უგალობდითსა. ჴმაჲ 6.
ძლისპირი
ზღუაჲ მეწამული კუერთხმან განაპო, განჴმეს სიღრმენი და უფსკრულნი იქმნნეს გზა უჭურველთა და შეჭურვილთა მათ – საფლავ, არა მმარხველ გუამთა; გალობით უგალობდეთ, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ქრისტე ღმერთი ჩუენი ცხოველი.
იესუ ტკბილო ქრისტე, იესუ სულგრძელო, სულისა ჩემისა წყლულებანი განკურნენ, იესუ, და დაატკბე გული ჩემი, მრავალმოწყალეო, გევედრები, იესუ მაცხოვარო ჩემო, რაჲთა გადიდო შენ ცხოვნებულმან.
იესუ ტკბილო ქრისტე, იესუ, განმიღე მე სინანულისა კარი, კაცთმოყუარეო, იესუ ჩემო, შემიწყნარე მე, შენდა მოლტოლვილი და მჴურვალედ მთხოველი, იესუ მაცხოვარო ჩემო, ცოდვათა მოტევებისაჲ.
იესუ ტკბილო ქრისტე, იესუ, გამომიტაცე ჴელთაგან მტერისა მის ბელიარისა, იესუ, და ღირს-მყავ მარჯუენით წარდგომად დიდებისა შენისა, იესუ მაცხოვარო ჩემო, ნაწილსა მარცხენეთასა დამჴსნელო ჩემო.
დიდებაჲ.
იესუ ტკბილო, კაცთმოყუარეო, ქრისტე იესუ, შემინდვე მე ცოდვითდაცემანი სულისა ჩემისანი და ჰყავ გული ჩემი, იესუ, სავანედ შენდა თანა მამით და სულით წმიდითურთ.
აწ და.
იესუ ქრისტეს, ღმრთისა, მშობელო, ევედრე უჴმართა ამათ მონათა შენთათჳს, ყოვლადწმიდაო, რაჲთა ლოცვითა შენითა სატანჯველთაგან, უბიწოო, ბიწიანქმნილნი ესე გჳჴსნნეს და შევეტკბნეთ დიდებასა სამარადისოსა.
განძლიერდასა.
ძლისპირი
სამებაო წმიდაო, აღამაღლე რქაჲ ეკლესიისაჲ დღეს მიუდრეკელად, უზეშთაეს ბუნებათა, სიმაღლესა ზედა სარწმუნოებისა შენისასა, საფუძველსა შეურყეველსა, და მას შინა განმაძლიერენ.
ისმინე, კაცთმოყუარეო იესუ ჩემო, მონისაგან შენისა, რომელი-ესე გიღაღადებ სინანულითა, და მიKსენ მე, იესუ, დასჯისა და ტანჯვისაგან, მხოლოო სულგრძელო უფალო, იესუ ტკბილო მრავალმოწყალე.
აღმადგინე მე, იესუ ჩემო, მონაჲ შენი დაცემული, იესუ ჩემო; მაცხოვნე მე, მონანული, იესუ ჩემო, და გეჰენიისაგან მიჴსენ, იესუ, დასჯისა და ტანჯვისაგან, მხოლოო სულგრძელო უფალო, იესუ ტკბილო მრავალმოწყალე.
დიდებაჲ.
ჟამი, იესუ ჩემო, რომელი მომეც, ვნებათა შინა წარვვლე, იესუ ჩემო; ამისთჳს ნუ განმაგდებ მე, იესუ ჩემო, არამედ კუალად მომიწოდე, გევედრები შენ, მეუფეო, იესუ ტკბილო, და მაცხოვნე მე.
აწ და.
ქალწულო მშობელო იესუჲს ჩემისაო, ევედრე მას ჴსნად ჩუენდა გეჰენიისაგან ცეცხლისა, მხოლოო ღმრთისა მტჳრთველო, შესავედრებელო ჭირვეულთაო, ღმრთივმიმადლებულო, და ღირს-მყავ მე ცხოვრებასა დაუსრულებელსა.
წარდგომაჲ. ჴმაჲ 3
მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან აცხოვნე უძღები იგი, მაცხოვარო ჩემო იესუ, რომელმან შეიწყნარე მეძავი იგი, აწ მეცა შემიწყნარე, იესუ მრავალმოწყალეო, მაცხ-ოვნე, მოწყალე მექმენ, ჰოჲ იესუ ქველისმოქმედო, ვითარცა მანასეს, სახიერო იესუ ჩემო, ვითარცა მხოლოჲ კაცთმოყუარე ხარ.
უფალო მესმასა.
ძლისპირი
რაჟამს წინაჲსწარმეტყუელმან იხილა საიდუმლოჲ დაფარული, განკჳრვებულმან ღაღად-ყო, რამეთუ დასდევ წყალობით სიყუარული მტკიცე, მამაო, და ძე შენი მხოლოდშობილი მოეც ძეთა კაცთა მომტევებელად ცოდვათა.
განკურნე, იესუ ჩემო, სულისა ჩემისა წყლულებანი, იესუ ჩემო, გევედრები, რაჲთა გამომიტაცო მე, იესუ ჩემო სახიერო, ჴელთაგან სულთა-განმხრწნელთა ბელიარისთა, და მაცხოვნე მე.
შეგცოდე, იესუ ჩემო სახიერო, იესუ ჩემო, მაცხოვნე მე, მოლტოლვილი საფარველისა შენისა მიმართ, იესუ ტკბილო, სულგრძელო და კაცთმოყუარეო, და სასუფეველსა შენსა ღირს-მყავ მე.
დიდებაჲ.
არა-რომელმან შეგცოდა, იესუ ჩემო, ვითარ მე შეგცოდე, უბადრუკმან და უღირსმან, არამედ კუალად შენ გევედრები, იესუ ჩემო, მაცხოვნე და მომანიჭე ცხოვრებისა მის დამკჳდრებაჲ.
აწ და.
შენ, ყოვლადსაგალობელო იესუ ქრისტეს მშობელო, მას ევედრე, რაჲთა ვიჴსნნეთ სატანჯველთაგან ყოველნივე მგალობელნი შენნი, რომელნიცა ჭეშმარიტად ღმრთისმშობელად გხადიან და გადიდებენ შენ.
ღამითგანსა
ძლისპირი
ბნელისაგან ცოდვათაჲსა გიღაღადებენ შენ სულნი ჩუენნი, მრავალმოწყალეო ღმერთო: ნათლითა მით მიუაჩრდილებელითა განგუანათლენ და წარგჳმართენ სლვანი ჩუენნი, მახარებელო მშჳდობისაო.
შენ ხარ განათლებაჲ, იესუ, გონებისა ჩემისაჲ და სასოჲ განწირულისა სულისაჲ, იესუ ჩემო, მიჴსენ დასჯისა მისგან, რომელი-ესე გიჴმობ: მაცხოვნე მე, იესუ ქრისტე, უბადრუკი ესე.
ყოვლადვე, იესუ ჩემო, ვნებათა მიმართ უკეთურებისათა შთავრდომილი გიღაღადებ: იესუ ჩემო, შეწევნისა ჴელი მიპყარ და აღმომიწოდე, რომელი გიღაღადებ: მაცხოვნე, იესუ ჩემო ტკბილო.
დიდებაჲ.
გონებისა მწიკულთა მქონე, იესუ ჩემო, გიღაღადებ შენ: გან[მი]წმიდე მწიკული ცოდვათაჲ [და] მიჴსენ სიღრმისაგან ბოროტისა უმეცრებით შთავრდომილი ესე, სახიერო იესუ ჩემო, გევედრები.
აწ და.
ქრისტეს მშობელო ქალწულო, ღმრთისა-დედაო, მას ევედრე აწ, რაჲთა გჳKსნნეს ყოველნივე მორწმუნენი და ერნი დასჯისაგან, რამეთუ შენსა გარეშე შუვამდგომელი სხუაჲ არავინ ვიცით.
ღაღადყავსა
ძლისპირი
მუცლად-იღო იონა ვეშაპმან და არა განხრწნა მან იგი, რამეთუ მით მოასწავა სახე სამდღე დაფლვისა შენისაჲ, რომელმანცა დაფლვაჲ თავს-იდევ ჩუენთჳს, სახიერ; და ეტყოდა იგი მცველთა მათ: ჰოჲ ცრუნო, წყალობაჲ თქუენი დაუტევეთ თქუენ დღეს.
იესუ ჩემო ქრისტე მრავალმოწყალე, აღგიარებ შემიწყალე, ჰოჲ იესუ მაცხოვარო; ხრწნილებისაგან მიჴსენ, იესუ ჩემო, რამეთუ არავინ იქმნა ესრეთ უძღებ, ვითარ მე, ვნებული, ჰოჲ კაცთმოყუარეო, არამედ შენ, იესუ ტკბილო, მაცხოვნე მე.
დიდებაჲ.
იესუ ჩემო, მეძავსა მას და უძღებსა, მანასეს და მეზუერესა და ყოველთავე მცოდველთა, პირველთა და შემდგომთა, წარვჴედ, იესუ ჩემო, ვნებათა და სიბილწეთა მიერ, კუალად - ავაზაკსა და ნინეველთა; იესუ ტკბილო, სინანულსაცა მათსა ღირს-მყავ.
აწ და.
იესუს ჩემისა, ქრისტეს ღმრთისა მშობელო, ყოვლადწმიდაო ქალწულო, სახლო ღმრთისაო მარიამ, მხოლოო შეუგინებელო, შეგინებული ესე და კეთილთაგან ყოვლადცალიერი აწ ლოცვათა შენთა უსუპითა განმწმიდე და შეურვებულსა ნუ დამაგდებ, კურთხეულო.
კონდაკი ჴმაჲ 8
იესუ ტკბილო, სოფლისა ნათელო და სიტკბოებაო, დაბნელებულისა სულისა ჩემისა თუალნი განმინათლენ, ძეო ღმრთისაო, ღმრთივბრწყინვალითა მით ნათლითა შენითა, იესუ მწყემსო ტკბილო, მომიძიე, რაჲთა გიგალობდე ნათელსა მაგას დაუღამებელსა.
კურთხეულარსსა.
ძლისპირი
ვცოდეთ და უსჯულო-ვიქმნენით და სიცრუე ვყავთ წინაშე შენსა და არა დავიმარხეთ აწ, არცა ვყავთ მეუფეო, ვითარ-იგი შენ მამცენ ჩუენ, გარნა ნუ მიმცემ ჩუენ სრულიად, მაღალო, მამათა ჩუენთა ღმერთო.
ქრისტე იესუ ჩემო, არარომელმან ცოდა ქუეყანასა ზედა საუკუნითგან, იესუ ჩემო, ვითარ მე ვცოდე, უბადრუკმან და უძღებმან; ამისთჳსცა გიღაღადებ, იესუ ჩემო, და გევედრები შენ: მოწყალე მექმენ, მოწყალეო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
იესუ ქრისტე, მრავალგზის აღგითქუ ვნებულმან სინანული და გეცრუე უბადრუკი და აწ კუალად უგრძნობელად მყოფი ესე გიგალობ შენ: სული და გონებაჲ ჩემი განაბრწყინვე, ქრისტე სახიერო, კურთხეულო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
დიდებაჲ.
ქრისტე იესუ, შენ გიღაღადებ, შიშსა მას შენსა შეჰმსჭუალე გული ჩემი, იესუ ჩემო, წარმიძეღუ მყუდროებისა ნავთ-საყუდელად, იესუ ჩემო, რაჲთა ცხოვნებული გიღაღადებდე: მოწყალე მექმენ მე, კურთხეულო იესუ, უფალო ღმერთო მამათა ჩუენთაო.
აწ და.
ქრისტეს იესუჲს მშობელო სძალო საშინელად [და] უმეტეს ბუნებათაჲსა, ევედრე, ყოვლადწმიდაო, მოტევებად ყოველთა ცოდვათა ჩემთა, ქალწულო, რაჲთა გიწოდდე ცხოვნებული: კურთხეულ ხარ, დედოფალო, ღმრთისა ჴორცითა მშობელო.
აკურთხევდითსა
ძლისპირი
წმიდანი შენნი ყრმანი ბაბილონს შინა, ქერუბიმთა მიმსგავსებულნი, სამსა წმიდასა გალობასა იტყოდეს: გაკურთხევთ შენ, გიგალობთ და აღგამაღლებთ ყოველთა ღმერთსა.
შენ გევედრები, იესუ ჩემო, ვითარცა მეძავი იგი, იესუ, იჴსენ მრავალთა ცოდვათაგან, ეგრეთვე მე, იესუ ჩემო, მიჴსენ და წმიდა-ყავ გონებაჲ ჩემი შეგინებული.
მივსდევდ, იესუ ჩემო, პირუტყუებრთა გემოთა და პირუტყუად ვჩან; ჭეშმარიტად, იესუ ჩემო, ვნებითა მივემსგავსე [პირუტყუთა]; მაცხოვარო ჩემო იესუ, პირუტყუებისაგან მიჴსენ.
დიდებაჲ.
შთავვარდი, იესუ ჩემო, განმხრწნელთა ავაზაკთა შორის, განმეძარცუა სამოსელი ღმრთივქსოვილი და მდებარე ვარ წყლულებით, და გუემულსა ამას დამასხ ზეთი და ღვინოჲ წყალობისაჲ.
აწ და.
იესუს ჩემისა, ღმრთისა, მტჳრთველო ღმრთისმშობელო გამოუთქუმელად, მას ევედრე ჴსნად ჩუენდა ჭირთა და ურვათაგან, მონათა და მგალობელთა შენთა, ქალწულო.
ადიდებდითსა.
ძლისპირი
შენ მხოლოჲ სანატრელ ხარ თესლებსა შორის, ქალწულო, რამეთუ გამოგჳბრწყინდა შენგან ნათელი, მსხდომარეთა ბნელსა მას შინა, და განანათლნა სულნი ჩუენნი. ამისთჳს, ღმრთისმშობელო, სამართლად გადიდებთ.
თანაწარვჰჴედ მანასეს, მეზუერესა და მეძავსა და უძღებსა, მოწყალეო იესუ ჩემო, და ავაზაკსა საქმეთა მათ შინა სირცხჳლისა და უადგილოჲსათა, იესუ, არამედ შენ, იესუ ჩემო, ისწრაფე და მაცხოვნე მე.
ადამისითგან, იესუ, ყოველთავე მცოდველთა, უწინარეს სჯულისა და სჯულსა შინა და შემდგომად სჯულისა, მძლე-ვექმენ, [და] მადლსა - ვნებათა მიერ, უბადრუკი, არამედ შენ, იესუ, სასჯელითა მით შენითა მაცხოვნე მე.
დიდებაჲ.
ნუ განმყოფ მე, იესუ, გამოუთქუმელისა მის დიდებისა შენისაგან, ნუმცა მექმნების ნაწილი იგი მარცხენე, ტკბილო, არამედ მარჯუენით ცხოვართა თანა შენთა შემრთე, ქრისტე იესუ ჩემო ტკბილო, და განმისუენე.
აწ და.
იესუს ღმრთისა მშობელო, რომლისა მტჳრთველ იქმენ მხოლოჲ, გამოუცდელო ქორწილისაო, ქალწულო, მოწყალე-ყავ იგი, რაჲთა გჳჴსნნეს ჭირთაგან და ცეცხლისა მისგან მერმისა მოსლვადისა.
დასდებელნი სინანულისანი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ: ჴმაჲ 6. ყოველი სასოება:
იესუ ყოვლადტკბილო, სულთა და გონებათა ჩემთა წმიდამყოფელო, მეუფეო ქრისტე მრავალმოწყალე, იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო ყოვლადძლიერო, ნუ დამიტევებ, მაცხოვარო ჩემო, მიჴსენ ყოვლისავე სატანჯველისაგან, იესუ ჩემო ღირს-მყავ ცხოვნებულთა შენთა ნაწილსა, იესუ ჩემო ტკბილო, და გუნდსა მას რჩეულსა შენთასა შემრაცხე, იესუ კაცთმოყუარეო.
იესუ ყოვლადტკბილო, მოციქულთა დიდებაო, მოწამეთა, მეუფეო, სიქადულო ჩემო ყოვლადძლიერო, იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო, შუენიერო და სასურველო, ქრისტე, შემიწყალე, ოხითა მშობლისა შენისაჲთა და ყოველთა წმიდათა შენთაჲთა, მოციქულთა და წინაჲსწარმეტყუელთა და წმიდათა ზეცისა ძალთა მეოხებითა, იესუ, სამოთხისა შუებასა ღირს-მყავ, იესუ, კაცთმოყუარეო.
დიდებაჲ.
იესუ ყოვლადტკბილო, მონაზონთა დიდებაო, მმარხველთა სიწმიდეო და შემამკობელო მოღუაწეთაო, იესუ, მაცხოვნე, მაცხოვარო ჩემო სახიერო, და გუელისა მისგან ჴელთაჲსა განმარინე, იესუ, და აღმომიყვანე მღჳმით ქუესკნელით და მარჯუენით ცხოვართა შენთა თანა შემრაცხე, იესუ სახიერო, მაშურალი და ტჳრთმძიმე
აწ და.
ნუ მიმანდობ კაცობრივსა განზრახვასა, ყოვლადწმიდაო დედოფალო, და დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ნუ დამაგდებ, არამედ მეოხ-გუეყავ და გუაცხოვნენ ჭირვეულნი, რამეთუ შემწე ხარ ყოვლადძლიერი, ქალწულო ღმრთისა-დედაო, და მტერთა დამცემელი და ტჳრთმძიმეთა მომსრველი. ექმენ თანაშემწე ღმრთივდაცვულსა ერსა შენსა და ქალაქსა მგალობელსა, და იჴსნენ ყოველთა განსაცდელთაგან ქრისტიანენი.