თებერვალი
ტროპარი, ხმა 4: ზეცისა ანგელოზთა გუნდნი მოიწივნის ქუეყანად და იხილეს ღმერთი, ვითარცა ჩვილი, ტვირთული მოხუცებულისა მკლავთა ზედა წინაშე ტაძრისა პირმშო ყოველთა დაბადებულთა დედისაგან უქორწინებელისა და ჩუენთანა უგალობენ ანგელოზნი წინადღესასწაულსა ამას, ყოვლადსაკვირველსა საკვირველებათასა.
კონდაკი, ხმა 3: მამისა თანა სიტყუა უხილავი აწ უკუე იხილვების ხორცითა, გამოუთქუმელად ქალწულისაგან შობილი და ხელთა ზედა მოხუცებულისათა მიეცემის, თაყვანს ვსცემთ მას, ვითარცა ჭეშმარიტსა ღმერთსა ჩუენსა.
კონდაკი, ხმა 8: სამებისა მიმართ სიმტკიცითა სიმრავლენნი ღმერთთანი დახსნენ და ქუეყანასა ზედა ქრისტეს მიერ პატიოსან იქმენ, ყოვლადქებულო, და სძლე მძლავრსა მას, და ქრისტეს მაცხოვრისაგან გვირგვინოსან იქმენ, და წამებისა შენისა მიერ განშუენდი, და მოგეცა უფლისა მიერ საღმრთო ნიჭი კურნებათა, ვითრცა პატიოსან მოწამესა.
ტროპარი, ხმა 1: გიხაროდენ, მიმადლებულო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩუენი; იხარებდ შენცა, მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩუენთა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
კონდაკი, ხმა 1: საშოი რა ქალწულებრივი განწმიდე შობითა შენითა და ხელნიცა სვიმეონისნი აკურთხენ, ვითარცა გშვენოდა, უსწრვე აწცა და გუაცხოვნენ, ქრისტე ღმერთო, დაამშვიდენ ბრძოლასა შინა მოქალაქობაი ჩუენი და დაიცვენ მეფენი, რომელნი შეიყუარენ, მხოლოო კაცთმოყუარე.
ტროპარი: სვიმეონ მოხუცებული ვადიდოთ, რომრლმან ახარა ადამს გამოხსნა ბნელისაგან და აღმოყვანებაი კვალად მუნვე სამოთხედ, და ჩვენ, მგალობელთა მისთა მოგვმადლოს ცოდვათა მოტევება.
კონდაკი, ხმა 4: მოხუცებული დღეს განხსნასა ევედრების საკრველისაგან ამის ხორციელისა ცხოვრებისათა და ქრისტესა მიიქვამს მკლავთა ზედა, შემოქმედსა და უფალსა.
ტროპარი: ანგელოზებრივი ცხორებაი მოიგე, ღმერთშემოსილო მამაო ევაგრე, და ანგელოზთა თანა უგალობ მეუფესა ყოველთასა, რომელსაცა ევედრები შეწყალებად ჩუენდა.
კონდაკი, ხმა 4: მეორედ მთიებად გპოვა შენ ეკლესიამან, ყოვლადდიდებულო, და სიტყუათა შენთა ელვითა განათლებული ღაღადებს შენდა მომართ: გიხაროდენ, ყოვლად სანატრელო და ღმრთივგანბრძნობილო ისიდორე.
კონდაკი, ხმა 4: განბრწყინდი დღეს, ეკლესიაო, პორფირითა მით დიდებულითა პატიოსანთა მათ სისხლთაგან, ღებულითა აღათია მოწამისათა და ღაღადებდ: გიხაროდენ, კატანის სიქადულო.
ტროპარი: ქართველთათვის ფრიად ჭირთა თავსმდებელო, ყოვლადსანატრელო მამაო არსენ იყალთოელო, ყურად-იხვენ ლოცვანი ჩუენი და მოგვიხსენე წინაშე ყოვლადწმიდისა სამებისა, რაითა ღირს-ვიქმნეთ დიდებასა მისსა.
კონდაკი, ხმა 4: საღმრთო იგი მადლი სასწაულთა მოიღე შენ; ღმრთივგანბრძნობილო სანატრელო პართენი, და საკვირველთმოქმედად გამოსჩნდი, ღმერთშემოსილო მამაო, და ყოველთა მორწმუნეთა კაცთა ვნებათა განსწმედ, და სულთა უკეთურთა იოტებ; ამისთვის გიგალობთ შენ, ვითარცა დიდსა მესაიდუმლოესა ღმრთისა მადლისასა.
ტროპარი, ხმა 4: მხედრობაი ჭეშმარიტი, ღმერთშემოსილო, ზესთა ცათა მხედართმთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე, თეოდორე, რამეთუ ჯაჭვ ჭური სარწმუნოებისა შეიჭურე გონიერებით და მოსარ ეშმაკთა ბანაკი, და ძლევაშემოსილას მოღუაწედ გამოსჩნდი; ამისთვის მარადის გნატრით მორწმუნენი.
კონდაკი, ხმა 2: სიმხნისა სულისათა განიმტკიცე სარწმუნოებაი და სიტყა ღმრთისა, ვითარცა ლახვარი, ხელთ იდევ, და მტერი დასწერტე, მოწამეთა შორის დიდებულო თეოდორე, მათ თანა ქრისტესა ღმერთსა ევედრე დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 4: ღმრთისა სიყვარულისა საკრველითა შეკრულმან ნიკიფორე, ცხადად განიხსენ სიბოროტე სიძულილისა და მახვილისა ქედი წარუპყრენ, ვითარცა საღმრთომან მოწამემან, ვინა ევედრე გახორციელებულსა მას მაცხოვარსა ჩუენ ყოველთათვის, რომელი უგალობთ დიდებულსა სახსენებელსა შენსა.
სხვა კონდაკი, ხმა 3: ფრთოვან-იქმენ ღმრთისა სიყვარულითა, წმიდაო, რომლისაცა ცხოველი ჯვარი მხართა ზედა აღიღე და არცხვინე სივერაგესა ეშმაკთსა, და იღუაწე ვიდრე სისხლთა დათხევადმდე, და გამოსჩნდი შენ ჭეშმარიტად აღჭურვილი, ნიკიფორე, მესაიდუმლოედ ღმრთისა.
კონდაკი, ხმა 6: აღუსებულ იქმენ მადლითა დიდებულისა მღვდელობისათა და ეკლესია ბრწყინვალედ შეამკვე საღმრთოთა მით ვნებითა შენითა, რომელნიცა ქრისტესათვსი თავს იდევ მხნედ მოხარულმან, ხარალამპი, პატიოსანი მნათობო ყოვლისა სოფლისაო, და განანათლენ კიდენი ქუეყანისანი, ვითარცა უძლეველმან.
კონდაკი, ხმა 8: საცხებელითა მღვდელთათა და წამებითა სისხლთა მიერ შემკობილ იქმენ, დიდებულო მამაო ვლასი, და მაღალთა შინა ბრწყინვალედ მდგომარე ხარ, ვინაცა ტაძარსა ამას შენსა შემოკრებულთა მოგვხედენ და შენდამი მღაღადებელთა გვფარევდ ჩვუენ მარადის.
სხვა კონდაკი, ხმა 2: ორძილო საღმრთო, ყუავილო დაუჭკნობელო, ქრისტეს ვენახისაო რტოო, მრავალ ვნებულო ღმერთშემოსილო ვლასო, სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი სიხარულით აღგვავსენ და ავედრე ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
ტროპარი, ხმა 4: საკვირველსა შენსა მფარველობასა,პორტაიტისაო, რომლისა მიერ გამოგვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა, შევუვრდებით და მხურვალედ ვღაღადებთ ყოვლადვე: ვითარცა ძველად აჩვენე მადლი შენი ჩუენ ზედა, ეგრეთვე აწცა, დედოფალო, ნუ დაგვიტევებ სრულიად, რამეთუ აღთქუმულ გაქვს შენ დაფარვაი და დაცვაი მათი, რომელნი შეუორგულებელითა სულითა მოვლენან შენდა.
ტროპარი, ხმა 1: წმიდისაგან ხატისა შენისა, ჰოი დედოფალო ღმრთისმშობელო, სიმრთელენი და კურნებანი უხვად მოეცემიან ყოველთა სარწმუნოებით და სიყუარულით მისდა მოლტოლვილთა; ამისთვს ჩემსაცა უძლურებასა მოხედენ და შეიწყალე სული ჩემი, სახიერო, ხოლო ხორცით განკურნე მადლითა შენითა, ყოვლადწმიდაო.
კონდაკი, ხმა 2: ვითარცა მეოხსა და დამფარველსა და ზედამდგომელსა, გიგალობს შენ მარადის, პორტაიტისაო, სახელდიდი მწყობრი შენი სამღდელოთა და სიღრმეთაგან სულისათა ხმობს შენდამო დაუცხრომელად: დამიცევ მე, დედოფალო.
კონდაკი, ხმა 6: სულიერისა მის შენისა კადნიერებისაგან შეშინებული ივლტის განდგომილი მაკედონიოს, ხოლო ჩუენ ვედრებით მსახურებისა შენისა აღმასრულებელნი მონანაი შენი მოვილტვით შენდა სიხარულით, ანგელოზთა თანა მზრახველო მელეტო, რომელი იქმენ მახვილი ცეცხლისა ქრისტესა და მოსრენ ყოველნი იგი უღმრთოებისა ნივთნი; ამისთვის გიგალობთ შენ, მნათობსა ყოვლისა სოფლისასა.
ტროპარი, ხმა 8: ალი მაცდურისა და საბრთხენი მისნი ცრემლითა შენითა დაშრიტენ, სანატრელო, და ზღვისა ღელვანი მხეცთა ზახებანი დააყუდენ, და ესრეთ ღაღადებდ უფლისა მიმართ: უფროისად დიდებულ ხარ შენ, ყოვლადძლიერო ღმერთო, რომელმან ცეცხლისა და მახვილისაგან მიხსენ მე.
კონდაკი, ხმა 2: ვითარცა ღმრთისმსახურებისა გამოცდილსა მოღუაწესა და ვნებათა აღმრჩეველსა პატიოსანსა, და უდაბნოსა ცხოვრებისა დამამკვიდრებელსა, ღირსად გალობით ვაქებდეთ მარტინიანეს, მარადის სანატრელსა, რამეთუ მან გველი დასრთგუნა.
კონდაკი, ხმა 3: სიქმინდე შეიტკბე შენ, ღვრთივგანბრძნობილო, და გულსთქუმასა ხორცთა შენთა აღვირახსენ, და გამოსჩნდი ბრწყინვალე სარწმუნოებით, ხოლო ვითარცა ნერგი შორის სამოტხისა აღყვავენ, ავქსენტი მამაო საღმრთოო.
კონდაკი, ხმა 4: ვნებათა ქრისტესთა საჩინოდ მობაძვაო, თვით მხილველო და მესაიდუმლეო რჩეულო, საღმრთოსა პავლესა ქადაგის შედგომილო, ნეტარო ონისიმე, მის თანა ევედრე ქრისტესა ღმერთსა დაუცხრომელად ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი, ხმა 8: ზენასა ცხორებასა მიმთხვევისა მოსურნემან ქუენა შეურაცხი, შუება მოსწრაფედ დაუტევე და თავი თვისი შთაუტევე შორის მამათასა შუენიერებითა ქრისტესთვის, სიძისა შენისა, ჟამიერი დამწინდებელი შეურაცხ-ჰყავ.
კონდაკი, ხმა 4: წინამდებარეთა საშინელთა სატანჯველთა რა ხედევდით, ახოვანო მოწამენო, უშიშითა გონებითა სიხარულით იხარებდით და არა იურვოდით ხორცთათვის, რომლისათვისცა დაიმკვიდრეთ საუკუნო დიდება და მარადის ევედრებიტ ჩუენთვის ღმერთსა, რომელნი ვაქებთ ღუაწლთა თქუენთა.
ტროპარი: დიდ არიან სარწმუნოებისა საკვირველებანი, რამეთუ ალსა მას შინა ცეცხლისასა, ვითარცა წყალსა განსვენებისასა, წმიდა მოწამე თეოდორე იხარებდა, რამეთუ ცეცხლსა შინა შეიცხო, ვითარცა პური ტკბილი და შეწირულ იქმნა წინაშე სამებისა. მისითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნე სულნი ჩვენნი.
ტროპარი, ხმა 2: იშუებს ტირონი და განსცხრების ღუაწლთა შენთა სიმრავლესა, მხნეო თოდორე ღირსო, აღმოსდის კურნება სასწაულთა შენთა და ჩუენ, მგალობელთა შენთა გვითხოვე ქრისტესაგან დიდი წყალობა.
კონდაკი, ხმა 8: სარწმუნოება ქრისტესი, ვითარცა ჯაჭვი შეიმოსე, ჰოი, მრავალმოღვაწეო თეოდორე, შინაგან გულსა შენსა, და წინააღმდგომნი ძალნი დააკუეთენ, და დასცენ ბომონნი, და ვითარცა უძლეველი მხედარი, გვირგვინითა შეიმკუე საუკუნითგან მაღლით გარდამო.
კონდაკი, ხმა 3: საყდარსა ზედა, დიდებულო, მღვდელობისასა რა დასჯედ, ლომთა სიტყვერთა პირნი დაუყვენ რწმენათა მიერ ღმრთივმობერილითა სამსახურებელთა სამებისათა და განაბრწყინვე სამწყსო შენი ღვთისმეცნიერებითა; ამისთვის ადიდე საღმრთო მესაიდუმლოე ღმრთისა მადლისა.
კონდაკი, ხმა 4: ვითარცა რა მთიები დიდი აქუ შენ ეკლესიასა, არქიპოს, სასწაულთა შენთა შარავანდედითა განათლებული გიხმობს შენ: აცხოვნენ სარწმუნოებით პატივისმცემელნი ხსენებისა შენისანი.
კონდაკი: ვითარცა რა მნათობი დიდი აქუ შენ ეკლესიასა, ყოვლადნეტარო ლეონი, და უფროის მზისა განაბრწყინებ მას, რომელიცა უკუე დაიცევ, ღირსო, უძლეველად და შეურყეველად, და შეუგინებელადცა მწველებელთანგან, ვითარცა მარადის მოხსენებულმან.
კონდაკი: ვითარცა რა ვარსკვალვსა მრავალმნათობსა, გიღაღადებთ შენ, ყოვლადქებულო, განანათლენ გულნი ჩუენ მაქებელტა შენთანი, საკვირველთმოქმედო, ღირსო ტიმოთე.
ტროპარი: მოწამეთა შენთა, ცხრათა ყრმათა კოლაელთა, ღვაწლსა შინა თვისსა გვირგვინი მოიგეს უხრწნელებისა შენ მიერ ღმრთისა ჩუენისა, რამეთუ აქუნდათ მათ შენ მიერი ძალი, და მძლავრი დაამხვეს, და შემუსრეს კერპთა იგი უძლური ძალი, მათითა მეოხებითა, ქრისტე ღმერთო, აცხოვნენ სულნი ჩუენნი.
კონდაკი: ლამპრად ბრწყინვალედ გამოსჩნდეს საღმრთონი მოწამენი და საკვირველებათა ნათლითა სოფელსა განაბრწყინვებენ, და სიბნელესა ვნებათასა დახსნიან, და ქრისტესა ღმერთსა მხოლოსა ევედრებიან დაუცხრომელად ჩვენ ყოველთათვის.
კონდაკი: მტკიცენო სვეტნო სარწმუნოებისანო, კეთილად მძლენო მოწამენო, რომელთა ქრისტესთვის მრავალფერნი ტანჯვანი დაითმინენით და მრავალ წელ ეგენით ფარულად, და აწ განსცხადნენით, ვითარცა რა მრავალ ფასნი საუნჯენი, და ეკლესიასა ღმრთისასა პატიოსან მკლავთა მიერ მღვდელმთავრისათა ტვირთულნი მიერთვენით, და მვედრებელტა თქუენდა მიანიჭებთ კურნებასა, ქრისტესა ევედრენით ცხოვრებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ნაყოფნი სიტყვერნი შესწირენ შენ უფლისა, ბრძენო პოლიკარპე, და მსხვერპლი სათნოებათანი, და ღმრთისა მიერ ღირსად იდიდე; ამისთვის დღეს განათლებულნი სიტყვათა შენთაგან უგალობთ შენსა ღირსსა სახსენებელსა და ვადიდებთ უფალსა.
ტროპარი: ქუეყანით აღმობრწყინდა თავი იგი წინამორბედისა და უხრწნელებისა მცხინვარებასა მიჰფენს ყოველთა საკურნებელად სარწმუნოებით მვედრებელთა მისთა, რამეთუ ზეცას აქებენ სიმრავლენი ანგელოზთანი, და ქუეყანასა ზედა კაცნი ერთ ხმობით უღაღადებთ. ქრისტე ღმერთო, ვედრებითა მისითა გარდამოავლინე დიდი წყალობაჲ შენი ჩუენ ზედა.
კონდაკი: წინასწარ-მეტყუელო ღმრთისაო და წინამორბედო მადლისაო, თავი შენი ვითარცა ნიჭი საღმრთო ვპოვეთ ქუეყანით, და კურნებათა მოვიღებთ ყოვლადვე, რამეთუ კუალადცა, ვითარცა პირველ, ქადაგებ სოფელსა შინა სინანულსა.
კონდაკი: მართლმადიდებლობისა მოძღვრბითა ეკლესია განაბრწყინვე და ქრისტეს პატიოსნისა ხატისა გამოწერა გამოაჩინე, სანატრელო, და თაყუანისცემაი მისი ყოველთა უქადაგე, და განაქიქენ უღმრთონი ხატთა მბრძოლნი მწვალებელნი; ამისთვის გიღაღადებთ შენ: გიხაროდენ, ჰოი მამაო ბრზენო ტარასი.
კონდაკი: მღვდელობისა წესითა შემკობილ იქმენ და სამრვდელონი სამკაულნი შეიმოსენ, ყოვლად სანატრელო ღმრთივგანბრძნობილო პორფირი, და კურნებისა სიმაღლითა განშუენდი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: ნათელ ცისკროვნად მტიებად მოგიგო დღეს ეკლესიამ, განაქარვენ რა ყოველნი ბოროტმადიდებელთა ზრახვანი, ვინაცა გევედრებითა ხსენებისა შენისა აღმასრულებელნი: დაგვიფარენ ზეცისა მესაიდუმლეო დიდებულო პროკოფი.
კონდაკი: ზეგარდამო მოიღე საღმრთო გამოცხადებაი და ივლტოდი, ბრძენო, შფოთთაგან სოფლისათა, და ღირსად მარტოებით იმყოფებოდი, და სასწაულთმოქმედებაი მოიღე, და მადლი უძლურთა კურნებისა, ბასილი ყოვლადსანატრელო.