მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საგალობელი დაუჯდომელი უფროსად კურთხეულისა დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღვთის-მშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა


უფალო ღაღად-ვჰყავსა ზედა: ხმა 6
ყოველი სასოება.


წინა-საუკუნეთა, განზრახვისა განცხადებად, გაბრიილ მოიწია, მოგიკითხვიდა სძალო, და გეტყოდა შენ:

გიხაროდენ ღირსო, უსძლოო დედაო.

გიხაროდენ ყოვლად-წმიდაო მშობელო ღვთისაო.

გიხაროდენ სიღრმეო განუცდელო.

გიხაროდენ სიმაღლეო აღმატებულო ცასა ცათასა.

გიხაროდენ წყევისა დამხსნელო და ადამის აღდგომაო, და კაცთა განახლებაო, უფალი შენ-თანა.



კაცად საგონებელ ხარ, ეტყოდა წმიდა ქალწული უხორცოთა მთავარსა, და კაცთა აღმატებულთა სიტყუათა იტყვი. ჰსთქუ ღმერთი ჩემ თანა დამკვიდრებად ჩჩვილებრ, და ვითარ ვიქმნე მე ადგილ ღვთისა დაუტევნელისა, ქერუბიმთა ძალთა და საყდართა, და ვითარი დავიტიო მე დაუტევნელი იგი ზესკნელთა, ქორწილისა გამოუცდელ ვარ, და გულის-თქმათაგან უცხო, დ ვითარ? ვჰშუე ქალწულებით ყრმა ზესთა ბუნებისა:


ღმერთმან სადა ინებოს, იძლევიან ბუნებანი, მიუგო უხორცომან, და ზესთა ბუნებისა კაცობრივისა დაჰბადებს, და ჰმართებს, და განაგებს ღმერთი, ყოველსავე ყოვლად-წმიდაო, ირწმუნენ სიტყუანი ჩემნი სავსენი სუნნელებითა და მყის ხმა-ჰყო დედოფალმან. მეყავნ მე მჰსგავსად სიტყვათა შენთა, რათა ვჰშუე უხორცო ხორცითა განახლებისათვის კაცთასა, და დავიცუა უზესთაეს წესთა სიწმიდე ჩემი:


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!

ხმა 4.
ცხოუელსა მას მეუფესა

საუკუნითგან დაფარული საიდუმლო განჰსცხადნების, და ძე ღვთისა მამისა, ძე კაცისა იქმნების, რომელსა უდარესისა მიღებით მოჰსცეს უაღრესი. პირველ მოიკიცხა ადამი, რამეთუ ვერ იქმნა ღმერთი ვითარ ეოცნა. კაც-იქმნების ღმერთი რათა ღმერთ-ჰყოს ადამი. იშუებდინ სოფელი, და კაცთა ბუნება განჰსცხრებოდენ და იხარებდინ დღეს, მთავარი ანგელოსთა ქალწულისა წინაშე მოწიწებით მდგომარე ჰხმობს გიხაროდენსა, წყევისა და მწუხარებისა პირველისა დამხსნელად და განმაქარუებელად. რომელი მოწყალებით განჰკაცენ ჩვენთვის მეუფეო, და ღმერთო ყოველთაო დიდება შენდა:

 

სტიქარონი. ხმა I:


ზეცისა სიმაღლეთაგან გაბრიილ გარდამოჰხდა ნაზარეთად, და მოვიდა ქალწულისა მარიამისსა, და უღაღადებდა მას, გიხაროდენ, რამეთუ მუცლად-იღებ ძესა ადამის უწინარესსა, შემოქმედსა საუკუნეთასა და მხსნელსა, რომელი გიღაღადებენ შენ, გიხაროდენ წმიდაო.


მუხლი: ისმინე ასულო, და იხილე, და მოჰყავ ყური შენი.


გაბრიილ ქალწულსა, ზეცით მოართუა ხარება და უღაღადა, გიხაროდენ რამეთუ მუცლადიღებ საშოსა შინა შენსა შენ შორის დატევნილსა, ხოლო დაუტევნელსა ყოველთაგან, და მშობლად გამოჰსჩნდები, პირველ მთიებისა მამისაგან აღმობრწყინუებულისა:


მუხლი: პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი


მარადის თანაარსი სიტყუა, პირველ დაუსაბამოისა მამისა, განუშორებელ ზენათა, აწ გარდამოჰხდა ქუეყანად, და უწარმატებულესისა კეთილსახიერებისათვის მოწყალე იქმნა შეცთომილებათა ჩვენთა, და ადამისა სიგლახაკისა მიმღებელმან, სახე შეიმოსა უცხოი.


მუხლი: ყოველი ქვეყანა თაყვანის-გცემდენ შენ და გიგალობდენ.


მამისაგან თანა-არსად, და დედისაგან ჟამიერად გამოჩინებული სოფლად, თვით სიტყუა, სახელსა მონისასა მიიღებს, და იქმნების ხორცთ განუშორებელ ღვთაებისა, და ადამს აღმართებს საშოსა შინა, უთესლოდ მუცლად-მღებელისა თვისისა:


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


ახარებს დღეს გაბრიილ-მიმადლებულსა, გიხაროდენ უსძლოო დედაო და უქორწინებელო ნუ დაგიკვირდების უცხოი სახე ჩემი, ნუცა განჰკრთები, რამეთუ მთავარ-ანგელოსი ვარ. გუელმა აცთუნა ოდესმე ევაი, ხოლო აწ გახარებ შენ სიხარულსა, და ეგო უხრწნელად, და ჰშუე ღმერთი ყოვლად-წმიდაო:



ტროპარი. ხმა 8:


ბრძანებული საიდუმლოი, მიიღო გონიერად, და მეყუსეულად კარვად იოსებისა მოიწია უხორცო, და ეტყოდა უქორწინებელსა. რომელმან სიმდაბლით ცანი მოჰსდრიკნა, ყოვლითურთ უცუალებელად შენ შორის დატევნულ იქმნების, რომელსა ვჰხედავ მუცელსა შენსა მონისა ხატითა, განვჰსცვიფრდები და გიღაღადებ შენ: გიხაროდენ სძალო უსძლოო:


გალობა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა
სიხარულისა შემწყნარებელო, შენ გშუენის სიხარული მხოლოსა.


თქმული უფლისა იოსებისა ხმა 4:
გალობა 1. სძლის-პირი:


აღაღე პირი ჩემი, და აღავსე იგი მადლითა, აღმოჰსთქუას გულმან ჩემმან დიდება დედოფლისა, და შევამკობდეთ დღესასწაულსა მისსა, ბრწყინვალედ შუენიერსა, და გვირგვინოსანსა:


წიგნად სიტყვისა ღვთისა სულიერად, სულისა მიერ წმიდისა დაბეჭჯდულად, გიხილა დიდებულმან ძალთა მთავარმან, და ხმა-ჰყო.

გიხაროდენ სძალო საუნჯეო სათოსა სიხარულისაო:

გიხაროდენ ადამის აღდგომაო ღვთისა-დედაო.

გიხაროდენ პალატო ქრისტეს მეუფისაო, და ცეცხლისფერო საყდარო,

გიხაროდენ ჯოჯოხეთისა მძლავრებისა დამარღუეველო:

გიხაროდენ ვარდო დაუჭნობელო.

გიხაროდენ გამომღებელო საღმრთოისა ხილისაო.

გიხაროდენ მშობელო მეუფისაო, სოფლისა ცხოვრებაო და მტვირთველო მირონისა მის საუფლოსაო:

გიხაროდენ სიწმიდისა ტაძარო, აღდგომაო დაცემულთაო, შროშანო შუენიერო, საკმეველო სუნნელო, სუნნელ-მყოფელო ყოვლისა სოფლისაო,

გიხაროდენ მირონო მრავალ სასყიდლისაო:



გალობა 3. სძლის-პირი:


მგალობელნი შენნი ღვთის-მშობელო, წყაროო უკუდავუბისაო, განწყობილნი გაქებენ შენ, სულითა განაძლიერენ, და დღესასწაულსა შენსა ღირსებით გვირგვინოსან მყუენ:


გიხაროდენ ტრაპეხო სულიერო, პურისა მის ცხოურებისაო,

გიხაროდენ წყაროისა მის ცხოველისა საუნჯეო.

გიხაროდენ იფქლისა მის დაუთესუელისა ყანაო:

დიაკეულო ზუარაკისა მის ყოვლად-უბიწოისა მშობელო.

გიხაროდენ შენ ტარიგო, ცოდუათა აღმხმელისა მის, კრავისა ღვთისა-დედაო, კაცთა ცხოვრებისა მიზეზო:

გიხაროდენ ცისკარო ბრწყინუალეო, რომელმან აღმოგვიბრწყინუე მზეი, ნათლისა სამკვიდრებელო, და წყუდიადისა დამხსნელო, და ძალთა მათ ბნელისათა სულთა ბოროტთა წარმწყმედელო:

გიხაროდენ ბჭეო ნათლისაო, რომელი განვლო ღმერთმან მხოლომან, და ბჭენი ქუესკნელისანი შეჰმუსრნა საღმრთოითა ძალითა, და ბჭენი ცხოურებისანი განუხნა კაცთა დედოფალო:



გალობა 4. სძლის-პირი:


იესო მჯდომარე დიდებით საყდართა ღმრთაებისათა, მოვიდა ღრუბლითა სულ-მცირითა, რომელ არს ქალწული გამოუთქმელი ხსნად ჩუენდა მღაღადებელთა: დიდება ძალსა შენსა მხსნელო ჩუენ ყოველთაო:


ხმითა შესხმისათა გიგალობთ, ქალწულო საგალობელო, მთაო პოხილო და შეყოფილო სულითა წმიდითა. გიხაროდენ სასანთლეო, და ტაკუკო მანანასაო დამატკბობელო მორწმუნეთაო:


გიხაროდენ ჰოი დედოფალო, სოფლისა სალხინებელო, და ქვეყანით ზეცად ამაღლებულო კიბეო. გიხაროდენ ხიდო წიაღ-მყუანებელო სიკუდილისაგან ცხოურებად, შემსხმელთა შენთა ყოვლად-წმიდაო:


გიხაროდენ ცათა უმაღლესო, ქვეყანისა შემოქმედისა უცხოდ დამტევნელო, გიხაროდენ, რომელმან შეჰღებე სისხლთა შენთაგან პორფირი სამეუფოი, ღვთისა და მეუფისა ძალთასა, ქრისტეს მხსნელისა:


გიხაროდენ ჰსჯულის-მდებელისა ჭეშმარიტისა მშობელო, რომელმან ცოდუანი ყოველთანი უსასყიდლოდ აღჰხოცნა, გამოუთქმელო სიმაღლეო, და განუცდელო სიღრმეო, რომლისა მიერ ღმერთ ვიქმენნით ადამიანნი: შენ რომელმან შეუთხზენ სოფელსა ხელით უთხზუელი გვირგვინი, შესხმით გიღაღადებთ და ვიტყვით, გიხაროდენ ქალწულო, ყოველთა მცუელო მტკიცეო, და ზღუდეო, და ძალო, და შესავედრებელო ყოვლად-წმიდაო:



გალობა 5. სძლის-პირი:


ნაწილ ჩემდა ხარ ქრისტე, და დიდება თავისა ჩემისა, რამეთუ შენ მხოლომან მიხსნენ ჩვენ ბნელისაგან წყუდიადისა უგუნურებისა, ნათლითა მით ღვთაებისათა, და შენდამი ვჰღაღადებთ მშვიდობაი შენი მომეც ჩუენ:


გიხაროდენ ქალწულო, რომელმან გვიშევ გზა ცხოურებისა, და წყლით-რღუნისგან ცოდვისა გვიხსნენ ჩვენ, სასმენელო და სასიტყუელო შესაძრწუნებელო, ღვთისა-დედაო გიხაროდენ ტაძარო ყოველთა მეუფისაო:


გიხაროდენ უხრწნელო, სძალო და სიმტკიცეო კაცთაო, და ადგილო ღვთისა დიდებისაო, სასძლოო ნათლისაო, და მკულელო სიკუდილისაო. სიხარულო ანგელოსთაო, შემწეო მორწმუნეთა მვედრებელთა შენთაო.


გიხაროდენ სიტყვისა ეტლო, და საყდარო ცეცხლის-ფერო.

გიხაროდენ სამოთხეო წმიდაო, ხისამის ცხოურებისა გამოუთქმელად მტვირთუელო, რომლისა სიტკბოება ცხოველ-ჰყოფს სარწმუნოებით მიმღებელთა მისთა, ყოვლად-წმიდაო:


შენ მიერ ცხოვნებული სარწმუნოებით გიღაღადებთ შენ.

გიხაროდენ ქალწულო ღვთისაო, რომლისათვის ითქუა ჭეშმარიტად დიდებული, და მთაო გამოუკუეთელო. რომლისაგან უხელოდ გამოეკუეთა ქრისტე ღმერთი:


გიხაროდენ უსძლოო, ვრცელო საყდარო მეუფისაო, უსასყიდლოსა მარგარიტისა უზესთაეს სიტყვისა გამომაბრწყინუებელო, ღვთისა დაგებისა მიზეზო, და მადიდებელთა შენთა განსაცდელთაგან მხსნელო:



გალობა 6. სძლის-პირი:


ცოდვისა სიღრმეთა დამთქეს მე, ვითარცა იონა ზღვისა უფსკრულთა, და ვჰღაღადებ შენდა მომართ, სახიერ და კაცთ-მოყვარე, აღმომიყუანე ვითარცა იგი დანთქმისა მისგან:


გიხაროდენ ტაძარო ღვთისაო, მიზეზო ყოველთა განმღრთობისაო,

გიხაროდენ ხმა-მაღალო, ღვთის-მეტყუელთა ქადაგებაო.

გიხაროდენ მოციქულთა შუენიერებაო:


შენგან გარდმოეცა ცუარი დამშრეტელი უღმრთოებისა ცეცხლსა, ამისთვისცა გიღაღადებთ, ყოვლად-წმიდაო საწუმისო, რომელი პირველ გიხილა გედეონ, გიხაროდენ:


რომელი ვჰხმობთ გიხაროდენსა, გუექმენ ნავსაყუდელ ღელუა-გუემულთა, და შესავედრებელ მყუდრო, უფსკრულისაგან ჭირთასა გარეშეცულთა, ყოვლად-წმიდაო, ღვთისა-დედაო:


ჰოი სიხარულისა მიზეზო, მხიარულ-ჰყუენ გულის-სიტყუანი ჩვენნი, რათა ქებით გიღაღადებდეთ. გიხაროდენ, სულ-მცირეო ღრუბელო ნათლისაო, მფარველო მორწმუნეთაო:



იპაკონი და იკოსნი წმიდისა ღვთისმშობლისანი.
კონდაკი 1


ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღვაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან სამადლობელსა შევსწირავთ ღვთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩვენ, რათა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო, გიხაროდენ სძალო უსძლოო.

 

იკოსი 1


ანგელოსი წინა-მდგომი ზეცით მოივლინა, ჰრქმად ღუთისმშობლისად: გიხაროდენ და უსხეულოსა სიტყვისა სხეულევან ქმნილისა, შენი მხილველი უფალი განჰკვირდა, და დაჰსდგა მხმობელი ესე ვითართა.


გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების.

გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების.

გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღდგომაო.

გიხაროდენ ცრემლთა ევასთა ხსნაო,

გიხაროდენ, სიმაღლეო ძლით აღსავალო კაცობრივთა გულის-სიტყვათაო.

გიხაროდენ, სიღრმეო ძლით სახილველო ანგელოსთაცა თუალებისაო.

გიხაროდენ, რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა.

გიხაროდენ, რამეთუ ჰმტვირთველობ ყოველთა მტვირთველსა.

გიხაროდენ, ვარსკულაო მომფენელო მზისაო.

გიხაროდენ, წიაღო ღუთის-განხორციელებისაო.

გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული.

გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანის-იცემების დამბადებელი,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 2


მხედველი წმიდისა თავისა თვისისა უბიწოებით, ეტყოდა გაბრიილს კადნიერებით. საკვირველებაი ხმისა შენისა ძნიად მისათვალველ უჩნს სულსა ჩემსა, რამეთუ უთესლოისა მიდგომილებისა შობასა წინასწარ იტყვი, მხმობელი, ალილუია.


იკოსი 2


ცნობისა უცნაურისა ცნობისა მეძიებელმან, ქალწულმან ხმაჰყო მსახურისა მიმართ. წიაღთაგან უბიწოთა, ძისა ვითარ არს შობა შესაძრწუნებელი, მითხარ მე, რომლისა მიმართ, იტყოდა იგი შიშით გარნა მხმობელი ესრეთ:

გიხაროდენ, მესაიდუმლეო განზრახვისა გამოუთქმელისაო.

გიხაროდენ, წყაროო მქონეო სარწმუნოებისაო.

გიხაროდენ, დასაბამო ქრისტეს საკვირველებათაო.

გიხაროდენ, თავო ჰსჯულთა მისთაო.

გიხაროდენ, კიბეო ზეცისაო, რომლისა მიერ გარდამოხდა ღმერთი.

გიხაროდენ, ხიდო წიაღმყუანებელო ქუეყანისათაო ცად მიმართ.

გიხაროდენ, ანგელოსთა მრავალგანთქმულო საკვირველებაო.

გიხაროდენ, ეშმაკთა მრავალსაგოდებელო წყლულებაო.

გიხაროდენ, ნათლისა გამოუთქმელისა მშობელო.

გიხაროდენ, თუ ვითარ არა ვისო მსწავლელო.

გიხაროდენ, ბრძენთასა ზესთა ქმნილო მეცნიერება:

გიხაროდენ, მორწმუნეთასა განმაბრწყინუებელო მცნობელობასა.

გიხაროდენ, სძალო უსძლოო:



კონდაკი 3


ძალი მაღლისა აგრილებდა მაშინ მიდგომისათვის უქორწინებელისა, და ნაყოფიერებისაგან საშოისა მისისა, ვითარცა აგარაკისაგან აჩუენა სიტკბოებაი ყოველთა მნებებელთა, მოსთულებასა მაცხოვარებისასა, გალობით ესრეთ: ალილუია.


იკოსი 3


მქონებელი ღუთის-შემწყნარებელისა საშოისა ქალწული აღვიდა ელისაბედის მიმართ. ხოლო ჩვილმან მისმან მეყუსეულად აგრძნა რა მოკითხუა მისი ჰკრთებოდა, და კრთომით ვითარცა გალობით ჰხმობდა ღუთის-მშობელისა მიმართ.

გიხაროდენ, ვაზო მორჩისა დაუჭნობელისაო.

გიხაროდენ, ქუეყანაო უკუდავისა ნაყოფისაო.

გიხაროდენ, მენერგისა ცხოვრებისა ჩუენისასა აღმომაცენებელო.

გიხაროდენ, მუშაკისა კაცთმოყუარისა მომმუშაკებელო.

გიხაროდენ, ორნატო გამომღებელო ნაყოფისა წყალობისასა.

გიხაროდენ, ტაბლაო მტვირთველო უხუებასა ლხინებისასა.

გიხაროდენ, რამეთუ განჰმზადებ ნავთ-საყუდელსა სულთასა.

გიხაროდენ, რამეთუ აღმოამორჩებ ყუავილსა საშუებელთასა.

გიხაროდენ, მითუალულო მეოხებისა საკმეველო.

გიხაროდენ, ყოვლისა სოფლისა სალხინებელო.

გიხაროდენ, ღუთისა მოკუდავთა მომართ სათნო-ყოფაო.

გიხაროდენ, მოკუდავთა ღუთისა მიმართ კადნიერებაო.

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 4


ღელუასა შინაგან მქონებელი გულის-სიტყუათა იჭუნეულთასა, მართალი იოსებ შეშფოთნა, რამეთუ უქორწინებელსა გხედვიდა შენ, დაფარულსა ქორწილსა აზმნობდა შენთვის უბიწოო. ხოლო ისწავა რა მიდგომაი შენი სულისა მიერ წმიდისა, ხმაჰყო, ალილუია.


იკოსი 4


ესმა მწყემსთა ანგელოსთაგან მგალობელთა ხორციელი მოსლუაი ქრისტესი, და ვითარცა მწყემსისა მიმართ მსრბოლთა იხილეს იგი, ვითარცა კრავი უმანკოი, მუცელსა შინა მარიამისასა აღზრდილად, რომლისა მგალობელთა ჰსთქუეს:

გიხაროდენ, ტარიგისა და მწყემსისა დედაო,

გიხაროდენ, ქნარო სიტყვიერთა ცხოვართაო,

გიხაროდენ, უხილავთა მხეცთა მაოტებელო,

გიხაროდენ, სამოთხისა ბჭეთა განმღებელო,

გიხაროდენ რამეთუ ზეცისანი ქუეყანისათა თანა იხარებენ,

გიხაროდენ, რამეთუ ქუეყანისანი ზეცისათა თანა მწყობრობენ,

გიხაროდენ, დაუდუმებელო პირო მოციქულთაო,

გიხაროდენ, უძლეველო ახოვანებაო ღუაწლითშემოსილთაო,

გიხაროდენ, სარწმუნოებისა ხარისხო მტკიცეო,

გიხაროდენ, მადლისა საცნაურისა ბრწყინვალებაო,

გიხაროდენ, რომლისა მიერ განშიშულდა ჯოჯოხეთისა მძლავრება,

გიხაროდენ, რომლისა მიერ შევიმოსეთ დიდება,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 5


ღმრთივ მავალისა ვარსკულავისა მხილველნი მოგუნი მისსა შეუდგეს ბრწყინვალებასა, და ვითარცა სანთლისა მპყრობელნი მისნი, მის მიერ ეძიებდეს ძლიერსა მეუფესა, და მისწუთეს რა მიუწთომელსა, განიხარეს მხმობელთა, ესრეთ ალილუია.


იკოსი 5


იხილეს ყრმათა ქალდეველთასა, ხელთა ზედა ქალწულისათა ხელითა დამბადებელი კაცთა, და მეუფედ მცნობელნი მისნი, დაღაცათუ ხატი მონისა მიიღო ისწრაფდეს ძღუნითა მსახურებად მისა, და ღაღადებად კურთხეულისა:

გიხაროდენ, ვარსკულავისა დაუღამებელისა დედაო,

გიხაროდენ, ცისკარო საიდუმლოსა დღისაო,

გიხაროდენ, სახმილისა საცთურისასა დამაცხრობელო,

გიხაროდენ, სამებისა მესაიდუმლოეთა მცველო,

გიხაროდენ, მძლავრთა კაცთმოძულეთა მთავრობისა განმდევნელო,

გიხაროდენ, უფლისა კაცთმოყვარისა ქრისტეს გამომაბრ¬წყინვებელო,

გიხაროდენ, სიხენეშისა საქმეთაგან გამომხსნელო,

გიხაროდენ, ბარბაროსთა ჰსჯულისა დამხსნელო,

გიხაროდენ, ცეცხლისა თაყვანისცემისა დამაცხრობელო,

გიხაროდენ, ალისა ვნებათასა დამშრეტელო,

გიხაროდენ, სპარსთა სიწმიდისა მასწავლელო,

გიხაროდენ, ყოველთა ნათესავთა მხიარულ მყოფელო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 6


ქადაგ ღმერთშემოსილქმნულნი მოგუნი, მიიქცეს ბაბილოვნად, სრულჰყუეს რა წინაუწყებაი შენი, და გქადაგეს ყოველთა შორის ქრისტედ დამტევებელთა ჰიროდისთა, ვითარცა მოკიცხულისა არმეცნიერისასა, გალობად ესრეთ ალილუია.


იკოსი 6


გამობრწყინდი რა ეგვიპტეს შინა ნათელი ჭეშმარიტებისა, განსდევნე ბნელი ტყუილისა, რამეთუ კერპნი მისნი მაცხოვარ ვერ თავსმდებელნი ძალისა შენისანი დაეცნეს; ხოლო მათგან ხსნილნი ჰხმობდეს ღუთისმშობელისა მიმართ:

გიხაროდენ, აღმართებაო კაცთაო,

გიხაროდენ, დაცემაო ეშმაკთაო,

გიხაროდენ, საცთურისა ცთომილებისა დამთრგუნველო,

გიხაროდენ, კერპთა ზაკულებისა მამხილებელო,

გიხაროდენ, ზღვაო საცნაურისა ფარაოს დამნთქმელო,

გიხაროდენ, კლდეო წყურიელთათვის ცხოვრებისა მწდეველო,

გიხაროდენ, სუეტო ცეცხლისაო წინამძღუარო ბნელისათაო,

გიხაროდენ, სოფლისა საფარუელო უვრცელესო ღრუბელთაო,

გიხაროდენ, საზრდელო მონაცულეო მანანასაო,

გიხაროდენ, მსახურო საშუებელისა წმიდისაო,

გიხაროდენ, ქუეყანაო აღთქმისაო,

გიხაროდენ, რომლისაგან ჰსდის სძე და თაფლი,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 7


ეგულებოდა რა სვიმეონს აქაისა საცთურიანისაგან საუკუნოსად მიცუალება მიეცი მას ვითარცა ჩვილი, არამედ ღმერთადცა სრულად საცნაურ იქმენ მისსა, რომლისათვისცა განჰკვირდა შენსა გამოუთქმელსა სიბრძნესა ზედა, მხმობელი ალილუია.


იკოსი 7


ახალი აგებული გუეჩუენა, გამოგვიჩნდა რა აღმგებელი ჩუენი მის მიერ ქმნულთა, საშოისაგან უთესლოისა აღმოცენდა და დაიცვა იგი ვითარ იყო უხრწნელად, რათა საკუირუელებისა მხილველნი უგალობდეთ მას ხმობით:

გიხაროდენ, ყუავილო უხრწნელებისაო,

გიხაროდენ, გვირგვინო კრძალულებისაო,

გიხაროდენ, აღდგომისა ხატო ბრწყინვალეო,

გიხაროდენ, ანგელოსთა ცხოურებისა გამომაჩინებელო,

გიხაროდენ, ხეო ნაყოფელუარეო რომლისაგან იზრდებიან მორწმუნენი,

გიხაროდენ, ნერგო კეთილჩრდილ ფურცელოვანო, რომლისა ქუეშე დაიგრილებენ მრავალნი,

გიხაროდენ, მუცლად მღებელო გამომხსნელისა ტყუეთასაო,

გიხაროდენ, ნაყოფად გამომღებელო წინამძღუარისა შეცთო¬მილთასაო,

გიხაროდენ, მსაჯულისა მართლისა სავედრებელო,

გიხაროდენ, მრავალთა ცოდუათა შესანდობელო,

გიხაროდენ, სამოსელო შიშუელთაო უხრწნელო,

გიხაროდენ, წადიერებაო ყოველთა სურვილთა მძლეო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 8


უცხოსა შობისა მხილუელნი უცხო ვიქმნნეთ სოფლისა, ზეცად მიცუალებულნი გონებითა, რამეთუ ამისთვის მაღალი ქუეყანასა ზედა გამოსჩნდა მდაბლად კაცად, მგულვებელი მიზიდვისა სიმაღლედ მიმართ თვისთა მღაღადებელთასა, ალილუია.


იკოსი 8


ყოვლად იყო ქუეყანისა თანა, და ზენათაგან ყოვლად არა მოკლებულ იყო, გარეშეუწერელი სიტყუა, რამეთუ თანაშთამოსლუაი ღვთაებრი, და არა ცუალება იქმნა, ადგილებრი შობა ქალწულისაგან ღმრთივმიმადლებულისა მსმენელისა ამათისა:

გიხაროდენ, ღმრთისა დაუტევნელისა დამტევნელო,

გიხაროდენ, პატიოსნისა საიდუმლოსა კარაო,

გიხაროდენ, ურწმუნოთა იჭუნეულო სასმენელო,

გიხაროდენ, მორწმუნეთა უეჭველო სიქადულო,

გიხაროდენ, საყდარო ყოვლად წმიდაო ქერუბიმთა ზედა განსვენებულისაო,

გიხაროდენ, სავანეო ყოვლად დიდებულო სერაბინთა ზედა განსუენებულისაო,

გიხაროდენ, წინააღდგომათა იგივეობად მომყუანებელო,

გიხაროდენ, ქალწულებისა და შობის შემაუღლებელო,

გიხაროდენ, რომლისა მიერ დაიხსნა გარდასლუაი,

გიხაროდენ, რომლისა მიერ განეღო სამოთხეი,

გიხაროდენ, კლიტეო ქრისტეს სამეუფოსაო,

გიხაროდენ, სასოებაო კეთილთა საუკუნეთაო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 9


ყოველი ბუნება ანგელოსთა განაკვირვა, დიდმან განკაცებისა შენისა საქმემან, რამეთუ შეუხებელსა ვითარცა ღმერთსა გხედვიდეს ყოველთა შესახებელად, კაცად უკვე ჩუენ თანა მქცეველად, ხოლო მსმენელად ყოველთა მიერ ესრეთ, ალილუია.


იკოსი 9


რიტორთა მრავალხმათა, ვითარცა თევზთა უხმოთა ვჰხედავთ შენდამი ღმრთისმშობელო, რამეთუ უღონო არიან თქმად, თუ ვითარ ქალწულადცა ჰგიე, და შობად შეუძლე, ხოლო ჩუენ საიდუმლოსა ამის ძლით განკვირვებულნი სარწმუნოებით ვჰხმობთ:

გიხაროდენ, სიბრძნისა ღმრთისა სავანეო,

გიხაროდენ, წინაგანგებისა მისისა სასწაულო,

გიხაროდენ, ფილოსოფოსთა სულელად გამომაჩინებელო,

გიხაროდენ, სიტყუახელოვანთა უსიტყვობისა მამხილებელო,

გიხაროდენ, რამეთუ სულელ იქმნეს მრავალღონენი და გამომძიებელნი,

გიხაროდენ, რამეთუ დასჭნეს მოქმედნი იგი ზღაპართანი,

გიხაროდენ, ათინელთა თხზულებისა განმხეთქელო,

გიხაროდენ, მეთევზურთა ბადეთა აღმავსებელო,

გიხაროდენ, სიღრმით უმეცრებისათ აღმომყუანებელო,

გიხაროდენ, მრავალთა მეცნიერებითა განმანათლებელო,

გიხაროდენ, ნავო მნებებელთა ცხორებისაო,

გიხაროდენ, ნავთსაყუდელო საწუთოსა შინა ღელუაგუემულთაო,

გიხაროდენ სძალო უსძლოო.



კონდაკი 10


ცხოუნება რა სოფლისა ინება ყოველთა შემოქმედმან, ამისდა მომართ თვით აღძრვით მოიწია, და მწყემსი იგი ვითარცა ღმერთ არს, ვითარცა ღმერთი ჩუენთვის გამოჰსჩნდა და მსგავს ჩვენდა იშვა, რამეთუ მსგავსითა მსგავსსა მოუწოდა, ვითარცა მნებებელმან სმენად ალილუია.


 იკოსი 10


ზღუდე ხარ ქალწულთა ღმრთისმშობელო ქალწულო, და ყოველთა შენდა მოლტოლვილთა, რამეთუ ზეცისა და ქვეყანისა დამბადებელმან აღგაშენა შენ უხრწნელო, დაემკვიდრა რა საშოსა შენსა, და ასწავა ყოველთა ხმობად შენდამი:

გიხაროდენ, ძეგლო ქალწულებისაო,

გიხაროდენ, ბჭეო ცხოვრებისაო,

გიხაროდენ, დასაბამო საცნაურისა აღმოდაბადებისაო,

გიხაროდენ, მომნიჭებელო ღვთაებრისა სახიერებისაო,

გიხაროდენ, რამეთუ შენ გონიერჰყვენ ცთომილნი გონებითა,

გიხაროდენ, რამეთუ შენ გულისხმიერჰყუენ შეცთომილნი პირველ,

გიხაროდენ, ხრწნილებისა საგრძნობელთასა უჩინომყოფელო,

გიხაროდენ, დამთესუელისა უბიწოებისა მშობელო,

გიხაროდენ, სასძლო უთესლოსა სძლობისაო,

გიხაროდენ, მორწმუნეთა უფლისათა სამკაულო,

გიხაროდენ, შუენიერო სიკეთეო ქალწულთაო,

გიხაროდენ, სულთა წმიდათა სასძლო შესამოსელო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 11


გალობა ყოველი იძლევის თანაგანვრცომად, მოსწრაფე სიმრავლესა ფრიად მოწყალებათა შენთასა, რიცხუედთა ფსალმუნთა და საგალობელთა, რომელთა შევსწირავთ შენდა წმიდაო მეუფეო, რამეთუ ვერა რას სრულ ვჰყოფთ ღირსსა, რომელნი მომცენ მღაღადებელთა შენთა: ალილუია.


იკოსი 11


ნათლისა მტვირთველად, ლამპრად ბნელისათვის გამოჩინებულად,  ვხედავთ წმიდასა ქალწულსა, რამეთუ უნივთოითა ნათლითა მნთებარე, საღმრთიოსა მეცნიერებისა მიმართ მიძღვის ყოველთა, ცისკარი, განმანათლებელი გონებისა, ხოლო ღაღადებით პატივ-ცემული ესრეთ:

გიხაროდენ, შარავანდედო საცნაურისა მზისაო,

გიხაროდენ, ლამპარო დაუვალი ნათლისაო,

გიხაროდენ, ელვაო სულთა განმანათლებელო,

გიხაროდენ, ქუხილო მტერთა განმკუეთელო,

გიხაროდენ, რამეთუ მრავალ ნათელსა აღმოაბრწყინვებ განათლებასა,

გიხაროდენ, რამეთუ მრავალ-ნეკტარსა აღმოაცენებ მდინარესა,

გიხაროდენ, ემბაზისა მსგავსებისა გამომხატველო,

გიხაროდენ, ცოდვისა, ბიწისა წარმღუენელო,

გიხაროდენ, საბანელო განმწმედელო სვინდისისაო,

გიხაროდენ, ტაკუკო განზავებულო სიხარულითა,

გიხაროდენ, მირონო, ქრისტეს სუნნელებისაო,

გიხაროდენ, ცხოვრებისა საიდუმლოსა სერობაო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 12


მადლისმიცემისა მნებებელი, შეცოდებათა პირველთა ყოველთა კაცთა ვალისა დამხსნელი მოვიდა თავისა მიერ თვისისა მადლისა მისისა განშორებულთა მომართ და განხეთქა რა ხელითწერილი, ესმის ყოველთა მიერ ესრეთ ალილუია.


იკოსი 12


მგალობელნი შობისა შენისანი შეგასხამთ შენ ყოველნი, ვითარცა სულიერსა ტაძარსა ღმრთისმშობელო, რამეთუ შენსა დაემკვიდრა საშოსა, მპყრობელი ყოველთა ხელითა უფალი, განჰწმიდა და ადიდა და ასწავა ყოველთა ღაღადებად შენდა:

გიხაროდენ, კარაო ღვთისა სიტყვისაო,

გიხაროდენ, წმიდისა წმიდათასა უაღრესო,

გიხაროდენ, კიდობანო ოქროვანქმნილო სულითა,

გიხაროდენ, საუნჯეო ცხოვრებისაო დაულევნელო,

გიხაროდენ, პატიოსანო გვირგვინო მეფეთა კეთილმსახურთაო,

გიხაროდენ, სიქადულო წარჩინებულო კრძალულთა მღუდელთაო,

გიხაროდენ, ეკლესიისა შეურყეველო გოდოლო,

გიხაროდენ, მეფობისა დაურღვეველო ზღუდეო,

გიხაროდენ, რომლისა მიერ აღსდგენ ბაძუანი,

გიხაროდენ, რომლისა მიერ მტერნი დაეცემიან,

გიხაროდენ, ნათლისა ჩემისა სრულებაო,

გიხაროდენ, სულისა ჩემისა სასოებაო,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 13


ჰოი ყოვლადსაგალობელო დედაო მშობელო ყოველთა წმიდათა უწმიდესისა სიტყვისა მიმთუალუელმან აწინდელისა ამის ძღუნისამან ყოვლისა განსაცდელისაგან იხსნენ ყოველნი, და მერმისა სატანჯუელისაგან გამომიხსნენ, მღაღადებელნი ესრეთ, ალილუია (3-გზის)


იკოსი 1


ანგელოსი წინამდგომი, ზეცით მოივლინა ჰრქმად ღმრთისმშობელისად: გიხაროდენ, და უსხეულოსა სიტყვისა სხეულოვან ქმნილისა, შენი მხილველი უფალო განჰკვირდა, და დასდგა მხმობელი ესე ვითართა:

გიხაროდენ, რომლისა მიერ სიხარული გამობრწყინდების,

გიხაროდენ, რომლისა მიერ წყევაი მოაკლდების,

გიხაროდენ, დაცემულისა ადამის აღდგომაო,

გიხაროდენ, ცრემლთა ევასთა ხსნაო,

გიხაროდენ, სიმაღლეო ძლით აღსავალო კაცობრივთა გულისსიტყვათაო,

გიხაროდენ, სიღრმეო, ძლით სახილველო ანგელოსთაცა თუალებისაო;

გიხაროდენ რამეთუ ხარ საყდარ მეუფისა,

გიხაროდენ, რამეთუ ჰმტვირთველობ ყოველთა მტვირთველსა,

გიხაროდენ, ვარსკულაო მომფენელო მზისაო,

გიხაროდენ, წიაღო ღუთისგანხორციელებისაო,

გიხაროდენ, რომლისა მიერ განახლდების დაბადებული,

გიხაროდენ, რომლისა მიერ თაყუანისიცემების დამბადებელი,

გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



კონდაკი 1


ზესთამბრძოლისა ჩემისათვის, და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა შევსწირავთ ღუთისმშობელო ქალწულო შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერება უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რათა გიგალობდეთ შენ კურთხეულო, გიხაროდენ, სძალო უსძლოო.



გალობა 7. სძლის-პირი:


არა მსახურეს დაბადებულთა, ღმერთ-შემოსილთა დამბადებლისა წილ. და შეურაცხ-ჰყუენ ცეცხლი შემწუელ სატანჯუელთა, და ესრეთ იტყოდეს, ამაღლებულო ღმერთო მამათა ჩვენთაო უფროსად კურთხეულ ხარ შენ:


გიხაროდენ მზისა საცნაურისა ეტლო შუენიერო, და ვენახო კეთილ გამომღებელო ტევანსა ტკბილსა, რომელმან გვიწდია ღვინოი საღმრთო მახარებელი გულთა, სურვილით მგალობელთა შენთა საღმრთოისა ღვთის-დედაო:


გიხაროდენ შენ სძალო ღვთისაო, რომელმან გვიშევ ჩვენ მკურნალი ყოველთა, კუერთხო, რომელმან აღაყუავილე ყუავილი იგი დაუჭნობელი,

გიხაროდენ, ქალწულო, სიხარულისა უოხჭნოსა მომატყუებელო: ენა მეტყუელთა ვითარ შემძლებელ არს, ღირსად გალობასა შენსა დედოფალო, რამეთუ უფროს სერაფიმთა ამაღლდი, ჰშევ რა ქრისტეი მხსნელი ჩვენი, რომლისაგან ითხოვე დაცუაი ქალაქისა შენისა განსაცდელთაგან:


გნატრიან კიდენი სოფლისანი დედაო ღვთისაო და სურვილით ჰხმობენ, გიხაროდენ შენ გრაგნილო, რომელსა დაიწერა სიტყუა მამისა თითითა მამისათა, მისგან გვთხოვე, რათა აღგუწერნეს ჩვენ ზეცათა შინა:


შეგივრდებით ჩვენ მონანი შენნი, და გულისა ჩვენისა მუხლთა მოვიდრეკთ, ღვთისა-დედაო, მოჰყავ ყური შენი, და გვიხსნენ ჭირთაგან დათქმულნი, და მტერთა ბრძოლისა, და წარტყუენისაგან დაიფარე ქალაქი შენი:



გალობა, 8. სძლის-პირი:


  ყრმანი ბრწყინუალენი სახმილისაგან, პირველად იხსნა შობილმან ქალწულისაგან, რომლითა მოასწავა ხსნაი ჩვენი საცთურისაგან, და ნათლითა შემოსილნი მათ თანა ვიტყოდეთ, უფალსა უგალობდით ყოველნი, და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:


  შეიწყნარე სიტყვა საშოსა შენსა, და მტვირთველი ყოველთა წიაღთა იტვირთე, და სძითა ჰზრდიდი სძალო ყოვლისა სოფლისა მზრდელსა ზესთა ცნობისა და გონებისა, ამისთვის ვიტყვით უფალსა უგალობდით ყოველნი:


  მოსე იხილა მაყლოვანსა შინა, შობისა შენისა დიდებული საიდუმლოი. ყრმათა ცხადად ჰქადაგეს ცეცხლსა შინა შეცვლა, ყოვლად-უბიწოო ქალწულო, ამისთვის ვიტყვით: უფალსა უგალობდით ყოველნი და უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე:


პირველ ურჩებით განშიშულებულთა, სამოსელი უხრწნელებისა შევიმოსეთ შენგან შობითა სძალო, და რომელნი ვჰსხედით ბნელსა ცოდუათასა, ნათელი წარუვალი ვიხილეთ, ქალწულო ნათლისა საუნჯეო, ამისთვის აღგამაღლებ შენ უკუნისამდე:


მკუდარნი შენ მიერ განცხოველდებიან, რამეთუ ცხოვრებაი არსებითი გვიშევ ჩვენ, სძალო, უტყუნი  აღიტყუებიან, კეთროვანი განწმდებიან, სენნი ივლტიან, ჰაერთა სულნი იძლევიან, ამისთვის გიგალობთ კურთხეულო, კაცთა ცხოვრებისა მიზეზო ღვთისა-დედაო:


გიხაროდენ მიმადლებულო სძალო, რომელმან ჰშევ ცხოვრებაი დაბადებულთა, რომლისა მიერ ზეცად ავმაღლდით ქუეყანისანი. გიხაროდენ ზღუდეო და მცუელო, და მფარველო, და სიმტკიცეო მორწმუნეთაო, რომელნი აღამაღლებენ ქრისტესა უკუნისამდე:



გალობა, 9. სძლის-პირი:


ყოველნი ტომნი ქუეყანისანი იხარებენ დღეს სულითა, და დღესასწაულობენ, გუნდნი ზეცისა უსხეულოთანი, დიდებით მუცლად-ღებასა ყოვლად-უბიწოსასა, და იტყვიან: გიხაროდენ მარადის ქალწულო მარიამ სასუფეველსა:


რათა მადლობით გიხაროდენსა გიღაღადებთ შენ მიერ სიხარულსა ღირსქმნილნი, გვიხსნენით ბარბაროსთა ზედა-მოსლვისაგან, და ჭირთა, და წყლულებათა, და ყოველთა ურვათა ცოდვათა მიერ ჩუენ ზედა მოწევნულთა, ქალწულო წმიდაო, ღვთისა-დედაო:


იქმენ სიმტკიცე, და ნათელ, და ცხოვრება კაცთა ნათესავისა, ამისთივს გიღაღადებთ: გიხაროდენ, მთიებო აღვსებულო, და მზეო ღვთიუ-ბრწყინვალეო. გიხაროდენ, ადამის აღმართებაო, და კვალად სამოთხისა ბჭეთა განმღებელო ღვთისა-დედაო:


დავსდგეთ კრძალულად სახლსა შინა ღვთისა ჩვენისასა. და ღაღადვჰყოთ: გიხაროდენ, ქალწულო ქრისტეს-დედაო დედოფალო ჩვენო. გიხაროდენ, შუენიერო შორის დედათა სძალო. გიხაროდენ, შენ მნათობო სოფლისაო, და შემყვანებელო ჩუენო სამოთხედ:


გიხაროდენ შენ ტრედო წმიდაო, და დედაო ქრისტეს ღვთისაო. გიხაროდენ, ყოველთა მართალთა და მოღუაწეთა გვირგვინო. გიხაროდენ, სიქადულო ყოვლისა სოფლისაო ყოვლად-წმიდაო, და ჩვენ შემსხმელთა შენთა ცხოურებაო, ძალო და დიდებაო:


მოწყალე ექმენ ერსა შენსა სახიერ, და უგულებელს ჰყუენ შეცოდებანი ჩვენნი, მეოხებითა დედისა შენისათა, რომელიცა სათნო-იყავ სამკვიდრებელად შენდა, ყოვლად-ძლიერო, და გვიხსნენ ყოველთაგან მტერისა საფრთხეთა, და განსაცდელთა:


გამოავლინე: დედანო ყურად-იღეთ. პირველ საუკუნითგან საიდუმლო ღვთისა იცნობების დღეს, ღმერთი სიტყუა, ძე ქალწულისა მარიამისაგან წყალობით იქმნების, და სიხარულსა ხარებისასა გაბრიილ ჰღაღადებს, ხოლო ჩვენ ყოველთა მის თანა ღაღად-ვჰყოთ, გიხაროდენ, დედაო უფლისაო:



აქებდითი, ხმა 4 : მხნეონი


დაფარული საიდუმლოი ანგელოსთა უცნაური აწ ერწმუნა გაბრიილს მთავარ-ანგელოსსა, და ესერა მოვალს შენდა, მხოლოსა უბიწოსა, ტრედისა უმანკოსა, ადამიანთა მხსნელისა, და გიღაღადებს, გიხაროდენ, ქალწულო, განემზადე, სიტყვითა სიტყვისა ღვთისა შეწყნარებად წიაღთა შენთა:


ნათლითა სავსე პალატი განგემზადა მეუფეო, საშოი ყოვლად-უხრწნელისა ღვთისა-დედისა. მოვედ უფალო გარდამოჰხედ, აცხოვნე ქმნილი შენი, შურითა დაცემული, და ზაკვით დამონებული მხდომისა მიერ, და ყოვლად-უხმარ-ქმნილი, და შენისა მოლოდებისა მოსავი და გარდამოსლვისა მოქენე:


გაბრიილ ძალთა-მთავარი მოვალს შენდა უბიწოო, რათა გიღაღადოს შენ ბრწყინუალითა ხმითა. იხარებდ წყევისა დამხსნელო, და კაცთა აღდგომაო. გიხაროდენ, მხოლოო გამორჩეულო ღვთისაო. გიხაროდენ, შენ სულ-მცირეო ღრუბელო. შეიწყნარე მზე სიმართლისა, დამბადებელი. შენდა სიმდაბლით მომავალი:


დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!


მჯდომარე: ენა, რომელი არა იცოდა ესმა ღვთის-მშობელსა რაჟამს იგი ეტყოდა მას ანგელოსთა-მთავარი სიტყუათა ხარებისათა, რომლისათვისცა, სარწმუნოებით შეიწყნარე მოკითხვაი იგი, და მუცლად-გიღო შემოქმედი საუკუნეთა ღმერთი, ამისთვის გიღაღადებთ სიხარულით ჩვენცა კაცთ-მოყუარეო, რომელი განჰკაცენ მისგან უქცეველად, და გამოუთქმელად, მშვიდობაი მოჰმადლე სოფელსა, და სულთა ჩუენთა მოეც დიდი წყალობა: