მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

გალობანი წმიდისა ანგელოზისა მიმართ მცველისა სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲსა

ჴმაჲ 8 უგალობდითსა.

ძლისპირი


უგალობდეთ უფალსა, რომელმან განიყვანა ერი თჳსი ზღუასა მას მეწამულსა. მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.


გალობად და ქებად, მაცხოვარო ჩემო, მონაჲ ესე შენი ღირსად გამომაჩინე უჴორცოჲსა მის ანგელოზისა, წინამძღუარისა და მცველისა ჩემისა.


შემიწყალე მე, რამეთუ მხოლოჲ უდებებით და უგულისჴმოებით მდებარე ვარ, წინამძღუარო ჩემო მცველო ანგელოზო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედილსა.


დიდებაჲ.


გონებაჲ ჩემი წარმართე ვედრებითა შენითა ყოფად ბრძანებათა ღმრთისათა, რაჲთა მივემთხჳო მისგან მოტევებასა ცოდვათასა და მოძულებად ძჳრთა წარმიძეღუ, გევედრები შენ.


აწ და.


ევედრე, ქალწულო ჩემო, მონისა შენისათჳს სახიერსა ღმერთსა, მცველისა მის ჩემისა თანა, და მიძღოდე მე ყოფად მცნებათა ძისა შენისათა.

განძლიერდასა.

ძლისპირი


შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაჲ, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაჲ, და [შენ] გადიდებს სული ჩემი.


ყოველი გონებაჲ ჩემი და სული შენდამი დამიც, მცველო ჩემო ანგელოზო, და ყოვლისაგან განსაცდელისა მტერთაჲსა განვერები.


მაჭირვებს მე მტერი და მსწავლის მარადის ყოფად თჳსისა ნებისა, არამედ შენ, წინამძღუარო ჩემო, ნუ დამიტევებ მე წარწყმედულსა.


დიდებაჲ.


ღირს-მყავ მე შესხმად ქებისა ღმრთისა და შენ, მცველისა ჩემისა ანგელოზისა, და გამომიKსენ მე მტერთაგან, ჭირვეული ესე.


აწ და.


განკურნე, ყოვლადწმიდაო, ფრიად სნეული ესე სული ჩემი და სულიერნი იგი მტერნი ჩემნი იოტენ, რომელნი-იგი მარადის მბრძვანან.


წარდგომაჲ

ჴმაჲ 2


სულიერითა მით სურვილითა გიგალობ შენ, მცველო სულისა ჩემისაო წმიდაო ანგელოზო, დამიცევ და დამიფარე საბრჴეთაგან ბოროტთა და ცხოვრებისა მიმართ წარმართებად გულისჴმა-მიყავ და განმწმიდე და განმაძლიერე მე.


დიდებაჲ.


აწ და.


ღმრთისმშობელო სძალო, ყოვლადუთესლოდმშობელო ყოველთა მეუფისაო, მას ევედრე ანგელოზისა ჩემისა მცველისა თანა, რაჲთა გამომიჴსნეს მე ყოვლისაგანვე უგულისჴმოებისა და მოსცეს ლმობიერებაჲ და ნათელი სულსა ჩემსა და მოტევებაჲ მომმადლოს, რამეთუ შენ
მხოლოჲ ხარ მსწრაფლშემწე.

უფალო მესმასა.

ძლისპირი


მესმა, უფალო, განგებაჲ საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაჲ, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაჲ შენი.


ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, მცველო ჩემო, და ნუ დამიტევებ, არამედ ცხოვრებაჲ ჩემი მშჳდობით დაიცევ და მომეც მე ცხოვრებაჲ უძლეველი.


შემწედ და მცველად ცხოვრებისა მომიგიე შენ ღმრთისა მიერ, ანგელოზო, და გევედრები შენ, წმიდაო, ყოველთა ჭირთაგან თავისუფალ-მყავ.


დიდებაჲ.


მწიკულევანებაჲ ესე ჩემი სიწმიდითა შენითა წმიდა-ყავ, მცველო ჩემო, რაჲთა ნაწილსა მარცხენესა განვერე მე ვედრებითა შენითა.


აწ და.


უმეცარ ვიქმენ მე ფრიად გარემოდგომილთა ძჳრთაგან, ყოვლადწმიდაო ქალწულო, არამედ მსწრაფლ მიჴსენ, რამეთუ შენდა მხოლოჲსა მოვივლტი.

ღამითგანსა.

ძლისპირი


აღმსთობილნი შენ გიგალობთ, უფალო; გუაცხოვნენ ჩუენ, ვითარცა სახიერ ხარ, რამეთუ სხუაჲ ღმერთი არა ვიცით.


გაქუს შენ კადნიერებაჲ ღმრთისა მიმართ, მცველო ჩემო წმიდაო, და ევედრე მას, რაჲთა მიჴსნეს ჭირთაგან და მაცხოვნოს მე.


ნათელო ნათლისაო, ნათლად გამოაბრწყინვე სული ჩემი, წინამძღუარო და მცველო ჩემო, ღმრთისა მიერ მოცემულო.


დიდებაჲ.


ძილსაცა შინა დამიცევ მე, ანგელოზო ღმრთისაო, ვითარცა რაჲ მღჳძარე, და აღმადგინე ვედრებად შენდა.


აწ და.


მარიამ ღმრთისმშობელო, სასოო მორწმუნეთაო, მტერთა სილაღე დაამჴუე და შემსხმელნი შენნი მხიარულ-ყვენ.



ღაღადყავსა.

ძლისპირი


მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, ღმერთო, მეოხებითა მოწამეთაჲთა.


ყოველთავე განსაცდელთა მიერ განმათავისუფლე მე და ზრუნვისაგან მიჴსენ, გევედრები შენ, წმიდაო ანგელოზო, და დამამტკიცე გონიერებასა ზედა კეთილსა.


წმიდა-ყავ გონებაჲ ჩემი, ნეტარო, და განმანათლე მე, გევედრები შენ, წმიდაო ანგელოზო, და ცნობაჲ ჩემი ყოვლადვე უმჯობესისა მიმართ წარმართე.


დიდებაჲ.


განარინე გული ჩემი ბოროტთაგან აღძრვათა გულისთქუმისათა და მღჳძარებად განმაძლიერე მე კეთილთა შინა, მცველო ჩემო, და მიმიძეღუ მყუდროჲსა ცხოვრებისა მიმართ.


აწ და.


სიტყუაჲ ღმრთისაჲ დაემკჳდრა ჩუენ შორის, ღმრთისმშობელო დედოფალო, და გაჩინა შენ კაცთათჳს ზეცისა კიბედ, რამეთუ შენ მიერ გარდამოჴდა მაღლით ჩუენდა მომართ.



კონდაკი, ჴმაჲ 4.კონდაკი. ჴმაჲ 4:


გამომიცხადე მე მოწყალებაჲ შენი, წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო ჩემო, და ნუ განმეშორები მე, მწიკულევანსა ამას, არამედ განმანათლე მე ნათლითა მიუახლებელითა და მყავ ღირს ზეცისა სასუფეველისა.



იკოსი


შეურაცხი ესე სული ჩემი მრავლითა მით ცთუნებითა, წმიდაო წინამდგომელო, ღირს-ყავ გამოუთქუმელისა მის ზეცისა დიდებისა გალობად გუნდსა თანა უჴორცოთა ძალთასა და შემიწყალე მე და დამიცევ გონებითა მით კეთილითა და სული ჩემი განანათლე, ანგელოზო ჩემო, რაჲთა დიდებითა მით შენითა განვმდიდრდე, და უკუნ-აქციე მტერი იგი, რომელი აზმნობს ჩემდა მომართ ძჳრსა, და ღირს-მყავ მე ზეცისა სუფევასა.

კურთხეულარსსა.

ძლისპირი


ყრმათა ღმრთისმსახურთა ბაბილონს შინა არა ჰმსახურეს ხატსა ოქროჲსასა და მით საჴუმილსა შეითხინნეს და შეცურეულნი ესრეთ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო მამათა ჩუენთაო.


მოწყალე მექმენ და ევედრე უფალსა ღმერთსა, ანგელოზო ჩემო, რამეთუ მაქუ შენ ყოველსა ცხოვრებასა ჩემსა წინამძღურად და მცველად ღმრთისა მიერ მოცემული ჩემდა უკუნისამდე.


ნუ დაუტეობ გზასა შინა სლვასა სულსა ჩემსა უბადრუკსა, რაჲთა არა მოიკლას ავაზაკთა მიერ, წმიდაო ანგელოზო, რამეთუ შენ მოცემულ ხარ ღმრთისა მიერ მცველად, არამედ წარუძეღუ მას გზასა სინანულისასა.


დიდებაჲ.


ყოვლითურთ ისწრაფის სული ჩემი სირცხჳლეული მიყვანებად ბოროტთა ზედა გონებისა ჩემისა, არამედ უსწრვე, წინამძღუარო ჩემო, და მომეც კურნებაჲ და გონებაჲკეთილი, რაჲთა მივიდრიკო ყოვლადვე სიმართლისა მას გზასა.


აწ და.


სიბრძნით აღივსო ყოველივე და ძლიერებითა ღმრთეებისაჲთა; გუამოვანისა მაღლისა სიბრძნისა გულისჴმისყოფითა ღმრთისმშობელისათჳს სარწმუნოებით ვჴმობთ: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ შენ307.

აკურთხევდითსა.

ძლისპირი


მეუფესა ცათასა, რომელსა ჰმსახურებენ გუნდნი ანგელოზთანი, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.


ღმრთისა მიერ მოვლინებულო ყოვლადსახიერო ანგელოზო, დაამტკიცე ცხოვრებაჲ ჩემ, მონისა შენისაჲ, და ნუ დამიტევებ მე უკუნისამდე.


ანგელოზო სახიერო, სულისა ჩემისა წინამძღუარო და მცველო ყოვლადსანატრელო, გიგალობთ შენ უკუნისამდე.


დიდებაჲ.


მეყავ მე მფარველ დღესა მას განკითხვისასა ყოველთა კაცთასა, რომელსა შინა ცეცხლითა გამოიცდებოდიან საქმენი კეთილნი და ბოროტნი.


აწ და.


მეყავ მე შემწე მყუდრო, ღმრთისმშობელო მარადისქალწულო, მონასა შენსა და ნუ მყოფ დაკლებულ სასუფეველისაგან.



ადიდებდითსა.

ძლისპირი


ღმრთისმშობელად აღგიარებთ, რომელნი შენ მიერ ვიჴსნენით, ქალწულო უბიწოო, და გუნდსა თანა უჴორცოთასა შენ დაუცხრობელად გადიდებთ.


იესუ, შემიწყალე მე, მხოლოო მაცხოვარო ჩემო, და მართალთა მათ კრებულისა თანა ღირს-მყავ მე თანაზიარად, რაჲთა გადიდებდე.


გონებითა ჩემითა მარადის ყოფაჲ კეთილისა მის და სარგებელისაჲ მომანიჭე, წმიდაო ანგელოზო, და უძლურებასა შინა ძლიერად გამომაჩინე და უბიწოდ.


დიდებაჲ.


რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ მეუფისა მიმართ ზეცათაჲსა, მას ევედრე, სხუათა მათ უჴორცოთა თანა, შეწევნად ჩემდა, უბადრუკისა.


აწ და.


დიდი კადნიერებაჲ გაქუს შენგან შობილისა მიმართ, ქალწულო; მე, შეკრული ცოდვითა, განმKსენ და მომეც შეწევნაჲ შენი, რაჲთა გიგალობდე.

ლოცვაჲ ანგელოზისა მიმართ, კაცისა ცხოვრებისა მფარველისა


წმიდაო ანგელოზო, უბადრუკისა სულისა ჩემისა და ვნებულისა ცხოვრებისა ჩემისა შემწეო, ნუ დამაგდებ მე ცოდვილსა, ნუცა განმეშორები მე უძღებებისა ჩემისათჳს, ნუ აცლი ბოროტსა ეშმაკსა, რაჲთა დამიპყრას მე მოძულეობითა მოკუდავისა ამის ჴორცისაჲთა, განაძლიერე საწყალობელი და უძლური ჴელი ჩემი და მასწავე მე გზაჲ ცხოვრებისაჲ. ჰოჲ ანგელოზო წმიდაო, მომეც მე სინანული პეტრესი, ცრემლნი მაგდალინელისანი, აღსაარებაჲ ავაზაკისა მის ჯუარცუმულისაჲ; მომიტევენ ცოდვანი ჩემნი, აქამომდე ქმნილნი. ჰოჲ წმიდაო ანგელოზო ღმრთისაო, მცველო და მფარველო უნდოჲსა სულისა და ჴორცისა ჩემისაო, მომიტევე მე ყოველივე, რაოდენთა მიერ განგარისხე და მწუხარე გყავ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა, და უკუეთუ რაჲმე შეგცოდე დღესინდელსა ამას დღესა, დამიფარე აწინდელსა ამას ღამესა და მიჴსენ მე ყოვლისაგან განსაცდელისა წინააღმდგომისა, რაჲთა არცა ერთითა რაჲთამე ცოდვითა განვარისხო ღმერთი, და ევედრე ჩემთჳს უფალსა, რაჲთა განმამტკიცოს მე შიშსა შინა თჳსსა და გამომაჩინოს მე მონად ღირსად მადლისა მისისა. ამინ.