელებდე შენსა მტკიცესა შუვამდგომელობასა და მეოხებასა366, რამეთუ კურთხეულ ხარ თანა შენგან შობილით ძით და ღმრთით აწ და მარადის და დაუსრულებელთა საუკუნეთა. ამინ.
სხუაჲ ლოცვაჲ ყოვლადწმიდისა367 ღმრთისმშობელისა მიმართ
მიიღე, ყოვლად კეთილმოღუაწეო, ყოვლადწმიდაო დედოფალო, ესე პატიოსანი ძღუენი შენ მხოლოჲსათჳს368 ჩუენ მიერ, უღირსთა მონათა შენთაგან, ყოველთაგან ნათესავთა გამორჩეულო, ყოველთაგან არსთა, ზეცისათა და ქუეყნისათა, უმაღლესად გამოჩინებულო. ამისთჳსცა-ხოლო369 შენ მიერ ძე ღმრთისაჲ ვიცანთ და ღირს-ვიქმნენით წმიდასა ჴორცსა მისსა და პატიოსანსა სისხლსა მისსა. ამისთჳსცა ნეტარ ხარ თესლითი-თესლადმდე, ღმრთივსანატრელო, ქერუბიმთა უბრწყინვალესო, სერაფიმთა უპატიოსნესო მხოლოო, და აწ ყოვლადსაგალობელო ღმრთისმშობელო ქალწულო, ვედრებად ჩუენ უღირსთა370 მონათა შენთათჳს371 ნუ დასცხრები, რაჲთა ვიჴსნნეთ ჩუენ ყოვლისაგან ზრახვისა ბოროტისა და გარემოდგომილისა ვნებისა372 [და] დავიცვნეთ უჭირველად ყოვლისაგან შემჭამელისა საბრჴისა ეშმაკთაჲსა; არამედ ვიდრე აღსასრულადმდე ვედრებითა შენითა დაუსჯელად373 დამიცვენ ჩუენ, რაჲთა374 შენითა შუვამდგომელობითა და შეწევნითა ცხოვნებული დიდებასა, ქებასა და მადლობასა და თაყუანისცემასა ყოველსა-ზედა375 სამებისა ღმრთისა376 და ყოველთა შემოქმედისა აღვავლენდე აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.
სხუაჲ ლოცვაჲ სავედრებელი377 უფლისა მიმართ იესუ ქრისტესსა378
ჰოჲ დიდო მეუფეო ყოვლისა-მპყრობელო, მოწყალეო უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, აჰა ვედრებად შენდა მე, ფრიად ცოდვილი, აღვსძრავ დედასა შენსა ყოვლადუბიწოსა, ყოვლადწმიდასა დედოფალსა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, ყოვლადმოწყალესა, ყოვლისა სოფლისა მვედრებელსა, - ნათესავისა ქრისტიანეთაჲსა, - შენსა ჩუენდა მშობელსა ჴორციელად, - ღმრთისა ჩუენისა. აურაცხელისათჳს მოწყალებისა შენისა, რომელი ჩუენზედა ჰყავ, მისითა უკუე ვედრებითა იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, ჩემ უღირსსა[ცა] ზედა379 დიდი მადლი და წყალობაჲ შენი აჩუენე და მოტევებაჲ ცოდვათაჲ მომმადლე მე და ღირს-მყავ მე დამკჳდრებად სასუფეველსა შენსა380, ყოველთა თანა წმიდათა, დაუსრულებელთა საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.
ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, უკუეთუ გსურის ხილვაჲ მისი ჟამსა სულისა შენისა განყოფისასა
შეიწყნარე აწ, დიდებულო დედოფალო ჩემო სახიერო, გლახაკი ვედრებაჲ ჩემი, უღირსისა პირისაგან შენდა შეწირული, ვითარცა ყოვლისა მეცნიერმან და, უფროჲსღა, ჩემისა უძლურებისამან. მე უკუე შენ მიერ ვიცან გზაჲ ჭეშმარიტებისაჲ, შენ მიერ აღმოვიწოდე ადგილთაგან სასიკუდინეთა, რომლისათჳს საქმენი ჩემნი და მოძრაობანი ღამისანი და დღისანი, საქმითნი და სიტყჳთნი, მეცნიერებით[ნი] და უმეცრებითნი, შენ უწყნი და მეცნიერ ხარ და შენ შუვამდგომელად ქრისტეს მიმართ, ჭეშმარიტისა ღმრთისა, მომიგიე; შენ შემიწყალე მე, შენ შემეწიე მე, შენ იყავ თანამოქმედ ჩემდა ყოველსა შინა საქმესა კეთილსა, ნებისაებრ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისა. შენ უწყი, ზეშთასახიერო დედოფალო, რამეთუ სიჩჩოჲთგან ფრჩხილთა ჩემთაჲთ და დედობრივთა წიაღთაჲთ შენდა შევვარდი381 და შენ შეგევედრე; დაღაცათუ ბოროტად დავიცევ თავი ჩემი, გარნა არა უწყი სხუაჲ შესავედრებელი, ანუ მწე, გინა ჴელისაღმპყრობელი და ღმრთისა მიმართ შუვამდგომელი, გარნა შენ, დედოფალო ჩემო. ყოველთავე საქმეთა ჩემთა უადგილოთა შენ მიგითხრობ და შენ აღჴოცენ ყოველნი ცოდვანი ჩემნი. შენ უწყი, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, რამეთუ მფრინველი ვარ უცხოჲ და არა მაქუს ადგილი, სადა თავი მივიდრიკო, გარნა შენდამი - დედისა ქრისტეს ღმრთისა ჩემისა; შენ ხარ შემწე ჩემი, დედოფალო, შენ ხარ მჴსნელი ჩემი, შენ ხარ მფარველი ჩემი, შენ ჩემი ღმრთისა მიმართ თავსმდები, შენ მამაჲ ჩემი, შენ ჩემი წინამძღუარი, შენ ჩემი მოგზაური; შენდამი დამიც ყოველი სასოებაჲ ჩემი; შენ იცი უღონობაჲ ჩემი, რამეთუ არავინ მაქუს, გარნა შენ და შენგან შობილი ქრისტე. ამისთჳს ნუ მომიძაგებ მე და382 ნუ განმაგდებ მე, სახიერო, ნუცა სძლევს სიმრავლე ბოროტთა ჩემთაჲ შენსა სახიერებასა. გაქუს უფსკრული მოწყალებისაჲ, ვითარცა ზეშთამოწყალისა ღმრთისა დედასა; მხოლოდ ინებე და მე ვცხოვნდე. ვერვინ წინააღგიდგების შენ, რამეთუ დედაჲ ხარ, - რომელმან ყოველივე შექმნა - ღმრთისა ჩუენისა383 იესუსი. ვიცი, რამეთუ მრავალ არიან ცოდვანი ჩემნი და არა ვარ ღირს აღხილვად და ხილვად სიმაღლესა ცისასა სიმრავლისაგან უსჯულოებათა384 ჩემთაჲსა, არამედ შენ თუ მოიხილავ ჩემზედა, არავინ არს დამაყენებელ. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო ჩემო, შემეწიე მე, და ნუ შემერაცხების მე ესე ცოდვად, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, არამედ უფროჲსღა მომეც მე სინანული, მომეც მე წყაროჲ ცრემლთაჲ, მომეც მე სულთქუმაჲ და შემუსრვაჲ გულისაჲ, რაჲთა ვსტიროდე უბადრუკთა საქმეთა ჩემთა, რამეთუ მე ვარ, დედოფალო ღმრთისმშობელო, უფსკრული ცოდვათაჲ. მე ვარ, რომელმან ზეშთა ყოველთა ბუნებათა385 ვიუსჯულოე წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა. ვიცი, დედოფალო, რამეთუ უსიტყუელ ვარ და უღირს ყოვლისა კაცთმოყუარებისა და ღირს ყოვლისა ტანჯვისა და არა მაქუს სიტყუაჲ სიტყჳსმიცემად; ამისთჳსცა მოწყალებისა მიმართ ძისა და ღმრთისა შენისა მოვივლტი და სახიერისა მეუფისა ჩემისა და შემოქმედისა; შენ მიძღოდე მე და მმართებდი და განმსწავლე მე, ღმრთისმშობელო. უსასყიდლოდ ვეძიებ შენგან მდიდართა წყალობათა; შემიწყალე მე, ვითარცა გნებავს და ვითარცა ბრძანებ; ნუ განმაგდებ მე386 პირისა შენისაგან387, ნუ განმაშორებ საფარველსა შენსა, ნუ უცხო-მყოფ შენისა მოწყალებისაგან; შემიწყალე მე უცხოჲ, შემიწყალე მე მოსავი შენი, შემიწყალე მე, რომელსა ყოველი სასოებაჲ ჩემი დამიც შენდამი, და მასწავე მე ძლიერებაჲ შენი, ღმრთისმშობელო, და388 რამეთუ უკუეთუ მე389 მაცხოვნო, ცოდვილი, დიდ არს წყალობაჲ შენი390, დიდ - მოწყალებაჲ391, დიდ – შენი ძჳრუჴსენებლობაჲ და სულგრძელებაჲ; და რამეთუ უკუეთუ ღირსსა შეეწიო და შეიწყალო, ესე არა არს საკჳრველ, არამედ უფროჲსღა მე შემეწიე, არამედ მე შემიწყალე. მომეც ჴელი შეწევნისაჲ, რომელი ქუემდებარე ვარ, - მე უდებსა, მე დაჴსნილსა, მე უმადლოსა და უგულისჴმოსა392, ფიცხელსა და უნანელსა და ყოვლითა ძჳრითა საქმითა და სიტყჳთა შეგინებულითა აღსავსესა და – წესითაცა, და უცხოსა393 ყოვლისა კეთილისმოქმედებისაგან394.
ჰე დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, მოწყალე-იქმენ ჩემზედა, - უღონოსა, უცხოსა და საწყალობელსა, და ყავ ჩემზედა მდიდრად წყალობაჲ შენი, რაჲთა ცხოვნებულმან ვაქო შენგან შობილი ჭეშმარიტი ქრისტე ღმერთი ჩუენი395 და გადიდო შენ, ჩემი მაცხოვარი, ჩემი ნუგეშინის-მცემელი, ჩემი ჴელისაღმპყრობელი და ჩემი მცველი. შემეწიე მე, წმიდაო დედოფალო, შემეწიე მე და ღირს-მყავ მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, რაჲთა ვყო ნებაჲ ძისა შენისა და ღმრთისა ჩემისაჲ, და რაჲთა ვჰმსახურო მას, ვითარცა ჯერ-არს, და ესრეთ აღვესრულო, დედოფალო ჩემო ღმრთისმშობელო, და წმიდათა ანგელოზთა მიერ ძღომილ-ვიქმნე396 მისისა მის წმიდისა და ნათლითშემოსილისა საყოფელისა მიმართ, რამეთუ მისსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანისცემაჲ საუკუნეთა უკუნისამდე ამინ.
ლოცვაჲ განთიად და მიმწუხრი სათქუმელი, თქუმული397 წმიდისა იოვანე დამასკელისაჲ398
დიდებაჲ შენდა, ღმერთო, დამბადებელო და აღმგებელო399 ყოველთაო, სულგრძელო და მრავალმოწყალეო, რომელი არა წარმწყმედ უსჯულოებათა ჩემთა თანა. გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ უმყოფობისაგან ყოფად მომიყვანე მე, ცოდვილი; გმადლობ შენ, უფალო, რამეთუ400 უღირსადმყოფი ესე არა გარემიმაქციე, არამედ მაცხოვნე და შემიწყალე მე. აწცა, უფალო შემინდვენ მე მრავალნი ბრალნი ჩემნი, - ნებსითნი და უნებლიეთნი, მეცნიერებითნი401 და უმეცრებითნი, - და არცხჳნე ბოროტსა მბრძოლსა საწყალობელისა და ცოდვილისა სულისა ჩემისასა. უფალო, მიჴსენ მე ყოვლისა დავიწყებისა და უმეცრებისაგან და ყოვლისა განსაცდელისა და დატევებულობისაგან, უღირსი ცისა და ქუეყანისაჲ. უფალო, მიჴსენ მე ყოვლისაგანვე მცონარებისა, უდებებისა, ზარმაცობისა, მოწყინებისა, დაჴსნილობისა, უძღებებისა402 და ცუდდიდებობისაგან, და აღადგინე გონებაჲ ჩემი ქმნად წმიდათა მცნებათა შენთა. ღმერთო, მილხინე ცოდვილსა. უფალო, განახუენ ყურნი და თუალნი გულისა ჩემისანი შიშისა მიმართ შენისა და უმჯობესნი სულისა ჩემისანი შენ განაგენ. უფალო, შემიწყალე მე, რამეთუ უძლურ ვარ, და რომლისასა შეუძლებელ ვარ მოთმინებასა, ნუ შეუნდობ განცდასა ჩემსა, არამედ განცდასავე თანა ყავ განთავისუფლებაჲ ჩემი403. უფალო, დიდად შეგცოდე; შემინდვე მე სახელისა შენისათჳს წმიდისა. უფალო, მშჳდობით ყავ ცხოვრებაჲ ჩემი. უფალო, ნუ დამიტევებ404 მე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა. უფალო, დაამშჳდე წმიდაჲ ეკლესიაჲ შენი. წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გუეყავ ყოველთა თანა ზეცისა ძალთა, წმიდათა ანგელოზთა, წინაშე405 მეუფისა ქრისტესა შენდობად ცოდვათა ჩემთა და ჴსნად საბრჴეთაგან ეშმაკისათა. წმიდაო დედოფალო ღმრთისმშობელო, მეოხ-გუეყავ ყოველთა თანა წმიდათა ანგელოზთა, წინაჲსწარმეტყუელთა და მარტჳლთა და ყოველთა წმიდათა თანა406 ჴსნად ჩუენდა ვნებათაგან უპატიოებისათა, რაჲთა შემიწყალოს მე სინანულისა მიერ კაცთმოყუარემან ღმერთმან. უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისაჲთა, წმიდათა ანგელოზთა, მთავარანგელოზთა, ძალთა, მთავრობათა, უფლებათა და ყოველთა ზეცისა წესთმთავრობათა, წმიდისა იოვანე წინაჲსწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისაჲთა, წმიდათა თავთა მოციქულთა, წმიდისა პირველმოწამისა სტეფანესითა და ყოველთა წმიდათა, საუკუნითგან სათნოყოფილთა შენთაჲთა, [და] ლოცვითა წმიდათა მამათა ჩუენთაჲთა, განკურნენ ვნებანი სულისა ჩემისანი და სენნი სხეულისა ჩემისანი407, და მოიჴსენე უფალო ჴორციელი მამაჲ ჩემი და დედაჲ და ძმანი ჩემნი და ყოველი სული ქრისტიანე სასუფეველსა შენსა, და ესენი408 და მე, ცოდვილი, პირველდაძინებულთა მამათა და ძმათა ჩემთა409 თანა დაუსჯელად წარგუადგინენ წინაშე საშინელისა და შესაძრწუნებელისა საყდრისა შენისა, ვითარცა სახიერ ხარ, მოწყალე და კაცთმოყუარე. ამინ.
გმადლობისა ლოცვაჲ თქუმული წმიდისა მაკარისი (ოდესცა გინდეს)410
გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, ყოვლითა გულითა ჩემითა, მდაბალსა დიდსა და სამარადისოსა, ყოველსა ზედა და ყოვლისათჳს, რამეთუ დამბადე მე არარაჲსაგან, არაყოფილი ესე, და განმაძლიერე მე და შემიწყალე მე და დამიფარე მე და დამიცევ მე და განაგენ დღენი ჩემნი ვიდრე აქამომდე და განმაძლიერე მე, ცოდვილი ესე და უღირსი, ცხოვრებასა ამას სოფლისასა და არა მტანჯე მე411 საქმეთა ჩემთაებრ, არამედ სულგრძელ მექმენ მე და არა ასწრაფე მოგებად კადნიერებათა ჩემთაებრ,412 რამეთუ ვიყავ მე ბევრისა სიკუდილისა413 თანამდებ აურაცხელთა ბრალთა და ბოროტთა შეცოდებათა ჩემთათჳს და უჯეროთა უსჯულოებათა ჩემთათჳს414, რომელნი აღვასრულენ ცხოვრებასა ჩემსა. ხოლო აწ გევედრები შენ, უფალო, და ვესავ კეთილთა სიტკბოებათა და მრავალთა მოწყალებათა შენთა, რომელნი ჰყვენ ნათესავსა ზედა კაცთასა, და აწ, რაჲთა415 ღირს-მყო მე მოქცევად შიშსა შენსა416 და გულისჴმისყოფად სახიერებასა შენსა და აღსაარებად დღესა ამას და ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა მორჩილებასა შენსა და შიშსა შენსა417 და დაჯერებასა შენსა [და] დაცვასა მცნებათა შენთასა ყოვლითა სიტყჳთა სულიერითა, ყოვლითა სიწმიდითა ჴორცთაჲთა და სულისაჲთა418 და ყოვლითა უბრალოებითა და უბიწოებითა. გევედრები შენ419, უფალო მრავალმოწყალეო, რაჲთა არა ივლიანე უსჯულოჲსაებრ წარვწყმდე მე420 ცოდვათა ჩემთათჳს, არამედ მანასესებრ ინებო მოქცევაჲ ჩემი შიშსა შენსა, ვითარცა მოწყალე ხარ, უფალო, და რაჲთა განსწმიდო421 სული ჩემი ყოვლისაგან ურვისა ბოროტისა და ყოვლისაგან გულისსიტყჳსა მწიკულევანისა და ყოვლისაგან გულისთქუმისა შეგინებულისა და საძაგელისა და ყოვლისაგან სიტყჳსა უშუერისა. დამიცევ მე, უფალო422, ყოვლისაგან შურისა და ჴდომისა და ყოვლისაგან423 ოცნებისა და მაჩუენებლობისა და ტყუვილისა და ზაკუვისა, და მიჴსენ მე, უფალო, ყოვლისაგან შემთხუევისა საძულელისა და ურვისა და ყოვლისაგან ბოროტადსიყუარულისა და ყოვლისაგან სურვილისა მავნებელისა და ყოვლისაგან ზუაობისა და ყოვლისაგან განსაცდელისა ბოროტისა, თავმოთნებისა და სიტყჳსა შეურაცხისა და ყოვლისაგან ქებისა და ცუდდიდებობისა424 და გმობისა და ყოვლისაგან გულისწყრომისა და ძჳრისჴსენებისა და ყოვლისაგან შეგინებისა და შფოთისა425 და ყოვლისაგან წინააღმდგომისა და სიტყჳსგებისა, რისხვისაგან და ლალვისა. მიჴსენ მე, უფალო, ცოდვისა მიზეზთაგან და ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა, საეშმაკოჲსა და კაცობრივისა, და ყოვლისაგან აღძრვისა ჴორცთაჲსა და სულისა უცხოქმნილისა; განმწმიდე წყალობითა შენითა, მჴსნელო.
და აწ შეგივრდები426, უფალო, ვედრებითა,427 რაჲთა მომანიჭო მე და მომცე ყოველი კეთილი და უმჯობესი სარგებელი სულისა ჩემისაჲ და გარეწარმჴადენ და შემინდვენ ყოველნი ბრალნი ჩემნი და ყოველნი428 შეცოდებანი ჩემნი, რომელნი შეგცოდენ შენ გინათუ გონებითა, გინათუ სიტყჳთა, გინათუ საქმითა, ნებსით, გინათუ უნებლიეთ, ცნობითა და უმეცრებითა429, მძინარემან, გინათუ430 მღჳძარემან; არამედ შეგივრდები შენ, უფალო სახიერო, ნუღარა მიმიშუებ მე და ნუცა მაუფლებ მე შეცოდებად შენდა მომართ და ნუცა შემიყვანებ მე განსაცდელსა, უფალო ღმერთო ჩემო431 კაცთმოყუარეო, არამედ მიKსენ მე ბოროტისა ეშმაკისაგან და ყოველთაგან საქმეთა მისთა და უკეთურებათა432 მისთა და ღონისძიებათა მისთა და ყოვლისაგან სივერაგისა კაცთაჲსა და მანქანებისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, დამბადებელი ჩემი და433 მწყალობელი ჩემი და, მსგავსად უძღებისა მის შვილისა, ნუგეშინისმცემელი ჩემი, შემწე ჩემი და ჴელისაღმპყრობელი ჩემი; და434 შენდა მომართ არს სასოებაჲ ჩემი და შენ გევედრები, უფალო ღმერთო ჩემო: ვინ-მე რისხვასა შინა მოიჴსენის435 წყალობაჲ, ვითარ შენ, ღმერთო? კაცი განრისხებული იქმნ436 ბოროტსა, ხოლო შენსა რისხვასა უსწრის წყალობამან შენმან437, რამეთუ არავინ438 არს მსგავს შენდა, ძჳრუჴსენებელო უფალო, რომელმან უდაბნოსა კლდე განაპე და აცხოვნე439 წყურიელი ერი შენი. აწცა, უფალო, გარეწარაქციე სამართლადრისხვაჲ შენი ჩემგან. ნუმცა სძლევენ440 ცოდვანი ჩემნი აურაცხელთა მოწყალებათა შენთა, რაჲთა არა უხაროდის მტერსა ჩემსა ჩემზედა, და441 შემიწყალე მე აურაცხელითა მოწყალებითა შენითა, რამეთუ შენდა შუენის დიდებაჲ და მადლობაჲ და თაყუანისცემაჲ, სამებისა წმიდისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ.